განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2019
საქმის ნომერი
210100118002783968
დავის ტიპი
126 1
თარიღი
16.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100118002783968

#1/236-18 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 ივლისი, 2019 წელი ქ.სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ - ბ----- შ---–---–--,ბრალდებულ - ა-–---------- ს--------–---–--,ადვოკატ - მ--- ყ-------–---–--,თარჯიმან - ნ--–- ს------–---–--

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №040231118001

 

ბრალდებულ ა-–---------- ს--------–---–-- მიმართ

 

პირადი ნომერი - 3----------

დაბადებული - 1--07.1--- წელი

მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე

განათლება - ა---------–----–----–----------–---- მქონე

ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებული (არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი)

ნასამართლობა - ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: დ--------–--–------, მისამართის გარეშე

ფაქტობრივად მცხოვრები: დ--------–--–------, თ------- ქუჩა №--

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ა-–---------- ს--------–---–-- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 22 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ. დ--------–--–------–-, თ------- ქუჩა #8--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა-–---------- ს--------–---–--, ოჯახური კონფლიქტის დროს, თავის არეში მაგიდის დარტყმით, თმის მოქაჩვითა და კედელზე თავის მირტყმევინებით ძალადობა განახორციელა მეუღლის - ჟ--–---- გ------------ მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. ა-–---------- ს--------–---–-- ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-–---------- ს--------–---–-- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

2.2. წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, დამტკიცებულ იქნა როგორც სადავო მტკიცებულებებად, რის გამოც, საქმის არსებითი განხილვისას სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მტკიცებულებათა გამოკვლევა. თუმცა, 2019 წლის 2 ივლისს საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა - ა-–---------- ს--------–---–-- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ამავე სხდომაზე დაცვის მხარის მიერ დაფიქსირებულ იქნა პოზიცია წინასასამართლო სხდომაზე ეტაპზე სადავოდ გამხდარ ბრალდების მხარის მტკიცებულებებთან დაკავშირებით, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და გამოსაკვლეველ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ აღარ ხდიდნენ. შესაბამისად, დაცვის მხარეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გამოსაკვლევ მტკიცებულებათაგან არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება:

 

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირების ერთიან ნომერზე - 112-ზე დაფიქსირებული შეტყობინებით დასტურდება, რომ 2018 წლის 22 ნოემბერს, 23:36 საათზე, მ--- ყ---–---–-- მობილლური ტელეფონის ნომრიდან 5-------- დააფიქსირა შეტყობინება, რომლის თანახმადაც დედოფლისწყარში, თ------- ქუჩაზე ადგილი ჰქონდა კონფლიქტს მეუღლეებს შორის. კერძოდ, ძალადობა ხორციელდებოდა ჟ--–---- გ------------ მიმართ.

 

- მოწმე ნ--- ყ-----–-–---–-- ჩვენებით დასტურდება, რომ არის სასწრაფოს ექიმი. 2018 წლის 22 ნოემბერს გამოძახების საფუძველზე გამოცხადდა ქ. დ--------–--–------–-, თ------- ქუჩაზე. თ------- ქუჩაზე მისვლის შემდეგ, ნახეს ფეხშველა ჟ--–---- გ-----------, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლესთან -ა-–---------- ს--------–---–---- ჰქონდა კონფლიქტი და გარკვეული დროის განმავლობაში იმალებოდა მეზობელის ბაღჩაში. დაზარალებულს ხელზე ჭრილობა ჰქონდა და უჩიოდა ძლიერ თავის ტკივილს. ვინაიდან, ჟ--–---- გ----------- იყო შეშინებული, სახლში არ შეიყვანა სასწრაფოს თანამშრომლები, რის გამოც ჭრილობა დაუმუშავეს სასწრაფო დახმარების მანქანაში და მისცეს წნევის დამწევი წამალი. ამის შემდეგ, მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და წაიყვანეს ჟ--–---- გ-----------.

 

- ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმის სახით დაკითხულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედდამ - თ----- ქ-----–---–--.

 

- მოწმე მ------ მ----–-----–---–-- ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დ--------–--–------- რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. 2018 წლის 23 ნოემბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ბრალდებულ ა-–---------- ს--------–---–-- მიმართ. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ ა-–---------- ს--------–---–-- დაკავების შემდეგ, მის მიერ იურიდიული დახმარების სამსახურში გადაგზავნილი იქნა წერილი ბრალდებულისათვის ადვოკატის დანიშვნის თაობაზე, ვინაიდან ბრალდებულმა არ იცის წერა-კითხვა. მის მიერ გამოკითხულ იქნა მოწმე ჟ---- ნ----------, რომლებმაც დაადასტურა ა-–---------- ს--------–---–-- მხრიდან მეუღლეზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. ასევე, მის მიერ დანიშნულ იქნა სამედიცინო ექსპერტიზა ჟ--–---- გ------------ მიმართ და გაფრთხილებული იქნა ბრალდებული გირაოს შეტანის პასუხისმგებლობის გაფრთხილების ოქმით.

 

- მოწმე მ--- ყ---–---–-- ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებული ა-–---------- ს--------–---–- მისი მეზობელია. 2018 წლის 22 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში ბებიასთან - ჟ---- ნ----------სთან ერთად. დაახლოებით ღამის თორმეტის ნახევარზე მათთან მივიდა ჟ--–---- გ-----------, რომელიც იყო აკანკალებული, ფეხზე არ ემოსა არაფერი და სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე. ჟ--–---- გ------------ განუცხადა, რომ ოჯახური კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან - ა-–---------- ს--------–---–---- და დარეკილი ჰქონდა 112-ში. თუმცა, ვინაიდან, ხმა უკანკალებდა, გაუწოდა ტელეფონი და უთხრა „შენ ელაპარაკე ოპერატორსო“. ჟ--–---- გ------------ აჩვენა სისხლიანი, ნატკენი ხელი. 112-ში დარეკვის შემდეგ რამოდენიმე წუთში მივიდა მათთან საპატრულო პოლიცია და სასწრაფო. აღნიშნულის შემდეგ, ჟ--–---- გ----------- წაიყვანეს. რამდენიმე წუთში მათთან მივიდა ა-–---------- ს--------–---–- და კითხულობდა მეუღლეს.

 

- ანალოგიური სახის ინფორმაცია მიაწოდა მიაწოდა გამოძიება მოწმის სახით გამოკითხულმა ჟ---- ნ----------მ, რომლის გამოკითხვის ოქმი საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მხარეთა მიერ ცნობილ იქნა უდავო სახის მტკიცებულებად.

 

- მოწმე ნ--- ე---------- ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დ--------–--–------- რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. 2018 წლის 22 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იმყოფებოდა სამსახურში მორიგედ. რა დროსაც 112-დან იქნა შესული შეტყობინება, რომ ჟ--–---- გ----------- ითხოვდა დახმარება. ადგილზე მისულთ დახვდათ სასწრაფო დახმარება და ჟ--–---- გ-----------. სასწრაფო დახმარება ჟ--–---- გ----------- ხელზე უტარებდა დახმარებას. როგორც ჟ--–---- გ-------------- გასაუბრების შემდეგ გაარკვიეს, მას კონფლიქტი მოუხდა მეუღლესთან-ა-–---------- ს--------–---–----, რის შედეგადაც სახლიდან გამოიქცა და მეზობელთან შეაფარა თავი. დაზარალებული ასევე განმარტავდა, რომ კონფლიქტის დროს დაუზიანდა ხელი. მოწმემ ასევე მიუთიტა, რომ ვიზუალური დაკვირვების შედეგად, შეამჩნიეს, რომ ჟ--–---- გ----------- ფეხთ არ ემოსა არაფერი და იყო ფეხშიშველი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ჟ--–---- გ----------- გადაყვანილი იქნა პოლიციაში გამოსაკითხად.

 

- მოწმე ვ-–-------- შ--–--–---–-- ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დ--------–--–------- რაიონულ სამმართველოში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. 2018 წლის 22 ნოემბერს იმყოფებოდა შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დ--------–--–------- რაიონულ სამმართველოში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მიღებული შეტყობინების საფუძველზე გავიდა შემთხვევის ადგილზე, ვ-–- გ----–---–---- და ნ--- ე-------------- ერთად. ქ. დ--------–--–------–-, მისი საცხოვრებელი სახლის წინ, სადაც ქალბატონი ჟ--–---- გ----------- იდგა ქუჩაში, მის გვერდით იდგა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ადგილზე უწევდნენ სამედიცინო დახმარებას, კერძოდ, დაზარალებულს ადგილზე დაუმუსავეს ხელზე არსებული ჭრილობა, გაუკეთეს გადახვევა. ადგილზე მყოფი დაზარალებული გასაუბრების დროს აცხადებდა, რომ ხელზე დაზიანება მიიღო მეუღლესთან კონფლიქტის დროს, კერძოდ, დანით გაიჭრა ხელი. სამედიცონო დახმარების აღმოჩენის შემდგომ, არ არსებობდა დაზარალებულის ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა, რის გამოც ჟ--–---- გ----------- შემდგომი საგამოძიებო მოქმედებათა განხორციელების მიზნით, გადაყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში. დაზარალებული აღნიშნავდა რომ მეუღლესთან - ა-–---------- ს--------–---–---- პოლიტიკასთან დაკავშირებით მოუხდათ შელაპარაკება, რა დროსაც მისმა მეუღლემ ააყირავა მათ სახლში მდგარი მცირე ზომის მაგიდა სადაც ელაგა ჭურჭელი რომელიც დაიმტვრა. ამასთან, ა-–---------- არის რა მეცხვარე, მისი საქმიანოდიდან გამომდინარე, მუდამ ატარებს საკაოდ დიდი ზომის დანას, რომელიც მომხდარი კონფლიქტის დროს ჰქონდა საქმრეზე ჩამოკიდებული. სწორედ, აღნიშნული დანის გახსნას აპირებდა კონფლიქტის დროს, რა დროსაც შეეცადა ხელი შეეშალა მისთვის და სწორედ, ამ ვითარებაში მიიღო დაზიანება ხელზე, გაეჭრა მარჯვენა ხელის გული. მოწმის განმარტებით, ჟ--–---- გ------------ ასევე მიუთითა ფიზიკური ძალადობის ფაქტზე და განმარტა, რომ ა-–---------- ს--------–---–-- კედელზე მიარტყმევინა თავი, ასევე ოთახში მდგარი მცირე ზომის მაგიდა ჩაარტყა და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დაზარალებული ასევე უთუითებდა, მომხდარის გამო იგი გამოიქცა სახლიდან და ჯერ იმალებოდა სახლის უკან თხილებში, ხოლო შემდეგ, გადავიდა მეზობელთან დასახმარებლად. სწორედ, მეზობლების მეშვეობით მოახდინა შეტყობინების დაფიქსირება პოლიციაში. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ ადგილზე მისვლის დროს, როდესაც პოლიციის თანამშრომლები ესაუბრებოდნენ ჟ--–---- გ-----------, ეს უკანასკნელი იყო შეშინებული, სველი, რადგან წვიამი ამინდი იყო და ასევე, შეამჩნიეს რომ იყო ფეხშიშველი. დაზარალებულთან პირველადი გასაუბრება, ფაქტიურად შემთხვევის ადგილზე, განხორციელდა ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის წინ. დაზარალებული ერიდებოდა, არ სურდა სახლში შესვლა, ხოლო მას შემდეგ, რაც თავად სცადეს გასაუბრებოდნენ ა-–---------- ს--------–---–- და ეზოს გარედან დაუძახეს მას, სახლიდან არავინ არ გამოსულა. აღნიშნულის შემდეგ, დაზარალებული გადაიყვანეს სამმართველოში, გამოკითხეს და შემდეგ დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. მოგვიანებით მოახდინეს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რაშიც ასევე იღებდნენ მონაწილეობის ექსპერტ-კრიმინალისტები.შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ნანახი იქნა მცირე ზომის მაგიდა, რომელიც იყო დამტვრეული, ასევე დამტვრეული ჭურჭელი და ნახშირი, რაც ეყარა ბეტონის იატაკზე. აღნიშნულის შემდეგ, უშუალოდ მისი მონაწილებით განხორციელდა ა-–---------- ს--------–---–-- დაკავება, დაკავების და პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ქამარზე მიმაგრებული დანა თავისი ბუდით, რის შედეგაც მის მიერ იქნა დანიშნული ტრასოლოგიური ექსპერტიზა და ა-–---------- ს--------–---–- გადაყვანილი იქნა სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორში. ასევე მის მიერ ჟ--–---- გ----------- გაეცნო დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ და გამოიკითხა დაზარალებულის სახით, რა დროსაც ანალოგიურად აღწერა მომხდარი ფაქტის დღეს განვითარებული მოვლენები. ასევე, უშუალოდ მან ა-–---------- ს--------–---–- გაეცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და გამოიკითხა ბრალდებულის სახით.

 

მოწმე ვ-–-------- შ--–--–---–-- ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დ--------–--–------- რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პოზიციაზე. 2018 წლის 22 ნოემბერს იყო მორიგე, 112-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაარეგისტრირა საქმე, დაიწყო გამოძიება, გამოკითხა მოწმე ჟ--–---- გ-----------, ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, გამოკითხა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, ექთანი და ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლები. დაზარალებული პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს სამმართველოში. საქმის დარეგისტრირების შემდეგ გამოკითხა დაზარალებული ჟ--–---- გ-----------, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები. ჟ--–---- გ------------ განმარტა ა-–---------- ს--------–---–- იყო ნასვამ მდგომარეობაში, ჰქონდა კონფლიქტი პოლიტიკასთან დაკავშირებით, კონფლიქტის დროს ა-–----------მ მაგიდა ამოაყირავა და დაიმტვრა ჭურჭელი, რა დროსაც დაზარალებულს მოხვდა მაგიდის კიდე. ამის შემდეგ, ა-–---------- ს--------–---–- აპირებდა დანის გახსნას, სწორედ ამ მომენტში, დაზარალებული ცდილობდა რა ხელი შეეშალა მისთვის, მიიღო დაზიანება ხელის არეში. მოწმის განმარტებით, დაზარალებულმა გამოკითხვის დროს ასევე მიუთითა, რომ კონფლიქტის დროს ა-–---------- ს--------–---–-- რამდენჯერმე მიარტყმევინა თავი კედელზე და მოქაჩა თმები. ამის შემდეგ, დაზარალებული გაიქცა სახლიდან და თავი შეაფარა მეზობლების, გვარად ყაჭაშვილების სახლს, რომლებმაც გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სასწრაფოს თანამშრომლებმა ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება, საავადმყოფოში, ხოლო სამედიცინო დაწესებულებაში გაყოლაზე, განაცხადა უარი. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ გამოსაკითხ პირს ჰქონდა მხედველობის პრობლემა, რის გამოც დაზარალებულს გადასცა სამმართველოში არსებული ორი სხდადასხვა სახეობის სამედიცინო დანიშნულების სათვალიდან ერთერთი, რომლის მეშვეობითაცარის ორი სათვალე, ერთ-ერთ სათვალე მოერგო და დაზარალებული გაეცნო გამოკითხვის ოქმებსდა მათი სისწორე დაადასტურა ხელმოწერით.

 

- სასამართლო განხილვის ეტაპზე დაკითხული იქნა ექსპერტი თ----- ზ-----–-–---–-, რომელმაც დაადასტურა სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2018 წლის 6 დეკემბერს სამედიცინო ექსპერტიზის №008338118 დასკვნის სისწორე ჟ--–---- გ------------ მიმართ, რომელის თანახმადაც თანახმად: „შპს „რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ პაციენტის სამედიცინო ბარათის 3301 მიხედვით მოქ. ჟ--–---- გ----------- აღენიშნებოდა ჭრილობა მარჯვენა მტევნის არეში. ეს დაზიანება მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხასიათის დადგენა შეუძლებელია, რადგანაც სამედიცინო დოკუმენტაციებში არ არის ჭრილობის მორფოლოგიური აღწერილობა.“

 

- საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, დაზარალებულმა ჟ--–---- გ------------ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მიეცა ჩვენება ოჯახის წევრისა და ახლო ნათესავის მიმართ.

 

2.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

2.13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.14. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.19. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2018 წლის 22 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ. დ--------–--–------–-, თ------- ქუჩა #8--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა-–---------- ს--------–---–--, ოჯახური კონფლიქტის დროს, თავის არეში მაგიდის დარტყმით, თმის მოქაჩვითა და კედელზე თავის მირტყმევინებით ძალადობა განახორციელა მეუღლის - ჟ--–---- გ------------ მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.20. სასამართლო მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციაზე (სტამბულის კონვენცია), რომლის 55-ე მუხლის მიხედვით, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3.5. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.6. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

3.7. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ა-–---------- ს--------–---–-- ჟ--–---- გ-----------, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას და იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, თავის არეში მაგიდის დარტყმით, თმის მოქაჩვითა და კედელზე თავის მირტყმევინებით ძალადობა განახორციელა მეუღლის - ჟ--–---- გ------------ მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც ა-–---------- ს--------–---–- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებაზე, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა უარი განაცხდა მიეცა ჩვენება სასამართლოსათვის, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები, რომელბიც მართალია, უშუალოდ არ შესწრებიან მომხდარ ფაქტს, მაგრამ ჰქონდა ფაქტობრივად იმწუთიერი კონტაქტი დაზარალებუთან, მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნ--–- სახლიდან გამოქცევის გზით გაერიდა კონფლიქტს. ამავდროულად, ობიექტური შეფასება უნდა მიეცეს იმ გარემოებას, თუ დღე-ღამის რა პერიოდში, როგორ ამინდში და რა მდგომარეობაში ნახეს დაზარალებული მოწმეებმა. კერძოდ, მოწმეთა - მ--- ყ---–---–--- და ჟ---- ნ----------- განმარტებით დასტურდება, რომ ჟ--–---- გ----------- მათთთან მიდის ღამით, დაახლოებით 23:30 საათზე, წვიმიან ამინდში, არის შეშინებული, აღენიშნება დაზიანება, არის სველი, არ აცვია ფეხთ და ითხოვს დახმარებას. მითითებული გარემოება კი ცხადჰყოფს, რომ დაზარალებული სპონტანურად, დაუგეგმავად ტოვებს სახლს და ფაქტობრივად გარკვეული ადგილიდან (შემთხვევის ადგილიდან - მისსავე საცხოვრებელი სახლიდან) გაქცევით შველის თავს. ასევე, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით, დასტურდება რომ იგი საკუთრებაში ფლობს მობილურ ტელეფონს ნომრით 5--------, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირების ერთიან ნომერზე - 112-ზე დაფიქსირებული შეტყობინებით დასტურდება, რომ 2018 წლის 22 ნოემბერს, 23:36 საათზე, სწორედ აღნიშნული მობილური ტელეფონის ნომრით დააფიქსირა შეტყობინება მ--- ყ---–---–-- ოჯახური ძალადობის შესახებ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილზე აღინიშნებოდა კომფლიქტის კვალი, დაზიანებული ავეჯი, დამსხვრეული ჭურჭელი და ცეცხლის კვალი იატაკზე. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადასტურდა, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანება. დასკვნაში მითითებულ დაზიანების ლოკალიზაცია კი პირდაპირ ემთხვევა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დაკითხული მოწმეთა მიერ მიცემულ ჩვენებებს, სადაც ეს უკანასკნელნი - მეზობლები, პოლიციისა და სასწრაფაო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წარმომადგენლები - აღწერენ და უთითებენ, თუ რა ლოკალიზაციისა და რა სახის დაზიანებების აღენიშნებოდა დაზარალებულს, სწორედ იმ ღამეს, როდესაც დაფიქსირებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ ქ.დ--------–--–------–- თ------- ქუჩაზე, დაზარალებულის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა უშუალოდ დაზარალ;ებულის გამოკითხვის ოქმის საფუძველზე და უშუალოდ მისი მონაწილეობით) ობიექტური ანალიზი იძლევა შესაძლებლობას აღდგენილ იქნას მომხდარი ფაქტის დღეს განვითარებული მოვლენები, რა დროსაც ა-–---------- ს--------–---–-- მიერ განხორციელდა ოჯახური ძალადობა მისი მეუღლის მიმართ. ამავდრულად, სასამართლო კიდევ ერთხელ მიაპყრობს ყურადღებას რა იმ გარემოებას, რომ მართალია, დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება სასამართლოს, მაგრამ მისი ამდგავარ გადაწყვეტილებას წინამძღვრად მიუთითა ის ფაქტი, რომ არ სურდა "ტყულის თქმა", რომ ა-–---------- იყო მისი მეუღლე. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ა-–---------- ს--------–---–- არ მიუძღვოდა ბრალი მასეზედ ბრალად შერაცხულ ქმედებაში, ჟ--–---- გ----------- შეეძლო ეთქვა "სიმართლე", რომელიც გამორიცხავდა მისი მეუღლის ბრალეულობას. ამ მიმართებით, სასამართლო კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციაზე (სტამბულის კონვენცია), რომლის 55-ე მუხლის მიხედვით, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ ა-–---------- ს--------–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა-–---------- ს--------–---–- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო, რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლობის არ მქონეა, მისი მხრიდან არ გამოვლენილა აღკვეთი ღონისძიების პირობების დარღვევის ფაქტი და დროულად ცხადდებოდა როგორც საგამოძიებო ორგანოებში, ასევე სასამართლოში, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მხედველობაში მისაღებია ის გარემოებაც, რომ ა-–---------- ს--------–---–- შერიგებულია დაზარალებულებთან. ამასთან, დაზარალებულ ჟ--–---- გ-------------- ერთად განაგრძობს თანაცხოვრებას. მომხდარი ფაქტიდან, განაჩენის გამოტანამდე - უკანასკნელი რვა თვის განმავლობაში, ბრალდებულის მხრიდან არ გამოვლენილა ოჯახური ძალადობის განმეორებით განხორციელების ფაქტი. აღნიშნული გარემოება კი გარკვეულწილად მიუთითებს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირებამ ამ ეტაპზე უკვე გამოიღო შედეგი, ა-–---------- ს--------–---–-- გარკვეულწილად გაიაზრა და შეიგნო მისი ქმედების არსი, მაგრამ, მიუხედავად აღნიშნულისა შესაბამისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ა-–---------- ს--------–---–- სრული რესოციალიზაციისა და მისი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით, საჭიროა საპირწონე და შესატყვისი სასჯელის გამოყენება. თუმცა ამავდროულად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ის გარემოებაც, რომ ბრალდებული შერიგებულია რა დაზარალებულთან და განაგრძობენ ოჯახურ თანაცხოვრებას, გამოყენებული სასჯელი არ უნდა გახდეს მაპროვოცირებელი ოჯახის რღვევისა ან/და სხვა უარყოფითი შედეგის დადგომისა. ამდენად, ამ შემთხვევაშიც შესატყვისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობა ვერ იქნება სასჯელის მიზნის მიღწევის წინაპირობა, რადგან, ასეთ შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ასევე გასათვალისწინებელი არის რა ის გარემოება, რომ ა-–---------- ს--------–---–-- ძირითად საქმიანობას წარმოადგენს რა დაქირავებული შრომა, რა დროსაც იგი მწყემსავს საქონელს, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად - სეზონურად უწევს მუდმივი ადგილსამყოფელის შეცლა, შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული ნებისმიერ სახის სასჯელი, უარყოფითად აისახება მის შრომით საქმიანობაზე, რაც თავის მხრივ განაპირობებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას, ხოლო აღნიშნული ასახვას ჰპოვებს მის ოჯახის მატერიალურ მდგომარეობასა და კეთილდღეობაზე. ა-–---------- ს--------–---–- კი როგოც საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე დადასტურდა და გამოიკვეთა და ასევე ზემოთ უკვე აღინიშნა, განაგრძობს თანაცხოვრებას დაზარალებულთან და შესაბამისად, სწორედ ა-–---------- ს--------–---–- უზრუნველყოფს ოჯახისა და ამავდროულად, დაზარალებულის მატერიალურ კეთილდღეობას.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ა-–---------- ს--------–---–-, სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

5.4. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

5.5. სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

5.6. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების პირობებში, ითვალისწინებს ა-–---------- ს--------–---–-- მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია და ქმედების განხორციელების სახეს, (ფიზიკურად იძალადა ჟ--–---- გ-------------, რომელთან ერთადაც იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ჰყავთ შვილები და ეწეოდა საერთო საოჯახო მეურნეობას, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი). ამდენად, ჩადენილი ქმედების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ასევე, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით (ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, შერიგებულია დაზარალებულთან, ნასამართლობის არ მქონეა, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი) სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ა-–---------- ს--------–---–-- მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების გზით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–---------- ს--------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2018 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.

 

2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ა-–---------- ს--------–---–- პატიმრობაში ყოფნის ვადის (23.11.2018 წლიდან 10.12.2018 წლის ჩათვლით) გათვალისწინებით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს - 90 (ოთხმოცდახუთი) საათით და საბოლოოდ, ა-–---------- ს--------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 60 (სამოცი) საათის ოდენობით.

 

3. გაუქმდეს ა-–---------- ს--------–---–-- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ნოემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და სს ”-----------–--------–-- გადახდილი გირაოს თანხა - 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს - ვ--–---- ჯ-----–---–- (პირადი №3----------).

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ა-–---------- ს--------–---–-- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

6. საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ,- ა-–---------- ს--------–---–-- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი