განაჩენი

სისხლის სამართლის 13.11.2018
საქმის ნომერი
020100118002388201
დავის ტიპი
276 6
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002388201

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/154-18 13 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - დახურული

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორები: ნ----------–-------, ლ--------–--

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული ზ--------------------–-------–---------------–-------–-–-----------------------------–----------–---------------------------------------–------------------------–-----------–--------–---------------------------------------–----–----–---------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში

 

2.2. ადვოკატი გ-------------–--

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

2----–-–----------------–ს, დაახლოებთ 20 საათსა და 30 წუთზე ქ--------–-----------–------------- აღ--–-----–--------ს მიმართულებით მოძრავი ,,ბ--’’-ს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით I--------, რომელსაც მართავდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, 1--- წელს დაბადებული ზ--------------------–-------–-, დაეჯახა ქვეითად მოსიარულე, 1--- წელს დაბადებულ გ------------------------ს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით ქვეითად მოსიარულე გ----------- ადგილზე გარდაიცვალა.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2----–-–----------------–ს, დაახლოებთ 20 საათსა და 30 წუთზე ქ--------–-----------–------------- აღ--–-----–--------ს მიმართულებით მოძრავი ,,ბ--’’-ს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით I--------, რომელსაც მართავდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, 1--- წელს დაბადებული ზ--------------------–-------–-, დაეჯახა ქვეითად მოსიარულეს, 1--- წელს დაბადებულ გ------------------------ს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით ქვეითად მოსიარულე გ----------- ადგილზე გარდაიცვალა. ზ---------–-------–-ს მიერ საგზაო მოძრაობის წესების რომელიმე ნორმის დარღვევა ვერ დადგინდა.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში

 

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სუბიექტი არის ის, ვინც მართავს სატრანსპორტო საშუალებას.

ბრალდებულის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტი სადავო არ გამხდარა მხარეებს შორის. ასევე უდავოა, რომ ბრალდებული იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში.

მხარეები სადავოდ ხდიან ბრალდებულის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას.

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარეს ბრალდებულის ქმედების მართლწინააღმდეგობის დასადგენად წარმოადგინა მტკიცებულებები, დაცვის მხარემ თავის მხრივ, ბრალდების გასაქარწყლებლად წარმოადგინა მტკიცებულებები.

მოწმე ს---------------ას ჩვენებით ირკვევა, რომ 2----–-–----------------–ს გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც შენიშნა სისხლის ლაქები, პლასტმასის ნამსხვრევები, ქუდი, იდგა დაზიანებული ავტომანქანა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ზ---------------ის ჩვენებით და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი იყო მძღოლის – ზ---------–--------–ის მოქმედება, რაც არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21.15 და 33.11 მუხლის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას შეეძლო მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. ამასთან, ექსპერტმა განმარტა, რომ განათების არარსებობა, სავალ ნაწილზე შავებში ჩაცმული ქვეითის ყოფნა შეიძლება იყოს მძღოლისთვის დამაბრკოლებელი გარემოება, მაგრამ გამომძიებლის დადგენილებაში ეწერა, რომ ხელის შემშლელი გარემოებები არ არსებობდა. ამიტომ ეს გარემოებები მას არ გაუთვალისწინებია. მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს განათების პირობები. ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ მას რაიმე სახის ტექნიკური გაანგარიშება არ უწარმოებია, რადგან ამის მონაცემები არ იყო დადგენილებაში. მისივე განმარტებით, მძღოლის სარეაქციო დრო შექმნილ პირობებში არის 1,2 წმ. ტროტუარის კიდიდან თუ რა მანძილზე მოძრაობდა ავტომანქანა, არ იცის. კანონი მძღოლს ავალდებულებს საფრთხის დროს გაჩერებას და არა გვერდის ავლას. თუ ხელისშემშლელი პირობები არსებობდა, საგამოძიებო ექსპერიმენტი აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გამომძიებელი ეუბნებოდა დადგენილებით, რომ ხელის შემშლელი პირობები არ იყო. შეჯახების ადგილი ვერ დაადგინა. რომ სცოდნოდა, რომ მძღოლმა ვერ შეამჩნია ქვეითი, მოითხოვდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას და მის გარეშე არ გასცემდა დასკვნას.

მოწმე გ----------–----ს ჩვენებით დასტურდება, რომ 5-6 საათი იქნებოდა, როცა შეხვდა ბრალდებულს. მათ ნახევარი ლიტრი არაყის დალევა გადაწყვიტეს. 1-2 საათი ისხდნენ ერთად, მერე ჩასხდნენ ავტომანქანაში. რადგან მთვრალი იყო, თვალები დახუჭა, გამოფხიზლდა შუშის გაბზარვის ხმაზე. არ იცოდა, თუ რა მოხდა. გადმოვიდა ბრალდებულთან ერთად ავტომანქანიდან. ხიდი სადაც იწყება, იმ ადგილას განათების ბოძი არ არის. ბოლო განათების ბოძი ვითიბი ბანკამდე ტერიტორიაზე მდებარეობს. შემთხვევის ადგილას განათება არ არის. იმ გზაზე განლაგებულია ე.წ. “დაწოლილი პოლიციელი”, რის შემდეგაც არის 100-120 მეტრი, სადაც შეიძლება 60-80 კმ/სთ. სიჩქარის განვითარება, მაგრამ რა სიჩქარით მოძრაობდნენ, არ იცის, რადგან ეძინა.

