თავი IX — ბრალის გამომრიცხველი და შემამსუბუქებელი გარემოებანი
1. ის, ვინც არ იცის, რომ ქმედება, რომელსაც სჩადის, აკრძალულია, არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეცდომა მისატევებელია.
2. შეცდომა მისატევებელია, თუ შექმნილ ვითარებაში პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სჩადიოდა აკრძალულ ქმედებას.
3. როცა შეცდომა მისატევებელი არ არის, პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ გაუფრთხილებლობისათვის, თუ ამ ქმედების გაუფრთხილებლობით ჩადენა ისჯება ამ კოდექსი
მთავარი მონაცემები
სასჯელიმხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეცდომა მისატევებელია
სასჯელიამ კოდექსი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(38)
საქმე №2კ-1219აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.01.2024
…მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ევალებოდა სამართლებრივ რეჟიმთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულება, დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა დაცვა, ქცევაზე კონტროლი და ზედამხედველობა. ამავე ინსტრუქციის 35-ე, 36-ე და 47-ე მუხლების თანახმად, თავიდან უნდა აეცილებინა საკნიდან ბრალდებულ/მსჯავრდებულთა დაუგეგმავი გამოსვლა, აღეკვეთა მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები,…
საქმე №2კ-70აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.07.2017
…ნიშანდობლივია, რომ ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ („სტამბოლის კონვენცია“) მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 36-ე და 37-ე მუხლებით დადგენილია ყოველი ქალის სწორედ სექსუალური ძალადობის, მათ შორის - გაუპატიურებისა და იძულებითი ქორწინებისაგან დაცვის ვალდებულება. 10. საკასაციო…
…ადვოკატის პოზიციას, რომ მ------------–---–ი მოქმედებდა შეცდომის მდგომარეობაში, რადგან არ იცოდა, რომ ავზი, რომელიც გზის პირას მინდორში იყო განთავსებული, კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 36-ე მუხლის თანახმად, ის, ვინც არ იცის, რომ ქმედება, რომელსაც ჩადის, აკრძალულია, არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეცდომა მისატევებელია. ამავე…
…გ------ ბ------ს შეეძლო 28 დღის მანძილზე მოეხმარა 56 აბი „სუბოტექსი“. 2019 წლის 15 თებერვალს და 4 მარტს შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით კი, გ------ ბ------ს მეუღლეს დაენიშნა სულ 84 აბი „სუბუტექსის“ მოხმარება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ის ვინც არ იცის, რომ ქმედება, რომელსაც სჩადის აკრძალულია, არ დაისჯება მხოლოდ იმ…
…რომლის ცნობადობა და ხელმისაწვდომობაც ნაკლებია საზოგადოებაში. ამასთან, აფ----------ს არ დაუჭერია არც ერთი თევზი და არ მიუყენებია გარემოსათვის არანაირი ზიანი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი ნათელია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 36-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა პირობა, რათა აფ-----------ს ქმედება ჩაითვალოს მისატევებელ შეცდომად. ამასთან, თევზაობა არ წარმოადგენს სალიცენზიო…
…ღონისძიებები უჩვეულო გარიგების შესწავლის ან/და საეჭვო გარიგების გამოვლენის მიზნით, ან ამავე კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე სამსახურს წარედგინა/წარედგინება ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი), ან ხორციელდება/განხორციელდება ამავე კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებები, ანგარიშვალდებულ პირს უფლება აქვს, სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად…
…ღონისძიებები უჩვეულო გარიგების შესწავლის ან/და საეჭვო გარიგების გამოვლენის მიზნით, ან ამავე კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე სამსახურს წარედგინა/წარედგინება ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი), ან ხორციელდება/განხორციელდება ამავე კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებები, ანგარიშვალდებულ პირს უფლება აქვს, სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 36, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-36/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია