განაჩენი

სისხლის სამართლის 03.12.2019
საქმის ნომერი
010100119002934759
დავის ტიპი
260 6 ა
თარიღი
03.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010100119002934759

საქმეN1-251/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

03.12. 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორები - ან---------–--ლი, თო------------–--ლი

 

დაცვის მხარე

1. ბრალდებული: ნი-------------ე

მამის სახელი: ჯუ------

დაბადებული: 1--0--1--- წელი

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არ მქონე

რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართი: ხაშურის რაიონი სოფელი ქვ-–----ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტი

 

ბრალდებულის ადვოკატი - ზა--–-----------ა

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე საქმე №1-----------

 

1.აღწერილობით სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ნი-------------ემ დასაბუთებული ვარაუდით ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: ნი-------------ე უკანონოდ ინახავდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკულ საშუალებას მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) წონით 46.7367 გრამი, რაც ამოღებული იქნა 2019 წლის 15 მარტს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის , სოფელ ს-----ში მდებარე ,,ს-----ის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით

ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა

2.1. 2019 წლის 15 მარტის, უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის რო-----------–--ის ინფორმაციული პატაკით დადგენილია, რომ ნი-------------ე (დაბ. 1--0--1--- წელს, 5----------) იმყოფება ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ს-----ში, ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე და თან აქვს უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული ნივთიერებები. რომლის გადაცემასაც აპირებს დაუდგენელ პირებზე. (ს/ფ 2);

2.2. საქმის განხილვისას რო-----------–--ემ დაადასტურა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია 219 წლის 15 მარტს ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე იმყოფებოდა ნი-------------ე და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე შა--------- და მათ თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული ნივთიერებები, რომლის გადაცემასაც ისინი აპირებდნენ სხვა პირებზე, ინფორმაციის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელს და გამომძიებელმა გამოკითხა მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი );

 

2.3. მოწმის სახის დაკითხვისას ნუ-----------ემ განაცხადა, რომ განყოფილებაში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად ს-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა ორი მოქალაქე; მათ თ უნდა ჰქონოდათ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა გადაცემას აპირებდნენ სხვა პირზე; დაიწყო გამოძიება, შემდეგ სხვა გამომძიებელმა გააგრძელა საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ ან---------------ემ, მას რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია; არ ფლობს ინფორმაციას თუ რა სახით დადასტურდა ოპერატიული ინფორმაცია; გამოძიების დაწყების საფუძველი არსებობდა ინფორმაციის შინაარსიდან გამომდინარე; (იხ ოქმი 11:07;2019წ; 12:19:12-12:25:10სთ)

 

2.4. მოწმის სახით დაკითხვისას ან---------------ემ განაცხადა, რომ გამოკითხა შა--------- და გამოკითხული ყავს ლი---–---ა, ასევე ჩაატარა შა---------ს პირადი ჩხრეკა ;

ჩხრეკა მიმდინარეობდა ს-----ის საბაჟო გამშვები ტერიტორიის მიმდებარედ თავად შა---------ს თანხმობით, ასევე მისივე თანხმობით მას ჩაუტარდა ნარკოლოგიური ექსპერტიზა და დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი;

საგამოძიებო მოქმედების ჩხრეკის ჩატარებისას ახსოვს, რომ შა---------ს ეცვა ქურთუკი და ჩვეულებრივად იყო ჩაცმული სეზონის შესაბამისად; ნი-------------ის ჩხრეკაც მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა; საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგად ეჭვი არ წარმოშობილა ნარკოტიკული საშუალების კუთვნილებასტან დაკავშირებით და გარდა ქიმიური ექსპერტიზისა სხვა სახის ექსპერტიზის ჩატარება არ მიუჩნევია მიზანშეწონილად; (იხ ოქმი: 11:07;2019წ;12:26:57სთ-12:36:32სთ)

 

2.5. მოწმის სახით დაკითხვისას ლა------------------ემ განუმარტა სასამართლოს, რომ მუშაობს ბათუმის საქალაქო სამმართველოში დეტექტივ გამომძიებლის თანამდებობაზე; მან ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება - ნი-------------ის პირადი ჩხრეკა; 2019 წლის 15 მარტს ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე განხორციელდა ნი-------------ის შეჩერება; pol.ge-ს საინფორმაციო ბაზიდან მოპოვებული ინფორმაციით ვიზულაურადაც ცნობილი იყო, თუ როგორ გამოიყურებოდა; მას განემარტა, რომ მის მიმართ დაწყებული იყო გამოძიება და უნდა ჩაეტარებინათ მისი ჩხრეკა; მისვე თანხმობით და თანხმობის ხელწერილის საფუძველზე დაიწყო საგამოძიებო მოქმედება, მიმართა რომ ნებაყოფლობით წარმოედგინა რაიმე ნივთიერება თუ რაიმე ჰქონდა; მან მიმართვაზე მის ტანთ არსებული ქურთუკიდან წარმოადგინა შენაფუთი, რაც ამოიღეს და ჩხრეკის დასრულების შემდეგ ნი-------------ე დააკავეს; ნი-------------ე განმარტავდა, რომ ჰქონდა შეძენილი და აპირებდა რეალიზაციას; რაიმე შენიშვნა საგამოძიებო მოქმედებაზე მას არ გამოუთქვამს ; როცა ს-----ში გავიდნენ და ნი-------------ე შენიშნეს, ის იყო მარტო; საგამოძიებო მოქმედებაში მასთან ერთად მონაწილეობდა ლი---–---ა, ექსპერტ კრიმინალისტებმა მოახდინეს ამოღებული ნივთის ფოტოგრაფირება და დალუქვა;

 

ოპერატიული ინფორმაცია არსებობდა, და ამის საფუძველზე გავიდნენ ს-----ის ტერიტორიაზე იყო ღამის საათები; იქ იყო ასევე სხვა გამომძიებელიც - ან---------------ე , სხვა საგამოძიებო მოქმედებას ის თვალყურს ვერ ადევნებდა და არ იცის რა ჩატარდა და ჩატარდა თუ არა ის ნი-------------ის თანმხლებ პირთან; იცის, რომ ნი-------------ე იყო მარტო, იქვე საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე საზკვების ოქბიექტებია და ერთერთის წინ იდგა;

 

ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ საინფორმაციო ბაზიდან იღებენ პირად მონაცემებს პიროვნების იდენტიფიკაციისათვის; ოპერატიული ინფორმაცია ყოფილა შემთხვევა, რომ არ დადასტურებულა სრულად ან საერთოდ ,მაგრამ სავალდებულოა მიღებულ ინფორმაციაზე რეაგირება მოხდეს; იმ ღამით ს-----ის საბაჟო გამშვებ პუნქტთან ჩვეულებრივი მოძრაობა იყო, განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა და ასეთს ვერ იხსენებს; ძალიან ციოდა ახსოვს, ნი-------------ეს თან წინ ჰქონდა ჭურჭელი და პირადი ნივთები; ნი-------------ეს წინააღმდეგობა არ გაუწევია, ქურთუკი ეცვა ჩვეულებრივად, გამორჩეული განსაკუთრებული და განსხვავებული არა; მართალია სურათებითაც ჩანს, რომ ქურთუკზე ეცვა ქურთუკი, მაგრამ ეს საეჭვოდ ნამდვილად არ მიუჩნევია, ქურთუკის შიგნით, რომ თხელი ქურთუკი ეცვა ახსოვს, გარედან ეცვა შავის ფერის მანტოს მსგავსი ქურთუკი; ეს ქურთუკი არ ამოღებულა; ქურთუკი თვალშისაცემიც და შესამჩნევი არ ყოფილა; თან იმ ღამით საკმაოდ ციოდა; ჩვეულებრივი შავი ფერის მოგრძო მანტოს ქურთუკი იყო, ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო და გადასცა მათ; სხვა რაიმე ნივთი არ ამოღებულა; თავად ნერვიულობდა, თუ რა გააკეთა, რომ პატარა ბავშვი დატოვა; პირადი ჩხრეკის ოქმი შედგა ჩხრეკის მიმდინარეობისას, ადგილზე; (იხ ოქმი 25.1--19წ 11:36:37სთ-11:57:58სთ)

 

2.6. მოწმე ლი---–---ამ სასამართლოს განუცხადა, რომ მუშაობს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე; მონაწილეობა მიიღო ნი-------------ის პირად ჩხრეკაში, 2019 წლის 15 მარტს დაახლოებით 01:30 საათიდან 02:00 საათამდე პერიოდში ჩატარდა; როცა მისი იდენტიფიცირება მოახდინეს წარუდგინეს თავი; გამომძიებელმა მიმართა, რომ წარმოედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთი; ნი-------------ემ წარმოადგინა ქურთუკის მარცხენა წინა ჯიბიდან პოლიეთილენის პარკში გახვეული აბები; ექსპერტების თანდასწრებით მოხდა მათი დათვალიერება დასურათება და დალუქვა; ნი-------------ემ განმარტა , რომ მისი იყო, არანაირი შენიშვნა და პრეტენზია არ დაუფიქსირებია, უბრალოდ ამბობდა რომ ყავდა პატარა ჩვილი ბავშვი და ნერვიულობდა ;

 

როცა გავიდნენ ს-----ში, ის იდგა ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე; მარტო იყო იმ დროს როცა დაინახეს; ჩრეკის შემდეგ დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის მეშვიდე განყოფილებაში, შემდეგ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, შემდეგ კრიმინალისტიკურ სამსახურში, ნარკოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა და შესახელებული იქნა იზოლატორში;

 

ს-----ში გასვლის საფუძველს წარმოადგენდა ოპერატიული ინფორმაცია რომ ნი-------------ეს და შა---------ს თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალება; გვიანი ღამე იყო, რამდენიმე წუთში შენიშნეს, რომ გავიდნენ უკვე საზღვარი გადმოკვეთილი ჰქონდა; იდგა საზკვების ობიექტების სიახლოვეს, ძალიან ციოდა, კარგად ახსოვს; ნი-------------ესთან ახლოს ვინმე საეჭვო პირი არ შეუმჩნევია, არც კომუნიკაცია ჰქონდა იმ მომენტში ვინმესთან; რაც შეეხება მის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას pol.ge-ს საინფორმაციო ბაზიდან მოიპოვეს; ნი-------------ეს გარედან ეცვა მანტო და შიგნით ეცვა თხელი დუტის ქურთუკი; (იხ ოქმი 25.1--19წ ; 11:59:56სთ-12:18:28სთ);

 

2.7. ბრალდებულმა ნი-------------ემ მოწმის სახით დაკითხვისას სასამართლოს განუმარტა, რომ 2019 წლის 14 მარტს წამოვიდა თურქეთიდან მეუღლესთან შა---------სთან ერთად; წამოიღეს რესტორნისთვის საჭირო ნივთები; საზღვარი გამოიარეს განაბაჟეს რესტორნის საჭიროებისთვის შეძენილი ჭურჭელი; გამოსატანი რამდენიმე ყუთი იყო დარჩენილი და მათ გამოსატანად შა--------- დაბრუნდა უკან ; საშინელი სიცივე იყო და ქურთუკი მოახურა მეუღლემ, თავად წავიდა კოსტუმით, რადგან ნივთების გადმოტანაში ხელს შეუშლიდა; იდგა ერთ-ერთი კაფეს წინ და ესაუბრებოდა ტელეფონით მის შვილს; პოლიციელები მივიდნენ და უთხრეს რომ მათთვის ცნობილი იყო, რომ მანტოში ინახავდა მედიკამენტებს და გადაეცა მათთვის; გადასცა, რაც ჰქონდა ქურთუკის ჯიბეში, იქ არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებია, ის ადრე პერიოდიდან იმყოფებოდა თურქეთში, დასაქმებული იყო ოჯახში და კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია, მათ უმტკიცებდა რომ იყო მისი მეუღლის და არ იცოდა, თუ იყო ნარკოტიკული საშუალება; მისი მეუღლე პერიოდულად ექიმთან ვიზიტზე იმყოფებოდა და აფთიაქში ყოველთვიურად , ან ორთვეში ერთხელ იღებდა რეცეპტით მედიკამენტს; რა დასახელების იყო მისთვის არ უთქვამს და არც იცოდა, მხოლოდ უთხრეს რომ მანტოში იყო ეს შენაფუთი, თავად ამოიღო და გადასცა; ოქმი არც შეუდგენიათ მხოლოდ ცარიელ ფურცელზე მოაწერინეს ხელი, მეუღლემ უთხრა, რომ გაარკვევდა ყველაფერს, რაც ამოიღეს მის კუთვნილი იყო და გაარკვევდა; პოლიციელები იყვნენ მესამე და მეშვიდე განყოფილებიდან; თავად გადაიყვანეს მეშვიდე განყოფილებაში, გამომძიებელი ან---------------ე იყო თუმცა მისი გამოკითხვა მას არ ჩაუტარებია; ლი---–---ა - პოლიციის თანამშრომელი იყო მასთან; თავად ეცვა წითელი ქურთუკი დუტის, ხოლო ქურთუკი, რომელიც მოცმული ჰქონდა, ეკუთვნოდა შა---------ს, მის მეუღლეს; ამის შემდეგ გადაიყვანეს განყოფილებიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ნარკოლოგიურში შესამოწმებლად; მხოლოდ ერთი შენაფუთი ამოიღეს, სხვაგვარად არც გაუჩხრეკიათ; 23:20 საათი იქნებოდა რომ წამოვიდა და საზღვარზე გადმოვიდა ღამის პირველი საათი იქნებოდა დაწყებული; თავად და მისი მეუღლე ერთად გადმოვიდნენ საზღვარზე; ს-----ში საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა; ერთად გამოვიდნენ; შა--------- შებრუნდა დარჩენილი ტვირთის განბაჟების მიზნით; თავდაპირველად მასთან მივიდა ორი პოლიციელი, არცერთს არ ეცვა სამსახურებრივი ფორმა; თავად პოლიციელებმა უთხრეს, რომ მისი მეუღლის ქურთუკში ინახებოდა ნარკოტიკული საშუალება; ამის შემდეგ მოიყვანეს გამომძიებელი ლა------------------ე; მანამდე დააფიქსირეს ეს შენაფუთი, მაგრამ ლა------------------ის მოსვლამდე არ ჩატარებულა საგამოძიებო მოქმედება; მეუღლემ დაუტოვა თავისი მანტო, იყო სიცივე; ქურთუკი თავად არ შეუმოწმებია; პოლიციელებმა იცოდნენ, სახელიც და გვარიც უთხრეს დაუსახელეს; აფთიაქში რა მედიკამენტებს ყიდულობდა , არ იცის, არ ინტერესდებოდა; რომ აპირებდა საქართველოში დასაქმებას, იცოდა, რომ აიღო მთელი წლისთვის საკმარისი ოდენობა; ისე შა--------- ასევე პერიოდულად გადადიოდა თურქეთში; ჩვეულებრივად შეფუთულს აძლევდნენ მედიკამენტებს ;

 

ადასტურებს, რომ მეუღლემ მოახურა თავისი ქურთუკი და წავიდა დარჩენილი საქონლის წამოსაღებად; შეძენილი მედიკამენტები როგორც იცის არის სამკუთხა და ოთხკუთხა ფორმის; არც წამლის სახელწოდება იცის, მისი მეუღლე მას იღებდა საღამოობით; ეუბნებოდა, რომ უკვე სამი წელია იღებდა ამ მედიკამენტს;

 

შენიშვნა არ დაუფიქსირებია; გამომძიებელი კარნახობდა თუ რა დაეწერა; ოქმებზე ხელმოწერა ნამდვილად მისია; მან უთხრა გამომძიებელს, რომ მანტო იყო მისი მეუღლის კუთვნილი და ასევე ეუბნებოდა, რომ მედიკამენტები თუ იყო ქურთუკში არ იცოდა;

 

მისმა მეუღლემ მოუსწრო როცა მასთან გამომძიებელი იმყოფებოდა; ისიც აიყვანა პოლიციელებმა, ან---------------ე იყო მასთან; ჭურჭელი, რომ მოიტანა გაიყვანეს გვერდით; პოლიციის თანამშრომლებს ეკითხებოდა, თუ რა ხდებოდა, მაგრამ არ ეუბნებოდნენ და არ მიუშვეს მასთან;

 

პირველი წარდგენის სხდომაზე არ უთქვამს, რომ მედიკამენტები მისი კუთვნილი არ იყო, რადგან მისი მეუღლე დაპირდა, რომ ჩამოიტანდა დამადასტურებელ დოკუმენტებს და დაეხმარებოდა; ელოდებოდა მეუღლის მხრიდან დახმარებას, რეცეპტის ჩამოტანას და გამოიყენა დუმილის უფლება; (იხ სხდომის ოქმი: 19:11:2019წ 12:47:59სთ-13:17:44სთ);

 

2.8. საქმის განხილვისას ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე საჯაროდ გამოქვეყნდა შა---------ს გამოკითხვის ოქმი, სადაც მოწმე განმარტავს, რომ ქ. ბათუმში ზუ---–-–---–---------ში დაქირავებულ ფართში გახსნილი ჰქონდა რესტორანი „ჩე------ი“, დაქორწინებულია ნი-------------ეზე ყავთ საერთო შვილი;

2019 წლის 14 მარტს საღამოს საათებში ქ. სამსუნიდან გამოემგზავრა ნი----თან შედარებით ადრე დროით, ნი-------------ე მასზე უფრო გვიან წამოვიდა სამსუნიდან საზღვარზე გადმოვიდა უფრო გვიან ვიდრე ნი-------------ე; თვითონ საზღვარზე შეყოვნდა მის მიერ შეძენილი ნივთების გამო, როცა საბოლოოდ გადმოკვეთა საზღვარი დაიწყო ნი---- ძებნა, თუმცა ამ დროს მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და განუმარტეს მას, რომ მიმდინარეობდა გამოძიება, როგორც მის მიმართ , ისე ნი-------------ის მიმართ, თანხმობა განაცხადა ჩხრეკის ჩატარებაზე და ასევე სამედიცინო დაწესებულებაში სხეულის დათვალიერებასა და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე; დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა; ის ექიმის დანიშნულებით იღებს მედიკამენტებს, ნეფეთინს, ნევრონთინს და ლირიკას, სადაც შესაძლებელია იყოს ნარკოტიკული საშუალებების შემცველობა, არის ასევე მარიხუანას სისტემატიური მომხმარებელი; პოლიციის თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ ნი-------------ისაგან ამოუღიათ პირადი ჩხრეკისას რაღაც ტაბლეტები, ნარკოტიკული საშუალება ექსტაზის შემცველი, თუმცა არ იცოდა, რომ ნი---- რაიმე ტაბლეტები ჰქონდა, რადგან სამსუნიდან წამოსვლის შემდეგ ფიზიკურად არ უნახავს; (იხ გამოკითხვის ოქმი; ს.ფ.12-13);

 

2.9. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იგივე პირის შა---------ს ჩვენებით განმარტავს, რომ იმ დღეს რესტორნისთვის მოჰქონდათ სამზარეულოს ნივთები; საბაჟოზე შესვლის შემდეგ მეუღლე ნი-------------ე დატოვა საბაჟოს ტერიტორიის გარეთ არსებულ სასტუმრო პრინცესასთან ახლომდებარე კაფეში, თავად წავიდა დარჩენილი ნივთების გადმოსატანად; მეუღლეს წამოასხა პალტო, რომ არ დასველებულიყო, წვიმდა; უკან, რომ დაბრუნდა პოლიციის თანამშრომლები იდგნენ გარშემო და კითხეს, საიდან მოიტანა მის ხელთ არსებული აბები, იმ მომენტში პანიკაში ჩავარდა , არაფერი არ თქვა ქართულადაც ვერ საუბრობდა , არაერთხელ გაჩხრიკეს, მიუყვანეს თარჯიმანი, დაადასტურა, რომ იყო ნარკოტიკების მომხმარებელი, ეუბნებოდა რომ ამ მედიკამენტებს ყიდულობდა ექიმის დანიშნულებით, მოიკითხეს, მაგრამ დოკუმენტები თან არ ჰქონდა , იქვე განუცხადა პოლიციელებს, რომ აბები ნი-------------ის არ იყო და ის თავის მეუღლეს უმალავდა ამ წამლების მიღებას; ნინომ არ იცოდა, რომ ყიდულობდა ნარკოტიკულ აბებს; თარჯიმანი ესაუბრებოდა პოლიციის თანამშრომლებს და არ იცის თარგმნიდა თუ არა მის ნათქვამს; თარჯიმანმა გააფრთხილა, რომ არ ეთქვა , თორემ მასაც და მის მეუღლესაც დააპატიმრებდნენ, ანუ უთხრა რომ ნი---- დააკავებდნენ და თავად ჩამოეტანა ეს რეცეპტები ;

 

საავადმყოფოში როცა გადაიყვანეს იქ შეხვდა მის მეუღლეს, უთხრა , რომ არ ენერვიულა, თურქეთში წავიდოდა და ჩამოიტანდა დოკუმენტებს; ასევე უთხრა, რომ არ გაემხილა რომ ჟაკეტი (მანტო) მისი იყო; მას აღნიშნულის შესახებ საქართველოში ყოფნისას არ განუცხადებია; ერთი თვის შემდეგ მოახერხა გასვლა საქართველოდან და იქ ჩასული დააკავეს სამხედრო დანაშაულის ჩადენისათვის; სასამართლოს გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს საზღვრის გადაკვეთის აკრძალვის პირობით; ამიტომაც ვერ მოახერხა საქართველოში მის მიერ მოპოვებული დასკვნების ჩამოტანა;

განმარტავს, რომ ნი-------------ეს ეცვა ტანთ მისი კუთვნილი ჟაკეტი და მასში არსებული მდმა ნივთიერება აბები ეკუთვნის მას , შეძენილი აქვს წითელი რეცეპტის საფუძველზე ; ნი-------------ემ არ იცოდა , რომ იღებდა და ატარებდა აბებს; (იხ ჩვენება, თარგმნილი ნა---------–-–--ლის მიერ დამოწმებული სანოტარო წესით ; ნოტარიუსი შო------------–--ლი; 18.09.2019წ)

 

2.1-- ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის ან---------------ის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების მა-–----------–--ის და და--------------ის, მონაწილეობით 2019 წლის 15 მარტს შა---------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა 00:35 საათიდან 00:55 საათამდე დროის შუალედში, ხელვაჩაურის რაიონში, ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარედ. პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა ღამის საათებში, ნებაყოფლობით, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.

 

2.11. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის ლა------------------ის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების ლი---–---ას, ექსპერტ ბო------------ეს და მთავარ ექსპერტ რო-–------------ის მონაწილეობით 2019 წლის 15 მარტს შა---------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა 00:35 საათიდან 01:55 საათამდე დროის შუალედში, ხელვაჩაურის რაიონში, ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე. პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა ღამის საათებში, ნებაყოფლობით, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, პირადი ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა: ნი-------------ემ მის ტანთარსებული შავი ფერის ქურთუკის მარცხენა შიგნითა ჯიბიდან ამოიღო და წარმოადგინა თეთრი ფერის პოლიეთილინის პარკი რომელზეც წითელი ფერის საღებავით იკითხება ტექსტი R------, რომელიც მოთავსებულია მოგრძო ფორმის შენაფუთი, რომელსაც შემოხვეული აქვს პოლიეთილენის ნაჭერი, რომლის შიგნით არის თეთრი ფერის სალფეთქი, სალფეთქის შიგნით პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია სამკუთხედის ფორის, მომწვანო ფერის აბი 921 (ცხრაას ოცდაერთი) ცალი, წარწერით ,,P----” რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში ნომრით F--------- და დაილუქა. აღნიშნულის შემდეგ ნი-------------ის ჩხრეკის შედეგად სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ იქნა ამოღებული. ჩხრეკის დროს ექსპერტის მიერ მოხდა ფოტოგრაფირება.

ნი-------------ისგან სულ ამოღებული იქნა 921 (ცხრაას ოცდაერთი) მოთავსდა პოლიეთილენის და დაილუქა N F---------- ჩხრეკის დასურათდა და დასრულების შემდეგ გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები; (იხ. ს/ფ 30-47).

 

2.12 ნი-------------ის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის ლა------------------ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების ლი---–---ას მონაწილეობით, 2019 წლის 15 მარტს, 01:58 საათზე, ხელვაჩაურის რაიონი, ს-----ის საბაჟო პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ნი-------------ე ( იხ. ს/ფ 89-93).

 

2.13. საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით N9---- დადგენილია, რომ ნი-------------ე კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. საანალიზოდ აღებული ბიოლოგიური მასალის (შარდი) იმუნოქიმიური იმუნოქროტესტით შემოწმებისას ნარკოტიკულ საშუალებებზე: JWH-018/JWH-073/JWH-200/JWH-398 სინთეზური კანაბინოიდი, ამფეტამინი, მდმა (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი-ექსტაზი),კოკაინი, ოპიუმის ჯგუფი, ტეტრაჰიდროკანაბინოლზე, ფსიქოტროპულ ნივთიერება ბენზოლიზის ჯგუფი, მეტადონი, ტრამადოლი, მეტამფეტამინზე, ბუპრენორფინზე -მიღებულია უარყოფით შედეგი. ( იხ. ს/ფ 56-57).

 

2. 14. ქიმიური ექსპერტიზის Nქ---- დასკვნით, 15.03.2019 წ დადგენილია, რომ ნი-------------ისგან ამოღებული: ლოგო ,,P----’’-ის მქონე, სულ 921 (ცხრაას ოცდაერთი) ტაბლეტი, მათ საერთო წონა 248,06 გრამი, შეიცავს 46,7367 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3,4 მეთილედიოქსიმეტამფეტამინს).

 

2.15. ზემოთაღნიშნული წარმოადგენს ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ბაზას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულ ნი-------------ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მათ დამნაშავედ ცნობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგი---- და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგი---- საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.

 

მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვი---- მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახები---- და დააკითხვი---- მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

2.16. მოცემული საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მოეხდინათ საკუთარი პოზიციების მტკიცება და სასამართლოსთვის დაედასტურებინათ ამ პოზიციების მართებულობა;

 

საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც - ბრალდებულის - ნი-------------ის ჩვენება, სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნდა მოწმე შა---------ს ჩვენება და ასევე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები: შა--------ს სახელზე გაცემული სტამბოლის განათლებისა და კვლევითი საავადმყოფოს ცენტრალური ჯანდაცვის დაწესებულების დასკვნა და ნარკოტიკული ნივთიერებების რეცეპტი #039801,დაცვის მხარე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან სადავოდ ხდის საგამოძიებო მოქმედების ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ჩატარების კანონიერებას და ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერებების ბრალდებულისადმი კუთვნილებას, კერძოდ, ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი ამტკიცებს, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნის არა ნი-------------ეს, არამედ მის მეუღლეს - შა---------ს, რასაც შა--------- ადასტურებს მისივე ჩვენებით, და რაც დადასტურებული აქვს წერილობითი მტკიცებულებებით;

 

საქმის არსებითი განხილვისას, სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამოქვეყნდა მოწმე შა---------ს მიერ დაცვის მხარისთვის მიცემული ჩვენება. გამოკითხვის ოქმის თანახმად, შა--------- ადასტურებს, რომ მედიკამენტებს იღებს თავად ექიმის დანიშნულებით და წითელი რეცეპტით და ამის თაობაზე ნინომ მის მამეუღლემ არაფერი იცოდა ;

 

2.17. ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის, ობიექტური შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნი-------------ე უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს და ამ ნაწილში მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთის თანხვედრი, დამაჯერებელი და მყარი მტკიცებულებების უტყუარობაში ამ ნაწილში ეჭვის შეტანის საფუძველი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სადავო მტკიცებულებების გამოკვლევისას ბრალდების მხარის მოწმეები, რომლებიც უშუალო მონაწილეობას იღებდნენ ნი-------------ის მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედება - პირად ჩხრეკაში, ანალოგიურად აღწერენ ჩხრეკის გარემოებებს. მოწმეების: რო-----------–--ის, ნუ-----------ის, ლა------------------ის, ლი---–---ას , ან---------------ის ჩვენებებით, მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავორდ მიჩნეული მტკიცებულებების: მოწმეების მა-–----------–--ის, და--------------ის, ექსპერტების: ბო------------ის, როლანდ გობაძის ჩვენებებით დასტურდება, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება და ინფორმაციის შინაარსის შესაბამისად ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, გავიდნენ გამომძიებლები; გამომძიებელი ქალის ლა------------------ის მიერ ასევე უბნის ინსპექტორ გამომძიებელი ქალის ლი---–---ას მონაწილეობით ჩატარდა ნი-------------ესთან საგამოძიებო მოქმედება - პირადი ჩხრეკა; როგორც ლა------------------ე, ისე ლი---–---ა განმარტავს, რომ მიმართვის შემდეგ ნი-------------ემ თავად წარმოადგინა ქურთუკის მარცხენა ჯიბეში არსებული შენაფუთი, რომელიც ამოიღეს და ჩხრეკის შედეგად სხვა ნივთი ან ნივთიერება კანონსაწინააღმდეგო არც ამოღებულა; ასევე მათივე განმარტებით ნი-------------ეს რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამს; ლა------------------ის მიერ ადგილზე იქნა შედგენილი, როგორც განმარტა, ჩხრეკის ოქმი და დადასტურებულია ბრალდებულის მიერ ხელის მოწერით; როგორც ლი---–---ა, ისე ლა------------------ე განმარტავდა, რომ ნი-------------ე ნერვიულობდა და ღელავდა მხოლოდ მასზედ, რომ ყავდა ჩვილი ბავშვი და არ უნდა დაეტოვებინა; მას არ განუცხადებია იმის თაობაზე, რომ შესაძლო ნარკოტიკული საშუალებები მას არ ეკუთვნოდა და ის ეკუთვნოდა მის მეუღლეს; არც მის ჩაცმულობაში შეუტანიათ ეჭვი, რადგან იმ დროს ძალიან ციოდა, ნი-------------ეს ეცვა მანტო გარედან და შიგნით ეცვა თხელი დუტის ქურთუკი;

 

აღნიშნული სახით გარემოებები დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედების ოქმებშიც, სადაც ხელს აწერენ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ექსპერტ კრიმინალისტები, კერძოდ ნი-------------ის ჩხრეკის ოქმში აღნიშნულია, რომ ნი-------------ემ ტანთცმული შავი ფერის ქურთუკის მარცხენა შიგნითა ჯიბიდან ამოიღო და წარმოადგინა თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკი რომელში შეხვეული შენაფუთის გახსნისას აღმოჩნდა 921 ცალი მომწვანო ფერის აბი წარწერით “P----” ;

ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შენაფუთში არსებული 921 ცალი აბი შეიცავს 46,7367 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3,4 მეთილედიოქსიმეტამფეტამინს).

 

2.18. სასამართლოს მიერ ზემოთ განხილული, ურთიერთთავსებადი, შეჯერებული და შესაბამისად, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა გამორიცხავს სასამართლოში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი, მთელ რიგ მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით ერთმანეთთან შინაარსობრივად შეუთანხმებელი მტკიცებულებების გაზიარების შესაძლებლობას, კერძოდ:

 

დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბები ეკუთვნის შა---------ს და არა ბრალდებულს;

 

დაცვის მხარის მტკიცება ამ კუთხით, რომელიც გამოძიების ეტაპზე დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის ბრალდებულის სასამართლოში მიცემული ჩვენებით და შა---------ს სხდომაზე გამოქვეყნებული ჩვენებით ფაქტიურად ურთიერთგამომრიცხავი გარემოებების შემცველია და გარკვეულ ეჭვს ბადებს; კერძოდ, შა---------ს მიერ მიცემული ჩვენება ასევე ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე იქნა საჯაროდ გამოქვეყნებული, სადაც შა--------- განმარტავს, რომ ის საქართველოს საზღვარზე გადმოვიდა მარტო და ნი-------------ე გადმოვიდა გაცილებით ადრე; ის შეყოვნდა ბავშვთან დაკავშირებული დოკუმენტების გასამზადებლად, მას ნი-------------ე სამსუნიდან წამოსვლის შემდეგ არ უნახავს, მისთვის უცნობია ნი-------------ეს საიდან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები, ამავე გამოკითხვის ოქმით ის აცხადებს, რომ არის ნარკოტიკების მომხმარებელი იღებს ნარკოტიკულ მედიკამენტებს და არ გამორიცხავს იმ დროსაც ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნას;( იხ გამოკითხვის ოქმი)

 

დაცვის მხარის მიერ მოძიებული მტკიცებულებით, რომელიც საქმის არსებითი განხილვისას იქნა წარმოდგენილი და სასამართლომ როგორც დამატებითი მტკიცებულება დაუშვა საქმეში, - იგივე პირი შა--------- უკვე 2019 წლის 04 აგვისტოს აჩვენებს, რომ საქართველოს საზღვარზე ერთად გადმოვიდნენ განაბაჟეს ჭურჭელი, ნი---- მოახურა თავისი პალტო, თავად გაბრუნდა ისევ საბაჟოს ტერიტორიაზე და რომ გამოვიდა, უკვე პოლიციელები იყვნენ გარშემო; ის აჩვენებს ამავე ოქმში, რომ ნი-------------ემ არ იცოდა საერთოდ იმის შესახებ, რომ ის იღებდა მედიკამენტებს, ამის თაობაზე არ უთქვამს და არც მედიკამენტების შეძენის თაობაზე იყო მისთვის ცნობილი;

 

საქმის განხილვისას ნი-------------ე აჩვენებს, რომ იცოდა მისი მეუღლე იღებდა მედიკამენტებს, ექიმთან ვიზიტი ჰქონდა პერიოდულად ერთ თვეში ან ორ თვეში ერთხელ ის იღებდა რეცეპტით დანიშნულ მედიკამენტს, საქართველოში რადგან აპირებდა საქმიანობას, უკვე აიღო დიდი რაოდენობით, თუმცა მისთვის არ იყო ცნობილი, თუ ის იყო ნარკოტიკული საშუალება;

 

გამოკითხვის ოქმით, ჩვენებებით, ბრალდებულის განმარტებით გარკვეულ ფაქტებზე მითითება ურთიერთგამომრიცხავია, ნი-------------ე აჩვენებს, რომ ცნობილი იყო მედიკამენტების შესახებ (თუმცა არ იცოდა რომ ნარკოტიკული საშუალების შემცველი იყო), შა---------ს განმარტებით ნი-------------ემ საერთოდ არ იცოდა ამის თაობაზე;

 

2.19. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება ეს არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. კანონის ამ ჩანაწერით ხაზგასმულია უშუალოდ სასამართლოს წინაშე მიცემული ჩვენების როლი და უპირატესობა მტკიცებულებათა ერთობლიობაში. შა--------- არ გამოკითხულა სასამართლო განხილვისას. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებით მას საქმის განხილვის მიმდინარეობისას აკრძალული ჰქონდა თურქეთის სახელმწიფო ტერიტორიის დატოვება; აღნიშნულის გამო, საქმის არსებითი განხილვისას გამოქვეყნდა გამოკითხვის ოქმი (ბრალდების მახრის შუამდგომლობით) და ჩვენება დაცვის მხარის შუამდგომლობით . სასამართლომ უკვე აღნიშნა უშუალოდ სასამართლოში მიცემული ჩვენების მნიშვნელობა და მისი უპირატესობა საქმის განხილვისას საჯაროს წაკითხულ გამოკითხვის ოქმთან მიმართებაში, როდესაც არ ხდება მოწმის მიერ ასეთი ჩვენების მიცემის, ამგვარ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაც კი. მსგავს შემთხვევებში გაურკვეველია როგორ ჩვენებას მისცემდა მოწმე სასამართლოში გამოცხადებისას. სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩანაწერის ანალიზით, შეიძლება ცალსახად თქმა იმისა, რომ საჯაროდ წაკითხული ჩვენება არასაკმარისია მხოლოდ მასზე დაყრდნობით კონკრეტული სახის გადაწყვეტილების მისაღებად.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ნი-------------ის განმარტებას, რომ მისთვის უცნობი იყო რა სახის მედიკამენტს იღებდა მისი მეუღლე და არ იცოდა თუ იყო ეს მედიკამენტი ნარკოტიკული საშუალების შემცველი, ვერ შეფასდება პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლად, რადგან სსკ-ის 36-ე მუხლის თანახმად: ის, ვინც არ იცის, რომ ქმედება, რომელსაც სჩადის, აკრძალულია, არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეცდომა მისატევებელია. შეცდომა მისატევებელია, თუ შექმნილ ვითარებაში პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სჩადიოდა აკრძალულ ქმედებას.

 

2.20. ამდენად, საქმის განხილვისას სადავო მტკიცებულებების გამოკვლევით სასამართლოს დაუდასტურდა, რომ ნი-------------ე ფლობდა ინფორმაციას მედიკამენტების თაობაზე და ასევე ის აცნობიერებდა რომ ინახავდა ამ მედიმაკნეტებს ქურთუკის ჯიბეში; საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ მან საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 2019 წლის 23:20 საათზე; მის მიმართ პირადი ჩხრეკა დაიწყო 2019წლის 15 მართ 00:35 საათზე, ის იდგა ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ნარკოტიკული საშუალებების შემცველი აბები ამოღებული იქნა მისი ტანთცმული ქურთუკის ჯიბიდან თავად მისივე წარმოდგენით;

 

2.21 თუნდაც იმის მტკიცება, რომ ნარკოტიკული საშუალება წარმოადგენდა შა---------ს კუთვნილ აბებს, არ გამორიცხავს ნი-------------ის პასუხისმგებლობას მათი უკანონოდ შენახვის გამო; რაც შეეხება ნი-------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ნაწილს, რომ მან უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბები, - სადავო მტკიცებულებების გამოკვლევით ის სავარაუდო და საეჭვოა, რაც ბრალდბეულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ უტყუარად არ დასტურდება შა---------სთან მიმართებითაც ნარკოტიკული საშუალებების წარმომავლობის კანონიერება, - თავად დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მითითებულია დასკვნაში, რომ მას აქვს დანიშნულება, დასკვნის საფუძველზე არსებობს წითელი რეცეპტი, რომელშიც მითითებულია პრეპარატი სახელწოდებით „ნეფთინი“, და სახეზეა ვარაუდი, - ის ვერ გამოდგება ნი-------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ამ ნაწილში მისი ბრალეულობის დამადასტურებლად; ვინაიდან სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა სტანდარტი, არ არის უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა;

 

ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ დადგენილი გარემოებები უტყუარად არ ადასტურებს და შესაბამისად გამორიცხავს ნი-------------ის მხრიდან მათ უკანონოდ შეძენას, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები არ არის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, მაგრამ იგივე წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ნი-------------ის მიერ მათ უკანონოდ შენახვას;

 

2.22. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო იმავე კოდექსის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.

 

საქმის განხილვისას მტკიცებულებათა გამოკვლევისას მათი ერთობლიობით ანალიზით, სადაც თითოეული მათგანი გამორიცხავს ყოველგვარ ეჭვს, - სასამართლო აკეთებს დასკვნას, რომ არსებობს და სახეზეა უტყუარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ბრალდებულმა ნი-------------ემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა;

 

2.23. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დგინდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე - „ხანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Khan v. the United Kingdom), no. 35394/97, 34; „ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Bykov v. Russia), no. 4378/02, 95).

 

2.24. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მასზე ბრალად შერაცხული ქმედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა; კერძოდ გამოკვლეული მტკიცებულებები: მოწმეების ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები - წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებათა ბაზას პირის დამნაშავედ ცნობისათვის; სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა მოწმეთა მხრიდან რაიმე პირადი ინტერესი ბრალდებულის მიმართ, რაც აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. პოლიციელთა ჩვენებები თანმიმდევრულია და არ შეინიშნება რაიმე არსებითი სახის წინააღმდეგობები მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ფაქტობრივ გარემოებებში.

 

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებები გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას და ადასტურებს ბრალდების ნაწილს. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებები ეჭვს გარეშე ადასტურებს, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება;

 

2.25. სასამართლო განმარტავს, რომ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი.

 

ამ წესს არეგულირებს ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი.

 

რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შენახვაs, რა თქმა უნდა ხორციელდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.

 

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ეჭქვეშ დააყენებდა სამართალდამცავების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენების შინაარსს.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება ,,Suboxone…8mg/2mg.. buprenorphine/naloxone…Lot 720611…EXP 06/2020..’’ და სამარკო აღნიშვნების ,,Suboxone…8mg/2mg.. buprenorphine/naloxone…Lot 731212…EXP 10/2020..’’ იმავე კანონის უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობებს განსაზღვრავს ნუსხა:

 

ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები განისაზღვრება ამ კანონის №2 დანართით და მისი განუყოფელი ნაწილია;

 

დანართი #2-ის თანახმად, საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული ქიმიური ექსპერტიზის Nქ---- დასკვნით დადგენილია, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა მიეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას.

 

ნარკოტიკული საშუალება - მდმა-ს (3,4 მეთილედიოქსიმეტამფეტამინს). შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №2-ში, შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სიაში, რაც მიუთითებს მასზე, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებებია და მისი შეძენა, შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, რომელიც ბრალდებულს არ ჰქონია.

 

2.26. ამდენად, მტკიცებულებათა შეფასებისას, მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, რომელთა გამოკვლევაც მოხდა მხარეთა მონაწილეობით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და საქმეში არსებული ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ნი-------------ემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შენახვა.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

3.3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგი---- საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დაუდასტურა ნი-------------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის ფაქტი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემნახვის ნაწილში;

 

3.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).

 

3.5. გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზით და შესწავლით სასამართლო მიიჩნევს, რომ დადასტურებულია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შენახვის ბრალდებით ნი-------------ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ნი-------------ის ბრალეულობაში, რის გამოც ის დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ყავს მცირეწლოვანი შვილი; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden განავითარა დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება;

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ნი-------------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, ნი-------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

ასევე, საქართველოს კანონის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ თანახმად, ბრალდებულს უნდა ჩამოერთვას კანონით გათვალისწინებული უფლებები, ამავე კანონით დადგენილი ვადით;

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხი

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებებს წარმოადგენს - ნი-------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ლოგო ,,P----’’-ის მქონე, სულ 921 (ცხრაას ოცდაერთი) ტაბლეტი, მათ საერთო წონა 248,06 გრამი, შეიცავს 46,7367 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3,4 მეთილედიოქსიმეტამფეტამინს). რომელიც დალუქული ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში.

 

- ნი-------------ის პირადი ჩხრეკის ამსახველი ფოტოები 1 ცალ დისკზე, დალუქული თეთრი ფერის კონვერტში მრგვალი ბეჭდით - თანდართულია სისხლის სამართლის საქმეზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და საქართველოს კანონით ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ნი-------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 08 (რვა) წლის ვადით;

 

ნი-------------ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ნი-------------ის მიმართ უფლებების შეზღუდვის ვადის ათვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ;

 

მსჯავრდებულ ნი-------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ნი-------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დროიდან - 2019 წლის 15 მარტიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ნი-------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ლოგო ,,P----’’-ს მქონე 921 (ცხარასოცდაერთი) ცალი ტაბლეტი, საერთო წონით 248,06 გრამი, რომელიც შეიცავს 46,7367 გრამ ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს, (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს), რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ნი-------------ის პირადი ჩხრეკის ამსახველი ფოპტოები 1 ცალ დისკზე, რომელიც დალუქული თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მიეთვისოს ამავე სისხლის სისხლის სამართლის საქმეს.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე