განაჩენი

სისხლის სამართლის 13.12.2019
საქმის ნომერი
010142219700100614
ინსტანცია
თარიღი
13.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142219700100614

№1აგ/163-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 დეკემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მერაბ ჯორბენაძე

მოსამართლეები: მაკა გველესიანი

გერონტი კახეთელიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ გ------- ა-----–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ყვარლის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 17 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ყვარლის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 17 აგვისტოს განაჩენით, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებელსა და გ------- ა-----–---–ს შორის. გ------- ა-----–---–ი (დაბადებული 1973 წლის 24 მარტს) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ზ“, „კ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“, „ზ“, „კ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ–ის 55-ე მუხლის გამოყენებით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ა“, „ზ“, „კ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ–ის 55-ე მუხლის გამოყენებით – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ა“, „ზ“, „კ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ–ის 55-ე მუხლის გამოყენებით – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, მთლიანად შეიკრიბა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ გ------- ა-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომა დ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ------- ა-----–---–ის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 5 აპრილიდან.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გ------- ა-----–---–ს საქართველოს სსკ–ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა. მასვე, ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სსკ–ის 109-ე მუხლის „ა“, „ზ“, „კ“ ქვეპუნქტებით და სსკ–ის 19,109-ე მუხლის „ა“, „ზ“, „კ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ გ------- ა-----–---–ს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

გ------- ა-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 5 აპრილიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, მსჯავრდებულ გ------- ა-----–---–ის შუამდგომლობა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით, გ------- ა-----–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

2019 წლის 2 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა მსჯავრდებულ გ------- ა-----–---–ის შუამდგომლობა განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და ითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა.

 

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონით სისხლის სამართლის კოდექსში ახლებურად ჩამოყალიბდა არაერთგზისი დანაშაულის ცნება და განისაზღვრა, რომ „არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში“. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლი არეგულირებდა ზემოხსენებული წესის დროში მოქმედების საკითხს და ადგენდა, რომ „ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირმა ბოლო ქმედება ჩაიდინა კანონის ამოქმედების შემდგომ“.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით, კონსტიტუციური სარჩელი №1365 („ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”) დაკმაყოფილდა და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონის მე-2 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა ცნობილი უნდა იქნეს დაუშვებლად, ვინაიდან შუამდგომლობაში მითითებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება არ წარმოადგენს გ------- ა-----–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ზ“, „კ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“, „ზ“, „კ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დადგენილი კვალიფიკაციის და დანიშნული სასჯელების გადასინჯვის წინაპირობას. ასევე არ არსებობს რაიმე სხვა გარემოება, რაც გახდებოდა განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

 

ვინაიდან, არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 310 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნას, რომლის თანახმად: განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

როგორც წარმოდგენილი და გამოთხოვილი მასალებით ირკვევა, ყვარლის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 17 აგვისტოს განაჩენით გ------- ა-----–---–ს მსჯავრი დაედო, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, ტარება და გადაზიდვა. მანვე, ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენაგრძნობით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რაც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ხულიგნური ქვენაგრძნობით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რაც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. შესაბამისად, გ------- ა-----–---–ს მსჯავრი არ დასდებია და სასჯელს არ იხდის დანაშაულისთვის, სადაც მაკვალიფიცირებელი ნიშანი იყო დანაშაული ჩადენილი არაერთგზის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით კი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონით, მაკვალიფიცირებელი ნიშნის არაერთგზისობის დროში მოქმედების წესი, კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გ------- ა-----–---–ის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310 - 313-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ------- ა-----–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნეს ცნობილი.

 

განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ორი კვირის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ჯორბენაძე

 

მოსამართლეები: მ. გველესიანი

 

გ. კახეთელიძე