განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100119002958675
#1/122-19 (№------------)
თელავის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 მაისი 2019 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზვიად შარაძემ
თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----------–-----ის
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ----------------–-–---–ი - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ-------------–-------–-----------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 23 თებერვალს, ქ---------–-----–-------------ში, საკუთარი საცხოვრებელ სახლში, გ----------------–-–---–მა ძალადობის გამოყენებით, ფიზიკურ შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ლ---–--------–-----ს, კერძოდ, მუშტი დაარტყა მარჯვენა მხარში. განხორციელებული ძალადობის შედეგად ლ---–--------–-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 20 მარტს, ქ---------–-----–-------------ში, საკუთარი საცხოვრებელ სახლში, გ----------------–-–---–მა ძალადობის გამოყენებით, ფიზიკურ შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ლ---–--------–-----ს, კერძოდ, მუშტი დაარტყა ბეჭების არეში. განხორციელებული ძალადობის შედეგად ლ---–--------–-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის მაისის თვიდან, 2019 წლის 25 მარტის ჩათვლით, ქ---------–-----–-------------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ----------------–-–---–ი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ლ---–--------–-----ს, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, არასრულწლოვანი შვილების - ლ-------------–-–---–ისა და მ---------------–-–---–ის თანდასწრებით, რის გამოც ლ---–--------–-----ი, მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; დაზარალებულის ჩვენება; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვ.) ერთობლიობა გ----------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო ასევე იხმობს, 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციას (სტამბულის კონვენცია) ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ. საქართველომ აღნიშნულ კონვენციას ხელი მოაწერა 2014 წლის 19 ივნისს და ძალაში შევიდა 2017 წლის 1 სექტემბერს. აღნიშნული კონვენციის 55-ე მუხლის თანახმად, კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ამ კონვენციის 35-ე (ფიზიკური ძალადობა), 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ----------------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ----------------–-–---–ის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ იგი აღიარებას ჩადენილ დანაშაულს, რას შეეხება დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ----------------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ----------------–-–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ----------------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 23 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 20 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ----------------–-–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.
გ----------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 14 მაისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 25 მარტიდან 2019 წლის 2 მაისის ჩათვლით პერიოდი.
არასრულწოვანთა მართმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად არასრულწლოვან დაზარალებულს და მის კანონიერ წარმომადგენელს ეცნობოთ საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განემარტოთ ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ზვიად შარაძე