განაჩენი

სისხლის სამართლის 12.04.2019
საქმის ნომერი
330100118002541769
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე №---------

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

12 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივნები - თეა ვარდოშვილი, რომეო ტყეშელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-----------–---ი,სტაჟიორ-პროკურორები - ნ-----------–--ე, მ---------------ე, რ--------------ე,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ლ-–---------ის ძე მ-----–--ე, დაბადებული - 1----–-–----- ნ--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ს-------, ს------–ი ქ-------–---- და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თბილისი, დ----------------------------------------------------------ში;

 

ბრალდებული - გ------------ის ძე ხ-------–ი, დაბადებული - 1----–-–----- ო----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ-----–-ს რაიონი, ს------–ი ნ----–---ი და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თბილისი, დ-----------–-----–------------–-------------–--------------------–------ში;

 

ბრალდებული - ნ--------–---–--ის ძე თ------ე, დაბადებული - 1----–-–----- ი----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ს------ე, ს------–ი ჩ------- და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თბილისი, გ-----------–------–-----------------------------------ში.

 

ადვოკატები - ლ-–------–--–--ე, გ------- ჭ-----ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის 26 მაისს, შუაღამის საათებში, ლ-–- მ-----–--ე, გ---- ხ-------–ი და ნ------- თ------ე წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ქ. თბილისი, ე-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს „ბ------–------“-ის კუთვნილ 500 ლარად ღირებულ 24 ცალ ლითონის მოაჯირს, რომელიც მოათავსეს ლ-–- მ-----–--ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაზე და დატოვეს შემთხვევის ადგილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 26 მაისს, შუა ღამის საათებში, ლ-–- მ-----–--ე, გ---- ხ-------–ი და ნ------- თ------ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ქ. თბილისი, ე-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ, შპს „ბ------–------“-ის დროებით მფლობელობაში არსებულ, 500 ლარად ღირებულ 24 ცალ ლითონის მოაჯირს, რომელიც მოათავსეს ლ-–- მ-----–--ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაზე და დატოვეს შემთხვევის ადგილი.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:

3.1.1. დაზარალებულ პ---–- ვ--------–---–ის ჩვენების თანახმად, იგი, შპს „ბ------–------“-ის სახელით ახორციელებს ს-----------–-----–ო სამუშაოებს (აშენებს გ----------------ს). მან მშენებლობის ფარგლებში მოახდინა მ--------–ში მდებარე ხ----------------–ი (მოხსნა მოაჯირები), რომლებიც დროებით დაალაგა მისი საცხოვრებელი სახლის ღობის გვერდით. ხელშეკრულების პირობების შესრულების შემდეგ, აღნიშნული მოაჯირები პ---–- ვ--------–---–ს, როგორც შპს ,,ბ------–------“-ის დირექტორს, სახელმწიფოსთვის უნდა ჩაებარებინა. დაზარალებულის ჩვენებით, ქურდობის წინა დღეს, საცხოვრებელ სახლთან შეამჩნია მუქი ფერის, „ფ-------ს“ მარკის მიკროავტობუსით მყოფი ორი ახალგაზრდა, რომლებიც მისი გამოჩენისთანავე წავიდნენ. მეორე დილით პ---–- ვ--------–---–თან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჰკითხეს ხომ არ დაკარგა რამე. დაზარალებულმა შემოწმებისას აღმოაჩინა, რომ ეზოსთან დალაგებული 24 ცალი მოაჯირი იყო წაღებული. იგი წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ნახა მისგან წაღებული, პოლიციის განყოფილების ეზოში დაწყობილი, დალუქული მოაჯირები.

 

დაზარალებულმა დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ გამომძიებელთან და ექსპერტებთან ერთად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე; მათ მოპარული და დარჩენილი მოაჯირები შეადარეს ერთმანეთს, რა დროსაც მათი იდენტურობა დადასტურდა. დაზარალებულმა პ---–- ვ--------–---–მა ასევე განმარტა, რომ მისგან წაღებული მოაჯირები არის ოცდაათიან წლებში ჩამოსხმული, იშვიათია და ბაზარში არ იყიდება. პ---–- ვ--------–---–ის ჩვენების თანახმდ, მოაჯირების ღირებულება (ჯართის ფასად) დაახლოებით 500 ლარს შეადგენს, ერთი მოაჯირის წონა კი დაახლოებით 20-25 კილოგრამია. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ ხ----------------–ის შემდეგ, ხელშეკრულების ვადის გასვლამდე მოაჯირებს თავად ინახავს. მოაჯირების მესაკუთრე სახელმწიფოა, თუმცა დაკარგვის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოვალეობა პ---–- ვ--------–---–ს ეკისრება. პ---–- ვ--------–---–მა განმარტა, რომ მოაჯირები ეწყო სახლის ეზოსთან, რომელსაც ცარიელი მინდორი ესაზღვრება.

 

3.1.2. საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს, ვ---------------–--ს სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ბ----–--–---–-–---–მა და ლ-–- ჯ-–--–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს, რომ 2018 წლის 26 მაისს, ღამის საათებში, შეაჩერეს ლ-–- მ-----–--ის მართვის ქვეშ მყოფი, „ფ------------------ის“ მარკის მიკროავტობუსი, რომლის ჩხრეკისას, ავტომანქანის საბარგულში აღმოჩნდა 24 ცალი ხიდის რკინის მოაჯირი. ადგილზე შედგა დადგენილება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, ასევე ჩხრეკის ოქმი, რომელსაც მოაწერეს ხელი და მოაჯირები ლ-–- მ-----–--ის ავტომანქანით გადაიტანეს ვ-----------------–ოს მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას საპროცესო ნორმების დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

3.1.3. მოწმე ლ---- მ-----–--ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 26 მაისს, საღამო ხანს, იმყოფებოდა ქ. თბილისში, დ------------–----------–ის ქუჩაზე, რა დროსაც დაურეკეს მეგობრებმა - ლ-–- მ-----–--ემ და ნ------- თ------ემ და დახმარება სთხოვეს. იგი პ------–ის ქუჩაზე შეხვდა ლ-–- მ-----–--ეს და ნ------- თ------ეს, რომელთაც მალევე შეუერთდა გ---- ხ-------–ი. მათ გაუარეს ჯ--------------–--ეს და ლ-–- მ-----–--ის ავტომანქანით მივიდნენ ტერიტორიაზე, სადაც რკინის მასალა უწესრიგოდ ეყარა. ხუთივე პირმა 24 ცალი რკინის მოაჯირი ჩაალაგეს ავტომანქანაში და წამოვიდნენ. დაახლოებით 5-7 წუთში ისინი შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა და გადაიყვანეს განყოფილებაში, ხოლო მოაჯირები პოლიციის ეზოში ჩამოცალეს.

 

მოწმის განმარტებით, ლ-–- მ-----–--ეს და ნ------- თ------ეს თავიდან არ დაუკონკრეტებიათ, რა ნივთი უნდა წამოეღოთ. აღნიშნულის შესახებ მას მოგვიანებით უთხრეს. მოწმის ჩვენების თანახმად, მართკუთხედის ფორმის, ორნამენტების მქონე რკინის მოაჯირები ტრიალ მინდორზე, გზიდან დაახლოებით 10 მეტრში უწესრიგოდ ეყარა; წამოსაღებ ნივთებთან დაკავშირებით რა საუბარი შედგა ბრალდებულებს შორის მისთვის უცნობია. ლ---- მ-----–--ემ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს, თუმცა ჩვენებას გაცნობის გარეშე მოაწერა ხელი და პოლიციელებმა მას დარეკვის საშუალება არ მისცეს.

 

3.1.4. 2018 წლის 26 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, პ---–- ვ--------–---–მა სამართალდამცავებს მიუთითა ქ. თბილისში, ე------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი საცხოვრებელი სახლის გარეთა მხარეს, ბეტონის ღობეზე, რომლის გვერდზეც ელაგა ხ-------ოაჯირები. დაზარალებულმა ასევე მიუთითა მეტალის ნაკეთობაზე, რომელიც ეფარა აღნიშნულ მოაჯირებს. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ.

 

3.1.5. 2018 წლის 16 ი----ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, პ---–- ვ--------–---–მა სამართალდამცავებს მიუთითა ქ. თბილისში, ე------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი საცხოვრებელი სახლის გარეთა მხარეს, ბეტონის ღობეზე, რომლის გვერდზეც აწყვია ხ-------ოაჯირები. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული მოაჯირები იდენტურია 2018 წლის 26 მაისს, პოლიციის მიერ ამოღებული ხ-------ეტალის მოაჯირებისა, რომლებიც ამჟამად განთავსებულია ვ---------------–--ს შს სამმართველოს მ--------------–--ის ადმინისტრაციული შენობის ეზოში.

 

3.1.6. 2018 წლის 26 მაისის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ვ---------------–--ს შს სამმართველოს მ--------------–--ის დეტექტივ - გამომძიებელ ლ-–- ჯ-–--–---–ის მიერ, უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ ბ----–--–---–-–---–ისა და ბრალდებულ ლ-–- მ-----–--ის თანდასწრებით გაჩხრეკილ იქნა ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა „ფ------------------ი“ სახ. №-------, რომლის საბარგულიდან ამოღებულ იქნ-------ს თუჯის 24 ცალი დეკორატიული მოაჯირი, რომლებიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

3.1.7. 2018 წლის 28 მაისს, დაზარალებულ პ---–- ვ--------–---–ის მონაწილეობით დათვალიერდა, შს სამინისტროს ვ---------------–--ს სამმართველოს მ--------------–--ის ადმინისტრაციული შენობის ეზოში განთავსებული, ხ-------ეტალის მოაჯირები. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული მოაჯირები მოხსნა ქ. მ--------–ში მდებარე------ს სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას.

 

3.1.8. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ-----------------–ოს სამმართველოს მ--------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები - მ-----------–----ე და შ-------------–---–ი, ექსპერტ - კრიმინალისტი გ------- უ-------–--ე, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში; შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს. მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების კანონშესაბამისობა შემოწმებულია სასამართლოს მიერ შესაბამის საპროცესო ეტაპზე და არ გამოვლენილა რაიმე არსებითი კანონდარღვევა, რაც გავლენას მოახდენდა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

 

ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია

 

3.1.9. დაზარალებულმა პ---–- ვ--------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ მ--------–ში მდებარე ხ----------------–ისას მოხსნა ლითონის მოაჯირები, რომლებიც განათავსა მისი საცხოვრებელი სახლის გარეთ, ღობესთან. ერთი მოაჯირის წონა 20-25 კილოგრამია, ხოლო ფარულად დაუფლებული 24 ცალი ლითონის ხ-------ოაჯირის ღირებულება (ჯართის ფასად) შეადგენს დაახლოებით 500 ლარს.

 

დაცვის მხარის პოზიცია:

 

3.1.10. ბრალდებულმა ლ-–- მ-----–--ემ საქმის არსებითი განხილვისას მიცემულ ჩვენებში განაცხადა, რომ 2018 წლის 25 მაისს, გვიან ღამით, ავტომანქანით გადაადგილებისას შეხვდა მეგობრებს - ნ------- თ------ეს და გ---- ხ-------–ს, რომლებსაც ტვირთის გადატანაში დახმარება სთხოვა. მათ გზაში შეხვდათ ჯ--------------–--ე და ლ---- მ-----–--ე, რომლებიც ასევე წაიყვანა დასახმარებლად და მივიდნენ ქ. თბილისში, ე-------ს ქუჩაზე, სადაც მიკროავტობუსზე დატვირთეს რკინის მასალა და წამოვიდნენ. ისინი რამდენიმე წუთში გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომელთაც დაათვალიერეს ავტომანქანის საბარგული და ჰკითხეს, საიდან ჰქონდათ აღნიშნული მასალა. აღნიშნულის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა გამოიძახეს დამხმარე ძალა, ხუთივე პირი გადაანაწილეს ავტომანქანებში, ჩამოართვეს პირადობის მოწმობები და გადაუღეს ფოტოსურათები. ბრალდებულის განმარტებით, რკინის მასალა პოლიციის ეზოში მეგობრებთან ერთად ჩამოტვირთა ავტომანქანიდან, რის შემდეგაც პოლიციაში შეადგინეს ჩვენებები, მოაწერინეს ხელი და დაახლოებით დილის 10 საათზე გაუშვეს სახლებში. ლ-–- მ-----–--ის ჩვენების თანახმად, პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას მას შეზღუდული ჰქონდა მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლება; ჩვენება, რომელსაც ხელი მოაწერა, არ წაუკითხავს. ბრალდებულმა განმარტა, რომ შემთხვევის ღამეს, მას მეგობრებისთვის არ უთქვამს კონკრეტულად რაში სჭირდებოდა მათი დახმარება და უბრალოდ სთხოვა მათ, დახმარებოდნენ ტვირთის გადაზიდვაში. ბრლდებულმა ასევე განმარტა, რომ რკინის მასალა ტრიალ მინდორში ეყარა, მოთავსებული იყო მიწის, ნაგვის, პარკებისა და ბოთლების ქვეშ და არ ეგონა, თუ ის ვინმეს კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. ლ-–- მ-----–--ის ჩვენების თანახმად, მას ხშირად უწევდა იმ გზაზე გავლა, სადაც რკინის მოაჯირები ელაგა და არაერთხელ შეუმჩნევია ისინი. ბრალდებულის ჩვენებით, დღის განმავლობაში მიკროავტობუსი დაკავებული იყო, რის გამოც გადაწყვიტა რკინები საღამოს წამოეღო, ვინაიდან ჯართი ბანკის ვალის გასასტუმრებლად სჭირდებოდა.

 

3.1.11. ბრალდებულებმა გ---- ხ-------–მა და ნ------- თ------ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნეს დამნაშავედ და განმარტეს, რომ 2018 წლის 26 მაისს, ღამის საათებში ლ-–- მ-----–--ის თხოვნით დატვირთეს ავტომანქანაში რკინის მასალა. უშუალოდ ადგილზე მისვლამდე მათთვის უცნობი იყო, თუ რა უნდა წამოეღოთ. მათ ასევე განმარტეს, რომ არ იცოდნენ აღნიშნულ ჯართს მესაკუთრე ჰყავდა თუ არა, რადგან ტრიალ მინდორში უწესრიგოდ ეყარა, ტერიტორია შემოღობილი არ იყო და არც რაიმე წარწერა შეუნიშნავთ ახლომახლო. გ---- ხ-------–ისა და ნ------- თ------ის ჩვენების თანახმად, მათ ლ-–- მ-----–--ის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ შეჰპარვიათ და არ ფიქრობდნენ, რომ აკრძალულ ქმედებას სჩადიოდნენ. ბრალდებულებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათ წამოიღეს 24 ცალი რკინის მოაჯირი, რომელიც პოლიციის განყოფილების ეზოში ჩამოცალეს; ორივე მათგანი დაკითხეს, თუმცა ჩვენებას წაუკითხავად მოაწერეს ხელი და მხოლოდ ამის შემდეგ გაათავისუფლეს ისინი პოლიციის განყოფილებიდან. ბრალდებულების ჩვენების თანახმად, მათ პოლიციის თანამშრომლებმა მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლება შეუზღუდეს. მათ მიმართ განხორციელებული სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფისა და რაიმე სახის იძულების შესახებ განმარტება გ---- ხ-------–სა და ნ------- თ------ეს არ გაუკეთებიათ.

 

3.1.12. მოწმე გ------- ხ-------–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2018 წლის 25 მაისს, საღამოს 11 საათიდან ვერ შეძლო შვილთან - გ---- ხ-------–თან დაკავშირება, ვინაიდან ეს უკანასკნელი მობილურ ტელეფონს არ პასუხობდა, მოგვიანებით კი საერთოდ გათიშა. მან მხოლოდ დილით შეიტყო, რომ გ---- ხ-------–ი დაკავებული იყო და ქურდობას ედავებოდნენ. გ------- ხ-------–ის ჩვენების თანახმად, იგი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და დარჩენილ ჯართს ფოტოსურათები გადაუღო, რა დროსაც მან შეამჩნია, რომ რკინას მიწა ეყარა და უწესრიგოდ ელაგა მინდორში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ პოლიციის განყოფილების ეზოში დალაგებული ჯართი დალუქული არ ყოფილა.

 

3.1.13. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი, საქართველოს რ---------–-------------------------------------------ის სამინისტროს საქართველოს ს-------------–--------ის დეპარტამენტის 2----–-–--------–--ის წერილის თანახმად, ა---------–---------------–--–--------ის მოვლა-შენახვის კუთხით ორ კონტრაქტს კურირებს და სამუშაოებს ასრულებს შპს „ა----–-“. შპს „ბ------–------“ წარმოადგენს შპს „ა----–-ს“ ქვეკონტრაქტორ კომპანიას, ხოლო მოაჯირები, რომლებიც დაექვემდებარება დემონტაჟს, წარმოადგენს ს-------------–--------ის საკუთრებას.

 

3.1.14. შპს „ა----–-ს“ დირექტორის 2----–-–--------–--ის №-- წერილის თანახმად, კომპანია ახორციელებს ა---------–--- საქართველოში არსებული ს-------------–----------ს მოვლა-შენახვის (უ-------------------) სამუშაოებს, სადაც „ბ------–------“ არის შპს „ა----–-ს“ ქვემოიჯარე კომპანია. 2018 წლის იანვარში, შპს „ბ------–------“-მ ფ-------–-----------–----------ის ს-------------–---------ე, ქ. მ--------–ში, განახორციელა ხ--------არემონტო სამუშაოები და დემონტაჟი ჩაუტარა ხ-------ოაჯირებს. მოხსნილი მოაჯირები არ წარმოადგენს შპს „ბ------–------“-ის საკუთრება, ის მხოლოდ პასუხისმგებელია მისი მოვლა- შენახვისათვის, შესაბამის ორგანოში წარდგენამდე.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

4.3. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

4.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

4.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

4.6. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ ლ-–- მ-----–--ის, გ---- ხ-------–ისა და ნ------- თ------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გამოკვლეული იქნა მხარეთა მონაწილეობით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულების ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ, ბრალდებულების დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა; ამდენად, უნდა შეფასდეს ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულების შინაარსობრივი მხარე, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება თითოეული მათგანით და ერთობლივად რა ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ისინი.

 

4.7. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება; ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.8. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“

 

4.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულ დაუფლებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნებოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის ფარული დაუფლება) და 3) აღნიშნული ქმედების შედეგად უნდა დადგეს შედეგი (ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი).

 

4.10. განსახილველ შემთხვევაში პ---–- ვ--------–---–ის ჩვენებით, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი საქართველოს რ---------–-------------------------------------------ის სამინისტროს საქართველოს ს-------------–--------ის დეპარტამენტის და შპს „ა----–-ს“ დირექტორის წერილებით დგინდება, რომ ხ----------------–ის შედეგად მოხსნილი რკინის მოაჯირები წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, თუმცა სამუშაოების შემსრულებელი კომპანია - შპს „ბ------–------“ ვალდებულია ხელშეკრულების პირობების შესრულებამდე მოუაროს და შეინახოს ნივთი. პ---–- ვ--------–---–მა ცალსახად აღნიშნა, რომ ხ----------------–ისას მოხსნილი ნივთის დაკარგვის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მას ეკისრება; 2018 წლის 26 მაისს, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული 24 ცალი მოაჯირის საფასური მან უნდა აანაზღაუროს; შესაბამისად, ზიანი მიადგა მას და გამოძიებამ იგი სწორად მიიჩნია დაზარალებულად.

 

4.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიზნებისთვის დაზარალებულად ითვლება სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში ცხადია, რომ მატერიალური ქურდობის შედეგად ზიანი უშუალოდ პ---–- ვ--------–---–ს (შპს „ბ------–------“) მიადგა. სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების საკითხზე სახელმწიფოს, შპს „ა----–-“ და შპს „ბ------–------“-ს შორის წარმოშობილი დავა (ასეთის წარმოშობის შემთხვევაში) გადაწყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და აღნიშნული არ წარმოადგენს მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის საკითხს; შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უტყუარად იქნა დადგენილი ნივთის კუთვნილება და სახე, ასევე ის გარემოება, რომ ლ-–- მ-----–--ის, გ---- ხ-------–ის და ნ------- თ------ის მიერ ფარულად იქნა დაუფლებული დაზარალებულის კუთვნილი მოძრავი ნივთი - 24 ცალი ლითონის მოაჯირი.

 

4.12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობისთვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს ბევრად აღემატება ის ზიანი, რაც გამოიწვია ლ-–- მ-----–--ის, გ---- ხ-------–ისა და ნ------- თ------ის მიერ ჩადენილმა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებული კომპანიის წარმომადგენლის ჩვენებით დადგენილია, რომ იმ ნივთების საერთო ღირებულება, რომელთაც ფარულად დაეუფლნენ ლ-–- მ-----–--ე, გ---- ხ-------–ი და ნ------- თ------ე, დაახლოებით შეადგენს 500 ლარს; მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულ მოაჯირებზე არ იქნა დანიშნული სასაქონლო ექსპერტიზა, სასამართლოს, გონივრული განსჯის პირობებში, რეალურად მიაჩნია დაზარალებულის მიერ დასახელებული ზიანის ოდენობა. საქმის არსებითი განხილვისას დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ ფარულად იქნა დაუფლებული 24 ცალი რკინის მოაჯირი, რომელთაგან თითოეულის წონა დაახლოებით 20-25 კილოგრამს შეადგენს; შესაბამისად, რკინის მასალის საბაზრო ღირებულების გათვალიწინებით, პ---–- ვ--------–---–ის მიერ ზიანის მინიმალური ოდენობა იქნა დასახელებული (ჯართის ფასი), რასაც სასამართლო სრულად იზიარებს.

 

4.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქურდობის ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლი იძლევა ჯგუფური დანაშაულის დეფინიციებს და ერთმანეთისგან მიჯნავს წინასწარ შეუთანხმებლად, წინასწარი შეთანხმებითა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის ცნებებს. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

4.14. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ლ-–- მ-----–--ეს, ნ------- თ------ესა და გ---- ხ-------–ს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა მოაჯირების ფარულად და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით. ბრალდების მხარე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ჩადენის დასადასტურებლად ეყრდნობა მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს, რომლებმაც ერთად დაინახეს ბრალდებულები ავტომანქანაში, რომელშიც მოთავსებული იყო ფარულად დაუფლებული რკინის მოაჯირები. ლ-–- მ-----–--ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში რკინის მოაჯირების დატვირთვის ფაქტს ადასტურებენ თავად ბრალდებულებიც, რასაც სასამართლო სადავოდ არ მიიჩნევს, თუმცა, ხსენებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მათ შორის წინასწარი შეკავშირების არსებობა; ქურდობის თვითმხილველი მოწმე ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია და არც ბრალდებულებს დაუდასტურებიათ მსგავსი რამ მათ ჩვენებებში.

 

4.15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის №6------- განაჩენით, განმარტებულია, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს.

 

4.16. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის პოზიცია - ბრალდებულებს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობის თაობაზე, გამომდინარეობს მხოლოდ იმ ფაქტიდან, რომ ლ-–- მ-----–--ე, ნ------- თ------ე და გ---- ხ-------–ი ქმედების განხორციელების მომენტში ერთად იმყოფებოდნენ, რაც სასამართლოს აზრით, ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რაც, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 273-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი.

 

4.17. გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1------ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------------ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

4.18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–- მ-----–--ეს, ნ------- თ------ეს და გ---- ხ-------–ს ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოთ მითითება -წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ჩადენის თაობაზე და ამ ნაწილში ისინი უნდა გამართლდნენ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ჩადენილია ქურდობა წინასწარ შეუთანხმებლად ჯგუფის მიერ, რაც საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შესაბამისად, არ წარმოადგენს ქურდობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, რის გამოც მათ მიერ ქმედების ობიექტური შემადგენლობის ერთად განხორციელება დამატებით კვალიფიკაციას არ საჭიროებს.

 

4.19. სასამართლომ, ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ლ-–- მ-----–--ის, ნ------- თ------ისა და გ---- ხ-------–ის მიერ ქურდობის ჩადენა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 26 მაისს, ღამის საათებში ნ------- თ------ემ, გ---- ხ-------–მა და ლ-–- მ-----–--ემ ამ უკანასკნელის ავტომანქანაში დატვირთეს შპს „ბ------–------“-ს დროებით სარგებლობაში არსებული, 500 ლარად ღირებული 24 ცალი ლითონის მოაჯირი და დატოვეს შემთხვევის ადგილი. რამდენიმე წუთის შემდეგ ისინი შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ბრალდებულების მიერ ფარულად დაუფლებული 24 ცალი ლითონის მოაჯირი.

 

4.20. ზემოხსენებული დასკვნის მიღებამდე, სასამართლომ მიმოიხილა დაცვის მხარის არგუმენტაცია და არ გაიზიარა მისი პოზიცია ლ-–- მ-----–--ის, ნ------- თ------ის და გ---- ხ-------–ის უდანაშაულობის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.21. დაცვის მხარის მტკიცებით, 2018 წლის 26 მაისს, პოლიციელთა მხრიდან დარღვეულ იქნა ბრალდებულთა უფლებები, რაც გამოიხატა ბრალდებულების უკანონოდ დაკავებაში და მათ მიერ ჩვენების მიცემის იძულებაში. მხარეებმა საქმის არსებითი განხილვისას დაადასტურეს, რომ ლ-–- მ-----–--ის, ნ------- თ------ისა და გ---- ხ-------–ის მიმართ, პოლიციელთან მხრიდან განხორციელებული შესაძლო უკანონო ქმედების გამო, გამოძიება მიმდინარეობს თბილისის პროკურატურაში, სადაც შესაძლოა დადგინდეს ან უარყოფილ იქნეს დაცვის მხარის პრეტენზიები გამოძიების მიმართ; მოცემულ ეტაპზე, აღნიშნული დადასტურებული არ არის, შესაბამისად, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერებაში სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია და აღნიშნულზე დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

4.22. დაცვის მხარის განმარტებით, დაზარალებულის და მოწმე პოლიციელთა ჩვენებები არ არის დამაჯერებელი და ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ უტყუარობის სტანდარტს, რის გამოც ისინი არ უნდა იქნეს გამოყენებული ლ-–- მ-----–--ის, ნ------- თ------ისა და გ---- ხ-------–ის მიმართ განაჩენის გამოტანისას. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას და განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულების მიმართ დაზარალებულისა და მოწმეების რაიმე დაინტერესება, რაც მათი ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა, არ გამოვლენილა. პ---–- ვ--------–---–ი ბრალდებულებს არ იცნობს; მან დაადასტურა მხოლოდ ის გარემოება, რომ ქურდობის წინა დღეს, მის სახლთან შენიშნა მუქი ფერის „ფ------------------ი“, რომელთანაც იმყოფებოდა ორი ახალგაზრდა. ბრალდებულების რაიმე ფორმით შემხებლობა პოლიციასთან, მით უფრო ვ---------------–--ს შს სამმართველოს მ--------------–--ის თანამშრომლებთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება; შესაბამისად, სასამართლო ცალსახად გამორიცხავს დაზარალებულისა და მოწმე პოლიციელთა დაინტერესებას ბრალდებულების პიროვნებით. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა მოწმეთა ჩვენებებს შორის საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა, ხოლო მცირე უზუსტობები, რომლებიც შესაძლოა იყოს პოლიციელთა მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში, ვერ მოახდენს აღნიშნულ მოწმეთა დისკრედიტაციას.

 

4.23. დაცვის მხარე ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდებულებს ქურდობა არ ჩაუდენიათ; ლ-–- მ-----–--ემ გადაწყვიტა, გაშლილ მინდორში უწესრიგოდ დაყრილი ჯართის წამოღება, რაშიც დახმარება მეგობრებს სთხოვა; შესაბამისად, დაცვის მხარის მტკიცებით, გამოირიცხება ნ------- თ------ისა და გ---- ხ-------–ის მონაწილეობა ქურდობის ჩადენაში, ხოლო ლ-–- მ-----–--ე მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის მდგომარეობაში, რადგან არ იცოდა, რომ ჯართი, რომელიც მინდორში იყო განთავსებული, კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 36-ე მუხლის თანახმად, ის, ვინც არ იცის, რომ ქმედება, რომელსაც ჩადის, აკრძალულია, არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეცდომა მისატევებელია. ამავე მუხლის თანახმად, შეცდომა მისატევებელია, თუ შექმნილ ვითარებაში პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება, რომ ბრალდებულებმა არ იცოდნენ და არც შეიძლებოდა სცოდნოდათ, რომ ჩადიოდნენ აკრძალულ ქმედებას. შემთხვევის ადგილის დათვალიერებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და მათზე თანდართული ფოტოსურათებით, დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ ლითონის მოაჯირები განთავსებული იყო პ---–- ვ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის ღობის გარეთ და არა სადმე დაუსახლებელ ტერიტორიაზე ან უდაბნოში; ლითონის მოაჯირები მისი ფორმითა და მასზე გამოსახული ფიგურებით, გონივრული მსჯელობის შემთხვევაში ცალსახად ვერ მიიჩნევა ჯართად. ამასთან, ბრალდებულებს არც უცდიათ გაერკვიათ, წარმოადგენდა თუ არა ლითონის მოაჯირები ვინმეს კერძო საკუთრებას, არ უკითხავთ მახლობლად მცხოვრები ადამიანებისთვის აღნიშნულის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნორმალური განვითარების ადამიანს შეუძლებელია არ გასჩენოდა კითხვა, ეკუთვნოდა თუ არა მოაჯირები ვინმეს? ყოველივე ზემოაღნიშნული ცალსახად გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ ლ-–- მ-----–--ე მოქმედებდა მისატევებელი შეცდომის პირობებში და შეუძლებელია მას ცოდნოდა, რომ აკღზალულ ქმედებას ჩადიოდა.

 

4.24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ-–- მ-----–--ემ, გ---- ხ-------–მა და ნ------- თ------ემ ჩაიდინეს - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ლ-–- მსხვილძე პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია;

5.2. გ---- ხ-------–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია;

5.3. ნ------- თ------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია;

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

6.4. ლ-–- მ-----–--ის, ნ------- თ------ისა და გ---- ხ-------–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არასაპატიმრო სასჯელი უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. ასევე სასჯელის სახისა და ვადის განსაზღვრისას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულები არ არიან ნასამართლევები და ჰყავთ მშობლები, რომლებიც ეფექტურად განახორციელებენ სასჯელის აღსრულებაზე კონტროლს.

 

6.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ლ-–- მ-----–--ეს, რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - შინაპატიმრობა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით; ხოლო ნ------- თ------ესა და გ---- ხ-------–ს - შინაპატიმრობა 1 (ერთი) წლის ვადით; გამომდინარე იქედან, რომ სამივე პირის დანშაულებრივი ქმედება ჩადენილია ღამის საათებში, თითოეულ მათგანს უნდა დაეკისროთ საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 00:00 საათიდან 07:00 საათამდე შუალედში.

 

7. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებათა საკითხის გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- ლ-–- მ-----–--ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ლითონის მოაჯირები - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- ნივთმტკიცების პირველადი ლუქები, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დაადგინა:

 

1. ლ-–- მ-----–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;

 

2. ლ-–- მ-----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - შინაპატიმრობა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

3. ლ-–- მ-----–--ეს დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 00:00 საათიდან 07:00 საათამდე შუალედში.

 

4. მსჯავრდებულ ლ-–- მ-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

5. გ---- ხ-------–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;

 

6. გ---- ხ-------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - შინაპატიმრობა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

7. გ---- ხ-------–ს დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 00:00 საათიდან 07:00 საათამდე შუალედში.

 

8. მსჯავრდებულ გ---- ხ-------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

9. ნ------- თ------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;

 

10. ნ------- თ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - შინაპატიმრობა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

11. ნ------- თ------ეს დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 00:00 საათიდან 07:00 საათამდე შუალედში.

 

12. მსჯავრდებულ ნ------- თ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

13. შინაპატიმრობის აღსრულებისას, მსჯავრდებულთა ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

14. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- ლ-–- მ-----–--ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ლითონის მოაჯირები - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- ნივთმტკიცების პირველადი ლუქები, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

15. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

16. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე