თავი VIII — მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებანი
1. მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნის მისაღწევად გამართლებული რისკის პირობებში დააზიანებს სამართლებრივ სიკეთეს.
2. რისკი გამართლებულია, თუ ეს მიზანი არ შეიძლებოდა მიღწეულიყო რისკის გარეშე ქმედებით და თუ პირმა მიიღო ყველა ზომა სამართლებრივი სიკეთის დაზიანების თავიდან ასაცილებლა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(28)
საქმე №ბს-363(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
…სასამართლოში ი. პ-ისა და მისი ადვოკატების გამოსაცხადებლად მოსარჩელის მიერ 220 კმ. მანძილზე 64-ჯერ გამოცხადებისას 64-ჯერ საწვავის შესაძენად გაღებულმა ხარჯმა მთლიანობაში შეადგინა 9 400 ლარი. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 და 31-ე მუხლებზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე,…
საქმე №5აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.06.2022
…იქნა ცნობილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონის მე-2 მუხლი, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტსა და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით. ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ზემოაღნიშნული კანონის გარდამავალი დებულებით იზღუდებოდა არაერთგზისობის…
საქმე №2კ-24აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.04.2022
…ქ. ფ–ში,..... ქუჩა N.. საცხოვრებელ სახლთან მდებარე, შპს,,..........ის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის ქურდობის მცდელობის აღკვეთისას, ჭ. ლ–მ, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას,,,პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 31-ე და 34-ე მუხლების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, იარაღის გამოყენებისათვის სავალდებულო პირობების არარსებობისას, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ: მასზე…
საქმე №2კ-433-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.11.2021
…ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის ბანკთა კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (საბანკო სფეროში ჩადენილი მითვისება) და თ. რ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-80, 59-ე, 31-ე, 32-ე და მე-40 მუხლებით განესაზღვრა 14 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა (საიდანაც ფაქტობრივად უნდა მოიხადოს 5 წელი, 10 თვე და 7 დღე) და ჯარიმა - 60939117.25…
საქმე №77აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.06.2021
…იქნა ცნობილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონის მე-2 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტსა და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით. 5. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს საკონსტიტუციო…
…ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. 5. აღსანიშნავია, რომ საქმის არსებითი განხილვის შემდგომ – სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლმა რედაქციული…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 31, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-31/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია