განაჩენი

სისხლის სამართლის 05.07.2019
საქმის ნომერი
330100119002940070
თარიღი
05.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1590-19

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

05 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ-–- თო-----

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გი----- იუ-----ის ა----–- ბა----- (დაბადებული - 1----–-–ის 1------------ს, სა----------ის მოქალაქე, პასპორტის #--------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: სა----------ში, ქალაქ სტ----------ში;), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი;

 

ადვოკატები - გე----- ქა------ და და---- ლა-----

 

თარჯიმანი - ვი----–- მი---------ი

 

კვალიფიკაცია: (ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და (ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: (ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და (ბ) საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. გი----- ბა-----მ საზღვარგარეთ ყოფნისას გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 0,6477 გრამი ბუპრენორფინის შემცველი 81 ცალი ტაბლეტი, რაც 2019 წლის 0--------ს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, 2018 წლის 0--------ს ამოღებულ იქნა გი----- ბა-----სგან ქ. თბილისში, შ-----------------–-ს სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ, ასევე, უდავოდ ცნობილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - გი----- ბა-----ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზებით სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გი----- ბა-----ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს.

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

3.1. მოწმე ეკ--------- ზვ-----ამ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმ-----ა, რომ მუშაობს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტის “თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ უ------------–-------–--ის თანამდებობაზე. 2019 წლის 0--------ს, ღამის საათებში, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სტამბული-თბილისის რეისით ჩამოფრინდა მგზავრი გი----- ბა-----, რომელიც მწვანე დერეფანში შეჩერებულ იქნა მისი თანამშრომლის უ-- რთ---–--ის მიერ, ხოლო შემდეგ მის მიერ, რუსული ენის თარჯიმნის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა როგორც მგზავრი გი----- ბა-----, ასევე მისი კუთვნილი ხელბარგი, რა დროსაც ხელბარგში - პატარა პარფიუმერიის ჩანთაში - აღმოჩენილ იქნა 81 (ოთხმოცდაერთი) აბი „სუბუტექსი“. მის მიერ შედგენილ იქნა მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი, მოხდა აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალების დალუქვა, რაც მოგვიანებით ამოღებულ იქნა საგამოძიებო ორგანო---ს მიერ. აღნიშნულ მედიკამენტებთან დაკავშირებით გი----- ბა-----მ განაცხადა, რომ იყო პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი, თუმცა, მისი მხრიდან რაიმე დოკუმენტი - რეცეპტი, ექიმის დანიშნულება, ექიმის სერტიფიკატი ან დიაგნოზი, არ წარმოდგენილა. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ მის მიერ შედგენილ დათვალიერების ოქმში დაფიქსირებული დრო არის არასწორი და არის მექანიკური ხარვეზი.

3.2. მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების #6-------- ოქმის თანახმად, 2019 წლის 0--------ს უფროსი მებაჟე-ოფიცრის ეკ--------- ზვ-----ას მიერ მოხდა მგზავრის G---------------------------------------- ხელბარგის და ფიზიკური დათვალიერება, რა დროსაც ხელბარგში აღმოჩენილ იქნა 81 აბი მედიკამენტი „S----------“.

3.3. ბრალდებულმა გი----- ბა-----მ საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმ-----ა, რომ 2008 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა სა----------ში, სადაც მიიღეს პოლიტიკური თავშესაფარი. ის და მისი მეუღლე - და------- ტა-----------ი არიან ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები, რის გამოც რამდენიმე წლის წინ დაიწყეს ჩანაცვლებითი მედიკამენტებით მკურნალობა, კერძოდ, მისი ექიმია მი–--– ლო---, ხოლო მისი მეუღლის ლ------– მ--–--. სა----------ში, ექიმის დანიშნულებით, რეცეპტის საფუძველზე, სადაზღვევო ბარათის გამოყენებით, აფთიაქში მას და მის მეუღლეს უფასოდ აძლევენ პრეპარატ „სუბუტექსს“, რომელსაც მოიხმარს ყოველდღიურად, დღეში ორჯერ. მან არ იცოდა, რომ პრეპარატი „სუბუტექსი“ საქართველოში მიჩნეული იყო ნარკოტიკულ საშუალებად, რამდენადაც საქართველოში არ ჰყავს ნათესავი ან ნაცნობი. ამასთან, მას ეგონა რომ საქართველო იყო ევროკავშირის წევრი ქვეყანა და როგორც სხვა ევროპის ქვეყნებში, საქართველოშიც თავისუფლად შეიძლებოდა პრეპარატ „სუბუტექსის“ რეცეპტით პირადი მოხმარებისათვის შემოტანა, მით უფრო, რომ 2019 წლის 0------------–-აც მეუღლესთან ერთად, დედამთილის სანახავად ჩამოსული იყო საქართველოში, რა დროსაც რეცეპტით წამოღებული ჰქონდა აღნიშნული პრეპარატი, თუმცა, ისე გადმოკვეთა და გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, რომ მისთვის არავის უთქვამს, რომ აღნიშნული პრეპარატის საქართველოში შემოტანა აკრძალული იყო. ვინაიდან თ-------–ის თვეში დედამთილმა ავადმყოფობის გამო ვერ მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა, 2019 წლის 0--------ს, იგი მეუღლესთან ერთად კვლავ ჩამოვიდა საქართველოში, რა დროსაც თან - ხელჩანთაში ჰქონდა მისთვის და მისი მეუღლისთვის ექიმის დანიშნულებით გამოწერილი 81 აბი პრეპარატი „სუბუტექსი“ და რეცეპტები. მან მებაჟე-ოფიცერს წარუდგინა აღნიშნული რეცეპტები, თუმცა, მიუხედავად ამისა მაინც მოხდა მისი დაკავება. ბრალდებულის განმ-----ებით, დაკავებისას ჰქონდა სამი რეცეპტი, რომელთაგან ერთი იყო მის სახელზე გაცემული, ხოლო ორი მისი მეუღლის სახელზე, კერძოდ: მის სახელზე რეცეპტი გამოწერილი იყო 2019 წლის 2------------–ს და დარჩენილი ჰქონდა 35 აბი, ხოლო მის მეუღლეს 2019 წლის 15 თებერვალს გაცემული რეცეპტიდან დარჩენილი ჰქონდა 26 აბი, ხოლო 2019 წლის 4-------ს გაცემული რეცეპტიდან - 20 აბი. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ სრულყოფილად იცის მხოლოდ აზერბაიჯანული, ხოლო ფრანგულად და რუსულად საუბარი და წერა-კითხვა არ შეუძლია.

3.4. დაცვის მხარის მოწმე და------- ტა-----------მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმ-----ა, რომ ის და მისი მეუღლე - გი----- ბა----- ნარკოდამოკიდებული პირები არიან და გადიან ჩანაცვლებითი თერაპიის კურსს. ექიმის დანიშნულებით, რეცეპტის საფუძველზე, სადაზღვევო ბარათის გამოყენებით, აფთიაქიდან უფასოდ გამოაქვთ პრეპარატი „სუბუტექსი“, რომელსაც იღებენ ყოველდღიურად, დღეში ორჯერ. მათ არ იცოდნენ, რომ აღნიშნული პრეპარატის საქართველოში შემოტანა იყო აკრძალული, რადგან მათ აღნიშნული პრეპარატი, რეცეპტთან ერთად, თავისუფლად დაჰქონდათ ევროპის ქვეყნებში და ეგონათ, რომ საქართველოშიც იგივე წესი მოქმედებდა. ამასთან, 2019 წლის თ-------–ის თვეში, იგი მეუღლესთან ერთად, დედასთან შესახვედრად ჩამოსული იყო საქართველოში, რა დროსაც თან ჰქონდათ აღნიშნული პრეპარატი, თუმცა, არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. ვინაიდან თ-------–ის თვეში დედამისმა ავადმყოფობის გამო ვერ მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა, ის და მისი მეუღლე გი----- ბა----- 2019 წლის 0--------ს, მასთან შესახვედრად კვლავ ჩამოვიდნენ საქართველოში, სადაც დარჩენას აპირებდნენ დაახლო---თ 20 დღე. საქართველოში ჩამოსვლისას, მათ თან ჰქონდათ, კერძოდ, მის მეუღლეს ხელჩანაში რეცეპტებთან ერთად მოთავსებული ჰქონდა მათთვის ექიმის დანიშნულებითა და მისი და მისი მეუღლის რეცეპტების საფუძველზე შეძენილი 81 აბი პრეპარატი „სუბუტექსი“, რის გამოც მისი მეუღლე დაკავებულ იქნა თბილისის აეროპორტში. მოწმის განმ-----ებით, მებაჟე-კონტროლიორს მათ წარუდგინეს რეცეპტები, თუმცა, მაინც მოხდა მისი მეუღლის დაკავება. ასევე აღმოჩნდა რომ აღნიშნული რეცეპტები არ იყო მისი მეუღლის გი----- ბა-----ს სისხლის სამართლის საქმეში, რის გამოც იგი წავიდა სა----------ში და გამოითხოვა მისი დუბლიკატები, რაც შემდეგ წარუდგინა ადვოკატებს.

3.5. დაცვის მხარის მოწმე მე---- ტა-----------მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმ-----ა, რომ მისი მშობლები - დედა გი----- ბა----- და მამა და------- ტა-----------ი ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული პირები არიან, რის გამოც რამდენიმე წელია, რაც გადიან ჩანაცვლებითი თერაპიის კურსს და ექიმის დანიშნულებით, რეცეპტის საფუძველზე, სადაზღვევო ბარათით უფასოდ იღებენ მედიკამენტ „სუბუტექსს“, რასაც მოიხმარენ ყოველდღიურად, დღეში ორჯერ. არც მისთვის და არც მისი მშობლებისთვის ცნობილი არ იყო, რომ პრეპარატი „სუბუტექსი“ საქართველოში განეკუთვნებოდა ნარკოტიკულ საშუალებას და მისი შემოტანისთვის, მათ შორის, პირადი მოხმარებისთვის აუცილებლი იყო საბაჟოზე გარკვეული პროცედურების გავლა. მათ ეგონათ, რომ როგორც ყველა ევროკავშირის ქვეყანაში, საქართველოშიც შეეძლოთ რეცეპტით გადაადგილება. ამასთან, 2019 წლის თ-------–ის თვეში, მისი მშობლები ჩასულები იყვნენ საქართველოში ბებიის სანახავად, რა დროს მათ თან ჰქონდათ სა----------ში რეცეპტის საფუძველზე შეძენილი პრეპარატი „სუბუტექსი“, თუმცა, არანაირი პრობლემა აღნიშნული ვიზიტის დროს არ შექმნიათ. ამის შემდეგ, ვინაიდან ბებიამ თ-------–ის თვეში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო საქართველოში ჩასვლა და მის მშობლებთან შეხვედრა, 2019 წლის 0--------ს, კვლავ ბებიის სანახავად, მისი მშობლები ჩავიდნენ საქართველოში, რა დროსაც თბილისის აეროპორტში დააკავეს დედამისი იმ პრეპარატების გამო, რომელიც სა----------ში რეცეპტის საფუძველზე თავისუფლად იყიდება და ასევე ევროპის ქვეყნებში თავისუფლად შეიძლება რეცეპტით გადაადგილება. მოწმის განმ-----ებით, დედამისმა საქართველოში გამომგზავრებისას პრეპარატ „სუბუტექსთან“ ერთად წამოიღო ის რეცეპტებიც, რომლის საფუძველზეც აღნიშნული მედიკამენტები ჰქონდათ შეძენილი. მას შემდეგ, რაც შეიტყო რომ დედამისი დაკავებული იყო ექიმის დანიშნულებით შეძენილი პრეპარატის გამო, მან მერიიდან გამოითხოვა იმ ექიმების სერტიფიკატები, ვისთანაც მკურნალობდნენ მისი მშობლები და ადვოკატების მეშვეობით წარადგინა საქმეში.

3.6. დაცვის მხარის მოწმე ნ---- აზ-------–---–მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმ-----ა, რომ იგი არის ფრანგული ენის თარჯიმანი. დაადასტურა 2019 წლის 1-----------–-სა და 2019 წლის 0--------ის რეცეპტების დუბლიკატების თარგმანის სისწორე, ხოლო 2019 წლის 15 თ-------–ის რეცეპტის დუბლიკატის თარგმანთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თარგმანში მის მიერ დაშვებულ იქნა მექანიკური შეცდომა, კერძოდ, აღნიშნულ თარგმანში ნაცვლად „რვა მილიგრამი სუბუტექსი, ჩანაცვლებადი პრეპარატი არ უნდა აღემატებოდეს დღეში ორ ტაბლეტს თოთხმეტი დღის განმავლობაში“, რეალურად უნდა იყოს „რვა მილიგრამი სუბუტექსი, ჩანაცვლებადი პრეპარატი არ უნდა აღემატებოდეს დღეში ორ ტაბლეტს ოცდარვა დღის განმავლობაში“.

3.7. 2019 წლის 1--------ის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ბრალდებულ გი----- ბა-----ს ადვოკატის გ--–---ე-–-–---–ის მიერ დათვალიერებულ იქნა გი----- ბა-----ს მეუღლის და------- ტა-----------ის (T---------------------------, დაბადებული 0---------, სამგზავრო დოკუმენტის #1--------, გაცემული სა----------ის კომპეტენტური ორგანო---ს მიერ) მიერ წარდგენილი შემდეგი დოკუმენტები: 1. დოკუმენტი შტრიხკოდის #A----------, და------- ტა-----------ის განმ-----ებით, აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ექიმის დანიშნულების (რეცეპტის) დედანს, იგი შედგენილია ფრანგულ ენაზე და გაცემულია გი----- ბა-----ზე (ტა-----------ზე), იმისათვის, რომ მას ნამდვილად ესაჭიროებოდა პრეპარატი „სუბუტექსი“, (გაცემის თარიღი 2---------); 2. დოკუმენტი შტრიხკოდის #A----------, და------- ტა-----------ის განმ-----ებით, აღნიშნული დოკუმენტი, წარმოადგენს ექიმის დანიშნულების (რეცეპტის) დედანის დუბლიკატს, იგი შედგენილია ფრანგულ ენაზე და გაცემულია და------- ტა-----------ზე, იმისათვის, რომ მას ნამდვილად ესაჭიროებოდა პრეპარატი „სუბუტექსი“, (გაცემის თარიღი 1---------); 3. დოკუმენტი შტრიხკოდის #A----------, და------- ტა-----------ის განმ-----ებით, აღნიშნული დოკუმენტი, წარმოადგენს ექიმის დანიშნულების (რეცეპტის) დედანის დუბლიკატს, იგი შედგენილია ფრანგულ ენაზე და გაცემულია და------- ტა-----------ზე, იმისათვის, რომ მას ნამდვილად ესაჭიროებოდა პრეპარატი „სუბუტექსი“, (გაცემის თარიღი 0---------); 4. ქართულ ენაზე შედგენილი სამი დოკუმენტი, რომლებიც და------- ტა-----------ის განმ-----ებით, წარმოადგენს ზემოთაღნიშნული რეცეპტების ქართულენოვან თარგმანს და ისინი შედგენილია ქალაქ პო-–----ის სასამართლოს ნაფიცი თარჯიმნის ეკ--------- სუ-–--ის მიერ. ამასთან და------- ტა-----------მა წარუდგინა ორი პლასტიკური ბარათი 1-------------- და 2-------------- გაცემული, შესაბამისად და------- ტა-----------ის და გი----- ტა-----------ის (ბა-----ს) სახელზე. პლასტიკური ბარათებზე გამოსახულია მათი ფოტოსურათები.

3.8. 2019 წლის 2------------–ს სტ----------ის სამედიცინო ფაკულტეტის დიპლომის მფლობელის ოჯახის ექიმის მი–--– ლო---ს მიერ გაცემული რეცეპტით დასტურდება, რომ გი----- ტა-----------ს დაენიშნა დღეში ორი ტაბლეტი 8 მილიგრამიანი „სუბუტექსი“ 28 დღის განმავლობაში.

3.9. 2019 წლის 4-------ს ქ. მა-----–ის სამედიცინო ფაკულტეტის დიპლომის მფლობელის ოჯახის ექიმის ლ------– მ--–--- მიერ გაცემული რეცეპტით დასტურდება, რომ და------- ტა-----------ს დაენიშნა 8 მილიგრამიანი „სუბუტექსი“. ჩანაცვლებადი პრეპარატი არ უნდა აღემატებოდეს დღეში ორ ტაბლეტს 14 დღის განმავლობაში. პრეპარატის გაცემა ხდება ერთჯერადად.

3.10. 2019 წლის 15 თ-------–ის ქ. მა-----–ის სამედიცინო ფაკულტეტის დიპლომის მფლობელის ოჯახის ექიმის ლ------– მ--–--- მიერ გაცემული რეცეპტით დასტურდება, რომ და------- ტა-----------ს დაენიშნა 8 მილიგრამიანი „სუბუტექსი“. ჩანაცვლებადი პრეპარატი არ უნდა აღემატებოდეს დღეში ორ ტაბლეტს 28 დღის განმავლობაში. პრეპარატის გაცემა ხდება ერთჯერადად.

3.11. 2019 წლის 7-------ის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #--- დადგენილია, რომ გი----- ბა-----ს დაესვა დიაგნოზი, „ოპიოიდების“ მიღების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური ქცევითი აშლილობა. აღკვეთის მდგომარეობა F------

3.12. 2019 წლის 7-------ის #- დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მ-------------ის ნ--- მი---ას მიერ #-- ც--------–----- საავადმყოფოს მ-------------ისადმი მიმართვით დადგენილია, რომ მკურნალობის მიზნით გადაეგზავნათ გი----- ბა----- დიანგონოზით „ოპიოიდების“ მიღების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა. აღკვეთის მდგომარეობა F------

3.13. 2019 წლის 0--------–ის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ბრალდებულ გი----- ბა-----ს ინტერესების დამცველი ადვოკატის და---- ლა----ის მიერ დათვალიერებულ იქნა ბრალდებულ გი----- ბა-----ს შვილის მე---- ტა-----------ის (T---------------------------) მიერ წარდგენილი დოკუმენტები გი----- ბა-----ს და და------- ტა-----------ის მკურნალი ექიმების მი–--– ლო---ს (M----------) და ლ------– მ--–--- (L-----------) საქმიანობის შესახებ, რომელთა მიერაც გამოწერილია სამედიცინო რეცეპტები პრეპარატ „სუბუტექსის“ თაობაზე. მე---- ტა-----------ის მიერ სულ წარდგენილია 6 ექვსი ფურცელი, საიდანაც ოთხი შედგენილია ფრანგულ ენაზე, ხოლო ორი ინგლისურზე. ორი ფრანგულ ენოვანი დოკუმენტი წარმოადგენს დედნებს, ხოლო კიდევ ორი ფრანგული დოკუმენტი მათ დამოწმებულ ასლებს. ინგლისურ ენოვანი დოკუმენტები წარმოადგენენ ფრანგული დოკუმენტების დამოწმებულ თარგმანს. მე---- ტა---------ის განმ-----ებით, ექვსივე დოკუმენტი არის ზემოთაღნიშნული მკურნალი ექიმების უფლებამოსილების დამადასტურებელი სერთიფიკატები.

3.14. 2019 წლის 26 მ-----ს გაცემული მა---– ლო---ს ცნობით დასტურდება, რომ გი----- ტა-----------ი დაკავშირებულია სტ----------ის „C---“-თან (ადგილობრივი სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია). ის არის აღნიშნული ქირურგიული განყოფილების პაციენტი.

3.15. 2019 წლის 18 მ-----ს დამოწმებული სერტიფიკატით დასტურდება, რომ ლ------– მ--–-- არის ზოგადი პროფილის ექიმი, რომელმაც მედიცინა შეისწავლა ოს---–--ში (სა----------ი) და არის და------- ტა-----------ის ექიმი.

3.16. 2019 წლის 21 მ-----ის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ბრალდებულ გი----- ბა-----ს ადვოკატის და---- ლა----ის მიერ დათვალიერებულ იქნა სა----------ის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ვებ გვერდი h---------------------------- დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ ვებ-გვერდს გააჩნია ექვსი საინფორმაციო გრაფა (ფანჯარა), რომელთაგან ერთ-ერთი არის გრაფა „საკონსულო“. მისი ჩამოშლის (გახსნის) შედეგად, ჩანს საინფორმაციო ველი წარწერით „პრაქტიკული ინფორმაცია“, რომლის გახსნის შემდეგ შესაძლებელია გაეცნო საქართველოში წამლების შემოტანის წესს. იგი განთავსებულია წერილობითი ინფორმაციის სახით და მოიცავს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საქართველოში შემოტანის წესს. აღსანიშნავია, რომ როგორ მითითებული წესი, ასევე მთლიანად ვებ გვერდზე არსებული ყველა ინფორმაცია განთავსებულია მხოლოდ ქართულ და ფრანგულ ენებზე. სხვა რომელიმე ენაზე, მითუმეტეს აზერბაიჯანულ ენაზე, რაიმე სახის ინფორმაცია და მათ შორის „საქართველოში წამლების შემოტანის წესი“ განთავსებული არ არის.

3.17. 2019 წლის 29 მ-----ის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ბრალდებულ გი----- ბა-----ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ--–---ე-–-–---–ის მიერ დათვალიერებულ იქნა სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური ვებ-გვერდი „h--------------------“-ს, იმის დასადგენად თუ რა ენაზეა გამოქვეყნებული მითითებულ ოფიციალურ საიტზე საქართველოს კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 1------------------- ბრძანება „ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭირო---სათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“. დათვალიერებით დადგინდა, რომ საქართველოს კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებ გვერდზე „matsne.gov.ge“ გამოქვეყნებულია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, ხოლო მინისტრის 2011 წლის 1------------------ ბრძანება გამოქვეყნებულია მხოლოდ ქართულ ენაზე.

3.18. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 1------ის მომართვით დადგენილია, რომ ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭირო---სათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა რეგულირდება „ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭირო---სათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის #------- ბრძანებით დამტკიცებული წესით, რომლის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ფიზიკური პირის მფლობელობაში ინდივიდუალური საჭირო---სათვის არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან შემოტანა არ განიხილება როგორც იმპორტი“. რაც შეეხება ინდივიდუალური საჭირო---სათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შემოტანის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაციის სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიწოდებას, გაცნობებთ, რომ საგადასახადო ორგანოს ასეთი ვალდებულება კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.

3.19. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გი----- ბა-----ს სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეების - რუ-----ან კი----ის, ავ--------– შა---–----ის ჩვენებები, 2019 წლის 0--------ის ამოღების ოქმი, 2019 წლის 0--------ის გი----- ბა-----ს პირადი ჩხრეკის ოქმი, 2019 წლის 0--------ის გი----- ბა-----ს დაკავების ოქმი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 0--------ის ქიმიური ექსპერტიზის #9-------------- დასკვნა და საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, დაცვის მხარის მტკიცებულება - „თბილისის აეროპორტის“ მოფრენის დარბაზის ვიდეოკამერის ჩანაწერი, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.

 

4.2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.3. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია - სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.5. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში №1/1/548 - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმ-----ა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.

 

4.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმ-----ა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული “.

 

4.8. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმ-----ა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

4.9. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

4.10. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმ-----ებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლო---ს პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმ-----ოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

4.11. სასამართლო განმ-----ავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

4.12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით კი კრიმინალიზებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების საქართველოს საზღვარზე უკანონო შემოტანაში. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედების (შემოტანის) უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (საქართველოს საზღვარზე შემოტანა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის გარეშე.

 

4.13. სასამართლო განმ-----ავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემო---ს ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

4.14. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ გი----- ბა-----მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და რომ უკანონოდ შემოტანა საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ:

 

4.14.1. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებული გი----- ბა----- არის ეთნიკური აზერბაიჯანელი, 2008 წლიდან იგი ლტოლვილის სტატუსით მუდმივად ცხოვრობდა სა----------ის რესპუბლიკაში, ქალაქ სტ----------ში. ბრალდებული სრულყოფილად ფლობს მშობლიურ აზერბაიჯანულ ენას, არ იცის ინგლისური და ქართული, ხოლო ფრანგული და რუსული იცის მინიმალურ დონეზე, არ შეუძლია ამ ენებზე წერა-კითხვა და საუბარი. ბრალდებულს არ აქვს უფლება შევიდეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რის გამოც 2019 წლის 0--------ს (უფრო ადრე კი - 2019 წლის 0------------–- ის ასევე, შემოსული იყო საქართველოში, რომელიც დატოვა მეორე დღესვე - 2019 წლის 9-----------–ს), მეუღლესთან ერთად, დედამთილის სანახავად, შვეიცარიის და თურქეთის რესპუბლიკის გავლით, სტ------–-------–--ის ავიარეისით, ჩამოფრინდა ქ. თბილისში, რა დროსაც ბრალდებულ გი----- ბა-----ს ხელჩანთაში აღმოჩენილ იქნა პირადი და მეუღლის მოხმარებისათვის სა----------ში ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტებით და სადაზღვევო ბარათით უფასოდ შეძენილი 81 აბი ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინის შემცველი პრეპარატი „სუბუტექსი“.

 

4.14.2. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებული და მისი მეუღლე დაავადებულები არიან არიან ნარკომანიით. სა----------ის რესპუბლიკის უფლებამოსილი, სერტიფიცირებული ექიმების გადაწყვეტილებით ისინი ჩართულები არიან ჩანაცვლებითი თერაპიის კურსში, რომელიც არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის შესაბამისად, ითვალისწინებს თითოეული მათგანის მიერ ყოველდღიურად ორი ტაბლეტი „სუბუტექსის“ მიღებას. ბრალდებული და მისი მეუღლე სა----------ში სისტემატურად იმყოფებოდნენ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, რის გამოც მკურნალი ექიმები ახდენდნენ პრეპარატ „სუბოტექსის“ კანონიერად შესყიდვისათვის გამოწერილი რეცეპტის პერიოდულად განახლებას. კერძოდ, 2019 წლის 2------------–ს ექიმმა გი----- ბა-----ს გამოუწერა რეცეპტი, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელს 28 დღის მანძილზე შეეძლო მოეხმარა 56 აბი „სუბოტექსი“. ანალოგიურად, 2019 წლის 15 თებერვალსა და 4-------ს შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, მის მეუღლეს დაენიშნა სულ 84 აბი „სუბუტექსი“.

 

4.14.3. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის ნორმები პირობითად იყოფა ორ ჯგუფად, კერძოდ, კლასიკურ და ბლანკეტურ (დამატებით) დელიქტებათ. პირველ მათგანს განეკუთვნება ის ნორმები, რომლებიც იწვევენ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას თავიანთი არსის მიხედვით, რადგან თავისთავად ეწინააღმდეგებიან ბუნებრივ, მორალურ და საზოგადოებრივ კანონებს. მაგ. განზრახ მკვლელობა, ყაჩაღობა და ა.შ, რომლის ჩამდენ პირს ყოველთვის აქვს მართლწინააღმდეგობის შეგნება, ანუ იმის ცოდნა, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედება უპირისპირდება საზოგადოებაში დამკვიდრებულ კულტურის, კერძოდ, პოზიტიურ (დაწერილ) ან ბუნებით (დაუწერელ) ნორმებს. განსხვავებული ვითარებაა ბლანკეტური შინაარსის დელიქტებში, რომელთა შემადგენლობის სათანადო ცოდნისათვის აუცილებელია ნორმატიული აქტების შინაარსის ცოდნა (ამის შესახებ დაწვრილებით იხ. ლ. მაღლაკელიძე, მონოგრაფიულ ნაშრომში: „განზრახვა და მართლწინააღმდეგობის შეგნება ქართული და გერმანული სისხლის სამართლის მიხედვით“, ქ. თბილისი, 2013 წ. გვ. 73-76; ასევე, იხ. მ. ტურავა, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მე-9 გამოცემა, გვ. 220; ო. გამყრელიძე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმ-----ება, 2008 წ. გვ. 254-255).

 

4.14.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად კი, ის ვინც არ იცის, რომ ქმედება, რომელსაც სჩადის აკრძალულია, არ დაისჯება მხოლოდ მაშინ, თუ ეს შეცდომა მისატევებელია. თავის მხრივ, შეცდომა მისატევებელია, თუ შექმნილ ვითარებაში მან არ იცოდა და არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. თუმცა, მაშინაც, კი როცა შეცდომა არ არის მისატევებელი, პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ გაუფრთხილებლობისათვის, თუ ამ ქმედების გაუფრთხილებლობით ჩადენა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. ამდენად, აღნიშნული ნორმა ვრცელდება სწორედ სამართლებრივი (იურიდიულ) შეცდომის პრობლემაზე და რელევანტურია მხოლოდ ბლანკეტურ დელიქტებთან მიმართებაში დაშვებული შეცდომის დროს. შესაბამისად, თუ პირმა არ იცოდა ან არ იცის კონკრეტული ნარკოტიკული ბლანკეტური ნორმის შინაარსი, მას მართლწინააღმდეგობის შეგნების არარსებობის გამო, არ შეიძლება დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.

 

4.14.5. საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა არ იცოდა თავისი და საკუთარი მეუღლის მკურნალობისათვის განკუთვნილი პრეპარატ „სუბოტექსის“ საქართველოში შემოტანის სპეციფიკური წესი. იგი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, არასდროს უცხოვრია საქართველოში, არ ჰყავს აქ ახლობლები, მეგობრები და ნაცნობები, არ გააჩნია იურიდიული, სამედიცინო განათლება ანდა რაიმე სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან, წარსულში არასოდეს ჩაუდენია ნარკოტიკული სამართალდარღვევა, პრეპარატი „სუბოტექსი“ მოთავსებული ჰქონდა ჩანთაში, აბსოლუტურად თვალსაჩინო ადგილას, არ გამოუყენებია რაიმე სამალავი, მოთხოვნისთანავე წარმოუდგინა იგი შემოსავლების სამსახურის მუშაკებს და, პირველივე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას განაცხადა, რომ ეს ნივთიერება გამიზნული იყო პირადი მოხმარებისათვის. იგი შეცდომით ფიქრობდა, რომ საქართველო იყო ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფო და აღიარებდა ევროპის ქვეყნებში დამკვიდრებულ სამართლებრივ წესრიგს, რომლის ფარგლებშიც მკურნალობისათვის განსაზღვრული პრეპარატ „სუბოტექსის“ საზღვარზე გადაადგილება არ მოითხოვს რაიმე დეკლარაციის შევსებას ანდა ნებართვის მიღებას. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ გი----- ბა-----მ დაუშვა აკრძალვაში პირდაპირი შეცდომა, რის გამოც, ქმედების ჩადენის დროს მას არ ჰქონდა მართლწინააღმდეგობის შეგნება, ე.ი. არ იცოდა, რომ პრეპარატ „სუბოტექსის“ შეძენა, შენახვა, ასევე მისი საზღვარზე შემოტანა ქართული კანონმდებლობის მიხედვით იყო აკრძალული, რაც, თავისთავად, გამორიცხავს მის ქმედებაში განზრახი დანაშაულის ბრალის არსებობას, ხოლო ამ დანაშაულის გაუფრთხილებლობით ჩადენას კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი საერთოდ არ ითვალისწინებს (ამ საკითხთან დაკავშირებით იხ.: უზენაესი სასამართლოს 19.0-.2001 წ. N32აპ-2001; 18.10.2004 წ. N253აპ-04; 10.03.2005 წ. N440აპ-04; 28.02.2018 წ. N36აპ-18 გადაწყვეტილებები).

 

4.14.6. ბრალდების მხარე თავის დასკვნით სიტყვაში შეეცადა ზემოაღნიშნული პრობლემის სულ სხვა ჭრილში გადატანას, როცა განაცხადა, რომ გი----- ბა-----ს ასეთ შემთხვევაში უნდა შეევსო საქართველოში შემოსვლისათვის საჭირო დეკლარაცია, ანუ უნდა მოეხდინა თანარსებული ნივთის - „სუბოტექსის“ - სათანადო დეკლარირება, რის შემდგომაც, ბრალდების მხარის მტკიცებით, მხოლოდ ამის შემდგომ მიეცემოდა მას შესაძლებლობა შემოეტანა ქვეყანაში „სუბოტექსი“.

 

4.14.7. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმ-----ავს, ჯერ ერთი, სახელმწიფო ბრალდება გი----- ბა-----ს ედავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და არა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლით. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალდება ვალდებულია პირის ბრალეულობა ამტკიცოს სწორედ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, რათა, ერთი მხრივ, დაცვას უნდა ჰქონდეს გონივრული მოლოდინი, თუ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ბრალდებულის მიმართ სამართალწარმოება და, მეორე მხრივ, წინასწარ, სათანადოდ, ჯეროვნად მოემზადოს დაცვისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ე.წ. ბრალდების უცვლელობის პრინციპის დარღვევას (ბრალდების უცვლელობის პრინციპის შესახებ იხ.: Mattoccia v. Italy, განაცხადი N23969/94, ECtHR, 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება, §71; Can v. Austria, განაცხადი #9300/81, ECtHR, 1985 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება, კომისიის ანგარიში, §53, ციტირებულია: ტრექსელი, შტეფან, ადამიანის უფლებების სისხლის სამართლის პროცესში, 2009 წ., გვ. 251, სქოლიო 1101; ასევე იხ. ლ. მაღლაკელიძე, ბრალდების უცვლელობის პრინციპის გაგება ქართული და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ჟურნალში: გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალი - – www.dgstz.de, მესამე გამოცემა, 2017 წ., გვ. 75-79).

 

4.14.8. მეორეც, მოცემულ შემთხვევაში, თუნდაც ჰიპოთეტურად დადგინდეს სასამართლოს მიერ, რომ ადგილი არ აქვს ე.წ. ბრალდების უცვლელობის პრინციპის დარღვევას, სასამართლოსათვის გაუგებარია, გი----- ბა-----ს მიმართ წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირება, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლზე მითითებით, მაშინ როცა, აღნიშნული მუხლის შენიშვნის მიხედვით, დანაშაულად ითვლება ისეთი ქმედება, თუკი საზღვარზე უკანონოდ შემოტანილი ნივთის საბაჟო ღირებულება აჭარბებს მინიმუმ თხუთმეტი ათას ლარს (თხუთმეტი ათასი ლარის ქვემოთ ნივთის საზღვარზე უკანონოდ შემოტანა კი საერთოდ არ გვაძლევს დანაშაულის შემადგენლობას და წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას), გი----- ბა-----ს სისხლის სამართლის საქმეში კი არ მოიპოვა არცერთი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა ღირებულების იყო გი----- ბა-----ს მიერ შემოტანილი „სუბოტექსი“.

 

4.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გი----- ბა----- უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და იგი უნდა იქნეს უდანაშაულოდ ცნობილი.

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- პორტფელი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–----- კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მ------- სამმართველოში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს გი----- ბა-----ს;

- ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–----- კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მ------- სამმართველოში, როგორც ბრუნვიდან ამოღებული ნივთიერება, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- საბაჟო გამშვები პუნქტის „თბილისის აეროპორტის“ მოფრენის დარბაზის ვიდეოკამერების ჩანაწერები, განთავსებული 1 (ერთი) DVD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 270-ე-272-ე, 275-ე- 277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გი----- ბა----- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. გი----- ბა----- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7-------ის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და გი----- ბა----- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- პორტფელი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–----- კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მ------- სამმართველოში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს გი----- ბა-----ს;

- ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–----- კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მ------- სამმართველოში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

- საბაჟო გამშვები პუნქტის „თბილისის აეროპორტის“ მოფრენის დარბაზის ვიდეოკამერების ჩანაწერები, განთავსებული 1 (ერთი) DVD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე