განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2019
საქმის ნომერი
010142219700100286
ინსტანცია
თარიღი
25.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142219700100286

№1აგ/162-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მერაბ ჯორბენაძე

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

მაკა გველესიანი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ გ---–- ხ-------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 აპრილის განაჩენით, გ---–- ხ-------–---–ი (დაბადებული 1984 წლის 27 სექტემბერს) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის განაჩენით ცვლილება შევიდა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 აპრილის განაჩენში, გ---–- ხ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 აგვისტოს განაჩენით, გ---–- ხ-------–---–ი (დაბადებული 1984 წლის 27 სექტემბერს, ნასამართლობის მქონე) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ზ”, და ,,თ” ქვეპუნქტებით, 109-ე მუხლის ,,ვ”, ,,თ”, ,,ი” და ,,ლ” პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ზ”, და ,,თ” ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ვ”, ,,თ”, ,,ი” და ,,ლ” ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 19 (ცხრამეტი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ გ---–- ხ-------–---–ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 19 (ცხრამეტი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა 2005 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნულის სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის ვადით და საბოლოოდ სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.

 

გ---–- ხ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 4 მარტიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 იანვრის განაჩენით ცვლილება შევიდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 აგვისტოს განაჩენში, გ---–- ხ-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქციით), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქციით), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით), 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ზ”, და ,,თ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით), 109-ე მუხლის ,,ვ” და ,,ი” ქვეპუნქტებით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ”, მეორე ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტებით (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქციით), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ზ”, და ,,თ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ვ” და ,,ი” ქვეპუნქტებით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 19 (ცხრამეტი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და მეორე ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ გ---–- ხ-------–---–ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 19 (ცხრამეტი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა 2005 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნულის სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის ვადით და საბოლოოდ სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.

 

გ---–- ხაზარაზიშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 4 მარტიდან.

 

უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 21 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 იანვრის განაჩენზე, არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით, გ---–- ხ-------–---–ი 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გათავისუფლდა 2005 წლის 31 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’, მესამე ნაწილი ,,გ’’ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვე და 15 (თხუთმეტი) დღე.

 

გ---–- ხ-------–---–ს ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქციით) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქციით), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ზ”, და ,,თ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ”ვ” და ”ი” ქვეპუნქტებით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 19 (ცხრამეტი) წლის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით; 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მეორე ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქციით) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით; საბოლოოდ განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით გ---–- ხ-------–---–ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის, 10 (ათი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით.

 

გ---–- ხ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 4 მარტიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განაჩენით, მსჯავრდებულ გ---–- ხ-------–---–ის შუამდგომლობა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 იანვრის განაჩენსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებაში გ---–- ხ-------–---–ის მიმართ შევიდა ცვლილება.

 

გ---–- ხ-------–---–ი გათავისუფლდა 2005 წლის 31 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’, და მესამე ნაწილი ,,გ’’ ქვეპუნქტებით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით;

 

გ---–- ხ-------–---–ს /თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 იანვრის განაჩენით/ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქციით) სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქციით), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ზ”, და ,,თ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ვ” და ,,ი” ქვეპუნქტებით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით; 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტით და მეორე ნაწილის ,ე” პუნქტით (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქციით) სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ---–- ხ-------–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) თვით და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ---–- ხ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის, 4 (ოთხი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით.

 

გ---–- ხ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 4 მარტიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 იანვრის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

 

2019 წლის 28 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა მსჯავრდებულ გ---–- ხ-------–---–ის შუამდგომლობა განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და ითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ---–- ხ-------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონით სისხლის სამართლის კოდექსში ახლებურად ჩამოყალიბდა არაერთგზისი დანაშაულის ცნება და განისაზღვრა, რომ „არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში“. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლი არეგულირებდა ზემოხსენებული წესის დროში მოქმედების საკითხს და ადგენდა, რომ „ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირმა ბოლო ქმედება ჩაიდინა კანონის ამოქმედების შემდგომ“.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა მსჯავრდებულ გ---–- ხ-------–---–ს თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის განაჩენით მსჯავრი დაედო სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით, კონსტიტუციური სარჩელი №1365 („ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”) დაკმაყოფილდა და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონის მე-2 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ---–- ხ-------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება არ უნდა ჩაეთვალოს არაერთგზის ჩადენილად და უნდა ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია). ასევე, შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლთან გ---–- ხ-------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული, კერძოდ ქურდობა ჩადენილი ბინაში შეღწევით და რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ვინაიდან, ახალი რედაქციით მსუბუქია აღნიშნული დანაშაულის კატეგორია. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია), ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია). ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ გ---–- ხ-------–---–ი თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი მოქმედი რედაქციის სანქციის ფარგლებშია დანიშნული, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელი დამოუკიდებლად არ ჰქონია დანიშნული, შესაბამისად, ცვლილება გავლენას ვერ იქონიებს აღნიშნული დანაშაულისათვის, გ---–- ხ-------–---–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განაჩენით აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელზე - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით.

 

რაც შეეხება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 იანვრის განაჩენით გ---–- ხ-------–---–ის მსჯავრდებას, მას ამ განაჩენით მსჯავრი დაედო სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით. მანვე ჩაიდინა ყაჩაღობა ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, მანვე ჩადინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვა დანაშაულის ჩადენის დაფარვის და გაადვილების მიზნით სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით, მანვე ჩადინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, ანგარებით სხვა დანაშულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით. შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 იანვრის განაჩენით დადგენილ კვალიფიკაციასა და სასჯელზე ვერ იქონიებს გავლენას, რადგან ქურდობის და ყაჩაღობის ჩადენისას, გ---–- ხ-------–---–ის ქმედებაში არაერთგზისობის მაკვალიფიცირებელი ნიშანი, სახეზეა საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის, როგორც 2007 წლის 4 ივლისამდე მოქმედი, ასევე შემდგომში მოქმედი რედაქციით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310 - 314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ---–- ხ-------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

გ---–- ხ-------–---–ის დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილზე (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია).

 

გ---–- ხ-------–---–ს (თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის განაჩენი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით;

 

გ---–- ხ-------–---–ს (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 იანვრის განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ზ”, და ,,თ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ვ” და ,,ი” ქვეპუნქტებით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით; 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტით და მეორე ნაწილის ,ე” პუნქტით (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 იანვრის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ---–- ხ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 იანვრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) თვით და 15 (თხუთმეტი) დღით და საბოლოოდ გ---–- ხ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის, 4 (ოთხი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით.

 

გ---–- ხ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 4 მარტიდან

 

დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ჯორბენაძე

 

მოსამართლეები: მ.ხოლოაშვილი

 

მ. გველესიანი