განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210141319002968938
საქმე №1ბ/813-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - გ--------------–---–ის,მსჯავრდებულ - ზ---–--------–---–ის,ადვოკატ - გ------------–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ზ---–--------–---–ისა და მისი ადვოკატის გ------------–---–ის სააპელაციო საჩივარის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ზ---–--------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თ----------------------------------ა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:
ზ---–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ დანაშაულში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ზ---–--------–---–ს საქართველოს სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო სსსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მოხდა სასჯელთა შეკრება და ზ---–--------–---–ს სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, საქართველოს კანონის „ამნისტიის შესახებ“, პირველი მუხლის საფუძველზე, სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის (თ/ა 02 (ორი) წლის ვადით) მოხდისგან გათავისუფლდა და საბოლოოდ ზ---–--------–---–ს სასჯელის სახით განესაზღვრრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
ზ---–--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 22 აპრილიდან;
ზ---–--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ზ---–--------–---–მა ჩაიდინა ქურდობა არაერთგზის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
თიანეთის რაიონის ს------–-----------–ი მცხოვრებმა, 1----–-–------------ს დაბადებულმა ზ---–---------------------------–---–მა განიზრახა დაეზიანებინა საგარეჯოს რაიონის სოფელ ვაშლიანში არსებული, ქ------–--–--–-----------------ში მცხოვრებ მ--–----------------------–--ის კუთვნილი აგარაკი და ფარულად დაუფლებოდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სამშენებლო ბლოკს.
თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2007 წლის ივნისის თვის დაუდგენელ რიცხვში, ზ---–--------–---–ი მივიდა ზემოხსენებულ აგარაკთან და დაშალა, ე.ი. განზრახ დააზიანა მ--–------------–---ს კუთვნილი აგარაკის მეორე სართული, რითაც დაზარალებულ მელიტონ მამალაძეს მიაყენა 5 000 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ზ---–--------–---–ი აგარაკის დაზიანების გზით ფარულად დაეუფლა 1200 ცალ სამშენებლო ბლოკს, თითოეულს ღირებულს ერთ ლარად, რითაც დაზარალებულს მიაყენა 1 200 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ზ---–--------–---–მა ნაქურდალი ბლოკებიდან გასაყიდად ვარგისი 480 ცალი იქვე დაასაწყობა და რამოდენიმე დღის გასვლის შემდეგ 280 ლარად მიყიდა საგარეჯოს რაიონის ს------–----------–ი მცხოვრებ ა-–------------ს, საიდანაც ზ---–--------–---–ის მიერ ნაქურდალი ბლოკები, 2007 წლის 24 ივნისს, ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული.
ზ---–--------–---–მა გაქურდა რა მ--–------------–---ს აგარაკი, განიზრახა კვლავ დაეზიანებინა იქვე მეზობლად არსებული, ქ. თილისში, ნ--–----------–---------------------–---------ში მცხოვრებ ი-–-----–-------------------------ას კუთვნილი აგარაკი და არაერთგზის ფარულად დაუფლებოდა მრთლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სამშენებლო ბლოკს, შემდგომში რეალიზაციის მიზნით.
თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მან 2007 წლის ივნისის თვეში დაშალა, ე.ი. დააზიანა ი-–--------------ას კუთვნილი აგარაკის საყრდენი კედელი, რითაც დაზარალებულს მიაყენა 5 000 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ზ---–--------–---–ი ი-–--------------ას აგარაკის დაზიანების შემდეგ, არაერთგზის ფარულად დაეუფლა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით 400 ცალ სამშენებლო ბლოკს, თითოეულს ერთ ლარად ღირებულს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 400 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ნაქურდალი ბლოკებიდან გასაყიდად ვარგისი 250 ცალი იქვე დაასაწყობა. რამდეენიმე დღის შემდეგ 20 ცალი მიყიდა ს------–----------–ი მცხოვრებ ა-–------------ს, საიდანაც 2007 წლის 24 ივნისს მის მიერ ნაქურდალი ბლოკები ამოღებული იქნა ნივთმტკიცების სახით.
წინასწარი გამოძიების მიერ ზ---–--------–---–ის დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებული იქნა სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და სსსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბრალდებულმა ზ---–--------–---–მა თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, რის გამოც საქართველოს სსსკ-ის 443-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმე განხილულ იქნა მისი დასწრების გარეშე. ამასთანავე ვერ მოხერხდა ზ---–--------–---–ის ადგილსამყოფელის დადგენა.
მსჯავრდებული ზ---–--------–---–ი დაკავებული იქნა 2019 წლის 22 აპრილს.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ---–--------–---–მა და მისმა ადვოკატმა გ------------–---–მა, რომლებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლებზე მითითებით, რომ განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა; კერძოდ, მსჯავრდებულმა ზ---–--------–---–მა სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა ჩადენილი დანაშაულები და ითხოვა სასჯელის ნაწილში კანონის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. დაცვის მხარემ განმარტა, რომ საქართველოს „საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბერის“ გადაწყვეტილების საფუძველზე, ზ---–--------–---–ის მიმართ არ უნდა გავრცელდეს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ 2007 წლის 4 ივლისის“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დანაწესი და მას ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სსსკ-ის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება (არაერთგზის ჩადენილი); მსჯავრდების დანარჩენ ნაწილში კი იგი უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნასა და შუამდგომლობებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე საქმის ფაქტობრივი გარემოებები დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია. მსჯავრდებულმა ზ---–--------–---–მა განმარტა, რომ სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
პალატა აღნიშნავს, რომ ზ---–--------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ასევე დადასტურებულია წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების მ--–------------–---სა და ი-–--------------ას ჩვენებებით; მოწმეების ა-–------------ის, ჰასან ა-----------–--ა და გ-------–--------–---–ის ჩვენებებით, ამოღების ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
რაც შეეხება ზ---–--------–---–ის მსჯავრდებას არაერთგზის ჩადენილი დანაშაულის ნაწილში, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა იზიარებს შუამდგომლობის ავტორის არგუმენტებს და განმარტავს, რომ:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონის მე-2 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის პასუხისმგებლობის შემსუბუქებას განაპირობებს მის მიერ დამატებითი დანაშაულის ჩადენა. მაგალითად, ორი ერთნაირი დანაშაულის ჩამდენი პირი, სხვა ორი იგივე დანაშაულის ჩამდენ პირთან მიმართებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაში ექცევა იმის გამო, რომ მან სადავო ნორმის ამოქმედების შემდეგ იგივე დანაშაული მესამედ ჩაიდინა. ყოველგვარი დამატებითი მსჯელობის გარეშე, თავისთავად ცხადია, რომ მსგავს დიფერენცირებას არ გააჩნია რაიმე ლოგიკური ახსნა. შესაბამისად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის №5----რს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული რეგულაცია დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. შესაბამისად, ზ---–--------–---–ს მსჯავრდებიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტი და იგი მსჯავრდებული უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი). ამასთან, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის თანახმად, იგი უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
რაც შეეხება ზ---–--------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი; სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.
ამასთან, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლში მითითებულია, რომ უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული.
აღნიშნულის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულ ზ---–--------–---–ის მიმართ უნდა გავრცელდეს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლისა და 2007 წლის 29 ნოემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის დანაწესი.
ამდენად, პალატა უთითებს, რომ ცვლლილება უნდა შევიდეს საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრის განაჩენში და მსჯავრდებული ზ---–--------–---–ი 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლისა და 2007 წლის 29 ნოემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 495-ე, 496-ე, 498-ე, 503-ე, 506-509; 535-ე, 537-ე, 542-ე, 550-ე, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით, 2007 წლის 29 ნოემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ---–--------–---–ისა და მისი ადვოკატის გ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ზ---–--------–---–ს ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი;
ზ---–--------–---–ის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით (მ--–------------–---ს ეპიზოდი); საქართველოს სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით (ი-–--------------ას ეპიზოდი) და სსსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
ზ---–--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
,,ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, ზ---–--------–---–ი გათავისუფლდეს საქართველოს სსსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ზ---–--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით (მ--–------------–---ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
ზ---–--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით (ი-–--------------ას ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
სსსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ ზ---–--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ზ---–--------–---–ი გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ზ---–--------–---–ი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ნივთმტკიცება
500 ცალი მეორადი სამშენებლო ბლოკი /480 ცალის და 20 ცალის სახით/, რომელიც შესანახად გადაცემული აქვს საგარეჯოს რაიონის ს------–----------–ი მცხოვრებ დ--------------–ს დაუბრუნდეთ მის კანონიერ მფლობელებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე