განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002342190
საქმე #1-216/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორების _ ი-----–------------–---------–-----------–---–ის
ბრალდებულების - ლ------- ს---------ის, მ------ ა---–--ის
ადვოკატების _ ე------------–-------------–----ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №170040218001 საქმე:
1. ბრალდებულ ლ------- მ-------ს ასული ს---------ის მიმართ
დაბადებული: 16.10.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლობა: არმქონე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ--------------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ-----------------------–--–--------------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა;
2. ბრალდებულ მ------ ტ------–-ს ძე ა---–--ის მიმართ
დაბადებული: 25.06.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლობა: არმქონე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებული/ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. ბ-----------------------–--–--------------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. ლ------- ს---------ემ, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,94486 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რაც, 2018 წლის 4 თებერვალს, ქ. ბათუმში, ივანე მესხის პირველი ჩიხი №12ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
2. მ------ ა---–--ემ, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 2, 79087 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რაც 2018 წლის 4 თებერვალს, ქ. ბათუმში, ივანე მესხის პირველი ჩიხი №12ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულების მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა;
3. საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის რ--------------ის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 4 თებერვალს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ლ------- ს---------ე და მ------ ა---–--ე ეწევიან ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას. ისინი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სარფიდან მოემგზავრებიან ბათუმის მიმართულებით "მერსედესის" მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით - T-------.
4. მიღებული ინფორმაციის შესახებ რ--------------ემ №MIA 4 18 00273305 პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
5. აღნიშნული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საქმეზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.
6. მოწმე ს----------------ს, საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 4 თებერვალს იყო მორიგე და იმყოფებოდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში. ღამის დაახლოებით პირველ საათზე თანამშრომელმა რ--------------ემ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, მ------ ა---–--ეს და ლ------- ს---------ეს უკანონოდ შეძენილი და შენახული ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალებები და სოფ. სარფიდან მუქი ფერის ტაქსით, რომლის ნომერი იყო 7--, მოემგზავრებოდნენ ბათუმის მიმართულებით. შეიქმნა ოპერატიული ჯგუფები, ერთ-ერთ ასეთ ჯგუფში გაერთიანდნენ თავად ტ------, ინსპექტორ-გამომძიებლები თ-----------–-–---–ი და ლ---- გ-------ე, მეორე ჯგუფში - გამომძიებელი ა-----– ს---------ე და ინსპექტორ-გამომძიებლები კ-------------ე და ლ-–--------–-. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზა - pol.ge -დან ამოღებულ სურათებზე ნახეს ვიზუალურად როგორ გამოიყურებდნენ ა---–--ე და ს---------ე და მანქანებით გაემგზავრნენ სარფის მიმართულებით. თავად ტ------ ლ---- გ-------ესთან და თ-----------–-–---–თან ერთად იმყოფებოდა "ტოიოტა-პრიუსის" მარკის ავტომანქანაში, რომელსაც მათივე თანამშრომელი რ-------–----ე მართავდა, მათი მანქანას უკან მოყვებოდა ა-----– ს---------ე გ--------ესთან და ჯ----–თან ერთად, მათ უკან კიდევ მოდიოდნენ რამდენიმე ავტომანქანით თანამშრომლები. გონიოს ხიდთან მისვლამდე შეამჩნიეს ის ავტომანქანა, რომლითაც ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ს---------ე და ა---–--ე გადაადგილდებოდნენ ბათუმისკენ. აღნიშნულის შესახებ შეატყობინეს მათ უკან მომავალ ა-----– ს---------ეს, ორივე ეკიპაჟმა მოაბრუნა მანქანები და გაჰყვა მითითებულ ავტომობილს. შესაბამისად, ტაქსის ტრაფარეტიან ავტომანქანას, რომელშიც ა---–--ე და ს---------ე უნდა მსხდარიყვნენ, უკვე უკან მიჰყვებოდა ა-----– ს---------ის ავტომანქანა. დაახლოებით ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ, ტაქსმა შეუხვია მარჯვნივ ჩიხში, შეყვნენ თავადაც, 150-200 მეტრის გავლის შემდეგ, ს---------ის ჯგუფმა შეაჩერებინა ტაქსის მძღოლს მანქანა. ორივე ჯგუფის წევრები გადავიდნენ მანქანებიდან, ტ------ თავის ჯგუფთან ერთად მივიდა მანქანის უკანა სალონში, მძღოლის უკან მდებარე სავარძელზე მჯდარ გოგონასთან, წარუდგინა მას თავი, აუწყა, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და ჰკითხა ვინაობა. გოგონას განმარტებით ის ლ------- ს---------ე იყო. აღნიშნულის შემდეგ, ტ------მ განუმარტა, რომ მიმდინარეობდა გამოძიება ს---------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, წარუდგინა გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე დადგენილება, რომელსაც ლ------- გაეცნო და ხელი მოაწერა, რის შემდეგაც, გამომძიებელმა მისცა მას წინადადება თუ გააჩნდა, ნებაყოფლობით წარმოედგენა ნარკოტიკული ნივთიერებები, პასუხად ს---------ემ განუცხადა, რომ ნამდვილად ინახავდა ასეთ ნივთიერებებს ბიუსჰალტერსა და ქვედა საცვალში. სწორედ ამის გამო ტ------მ შესთავაზა მას ავტომანქანაში ჩამსხდარიყვნენ და იქ წარმოედგინა აღნიშნული ადგილებიდან ნარკოტიკული საშუალებები, ირგვლივ პოლიციელი მამაკაცები ტრიალებდნენ და უხერხულობას შექმნიდა იმავე ადგილას ამ პროცედურის გავლა. მანქანაში ჩასხდომის შემდეგ ს---------ემ თავისი ხელით წარმოადგინა ბიუსტჰალტერში შენახული ორი ცალი ლურჯი ფერის მწებავ ლენტში გახვეული შენაფუთი, ასევე საცვალში შენახული ოთხი ცალი ასეთი შენაფუთი. აღნიშნულ ექვს ცალ შენაფუთში აღმოჩნდა ჯამში 119 ცალი მთლიანი აბი, კონვალუტის ჩამონაჭრებში. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ტ------მ ს---------ეს აცნობა, რომ დაკავებული იყო ბრალდებულის სახით, განუმარტა უფლებები, შეადგინა დაკავების ოქმი, რომელსაც ს---------ე გაეცნო და მოაწერა ხელი. საბოლოოდ ოქმის შედგენა დასრულდა დაკავებულის სამმართველოში გადაყვანის შემდეგ, ოქმზე უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერით. დაკავების ოქმის ასლი გადაეცა დაკავებულს. პირადი ჩხრეკის და დაკავების მთელი პროცესის განმავლობაში ლ------- ს---------ე ძალიან განიცდიდა მის მდგომარეობას, ტიროდა, იმდენად შეეცოდათ დაკავების შემდეგ ხელბორიკილიც კი არ დაუდიათ მისთვის.
7. მოწმე ლ---- გ-------ემ, პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა სასამართლოს განუმარტა, რომ 2018 წლის 4 თებერვლის ღამეს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იმყოფებოდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, რა დროსაც შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად ლ------- ს---------ეს და მ------ ა---–--ეს უკანონოდ ჰქონდათ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებები და ტაქსით - "მერსედესის" მარკის ავტომანქანით სარფიდან მოემართებოდნენ ბათუმის მიმართულებით. ხელმძღვანელობის მითითებით შეიქმნა ორი ოპერატიული ჯგუფი, ერთი გაერთიანდნენ თავად გ-------ე, ინსპექტორ-გამომძიებლები ს---------------- და თ-----------–-–---–ი. მეორე ჯფუფის შემადგენლობაში შევიდნენ გამომძიებელი ა-----– ს---------ე და ინსპექტორ-გამომძიებლები - კ-------------ე და ლ-–--------–-. იდენტიფიკაციის გასაადვილებლად, pol.ge-ს საინფორმაციო ბაზიდან მოპოვებული ს---------ის და ა---–--ის გადიდებული ფორმატის ფერადი ფოტოები თაბახის ფურცლებზე დაურიგდათ ჯგუფის წევრევს. ავტომანქანებით გაემართნენ სარფისკენ, წინ მიდიოდა მათი მანქანა, რომელსაც თანამშრომელი რ-------–----ე მართავდა, უკან მიყვებოდა რჩილ ს---------ის ავტომობილი თავისი ჯგუფის წევრებით, მათ უკან კიდევ მოდიოდნენ პოლიციის თანამშრომლები რამდენიმე მანქანით. გონიოს ხიდთან მისვლამდე შენიშნეს ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული ავტომანქანა, რის შესახებაც აცნობეს უკან მიმავალ ა-----– ს---------ეს, ორივე ავტომანქანა მობრუნდა და ბათუმისკენ მიმავალ ტაქსის ტრაფარეტიან მერსედესის მარკის ავტომობილს გაყვა უკან იმ განსხვავებით, რომ წინ უკვე ა-----– ს---------ის ავტომანქანა მიდიოდა. ავტომაგისტრალზე დაახლოებით ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ, ტაქსმა გადაუხვია მარჯვნივ ჩიხში, დაახლოებთ 150-200 მეტრის გავლის შემდეგ, ა-----– ს---------ის ავტომანქანა ჩაუდგა ტაქსს გვერდით და გააჩერებინა. ა-----–ი და მისი თანმხლები პოლიციელები მძღოლის გვერდით მჯდარ მამაკაცთან მივიდნენ, ქალი პოლიციელები კი მძღოლის უკანა სავარძელზე მოთავსებულ ახალგაზრდა ქალთან. ს---------------- წარუდგა მას, განუმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და ვინაობა ჰკითხა, ქალმა დაუდასტურა, რომ ლ------- ს---------ე იყო. ტ------მ აცნობა, რომ მიმდინარეობდა გამოძიება მის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით, წარუდგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობისას პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ და წინადადება მისცა თუ ჰქონდა ასეთი ნივთიერებები, წარმოედგინა ნებაყოფლობით. ს---------ემ, რომელიც აღელდა და ტირილი დაიწყო, დაუდასტურა, რომ ბიუსჰალტერსა და ქვედა საცვალში ნამდვილად ინახავდა ნარკოტიკებს. იმის გამო, რომ ირგვლივ მამაკაცები ტრიალებდნენ, იქვე, მანქანის გარეთ ლ-------ს მიერ დასახელებული ადგილებიდან ნარკოტიკების ამოღება კი უხერხულობას გამოიწვევდა, ლ------- ჩააჯინეს იქვე გაჩერებულ ერთ-ერთ მანქანაში. უკანა სავარძელზე მოთავსდნენ ს---------ე და გამომძიებელი ტ------, წინა სავარძლები გ-------ემ და მართალიშვილმა დაიკავეს. მათი თანდასწრებით ს---------ემ ბიუსჰალტერიდან ამოიღო და წარადგინა ორი შენაფუთი, ხოლო საცვლიდან ოთხი შენაფუთი, შემოხვეული ლურჯი საიზოლაციო ლენტით. შენაფუთები გახსნეს, დაათვალიერეს, მათში აღმოჩნდა სულ 119 ცალი მთლიანი აბი. ამოღებული ნივთები დასურათდა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, შეიფუთა და დაილუქა. აღნიშნულის შემდეგ გამომძიებელმა ტ------მ განუმარტა ს---------ეს, რომ იყო დაკავებული ბრალდებულის სახით, გააცნო უფლებები, შეადგინა დაკავების ოქმი. პარალელურად ა-----– ს---------ე და მისი ჯგუფის წევრები იგივე პროცედურებს ატარებდნენ მ------ ა---–--ესთან მიმართებაში. შეიტყვეს, რომ მისთვისაც აღმოუჩენიათ ნარკოტიკები.
8. ლ------- ს---------ის პირად ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილემ, პოლიციის კიდევ ერთმა თანამშრომელმა თ-----------–-–---–მა სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას აბსოლუტურად იდენტურ გარემოებებზე ისაუბრა, რაზეც თავის ჩვენებებში მიუთითეს იმავე საგამოძიებო მოქმედების მონაწილე გ-------ემ და ტ------მ. იდენტურად აღწერა სამმართველოში ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ოპერატიული ჯგუფების შექმნის, ჯგუფის წევრებისთვის ოპ.ინფორმაციაში მითითებული პირების იდენტიფიკაციისთვის pol.ge-ს საინფორმაციო ბაზიდან მოპოვებული თაბახის ფურცლებზე გადიდებული მათი ფერადი ფოტოების გადაცემის, ოპერატიული ჯგუფის წევრების გასვლის, მათი მანქანებში განთავსების ადგილისაც კი, გონიოს ხიდამდე მისვლისას ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული ავტომანქანის შემჩნევის, მესხის ჩიხში შეჩერების, მანქანიდან ს---------ის გადმოყვანის, მისი პირადი ჩხრეკის და დაკავების გარემოებები. განმარტა, რომ ს---------ემ გამომძიებელ ტ------ს წინადადებაზე წარმოედგინა თუ ნამდვილად გააჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, ჯერ დაადასტურა ასეთი ფაქტი, შემდეგ კი პოლიციის სამივე თანამშრომლის თანდასწრებით თავისი ხელით ამოიღო და წარმოადგინა ბიუსჰალტერიდან ორი, ხოლო ქვედა საცვლიდან ოთხი ცალი ლურჯი ფერის საიზოლაციო ლენტით შეკრული შენაფუთი. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას ლ------- ღელავდა, ტიროდა და განიცდიდა დაკავების ფაქტს. წინააღმდეგობა არ გაუწევია, პირიქით, აღიარა და თავად წარადგინა მის მიერ საცვლებში შენახული ნარკოტიკული საშუალებები.
9. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ს----------------ს მიერ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ გამოტანილი დადგენილების მიხედვით, აღნიშნული დადგენილება გამოეცხადა გასაჩხრეკ პირს, ლ------- ს---------ეს, რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერით. საქმეში წარმოდგენილი, 2018 წლის 4 თებერვალს ჩატარებული ლ------- ს---------ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ს---------ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა 2018 წლის 4 თებერვალს 01:45-02:40 საათების შუალედში, ქ. ბათუმში, ივანე მესხის პირველი ჩიხი, სახლი N12ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე სამანქანე გზაზე გაჩერებულ ავტომობილში. ჩხრეკას ატარებდა გამომძიებელი ტ------, აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ ინსპექტორ-გამომძიებლები თ-----------–-–---–ი და ლ---- გ-------ე, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტები. ოქმის თანახმად: გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილების გაცნობის შემდეგ, ლ------- ს---------ემ, გამომძიებლის წინადადებაზე ნებაყოფლობით წარმოედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება, განაცადა თანხმობა და ნებაყოფლობით, თავისი ხელით ამოიღო და წარუდგინა ბიუსტჰალტერიდან ორი ცალი ლურჯი ფერის მწებავ ლენტში გახვეული შენაფუთი, რაშიც, მისი განმარტებით, ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. ასევე თავისი საცვლიდან ამოიღო და წარადგინა ოთხი ცალი შენაფუთი, მათგან სამი - ლურჯი ფერის, ხოლო ერთი - მწვანე ფერის მწებავ ლენტში გახვეული. მისივე თანდასწრებით მოხდა შენაფუთების გახსნა და დათვალიერება, აღნიშნულ ექვს ცალ შენაფუთში აღმოჩნდა კონვალუტის 119 ცალ მონაჭერში განთავსებული, ჯამში 119 ცალი მთლიანი აბი. ექსპერტის მიერ მოხდა ამოღებული აბების ფოტოგრაფირება, რის შემდეგ აბებიც და შენაფუთის ნაგლეჯებიც მოთავსდა სპეც. პაკეტში და დაილუქა. ჩხრეკის ოქმის სისწორე ჩხრეკაში მონაწილე პირებმა დაადასტურეს ხელმოწერებით, არც ერთ მათგანს, მათ შორის არც ლ------- ს---------ეს ჩხრეკის მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკავშირებით რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამთ.
10. საქმის არსებითი განხილვისას დათვალიერდა ნივთმტკიცებად ცნობილი აღნიშნული აბაბი და საიზოლაციო ლენტის ნახევები, მათი პირვანდელი ლუქები, ყველა მონაწილის ხელმოწერით. ასევე დათვალიერდა პირადი ჩხრეკის დროს გადაღებული ფოტო-სურათები, სადაც ასახულია ჩხრეკის მიმდინარეობა.
11. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ შედგა ბრალდებულის სახით ლ------- ს---------ის დაკავების ოქმი გამომძიებელ ტ------ს მიერ, რომელსაც ასევე პირადად გაეცნო დაკავებული და გადაეცა ოქმის ასლი, რაც დაადასტურა ხელმოწერით.
12. მოწმე ა-----– ს---------ის, საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად მ------ ა---–--ე და ლ------- ს---------ე ეწეოდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვას, სოფ. სარფიდან ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ ბათუმის მიმართულებით. დაიწყო გამოძიება, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფები. ერთ-ერთი ჯგუფის შემადგენლობაში კ-------------ესთან და ლ-–- ჯ----–თან ერთად თავადაც შედიოდა. მეორე ჯგუფის შემადგენლობაში კი გაერთიანდნენ ქალი თანამშრომლები -ს----------------, ლ---- გ-------ე და თ-----------–-–---–ი, რადგან ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი პირი, რომელთან დაკავშირებითაც მითითებული იყო ამ ინფორმაციაში და უნდა ჩატარებულიყო საგამოძიებო მოქმედებები, იყო მდედრობითი სქესის. ხელმძღვანელობამ ჯგუფის წევრებს გადასცა ასევე თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი, ა---–--ის და ს---------ის ფერადი ფოტოები. ოპერატიული ჯფუფი, რომლის წევრებსაც ქალბატონები წარმოადგენდნენ, "ტოიოტა-პრიუსის" მარკის ავტომანქანით მიდიოდა წინ, უკან მიყვებოდა "ჰონდას" მარკის ჯიპით ს---------ე და მისი ჯგუფის წევრები, მათ უკან კიდევ მოდიოდა ორი-სამი მანქანა პოლიციის თანამშრომლების. გონიოს ხიდთან მიახლოებისას წინა მანქანაში მსხდომებმა შეატყობინეს, რომ ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული ავტომანქანა შენიშნეს, რომელმაც მათ მანქანას ჩაუარა გვერდით და წავიდა ბათუმისკენ. ს---------ემაც შენიშნა ეს ავტომობილი, მობრუნდა და გაჰყვა უკან, იგივე მოიმოქმედეს წინ მიმავალმა თანამშრომლებმაც. დაახლოებით ერთი კილომენტრის გავლის შემდეგ, ტაქსმა გადაუხვია მარჯვნიმ ივანე მესხის ქუჩაზე, მიყვნენ უკან და დაახლოებით 200 მეტრის შემდეგ, როდესაც შეიქმნა ხელსაყრელი სიტუაცია და შესაძლებელი გახდა გვერდით ჩადგომოდა წინ მიმავალ ავტომობილს, ანიშნა გაეჩერებინა. გადავიდნენ მანქანიდან, ოპერატიული ჯგუფის წევრებს ეცვათ სამსახურებრივი ჟილეტები და ქურთუკები. ს---------ე და მისი ჯგუფის წევრები მძღოლის გვერდით მჯდარი მამაკაცისკენ წავიდნენ, წარუდგინეს თავი, ჰკითხეს ვინაობა, მიიღეს დასტური, რომ ნამდვილად მ------ ა---–--ეს ესაუბრებოდნენ, სთხოვეს გადასულიყო მანქანიდან და გადაეტანა მის ფეხებთან დადებული ბარგიც - ცელოფნის პარკები. იგივე მოქმედებები განახორციელეს ტ------მ და მისმა თანხმლებმა პოლიციელებმა ლ------- ს---------ესთან მიმართებაში. ა---–--ეს განუმარტა, რომ მიმდინარეობდა გამოძიება მის მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე და წარუდგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ. ამის გაგონებისას ა---–--ე აღელდა, დაიწყო ტირილი, იძახდა, რომ დაიღუპა თავადაც და ცოლიც დაღუპა. გარკვეულ ხანს ვერ შეძლეს მისი დაწყნარება, ტიროდა და იმეორებდა ერთი და იგივეს. მისი რეაქციიდან გამომდინარე, ს---------ე მიხვდა, რომ ოპერატიული ინფორმაცია რეალობას შეესაბამებოდა. როდესაც შედარებით დამშვიდდა, ა---–--ე გაეცნო და ხელი მოაწერა დადგენილებას, მოისმინა ს---------ის განმარტება, რომ უნდა ჩატარებოდა პირადი ჩხრეკა და თუ ნამდვილად ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები, წარმოედგინა ნებაყოფლობით, რის შემდეგაც დაადასტურა, რომ ნარკოტიკი ჰქონდა, მაგრამ არა პირადად, არამედ ინახავდა ბარგში. მართლაც, ა---–--ის პირადი ჩხრეკისას გამოძიებისთვის საინტერესო ნივთიერება არ ამოღებულა. დეტალურად გაიჩხრიკა პოლიეთილენის პარკებში მოთავსებული მისი კუთვნილი ნივთები. "პეროსის" ფირმის სარეცხი საშუალების შენაფუთი, რომელსაც თავი დაწებებული ჰქონდა, გაჭრა საკანცელარიო დანით, სარეცხის ფხვნილთან ერთად შიგ აღმოჩნდა 25-30 სმ. სიგრძის მართკუთხა ფორმის, მწებავი ლენტით, ე.წ. სკოჩით შეკრული საგანი, რომლის გახსნისას მასში აღმოჩნდა ექვსი ცალი, კვერცხისებური ფორმის, ლურჯი საიზოლაციო ლენტით შეკრული შენაფუთები. ერთ-ერთის გახსნისას დაინახეს შიგ მოთავსებული ფხვიერი მასა, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. ამოღებული ნივთები შეიფუთა, დაილუქა. ადგილზე შედგა პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელსაც გაეცნო და ხელი მოაწერა პირადი ჩრეკის ყველა მონაწილემ, მათ შორის მ------ ა---–--ემაც. ამ უკანასკნელს ჩხრეკის შედეგებთან დაკავშირებით შენიშვნა არ გამოუთქვამს. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულის სახით დააკავა ა---–--ე, შეადგინა დაკავების ოქმი, რომელმაც საბოლოოდ დასრულებული სახე მიიღო პოლიციის სამმართველოში მისვლის შემდეგ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ გაკეთებული ხელმოწერით. ოქმის ასლი გადაეცა დაკავებულს. მოწმემ თანამშრომლებისგან შეიტყო ლ------- ს---------ის პირადი ჩხრეკის შედეგებიც.
13. მოწმე ლ-–- ჯ----–მა, პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა სასამართლოს განუმარტა, რომ 2018 წლის 3-4 თებერვლის ღამეს იყო ცვლაში და იმყოფებოდა სამსახურში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში. დაახლოებით ღამის პირველი საათის შემდეგ დეპარტამენტში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად მ------ ა---–--ეს და ლ------- ს---------ეს უკანონოდ შეძენილი ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალებები და "მერსედესის" მარკის ავტომანქანით, სოფ. სარფიდან მოემართებოდნენ ბათუმის მიმართულებით. მაშინვე შეიქმნა ოპერატიული ჯფუგები და ავტომანქანებით წავიდნენ სარფისკენ. თავად ჯ----–ი, გამომძიებელ ა-----– ს---------ესთან და ინსპექტორ-გამომძიებელ კ-------------ესთან ერთად მოთავსდა "ჰონდას" მარკის ჯიპში, რომელსაც ს---------ე მართავდა. მათ წინ მიდიოდა "ტოიოტა-პრიუსის" მარკის ავტომობილი, რომლითაც ქალი თანამშრომლები - ლ---- გ-------ე, თ-----------–-–---–ი და ს---------------- გადაადგილდებოდნენ. გონიოს ხიდთან მისვლამდე, წინ მიმავალი ავტომანქანიდან შეატყობინეს, რომ შენიშნეს ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული მანქანა, რომელიც მიემართებოდა ბათუმისკენ. მობრუნდნენ და გაჰყვნენ ამ ავტომანქანას უკან. დაახლოებით ერთი კილომეტის გავლის შემდეგ, ტაქსმა გადაუხვია მარჯვნივ ჩიხში, შეყვნენ და დაახლოებით 150-200 მეტრის გავლის შემდეგ, როდესაც შეძლეს და გვერდით ჩაუყენეს მანქანა, ანიშნეს გაეჩერებინა. ტაქსი გაჩერდა გზის სავალი ნაწილის კუთხეში. ყველანი გადავიდნენ მანქანებიდან, მივიდნენ ტაქსთან. მძღოლის გვერდით იჯდა ახალგაზრდა მამაკაცი, ჯ----–ი და მისი ჯგუფის წევრები მივიდნენ მის მხარეს, გამოაღეს კარი, წარუდგნენ, რომ პოლიციიდან იყვნენ, ვინაობა ჰკითხეს, მიიღეს დასტური, რომ ნამდვილად მ------ ა---–--ეს ესაუბრებოდნენ, სთხოვეს გადმოსულიყო მანქანიდან და გადმოეტანა მის ფეხებთან დადებული პოლიეთილენის პარკები. ა---–--ე გადავიდა მანქანიდან, ა-----– ს---------ემ განუმარტა, რომ მიმდინარეობდა გამოძიება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე და უნდა ჩატარებოდა პირადი ჩხრეკა. აღნიშნულის გაგონებისთანავე მ------ აღელდა, დაიწყო ტირილი, "ოჯახი დავღუპეო" - იძახდა. ძლივს დამშვიდდა. გამომძიებელმა ს---------ემ წინადადება მისცა ნებაყოფლობით წარმოედინა თუ ნამდვილად ფლობდა ნარკოტიკულ საშუალებებს. ა---–--ემ განაცხადა, რომ ერთ-ერთ ცელოფნის პარკში, რომელიც თან ჰქონდა, ინახავდა ნარკოტიკს. აღნიშნულის შემდეგ ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა, რა დროსაც გამოძიებისთვის საინტერესო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა, სათითაოდ გაიჩხრიკა პოლიეთილენის პარკებში არსებული ნივთებიც - ბავშვის პამპერსები, პროდუქტები. სარეცხი საშუალება "პეროსის" პაკეტის გახსნისას, ა-----– ს---------ემ მასში აღმოაჩინა ოთხკუთხედი შენაფუთი, რომელშიც აღმოჩნდა ექვსი ცალი კვერცხისებური ფორმის, ლურჯი საიზოლაციო ლენტით შეკრული ფუთები. მათში აღმოჩნდა ფხვიერი მასა. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ა-----– ს---------ემ დააკავა ბრალდებულის სახით ა---–--ე, განუმარტა უფლებები, რის შემდეგაც დაკავებული გადაიყვანეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში.
14. ანალოგიური გარემოებების არსებობა დაადასტურა და ანალოგიურად აღწერა მ------ ა---–--ის პირადი ჩხრეკის და დაკავების დეტალები საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა კ-------------ემაც.
15. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე -გამომძიებლის ა-----– ს---------ის მიერ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ გამოტანილი დადგენილების მიხედვით, აღნიშნული დადგენილება გამოეცხადა გასაჩხრეკ პირს, მ------ ა---–--ეს, რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერით. დადგენილების საფუძველზე ჩატარებული პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მ------ ა---–--ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა ქ. ბათუმში, ივანე მესხის პირველი ჩიხი, სახლი N12ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩხრეკას ატარებდა გამომძიებელი ა-----– ს---------ე, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ ინსპექტორ-გამომძიებლები ლ-–--------–- და კ-------------ე, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტები. ოქმის თანახმად: გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილების გაცნობის შემდეგ, მ------ ა---–--ემ, გამომძიებლის წინადადებაზე ნებაყოფლობით წარმოედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება, განაცხადა, რომ პირადად არა, მაგრამ ერთ-ერთ პოლიეთილენის პარკში არსებულ სარეცხი საშუალება "პეროსის" ფუთაში ინახავს ნარკოტიკს. აღნიშნული განმარტება დაადასტურა ხელმოწერით ოქმის შესაბამის გრაფაში. პირადი ჩხრეკის წარმოებისას მ------ ა---–--ეს მართლაც არ აღმოჩენია ნარკოტიკული საშუალებები. პირადი ჩხრეკის შემდეგ გაიჩხრიკა ა---–--ის კუთვნილი პოლიეთილენის პაკეტები, მათში არსებული ყველა ნივთი. ერთ-ერთი პარკიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის ფერად პაკეტი წარწერით "PEROS", მისი გახსნისას შიგ არსებულ ფხვნილში აღმოჩნდა მართკუთხა ფორმის გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკის შენაფუთი, ზემოდან დახვეული გამჭვირვალე მწებავი ლენტით. გახსნისას მასში აღმოჩნდა "მრგვალ-მოგრძო" ფორმის, ექვსი ცალი ლურჯი მწებავი ლენტის შენაფუთი. ერთ-ერთი ასეთი შენაფუთის გახსნისას, შიგნით აღმოჩნდა მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება. პირად ჩხრეკაში მონაწილე პირებს, მათ შორის მ------ ა---–--ეს ჩხრეკის მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკავშირებით რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამთ, ოქმში ასახული გარემოებების სისწორე დაადასტურეს ხელმოწერებით.
16. საქმის არსებითი განხილვისას დათვალიერდა ნივთმტკიცებად ცნობილი აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, ასევე ე.წ. სკოჩის და საიზოლაციო ლენტის ნახევები, მათი პირვანდელი ლუქები, ყველა მონაწილის ხელმოწერით.
17. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ შედგა ბრალდებულის სახით მ------ ა---–--ის დაკავების ოქმი გამომძიებელ ა-----– ს---------ის მიერ, რომელსაც ასევე პირადად გაეცნო და გადაეცა ასლი, რაც დაადასტურა ხელმოწერით.
18. დეტექტივ-გამომძიებელ გურამ ფუტკარაძის მიერ 2018 წლის 4 თებერვალს გამოტანილ იქნა დადგენილება ქიმიური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე მ------ ა---–--ის და ლ------- ს---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებთან დაკავშირებით.
19. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 4 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის №42/სქ დასკვნით დასტურდება, რომ ლ------- ს---------ისგან ამოღებული 119 ცალ მონაჭერში განთავსებული ლოგო „№8“-ის მქონე სულ 119 ცალი მთელი აბი, მათ საერთო წონაზე - 47,243 გრამზე გადაანგარიშებით, შეიცავს 0,94486 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“.
20. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 4 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის №43/სქ დასკვნით დასტურდება, რომ მ------ ა---–--ისგან ამოღებული ექვს ცალად დაფასოებული ფხვნილისებრი მასები, მათ საერთო წონაზე - 55,559 გრამზე გადაანგარიშებით, შეიცავს 2,79087 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.
21. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნების სისწორე, მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა - მ----------–--ემ.
22. მოწმე ა-–-----------–-----ემ საქმის არსებითი განხილვისას განმარტა, რომ მუშაობს ფირმაში "მაქსიმი", არის ტაქსის მძღოლი, იღებს გამოძახებებს და ემსახურება მგზავრებს. 2018 წლის 4 თებერვალს, ღამით, ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი სოფ. სარფიდან წაიყვანა ბათუმში. მის გვერდით ჩაჯდა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც პოლიეთილენის პარკები ჰქონდა თან, უკან მოთავსდა მისი თანმხლები გოგონა. ივანე მესხის ჩიხში შეხვევიდან 150-200 მეტრის გავლის შემდეგ, თეთრი ფერის ჯიპი წამოეწია, ანიშნა მანქანა გაეჩერებინა. მანქანა გვერდზე მისწია და გააჩერა, მისი მანქანის კარებებთან მივიდა რამდენიმე პირი, ყველა კარი გამოუღეს ერთდოულად, უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციიდან, რომ მასთან არ ჰქონდათ საქმე და არ ენერვიულა. პოლიციის ქალმა თანამშრომლებმა უკან მჯდარი გოგონა გადაიყვანეს მანქანიდან, მამაკაცებმა - მძღოლის გვერდით მჯდარი ბიჭი. თავადაც გადმოვიდა მანქანიდან, თუმცა ჩხრეკის მიმდინარეობას არ დასწრებია, მანქანის უკან გავიდა და სიგარეტს ეწეოდა, მიდი-მოდიოდა სიახლოვეს. გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ, გაიგონა პოლიციელების ნათქვამი, რომ მის მგზავრებს ნარკოტიკები უპოვეს. დაახლოებით ორი საათი იყოფებოდნენ ადგილზე და შემდეგ წავიდნენ ყველა ერთად, თავადაც გაყვა მათ სამმართველოში თავისი ავტომანქანით, რადგან უთხრეს, რომ მისთვის ჩვენების ჩამორთმევა იყო აუცილებელი.
23. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულების მიერ მათზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მათ დამნაშავედ ცნობას.
24. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.
25. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.
26. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.
27. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც - ბრალდებულების - ლ------- ს---------ის და მ------ ა---–--ის ჩვენებები, მოწმე ი--------–--ის ჩვენება, სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნდა მოწმე ტ------– ა---–--ის გამოკითხვის ოქმი, დათვალიერდა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები.
28. ბრალდებულმა მ------ ა---–--ემ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ ტ------– ა---–--ე არის მისი მამა, რომელიც წლების განმავლობაში სასჯელს იხდიდა ნარკოტიკული დანაშაულისთვის. გათავისუფლების შემდეგ ცდილობდა კონტაქტი ჰქონოდა შვილთან, რომელიც მის გარეშე გაიზარდა. 2018 წლის 3 თებერვალს ტ------– ა---–--ე ესტუმრა, სახლში ამ დროს იმყოფებოდნენ მ------ და მისი მეუღლე - ლ------- ს---------ე, დედა - ი--------–--ე და მცირეწლოვანი შვილი. ტ------–მა მას და ლ-------ს სთხოვა სარფში გასულიყვნენ და იქიდან გამოატანდა ოჯახისთვის საჭირო პროდუქტებს, ბავშვისთვის აუცილებელ ნივთებს, მათ შორის გამოატანდა თავის წამლებსაც. ტ------–-ს წასვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ, უკვე საღამო ხანს წავიდნენ ცოლ-ქმარი სარფში, შეხვდნენ ტ------–ს, რომელმაც გადასცა პოლიეთილენის რამდენიმე პარკში ჩალაგებული სურსათი, ბავშვის პამპერსები და ოჯახისთვის საჭირო სხვა ნივთები, მათ შორის სარეცხი საშუალებაც და კიდევ რაღაც შენაფუთი, რომელშიც ტ------–-ს თქმით მისი წამლები იდო. განუმარტა, რომ რადგან ნასამართლევი იყო, ამ წამლებს თუ თვითონ წაიღებდა, წაართმევდნენ. ეჭვი არ შეუტანია მის ნათქვამში, რადგან მამა ნამდვილად იღებდა სხვადასხვა წამალს. ტ------–-სგან გადაცემული ნივთი იყო ოთხკუთხედი ფორმის, ზემოდან გადაკრული ჰქონდა საიზოლაციო ლენტი, ფერი არ ახსოვს. გამოართვა და ჩადო პოლიეთილენის იმ პარკში, სადაც უკვე მოთავსებული იყო სარეცხი საშუალება "პეროსის" პაკეტი. ამის შემდეგ, მამისგან გადაცემული პაკეტები იქვე საფში არსებულ სახაჭაპურეში დატოვეს შესანახად, თავად ლ------- და მ------ კი თურქეთის რესპუბლიკაში გადავიდნენ საყიდლებზე, უკან დაბრუნდნენ გვიან ღამით, დაახლოებით თორმეტი-პირველი საათისთვის. აიღეს შესანახად მიბარებული ნივთები, გამოიძახეს ტაქსი და წამოვიდნენ ბათუმისკენ. გზაზე მათი მანქანა გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც საკმაოდ უხეშად იქცეოდნენ, გადაიყვანეს მანქანიდან ისიც და ლ-------ც, გაჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი აღმოუჩინეს. ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს სამმართველოში. ლ------- მასზე ადრე წაიყვანეს მანქანით იმ ადგილიდან, სადაც შეაჩერეს. სამმართველოს ეზოში მისვლის და მანქანაში დაახლოებით 40 წუთიანი ლოდინის შემდეგ, ისევ უკან წამოიყვანეს, გზაში საუბრობდნენ, რომ ისეთ ადგილას მიეყვანათ, სადაც კამარები არ იყო დამონტაჟებული. მიიყვანეს ასეთ ადგილას, შეიყვანეს რაღაც ჩიხში, გადაიყვანეს მანქანიდან, დააყენეს საბარგულთან, თან აგინებდნენ და ფიზიკურადაც ეხებოდნენ. მისი პარკებიდან გადმოალაგეს ყველაფერი, გახსნეს სარეცხის ფხვნილის პაკეტიც, სადაც არაფერი აღმოჩნდა, პოლიციელმა თვითონ ჩააგდო შიგ რაღაც ნივთი, რომელიც შემდეგ ამოიღეს და თქვეს, რომ ეს იყო ის ნარკოტიკი, რომელიც ა---–--ეს ეკუთვნოდა. ბრალდებულმა კატეგორიულად მიუთითა, რომ ის ნივთი, რომელიც პოლიციელებმა ჯერ ჩადეს, შემდეგ თავადვე ამოიღეს სარეცხის ფხვნილის პაკეტიდან და მის კუთვნილ ნარკოტიკად გაასაღეს, არ იყო ის, რაც მამამ - ტ------– ა---–--ემ გამოატანა, როგორც თავისი წამლები.
29. ბრალდებულმა ლ------- ს---------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2018 წლის 3 თებერვალს სახლში სტუმრად ეწვიათ მამამთილი ტ------– ა---–--ე. პროდუქტები არ გაქვთ, ამიტომ გიყიდით და გამოგატანთ, სარფში გამოდით და წამოიღეთო - მ------ს და ლ-------ს უთხრა. ჩემს სამკურნალო წამლებსაც გამოგატანთ, თქვენთან იყოს და მერე წავიღებო. საღამოს მ------სთან ერთად წავიდა სარფში, შეხვდნენ ტ------–ს, რომელმაც გადასცა პოლიეთილენის პარკები პროდუქტებით და სხვა საოჯახო ნივთებით. არც ჩაუხედავს მათში, არც ის დაუნახავს გადასცა თუ არა ტ------–მა მ------ს ცალკე რამე შენაფუთი და შესაბამისად, არც მ------ს მიერ ამ შენაფუთის პარკში მოთავსების მომენტზე შეუძლია რამის თქმა. აღნიშნული პარკები შესანახად დატოვეს იქვე მდებარე სახაჭაპურეში, თავად კი გადავიდნენ თურქეთის რესპუბლიკაში საყიდლებზე. ტ------–-ც მათთან ერთად აპირებდა თურქეთში წასვლას, მაგრამ სიგარეტს ეწეოდა, ჩამორჩა, მ------ და ლ------- კი წინ წავიდნენ, ჩადგნენ რიგში და უფრო ადრე გადაკვეთეს საზღვარი. ტ------–- ამის შემდეგ აღარ უნახავთ. გვიან ღამით დაბრუნდნენ საქართველოში, აიღეს შესანახად მიბარებული პოლიეთილენის პარკები, გამოიძახეს ტაქსი და წამოვიდნენ ბათუმისკენ. მესხის შესახვევში შესვლისას ტაქსი გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, გადაიყვანეს ის და მ------ მანქანიდან, გაჩხრიკეს, თან რაღაც დოკუმენტებს ავსებდნენ. ძალიან ნერვიულობდა, ტიროდა და არც იცოდა რაზე აწერინებდნენ ხელს. პირადი ჩხრეკისას, რომელიც ქალმა პოლიციელებმა ჩაუტარეს, არაფერი აღმოაჩნდა. მიუხედავად ამისა, ვიღაც მამაკაცმა მიუტანა შენაფუთები, დააჭერინა ხელში და გადაუღო ფოტოები. ამის შემდეგ წაიყვანეს მანქანით და გადაიყვანეს სამმართველოში. მისი წასვლის მომენტისთვის, მ------ ჯერ კიდევ დაკავების ადგილას იმყოფებოდა, თვითონ ლ------- იმავე ადგილას აღარ დაუბრუნებიათ.
30. მოწმე ი--------–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მ------ ა---–--ე მისი შვილი, ლ------- ს---------ე - რძალი, ხოლო ტ------– ა---–--ე ყოფილი ქმარია, რომელიც წლების განმავლობაში იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და სასჯელს იხდიდა ნარკოტიკული დანაშაულისთვის. გათავისუფლების შემდეგ ცდილობდა კონტაქტი ჰქონოდა მის გარეშე გაზრდილ შვილთან და ხშირად სტუმრობდა მათ ოჯახს. 2018 წლის 3 თებერვალს ერთ-ერთი მორიგი სტუმრობისას, ტ------–მა შვილს და რძალს შესთავაზა სარფში გაყოლოდნენ და გამოატანდა ოჯახისთვის საჭირო პროდუქტებს და საყოფაცხოვრებო ნივთებს, ასევე თავის სამკურნალო წამლებს, რომლებიც საკმაოდ იშვიათი იყო, საქართველოში არ იყიდებოდა, ამიტომ შეიძლებოდა მისთვის ჩამოერთმიათ, თან დაარიგა მალულად შეენახათ, რომ არავის დაენახა. ასევე განუცხადა, რომ მისი "ნასამართლობის გამო მაღალი იყო ამ წამლებით დაინტერესების ალბათობა" და ეშინოდა, რომ წაართმევდნენ.
31. საქმის არსებითი განხილვისას, სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამოქვეყნდა მოწმე ტ------– ა---–--ის მიერ დაცვის მხარისთვის მიცემული ჩვენება. გამოკითხვის ოქმის თანახმად, ა---–--ე ადასტურებს, რომ ნამდვილად გამოატანა სარფიდან შვილს და რძალს ნარკოტიკული საშუალებები, ისე, რომ ამ უკანასკნელებმა არ იცოდნენ ამის თაობაზე და ა---–--ის სამკურნალო წამლები ეგონათ.
32. საქმის არსებითი განხილვისას დათვალიერდა დაცვის მხარის მიერ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები, სადაც დაცვის მხარის ინფორმაციით ასახულია ლ------- ს---------ის, მ------ ა---–--ის და ტ------– ა---–--ის გადაადგილება საბაჟოს ტერიტორიაზე. 19:47 სთ-ზე კადრში ჩნდება ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი, ხუთი წამის შემდეგ კი მამაკაცი, რომელიც წინ მიმავალ გოგონას და ვაჟს მიყვება ნელი ნაბიჯით. ახალგაზრდები შედიან სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის დერეფნისკენ, მამაკაცი რჩება შესასვლელთან და იყურება ახალგაზრდებისკენ.
33. ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის, ობიექტური შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, სასამართლო ცალსახად დადასტურებულად მიიჩნევს მ------ ა---–--ის და ლ------- ს---------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთის თანხვედრი, დამაჯერებელი და მყარი მტკიცებულებების უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ბრალდების ყველა მოწმე, რომლებიც უშუალო მონაწილეობას იღებდნენ მ------ ა---–--ის და ლ------- ს---------ის მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედება - პირად ჩხრეკაში, არა მხოლოდ მსგავსად, იდენტურადაც კი აღწერს ჩხრეკის გარემოებებს. მოწმეების - რ--------------ის, ა-----– ს---------ის, კ-------------ის, ლ-–--------–-ს, ს----------------ს, თ-----------–-–---–ის, ლ---- გ-------ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ოპერატიული ინფორმაციის მიღების მომენტიდან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა ოპერატიული ჯგუფები, რომლებსაც დაევალათ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. იმის გათვალისწინებით, რომ ოპერატიულ ინფორმაციაში საუბარი იყო მამაკაცის და ქალბატონის შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ ფლობდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და შესაბამისად, საჭირო იქნებოდა მათი პირადი ჩხრეკა, შეიქმნა ჯგუფი მამაკაცი პოლიელების შემადგენლობით, ასევე ცალკე ჯფუფი პოლიციის მუშაკი ქალების შემადგენლობით. ჯგუფები განთავსდნენ ცალ-ცალკე მანქანებში და დაუყოვნებლის გაემართნენ სარფის მიმართულებით. მათ გაყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და სხვა თანამშრომლები კიდევ 3-4 მანქანით. გონიოს ხიდთან მიახლოებულმა, ყველაზე წინ მიმავალმა ავტომანქანამ, რომლითაც გამომძიებელი ს---------------- და მისი თანხმლები ქალი პოლიციელები გადაადგილდებოდნენ, შენიშნა როგორ გაუარა გვერდით ბათუმის მიმართულებით მოძრავმა, ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებულმა, "მერსედესის" მარკის ავტომანქანამ, სახელმწიფო ნომრით - T-------. აღნიშნულის შესახებ შეატყობინეს უკან მიმავალ ავტომობილში მსხდომ ა-----– ს---------ეს და მის თანმხლებებს, მიაბრუნეს მანქანები ბათუმის მიმართულებით და გამოჰყვნენ ზემოაღნიშნულ მანქანას.
34. საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარეს ჰქონდა კითხვები რატომ არ მოხდა ტაქსის შეჩერება ავტომაგისტრალზე მოძრაობისას და რატომ დაელოდნენ პოლიციელები მანქანის ჩიხში შესვლას. მოწმეთა განმარტებით ამის მიზეზი ავტომაგისტრალის მითითებულ მონაკვეთზე გადატვირთული სამანქანო მოძრაობა იყო, აღნიშნული ადგილიდან საკმაოდ ახლოსაა საქართველო-თურქეთის საზღვარი და ხშირია ტრაილერების მოძრაობა. ამიტომ მოერიდნენ საგზაო შემთხვევას და პირველივე ხელსაყრელ ადგილას და მომენტში შეაჩერეს ტაქსის ტრაფარეტიანი ავტომობილი. ეს ადგილი კი ივანე მესხის ჩიხი აღმოჩნდა, სადაც დაახლოებით ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ გადაუხვია ტაქსის მძღოლმა და ა-----– ს---------ემ მოახერხა მის გვერდით მანქანის ჩაყენება. საგულისხმოა, რომ ტაქსის უკან მიმავალი პოლიციის თანამშრომლებისთვის უცნობი იყო სად მიდიოდა მათ წინ მიმავალი მანქანა და რა გზებით. ტაქსის მძღოლის გარდა არავინ იცოდა სად გადაუხვევდა და რომელი ქუჩების თუ ჩიხების გავლით მიიყვანდა მგზავრებს დანიშნულების ადგილას. სავსებით შესაძლებელი იყო ემოძრავა ისევ ავტომაგისტრალზე, ან რომელიმე ფართო ქუჩაზე შეეხვია და არა ჩიხში, რაც პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გამორიცხავს წინასწარ გამიზნულ მოქმედებას ჩხრეკა ეწარმოებინათ იმ ადგილას, სადაც მასალების მიხედვით ჩატარდა ის. მოწმის სახით დაკითხვისას ტაქსის მძღოლმა შ-----ემ დაადასტურა იგივე გარემოება, რაზეც მოწმე პოლიციელები მიუთითებდნენ, კერძოდ, რომ დროის მითითებულ მონაკვეთში, გვიან ღამით სარფი-ბათუმის ავტომაგისტრალზე დადის ბევრი ტრაილერი და თავისუფალი გადაადგილების საშუალება ნაკლებია.
35. მოწმეთა ჩვენებების, მათ შორის მოწმე შ-----ის ჩვენების თანახმად, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის გაჩერების შემდეგ, ა-----– ს---------ემ და მისმა თანმხლებმა გ--------ემ და ჯ----–მა მანქანიდან გადაიყვანეს მძღოლის გვერდით მჯდარი მ------ ა---–--ე, გადაატანინეს მის ფეხთით დალაგებული პოლიეთილენის პარკებიც, წარუდგინეს თავი და განუმარტეს, რომ დაწყებული იყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე და უნდა ჩაეტარებინათ მისი პირადი ჩხრეკა. ა---–--ის რეაქციაზე ერთხმად და იდენტურად საუბრობენ მოწმეები ჩვენებებში, მათ შორის არა მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები, არამედ ტაქსის მძღოლი შ-----ეც, რომ მ------მ დაიწყო ტირილი, განიცდიდა და იძახდა, რომ თავიც დაღუპა და ოჯახიც. ლ------- ს---------ის მიმართ იგივე პროცედურის ჩამტარებელი მოწმე პოლიციელების განმარტებით, ისიც ღელავდა, განიცდიდა და ტიროდა. გამომძიებლების მიერ პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილებების გადაცემა-გაცნობა, პირადი ჩხრეკის ოქმებში ასახული გარემოებების სისწორე, პირადი ჩხრეკის ადგილას შედგენილ ამავე დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერებით აქვთ დადასტურებული ა---–--ესაც და ს---------ესაც. ის გარემოება, რომ მითითებული საპროცესო დოკუმენტები ნამდვილად ადგილზე შედგა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას ორივე ბრალდებულმა დაადასტურა, განაცხადეს რა, რომ ადგილზე პოლიციელები რაღაც დოკუმენტებს ადგენდნენ და ხელს აწერინებდნენ. პირადი ჩხრეკის ოქმებით დადასტურებულია, რომ ლ------- ს---------ემ საკუთარი ხელით ამოიღო ბიუსჰალტერიდან და ქვედა საცვლიდან მწებავი ლენტებით შეკრული 6 ცალი შენაფუთი, მათშიც აღმოჩნდა კონვალუტის ჩამონაჭრებში მოთავსებული 119 ცალი აბი, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება "ბუპრენორფინს". სწორედ ამ შენაფუთების შენახვის ადგილი, რომლის თაობაზეც ჩხრეკამდე მიაწოდა ინფორმაცია ს---------ემ გამომძიებელს, გახდა ავტომანქანაში მისი პირადი ჩხრეკის ჩატარების საფუძველი. რაც შეეხება მ------ ა---–--ეს, მისი კუთვნილი ერთ-ერთ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული "პეროსის" წარწერიანი სარეცხი საშუალების პაკეტიდან ამოღებულ იქნა მართკუთხა ფორმის, გამჭვირვალე მწებავი ლენტით შეკრული შენაფუთი. გახსნისას შიგ აღმოჩნდა ექვსი ცალი კვერცხისებული ფორმის, ლურჯი საიზოლაციო ლენტით შეკრული შენაფუთი. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ამ შენაფუთებში მოთავსებული მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება "ჰეროინს".
36. სასამართლოს მიერ ზემოთ განხილული, ურთიერთთავსებადი, შეჯერებული და შესაბამისად, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა გამორიცხავს სასამართლოში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი, მთელ რიგ მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით ერთმანეთთან შინაარსობრივად შეუთანხმებელი მტკიცებულებების გაზიარების შესაძლებლობას, კერძოდ:
37. დაცვის მხარის მთელი სტრატეგია აგებულია პოზიციაზე, რომ ლ------- ს---------ეს და მ------ ა---–--ეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბები და ნივთიერება, თითქოს სამკურნალო პრეპარატები იყო, მოტყუებით გაატანა ა---–--ის მამამ - ტ------– ა---–--ემ, ეს ნივთები მისივე მითითებით მალულად უნდა შეენახათ ცოლ-ქმარს, რადგან აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლოა წაერთმიათ. დაცვის მხარის ეს მიმართულება, რომელიც გამოძიების ეტაპზე დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის ბრალდებულების გამოკითხვების ოქმებით იყო მხარდაჭერილი, ფაქტობრივად გამორიცხეს თავად ბრალდებულებმა მათ მიერ სასამართლოში მიცემული ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებით. ისეთ პირობებში, როდესაც დასკვნით სიტყვაშიც კი დაცვის მხარის მტკიცებით, ორივე ბრალდებულს ტ------– ა---–--ის მიერ გადაცემული ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალების შემცველი შენაფუთები, თუმცა თავად არ იცოდნენ ამის შესახებ, ჩვეულებრივი წამლები ეგონათ, რომლებიც მისივე მითითებით, სპეციალურად დამალეს და ისე შეინახეს, გაურკვეველია ბრალდებულ ლ------- ს---------ის განმარტება იმის შესახებ, რომ მას საერთოდ არ უნახავს ტ------–-ს მიერ მ------სთვის გადაცემული ნივთი, არც გადაცემის მომენტი დაუნახავს და არც ის, როგორ შეინახა ის მ------მ პოლიეთილენის პარკში. თვითონ არანაირი ნივთი არ მიუღია ტ------–-სგან და არც შეუნახავს. პირადი ჩხრეკისას აღელვებულს და შეშინებულს რაღაც გაურკვეველი წარმოშობის შენაფუთები დააჭერინეს ხელში და ფოტოები გადაუღეს, რომლებიც შემდეგ დათვალიერდა სასამართლო განხილვისას. მ------ ა---–--ის განმარტებით კი, მას ნამდვილად გადასცა რაღაც შენაფუთი მამამ, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებს ჩხრეკისას ეს ნივთი არც უპოვიათ და არც ამოუღიათ. მათ სულ სხვა შენაფუთი მოიტანეს, ჩადეს სარეცხის ფხვნილის პაკეტში და შემდეგ ისევ ამოიღეს.
38. ბრალდებულების ჩვენებების ასეთი შინაარსის შემდეგ, აბსოლუტურად გაურკვევლად და დაუსაბუთებლად ჟღერს მთელი პროცესის განმავლობაში და მათ შორის დასკვნით სიტყვაში, ანუ ბრალდებულების ჩვენებების მოსმენის შემდეგაც, ადვოკატების აპელირება იმაზე, რომ ორივე ბრალდებულს ტ------– ა---–--ის მიერ მოტყუებით გადაცემული და მისივე მოთხოვნით მალულად შენახული ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩნდათ, თუმცა არ იცოდნენ ამის შესახებ და სამკურნალო პრეპარატებად მიიჩნევდნენ.
39. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეუსაბამობაა ბრალდებულებების ჩვენებს შორის, როდესაც ისინი აღწერენ ნარკოტიკული საშუალების შემცველი შენაფუთების აღმოჩენის დროსა და დაკავების ადგილიდან წასვლის მომენტებს. კერძოდ, მ------ ა---–--ე განმარტავს, რომ დაკავების შემდეგ ის მანქანით გადაიყვანეს სამმართველოში, თუმცა ისევ დააბრუნეს უკან და სწორედ ამის შემდეგ გაჩხრიკეს მისი კუთვნილი ცელოფნის პარკები. ჩადეს რაღაც უცხო ნივთი სარეცხი საშუალების პაკეტში და ამოიღეს ისევ მისი თანდასწრებით, თან დააბრალეს, რომ მისი იყო. ბრალდებული ს---------ის განმარტებით კი, მას მანამდე დააჭერინეს ხელში პოლიეთილენის პარკში ნაპოვნი საეჭვო შენაფუთები და გადაუღეს ფოტოები, სანამ მ------ს სამმართველოში გადაიყვანდნენ. ამდენად, შეუძლებელია აბსოლუტურად ალოგიკური ვერსიის გაზიარება, რომლის თანახმად ლ------- ს---------ის დაკავების ადგილიდან წაყვანამდე, როდესაც ა---–--ის მტკიცებით მის პარკში ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალებები, ისინი უკვე ხელში ეჭირა და ფოტოებს უღებდნენ ლ------- ს---------ეს.
40. სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს იგივე სიტუაციასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ნეიტრალური მოწმის ა-–-----------–-----ის მიერ მიცემულ დამაჯერებელ ჩვენებაზე, რომელიც სრულ თანხვედრაშია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ყველა მტკიცებულებასთან და რომლის თანახმად, ა---–--ის და ს---------ის პირადი ჩხრეკები ადგილზე ტარდებოდა, რომ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში არავის დაუტოვებია მითითებული ტერიტორია, რომ გაიგონა პოლიციის თანამშრომლების ნათქვამი მისი მგზავრებისთვის ნარკოტიკების ამოღებასთან დაკავშირებით, რომ ყველანი ერთად წავიდნენ პოლიციის სამმართველოში, მათ შორის პოლიციის მანქანებს უკან გაჰყვა თვითონაც, რადგან გააფრთხილეს, რომ მისგან ჩვენების ჩამორთმევა უნდა მომხდარიყო .
41. რაც შეეხება ტ------– ა---–--ის გამოკითხვის ოქმში მითითებულ გარემოებას, რომ მან გამიზნულად შეიყვანა შეცდომაში შვილი და რძალი და წამლების ნაცვლად ნარკოტიკული საშუალებები გაატანა, როგორც უკვე აღინიშნა, ერთის მხრივ ამ გარემოების სისწორე არ დადასტურდა თავად ბრალდებულების ურთიერთსაწინააღმდეგო და რიგ მომენტებში ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებით, რომლებიც ზემოთ უკვე დეტალურად მიმოიხილა სასამართლომ. მეორეს მხრივ კი უნდა აღინიშნოს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება ეს არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. კანონის ამ ჩანაწერით ხაზგასმულია უშუალოდ სასამართლოს წინაშე მიცემული ჩვენების როლი და უპირატესობა მკიცებულებათა ერთობლიობაში. ტ------– ა---–--ე არ დაკითხულა სასამართლო განხილვისას. სასამართლოში ჟღერდებოდა გაურკვეველი ინფორმაციები მისი ადგილსამყოფელის შესახებ, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ დაცვის მხარის მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან რამდენიმე დღეში, მან დატოვა ქვეყანა (იხ. ინფორმაცია საზღვრის კვეთის შესახებ). აღნიშნულის გამო, საქმის არსებითი განხილვისას გამოქვეყნდა გამოკითხვის ოქმი. სასამართლომ უკვე აღნიშნა უშუალოდ სასამართლოში მიცემული ჩვენების მნიშვნელობა და მისი უპირატესობა საქმის განხილვისას საჯაროს წაკითხულ გამოკითხვის ოქმთან მიმართებაში, როდესაც არ ხდება მოწმის მიერ ასეთი ჩვენების მიცემის, ამგვარ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაც კი. მსგავს შემთხვევებში გაურკვეველია როგორ ჩვენებას მისცემდა მოწმე სასამართლოში გამოცხადებისას. სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩანაწერის ანალიზით, შეიძლება ცალსახად თქმა იმისა,რომ საჯაროდ წაკითხული ჩვენება არსაკმარისია მხოლოდ მასზე დაყრდნობით კონკრეტული სახის გადაწყვეტილების მისაღებად.
42. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ბრალდებულების ადვოკატების მიერ შემოთავაზებული ვერსია, რომლის თანახმად, ორივე ბრალდებულს გადაეცა ა---–--ისგან წამლებად გასაღებული ნარკოტიკული საშუალებები და გამიზნულად, ა---–--ისვე მითითებით დამალეს ისინი, -- მოიაზრებს სსკ-ის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ შეცდომას ობიექტში. სსკ-ის 36-ე მუხლის თანახმად: ის, ვინც არ იცის, რომ ქმედება, რომელსაც სჩადის, აკრძალულია, არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეცდომა მისატევებელია.
- შეცდომა მისატევებელია, თუ შექმნილ ვითარებაში პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სჩადიოდა აკრძალულ ქმედებას.
- როცა შეცდომა მისატევებელი არ არის, პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ გაუფრთხილებლობისათვის, თუ ამ ქმედების გაუფრთხილებლობით ჩადენა -ისჯება ამ კოდექსით.
43. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალების ობიექტური ანალიზი, ისევე, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავსი კატეგორიის და მოცემულობის საქმეებზე დადგენილი პრაქტიკა, გამორიცხავს მოცემულ შემთხვევაში სსკ-ის 36-ე მუხლით გათვალისწინებული შეცდომის წინაპირობების არსებობას. ბრალდებულები და მოწმე ი--------–--ე ჩვენებებში მიუთითებენ, რომ ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა ტ------– ა---–--ემ, რომელსაც ამ დანაშაულისთვის საპყრობილეში არაერთი წელი ჰქონდა გატარებული, ბრალდებულებს სთხოვა ისეთი წამლების წაღება სარფიდან ბათუმში, რომლებიც იშვიათი იყო, თავისი ნასამართლობიდან გამომდინარე, თვითონ ვერ წაიღებდა და თან მათი მალულად შენახვაც მოსთხოვა. თუნდაც ასეთი თხოვნის თუ მოთხოვნის შინაარსი გაუჩენს ობიექტურ პირს ეჭვის საფუძველს, რომ მას რაღაც უკანონოს სთხოვენ. ასეც რომ არ იყოს, თავად ის ფაქტი, რომ ბრალდებულებმა ნამდვილად დამალეს გადაცემული ნივთები, არ შეინახეს ისინი გამოსაჩენ ადგილას, თუნდაც არ ჩაიდეს ჯიბეში, მით უფრო ს---------ემ თავის საცვლებში მოათავსა და ისე დამალა ისინი, გამორიცხავს მათ მოქმედებაში სსკ-ის 36-ე მუხლით გათვალისწინებული რაიმე მისატევებელი შეცდომის არსებობას.
44. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 27 თებერვლის N2კ-539აპ-17 გადაწყვეტილებით ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და გაიზიარა მისი განმარტება, რომლითაც სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არ ჩათვალა მისატევებელ შეცდომად საკმაოდ დიდი რაოდენობის - 238 აბი "სობოტექსის" შენახვის ფაქტი, ყურადღება გაამახვილა მსჯავრდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების შენახვის ფორმასა და ადგილზე. ფაქტია, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხება განსახილველი საქმის მსგავსი მოცემულობის საქმეს და ორივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებში მითითებული დებულებები და გაკეთებული დასკვნები ხელმძღვანელოა სასამართლოსთვის.
45. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე დაცვის მხარის პოზიციაზე, რომლის თანახმად, ბრალდების მხარის მტკიცებულებების მნიშვნელოვან ნაწილს მოწმე პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები ქმნის, ისინი კი დაინტერესებული პირები არიან საქმის შედეგით, ამიტომ ეს ჩვენებები არასაკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისთვის. დაცვის მხარემ მოიშველია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება "ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ", რომლშიც სასამართლო მიუთითებს, რომ პოლიციელების ჩვენებებს მცირე მტკიცებულებითი მნიშვნელობა აქვს, თუ ისინი გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით.
46. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში, მათ შორის 2017 წლის 10 მაისის N96აპ-17 გადაწყვეტილებაში, რომელიც შეეხება სწორედ ნარკოტიკული დანაშაულის საქმეს, განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში "ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ", დაეთანხმა საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების ჩვენებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული სხვა მკიცებულებით, რაც, უზენაესი სასამართლოს განმარტებით, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ან აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე. თუ პოლიციელთა ჩვენებები არის სარწმუნო, თანმიმდევრული როგორც ერთმანეთთან, ისე სხვა მტკიცებულებებთან სრულად დანხვდენილი და არ არსებობს წინააღმდეგობა ჩვენებებს შორის, მათი ჩვენებების სანდოობაში ეჭვის საფუძველი არ არსებობს.
47. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები თანმიმდევრული, ურთიერთშეთანხმებული, სხვა მტკიცებულებებთან შესაბამისი და სარწმუნოა. გარდა ამისა, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებში მითითებული გარემოებები არ მოდის წინააღმდეგობაში ნეიტრალური მოწმის- ტაქსის მძღოლის მიერ მიცემულ ჩვენებასთან.
48. ამდენად, სასამართლოს მიერ ზემოთ განხილული, ურთიერთთავსებადი, შეჯერებული და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობით, ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ------ ა---–--ის და ლ------- ს---------ის ბრალდებების დადასტურება.
49. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”ა” პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის: ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
50. ამავე კანონის მე-3 მუხლის ჰ11 ნაწილის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შენახვა არის ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ხოლო ჰ13 ნაწილის მიხედვით, მისი შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება;
51. ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №2-ში, №10 რეგისტრაციით, რაც მიუთითებს მასზე, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებაა და მისი შეძენა, შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.
52. ნარკოტიკული საშუალება ”ჰეროინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №1-ში, №181 რეგისტრაციით, რაც მიუთითებს მასზე, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებაა და მისი შეძენა, შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.
53. ასეთი ნებართვები ბრალდებულებს - მ------ ა---–--ეს და ლ------- ს---------ეს არ ჰქონია.
54. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ------- ს---------ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინი”, ხოლო ბრალდებულმა მ------ ა---–--ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ”ჰეროინი”.
ქმედების ჩადენა განსაკუთრებით დიდი ოდენობით :
55. ლ------- ს---------ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ს---------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ხუთი ცალი ლურჯი ფერის მწებავ ლენტში და ერთი ცალი მწვანე ფერის მწებავ ლენტში გახვეული შენაფუთი, რომლებშიც აღმოჩნდა კონვალუტის 119 ცალ მონაჭერში განთავსებული ჯამში 119 ცალი მთელი აბი.
56. მ------ ა---–--ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მ------ ა---–--ის კუთვნილი სარეცხი საშუალება "პეროსის" პაკეტიდან ამოღებულ იქნა მართკუთხა ფორმის გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკის შენაფუთი, ზემოდან დახვეული გამჭვირვალე მწებავი ლენტით. გახსნისას მასში აღმოჩნდა "მრგვალ-მოგრძო" ფორმის, ექვსი ცალი ლურჯი მწებავი ლენტის შენაფუთი. ერთ-ერთი ასეთი შენაფუთის გახსნისას, შიგნით აღმოჩნდა მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება.
57. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 4 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის №42/სქ დასკვნით დასტურდება, რომ ლ------- ს---------ისგან ამოღებული 119 ცალ მონაჭერში განთავსებული ლოგო „№8“-ის მქონე სულ 119 ცალი მთელი აბი, მათ საერთო წონაზე - 47,243 გრამზე გადაანგარიშებით, შეიცავს 0,94486 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“.
58. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 4 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის №43/სქ დასკვნით დასტურდება, რომ მ------ ა---–--ისგან ამოღებული ექვს ცალად დაფასოებული ფხვნილისებრი მასები, მათ საერთო წონაზე - 55,559 გრამზე გადაანგარიშებით, შეიცავს 2,79087 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.
59. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის თანახმად, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინი” შეტანილია №29 რეგისტრაციით, დასტურდება, რომ ”ბუპრენორფინი” 0,94486 გრამის ოდენობით ქმნის ამ ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდ ოდენობას.
60. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის თანახმად, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ”ჰეროინი” შეტანილია №189 რეგისტრაციით, დასტურდება, რომ ”ჰეროინი” 2,79087 გრამის ოდენობით, ქმნის ამ ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდ ოდენობას.
61. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ------- ს---------ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინი”, ხოლო ბრალდებულმა მ------ ა---–--ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ”ჰეროინი”.
62. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
63. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
64. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
65. "ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
66. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
67. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
სამართლებრივი შეფასება:
68. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ------- ს---------ემ და მ------ ა---–--ემ ჩაიდინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ს---------ემ - "ბუპრენორფინის", ხოლო ა---–--ემ - "ჰეროინის" უკანონოდ შეძენაა, შენახვა, შესაბამისად, თითოეულმა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
68. ლ------- ს---------ესა და მ------ ა---–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მათგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა: ისეთ პირობებში, როდესაც "ბუპრენორფინის" შემთხვევაში განსაკუთრებით დიდ ოდენობად დაკვალიფიცირებისთვის პასუხისმგებლობა იწყება 0,12 გრამიდან, რაც, დაახლოებით, "ბუპრენორფინის" შემცველ 15 ცალ აბს შეადგენს, ს---------ეს უკანონოდ შეძენილი და შენახული ჰქონდა 119 ცალი მთლიანი ასეთი აბი. რაც შეეხება "ჰეროინს" - ერთ გრამზე მეტი ოდენობით ის უკვე ქმნის განსაკუთრებით დიდ ოდენობად დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელ შემადგენლობას, ა---–--ეს კი - 2, 79087 გრამის ოდენობით აღმოაჩნდა ასეთი ნივთიერება.
69. ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ხასიათდებიან დადებითად, ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
70. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
71. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
72. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
73. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
74. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
75. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
76. საქართველოს სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ.
77. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულებს, რომლებიც არიან საკმაოდ ახალგაზრდა ასაკის, ჰყავთ ერთი წლის შვილი, ხასიათდებიან დადებითად, არ არიან ნასამართლევები - სასჯელად უნდა დაენიშნოს თითოეულს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
78. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ლ------- ს---------ისა და მ------ ა---–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
79. ასევე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობებს, `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ლ------- ს---------ესა და მ------ ა---–--ეს უნდა ჩამოერთვათ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები, კანონში მითითებული ვადებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული: მ------ ტ------–-ს ძე ა---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 4 თებერვლიდან.
2. ბრალდებული: ლ------- მ-------ს ასული ს---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 4 თებერვლიდან.
მსჯავრდებულებს - ლ------- ს---------ეს და მ------ ა---–--ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობებს, `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის `გ~ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ხუთი წლის ვადით ჩამოერთვათ: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 წლით.
აღნიშნული უფლებების შეზღუდვის მოქმედების ვადის დენა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი