განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2019
საქმის ნომერი
120100118002277122
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
25.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/041-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

15 თებერვალი, 2019 წელი ქ. ახ--––---

 

ახ--––---ს რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გი-----ი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კა--------–---–--ლი

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – გი-------------–-ძე; დაბადებული 2---------წ, პირადი #4----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული მისამართი: ქ. ახ--––---, ვ--------------.

 

ადვოკატი - ნუ----------------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე,, ქ/პ.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

1. 2017 წლის დეკემბრის თვეში გი-------------–-ძემ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ სტერეოტიპული დამოკიდებულების „ცოლი მისი საკუთრებაა თუნდაც ყოფილი“ გამო, ყოფილ მეუღლეს ცი--–---------–--ეს დაემუქრა თუ კი ის გათხოვდებოდა სხვაზე მოკლავდა, ასევე მოუკლავდა მშობლებს, ხოლო არასრულწლოვან ძმას ჯანმრთელობას დაუზიანებდა კერძოდ ფეხებს მოტეხავდა, ასევე დაემუქრა, რომ საცხოვრებელ სახლს და ავტომანქანას გადაუწვავდა, რაც ცი--–---------–--ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

გი-------------–-ძემ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-151-პირველი ნაწილით

 

2. 2017 წლის 18 ოქტომბერს გი-------------–-ძე ახ--––---ს რაიონული სასამართლოს მიერ გასამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 2017 წლის ოქტომბრის თვეში სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ გი-------------–-ძე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ სტერეოტიპული დამოკიდებულების „ცოლი მისი საკუთრებაა თუნდაც ყოფილი“ გამო, ყოფილ მეუღლეს ცი--–---------–--ეს ემუქრებოდა, აყენებდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე აშანტაჟებდა არ არსებული სახელის გამტეხი, დამამცირებელი ინფორმაციის გავრცელებით, რითაც ცი--–---------–--ე განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც იწვევდა მის ფსიქოლოგიური ტანჯვას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

გი-------------–-ძემ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

დაზარალებულმა ცი--–---------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ გი-------------–-ძე დაკავებულ იქნა ცი--–---------–--ის ფიზიკური ფსიქიკური შეურაცხყოფისთვის ცი--–---------–--ის მიმართ, რაც მოიხადა კიდევაც. გი-------------–-ძე ციხეში ყოფნის დროს ხშირად წერდა წერილებს და სთხოვდა რომ გამოეტანა საჩივარი. ცი--–---------–--ემ გამოიტანა საჩივარი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მას მიუვიდა წერილი მობილურზე გი-------------–-ძისგან, რომ ციხეს არ აქვს ერთი კარები, მას აქვს 9 კარი და მაინც გამოვიდოდა იქიდან. როდესაც გი-------------–-ძე ციხიდან გამოვიდა ხვდებოდა ხოლმე ცი--–---------–--ეს და ბავშვსაც ნახულობდა. 2017 წლის დეკემბრის თვეში ცი--–---------–--ემ დაურეკა გი-------------–-ძეს და უთხრა, რომ ბავშვს ხშირად ვერ აჩვენებდა, ასე ხშირად შეხვედრაც არ იყო სასიამოვნო. ამაზე გაბრაზდა გი-----ი და დაიწყო ლანძღვა-გინება, რის გამოც ცი--–-- ტელეფონი გაუთიშა, მაგრამ როდესაც გი-----იმ მოინდომა ბავშვის ნახვა, ცი--–-- მას ანახა შვილი მისი მშობლებისგან მალულად. გი-------------–-ძის კითხვაზე ნანობდა თუ არა ცი--–---------–--ე მის საქციელს, რომ უჩივლა, ცი--–-- უპასუხა, რომ მან სამართლი---დ აგო პასუხი, რის შემდეგ გი-----იმ უთხრა, რომ ციხეში ყოფნის დროს დიდი სურვილი ჰქონდა ერთი დღით მაინც გამოსულიყო და მოეკლა ცი--–ა. იმ მომენტში ცი--–ას ძალიან შეეშინდა ვინაიდან გი-----ი მის წინ იდგა და ნებისმიერი რამის გაკეთება შეეძლო. ამის გამო შეშინებულმა თავის დაცვის მიზნით უთხრა, რომ წუხდა თავის საქციელს საჩივართან დაკავშირებით. ყოველი შეხვედრაზე გი-------------–-ძე სამომავლო გეგმებზე ესაუბრებოდა ცი--–---------–--ე, ხოლო ეს უკანასკნელი კი არ უყვებოდა თავისი გეგმების შესახებ და ეუბნებოდა, რომ მისი საქმე აღარ იყო. ამაზე ბრაზდებოდა გი-----ი და ემუქრებოდა, რომ იპოვიდა ამ პატარა ქალაქში, ემუქრებოდა, რომ ქუჩაში არ გადაყროდა რადგან რამეს დაუშავებდა შესაძლოა მოეკლა კიდეც ცი--–ა. ეკითხებოდა ხოლმე რომ ეშინოდა თუ არა მისი რაზეც ცი--–ა ეწინააღმდეგებოდა, რადგან რომ დათანხმებოდა და ეთქვა რომ ეშინოდა, უფრო მეტი აგრესია და მუქარა არ წამოსულიყო გი-----ისგან. გი-----ი ემუქრებოდა, რომ მისი მამა გვიან მიდიოდა სახლში და რა იცოდა რა მოხდებოდა რა დაემართებოდა მამამის ან იქნებ და მომკვდარიყო. ცი--–ას დედასაც ხშირად ხედავდა ახ--––---ში და რა იცოდა იქნებ ავარიაში მოყოლილიყო, ან ძმა, რომ ფეხები მოსტყდებოდა, არც მაგის არ გეშინიაო, ეკითხებოდა ცი--–ას და ემუქრებოდა, რაზეც ცი--–ა ძლიერ შიშს განიცდიდა. გი-------------–-ძე ცი--–---------–--ეს ხშირად ემუქრებოდა, რომ მანქანას გადაწვავდა, მშობლებს ავარიაში მოუყოლებდა, სახლს გადაუწვავდა და სწორედ თვეებისა და დღეების განმავლობაში ცი--–ა იყო დეპრესიაში, სახლიდან გარეთ არ გადიოდა და ბავშვისთვისაც ვერ იცლიდა. რის შედეგადაც გადაწყვიტა, რომ სამართალდამცავისთვის მიემართა, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა, ეს კველაფერი კი იწვევდა მის ტანჯვას.

 

რამდენჯერაც ცი--–---------–--ეს გი-------------–-ძესთან ჰქონდა საუბარი თავის პირად ურთიერთობაზე, გი-----ი მას აფრთხილებდა, რომ მეორედაც რომ გათხოვილიყო მაინც აერეოდა და დაენგრეოდა მეუღლესთან ურთიერთობა, რადგან ხშირად მოუწევდა გი-----ის თავისი ბავშვის ნახვა, ბავშვი მამას გი-----ის გარდა არავის არ დაუძახებდა და ამის გამო შეიძლება არეოდა ცი--–ას ცხოვრება. ასევე ემუქრებოდა, რომ გათხოვილიყო ვერ გაიხარებდა. ცი--–---------–--ის თქმით წელიწადნახევარი, ფეხმძიმობის პერიოდშიც კი ხდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. გი-------------–-ძე ცი--–---------–--ეს ხშირად ემუქრებოდა სატელეფონო საუბრებში, სატელეფონო საუბრების შესახებ ცი--–-- თავის ოჯახის წევრებს და მეგობრებს უამბო. დედაც ხშირად ყოფილა შემსწრე, ვინაიდან ხმამაღალზე ქონდა ხოლმე ჩართული. ცი--–ას მუქარის განხორციელების რეალური შიში გააჩნდა, ვინაიდან იგი კარგად იცნობდა გი-------------–-ძეს თუ რისი გამკეთებელი იყო ის.

 

მოწმე ლი----------–---ს ჩვენებით დგინდება, რომ ლი----------–-ძე წინააღმდეგი იყო გი-------------–-ძისა და ცი--–---------–--ის ქორწინების. მათი ქორწინების მერე ლი---ს თავის შვილთან არ ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ როდესაც გაუჩნდათ ბავშვი, ლი----------–-ძე იძულებული გახდა მისულიყო მათთან და ენახა ბავშვი. როდესაც ბავშვის სანახავად მივიდა, ცი--–---------–--ე მკლავისა და ყელის არეში ჩალურჯებული დახვდა, როდესაც ჰკითხა ლი----------–-ძემ შვილს თავდაპირველად არაფერი უთხრა, ხოლო შემდეგ მოუყვა ყველაფერი, რომ ცი--–---------–--ეს სცემდა გი-------------–-ძე. ამის შემდეგ ლი-----------–--ე დაელაპარაკა გი-------------–-ძეს და უთხრა, რომ აღარ განმეორებულიყო ასეთი შემთხვევა და მიზეზი თუ რა იყო ცემისა გი-----ი ასახელებდა უმნიშვნელო რაღაცეებს, რომ შეეპასუხა, არ სჯეროდა მისი ცი--–ას და ასე შემდეგ. ერთი შემთხვევის დროს ცი--–---------–--ემ დაურეკა დედას და დახმარება სთხოვა რადგან გარეთ იყო, სასწრაფოდ წამოიყვანა დედამ, რის გამოც მისმა გი-------------–-ძემ დაუწყო შეურაცხყოფა როგორც ცი--–---------–--ეს ისე ლი----------–-ძეს, რომ მშობლების ბრალი იყო ყველაფერი, განსაკუთრებით ის რომ დაუკითხავად წაიყვანეს მეუღლე სახლიდან და დაუწყო მუქარა. გი-----ი თავის მეუღლეს გარკვეული პერიოდი ტელეფონზე ელაპარაკებოდა, რის შემდეგაც დაიყოლია სახლში დაბრუნებაზე. სამჯერ განმეორდა იგვე შემთხვევა. მეოთხედ რომ დაურეკა ცი--–-- დედამისს, ლი----------–-ძემ უთხრა, რომ ვერ უშველიდა და შესაბამისი ორგანოსთვის უნდა მიემართა. ამის შემდეგ გი-------------–-ძე დააკავეს ცემის ფაქტზე, რომელზეც 3 თვე იხდიდა სასჯელს. ამის შემდეგ ცი--–---------–--ე მეგობრებმა დაიყოლიეს და საჩივარი გამოატანინეს, დედამისისგან მალულად. გი-------------–-ძის გამოსვლის შემდეგ დედისგან მამულად ცი--–ა ხდებოდა გი-----ის, ხოლო დროთა განმავლობაში ისე მოხდა რომ ყოველდღე ნახულობდა გი-------------–-ძე ბავშვს რასაც მოჰყვა კვლავ მუქარები და დაშინებები ცი--–---------–--ის და მისი მშობლების მიმართ. ღამის საათებში მიდიოდა გი-----ი როცა ლი---ს და თავის მეუღლეს ეძინათ და მაშინ ნახულობდა ცი--–ას, ბავშვი იყო მიზეზი. დაახლოებით ღამის პირველი საათი იქნებოდა გი-------------–-ძე ლი----------–-ძეს მიწერა წერილი, რომ გასულიყო და ენახა მათთან სამზარეულოში რა ხდებოდა. ლი---ს შეეშინა, რომ გი-----ი რამე არ დაეშავებინა ცი--–ასთვის, რადგან ისე სცემდა ცი--–ას რომ დაშინებული იყო, როცა ადგა და გავიდა ნახა, რომ არაფერი იყო და ცი--–ას და ბავშვს ეძინათ. ლი--- არ იყო წინააღმდეგი, რომ როგორც წესი და რიგი იყო ისე ენახა ბავშვი. ბავშვის ნახვასთან ერთად იყო მუქარები, ემუქრებოდა გი-----ი ცი--–ას რომ მამას მოუკლავდა, ავარიაში მოუხვედრებდა, ძმას ფეხებს დაამტვრევდა, შესაძლებელი იყო ოჯახში პრობლემები შექმნოდათ, მანქანას დაუმტვრევდა და ასეთი მუქარები მოდიოდა გი-----ისგან. ღამის საათებში მარტო ცი--–ას კია არა ლი---საც წერდა წერილებს, მაგრამ არ კითხულობდა ლი--- და ყურადღებას არ აქცევდა. უმეტესად ცი--–აზე ახდენდა ფსიქიკურ ზეწოლას, რაზეც ცი--–ა ძალიან შეშინებული იყო. როცა გი-----ი ცი--–ას ურეკავდა ლი-----------–--ე თავისი შვილის გვერდით იყო და ისმენდა მათ საუბარს. მუქარა იმაში გამოიხატებოდა რომ სამსახურს დააკარგვინებდა ლი-----------–--ეს, რადგან ნაცნობები ჰყავდა. პირადად ლი---ს ესმოდა როცა ამ ყველაფერს ცი--–ას ეუბნებოდა გი-----ი ტელეფონით. ემუქრებოდა როგორც ცი--–ას ასევე მშობლებს და მის ძმას. ლი--- ისეთი შეშინებული იყო რომ ხშირად ღამე ძაღლის ყეფაზე გასულა სასწრაფოდ სახლიდან ეზოში და ისევ შემოსულა რადგან არაფერი არ ხდებოდა. ისეთი შეშინებული იყო ლი--- დარწმუნებული იყო რომ გი-----ი ნამდვილად რაიმეს დაუშავებდა და ყველაფერზე იყო წამსვლელი. ლი--- ბევრჯერ სცადა დალაპარაკებოდა გი-----ის მაგრამ მასთან საუბარი შეუძლებელი იყო, მით უმეტეს მშვიდობიანი გზით. ცი--–---------–--ე პირიქით ბავშვის ნახვის უფლებას აძლევდა, ტელეფონზეც ელაპარაკებოდა რათა უფრო არ დაძაბულიყო გი-----ი და არ გაბრაზებულიყო. ცდილობდა ცი--–ა ყველაფერი მშვიდობი---დ მოეგვარებინა მაგრამ გი-----ი ერთხელ თუ მშვიდად დაელაპარაკებოდა მეორე წუთს აგრესია მოდიოდა მისგან, ემუქრებოდა და ზეწოლის ქვეშ ჰყავდა. ერთხელ იყო შემთხვევა, როცა გი-----იმ ლი---ზე აღმართა ხელი და აქედან გამომდინარე გი-----ისგან ლი---ს აღარაფერი უკვირდა და შესაბამისად რეალურად მიაჩნდა რომ მომავალში იგივეს გააგრძელებდა გი-----ი. გი-----ი ციხიდან როცა გამოვიდა ლი---ს მიწერა წერილი: „თუ ციხეს ერთი კარები აქვს მეორეც აქვსო ესე იგი გამოვედი გარეთო და მიფრთხილდითო“. ასევე ემუქრებოდა, რომ მასზე და ცი--–აზე ცუდ ხმებს გაავრცელებდა ხალხში და ძმაკაცებსაც დაიხმარდა.

 

მოწმე ნუ---------------–--ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი წინააღმდეგი იყო გი-------------–-ძის და ცი--–---------–--ის ქორწინების. გი-----ი ცი--–ას სისტემატიურად ცემდა. ფეხმძიმესაც კი სცემდა და ალურჯებდა ხოლმე. საჩივარიც კი იყო აღნიშნულზე, მაგრამ მან ცი--–ას საჩივარი გამოატანინა, რადგან გი-----ის თავი დაენებებინა ცი--–ასთვის და დამთავრებულიყო ყველაფერი. ამის მერე გი-----ის მხრიდან კვლავ გაგრძელდა გინებები, მუქარები, ცემა, სოფელში ნუ--------------–--ეს გაუვრცელა ხმა, რომ გი-------------–-ძეს თავისი სიმამრი ჰყავდა ნაცემი, მაგრამ ნუ--------------–--ის თქმით ეს სიცრუე იყო. გი-----ის ციხეში ყოფნის დროს ნუ--------------–--ემ სთხოვა თავის შვილს, რომ საჩივარი გამოეტანა და გამოიტანა კიდეც ცი--–-- საჩივარი. ცი--–ას ხშირად ემუქრებოდა, რომ დედამისს სამსახურიდან გამოაგდებინებდა, მამამისს ავარიაში მოახვედრებდა, მის პატარა ძმას რაიმეს დაუშავებდა. ასევე ხშირად წერდა ხოლმე წერილებს. 2017 წლის დეკემბრის თვეში კვლავ ემუქრებოდა და აშანტაჟებდა ცი--–ას. ოჯახის წევრებით ემუქრებოდა. მას რეალურად მიაჩნდა ცი--–ას მიმართ მუქარა და ყველაფერი მოსალოდნელი იყო გი-----ისგან.

 

მოწმე ნი----------–აძის ჩვენებით დგინდება, რომ გი-------------–-ძესა და ცი--–---------–--ეს ერთად ცხოვრების პერიოდში გი-------------–-ძე მეუღლეს აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ისინი დაშორდნენ. გი-------------–-ძე იყო ციხეში, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ცი--–ას და გი-----ის მიმოწერა ჰქონდათ ერთმანეთთან, რომელთაგან ზოგიერთი წერილი ნი----------–აძესაც ჰქონდა წაკითხული, რადგან ცი--–---------–--ეს არ ჰქონდა ტელეფონი და მამამისის ტელეფონს იყენებდა ხოლმე. ერთ-ერთ წერილში ეწერა, რომ გი-------------–-ძის გვარის წარმომადგენელი იზრდებოდა და უნდა წაეყვანა. ზოგჯერ შეურაცხყოფასაც აყენებდა გი-----ი ცი--–ას და ამის გამო ცი--–ას ეშინოდა. ნი----------–აძეს ასევე წაკითხული აქვს ისიც, რომ გი-------------–-ძე ემუქრებოდა ცი--–---------–--ეს მამამისის მოკვლითა და დედამისის სამსახურიდან გამოგდებით. ცი--–---------–--ე ხშირად ამბობდა რომ ეშინოდა თავისი მეუღლისა, რადგან ემუქრებოდა.

 

2018 წლის 19 იანვრის N000363118 სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ცი--–---------–--ის სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით გი-------------–-ძის ქმედებით მისი ყოფილი მეუღლე ცი--–---------–--ე განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის სისწორე სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენებით დაადასტურა მისმა გამცემმა ექსპერტმა თი------------ემ და განმარტა, რომ 2017 წლის 27 დეკემბერს ახ--––---ს რაიონული სამმართველოს განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გი-----ი ბა---–--ას მიმართვის საფუძველზე ჩაატარა სასამართლოს სამედიცინო ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას ცი--–---------–--ის მიმართ. ექსპერტიზა ჩატარდა 2017 წლის 27 დეკემბერს და დასკვნა გაიცა 2018 წლის 18 იანვარს. ექსპერტიზის წინაშე იყო შემდეგი საკითხი დასმული: აღნიშნული იყო თუ არა გი-------------–-ძის ქმედება ცი--–---------–--ის მიმართ რაიმე დამცირება და შეურაცხყოფა ხომ არ გამოიწვევდა მის ფსიქოლოგიურ ტანჯვას. აღნიშნულ კითხვას გაეცა შემდეგი პასუხი ცი--–---------–--ე განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დროს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ძირითადად მიმდინარეობდა კლინიკური გასაუბრებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ითხოვდა პიროვნების ფსიქიკურ ფუნქციებს, ფსიქიკური ფუნქცია გულისხმობს მის აღქმას, გააზრებას, მეხსიერება, აზროვნება, ცი--–---------–--ის შემთხვევაში ფსიქიკური ფუნქციები ნორმის ფარგლებში იყო. ცი--–---------–--ე განიცდიდა თუ არა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, ამაზე ძირითადად დაეყრდნო გამოკითხულ პირების მოწოდებულ ინფორმაციას და სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ჩვენებებს, ოქმებს და აშ. ყველაფრის შეჯამებით და გაერთიანებით მიიღო გადაწყვეტილება.

 

ცი--–---------–--ე გასაუბრებისას ამბობდა: „.. გათხოვებიდანვე დაეწყო აგრესია... ჩხუბის მიზეზს ვერ გეტყვით თვითონ პიროვნებაა ასეთი, ყველაფერზე მეჩხუბებოდა... თუ ცუდ ხასიათზე იყო მაშინაც მე მეჩხუბებოდა..რას აღარ მეძახდა..დედას და მამას მაგინებდა... უმეტესწილად ჩხუბს მოყვებოდა ცემა... თოთხმეტი წლის ასაკში შეყვარებული რომ მყავდა, იმასაც კი მახსენებდა და ეჭვიანობდა.. დილით ცუდ ხასიათზე თუ გაიღვიძებდა დაიწყებდა, სხვა რატომ გიყვარდა.. შენ რა იცოდი თოთხმეტი წლის ბავშვმა სიყვარული.. შენ ცუდი ცხოვრების ქალი ხარ.. ეჭვიანობდა, ფიქრობდა, რომ ვუღალატებდი.. ოდნავ თუ შევეპასუხებოდი და მიხვდებოდა დებატებში ვერ მიგებდა, გადადიოდა ფიზიკურ ძალადობაზე .. ხალხის თანდასწრებითაც დავუმცირებივარ .. ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ჩემზე მაგარი იყო და ცემაზე გადადიოდა .. წელს ივლისში ჩხუბი მოგვივიდა .. ქამრით მცემა ..მე პოლიციაში დავრეკე .. დაიჭირეს .. ახლობლების რჩევით დავწერე განცხადება რათა გამოეშვათ .. ვითომ შევრიგდით .. მაგ ამბების მერე წავედი სახლიდან და მშობლებთან დავბრუნდი .. ბავშვის ნახვაზე გვქონდა კონფლიქტი .. სიცოცხლეს გაგიმწარებ, სახლს დაგიწვავთ, მანქანას ისეთ რამეს გავუკეთებ დედაშენი ავარიაში მოყვეს, შენს ძმას დავხვდები სკოლასთან და ფეხს მოვტეხავ, მამაშენი ფრთხილად იყოს, შორს მუშაობს და გზაში რამე არ მოუვიდეს .. ბავშვის მამა ვინ არის გარკვიე .. მაგაზე ეჭვიანობდა .. თან ბავშვზე ჰქონდა პრეტენზია .. ფრთხილად იყავი ქუჩაში მარტო არ გაიარო, შემთხვევით მე არ დაგხვდე, რამე არ მოგივიდეს .. ბავშვს უმადლოდეთ, რომ ცოცხლები ხართ.. ბრალდებები რომ დედაშენი ცუდი ყოფაქცევის ქალია .. როცა მემუქრებოდა მეწყებოდა კანკალი, ვეღარც ვსაუბრობდი, ისე მეშინია იმ პიროვნების.. რამდენჯერ უნდა გაპატიო .. მეშინია, მაგრამ ვიცი რაც უფრო უკან დავიხევ უფრო გადამივლის .. მირჩევნია საქმე ბოლომდე მივიყვანო .. აღარ მინდა მაგასთან ურთიერთობა..“ მისი ჩვენებიდან გამომდინარე, ყველაფერი აისახა დასკვნაში.

 

მოწმე გი-----ი ბა---–--ს ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს შსს ახ--––---ს რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, მოცემულ საქმეზე ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები: გამოკითხა მოწმეები, დანიშვნა ექსპერტიზა, ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება ამოღება. გამოკითხა ცი--–---------–--ე, დააკავა გი-------------–-ძე, გამოკითხვის ჩატარების მიზნით იზოლატორში მივიდა გი-------------–-ძესთან, რომელმაც გამოიყენა დუმილის უფლება, გი-------------–-ძეს გააცნო დადგენილება ბრალდების შესახებ. მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ასახულია ოქმებში.

 

გი-------------–-ძე 2017 წლის 14 დეკემბერს სასამართლოს განჩინების გარეშე დაკავებული იქნა 00:48 საათზე, ქ. ახ--––---ში ვა-----ს ქუჩა N46-ში. გადაუდებელი აუცილებლით დაკავების საფუძველი გახდა შემდეგი: პირი შესაძლოა მიიმალოს; 15 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 16 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 5000 ლარის ოდენობით მის უზრუნველყოფამდე პატიმრობით. ბრალდებულის მიერ გირაო იქნა უზრუნველყოფილი უძრავი ქონებით და 21 დეკემბერს განთავისუფლებული იქნა პატიმრობიდან., ასევე 2018 წლის 27 იანვარს გი-------------–-ძეს წარედგინა ბრალდება 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ პუნქტით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

მოწმე თა----------–---ის ჩვენებით დგინდება რომ 2017 წლის 13 დეკემბერს ახ--––---ს რაიონულ სამმართველოს განცხადებით მიმართა ცი--–---------–--ემ მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, რაზეც დაიწყო გამოძიება. 2017 წლის 14 დეკემბერს თა----------–---ემ, უბნის ინსპექტორთან თე---------–აძე და გამომძიებელი გი-----ი ბა---–-- ერთად დააკავა გი-------------–-ძე, რომელიც იმყოფებოდა სახლის ეზოში იმყოფებოდა. მას გამომძიებელმა განუმარტა თავის უფლებები, განუმარტა დაკავების საფუძვლები, ფაქტი თუ რა ფაქტზე აკავებდნენ და ამის შემდეგ გადაყვანილ იქნა ახ--––---ს რაიონულ სამმართველოში, სადაც შედგა ოქმი, რომელსაც გაეცნო გი-------------–-ძე, მაგრამ ოქმს არ მოაწერა ხელი და ასლიც არ ჩაიბარა.

 

მოწმე თე---------–აძის ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 14 დეკემბერს ახ--––---ს რაიონულ სამმართველოში შევიდა ცი--–---------–--ის განცხადება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. იგი თა----------–---ესთან და გი-----ი ბა---–--სთან ერთად წავიდა გი-------------–-ძის დასაკავებლად, გი-------------–-ძე გარეთ სახლის ეზოში იმყოფებოდა, სადაც გამომძიებელმა განუმარტა თავისი უფლებები, დააკავეს და დაკავების ოქმსაც გააცნო, რომელსაც გი-------------–-ძემ ხელი არ მოაწერა.

 

2017 წლის 15 დეკემბრის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ ცი--–---------–--ე ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ ასევე გამოიკვლია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ:

 

ბრალდებულ გი-------------–-ძის ჩვენებით დგინდება რომ ცი--–---------–--ე გი-------------–-ძემ გაიცნო 2016 წლის 12 მარტს. გაცნობის შემდეგ ცი--–---------–--ემ ტელეფონით დაურეკა გი-------------–-ძეს და უთხრა, რომ ოჯახში დიდი დაძაბულობა ჰქონდა, დედამისთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, სახლში არ ეძინა და როდესაც მას შეხვდა გადაჭრილი ვენებიც კი აჩვენა. მან უთხრა, რომ ჰყავდა ცოლ-შვილი და მათ შორის ოფიცი--–ური ურთიერთობა ვერ შედგებოდა, რაზეც ცი--–ა თანახმა იყო და უბრალოდ არაოფიცი--–ურ შეხვედრებზე და ურთიერთობაზეც კი უარს არ ამბობდა. თავდაპირველად ცი--–---------–--ის დედა თანახმა იყო მათი ურთიერთობის, მოსწონდა გი-------------–-ძე, როგორც სიძე, მაგრამ როცა გაიგო, რომ დაოჯახებული იყო მოინდომა მათი დაშორება. რის შემდეგაც გი-----ი და ცი--–ა შეთანხმდნენ, რომ ცი--–ა უნივერსიტეტში ისწავლიდა და თან ურთიერთობას გააგრძელებდა გი-----ისთან. 2016 წლის 20 ივლისს ცი--–ას დაბადების დღე მიულოცა გი-------------–-ძემ, ამის შესახებ გაიგო ლი----------–-ძემ, გაბრაზდა და გამოაგდო სახლიდან. ამავე დღეს ღამის საათებში, დაახლოებით ღამის 2 საათი იქნებოდა დაწყებული, ცი--–-- დაურეკა მას, რომ დახმარებოდა. საბოლოოდ ისინი შეუღლდნენ 2016 წლის 20 ივლისს და გახდნენ არარეგისტრირებული ცოლ-ქმარი. რამდენიმე თვე ცხოვრობდნენ გი-----ის მეგობრის სახლში. შემდეგ გი-----ი სამუშაოდ წავიდა თურქეთში, ხოლო ცი--–ა გამოცდებს აბარებდა, მაგრამ მან მიატოვა გამოცდები და გი-----ის მეგობართან ერთად თურქეთში წავიდა და იქ განაგრძეს ცხოვრება გარკვეული პერიოდი. შემდეგ ისევ საქართველოში, ახ--––---ში განაგრძეს ცხოვრება და რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც გამოიცვალეს. 2017 წლის 28 თებერვალს შეეძინათ ბავშვი. მათ შორის უთანხმოება დაიწყო ცი--–ას ეჭვიანობის გამო, რადგან გი-----ის ბავშვი ჰყავდა მის რეგისტრირებულ ცოლთან და ხშირად მიდიოდა შვილის სანახავად, ამაზე ხშირად ეჭვიანობდა და ეჩხუბებოდა ცი--–ა, ხოლო დროთა განმავლობაში ცი--–-- აღიარა გი-----ისთან მისი მეუღლის მეგობრებთან ღალატის შესახებ. ამის შემდეგ ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, ცი--–ა დედამისთან დაბრუნდა დაახლოებით ერთი ორი კვირა. ამის შემდეგ ცი--–-- კვლავ დაურეკა მას და სთხოვა დახმარება, რადგან დაძაბული სიტუაცია იყო მის ოჯახში. ცი--–ასა და მისი ოჯახის წევრების სურვილი იყო რომ დაქორწინებულიყვნენ, მაგრამ ეს ვერ მოხდებოდა რადგან იგი უკვე დაოჯახებული იყო. რაც შეეხება პირველად ძალადობის ფაქტს, მასზე გი-------------–-ძე მოიხადა სასჯელი. ციხეში ყოფნისას დაურეკა ცი--–ას, მაგრამ მაშინვე გაუთიშეს ტელეფონი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ და მანამდეც სანამ გამოვიდოდა მიწერა წერილი, რომ ერთად ვეღარ იქნებოდნენ და საერთო შვილის ხათრით ერთმანეთისთვის პატივი უნდა ეცათ. გი-----ი ყველანაირად ზრუნავდა ბავშვზე და არაფერს არ აკლებდა. მათი შეხვედრა დაახლოებით 10-15 წუთი გაგრძელდა. მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შეხვდნენ ღამის საათებში ერთმანეთს ლი----------–---სგან მალულად. მათი შეხვედრების უმეტესობას ესწრებოდნენ გი-----ის მეგობრები. ხშირად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს ტელეფონით ღამის საათებში. 2017 წლის 11 დეკემბერს გი-----ი ღამის საათებში მეგობრებთან ერთად წავიდა ზი---–-აში, მაგრამ ცი--–ას მამას ეღვიძა და ამიტომ ვერ შეხვდნენ ერთმანეთს. ამის შემდეგ მეორე დღეს, 12 დეკემბერს დაიბარა ცი--–-- გი-----ი და შეხვდნენ ცი--–ას სახლში დაახლოებით 10-15 წუთი, სადაც მარტონი იყვნენ, ხოლო მეგობრები გარეთ ელოდებოდნენ გი-----ის. გი-----იმ მუშაობა ძლივს თხოვნით დაიწყო და მითუმეტეს არავისი გამოშვება არ შეეძლო სამსახურიდან, აქედან გამომდინარე ვერც დაემუქრებოდა ლი----------–-ძეს სამსახურიდან გამოშვებით, პირიქით ცი--–ას ოჯახს ბევრჯერ დახმარებია და ამის ბევრი მოწმეც არსებობს. ასევე დაეხმარა მის მამასაც ცი--–ას თხოვნით. სწორედ ცი--–---------–--ის დამსახურებაა, რომ მას აერია ცხოვრება.

 

მოწმე თა-------------ძის ჩვენებით დგინდება, რომ დაახლოებით 15 წელზე მეტია რაც იგი მეგობრობს გი-------------–-ძესთან. ასევე იცნობს ცი--–---------–--ეს, რომელიც არის გი-------------–-ძის მეუღლე და ჰყავთ საერთო შვილი, გარკვეული პერიოდი ცხოვრობდნენ ერთად. გი-------------–-ძე და ცი--–---------–--ე დაშორებულები იყვნენ. ცი--–---------–--ის მშობლების სახლში იგი და მისი ბიძაშვილი ერთხელ იყვნენ მისულები, თუმცა რაზე ისაუბრეს მისთვის უცნობია. არანაირი მუქარის ან აგრესისს შემსწრე არ ყოფილა გი-------------–-ძის მხრიდან ცი--–---------–--ის მიმართ. გი-------------–-ძის და ცი--–---------–--ის შეხვედრას შეესწრო იმ დროს როცა ბავშვს პამპერსი და საჭირო ნივთები მიუტანეს და მეტჯერ არ შესწრებია. ცოლ-ქმრის სატელეფონო საუბარი ხშირად მოუსმენია და გი-----ის არ გამოუხატავს აგრესია ცოლის მიმართ. მისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ წლების წინ გი-------------–-ძე დაკავებული და ნასამართლევი იყო ოჯახური ძალადობისთვის. გი-----ის არასდროს არ გამოუხატავს აგრესია ცოლის მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ მის მიზანს წარმოადგენდა ბავშვის მონახულება და ბავშვთან ყოფნა, რის გამოც ხვდებოდა და მიდიოდა ცი--–ასთან. მეგობრების წრეში მხოლოდ იმას ამბობდა, რომ ოღონდ ცი--–---------–--ე გათხოვილიყო და სწორ გზას დადგომოდა და არანაირად არ ეწინააღმდეგებოდა ყოფილი მეუღლის მეორედ გათხოვებას. მას არც მოუსმენია და არც შესწრებია ისეთ ფაქტს, როდესაც გი-----ი მეუღლეს ეწინააღმდეგებოდა და ემუქრებოდა, რომ გადაწვავდა ან მოკლავდა ან დააზიანებდა. გი-------------–-ძე ზრუნავდა და ამჟამადაც შეძლებისდაგვარად ზრუნავს თავის ბავშვზე. როცა იგი და გი-------------–-ძე ერთად იყვნენ ბევრჯერ შესწრებია, რომ ცი--–ას დაურეკავს ღამის საათებში და თვითონ გი-----ის არ უპასუხია.

 

მოწმე ნი----------–აძის ჩვენებით დგინდება, რომ გი-------------–-ძე არის მისი ძმა. ცი--–---------–--ე 2 წლის წინ ნახა მამის სახლში, სადაც გი-----ისთან ერთად იყო მისული, სწორედ მაშინ ნახა პირველად და იმის მერე აღარ უნახავს. ცი--–ა გი-----ის მიყვა სახლში, უნდოდა რომ გაყოლოდა ცოლად, მან აუხსნა, რომ არ უნდა გაჰყოლოდა რადგან გი-----ი ცოლი და შვილი ჰყავდა და თავი უნდა დაენებებინა, წასულიყო სახლიდან. ცი--–-- ატეხა ერთი ამბავი ვითომ შანტაჟს უწყობდნენ. მან ერთი ის იცის, რომ ცი--–ა გი-----ის აძალებდა, შანტაჟს უწყობდა ბავშვის გამო. გი-----იმ არც კი იცის მისი არის თუ არა ბავშვი. მას ძმასთან ისეთი ურთიერთობა არ ჰქონია და შესაბამისად არც იცის კონკრეტულად თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა ცი--–ასთან და მუქარა თუ იყო მის მიმართ. იგი არანაირ მუქარას და შანტაჟს არ შესწრებია.

 

მოწმე ვი-–---------------ის ჩვენებით დგინდება რომ იგი და გი-------------–-ძე რამდენიმე წლის წინ დამეგობრდნენ და აქვთ კარგი ურთიერთობა. ამ პერიოდში გი-----იმ გაიცნო ცი--–---------–--ე, რომელთაც შეუყვარდათ ერთმანეთი და გადაწყვიტეს ერთად ცხოვრება. მათი ბავშვიც მოანათლინეს. მათ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მიუხედავადა იმისა, რომ იგი თავის დროზე წინააღმდეგი იყო მათი ურთიერთობის, რადგან გი-------------–-ძეს ცოლ-შვილი ჰყავდა. მიუხედავად ამისა გი-----ის უყვარდა ცი--–ა და შესაბამისად მოიყვანა ცოლად. როგორც ჩვეულებრივი ოჯახი ისე ცხოვრობდნენ, მათ შორის თუ რაიმე კამათი იყო მას არ გაუგია და არც უნახავს. ცი--–---------–--ის საჩივრის დროსაც მანამდეც და მაგის შემდეგაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. აშკარა იყო, რომ ერთმანეთი უყვარდათ და დღესაც უყვართ. კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, ცი--–ა ბავშვსაც კი ანახებდა ხოლმე თავისი მშობლებისგან მალულად, ხვდებოდნენ ერთმანეთს. მათ არანაირი უთანხმოება არ ჰქონიათ ერთმანეთში, პირიქით კარგად ხვდებოდნენ ერთმანეთს. იგი ხშირად შესწრებია ტელეფონით ერთმანეთს სიყვარულს რომ ეფიცებოდნენ და ჩუმჩუმად რომ ხვდებოდნენ. მათ შორის მინიმალური კამათიც კი არ ყოფილა. გი-----ი და ცი--–ა როცა დაშორდნენ ერთმანეთს, გი-----ი ურეკავდა ხოლმე ცი--–ას, მაგრამ ცი--–ას მხრიდან იყო მუქარა, ეუბნებოდა რომ ყველაფერს დააბრალებდა და გააუბედურებდა. გი-----ი ამბობდა, რომ იქნებ გათხოვდეს და აიწყოს ცხოვრებაო. თავს იკავებდა მისგან, მაგრამ შეძლებისდაგვარად ცდილობდა რომ ბავშვთან ახლოს ყოფილიყო.

 

მოწმე რუ------------ის ჩვენებით დგინდება რომ იგი არის გი-------------–-ძის მეგობარი და მეზობელი. ცი--–---------–--ის და გი-----ი ურთიერთობის შესახებ იცის ის, რომ ერთმანეთი უყვარდათ, ერთად ცხოვრობდნენ და შემდეგ გაშორდნენ ერთმანეთს. ბავშვი ჰყავდათ. გი-------------–-ძე ბავშვზე ზრუნავდა და რაღაცეები მიჰქონდა ბავშვთან. 2017 წლის 11 დეკემბერს მის ძმას შეეძინა შვილი და აღსანიშნად დასხდენენ მათთან სახლში და გი-------------–-ძეც დაპატიჟეს. დალევას როცა მორჩნენ, მანქანით იყვნენ და გი-------------–-ძემ სთხოვა ბიჭებს რომ წასულიყვნენ მანქანით, რადგან პამპერსი უნდა ეყიდა ბავშვისთვის და წასულიყვნენ ზი---–-აში. ღამის საათები იყო როცა ავიდნენ ზი---–-აში, საიდანაც გვიან წამოვიდნენ, რადგან ელოდებოდნენ თუ როდის დაიძინებდნენ ცი--–ას მშობლები, რადგან გი-----ის ცი--–ას მშობლები არ უშვებდნენ სახლში. გი-----ი შევიდა სახლში, გაჩერდა 10 წუთი, შეიტანა პამპერსი და 10 წუთის შემდეგ გამოვიდა გარეთ, რის შემდეგაც ცი--–-- ჩვეულებრივად ჩხუბის გარეშე გამოაცილა გი-----ი და წამოვიდნენ ახ--––---ში. მათ შორის ცუდი დამოკიდებულება არ ყოფილა. სახლში ყოფნის პერიოდში გი-----ი ცი--–ას დაემუქრა თუ მან არაფერი იცის, რომ დამუქრებოდა ვერც გაიგებდა.

 

მოწმე ნა-----------–--ის ჩვენებით დგინდება რომ იგი არის გი-------------–-ძის და. გი-----ისა და ცი--–ას ურთიერთობაში არ არის ჩარეული, არც მოსწონს მათი ურთიერთობა, რადგან მასთან ცხოვრობს რძალი ნი--------–--ლი და ის მიაჩნიათ რძლად. ცი--–ას პირადად არ იცნობს, უბრალოდ ცი--–ას დედისგან, რომელიც ურეკავდა მას, იცის, რომ იგი არის ნერვიული, მამამისსაც ეჩხუბებოდა ხოლმე. გი-----ისა და ცი--–ას შორის თუ ჰქონდა მუქარას ადგილი არ იცის. გი-----ის მხოლოდ ბავშვის გამო ჰქონდა ურთიერთობა ამ გოგონასთან. იგი არ შესწრებია იმ ფაქტს, რომ გი-----ის გამოსვლის შემდეგ შეხვედროდა ცი--–---------–--ეს, დაერეკა ტელეფონზე და დამუქრება.

 

მოწმე მა---------–--ის ჩვენებით დგინდება რომ იგი არის გი-------------–-ძის დედა. 2016 წლიდან რაც ცი--–ა გაიცნო გი-----იმ აირია მათ ოჯახში წესრიგი. ოჯახში ჰყავთ რძალი ნი--------–--ლი და შვილიშვილი. როცა გი-----იმ ცი--–ა გაიცნო გარკვეული პერიოდი სახლიდან იყო წასული და ორივე ქირით ცხოვრობდნენ ახ--––---ში. 2017 წელს ცი--–-- უჩივლა გი-----ის, რომელიც ციხეში იჯდა, ხოლო როცა გი-----ი გამოვიდა ციხიდან და დედამისთან სახლში ცხოვრობდა მაინც ამჩნევდა, რომ ცი--–ასთან ურთიერთობა კიდევ ჰქონდა და არ წყვეტდა. ღამღამობით ტელეფონით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, დედამის ეუბნებოდა რომ თავი დაენებებინა რადგან ცი--–-- უკვე ციხისთვის გაიმეტა და უჩივლა, მაგრამ გი-----ი ეუბნებოდა რომ ბავშვის ალ---------ე კე----–--ის მდგომარეობა აინტერესებდა და მაგიტომ ვერ წყვეტდა ურთიერთობას, ეკითხებოდა თუ რას ჭამდა და სვამდა ბავშვი და ღამის საათებშიც იმიტომ ელაპარაკებოდა, რომ ცი--–ას დედამისი უშლიდა გი-----ისთან ურთიერთობას და მხოლოდ მაშინ რეკავდა როცა მშობლებს ეძინათ. მართალია მთელი დღე შვილთან ერთად ატარებს, მაგრამ არავითარი მუქარა მას გი-----ის მხრიდან არ გაუგია. ცი--–ას გი-----ის არ ეშინოდა. დღემდე ზრუნავს შვილზე გი-----ი და იმ პერიოდშიც ზრუნავდა.

 

მოწმე ნი--------–--ლი ჩვენებით დგინდება რომ ცი--–---------–--ე 2016 წელს გამოჩნდა გი-----ის და მის ცხოვრებაში. იგი გი-----ის კანონიერი მეუღლეა. 2016 წელს გი-----იმ როცა გაიცნო ცი--–ა მასთან რამდენიმე თვიანი ურთიერთობა ჰქონდა, შემდეგ გაწყვიტეს ეს ურთიერთობა. ცი--–ასა და გი-----ის ურთიერთობა დაკავშირებული იყო ბავშვთან, თუ რაიმე დასჭირდებოდა ბავშვს ცი--–ა ურეკავდა და ეუბნებოდა გი-----ის რომ მიეტანა. მუქარა არასდროს გაუგია გი-----ისგან, რომ ან ცი--–ას ან მის ოჯახს დამუქრებოდეს და არც დაემუქრებოდა მათ. ცი--–ა ჯიბრით და ჯინაზე ცდილობდა გი-----ის გამოწვევას.

 

სასამართლოს დასკვნა გი-------------–-ძის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ პუნქტით და 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქმის განხილვა მიმდინარეობდა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციებს და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ. სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა გამოკვლეული მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და ბრალდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისას მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა ბრალდებულის გი-------------–-ძის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 19 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად არის დადგენილი, რომ ცი--–---------–--ის სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით გი-------------–-ძის ქმედებით მისი ყოფილი ცოლი განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც იწვევდა მის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

გარდა ექსპერტიზის დასკვნისა, გი-------------–-ძის მიერ განხორციელებული სისტემატური ძალადობისა და 2017 წლის დეკემბრის თვეში ჩადენილ მუქარის და ფსიქოლოგიური ძალადობის ჩადენის ფაქტი ასევე დადასტურებულია საქმეზე გამოკვლეული ცი--–---------–--ის განცხადებით.

 

მოწმე ლი----------–-ძემ დაადასტურა, რომ იგი არაერთხელ შესწრებია ფაქტს, როდესაც გი-------------–-ძე ემუქრებოდა ცი--–---------–--ეს, მეტიც გი-------------–-ძე ასევე დაემუქრა მასაც. მოწმე ნი---------–-ძემ განმარტა, რომ მას ცი--–---------–--ემ წააკითხა ის წერილები სადაც გი-----ი მას ემურებოდა და აშანტაჟებდა. სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმის გარემოებებიდან, ნათლად დგინდება ხსენებულ მოწმეთა მხრიდან დანაშაულებრივ ფაქტთან მყისიერი შემხებლობა რის გამოც მათი ჩვენებები განხილულ უნდა იქნეს, როგორც პირდაპირი მტკიცებულება, რასაც სასამართლო აფასებს როგორც ზედმიწევნით მყარს და სანდოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ'' პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის.

 

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონი” განმარტავს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივ ქმედებას შეიძლება წარმოადგენდეს ძალადობა, რომელმაც საკმარისია გამოიწვიოს ტანჯვა - შესაბამისად, იგულისხმება ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციაზე (სტამბულის კონვენცია), რომლის 55-ე მუხლის მიხედვით, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლი---დ დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლი---დ ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

 

რაც შეეხება საქართველოს სსკ 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს, სასამართლო განმარტავს, რომ მუქარა წარმოადგენს მატერი--–ურ (შედეგიან) დანაშაულს და ის დამთავრებულია მაშინ, როცა დაზარალებულს გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლოს მიაჩნია, რომ ცი--–---------–--ეს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, ვინაიდან გი-------------–-ძე ციხეში ყოფნის დროსაც ემუქრებიდა მას. სასამართლო თვლის, რომ ასეთ ქმედებაზე ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი (და არა ძალიან მშიშარა, ან პირიქით ძალიან გულადი) ჩათვლიდა, რომ მუქარა იყო რეალური.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, რომლის სუბიექტიცაა ოჯახის ერთი წევრი, რომელიც ძალადობს და ფიზიკური და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ოჯახის მეორე წევრს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ცი--–---------–--ე და გი-------------–-ძე იყვნენ ყოფილი მეუღლეები. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ყოფილი მეუღლე ითვლება ოჯახის წევრად.

 

სასამართლო განმარტავს სისტემატურ შეურაცხყოფას, კერძოდ, შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლმა შეურაცხყოფისთვის შემოიღო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი იგი: ა) ჩადენილია ოჯახში და ბ) სისტემატური ხასიათისაა; შეურაცხყოფა სისტემურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა.შ.

 

ოჯახში ჩადენილი ძალადობა ერთ-ერთი გავრცელებული და სპეციფიკური დანაშაულის ფორმაა. ამგვარი დანაშაული მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ფიქსირდება და მოიცავს საზოგადოების ყველა ფენას. ოჯახურ დანაშაულთან ბრძოლის სისტემის სრულყოფისათვის აუცილებელია, რომ ოჯახში არსებული ძალადობა განიხილებოდეს ერთ-ერთ რთულ და საშიშ მოვლენად, რადგან ამ სახის დანაშაული ხელყოფს როგორც ადამიანის ღირსებასა და ჯანმრთელობას, ისე მის სიცოცხლესაც.

 

საქართველოს კონსტიტუცია სხვა ძირითად უფლებათა შორის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას განიხილავს. სწორედ ოჯახური ძალადობა შესაძლოა მიჩნულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებათა დარღვევად. ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად კანისა, ფერისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოცი--–ური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. შესაბამისად, ოჯახური ძალადობა უნდა განვიხილოთ, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებების ხელყოფად და დარღვევად. „თავისუფალი პიროვნება და მისი ღირსება არის საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის ღირებულება და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, კონსტიტუციით ადამიანი მიჩნეულია ინდივიდად, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრების დამოუკიდებელი და საკუთარი პასუხისმგებლობით ჩამოყალიბების შესაძლებლობა და უნარი“. ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს: ,,ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია”.

 

საქართველოს კონსტიტუციით დაცულია ადამიანის საპროცესო უფლებები და 31-ე მუხლში მითითებულია, რომ დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა გი-------------–-ძის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს გი-------------–-ძის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის განხილვით დადგენილია, რომ 2017 წლის დეკემბრის თვეში გი-------------–-ძემ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ სტერეოტიპული დამოკიდებულების „ცოლი მისი საკუთრებაა თუნდაც ყოფილი“ გამო, ყოფილ მეუღლეს ცი--–---------–--ეს დაემუქრა თუ კი ის გათხოვდებოდა სხვაზე მოკლავდა, ასევე მოუკლავდა მშობლებს, ხოლო არასრულწლოვან ძმას ჯანმრთელობას დაუზიანებდა კერძოდ ფეხებს მოტეხავდა, ასევე დაემუქრა, რომ საცხოვრებელ სახლს და ავტომანქანას გადაუწვავდა, რაც ცი--–---------–--ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ასევე 2017 წლის 18 ოქტომბერს გი-------------–-ძე ახ--––---ს რაიონული სასამართლოს მიერ გასამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 2017 წლის ოქტომბრის თვეში სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ გი-------------–-ძე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ სტერეოტიპული დამოკიდებულების „ცოლი მისი საკუთრებაა თუნდაც ყოფილი“ გამო, ყოფილ მეუღლეს ცი--–---------–--ეს ემუქრებოდა, აყენებდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე აშანტაჟებდა არ არსებული სახელის გამტეხი, დამამცირებელი ინფორმაციის გავრცელებით, რითაც ცი--–---------–--ე განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც იწვევდა მის ფსიქოლოგიური ტანჯვას.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა და დაზარალებულების ჩვენებებს, რომლებიც ერთმანეთთან თანხვედრაშია და მათ შორის რაიმე პრინციპული წინააღმდეგობა არ არსებობს. წარმოდგენილია საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმები და ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც ერთობლიობაში ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ისინი არიან ბრალდებულის ოჯახის წევრები და მეგობრები, ისინი კონკრეტულ კონფლიქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ, ისინი მხოლოდ ვარაუდის დონეზე საუბრობენ რომ გი-----ის მხრიდან არ ექნებოდა ადგილი მუქარას და ძალადობას, ვინაიდან მათში ინფორმაცია ასახული არ არის, ემყარება მხოლოდ ვარაუდებს რაც არ დასტურდება საქმის განხილვის დროს გამოკვლეული სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მათ ვერ მიიღებს მხედველობაში ვერანაირი დასკვნისათვის. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის მოპოვებული კანონმდებლობის არსებითი დარღვევით და არ არსებობს რომელიმე მათგანის დაუშვებლად ცნობის საფუძველი. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა ბრალდებულის დაკავების ოქმში მითითებული გარემოებები, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული დაკავებულ იქნა კანონმდებლობის დაცვით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გი-------------–-ძის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.

 

ამასთან, დადგენილი ქმედებისათვის ზუსტი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის გასათვალისწინებელია გი-------------–-ძე წარსულში ნასამართლობის ფაქტი, კერძოდ, იგი 2017 წლის 18 ოქტომბრის ახ--––---ს რაიონული სასამართლოს მიერ გასამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რომელიც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გი-------------–-ძის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობის ჩადენის ფაქტს არაერთგზის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გი-------------–-ძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის 53-ე მუხლით, რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

ამავე კოდექსის 53-ე პრიმა მუხლის თანახმად, დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოცი--–ური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

გი-------------–-ძე არ ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის პრინციპს, იგი მიიჩნევს, რომ არის ცოლი თუნდაც ყოფილი არის მისი საკუთრება. სასამართლო მიუთითებს, რომ ძალადობა ვერ აიხსნება ვერანაირი წინაპირობით, თუ იგი არ იქნა გამოყენებული, როგორც საპასუხო იძულების პროპორციული ზომა, რაც სახეზე არ გვაქვს. ყოველივე აღნიშნული კი ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ ბრალდებულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების შემთხვევაში იგი გააგრძელებს ანალოგიური დანაშაულის ჩადენას.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოცი--–იზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, გი-------------–-ძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გი-------------–-ძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ახ--––---ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის ახ--––---ს რაიონული სასამართლოს მიერ გასამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რომელიც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

 

ამდენად, ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გი-------------–-ძე (პ/ნ #4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

 

-ასევე, გი-------------–-ძე (პ/ნ #4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე,, პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, -ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, გი-------------–-ძეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს ახ--––---ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის N1/187-17წ. განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 03 თვის ოდენობით.

 

-საბოლოოდ, გი-------------–-ძეს (პ/ნ #4----------) დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 03 თვის ვადით.

 

2.გი-------------–-ძე (პ/ნ #4----------) დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან;

 

3. გი-------------–-ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 14 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.

 

4.გი-------------–-ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად 5000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ზა------------ის (პ/ნ4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ახ--––--- სოფელი მუგარეთი (ჭორიები), საკადასტრო კოდი 6----------- ფართობი.

 

5. მსჯავრდებულ გი-------------–-ძის ეტაპირება სპეცი--–ური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში დაევალოს შსს ახ--––---ს რაიონულ სამმართველოს.

 

6. ნივთიერი მტკიცებულება ცი--–---------–--ის კუთვნილი ერთი ცალი ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ახ--––---ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახ--––---ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

9.განემარტოს მსჯავრდებულს, რომ მას გააჩნია შეწყალების უფლება.

 

მოსამართლე გი-----ი ლონდარიძე