მოწმე რ---------------ს ჩვენების თანახმად, 2018 წლის 21 თებერვალს 9-------–------------ ვითიბი ბანკისკენ მიდიოდა. გ----------- მისკენ მოდიოდა ვითიბი ბანკის მხრიდან. ჩიხის შუაში რომ მივიდა, უკნიდან შეეჯახა ავტომანქანა. გ----------- გადავარდა ადმინისტრაციული შენობის ეზოში. მძღოლმა გააჩერა, ცდილობდა დახმარებას. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, რომელიც მოვიდა და წაიყვანეს გ-----------. დაჯახებამდე ავტომანქანამ მკვეთრად მარჯვნივ მოუხვია და უცებ გაასწორა. ვითიბი ბანკის და კიდევ რაღაც განათება იყო იქ. დამუხრუჭება არ უნახავს. რამდენიმე მეტრში გაჩერდა ავტომანქანა, რომელიც მარჯვენა კუთხეში მოძრაობდა 70–80 კმ/სთ. სიჩქარით. ავტომანქანის სიჩქარე ზუსტად არ იცის, შეიძლება 60 კმ/სთ. ყოფილიყო. ვითიბი ბანკის წინ იმ დროს ავტომანქანა არ იდგა. 9 აპრილის და ჩიხის შეერთების ზოლში მიდიოდა გ-----------, რომელიც მოძრაობდა სავალი გზის კიდეზე, ტროტუარიდან 10 სმ-ში. ავტომანქანა მოძრაობდა ტროტუარიდან ნახევარ მეტრში. ავტომანქანა შეჯახების ადგილიდან გაჩერდა დაახლოებით 15 მეტრში, ჩიხის შუიდან კუთხეში გადააგდო ქვეითი შეჯახებამ, ზუსტად ბორდიურის კუთხეში დაეცა ქვეითი, თავი ვითიბი ბანკისკენ ჰქონდა, ფეხები – მისკენ, გვერდულად იწვა. ჩიხში მწვანე საფარი იყო და იქ საკონცერტო დარბაზის განათება იყო. ავტომანქანა მთლად სწორად არ მიდიოდა, მარჯვნივ მოდიოდა ცერად, მარჯვნივ ჰქონდა აღებული ოდნავ. შუა ჩიხიდან გზა ოდნავ მარცხნივ უხვევს, სწორი არ არის. ავტომანქანას მარცხნივ უნდა მოეხვია ცოტათი, რომ არ დაჯახებოდა. ავტომანქანამ არ მოუხვია და დაეჯახა.

მოწმე გ-------–-----------ის ჩვენების მიხედვით, 2018 წლის მარტის შუა რიცხვებში საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა. კერძოდ, დადგა 9-------–-ს ქუჩაზე აღ--–-----–--------სკენ სახით. ტროტუარიდან 2 მეტრში იდგა. დაცვის პოლიციის ფორმა ეცვა და მუქი ტანსაცმელი. გაიზომა მანძილი მასა და ავტომანქანის ცხვირს შორის, ფოტოები გადაიღეს, ოქმი შეადგინეს. ოქმში ყველაფერი სწორად არის ასახული. იქ 1 ლამპიონი დგას და იმის იქით ბანკისკენ სიბნელეა. გაზონისკენ ცალ მხარეს არის განათებული. ბანკთან ქუჩა ოდნავ უხვევს.

მოწმე ა-----–-----------–--–---–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ავტომანქანაში იჯდა უკან. ნელი სვლით დაიძრა ავტომანქანა. როცა ნახა ქვეითი, გაჩერდა. 17 მეტრი იყო მანძილი ქვეითამდე. ავტომანქანის გაჩერებისას ვერ შეამჩნია ქვეითი, მაგრამ გაჩერების მერე ნახა. არ იცის რა სიჩქარით მოძრაობდნენ, მაგრამ ფეხით მოძრაობის მსგავსად ნელა მოძრაობდნენ. ადამიანის სილუეტი შენიშნა გაჩერების შემდეგ. აღმაშენებლის ქუჩამდე ცოტა მოხვეულად გრძელდება ქუჩა.

მოწმე ი-----–--------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ექსპერიმენტის დროს ავტომანქანის საჭესთან იჯდა. 9-------–------------ ბ---ს მარკის ავტომანქანით უნდა წასულიყო. როგორც კი ადამიანის სილუეტი დაინახა, გააჩერა ავტომანქანა. გაზომეს მანძილი, სურათები გადაიღეს. 17 მეტრი იყო მანძილი ქვეითამდე. ბანკს განათება ჰქონდა და მერე სიბნელეში უნდა შესულიყვნენ, რაც დისკომფორტს ქმნიდა. სილუეტი იდგა სიბნელეში. ბანკის განათება და გაზონის განათებდა ანათებდა გზას. ქვეითს დაცვის პოლიციის ამრეკლი წარწერა ჰქონდა. ბანკის განათება უშლიდა ხელს, დაენახა სილუეტი. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს სხვა ავტომანქანას არ გაუვლია. ადამიანის მოძრაობის სიჩქარით მიდიოდა ავტომანქანით. წარწერა და სილუეტი ერთდროულად ნახა. ახლო განათების მაშუქი ფარებით მიდიოდა.

ბრალდებულის ჩვენებით დასტურდება, რომ 2----–-–----------------–ს 18 საათზე 9-------–------------ მოძრაობდა აღ--–-----–--------სკენ, შეხვდა მეგობარს, 15-20 წუთი ისაუბრეს, შევიდნენ პარალელურ ქუჩაზე, დალიეს ნახევარი ლიტრი არაყი, რის შემდეგაც ისევ აღ--–-----–--------სკენ წავიდნენ. ავტომანქანას თვითონ მართავდა. ვითიბი ბანკს რომ გასცდა, დაეჯახა ქვეითს. ბანკი განათებულია. როგორც კი გასცდა ბანკს, სიბნელე იყო. 10-15 მეტრში სილუეტი შეამჩნია და შეეჯახა. დამუხრუჭებაც ვერ მოასწრო. დაჯახების შემდეგ გაჩერდა, სცადა დახმარება. ნასვამი იჯდა საჭესთან და სიჩქარეს აკონტროლებდა, რადგან არ უნდოდა პატრულს შეემჩნია. ფხიზელ მდგომარეობაშიც იგივე დაემართებოდა. ავტომანქანის მიმართულება არ შეუცვლია. რესტორანში იმყოფებოდა 2 საათი. 2 ცალი 250 გრამიანი არაყი იყიდეს. გ-----------ს შავი ტანსაცმელი ეცვა, ჩიხის შუაში იდგა, გზაზე 2 მეტრით იყო გადმოსული. იქ გზა სწორია, ოდნავ მოხვეული არ არის. დაახლოებით 5 მეტრზე გადავარდა ქვეითი.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ დ----------–------ს ჩვენების თანახმად, ავტომანქანა გაჩერებულია გზის კიდიდან 2 მეტრში. კიდიდან 1.3 მეტრში არის ჩამონაყარი. ქვეითი გადავარდებოდა წინ და მარჯვნივ. ამიტომ შეჯახება ავტომანქანის სავალ ნაწილზე მოხდებოდა. ჩამონაყარიც წინ და მარჯვნივ დაცვივდებოდა. მაღალი სიჩქარის დროს ქვეითი მაღლა ვარდება და საქარე მინას არ ენარცხება. ენარცხება 50-60 კმ/სთ დროს. გაჩერებას სჭირდება 45 მეტრი. რეაქციის დროა 1,2 წმ. ამ დროს გადის ავტომანქანა 20 მეტრს. ტექნიკური თვალსაზრისით მძღოლი თავიდან ვერ აიცილებდა შეჯახებას. BMW 530d და BMW 525i ერთი და იგივე მოდელის ავტომანქანებია განსხვავებული კომპლექტაციით, ძრავი აქვთ განსხვავებული, ფარები და სამუხრუჭე სისტემა იგივეა. მხედველობა ყველას ინდივიდუალური აქვს. საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი საფრთხის მოხვევით აცდენას არ ავალდებულებს მძღოლს, საფრთხის შემთხვევაში მხოლოდ გაჩერებას ავალდებულებს. საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგენილი 17 მეტრი და ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი 45 მეტრი არ არის შესაბამისობაში შემთხვევის ადგილის დათვალიერების სქემატურ ნახაზთან. საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაცემები არ უნდა შედარდეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების მონაცემებს. ისინი ერთმანეთს ვერ დარდება. ახლო განათების ფარებით ზოგადად 30-50 მეტრში უნდა გამოჩნდეს ამრეკლი წარწერა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტს უნდა გაერკვია ეს გარემოება. ახლო მაშუქი ფარის ნათების მინიმალური მანძილია 30 მეტრი საგზაო ნიშნის მიმართ, მაგრამ არა ობიექტის მიმართ. საგამოძიებო ექსპერიმენტი რომ არ ყოფილიყო ჩატარებული, აუცილებლად მოითხოვდა მის ჩატარებას. მის გარეშე ვერ შეადგენდა დასკვნას. შეჯახება უნდა მომხდარიყო არა იმ ადგილზე, რაც მითითებულია საქმის მასალებში, არამედ უფრო ბანკისკენ, ჩიხის დაწყებამდე, ჩამონაყარის განლაგებამდე 10-15 მეტრის დაშორებით.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ი---------–---ს ჩვენების და სატრანსპორტო ტექნიკური ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ავტომობილზე არსებული დაზიანებები შესაბამისობაშია ავტომობილის მძღოლის მიერ გამოკითხვის ოქმში აღნიშნულ 60 კმ/სთ სიჩქარესთან. ავტომობილის მძღოლ ზ---------–-------–ს ტექნიკური თვალსაზრისით კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შეთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც გამოიწვია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება. შეჯახება მოხდა ავტომანქანის სავალ გზაზე. საფრთხის არსებობისას მძღოლმა უნდა მიიღოს ზომები გაჩერების მიზნით. რეაქციის დრო ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო 1,2 წმ. გაჩერებისთვის კონკრეტულ შემთხვევაში სჭირდებოდა 45 მეტრი. მძღოლს უნდა დაეცვა გზის კიდიდან დაახლოებით 50 სმ. მანძილი, შეიძლება ზოგჯერ ეს მანძილი 20 სმ. იყოს. ეს მანძილი პირობითია. BMW 530d და BMW 525i არის იგივე მოდელის ავტომანქანები განსხვავებული კომპლექტაციით. ისინი ერთმანეთის მსგავსია,განსხვავებული აქვთ ძრავა, ძარული აგრეგატებით შეიძლება განსხვავებული იყოს. შეიძლება 2,5 ლიტრის ბენზინის ძრავს მეტი ცხენის ძალა ჰქონდეს, ვიდრე 3,0 დიზელის ძრავს. ორივე ავტომანქანის ფარები ქარხნულად ერთი და იგივეა, ფორმაც მსგავსი იქნება. ახლო მაშუქი ფარები 100-150 მეტრზე უნდა ანათებდეს. რეაქციის დრო ინდივიდუალური არ არის, დამოკიდებულია საგზაო პირობებზე და არა ინდივიდუალურ მონაცემებზე. 1,2 წამში ავტომანქანა 20 მეტრს გაივლიდა. შეჯახება უფრო ადრე მოხდებოდა, ვიდრე საქმეშია მოცემული. 1,2 წამში 2 ნაბიჯზე მეტს ვერ გადადგამდა ქვეითი, რაც იქნებოდა 1,2 მეტრი. საფრთხის შემთხვევაში მანევრის აკრძალვა არ არის, მაგრამ ვალდებულებაც არ არსებობს. საგამოძიებო ექსპერიმენტის გარეშე დასკვნას ვერ გასცემდა. ავტომანქანას 80 კმ/სთ. სიჩქარით რომ ემოძრავა, შეიძლება საქარე მინა არ დაზიანებულიყო.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ფ----–-, 9-------–------------ გამავალ საავტომობილო გზის მონაკვეთზე. გზა განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისთვის. შემთხვევის ადგილზე გარე განათების საშუალება არ არის. შემთხვევის ადგილზე, 9-------–-ს ხეივნისგან მარჯვენა მხარეს არის ასფალტირებული ჩიხი, რომლის სიგანეა 11,35 მეტრი. შემთხვევის ადგილის გზა არის ასფალტირებული, მშრალი უდეფექტო.

ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომობილის წინა ბამპერზე, მოპირკეთებაზე, წინა საქარე მინაზე, ძრავის სახურავზე, წინა საქარე მინის მარჯვენა ძელზე, წინა მარჯვენა მაშუქ ბარზე, წინა მარჯვენა მოხვევის მაჩვენებელ მაშუქ ფარზე და მარჯვენა უკანა ხედვითი სარკის კიდეზე არსებული დაზიანებები თავისი ფორმით, წარმოქმნის მექანიზმითა და განვითარების ხარისხით დამახასიათებელია მათი რამე რბილი საფარის მქონე სხეულთან შეჯახება– ურთიერთქმედებისთვის, როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც. ავტომანქანის საჭითი მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია.

2018 წლის 17 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა 9-------–------------. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ გ-------–-----------ე, ირაკლი გობრონიძე, ა-----–-----------–--–---–-. გ-------–-----------ეს ტანთ აცვია მუქი ფერის ქურთუკი წარწერით ,,დაცვის პოლიცია’’, მუქი ფერი შარვალი, მუქი ფერის ფეხსაცმელი და თავზე ახურავს მუქი ფერის ქუდი წარწერით ,,დაცვის პოლიცია’’. აღნიშნული პირი დადგა 9-------–------------ აღმაშენებლის გამზირისკენ მიმავალი გზის სამოძრაო ზოლში მარჯვენა მხარეს, სამოძრაო ზოლის მარჯვენა ნაპირიდან 2,3 მეტრის დაშორებით სახით აღ--–-----–--------სკენ, მარჯვნივ არსებული ჩიხის შესასვლელის შუა ნაწილში ჩიხის შესასვლელის დასაწყისამდე 5,5 მეტრში. ,,BMW’’-ს მარკის ავტომობილის საჭესთან ზის ირაკლი გობრონიძე, რომელმაც ჩართო ახლო მაშუქი ფარები და ნელი სვლით მოძრაობდა აღ--–-----–--------სკენ და მის წინ გზის სავალ ნაწილზე მდგარი ქვეითის შემჩნევისთანავე გაჩერდა. შემხვედრი მიმართულებით სხვა ავტომობილი არ მოძრაობდა. ავტომანქანის წინა მარჯვენა ნაწილიდან ქვეითად მდგომამდე მანძილმა შეადგინა 17,1 მეტრი.

ბრალდებულის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის დარღვეული ნორმის იდენტიფიცირებამდე სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, განიხილოს, თუ რა ედება ზ---------–-------–ს ბრალად. როგორც პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ირკვევა, 2----–-–----------------–ს, დაახლოებთ 20 საათსა და 30 წუთზე ქ--------–-----------–------------- აღ--–-----–--------ს მიმართულებით მოძრავი ,,ბ--’’-ს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით I--------, რომელსაც მართავდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი 1--- წელს დაბადებული ზ--------------------–-------–-, დაეჯახა ქვეითად მოსიარულეს, 1--- წელს დაბადებულ გ------------------------ს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით ქვეითად მოსიარულე გ----------- ადგილზე გარდაიცვალა.

სასამართლო აქვე მნიშვნელოვნად მიიჩნევს მიუთითოს, რომ ბრალდებულისათვის ბრალად წარდგენილი ფაქტები არც ერთ დანაშაულს არ წარმოადგენს. კერძოდ, იმისათვის, რომ ეს ფაქტები დანაშაულებრივ ქმედებად იქცეს, აუცილებელია მათ დაემატოს ის, თუ რა დაარღვია ბრალდებულმა. როგორც ბრალდების დადგენილებიდან ირკვევა, დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელი ეს ნიშანი – კონკრეტული წესის დარღვევა – ბრალდებულს ბრალად არ ედება. ყოველ შემთხვევაში ასეთ კონკრეტულ სპეციალურ წესზე ან წესებზე მითითება ბრალდების დადგენილებაში არ არის. ამის გარეშე, მხოლოდ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტების დადასტურება არც ერთი დანაშაულის შემადგენლობას სრულყოფილად არ ქმნის. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტები სრულად დადასტურდა სასამართლო სხდომაზე და მათ არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ, ბრალდებულის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე ნორმის დარღვევა არ გამოვლინდა.

სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ამ პირმა ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება. მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის არსებობისას პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს ბრალდების ფორმულირება - ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. ამდენად, დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ ნათლად უნდა იყოს გადმოცემული, თუ რაში ედება ბრალდებულს ბრალი, მისი რომელი ქმედებაა მიჩნეული მართლსაწინააღმდეგოდ.

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ასევე იმ გარემოებას, რომ სსკ-ის 276-ე მუხლი წარმოადგენს სპეციფიკურ დანაშაულს - ბლანკეტურ ნორმას, რომელიც მოითხოვს მითითებას სხვა კანონის ნორმაზე და რომლის გარეშეც ეს დანაშაული არ არსებობს. ამდენად, ასეთ შემთხვევაში ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასევე ის ნორმაც უნდა აისახოს, რომლის დარღვევასაც ედავებიან ბრალდებულს. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებებს, რაც ასახულია დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ, თუმცა აღნიშნავს, რომ ბრალდებულს არ დაურღვევია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არც ერთი ნორმა. ამდენად, შეიქმნა ვითარება, როცა ორივე მხარე ეთანხმება ბრალდების დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა მხარეთა პოზიცია ქმედების დანაშაულებრიობის თაობაზე ურთიერთსაწინააღმდეგოა. ამასთან, იმას, რაც განსაზღვრავს ამ ქმედების დანაშაულებრიობას, ბრალდების შესახებ დადგენილება არ შეიცავს და ამ დადგენილებიდან არ ჩანს, თუ კონკრეტულად რის დარღვევას ედავებიან ბრალდებულს.

სასამართლო, იმის გარკვევისას, თუ რომელი ნორმის დარღვევა ედება ბრალდებულს ბრალად, ხელმძღვანელობს ბრალდების შესახებ დადგენილებით, რომლითაც, განსახილველ შემთხვევაში, შეუძლებელია გაირკვეს, საგზაო მოძრაობის წესის თუ რა ნორმა დაარღვია ბრალდებულმა, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის პირის დადანაშაულებას რაიმე წესის დარღვევაში. ამდენად, სასამართლო იძულებულია წარდგენილი ბრალდების შინაარსი ეძიოს ბრალდების დადგენილების გარეთ. ვითარება თითქოს გამოსწორდა პროკურორის დასკვნითი სიტყვით, სადაც მან მიუთითა, თუ რომელი ნორმების დარღვევას ედავება ბრალდებულს, თუმცა დასკვნით სიტყვაში მითითებული ნორმების დარღვევა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად არ დასტურდება.

ერთადერთი მტკიცებულება, რომლიდანაც შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა სავარაუდოდ დარღვეული ნორმის შესახებ, არის ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულმა დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 21.15 და 33.11 მუხლის მოთხოვნები. 21.15 მუხლის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას. აღნიშნული ნორმის ბრალდებულის მიერ დარღვევას თავად დაცვის მხარეც ადასტურებს, თუმცა სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის სიმთვრალე მიზეზობრივ კავშირშია შეჯახებასთან. 33.11 მუხლის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების შემთხვევაში. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა. ასევე, მართალია, დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ არ არის აღნიშნული, თუმცა დასკვნით სიტყვაში პროკურორმა აღნიშნა, რომ ბრალდებული მოძრაობდა სიჩქარის დადგენილი ზღვრის გადაჭარბებით.

ამდენად, სასამართლო ვარაუდობს, რომ ბრალდების მხარე ბრალდებულს ედავება სწორედ ამ ნორმების დარღვევას და ამ მიმართულებით შეეცდება განავითაროს მსჯელობა, რადგან სხვა მონაცემები საქმის მასალებით არ იკვეთება.

მოცემულ შემთხვევაში, პროკურორმა მიუთითა სიჩქარის გადაჭარბებაზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ იკვეთება სიჩქარის გადაჭარბება. ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც უთითებს სავარაუდო სიჩქარის გადაჭარბებაზე, არის თვითმხილველი მოწმე, რომელმაც, მართალია, თავიდან განმარტა, რომ შესაძლოა ბრალდებული მოძრაობდა 70–80 კმ/სთ სიჩქარით, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ შესაძლოა უფრო ნაკლებიც ყოფილიყო სიჩქარე, რადგან მას არ შეუძლია სიჩქარის ზუსტად დადგენა. ამის საპირისპიროდ ექსპერტი განმარტავს, რომ 60 კმ/სთ მოძრავ ავტომობილს დამუხრუჭებისთვის სჭირდება 45 მეტრი, ხოლო, როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, ჩიხის დასაწყისიდან გაჩერებულ ავტომობილამდე მანძილი არის 35 მეტრამდე, რაც გამორიცხავს სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობას. ამასთან, თვითმხილველი მოწმის ჩვენებით ირკვევა, რომ ავტომობილი გაჩერდა შეჯახებიდან დაახლოებით 15 მეტრში. ამდენად, არა თუ ბრალდებულის მიერ 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა, არამედ 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობაც კი არ დასტურდება, რადგან ასეთ ვითარებაში შეუძლებელი იყო ავტომანქანა გაჩერებულიყო იქ, სადაც ის გაჩერდა. ამდენად, ის, თუ რა სიჩქარით მოძრაობდა ბრალდებული, დაუდგენელია, თუმცა, ავტომანქანის გაჩერების ადგილისა და გასაჩერებლად საჭირო მანძილის გათვალისწინებით, სავარაუდოდ ბრალდებული არ მოძრაობდა ჩქარა და მისი სიჩქარე უფრო მეტად უნდა ყოფილიყო 40 კმ/სთ სიჩქარის მიდამოებში, რაც გამორიცხავს ბრალდებულის მიერ სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობას.

მეორე ნორმა, რომლის სავარაუდოდ დარღვევასაც ედავება ბრალდების მხარე ბრალდებულს, არის გვერდითა ინტერვალის დაუცველობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საყურადღებოა თავად ნორმის შინაარსი, რომლის თანახმადაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების შემთხვევაში. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა. მოცემულ შემთხვევაში რომელ ობიექტთან გვერდითი ინტერვალის დაცვას გულისხმობს ბრალდების მხარე, არ არის მითითებული დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ, დასკვნით სიტყვასა და ექსპერტიზის დასკვნაში. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლოა მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა. შეიძლება წარმოიშვას 2 ვარაუდი: 1) იგულისხმება გვერდითი ინტერვალი გვერდულა უწყვეტ ხაზამდე, 2) იგულისხმება ინტერვალი ქვეითამდე.

გვერდულა უწყვეტ ხაზამდე ინტერვალთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, თუ გზაზე მოძრაობა არ არის და მძღოლის ხედვის არეში საფრთხე არ შეინიშნება, მძღოლს აქვს უფლება იმოძრაოს გზის საკუთარი სავალი ნაწილის ნებისმიერ მონაკვეთში – უკიდურეს მარჯვენა ნაწილში, შუაში და უკიდურეს მარცხენა ნაწილში. მძღოლს არაფერი ავალდებულებს იმას, რომ უსაფრთხო ცარიელ გზაზე მოძრაობისას ინტერვალი დაიცვას გვერდულა ხაზთან, მას შეუძლია იაროს გზის ნებისმიერ მონაკვეთზე, სანამ არ გამოჩნდება რამე დაბრკოლება, რასთანაც უნდა დაიცვას ინტერვალი. ამას ადასტურებს საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თავისუფლად და შეუფერხებლად გადაადგილდეს გზაზე. უფრო მეტიც, 31–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა გარემოება, უნდა იმყოფებოდეს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან ახლოს. ამდენად, კანონი არათუ ავალდებულებს მძღოლს, დაიცვას ინტერვალი გვერდულა ხაზთან, არამედ პირიქით, ავალდებულებს, რაც შეიძლება ახლოს იმოძრაოს გვერდულა ხაზთან. ირკვევა, რომ გვერდითი ინტერვალის დაცვის მოვალეობა შეიძლება მიემართებოდეს მხოლოდ გზაზე მოძრავ სხვა ობიექტს. ამ შემთხვევაში ბრალდების მხარე სავარაუდოდ გულისხმობს გ-----------სთან გვერდითი ინტერვალის დაცვას. ამ კუთხით საყურადღებოა ბრალდებულის ჩვენება, რომლის თანახმადაც მან ვერ დაინახა გ-----------. აღნიშნულის საპირისპიროდ ბრალდების მხარეს არაფერი წარმოუდგენია. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება იმის დასადგენად, თუ როდის შეამჩნია ბრალდებულმა გ-----------, რა მანძილიდან შეეძლო მისი ნახვა, რა დრო იყო მის განკარგულებაში შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. იმ პირობებში, როცა ბრალდებული ვერ ხედავდა ქვეითს, რა თქმა უნდა, ის ვერც დაიცავდა და არც ევალებოდა ქვეითთან გვერდითი ინტერვალის დაცვა, რადგან ქვეითის არსებობა მისთვის უცნობი იყო. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული ხედავდა ქვეითს, აუცილებელია გაირკვეს, რა მანძილიდან შეამჩნია ის, ეს მანძილი საკმარისი იყო თუ არა იმისათვის, რომ მას თავიდან აეცილებინა საგზაო შემთხვევა. გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა, რომ ბრალდებულმა დაინახა ქვეითი და რომ მას ჰქონდა საკმარისი დრო და მანძილი რეაგირების მოსახდენად.

დაცვის მხარის მტკიცებულებების შეფასებამდე სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს, ხაზი გაესვას ბრალდებისა და დაცვის მხარის ფუნქციას სასამართლო განხილვისას. სსსკ–ის შესაბამისი ნორმების თანახმად, ბრალდების მხარეს ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი. მისგან გასხვავებით, დაცვის მხარეს არ ეკისრება ვალდებულება, ამტკიცოს ბრალდებულის უდანაშაულობა. ბრალდების მხარის მოვალეობაა, წარმოადგინოს უტყუარი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად, ხოლო დაცვის მხარის ფუნქციაა, დაადასტუროს, რომ ეს მტკიცებულებები უტყუარად არ ადასტურებს წარდგენილ ბრალდებას. ამდენად, დაცვის მხარის ფუნქციაა, წარმოაჩინოს ბრალდების მხარის მტკიცებულებების არასარწმუნოობა, საეჭვოობა ან არასაკმარისობა, რაც დაცვის მხარემ ამ შემთხვევაში მოახერხა.

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებიც, ბრალდების მხარის მტკიცებულებების მსგავსად, არ არის სრულად ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და უტყუარი, მათ შორის არის გარკვეული საეჭვო გარემოებები, რომლებიც დამატებით გარკვევას საჭიროებს. მაგალითად, არ არის უტყუარად დადგენილი, თუ რა მსგავსება და განსხვავებაა ბრალდებულის ავტომობილსა და საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ავტომობილს შორის. ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს ავტომანქანები არსებითად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა უტყუარად არ გამორკვეულა ავტომანქანების ფარების მსგავსების საკითხი, არ დადგენილა, რომელიმე მათგანზე ქარხნული მონაცემები იყო თუ არა შეცვლილი და ა.შ. ამდენად, არ არის დადგენილი, ბრალდებულის ავტომანქანის ფარებიც 17 მეტრის მანძილზე ხედვის საშუალებას იძლეოდა თუ არა. ეს იმას ნიშნავს, რომ უტყუარად არ არის დადგენილი, ბრალდებულის ავტომანქანის ფარები უფრო ნაკლები მანძილის ხედვით ხასიათდება თუ მეტის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაწილში ფაქტების დადგენას უფრო მეტი მტკიცებულების წარმოდგენა სჭირდება, დაცვის მხარის მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების მხარის მტკიცებულებების საეჭვოობის და არასაკმარისობის წარმოსაჩენად, რაც არის კიდეც დაცვის მხარის ფუნქცია. აქვე უნდა ითქვას, რომ ბრალდებულის ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტთა ჩვენებებიც გარკვეულ წინააღმდეგობებს შეიცავს. მაგალითად, ერთი მხრივ, ექსპერტებმა განმარტეს, რომ ავტომანქანას გაჩერებისათვის სჭირდება დაახლოებით 45 მეტრი, ბრალდებული აღნიშნავს, რომ მან ქვეითი შეჯახებამდე ვერ შენიშნა, თუმცა აღმოჩნდა, რომ შეჯახებიდან 15 მეტრში ავტომანქანამ შეძლო გაჩერება, რაც შეუძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული დამუხრუჭებას არ დაიწყებდა შეჯახებამდე ან არ ივლიდა 30 კმ/სთ სიჩქარით, თუმცა ამ სიჩქარით მოძრაობისას საეჭვოა ავტომანქანას მიეღო ასეთი დაზიანებები. ეს გარემოებები მიუთითებს, რომ, დიდი ალბათობით, ბრალდებულმა შეჯახებამდე შეამჩნია ქვეითი, თუმცა დაუდგენელია რა მანძილში შეამჩნია ის და ეს მანძილი საკმარისი იყო თუ არა სასიკვდილო შედეგის თავიდან ასაცილებლად. დადგინდა ასევე, რომ დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტთა ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან და ბრალდების მხარის მტკიცებულებებთან, როცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ შეჯახება მოხდებოდა ჩიხის დასაწყისთან ან უფრო ადრე. ეს გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ შეჯახების ადგილიც კი არ არის ბრალდების მხარის მიერ უტყუარად დადგენილი. ამ ნაწილში ბრალდების მხარე ეყრდნობა თვითმხილველი მოწმის ჩვენებას, რაც ვერ მიიჩნევა სარწმუნო საკმარის მტკიცებულებად, ვინაიდან იყო სიბნელე, მოწმე არ ელოდა მოვლენათა ასეთ განვითარებას, რის გამოც მისი ყურადღება ამ გარემოებებზე არ იყო მიმართული, მას არ შეუძლია თვალით გაზომოს როგორც სიჩქარე, ასევე ზუსტი მანძილი. ამასთან, არის კიდევ ერთი დეტალი, რის გამოც მოწმის ჩვენების სარწმუნოობა მცირდება. კერძოდ, ირკვევა, რომ მან დაინახა დაჯახება, თუმცა, რატომღაც მას მის უკან 15 მეტრში გაჩერებულმა მთვრალმა ბრალდებულმა მიასწრო ავტომანქანიდან გადასვლა და ქვეითთან მისვლა, რაც გაურკვეველია, თუ როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო თუ მოწმე უფრო ახლოს იმყოფებოდა შემთხვევის ადგილთან და პირდაპირ ხედავდა სიბნელეში მომხდარ ფაქტს. ამასთან, ცნობილია, რომ მოწმის ჩვენების სარწმუნოობა, ადამიანის სუბიექტურობისა და ინდივიდუალურობის, ასევე მისი შესაძლებლობების (ხედვის, სმენის, აღქმის...) შეზღუდულობის გამო უფრო მცირეა, ვიდრე სხვა სახის მტკიცებულებების. აღნიშნული მოწმის ჩვენების სარწმუნოობას ამ გარემოებებთან ერთად ისიც ამცირებს, რომ მან ზუსტად ვერ გაიხსენა, თუ როგორ ვითარებაში მოხდა შეჯახება. კერძოდ, ჯერ თქვა, რომ ავტომანქანამ შეჯახებამდე მარჯვნივ აიღო საჭე, შეეჯახა და უცებ გასწორდა; შემდეგ თქვა, რომ ავტომანქანა მიდიოდა ოდნავ ცერად, შეეჯახა ქვეითს და მოუხვია მარჯვნივ; მანამდე თქვა, რომ ავტომანქანა ისე მოდიოდა, რომ შეჯახებამდე არ არსებობდა რაიმე საფრთხე და წესით ავტომანქანას უნდა ჩაევლო გვერდით, მაგრამ უცებ მოხდა შეჯახება. ამდენად, მოწმის ჩვენებიდან გაურკვეველია შეჯახების მექანიზმი. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ქვეითის ავტომობილის გზაზე მოძრაობა დადგენილია ორივე მხარის მტკიცებულებებით, თუმცა დაუდგენელი დარჩა, ტროტუარიდან რა მანძილზე იყო ის გადასული ავტომანქანის გზაზე.

სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტის კომპეტენციაში არ შედის სამართლებრივი საკითხების გარკვევა, ვინაიდან ექსპერტს სპეციალური ცოდნა აქვს ტექნიკურ საკითხებში, ხოლო სამართლებრივი საკითხების გარკვევა გამოძიების, ბრალდების მხარის და სასამართლოს კომპეტენციაა, რის გამოც ექსპერტმა უნდა ჩაატაროს გამოკვლევა ტექნიკური საკითხების გამოთვლის კუთხით, რის შემდეგაც მხარეს ექნება საშუალება, სამართლებრივად შეაფასოს ფაქტები და დაადგინოს, რა ნორმა დაირღვა. განსახილველ შემთხვევაში ასე არ მომხდარა. ბრალდების მხარეს არ შეუფასებია ფაქტები და არ დაუდგენია სამართლებრივი საკითხები. ეს ფუნქცია შეითავსა (ან მხარემ გადააკისრა) ექსპერტმა, რომელმაც დაადგინა დარღვეული ნორმები მაშინ, როცა ეს მისი ფუნქცია არ არის. შეუძლებელია სამართალდამცავმა ორგანომ ექსპერტს სთხოვოს იმის დადგენა, თუ რომელი ნორმა დაირღვა, რადგან ექსპერტს მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის პირებს სათანადო ცოდნა არ გააჩნიათ კონკრეტულ საკითხში და სჭირდებათ სპეციალისტის დახმარება. შეუძლებელია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს სჭირდებოდეთ სხვა პირის დახმარება დარღვეული ნორმის დადგენის საკითხში, რადგან წარმოუდგენელია ავტოტექნიკურმა ექსპერტმა იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლებზე უკეთ, რომლებიც თავად არიან ვალდებული, დაიცვან ეს წესები, გამოავლინონ მათი დამრღვევები და გაატარონ მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები. ამდენად, არ არის ნორმალური, სამართალდამცავი ორგანო დარღვეული ნორმის იდენტიფიკაციისთვის ატარებდეს ექსპერტიზას და, მეორე მხრივ, ავტოტექნიკური ექსპერტი ადგენდეს დარღვეულ ნორმას. ექსპერტს უნდა ჩაეტარებინა ტექნიკური გამოთვლები, გადაემოწმებინა საქმის მასალებში მითითებული გარემოებები, დაედასტურებინა ან უარეყო ისინი ტექნიკური გამოთვლების მეშვეობით. მსგავსი გამოკვლევები ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაში არ იკითხება. ექსპერტი მთლიანად დაეყრდნო ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებას და ერთადერთი, რაც, დასკვნის მიხედვით, მან გააკეთა, არის ის, რომ დაადგინა დარღვეული ნორმები. ამდენად, ვინაიდან დასკვნაში არ არის აღწერილი ტექნიკური გამოკვლევები, აღნიშნული ექსპერტიზა სრულყოფილად ჩატარებულად ვერ ჩაითვლება ისევე, როგორც ექსპერტის დასკვნად ვერ მიიჩნევა მის მიერ მიღებული შედეგები, რომლებიც წმინდა სამართლებრივ შინაარსს ატარებს. ამ დასკვნის მნიშვნელობას ამცირებს ასევე გამომძიებლისა და ექსპერტის ჩვენებები. გამომძიებელმა განაცხადა, რომ ექსპერტის ფუნქციას წარმოადგენს, დაადგინოს, იყო თუ არა ხელისშემშლელი ფაქტორები მძღოლისათვის. ექსპერტმა კი თქვა, რომ გამომძიებელმა მას წარუდგინა დადგენილ ფაქტად, რომ მძღოლისათვის ხელისშემშლელი ფაქტორები არ არსებობდა. ამდენად, ირკვევა, რომ გამომძიებელს და ექსპერტს ერთი და იგივე ტერმინი განსხვავებულად ესმით, რამაც გამოიწვია მათ შორის გაუგებრობა. გამომძიებელი იმედოვნებდა, რომ ექსპერტი დაადგენდა გარკვეულ გარემოებებს, ხოლო ექსპერტმა მიიჩნია, რომ ეს გარემოებები გამომძიებელმა უკვე დაადგინა. ეს ვითარება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის ექსპერტიზა არ არის ჩატარებული სრულყოფილად. მით უმეტეს, რომ ექსპერტის ჩვენების მიხედვით, მას რომ სცოდნოდა ბრალდებულის გამოკითხვის ოქმის შინაარსი, ის არ ჩაატარებდა ექსპერტიზას საგამოძიებო ექსპერიმენტის გარეშე.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ შემთხვევის ადგილი არის სპეციფიკური კონფიგურაციის. კერძოდ, ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილამდე გარკვეული მანძილის დაშორებით არის ბანკის გარე განათება, რომელიც ზღუდავს ჩიხის ხედვას. შემდეგ იწყება ჩაბნელებული ჩიხი. უნდა აღინიშნოს, რომ მძღოლი ვალდებულია გაუნათებელ ადგილზე შესვლისას შეამციროს სიჩქარე იქამდე, სანამ არ აღმოიფხვრება საფრთხე. შესაძლოა ბრალდებულის ქმედებაში ამ ნორმის დარღვევაზეც იყოს აპელირება, თუმცა ამასაც სჭირდება ფაქტების დადგენა. კერძოდ, უნდა დადგენილიყო, რა მანძილიდან იყო შესაძლებელი იმის პროგნოზირება, რომ განათებულ ადგილს ბნელი ადგილი მოსდევდა, ეს მანძილი იყო თუ არა საკმარისი სიჩქარის შესამცირებლად და ა.შ. ამდენად, აუცილებელი იყო გარკვეული ფაქტების დადგენა და მათ საფუძველზე ტექნიკური ცოდნის გამოყენებით გამოთვლების ჩატარება, რაც არ განხორციელებულა.

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ურთიერთშეთავსებად, სარწმუნო, ობიექტურ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რომელიმე ნორმის დარღვევას.

 

3.2. რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა

 

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილი მოითხოვს შედეგს სიცოცხლის მოსპობას, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს შეჯახების შედეგად ქვეითის სიცოცხლის მოსპობაზე. აღნიშნული გარემოება არც დაცვის მხარეს უარუყვია, რაც იმას ნიშნავს, რომ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სიკვდილის მიზეზი იყო შეჯახების შედეგად განვითარებული პროცესები ორგანიზმში, თუმცა შეჯახება თავისთავად არ არის სსკ–ის 276–ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, არამედ ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება არის ისეთი შეჯახება, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შედეგია. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ბრალდებულის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა. შესაბამისად, შეუძლებელია მსჯელობა ნორმის დარღვევასა და სასიკვდილო შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის თაობაზე.

 

3.3 ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში

 

მესამე ნორმა, რომელსაც ედავება ბრალდების მხარე ბრალდებულს, არის ავტომობილის მართვა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, თავად ბრალდებულის ჩვენებითაც დადგენილია, რომ ბრალდებული იმყოფება საშუალო თრობის მდგომარეობაში. იმისათვის, რომ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა იქცეს დანაშაულად, აუცილებელია აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვიოს მძიმე შედეგი – ჯანმრთელობის დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ სასიკვდილო შედეგი მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს სიმთვრალესთან. სსკ–ის მე–8 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა. სასამართლოს აუცილებლად მიაჩნია გამიჯნოს უშუალოდ ბრალდებულის ქმედების მიერ შედეგის გამოწვევა და სიმთვრალის მდგომარეობის მიერ შედეგის გამოწვევა. ბრალდებულის მიერ ავტომობილის მართვამ რომ გამოიწვია შედეგი, ეს უდავოა, თუმცა, თავისთავად ეს ფაქტი დანაშაულს არ წარმოადგენს თუ არ დადგინდა, რომ ბრალდებულმა ავტომობილის მართვისას მოძრაობის რომელიმე წესი დაარღვია. ვინაიდან არ დადგინდა სხვა წესის დარღვევა ბრალდებულის მიერ, დარჩა მხოლოდ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომობილის მართვის აკრძალვის წესის დარღვევა. ამასთან, ამ ნორმის დარღვევაც მხარეთა შორის სადავო არ არის, თუმცა მხოლოდ ამ ნორმის დარღვევაც არ არის დანაშაული და იმისათვის, რომ ის დანაშაულად იქცეს, აუცილებელია დადგინდეს, რომ სასიკვდილო შედეგი დადგა სწორედ სიმთვრალის გამო. სხვა შემთხვევაში, სსკ–ის მე–8 მუხლის მიხედვით, გამოვა, რომ სიმთვრალე არ არის მიზეზობრივ კავშირში სასიკვდილო შედეგთან. თუ როგორ უნდა დადგინდეს სიმთვრალე არის თუ არა მიზეზობრივ კავშირში შედეგთან, ამის პასუხს იძლევა თავად სსკ–ის მე–8 მუხლი. კერძოდ, მიზეზობრივი კავშირი მხოლოდ მაშინ იარსებებს, თუ სიმთვრალე წარმოადგენდა სიკვდილის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა. ეს კი მხოლოდ მაშინ დადგინდება, თუ გაირკვევა, რომ ფხიზელ მდგომარეობაში ბრალდებულის ყოფნის შემთხვევაში ასეთი შედეგი არ დადგებოდა.

იმისათვის, რომ დადგენილიყო, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები ბრალდებული ფხიზელი რომ ყოფილიყო, აუცილებელი იყო კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც დაადგენდა, თუ რა მანძილში ნახავდა ფხიზელი ადამიანი ქვეითს, რა დრო ექნებოდა მას რეაგირებისთვის, ეს დრო საკმარისი იქნებოდა თუ არა შედეგის თავიდან ასაცილებლად, რა მანძილი იყო მძღოლის განკარგულებაში დასამუხრუჭებლად და ა.შ. ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც ამ გარემოებებს გამოკვეთდა. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ, დაცვის მხარისაგან განსხვავებით, ბრალდების მხარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის აუცილებლობაც დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე ორივე მხარის ექსპერტებმა, არ ჩაუტარებია. ბრალდებული აღნიშნავს, რომ მან ვერ შეამჩნია ქვეითი. აღნიშნული გარემოება აუცილებლად საჭიროებდა გადამოწმებას, რაც ბრალდების მხარეს არ გაუკეთებია. აღნიშნული გარემოებების დადგენას შეეცადა დაცვის მხარე, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი და დანიშნა ექსპერტიზა. საგამოძიებო ექსპერიმენტით გაირკვა, რომ ფხიზელ ადამიანს შეეძლო ქვეითი შეემჩნია მხოლოდ 17 მეტრში. ექსპერტებმა კი დაადასტურეს, რომ 60 კმ/სთ. სიჩქარით მოძრავ ავტომობილს სრული გაჩერებისთვის სჭირდება 45 მეტრი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნისგან განსხვავებით, სადაც რაიმე ტექნიკური გამოთვლები არ ჩატარებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ექსპერტს სპეციალური ცოდნა არც გამოუყენებია და ექპსერტიზა არც ჩაუტარებია, დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნაში მოცემულია გარკვეული ტექნიკური გამოთვლები, რომელთა შედეგადაც ექპსერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბრალდებული ფხიზელ მდგომარეობაშიც კი ვერ აიცილებდა სასიკვდილო შედეგს თავიდან. ამ დასკვნაში მოცემული გამოთვლების თანახმად ირკვევა, რომ 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ავტომობილს გასაჩერებლად სჭირდება 65 მეტრი, 50 კმ/სთ. სიჩქარით მოძრავ ავტომობილს – 35 მეტრი, 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ავტომობილს – 25 მეტრი. ამასთან, ორივე მხარის ექსპერტები თანხმდებიან, რომ რეაქციის დრო არის 1,2 წამი, რა დროსაც 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გადის 16 მეტრს, ხოლო 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი – 11 მეტრს. აღნიშნულით ირკვევა, რომ ბრალდებულის ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის პირობებშიც შეუძლებელი იქნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან არიდება, ვინაიდან ბრალდებულის განკარგულებაში არ იყო საკმარისი დრო და მანძილი. აღნიშნულის გასაბათილებლად ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება – ალტერნატიული საგამოძიებო ექსპერიმენტი ან ალტერნატიული ექპსერტიზის დასკვნა (სადაც ექსპერტი სპეციალური ტექნიკური ცოდნის გამოყენებით სრულყოფილი ინფორმაციის საფუძველზე მივიდოდა დასკვნამდე ტექნიკურად რამდენად შეეძლო ბრალდებულს შემთხვევის თავიდან აცილება), რასაც შეიძლებოდა სასამართლო დაყრდნობოდა დაცვის მხარის მტკიცებულებების გასაბათილებლად.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 დასჯად ქმედებად აცხადებს ავტომობილის უსაფრთოხების წესის დარღვევა იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი არ ყოფილა პირდაპირ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას და, აქედან გამომდინარე, ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

5. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

საქმეზე დართულია ნივთმტკიცებები: ავტომანქანა, პლასტმასის დეტალი, ზ---------–-------–-ს ტანსაცმელი, რომლებიც, სსსკ–ის 81–ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დაუბრუნდეს ზ---------–-------–ს; ხოლო გ-----------ს ტანსაცმელი, ქუდი, იმავე ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს; სისხლისმაგვარი ლაქა, ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუში, მიკრონაწილაკები კი “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3 მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ---------–-------–- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

ზ---------–-------–-სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: ავტომანქანა, პლასტმასის დეტალი, ზ---------–-------–-ს ტანსაცმელი დაუბრუნდეს ზ---------–-------–ს; გ-----------ს ტანსაცმელი, ქუდი დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს; სისხლისმაგვარი ლაქა, ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუში, მიკრონაწილაკები განადგურდეს.

გამართლებულ ზ---------–-------–ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია