განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100118002732488
#1/319-18 (№0-----------)
თელავის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 დეკემბერი 2018 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზვიად შარაძემ
თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ---------------–---–ი - დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ--–--------------------------------.
ადვოკატი - ზურაბ ბეგიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის აგვისტოს თვის შუა რიცხვებიდან 2018 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, თ--–----------------------–-----------ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, ვ---------------–---–მა ოთხჯერ იძალადა ფიზიკურად თავის მეუღლეზე ბ-----–--------ეზე კერძოდ, ვ---------------–---–მა აგვისტოსა და სექტემბრის თვეში სამჯერ ცემა ხელის გამოყენებით ბ-----–--------ე სახის არეში. თითოეული ძალადობის დროს ბ-----–--------ე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას. 2018 წლის 15 ოქტომბერს დაახლოებით 11:00 საათზე საკუთარი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, ვ---------------–---–მა ბ-----–--------ეს სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი, რა დროსაც ბ-----–--------ე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს, ასევე მცირე დროის გასვლის შემდეგ, ვ-------მა ბ-----–-ას მარცხენა ხელის იდაყვის არეში ხელი ჩაარტყა რამდენჯერმე. აღნიშნული სისტემატიური ფიზიკური ძალადობის დროს ბ-----–--------ე განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას.
2018 წლის აგვისტოს თვის შუა რიცხვებიდან 2018 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, თ--–----------------------–-----------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ვ---------------–---–ი სისტემატიურ შეურაცხყოფას აყენებდა თავის მეუღლეს ბ-----–--------ეს, კერძოდ ლანძღავდა აგინებდა და ახდენდა მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. აღნიშნული სისტემატიური შეურაცხყოფის შედეგად ბ-----–--------ე განიცდიდა სულიერ ტანჯვას.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; დაზარალებულის ჩვენება; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვ.) ერთობლიობა ვ---------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო ასევე იხმობს, 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციას (სტამბულის კონვენცია) ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ. საქართველომ აღნიშნულ კონვენციას ხელი მოაწერა 2014 წლის 19 ივნისს და ძალაში შევიდა 2017 წლის 1 სექტემბერს. აღნიშნული კონვენციის 55-ე მუხლის თანახმად, კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ამ კონვენციის 35-ე (ფიზიკური ძალადობა), 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ---------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატიური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ---------------–---–ის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ იგი აღიარებას ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან, რას შეეხება დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამასთან, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მოცემულ შემთხვევაში, ვ---------------–---–ს განხორციელებული აქვს ოჯახური ძალადობა შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ თავისუფლების აღკვეთაზე სხვა, ნაკლებად მკაცრი სახე, ზემოთ მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ვ---------------–---–ი აღიარებას და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, შერიგებულია დაზარალებულთან. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი. თუმცა, სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი ქმედებების სახეს, მის საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ ვ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ვ---------------–---–ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ---------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:
საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ვ---------------–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
ვ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 16 ოქტომბრიდან - 2018 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი.
აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ვ---------------–---–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ზვიად შარაძე