განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100117002989386
საქმე №1ბ/832-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მაია თეთრაული
სხდომის მდივნები - ლელა ბახტაძე, ნადეჟდა მარანელი, გ------- ჩუბინიძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორები - დ----- ყ-------–---–ი, დ----- ძ---–-–---–ი
დაცვის მხარე:
გამართლებული: ნ------ ხ----–-–---–ი, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები გ-------------------------------ში;
მსჯავრდებული: ზ------ რ----–---–ი, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. გ----–-------------------------------ში;
მსჯავრდებული: გ-- ს-------–---–ი, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ.გ----–--------–------------------------------ში;
გამართლებულ ნ------ ხ----–-–---–ის მიმართ ბრალდება წარდგენილი იყო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია);
დანაშაულთა კვალიფიკაცია, რომელთა ჩადენისათვის მსჯავრდებულები ზ------ რ----–---–ის და გ-- ს-------–---–ი ცნობილი იქნენ დანმაშავედ:
ზ------ რ----–---–ის მიმართ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია);
გ-- ს-------–---–ის მიმართ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია);
ადვოკატები - ნ------- ც--–--ე, ზ------ მ-----–-–---–ი, თ----- ა-----ე;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი: 2017 წლის 17 მაისს, დაახლოებით 03:30 საათიდან 04:05 საათამდე დროის შუალედში თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე თავდაპირველად დასავლეთის, შემდეგ კი აღმოსავლეთის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარითა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრაობდა ავტომანქანა “BMW X5“, სახელმწიფო ნომრით I--------, რომელსაც მართავდა 1995 წლის 05 ივლისს დაბადებული ბ--- ხ------ა. აღნიშნული ავტომობილის გაჩერებისა და შემდგომი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მის დევნას ახორციელებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, მათ შორის: სახაზო-საპატრულო სამმართველოს მეორე განყოფილების მეორე ოცეულის ათეულის მეთაური ნ------ ხ----–-–---–ი და საპატრულო ეკიპაჟის წევრები ზ------ რ----–---–ი და გ-- ს-------–---–ი.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ვერ მოხერხდა ბ--- ხ------ას შეჩერება, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მეორე განყოფილების მეორე ოცეულის ათეულის მეთაურმა ნ------ ხ----–-–---–მა გადაწყვიტა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ბ--- ხ------ას შეჩერების მიზნით გორის გვირაბთან ტრაილერით გადაეკეტა საავტომობილო გზა. აღნიშნულის განსახორციელებლად ნ------ ხ----–-–---–მა შესაბამისი მითითება მისცა ზ------ რ----–---–სა და გ-- ს-------–---–ს.
“პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პოლიციელის მიერ განხორციელებული აუცილებელი საპოლიციო ღონისძიება არის პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პოლიციის სამართლებრივი ქმედება უნდა შეწყდეს, თუ ამ ქმედების მიზანი მიღწეულია ან აშკარაა, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია. ამავე კანონის 31-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, იძულების ღონისძიების სახე და ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდარღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ამასთანავე, იძულებითი ღონისძიების გამოყენებისას პოლიციელი უნდა შეეცადოს, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს. პოლიციელს ეკრძალება ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. “საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებების შეტანა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარჯზე დაუშვებელია.
საჯარო მოხელეებმა - ათეულის მეთაურმა ნ------ ხ----–-–---–მა, პატრულ-ინსპექტორებმა ზ------ რ----–---–მა და გ-- ს-------–---–მა, ნაცვლად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში ემოქმედათ მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და ზემოაღნიშნული ნორმების სრული დაცვით, განზრახ გადაამეტეს თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ათეულის მეთაურის ნ------ ხ----–-–---–ის მითითების შესაბამისად პატრულ-ინსპექტორებმა ზ------ რ----–---–მა და გ-- ს-------–---–მა შეარჩიეს ადგილი, სადაც მათი მითითებით “Mersedes Benc Actors“ მოდელის სატვირთო ავტომობილის მძღოლმა გ------- ღ-–-----მა დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გვირაბის გამოსასვლელიდან დაახლოებით 200 მეტრში სრულად გადაკეტა საავტომობილო გზის ორივე სავალი ნაწილი და სათადარიგო გზის ნაწილი. ამ დროს გორის გვირაბიდან გამოვიდა საავტომობილო გზის პირველ სამოძრაო ზოლში მოძრავი რ----- ნ-----ას მართვის ქვეშ მყოფი, ავტომანქანებით დატვირთული “Ford Tranzit 190 EF“ მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით P--------, რომელიც ზემოაღნიშნულ პატრულ-ინსპექტორების მიერ შეჩერებულ იქნა საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, დაახლოებით 30 მეტრში იმ ადგილიდან, სადაც “Mersedes Benc Actors“ მოდელის სატვირთო ავტომანქანით გზის გადაკეტვის შემდეგ ნაწილობრივ დარჩენილი იყო ავტომანქანით გასასვლელი სათადარიგო გზა. გზის ამგვარი გადაკეტვა “პოლიციის შესახებ“ და “საგზაო მოძრაობის შესახებ“ მითითებული კანონების დარღვევასთან ერთად არ შეესაბამებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 28 თებერვლის N76 ბრძანების მოთხოვნებს. საავტომობილო გზის სრულად გადაკეტვით ნ------ ხ----–-–---–მა, ზ------ რ----–---–მა და გ-- ს-------–---–მა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასთან ერთად დაბრკოლება შეუქმნეს და გაუმართლებელი რისკის ქვეშ დააყენეს როგორც დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა “BMW X5“ -ის მძღოლი ბ--- ხ------ა, ასევე იმ დროისათვის მაგისტრალზე მოძრავი სხვა ავტომანქანების მძღოლები, მათ შორის - “Mersedes Benc Actors“ მოდელის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი გ------- ღ-–-----ი და “Ford Tranzit 190 EF“ მოდელის ავტომანქანის მძღოლი რ----- ნ-----ა, ასევე მისი მგზავრი ბ------ ი------ე. ამით არსებითად დაარღვიეს მითითებული ფიზიკური პირების უფლებები, მათ შორის - უსაფრთხო გადაადგილების უფლება და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები, რამდენადაც შეილახა საპატრულო პოლიციის პრესტიჟი და ავტორიტეტი.
საავტომობილო გზის გადაკეტვისას ათეულის მეთაური ნ------ ხ----–-–---–ი, პატრულ ინსპექტორები ზ------ რ----–---–ი და გ-- ს-------–---–ი უსაფუძვლოდ იმედოვნებდნენ, რომ შეაჩერებდნენ ბ--- ხ------ას სწრაფად მოძრავ ავტომანქანას და მძღოლთან განახორციელებდნენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის მოქმედებებს, თუმცა გორის გვირაბიდან საშუალოდ 210 კმ/სთ სიჩქარით გამოსულმა ბ--- ხ------ამ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლების გამო ვერ შეძლო შეჯახების თავიდან აცილება - საავტომობილო გზის მეორე სამოძრაო ზოლიდან მუხრუჭის გარეშე გადავიდა პირველ სამოძრაო ზოლში, რის შემდეგაც ჯერ წინა მარჯვენა ნაწილით დაეჯახა ნაწილობრივ მარჯვენა სამოძრაო ზოლში მდგარ “Ford Tranzit 190 EF“ მოდელის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით P-------- და მასზე მოთავსებულ “NISSAN-ის“ მარკის ავტომანქანას, ხოლო შემდეგ დაეჯახა საავტომობილო გზაზე განივად მდგარ სატვირთო ავტომანქანა “Mersedes Benc Actors“, სახელმწიფო ნორით Y--------, რის შედეგად ბ--- ხ------ა გარდაიცვალა.
შეჯახებამ ასევე გამოიწვია გ------- ღ-–-----ის 17078 ლარის, რ----- ნ-----ას 3872 ლარის და “Ford Tranzit 190 EF“ მარკის ავტომობილზე განთავსებული “NISSAN-ის“ მარკის ავტომობილის მესაკუთრის ბ------ ი------ის 5502 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი, რითიც არსებითად დაირღვა მათი უფლებები, ასევე ფაქტობრივად განადგურდა ბ--- ხ------ას მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა და გამოწვეულმა ქონებრივმა ზიანმა შეადგინა 125360 ლარი.
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენით:
ნ------ ხ----–-–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;
ზ------ რ----–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ზ------ რ----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა გთავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ზ------ რ----–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;
ძირითადი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ზ------ რ----–---–ს დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების დღიდან - 2019 წლის 27 მარტიდან;
გ-- ს-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ამავე ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ-- ს-------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
გ-- ს-------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;
ძირითადი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ-- ს-------–---–ს დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების დღიდან - 2019 წლის 27 მარტიდან;
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ - შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა დ----- ძ---–-–---–მა და მსჯავრდებულების ზ------ რ----–---–ის და გ-- ს-------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ------- ც--–--ემ.
ბრალდების მხარემ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე დამატებით წარმოადგინა შესაგებელი;
გამართლებულ ნ------ ხ----–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ზ------ მ-----–-–---–მა და თ----- ა-----ემ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინეს შესაგებელი.
2. მხარეთა პოზიციები
ბრალდების მხარემ მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა - ნ------ ხ----–-–---–ის, ზ------ რ----–---–ის და გ-- ს-------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა წარდგენილი ბრალდების ყველა ნაწილში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით). ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულების ზ------ რ----–---–ისა და გ-- ს-------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელები მიიჩნია ლმობიერად და მოითხოვა მათი დამძიმება.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული მოსაზრების თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა როგორც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლი სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ, ასევე „სატრანსპორტო საშუალებათა იძულებითი წესით გასაჩერებლად სპეციალური საშუალებების - „ზღარბი დიანას“ და „სპეციალური ბადის“ გამოყენების მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შს მინისტრის 2003 წლის 28 თებერვლის N 76 ბრძანება, როდესაც განაცხადა, რომ ნ------ ხ----–-–---–ს აღნიშნული ბრძანების შესაბამისად გააჩნდა უფლება, მოცემულ შემთხვევაში გზაზე მოძრაობის შეზღუდვისათვის გამოეყენებინა სატვირთო ავტომანქანა. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ არცერთი კანონი თუ სხვა ნორმატიული აქტი არ ითვალისწიონებს დაუმორჩილებელი მძღოლის შესაჩერებლად ტრაილერის გამოყენების შესაძლებლობას და, შესაბამისად, ასეთი შინაარსის ბრძანების გაცემა ცალსახად მიუთითებს ნ------ ხ----–-–---–ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე. ბრალდების მხარე ასევე მიუთითებს იმაზე, რომ საპატრულო პოლიციაში დადგენილი პრაქტიკის თანახმად ასეთი შინაარსის ბრძანება (ტრაილერის გამოყენებით საგზაო მოძრაობის შეზღუდვა) გულისხმობს გზის სრულ გადაკეტვას, რაც მოცემული შემთხვევისათვის წარმოადგენდა არაპროპორციულ, არათანაზომიერ ღონისძიებას ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის შესაჩერებლად, შეიცავდა საგზაო შემთხვევის მაღალ რისკს და იყო ყოვლად გაუმართლებელი ქმედება.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ ნ------ ხ----–-–---–ის უკანონო ბრძანება ერთობლივად შეასრულეს გ-- ს-------–---–მა და ზ------ რ----–---–მა - შეარჩიეს მოძრაობის შეზღუდვის ადგილი და ტრაილერით გადაკეტეს საავტომობილო გზა. ამ დროს პოლიციის სამივე თანამშრომელს სრულად ჰქონდა გაცნობიერებული წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასთან ერთად ითვალისწინებდნენ მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას - ავტომანქანის საჭესთან მჯდომი ბ--- ხ------ას ჯანმრთელობის დაზიანებას ან/და სიცოცხლის ხელყოფას, თუმცა უსაფუძვლოდ იმედოვნებდნენ, რომ ასეთი შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული - დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილის მძღოლი ბ--- ხ------ა დროულად შენიშნავდა ტრაილერს და შეძლებდა უსაფრთხოდ გაჩერებას.
გამართლებულ ნ------ ხ----–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი შესაგებელით ითხოვეს ნ------ ხ----–-–---–ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან ნ------ ხ----–-–---–ისათვის შერაცხულ ბრალდებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა.
ზ------ რ----–---–ისა და გ-- ს-------–---–ის ადვოკატმა ნ------- ც--–--ემ სააპელაციო საჩივარში მოითხოვა ზ------ რ----–---–ისა და გ-- ს-------–---–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მათი გამართლება წარდგენილი ბრალდების ყველა ნაწილში. სააპელაციო საჩივარში, ასევე საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას შესავალ, დასკვნით სიტყვებში და მსჯავრდებულთა საბოლოო სიტყვებში დაცვის მხარემ ჩამოაყალიბა მსჯელობა წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, რომლებიც, მისივე მოსაზრებით, ქმნიან საჩივრის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს:
გასაჩივრებულ განაჩენში ჩამოყალიბებული მსჯელობით გამოირიცხა ნ------ ხ----–-–---–ის ბრალეულობა. ნ------ ხ----–-–---–ის ქმედებისაგან კი არაფრით განსხვავდება ზ------ რ----–---–ის ქმედება, რომელსაც მის მსგავსად არ მიუღია მონაწილეობა ტრაილერის გადაყენებაში, შეზღუდვის ადგილის შერჩევასა და ევაკუარორის შეჩერებაში, ვინაიდან იგი არ გადასულა სამსახურებრივი ავტომანქანიდან და ყველა ეს მოქმედება მისმა მეწყვილემ გ-- ს-------–---–მა განახორციელა, რომელსაც ისინი მასთან არ შეუთანხმებია. მართალია, განაჩენში არაერთხელაა აღნიშნული, რომ ზ------ რ----–---–ი და გ-- ს-------–---–ი შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ერთობლივად შეარჩიეს ტრაილერით მოძრაობის შეზღუდვის ადგილიც, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე არაა მითითებული. მეტიც, განაჩენის 53-ე გვერდზე აღნიშნულია, რომ ზ------ რ----–---–ი ა/მანქანაში იმყოფებოდა და გზაზე სატრანსპორტო საშუალებების განლაგებასთან დაკავშირებით უშუალოდ მას რაიმე მოქმედება არ განუხორციელებია. ზ------ რ----–---–ის ა/მანქანიდან გადასვლა და შეზღუდვის ადგილის შერჩევაში მონაწილეობა დაადასტურა მხოლოდ გ-- ს-------–---–მა.
ზ------ რ----–---–ი და გ-- ს-------–---–ი მოულოდნელად აღმოჩნდნენ მძიმე და არაორდინალურ მდგომარეობაში - რამდენიმე წუთის დაბრუნებულები იყვნენ შესვენებიდან და არ იყვნენ ინფორმირებულები ბ--- ხ------აზე განხორციელებული დევნის შესახებ, განსხვავებით ნ------ ხ----–-–---–ისაგან, რომელიც პირველივე წუთიდან იყო ამ დევნაში მონაწილე პირი. ნ------ ხ----–-–---–ის მიერ გზის ორივე სავალი ნაწილის ტრაილერით გადაკეტვის შესახებ ბრძანების გაცემიდან (03:59 სთ) შეჯახებამდე (04:06 სთ) ბრძანების შემსრულებლის განკარგულებაში იყო არასრული შვიდი წუთი და ეს დრო არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ პატრულ-ინსპექტორებს გადაეზომათ მანძილი გვირაბიდან და ამგვარად განესაზღვრათ შეზღუდვის ადგილი, ასევე შეუძლებელი იყო ამ დროში გორში არსებული სამსახურებრივი ოფისიდან საგზაო ნიშნების მოტანა და ბ--- ხ------ას ინფორმირება გვირაბის მიღმა არსებული შეზღუდვის შესახებ. ბ--- ხ------ას ინფორმირებასთან დაკავშირებით ადვოკატი უთითებს, რომ ინფორმაცია გვირაბის მიღმა შეზღუდვის შესახებ გადაეცა ყველა ეკიპაჟს, მათ შორის იმათაც, ვინც უშუალოდ მისდევდა ხ------ას ა/მანქანას. ისინი კი (ი-–-- გ--------ე და გ------- ს--------–ი) აჩვენებენ, რომ ხმოვანი სიგნალით აცნობეს ამის შესახებ ხ------ას. ეს დასტურდება ა/მანქანის ბორტის ვიდეოჩანაწერით, რომელშიც ჩანს, რომ გ--------ისა და ს--------–ის ეკიპაჟი დაახლოებით 20 მეტრში მიჰყვება ბ--- ხ------ას ავტომანქანას.
განაჩენით მიჩნეული იქნა, რომ პტრულ-ინსპექტორებმა არასწორად შეარჩიეს ტრაილერის განთავსების ადგილი - მანძილი ტრაილერსა და გვირაბს შორის არ იყო საკმარისი გვირაბიდან გამოსული ავტომანქანის უსაფრთხო გაჩერებისთვის. სასამართლო ამ დასკვნის გაკეთებისას დაეყრდნო ექსპერტ დ----- გ---–-----ის ჩვენებას და მის მიერ გაცემულ დასკვნას, რომლის თანახმად ბ--- ხ------ა დაბრკოლებას დაინახავდა 281 მეტრიდან, სრული გაჩერებისათვის კი ესაჭიროებოდა დაახლოებით 300 მეტრი. ტერმინი „დაახლოებით“, ადვოკატის მტკიცებით, შეიძლება, მოიცავდეს ამ ორ სიდიდეს შორის სხვაობას - 19 მეტრს, რაც გამორიცხავს პატრულ-ინსპექტორების ბრალს. ამასთან, შვიდ წუთში მათ კიდეც რომ მოესწროთ გვირაბიდან მანძილის გადმოზომა, როგორ უნდა განესაზღვრათ უსაფრთხო გაჩერებისათვის საჭირო მინიმალური მანძილი - ამის დადგენას ხომ საექსპერტო კვლევის ჩატარება დასჭირდა. გარდა ამისა, დადგენი-–-- და ამას მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ ბ--- ხ------ას გვირაბიდან გამოსვლის შემდეგ გაჩერება არც უცდია - შემთხვევის ადგილზე არ აღმოჩენილა მუხრუჭის კვალი. იგი გამოვიდა გვირაბის მარცხენა ზოლიდან, რომელიც სწრაფად მოძრაობისთვისაა განკუთვნილი (70კმ/სთ) და გადავიდა მარჯვენა ზოლში, ე.ი. დაინახა სათადარიგო გზაზე დატოვებული გასასვლელი, თუმცა სიმთვრალისა და სიჩქარის გამო ვერ შეძლო უსაფრთხო მანევრის შესრულება. ამ მოცემულობის გათვალისწინებით - რომ ბ--- ხ------ას გაჩერება არც უცდია - მანძილს გვირაბიდან ტრაილერამდე არც აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან იგივე მოხდებოდა, ტრაილერი თუნდაც 500 მეტრში რომ ყოფილიყო გაჩერებული გვირაბიდან. საგულისხმოა ისიც, რომ გ------- ს--------–ისა და ი-–-- გ--------ის ეკიპაჟმა, რომელიც ოც მეტრში მიჰყვებოდა ბ--- ხ------ას ავტომანქანას, გვირაბიდან გამოსვლის შემდეგ თავისუფლად შეძლო ა/მანქანის გაჩერება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სათადარიგო გზაზე დარჩენილი ადგილი არ იყო საკმარისი ა/მანქანის გასავლელად, თუმცა ამ დროს დაეყრდნო მხოლოდ სუბიექტურ მოწმეთა ჩვენებებს და არ გაიზიარა ევაკუატორის მგზავრის ბ------ ი------ის ჩვენება, რომლის თანახმადაც სატვირთოს საწევარასა და თხრილს შორის დარჩენილი იყო მცირე მანძილი, რომელიც საკმარისი იყო მსუბუქი ავტომობილის გასავლელად. იგივეა დადგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომელშიც ასახულია ინფორმაცია ტრაილერის სრული სიგრძისა და მისი უკანა თვლების ერთი მეტრით ჩაცურების კვალის შესახებ, ასევე ვიდეოჩანაწერის ინფორმაცია შეჯახების შემდეგ ტრაილერის უკანა თვლების დგომის ადგილის შესახებ.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პოლიციელს უფლება აქვს, არ შეასრულოს აშკარად უკანონო ბრძანება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უფლება არ აქვს, არ შეასრულოს კანონიერი ბრძანება. განაჩენით ნ------ ხ----–-–---–ის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობა გამოირიცხა, ე.ი. მისი ბრძანება გზის გადაკეტვის შესახებ იყო კანონიერი და - გ-- ს-------–---–ისა და ზ------ რ----–---–ისათვის შესასრულებლად სავალდებულო. მისი შეუსრულებლობა, თუკი ბ--- ხ------ას ქმედებას მოჰყვებოდა ვინმეს დაზარალება, განიხილებოდა, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება - გულგრილობა.
ტრაილერით გზის გადაკეტვამდე განხორციელდა არაერთი ნაკლები რისკის შემცველი ღონისძიება - ოთხჯერ ჰქონდა ადგილი საპატრულო პოლიციის მხრიდან ბ--- ხ------ას შეჩერების მცდელობას, თუმცა ოთხივე შემთხვევაში მაღალი სიჩქარით, საავარიო ვითარების შემქმნელი მანევრით გადალახა ბ--- ხ------ამ მის წინ არსებული ხელოვნური ბარიერი და გზა განაგრძო. ამგვარი ბოროტი და უპრეცედენტო დაუმორჩულებლობა გრძელდებოდა 110 კმ-ის მანძილზე. ეს კი პოლიციელებს საფუძვლიანად აფიქრებინებდა, რომ საქმე ჰქონდათ სისხლის სამართლის დამნაშავესთან. ამიტომ ისინი მხოლოდ უფლებამოსილნი კი არა, არამედ ვალდებულებიც იყვნენ, აღეკვეთათ ბ--- ხ------ას უკანონო ქმედება. პატრულ-ინსპექტორებს გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ ხ------ას შეჩერებით იცავდენენ როგორც მის, ასევე სხვა პირთა უსაფრთხოებას, ახორციელებდნენ დანაშაულის პრევენციას და მოქმედებდნენ დამნაშავის გამოვლენის მიზნის მისაღწევად. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ბ--- ხ------ამ უკვე ჩაიდინა საქ. სსკ-ის 353 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, როცა სოფ. აგარებთან პოლიციელებისკენ შეგნებულად მიმართა ა/მანქანა და შეჯახება თავიდან იქნა აცილებული მხოლოდ იმით, რომ პოლიციელმა მოასწრო, გარიდებოიდა მისკენ მოძრავ ა/მანქანას. ამდენად, ზ------ რ----–---–მა და გ-- ს-------–---–მა გასწიეს მართლზომიერი რისკი, რაც საქ. სსკ-ის 31-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავ გარემოებას წარმოადგენს. განაჩენში კი საპირისპიროა მითითებული - თითქოს მათ გზის ტრაილერით გადაკეტვისას გაუმართლებელი რისკის ქვეშ დააყენეს დიდი სიჩქარით მოძრავი ბ--- ხ------ა, თუმცა ეს არ არის დასაბუთებული.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარწმუნოდ მიჩნეული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ბ--- ხ------ამ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები, რომელთა დაცვის შემთხვევაში გამორიცხული იქნებოდა ავტო-სატრანსპორტო შემთხვევა. აქედან გამომდინარე, ადვოკატი ასკვნის, რომ შეჯახება გამოიწვია სწორედ ბ--- ხ------ას უკანონო მოქმედებამ, რაც გამორიცხავს პატრულ-ინსპექტორთა ბრალს.
ადვოკატი დაუსაბუთებლად მიიჩნევს განაჩენის 57-ე გვერდზე ჩამოყალიბებულ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რიმ ა/მანქანიდან გადასულმა გ-- ს-------–---–მა, გაცნობიერებული ჰქონდა რა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, გზაზე ისე განალაგა სატრანსპორტო საშუალებები, რომ ითვალისწონებდა ბ--- ხ------ას სიკვდილის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უსაფუძვლოდ იმედოვნებდა მის თავიდან აცილებას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ადვოკატი მიუთითებს ექსპერტ დ----- გ---–-----ის ჩვენებაზე, რომლის მიხედვითაც ბ--- ხ------ა მოძრაობდა ადეკვატურად, მანევრირებდა გონივრულად. ეს კი გ-- ს-------–---–საც აძლევდა საფუძველს, ერწმუნა, რომ ბ--- ხ------ა შეძლებდა ა/მანქანის შეჩერებას ან ბარიერის უსაფრთხოდ გავლას.
ადვოკატმა ნ------- ც--–--ემ ეჭვქვეშ დააყენა ექსპერტ დ----- გ---–-----ის მიერ გაცემული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და მისი სასამართლოში მიცემული ჩვენება იმ საფუძვლით, რომ საექსპერტო კვლევის ჩატარებისას ექსპერტი გასცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს და, გარდა “საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონისა, “პოლიციის შესახებ“ კანონზე და სხვა ნორმატიულ აქტებზე მითითებით, როგორც არაიურისტმა, სამართლებრივი შეფასება მისცა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც მისი კვლევის საგანს არ წარმოადგენდა. შესაბამისად, ადვოკატის მოსაზრებით, ექსპერტ დ----- გ---–-----ის ჩვენება და მის მიერ გაცემული დასკვნა სასამართლომ არ უნდა მიიღოს, როგორც ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება.
3. მტკიცებულებების ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე kuznecov v.russia, №184/02; 11/01/2007; §84).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად, სააპელაციო პალატამ იმსჯელებს მხარეთა საკვანძო არგუმენტებზე და დაასაბუთებს, თუ რატომ იზიარებს ან არ იზიარებს მათ. პალატა ასევე განმარტავს, რომ არ არსებობს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ საფუძველს ამ განაჩენით გაცხადებული პოზიციის საწინააღმდეგოდ, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდადაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის ¹397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
ამდენად, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს მტკიცებულებების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, იძლევა თუ არა ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა ნ------ ხ----–-–---–ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და სიცოცხლის გაუფრთილებლობით მოსპობა. იმავდროულად დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ-- ს-------–---–თან ერთად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა ჩაიდინა ზ------ რ----–---–მაც.
აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე:
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ:
ნ------ ხ----–-–---–ი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მე-2 განყოფილების (შიდა ქართლი) ათეულის მეთაურის თანამდებობაზე დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 17 მარტის N6----- ბრძანებით და 2017 წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოადგემდა საჯარო მოხელეს;
ზ------ რ----–---–ი და გ-- ს-------–---–ი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს მე-2 განყოფილების (შიდა ქართლი) პატრულ-ინსპექტორებად დაინიშნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2015 წლის 01 ოქტომბრის N2------ ბრძანების საფუძველზე. და 2017 წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას ნ------ ხ----–-–---–მა აჩვენა, რომ საპატრულო პოლიციაში მუშაობდა 2007 წლიდან 2017 წლის 22 მაისამდე. 2017 წლის 17 მაისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და მეწყვილესთან - ვ----– ქ-----–---–თან ერთად საპატრულო პოლიციის ავტომანქანით ახორციელებდა პატრულირებას თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე. დაახლოებით 03 საათსა და 20 წუთზე გორის რაიონის სოფელ შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე, აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობისას საპატრულო პოლიციის “206“ ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფმა პატრულ-ინსპექტორებმა ლ-–- გ-----ემ და გ------- ჟ------–---–მა რადიოკავშირის საშუალებით გადასცეს, რომ დასავლეთის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა ჯიპის ტიპის ავტომობილმა შეუქმნა საფრთხე. დაედევნენ ავტომობილს, მაგრამ დაწევა ვერ შეძლეს, რის გამოც ითხოვეს დახმარება. ვინაიდან თვითონ და ვ----– ქ-----–---–ი ყველაზე ახლოს იმყოფებოდნენ “206“ ეკიპაჟთან, მათი დახმარებისა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავი მძღოლის გაჩერების მიზნით გადავიდნენ დასავლეთის მიმართულებით სამოძრაო გზაზე. ამ დროს ლ-–- გ-----ისაგან მიიღეს ახალი შეტყობინება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ავტომობილი ნახეს გაჩერებული და მასთან მივიდა გ------- ჟ------–---–ი, თუმცა ავტომობილის მძღოლი არ დაემორჩილა - შუა თითის ჩვენებით გამოხატა მის მიმართ უპატივცემულობა და სწრაფად დაძრა ავტომანქანა ისე, რომ საფრთხე შეუქმნა გ------- ჟ------–---–ის ჯანმრთელობას. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში დასავლეთის მიმართულებით მოძრაობისას უკანა ხედვის სარკეში დაინახა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი “ბმვ-ს“ ფირმის ავტომანქანა, რომელსაც ჩართული ჰქონდა შორს მაშუქი ფარები. მისთვის მოძრაობის შეზღუდვის მიზნით დაიწყო მარცხენა სამოძრაო ზოლიდან მარჯვენა ზოლში ნელა გადასვლის მანევრის შესრულება, მაგრამ აღნიშნულმა ავტომანქანამ სვლა არ შეანელა და გაასწრო მარჯვენა მხრიდან - ჩაუარა სწრაფად და ძალიან ახლოს, რითიც საფრთხე შეექმნა მისი და ვ----– ქ-----–---–ის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ავტომანქანას დაედევნა, თუმცა მიახლოება ვერ შეძლო, რადგან, მისი ვარაუდით, ამ დროს “ბმვ X5“ მარკის ავტომანქანა მოძრაობდა დაახლოებით 180-200 კმ/სთ სიჩქარით. დააფიქსირა ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი და რადიოსადგურ “ლ-----ს“ საშუალებით გადასცა იგი დაკავებაზე იმ საფუძვლით, რომ მძღოლის მოქმედება იყო საფრთხის შემცველი. ამ დროს შესვენებიდან გამოვიდნენ “207“ ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფი პატრულ-ინსპექტორები ზ------ რ----–---–ი და გ-- ს-------–---–ი, რომლებმაც რაციით დაუდასტურეს, რომ მიიღეს მის მიერ გადაცემული ინფორმაცია და შეეცდებოდნენ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევით მოძრავი ავტომანქანის გაჩერებას. მათ დასახმარებლად ავტომაგისტრალზე ასევე გავიდა ქალაქ გორის “106“ ეკიპაჟი გ------- ქ---------ისა და გ------- ე-–--–---–ის შემადგენლობით, რომლებმაც “208“ საპატრულო ეკიპაჟთან შეთანხმებული მანევრით ე.წ. “ცხინვალის ხიდებთან“ მაგისტრალის ორივე სამოძრაო ზოლში მოძრავი საპატრულო ავტომანქანების განლაგებით გზა შეუზღუდეს “ბმვ-ს“ მარკის ავტომობილს, თუმცა მან მარჯვენა მხრიდან გადაასწრო მათ და შექმნა ავარიული ვითარება. შემდეგ კი დაუმორჩილებელმა ავტომანქანამ გორის გვირაბის შესასვლელთან საფრთხე შეუქმნა ზ------ რ----–---–სა და გ-- ს-------–---–ს და შევიდა გვირაბში, რის შემდეგაც მისი დევნა განაგრძო “209“ ეკიპაჟმა. ზ------ რ----–---–ი და გ-- ს-------–---–ი კი მისი მითითების საფუძველზე დაბრუნდნენ თავიანთ სამოქმედო კვადრატში. თვითონაც მოტრიალდა და გაემართა სოფელ შავშვების მიმართულებით, რა დროსაც რადიოკავშირით შეიტყო, რომ ხ-–------------------------–--------თან, სადაც მთავრდება ცალმხრივი მიმართულების მოძრაობა, ეკიპაჟებმა გზა გადაკეტეს სატვირთო მანქანისა და საპატრულო პოლიციის ორი ავტომანქანის გამოყენებით, თუმცა ავტომობილ “ბმვ-ეს“ მძღოლი არც ამჯერად დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას გაჩერების შესახებ და იმავე სიჩქარით, რა სიჩქარითაც მოძრაობდა, ავტომანქანა პირდაპირ მიმართა ამ მონაკვეთზე მდგომ პატრულ-ინსპექტორებზე, გასცდა მათ, გადაკვეთა შემზღუდავი ბარიერები და გაემართა უკან თბილისის მიმართულებით.
რადიოკავშირით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ “ბმვ-X5“ მარკის ავტომობილის მძღოლის მიერ ჩადენილი იქნა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - პოლიციელებზე თავდასხმა, რაზედაც პირდაპირ მიუთითებდა დაზარალებული პატრულ-ინსპექტორი კ--- ფ----–---–ი. მძღოლის მოქმედებებიდან გამომდინარე, ასევე არსებობდა ეჭვი, რომ მის მიერ ავტომანქანა გატაცებული იყო ან ჩადენილი ჰქონდა სხვა დანაშაული. ამიტომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო დამნაშავის შეპყრობის აუცილებლობა, რის გამოც ზ------ რ----–---–ისა და გ-- ს-------–---–ის ეკიპაჟს რადიოკავშირით მისცა მითითება, რომ მისულიყვნენ გორის გვირაბთან და იქ გაჩერებული რომელიმე სატვირთო ავტომობილის გამოყენებით ნაწილობრივ შეეზღუდათ მოძრაობა საავტომობილო გზაზე. ვინაიდან რადიოკაშვირი იყო გადატვირთული და საუბარი ისმოდა ხარვეზებით, მისი მითითების დაზუსტების მიზნით ზ------ რ----–---–ი დაუკავშირდა მობილური ტელეფონით, რა დროსაც კვლავ დაუდასტურა განკარგულება მოძრაობის შეზღუდვის შესახებ. რამდენიმე ხნის შემდეგ კი გ-- ს-------–---–მა რადიოკავშირის საშუალებით გადმოსცა, რომ მოხდა შეჯახება და ითხოვა ყველა სამსახურის ადგილზე გამოცხადება. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ნახა, რომ “ბმვ-X5“ მარკის ავტომობილი შეჯახებული იყო ევაკუატორზე და გზის სავალ ნაწილზე განივად მდგარ ტრაილერზე, რომლის საწევარაც მიმართული იყო აღმოსავლეთის მხარეს. სატვირთო ავტომანქანის (ტრაილერის) მისაბმელის უკანა საბურავთან, გზის საფარზე აღინიშნებოდა საბურავების გაცურების კვალი, ხოლო ტრაილერის საწევარასთან, აღმოსავლეთის მიმართულებით მარჯვენა მხარეს დატოვებული იყო ავტომანქანების გასავლელი ადგილი - გზა მთლიანად არ იყო დაკეტილი და შესაძლებელი იყო სათადარიგო ზოლზე ავტომანქანების მოძრაობა. ამასთან, ზ------ რ----–---–ისა და გ-- ს-------–---–ის ეკიპაჟის საპატრულო ავტომანქანის მაშუქები იყო ჩართული და მიმართული იყო ტრაილერის ძარაზე. მანვე დაადასტურა, რომ მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ნიშანი ან სხვა გამაფრთხილებელი საშუალება გვირაბის შესასვლელთან ან უშუალოდ გვირაბში საგანგებოდ განთავსებული არ ყოფილა, თუმცა, თბილისის მიმართულებით მოძრაობისას “ბმვ-X5“ მარკის ავტომანქანას მიჰყვებოდა საპატრულო პოლიციის “209“ ეკიპაჟი, რომელიც ავტომანქანის მძღოლს აფრთხილებდა გზაზე არსებული დაბრკოლების შესახებ. შესაბამისად, ის დარწმუნებული იყო, რომ მძღოლი ინფორმირებული იყო ხელოვნური ბარიერის მოწყობის შესახებ და შეძლებდა ავტომანქანის დროულად და უსაფრთხოდ გაჩერებას.
ნ------ ხ----–-–---–მა აჩვენა, რომ სახეზე იყო ბრძანების გაცემის საფუძველი საავტომობილო გზაზე მოძრაობის შესაზღუდად. ბრძანება გასცა რადიოკავშირით და იგი ესმოდა ყველას, მათ შორის მის ხელმძღვანელ პირებს და კონკრეტულად - მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს მ----- ძ-------ეს. რადიოკავშირითვე “207“ საპატრულო ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფმა თანამშრომლებმა დაუდასტურეს, რომ აპირებდნენ სატვირთო ავტომანქანის გამოყენებით გორის გვირაბთან მოძრაობის შეზღუდვას. მიუხედავად ამისა, არავის გაუცია განკარგულება მისი ბრძანების გაუქმების თაობაზე. მოძრაობის შეზღუდვის შესახებ განკარგულების გაცემის დროს იგი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 10-15 კილომეტრის დაშორებით, სოფელ შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე. საპატრულო პოლიციის “207“ ეკიპაჟს მან მხოლოდ მითითება მისცა, რომ “სატვირთო ტრაილერით შეეზღუდათ გზა“ და სხვა საუბარი მას და პატრულ-ინსპექტორებს შორის არ შემდგარა. ბრძანება გზაზე მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ყველა შემთხვევაში და ავტომატურად ნიშნავს გზის სავალი ზოლის გადაკეტვასა და სათადარიგო ზოლის სამოძრაოდ დატოვებას.
ზ------ რ----–---–ის ჩვენები თანახმად საპატრულო პოლიციის შექმნის დღიდან - 2004 წლიდან მუშაობდა პოლიციის პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2017 წლის 17 მაისს, დაახლოებით 03:30 საათზე, რადიოკავშირში ჩართვისთანავე მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, თბილისიდან გორის მიმართულებით მაღალი სიჩქარით მოძრაობდა “ბმვ-X5“ მარკის ავტომანქანა, რომლის მძღოლი არ ემორჩილებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მითითებებს და სახიფათო მანევრების შესრულებით უქმნიდა მათ საფრთხეს. ეს ინფორმაცია გადმოსცეს “206“ საპატრულო ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფმა პატრულ-ინსპექტორებმა ლ-–- გ-----ემ და გ------- ჟ------–---–მა, ასევე - ათმეთაურმა ნ------ ხ----–-–---–მა. ნ------ ხ----–-–---–ის მიერ ავტომანქანა გადაცემული იქნა დაკავებაზე. მისმა მეწყვილემ გ-- ს-------–---–მა დაადგინა, რომ ავტომობილის მფლობელი იყო ბ--- ხ------ა. ავტომანქანის გაჩერების მიზნით გორიდან ავიდნენ თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის დასავლეთის მიმართულების გზაზე, რა დროსაც თვითონ მართავდა ავტომობილს. მოძრაობა დაიწყო მარცხენა, ე.წ. ჩქაროსნულ ზოლში და ცდილობდა, მოძრაობაში შეეზღუდა “ბმვ X5“ მარკის ავტომანქანა, რომელიც დიდი სისწრაფით მიუახლოვდა უკნიდან და მათ ავტომობილთან მივიდა ძალიან ახლოს. ჩართული ჰქონდა კაშკაშა, დამაბრმავებელი მაშუქები. მარჯვენა მხრიდან გადაუსწრო და შევიდა გვირაბში. გვირაბიდან გასასვლელში დახვდა “209“ ეკიპაჟი, რომელიც ასევე ცდილობდა გზის შეზღუდვას იგივე მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანის გამოყენებით, მაგრამ “ბმვ X5“ მარკის ავტომობილის მძღოლმა მარჯვნიდან, მოხრეშილ გვერდულზე გადასვლით, აუარა მათ გვერდი და სწრაფი სვლით გააგრძელა მოძრაობა. მას დაედევნენ ათმეთაურ ნ------ ხ----–-–---–ისა და “209“ ეკიპაჟები, თვითონ კი, ათმეთაურის მითითების შესაბამისად, სოფელ რუისთან მოატრიალა ავტომანქანა და დაბრუნდა სამოქმედო კვადრატისკენ. ამ დროს რადიოგადამცემით ესმოდათ, რომ დაუმორჩილებელმა ავტომანქანამ რამდენიმე ეკიპაჟს შეუქმნა საფრთხე, შემდეგ კი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 121-ე კილომეტრამდე არმისული, ხ-–------------------------–--------თან ავტომანქანა პირდაპირ მიმართა გზის სავალ ნაწილზე მდგომ პატრულ-ინსპექტორებზე, გასცდა მათ, მოტრიალდა და გაემართა აღმოსავლეთის მიმართულებით. რადიოკავშირში ისმოდა “განწირული ხმები“ და ყველა ერთდროულად ცდილობდა ეთერში გასვლას. განსაკუთრებით დაამახსოვრდა პატრულ-ინსპექტორ კ--- ფ----–---–ის ხმა, რომელსაც უშუალოდ შეექმნა საფრთხე. კ--- ფ----–---–მა ითხოვა, რომ გვირაბთან - თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის დაახლოებით 83-ე ან 84-ე კილომეტრზე დაეკეტათ გზა. მათ დაუკავშირდა ნ------ ხ----–-–---–ი, რომელმაც გაარკვია, თუ სად იმყოფებოდნენ ისინი და მისცა მითითება, რომ გორის გვირაბთან გაჩერებული რომელიმე სატვირთო ავტომანქანის გამოყენებით გზაზე მაქსიმალურად შეეზღუდათ მოძრაობა. ვინაიდან რადიოკავშირის ეთერში შექმნილი იყო ქაოსი, მისი ნათქვამის გადამოწმების მიზნით მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ნ------ ხ----–-–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დაუდასტურა განკარგულების შინაარსი, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრიათ. მან ავტომობილი გააჩერა გვირაბის აღმოსავლეთის მხარეს, ამავე მიმართულების გზის სავალი ნაწილიდან მარცხნივ, რის შემდეგაც გ-- ს-------–---–ი გადავიდა მანქანიდან და მივიდა მათგან ყველაზე უფრო ახლოს გაჩერებულ მისაბმელიან სატვირთო ავტომანქანასთან, რომლის ძარაზეც მოთავსებული იყო მწვანე ფერის კონტეინერი თეთრი წარწერით. გ-- ს-------–---–მა მიაკაკუნა სატვირთო ავტომანქანის საწევარას კაბინაზე, შემდეგ ეს ავტომანქანა დაიძრა და განივად გაჩერდა ავტომაგისტრალის აღმოსავლეთის მიმართულების სავალ გზაზე სათადარიგო ზოლის მანიშნებელ ხაზთან, რითიც მთლიანად გადაიკეტა გზის ორივე სავალი ნაწილი, თუმცა სატვირთო მანქანის საწევარის წინ არსებული სათადარიგო ზოლი მოძრაობისათვის თავისუფალი იყო. ამ დროს იგი იმყოფებოდა საპატრულო ავტომანქანაში, ცდილობდა რადიოკავშირში ჩართვას და, როგორც კი ეთერში ნახა პაუზა, გადასცა ინფორმაცია გზის შეზღუდვასთან დაკავშირებით, რა დროსაც პასუხისმგებელმა მორიგემ დაუდასტურა, რომ მიიღო აღნიშნული ინფორმაცია. შემდეგ გადავიდა მანქანიდან და იგივე ინფორმაცია გადასცა ხელის რაციის საშუალებით. ამ დროს გვირაბიდან ნელი სვლით გამოვიდა მისაბმელიანი ევაკუატორი, რომლის ძარაზე და მისაბმელზე იდო ორი მსუბუქი ავტომანქანა. მან და გ-- ს-------–---–მა ევაკუატორის მძღოლს ხელის ჟესტიკულაციით ანიშნეს, რომ მანქანა გაეჩერებინა გზის სავალი ნაწილიდან მაქსიმალურად მარჯვენა მხარეს, მძღოლმა იკითხა, თუ რა ხდებოდა. მას არ მისცეს მოძრაობის გაგრძელების საშუალება იმ მიზნით, რომ არ ჩახერგილიყო სათადარიგო ზოლი. ევაკუატორი გაჩერდა გვერდულზე, ტრაილერიდან დაახლოებით 40-50 მეტრის დაშორებით ისეთ მდგომარეობაში, რომ მისი მცირე ნაწილი დარჩა მარჯვენა სავალ ზოლში. ამის შემდეგ, მოკლე დროში მას მოესმა გვირაბიდან გამომავალი ავტომანქანის ძრავის მაღალი ხმა, შემდეგ - საბურავების მოცურების ხმა. როგორც შემდეგ გაირკვია, „ბმვ X5-მა“ მკვეთრი მანევრი შეასრულა მარცხენა სავალი ზოლიდან მარჯვენა ზოლში გადასასვლელად, შემდეგ კი დაეჯახა ჯერ ევაკუატორის მისაბმელს, შემდეგ კი დატრიალდა და გვერდულად შეეჯახა გზაზე გაჩერებულ ტრაილერს. იმავე წუთში მას მოჰყვა საპატრულო პოლიციის “209“ ეკიპაჟი და, მოგვიანებით, საპატრულო პოლიციის სხვა ეკიპაჟები. ასევე ადგილზე მივიდნენ ათმეთაური ნ------ ხ----–-–---–ი და საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მ----- ძ-------ე, რომელმაც იკითხა, თუ ვინ შეზღუდა გზა, რაზედაც უპასუხა, რომ გზაზე მოძრაობა მან და გ-- ს-------–---–მა შეზღუდეს. ზ------ რ----–---–მა თავის ჩვენებაში ასევე დაადასტურა, რომ შესაბამისი ბრძანების მიღების შემდეგ გადაწყვეტილება გორის საავტომობილო გვირაბთან მოძრაობის შეზღუდვის შესახებ მან და გ-- ს-------–---–მა მიიღეს ერთობლივად და ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო დამნაშავე მძღოლის გაჩერება და დაკავება, თუმცა მათ გაინაწილეს ფუნქციები და სავალ გზაზე სატვირთო ავტომანქანა განთავსდა უშუალოდ გ-- ს-------–---–ის მითითებით. ამ პერიოდში იგი იმყოფებოდა საპატრულო ავტომანქანაში და ცდილობდა რადიოეთერში გასვლას. მანვე აჩვენა, რომ ბრძანების მიღებიდან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე გავიდა სულ სამი ან ოთხი წუთი, რის გამოც, არ ჰქონდათ საკმარისი დრო, რომ გაეაზრებინათ და შეეფასებინათ ბრძანების კანონიერება. ნ------ ხ----–-–---–ისაგან მხოლოდ მიიღო ბრძანება სატვირთო ავტომანქანის გამოყენებით მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. შეზღუდვის დეტალებზე მასთან არ უსაუბრია, თუმცა, მოძრაობის შეზღუდვა ნიშნავს, რომ უნდა გადაიკეტოს გზის ძირითადი სავალი ნაწილი და დარჩეს მხოლოდ ერთი გასასვლელი. გარდა ამისა, ისინი ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შემთხვევამდე სოფელ აგარებთან მოძრაობა შეზღუდული იყო ასევე ტრაილერის გამოყენებით. უშუალოდ შეჯახებამდე იგი უკვე გადმოსული იყო მანქანიდან და იდგა საპატრულო ავტომანქანიდან დაახლოებით ხუთი მეტრის დაშორებით, გვირაბის მხარეს, სავალ გზაზე, ხოლო გ-- ს-------–---–ი - მისგან დაახლოებით 10-15 მეტრის მოშორებით. მისი მართვის ქვეშ მყოფ საპატრულო ავტომანქანას მიმართულება ჰქონდა ოდნავ მარცხნივ, თუმცა მისი მაშუქები კარგად ანათებდა ტრაილერის მისაბმელსა და კონტეინერს. შემთხვევის შემდეგ მას საპატრულო ავტომანქანა არ გადაუადგილებია. საპატრულო ეკიპაჟებისაგან ფლობდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ “ბმვ X5“ მარკის ავტომანქანა მოძრაობდა ძალზე სწრაფად, ზოგიერთ შემთხვევაში - 200 კმ/სთ-ის სიჩქარით. თუმცა გზის გადაკეტვისას არ უშვებდნენ მძიმე შედეგის დადგომის შესაძლებლობას, ვინაიდან მოძრაობის შეზღუდვის ადგილი იყო განათებული, ამასთან, ითვალისწინებდა, რომ გვირაბში მაღალი სიჩქარით მოძრაობას მძღოლი ვერ შეძლებდა, იყო ადეკვატური, დაბრკოლების შემთხვევაში აგდებდა სიჩქარეს. მოძრაობდა შორსმაშუქებით, უკან მიჰყვებოდა “209“ ეკიპაჟი, რომელიც აფრთხილებდა გზაზე დაბრკოლების არსებობის შესახებ. ამ გარემოებების გათვალისწინებით ვარაუდობდა, რომ “ბმვ X5“ მარკის ავტომანქანის მძღოლი ბარიერთან შეძლებდა მოძრაობის შენელებას.
გ-- ს-------–---–მა დაადასტურა ზ------ რ----–---–ის ჩვენების შინაარსი და აჩვენა, რომ საპატრულო პოლიციაში მუშაობდა 2004 წლიდან. 2017 წლის 16-17 მაისს იგი იმყოფებოდა სადღეღამისო განწესში და ზ------ რ----–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას “4207“ ეკიპაჟის შემადგენლობაში საძახისით “407“. მათ სამოქმედო ტერიტორიას წარმოადგენდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთი მე-80 კილომეტრიდან (ქალაქ გორში შესასვლელი) 70-ე კილომეტრამდე (სოფელი შავშვები). პატრულირებისას ავტომანქანას მართავდა ზ------ რ----–---–ი. 2017 წლის 17 მაის,ს დაახლოებით 03:30 საათზე შესვენებიდან დაბრუნებულებმა ჩართეს რადიოკავშირის მოწყობილობა და დაუყოვნებლივ მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისიდან გორის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა “ბმვ X5“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით I--------, რომლის მძღოლიც ქმნიდა საავარიო ვითარებას. იგი არ ემორჩილებოდა საპატრულო ეკიპაჟების მოთხოვნას ავტომანქანის გაჩერების შესახებ და უქმნიდა საფრთხეს მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. რაციით გადასცეს, რომ ავიდოდნენ ავტომაგისტრალზე და დაეხმარებოდნენ ავტომანქანის გაჩერებაში. გაემართნენ ცენტრალური საავტომობილო გზის მიმართულებით, რა დროსაც რადიოკავშირის ეთერში ატყდა “ისტერიული შეძახილები“ და გაფრთხილება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ავტომანქანის მძღოლი “არავის ინდობდა, ეჯახებოდა მათ და წინ არავინ დადგომოდა“. ეს ინფორმაცია რადიოკავშირით გადასცა “408“ ეკიპაჟის პატრულ ინსპექტორმა მ--–---- ბ--------–-–---–მა. ამის შემდეგ ავიდნენ თბილისი- სენაკი-ლესელიძის საავტომობილო ტრასის დასავლეთის მიმართულების გზაზე და დაიკავეს მარცხენა სამოძრაო ზოლი. უკნიდან მაღალი სიჩქარით მიუახლოვდა ჯიპის ტიპის ავტომობილი, გაუსწრო მარჯვნიდან, რა დროსაც ძალიან ახლოს ჩაუარა და შევიდა გორთან მდებარე გვირაბში. გაჰყვნენ ავტომანქანას და მძღოლს ანიშნებდნენ, რომ გაეჩერებინა, მაგრამ გვირაბიდან გასვლის შემდეგ მან მოუმატა სიჩქარეს, რის გამოც ჩამორჩნენ. ავტომანქანას გაჰყვა “209“ ეკიპაჟი. ნ------ ხ----–-–---–ის მითითებით მათ შეწყვიტეს ავტომობილის დევნა, მოტრიალდნენ და წავიდნენ მათი სამოქმედო ტერიტორიის მიმართულებით. მოძრაობისას მიიღეს ინფორმაცია, რომ სოფელ აგარებთან მოძრაობა იყო შეზღუდული ტრაილერის გამოყენებით. რამდენიმე ხნის შემდეგ რადიოკავშირის (რაციის) საშუალებით გაიგონეს სოფელ აგარებთან მყოფი პოლიციის თანამშრომლების - ოცმეთაურ ო----- დ--------–---–ისა და პატრულ-ინსპექტორ კ--- ფ----–---–ის შეძახილები. კ--- ფ----–---–ი ითხოვდა, რომ დაკეტილიყო მოძრაობა. რადიოკავშირის ეთერში შექმნილი იყო პანიკური და ისტერიული ვითარება. ამა დროს მათ დაუკავშირდა ათმეთაური ნ------ ხ----–-–---–ი, რომელმაც იკითხა, თუ სად იმყოფებოდნენ. ნ------ ხ----–-–---–ს უთხრეს, რომ გასცდნენ გორის გვირაბს და მოძრაობდნენ სუპერმარკეტ “სმარტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მისგან მიიღეს მითითება, რომ მობრუნებულიყვნენ და ემოძრავათ დასავლეთის მიმართულებით. ამ მითითების შესაბამისად გადავიდნენ დასავლეთის მიმართულების მოძრაობის ზოლზე, რის შესახებ მოახსენეს ნ------ ხ----–-–---–ს. მისგან მიიღეს ბრძანება გორის გვირაბთან გაჩერებული რომელიმე ტრაილერის გამოყენებით გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შეზღუდვის თაობაზე. მათ დაუდასტურეს ნ------ ხ----–-–---–ს, რომ გაიგეს ბრძანების შინაარსი და მივიდნენ გვირაბთან არსებულ მოსაბრუნებელ ადგილზე, სადაც გაჩერებული იყო რამდენიმე ტრაილერი. ზ------ რ----–---–ი ნ------ ხ----–-–---–ს დაუკავშირდა მობილური ტელეფონით და ჰკითხა, შეეზღუდათ თუ არა მოძრაობა, რაზეც მიიღო პასუხი: “უნდა შევზღუდოთ, აბა რა უნდა ვქნათ“. ზ------ რ----–---–თან ერთად გადავიდნენ ავტომანქანიდან და ერთად შეარჩიეს შეზღუდვის ადგილი, რის შემდეგაც თვითონ მივიდა გზის სავალ ნაწილთან ყველაზე უფრო ახლოს გაჩერებულ ტრაილერთან და მძღოლს უთხრა, რომ ესაჭიროებოდათ გზის გადაკეტვა. მძღოლმა აამუშავა ძრავი, რამდენიმე წამში დაძრა ავტომანქანა და გააჩერა მითითებულ ადგილზე - აღმოსავლეთის მიმართულების გზის სავალ ნაწილზე ცერად, დაახლოებით 45 გრადუსის კუთხით, რა დროსაც ავტომანქანის საწევარას მარჯვენა კუთხე არ იყო მისული სათადარიგო ზოლის მანიშნებელ ხაზთან და ეს ზოლი მთლიანად - გვერდულიდან სანიაღვრე არხამდე იყო მოძრაობისათვის თავისუფალი. გ-- ს-------–---–ი სირბილით დაბრუნდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანასთან, რა დროსაც დაინახა, რომ გვირაბიდან ნელი სვლით გამოვიდა მსუბუქი ავტომობილებით დატვირთული ევაკუატორი, რომელიც მათთან მიახლოებისას გაჩერდა გვერდულზე და მძღოლმა იკითხა, თუ რა ხდებოდა. ვინაიდან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ დამრღვევი ავტომობილი უკვე უნდა შესულიყო გვირაბში, მან და ზ------ რ----–---–მა, თითქმის ერთდროულად, ევაკუატორის მძღოლს უთხრეს, რომ გადასულიყო უკიდურეს მარჯვენა მხარეს და ცოტა ხნით გაეჩერებინა მანქანა. ამ საუბრიდან რამდენიმე წამში გვირაბიდან გამოვიდა მაღალი სიჩქარით მოძრავი “ბმვ X5“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც ჩართული ჰქონდა შორსმაშუქები. მან და ზ------ რ----–---–მა ხელის ჟესტიკულაციით ავტომობილის მძღოლს ანიშნეს დაბრკოლების შესახებ, რომ გაჩერებულიყო, მაგრამ ავტომობილმა გააკეთა მანევრი - მარცხენა ზოლიდან გადავიდა მარჯვენა ზოლში, გვერდი ვერ აუქცია ევაკუატორს და შეეჯახა მას წინა მარჯვენა თვლით. შემდეგ კი დატრიალდა და ინერციით შეეჯახა ტრაილერს. შეჯახების შედეგად ტრაილერის საწევარამ შეიცვალა განლაგება და დადგა აღმოსავლეთის მიმართულებით, ხოლო ავტომანქანა “ბმვ“ გაჩერდა სავალ ნაწილსა და გვერდულზე უკანა ნაწილით სანიაღვრე არხისკენ.
გ-- ს-------–---–მა დაადასტურა, რომ იცოდნენ “ბმვ X5“ მარკის ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის შესახებ - რომ იგი მოძრაობდა დაახლოებით 200 კმ/სთ სიჩქარით. ინფორმაციას ამის შესახებ რადიოკავშირით გადასცემდა დევნაში მონაწილე საპატრულო ეკიპაჟი. “ბმვ X5-ის“ მძღოლს ჰქონდა ა/მანქანის გაჩერების შესაძლებლობა, ვინაიდან გზა მთლიანად იყო განათებული, ამასთან ჰქონდა საკმარისი დრო და მანძილი ავტომობილის სრული გაჩერებისათვის, თუმცა ავტომობილი არ გააჩერა მძღოლმა. მისი მოსაზრებით, მძღოლი მაღალი სიჩქარით აპირებდა გავლას მის მიერ დატოვებულ გასასვლელში. გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შეზღუდვა ემსახურებოდა დამნაშავე მძღოლის გაჩერებისა და დაკავების მიზანს. ამისათვის გამოიყენეს მათ ხელთ არსებული ყველაზე უსაფრთხო საშუალება. შექმნილ ვითარებაში ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებაც. ამასთან, ზ------ რ----–---–თან ერთად ასრულებდა ათმეთაურის სავალდებულოდ შესასრულებელ ბრძანებას. ბრძანების კანონიერების შემოწმების დრო და საშუალება მათ არ ჰქონდათ. ბრძანება გაიგო იმგვარად, რომ უნდა გადაეკეტათ გზის ორივე სავალი ზოლი. ეს არის აპრობირებული მეთოდი, ასე ბევრჯერ გაუკეთებიათ.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს ის თანამშრომლები, რომლებიც 2017 წლის 16-17 მაისს, თბილისი-სენაკი-ლესელეძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას.
მოწმის სახით დაკითხულმა მ----- ძ-------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დაადასტურა, რომ 2017 წლის მაისში ასრულებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსის მოვალეობას. 2017 წლის 17 მაისს, ღამით იმყოფებოდა სამსახურში და, როგორც პასუხისმგებელი მორიგე, კონტროლს უწევდა საპატრულო პოლიციის პირადი შემადგენლობის მუშაობას. დაახლოებით 03 საათსა 30 წუთზე “206“ ეკიპაჟისგან რადიოკავშირის საშუალებით მიიღო ინფორამაცია იმის შესახებ, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე დასავლეთის მიმართულებით სწრაფად მოძრავმა “ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანამ მათ საპატრულო ავტომობილს ძალზე ახლოს ჩაუარა, რის გამოც დაედევნენ, თუმცა ვერ ეწეოდნენ. მ----- ძ-------ემ საძახისის საშუალებით ყველა ეკიპაჟს მოუწოდა, რომ ამ ავტომობილის დევნისას ფრთხილად ყოფილიყვნენ. შემდეგ ერთ-ერთმა ეკიპაჟმა რადიოეთერში გადასცა, რომ აღნიშნული ავტომობილი ნახეს გაჩერებული, მაგრამ მძღოლი არ დაემორჩილა მასთან მისულ პატრულ-ინსპექტორს და კვლავ მაღალი სიჩქარით განაგრძო მოძრაობა დასავლეთის მიმართულებით. მითითებული ავტომანქანის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია მან ასევე მიიღო ათმეთაურ ნ------ ხ----–-–---–ისაგან და გორის გვირაბთან მოძრავი საპატრულო ეკიპაჟებისაგან. ეკიპაჟები რადიოეთერში გადასცემდნენ, რომ სამსახურებრივი ავტომანქანებით მოძრაობის შეზღუდვის მიუხედავად ავტომანქანის მძღოლი არ აპირებდა სვლის შენელებას, ქმნიდა საავარიო ვითარებას და მოძრაობდა დაახლოებით 200 კმ/სთ სიჩქარით. ნ------ ხ----–-–---–მა ეს ავტომანქანა გადასცა დაკავებაზე, ხოლო თვითონ გასცა განკარგულება, რომ ავტომანქანა დაკავებაზე გადაეცათ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, მათ დაადგინეს, რომ ავტომობილის მფლობელი იყო ბ--- ხ------ა, მაგრამ არავინ იცოდა, თუ ვინ მართავდა ამ ავტომანქანას. მობილური ტელეფონით დაუკავშირდა იმერეთის სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსის მოადგილეს, რომელსაც შეატყობინა შექმნილი ვითარების შესახებ და გააფრთხილა, რომ შეიძლებოდა, მანქანა გადასულიყო მის სამოქმედო ტერიტორიაზე. რამდენიმე ხნის შემდეგ მივიდა ხ-–------------------------–--------თან, სადაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა აღნიშნულ ავტომანქანას შეუზღუდეს მოძრაობა. ადგილზე დახვდა ერთი ეკიპაჟი, რომლის ავტომობილის სალონში ჩართული იყო განათება და, როგორც ახსოვს, იქ იმყოფებოდა პატრულ-ინსპექტორი გ---- ა--------–---–ი. მისმა მეწყვილემ უთხრა, “ლამის გაიტანაო“. ამასთანავე შეიტყო, რომ “ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანა წავიდა თბილისის მიმართულებით და მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის პასუხისმგებელ პირს, რომელსაც ასევე აცნობა შექმნილი ვითარების შესახებ. გაიგო, რომ აღნიშნულმა ავტომობილმა “208“ საპატრულო ეკიპაჟსაც შეუქმნა საფრთხე. საძახისის საშუალებით ყველა ეკიპაჟს გადასცა, რომ ამ ქმედებებისათვის ავტომანქანა “ბმვ-ს“ მძღოლს ორი წლით აუკრძალავდნენ ავტომობილის მართვის უფლებას. მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიცია საქმის კურსში იყო და დამრღვევი ავტომანქანა უნდა გაეტარებინათ უსაფრთხოების მიზნით. შემდეგ დაიწყო აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა, რა დროსაც რადიოკავშირის ეთერში გაიგონა ზ------ რ----–---–ის ან გ-- ს-------–---–ის ხმა, რომელიც ითხოვდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის გამოძახებას. შემთხვევის ადგილზე მივიდა შეჯახების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან დაახლოებით 5-7 წუთში, რა დროსაც ნახა გზის სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა მხარეს გაჩერებული ევაკუატორი, სავალ ნაწილზე განივად მდგარი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანა (ტრაილერი) და ამ სატვირთოზე შეჯახებული “ბმვ X5“ მოდელის ავტომობილი. ევაკუატორი და სატვირთო ავტომანქანა იყო დაზიანებული. მასთან მივიდა ტრაილერის მძღოლი, რომელმაც უსაყვედურა, ,,ეს რა გააკეთეთო". შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ “207“ ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფი პატრულ-ინსპექტორები ზ------ რ----–---–ი და გ-- ს-------–---–ი. ზ------ რ----–---–ის განმარტებით, გზა მათ გადაკეტეს.
მ----- ძ-------ემ აჩვენა, რომ ბრძანება (განკარგულება) გზის დაკეტვის ან/და მოძრაობის შეზღუდვის შესახებ რადიოკავშირის ეთერში მას არ მოუსმენია. მხოლოდ 17 მაისს, საღამოს ან 18 მაისს, დილის საათებში მის სამუშაო ოთახში ავტომობილის დევნაში მონაწილე თანამშრომლების შეკრების დროს ნ------ ხ----–-–---–ის, ზ------ რ----–---–ისა და გ-- ს-------–---–ისაგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ გორის გვირაბთან ტრაილერით მოძრაობის შეზღუდვის შესახებ განკარგულება გასცა ათმეთაურმა ნ------ ხ----–-–---–მა.
მ----- ძ-------ემ თავის ჩვენებაში დაადასტურა, რომ ინფორმირებული იყო “ბმვ-ს“ მარკის ავტომობილის მძღოლის მიერ მხოლოდ ადმინისტრაცული სამართალდარღვევების - პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და საავარიო ვითარების შექმნის ჩადენის შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების - გ------- ჟ------–---–ისა და ლ-–- გ-----ის მიერ მიცემული ჩვენებებით დადგენი-–--, რომ 2017 წლის 16-17 მაისს ახორციელებდნენ სადღეღამისო პატრულირებას “206“ საპატრულო ეკიპაჟის შემადგენლობაში. 2017 წლის 17 მაისს, დაახლოებით 03:00 საათზე იმყოფებოდნენ თავიანთ სამოძრაო კვადრატში და საპატრულო ავტომანქანით გაჩერდნენ თბილისი-სენაკი-ლესელეძის საავტომობილო გზის დასავლეთის მიმართულების 42-ე კილომეტრის მონაკვეთზე - კ-----------------------–---------ს ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დროს მოესმათ საბურავების მკვეთრი ხმა. ავტომანქანის საჭესთან მყოფმა გ------- ჟ------–---–მა უკანა ხედვის სარკეში შეამჩნია დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილი კაშკაშა თეთრი მაშუქებით, რომელიც გზის მარცხენა სავალი ზოლიდან გადავიდა მათი მიმართულებით, მარჯვენა ზოლში და მათ ავტომობილს ჩაუარა უკანა ხედვის მარცხენა სარკესთან ძალიან ახლოს. ლ-–- გ-----ემ რადიოკავშირით გადასცა ეკიპაჟებს ამ ავტომანქანის შეჩერების საჭიროების შესახებ ინფორმაცია და დაიწყეს ავტომანქანის დევნა, მაგრამ მასთან მიახლოება ვერ შეძლეს. გორის რაიონის სოფელ შავშვებთან დაინახეს გზის მარჯვენა გვერდულზე გაჩერებული აღნიშნული ავტომანქანა და გაჩერდნენ მის უკან. გ------- ჟ------–---–ი მივიდა ავტომობილთან და სცადა მძღოლის კარის გაღება, მაგრამ კარი დაკეტილი იყო. საჭესთან მყოფმა პირმა, რომელსაც ამ დროს ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა, გ------- ჟ------–---–ს აჩვენა შუა თითი, შემდეგ კი დიდი სისწრაფით დატოვა გაჩერების ადგილი. ლ-–- გ-----ემ ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი რადიოკავშირის საშუალებით გადასცა შიდა ქართლის ტერიტორიაზე მორიგე ყველა საპატრულო ეკიპაჟს და მოუწოდა მათ სიფრთხილისაკენ. მათ ვერ შეძლეს აღნიშნული ავტომობილის დევნა, ვინაიდან მათი საპატრულო ავტომანქანა იყო დაზიანებული. ქალაქ გორთან არსებულ გვირაბთან მოატრიალეს მანქანა და დაბრუნდნენ თავიანთ სამოქმედო კვადრატში. მათთვის მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი გორის გვირაბთან მომხრდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შესახებ.
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორებმა გ------- ე-–--–---–მა და გ------- ქ---------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას აჩვენეს შემდეგი: 2017 წლის 17 მაისს, ღამით “106“ ეკიპაჟის შემადგენლობით პატრულირებას ახორციელებდნენ ქალაქ გორის ტერიტორიაზე, რა დროსაც მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით დიდი სისწრაფით მოძრაობდა “ბმვ X5“ მოდელის ავტომობილი, რომელიც არ ემორჩილებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს. მათ საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტეს კოლეგების დახმარება და გავიდნენ თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის დასავლეთის მიმართულების გზაზე, სადაც ე.წ. “ცხინვალის ხიდების“ ტერიტორიაზე პატრულ-ინსპექტორების მ--–---- ბ--------–-–---–ისა და ზ------ თ-----–---–ის ეკიპაჟთან ურთიერთშეთანხმებული მოძრაობით, საპატრულო მანქანების სავალ ნაწილზე ჭადრაკისებურად განლაგების გზით შეეცადნენ “ბმვ X5“ მოდელის ავტომობილის გაჩერებას, მაგრამ ამ ავტომობილმა მაღალი სიჩქარით, საავარიო ვითარების შემქმნელი მანევრით გაასწრო მათ და მოძრაობა გააგრძელა დასავლეთის მიმართულებით. გ------- ე-–--–---–ისა და გ------- ქ---------ის ეკიპაჟი ჩაერთო აღნიშნული ავტომანქანის დევნაში, მაგრამ მასთან მიახლოება ვერ შეძლეს. ავტომანქანა “ბმვ X5-ის“ დევნაში მათ გარდა ჩართული იყო რამდენიმე ეკიპაჟი, რის გამოც რადიოკავშირის ეთერში შეიქმნა ქაოსი. ქარელის რაიონის სოფელ რუისთან მოძრაობისას რადიოკავშირის საშუალებით შეიტყვეს, რომ დაუმორჩილებელმა ავტომობილმა მოახდინა შეჯახება და ზ------ რ----–---–ი ითხოვდა სამაშველო სამსახურის გამოძახებას. შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ ნახეს, რომ “ბმვ X5“ შეჯახებული იყო სავალ ნაწილზე მდგარ ტრაილერს, რომლის საწევარა მიმართული იყო აღმოსავლეთის მხარეს. ასევე ნახეს გზის მარჯვენა მხარეს გაჩერებული და დაზიანებული ევაკუატორი.
გ------- ე-–--–---–ისა და გ------- ქ---------ის ჩვენებებში მითითებული გარემოებები პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორმა ზ------ თ-----–---–მა, რომელმაც მიუთითა, რომ 2017 წლის 17 მაისს მეწყვილესთან მ--–---- ბ--------–-–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ღამის საათებში რადიოკავშირის საშუალებით მათ საპატრულო ეკიპაჟს გადასცეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე დიდი სისწრაფით მოძრაობდა “ბმვ X5“ მოდელის ავტომობილი, რომელიც უახლოვდებოდა გორის ტერიტორიას, არ ემორჩილებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მოთხოვნებს, რის გამოც ითხოვდნენ დახმარებას მანქანის გაჩერების მიზნით. ისინი იმყოფებოდნენ გორის ტერიტორიაზე, “ცხინვალის ხიდებთან“, სადაც მათ დასახმარებლად მივიდა საპატრულო ეკიპაჟი გ------- ე-–--–---–ისა და გ------- ქ---------ის შემადგენლობით. ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებით შეეცადნენ, მოძრავი ავტომანქანების ჭადრაკულად განლაგებით შეექმნათ ხელოვნური ბარიერი და გაეჩერებინათ მძღოლი, მაგრამ დაახლოებით 200 კმ/სთ-ის სიჩქარით მოძრავმა “ბმვ X5“ მოდელის ავტომობილმა ისე, რომ არც უცდია მოძრაობის შენელება, მათ გადაასწრო საავარიო ვითარების შემქმნელი მანევრით. დაედევნენ ავტომობილს, მაგრამ ვერ ეწეოდნენ. გომის გადასახვევთან მისულებმა რადიოსადგურის მეშვეობით შეიტყვეს, რომ აღნიშნული ავტომობილი მოტრიალდა სოფელ აგარებთან და მოძრაობა განაგრძო აღმოსავლეთის მიმართულებით. ამ დროს რადიოკავშირის ეთერში იყო ქაოსი, ვინაიდან ბევრი თანამშრომელი ცდილობდა ეთერში შესვლას, თუმცა შეძლო გარჩევა, რომ იძახებდნენ გორის გვირაბთან მყოფ ეკიპაჟს ზ------ რ----–---–ისა და გ-- ს-------–---–ის შემადგენლობით. მათ მისცეს მითითება, რომ გვირაბის გასასვლელთან გაჩერებული ტრაილერით შეეზღუდათ მოძრაობა. მოწმეს არ ახსოვს, ვინ გასცა ბრძანება და არც ის ახსოვს, დაადასტურეს თუ არა ზ------ რ----–---–მა ან გ-- ს-------–---–მა, რომ გაიგეს ბრძანება. გორის გვირაბთან მიახლოებისას რადიოკავშირით შეიტყვეს, რომ მომხდარი იყო ავარია და ზ------ რ----–---–ის ეკიპაჟი ითხოვდა სამაშველო სამსახურის დახმარებას. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ნახა, რომ გვირაბიდან გასასვლელში, სავალი გზის მარცხენა მხარეს არსებულ ღია ტერიტორიაზე იდგა ციმციმაჩართული საპატრულო პოლიციის ავტომობილი, გზის სავალ ნაწილზე იდგა ტრაილერი, რომელიც ნახევარ გზას კეტავდა. მარჯვენა მხარეს კი იდგა ევაკუატორი. ტრაილერზე შეჯახებული იყო “ბმვ X5“ მოდელის ის ავტომობილი, რომლის დევნასაც ახორციელებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის პატრულ- ინსპექტორებმა ი-–-- გ--------ემ და გ------- ს--------–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას აჩვენეს შემდეგი: 2017 წლის 16-17 მაისს იმყოფებოდნენ სამსახურში, მორიგეობდნენ სადღეღამისო განწესის მიხედვით და ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას საძახისით “209“ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის შემადგენლობაში. 17 მაისს, დაახლოებით 04:00 საათზე რადიოკავშირის საშუალებით მათთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მაღალი სიჩქარით მოძრავი “ბმვ X5“ მოდელის ავტომობილის მძღოლი არ ემორჩილებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მოთხოვნას ავტომობილის გაჩერების შესახებ და ქმნიდა საავარიო ვითარებას. ავტომობილის გაჩერების მიზნით ი-–-- გ--------ე და გ------- ს--------–ი ავიდნენ თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, სადაც დასავლეთის მიმართულებით მოძრავი “ბმვ-ს“ მოდელის ავტომობილის შესაჩერებლად მოძრაობა დაიწყეს იმავე მიმართულებით მიმავალი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანის გვერდით. ავტომანქანა “ბმვ X5“ ძალიან სწრაფად მიუახლოვდა მათ, მიახლოებისას შეანელა სვლა, გადავიდა გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს, სატვირთო ავტომანქანას გადაუსწრო გვერდული ზოლის გავლით და დაახლოებით 180-200 კმ/სთ სიჩქარით განაგრძო მოძრაობა დასავლეთის მიმართულებით. მას დაედევნენ და შეეცადნენ გადასწრებას, მაგრამ მძღოლმა შეუზღუდა მოძრაობა და შექმნა საავარიო ვითარება. სოფელ აგარებთან, გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა შეზღუდული იყო საპატრულო პოლიციის ავტომანქანებით და პატრულ-ინსპექტორებით, რომელთაც ეცვათ ამრეკლი ჟილეტები. პოლიციელთა მოთხოვნას, გაჩერებულიყო, ავტომობილის მძღოლი არ დაემორჩილა და მოძრაობა განაგრძო პირდაპირ მათი მიმართულებით, რითიც შეუქმნა საფრთხე. პატრულ-ინსპექტორებმა მოასწრეს და გაეცალნენ ავტომობილს, რომელიც გასცდა მათ, მოტრიალდა და წავიდა უკან აღმოსავლეთის მიმართულებით. ამ დროს გ------- ს--------–მა დააპირა, ავტომობილი უფრო ადრე მოეტრიალებინა და დაიწყო მანევრირება შემხვედრ ზოლზე გადასვლით, თუმცა ავტომანქანა “ბმვ-ს“ მძღოლი დიდი სისწრაფით დაიძრა მათი მიმართულებით, რის გამოც გ------- ს--------–ი იძულებული გახდა, მანქანა უკან დაეწია და გზა დაეთმო. შემდეგ კი კვლავ განაგრძეს დევნა. სოფელ რუისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობისას რადიოკავშირის საშუალებით შეიტყვეს, რომ გორის გვირაბთან ხდებოდა მოძრაობის შეზღუდვა ტრაილერის გამოყენებით. ამის შესახებ ხმოვანი შეტყობინებით აფრთხილებდნენ “ბმვ X5-ის“ მძღოლს, მაგრამ ის კვლავ არ ემორჩილებოდა მათ მითითებებს. გ------- ს--------–ის განმარტებით, ქალაქ გორთან არსებული გვირაბი მათ გაიარეს დაახლოებით 140 კმ/სთ-ის სიჩქარით და გვირაბის შუა ნაწილში მოძრაობისას რაციით გაიგეს მომხდარი შემთხვევის შესახებ. გვირაბიდან გასვლის შემდეგ თავდაპირველად დაინახეს ავტომანქანა “ბმვ-ს“ საბურავი, რომელიც ეგდო გზის სავალ ნაწილზე. ასევე ნახეს, რომ მარჯვენა მხარეს გაჩერებული იყო მისაბმელიანი ევაკუატორი, ხოლო სავალ ნაწილზე ცერად იდგა ტრაილერი, რომელზედაც შეჯახებული იყო „ბმვ-ს“ მოდელის ავტომობილი.
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების - ნ-----–---- ხ----ის და ა-–---------ე ხ-------–ის პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დადგენი-–--, რომ 2017 წლის 17 მაისს ისინი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და პატრულირებდნენ თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე - ქარელის, რუისისა და აგარის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაახლოებით ღამის 03:00 საათზე მათთვის ცნობილი გახდა, რომ უახლოვდებოდათ დასავლეთის მიმართულებით სწრაფად მოძრავი “ბმვ X5“ მარკის ავტომობილი, რომლის მძღოლი არ ემორჩილებოდა პატრულ-ინსპექტორების მოთხოვნებს. ისინი იმყოფებოდნენ ხაშურის რაიონის სოფელ გომის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ძალიან მაღალი სიჩქარით გაიარა ამ ავტომობილმა და დაედევნენ მას. სოფელ აგარებთან მიახლოებისას შენიშნეს, რომ მოძრაობა იყო შეზღუდული - გზაზე იდგნენ საპატრულო პოლიციის ავტომანქანები, იქვე იმყოფებოდნენ პატრულ-ინსპექტორები გ---- ა--------–---–ი, კ---ბერ ფ----–---–ი და სხვები. მათ ეცვათ ამრეკლი ჟილეტები და “ბმვ X5-ის“ მძღოლს ხელის ჟესტიკულაციით ანიშნებდნენ, რომ გაჩერებულიყო. თუმცა ავტომობილის მძღოლი მითითებას არ დაემორჩილა და განაგრძო მოძრაობა, გასცდა მათ, შემოტრიალდა და წავიდა საპირისპირო მიმართულებით. შეეცადნენ მისთვის მოძრაობის შეზღუდვას, რაც ვერ მოახერხეს და კვლავ დაედევნენ. მას უშუალოდ უკან მიჰყვებოდა “209“ საპატრულო ეკიპაჟი. გორის გვირაბთან მისვლამდე რადიოსადგურის მეშვეობით შეიტყვეს მომხდარი ავარიის შესახებ, ხოლო შემთხვევის ადგილზე მისვლისას ნახეს, რომ ზემოაღნიშნული ავტომანქანა შეჯახებული იყო გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ ტრაილერზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორმა გ---- ა--------–---–მა დაადასტურა, რომ 2017 წლის 17 მაისს, ღამის საათებში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა მეწყვილესთან კ---ბერ ხ--------თან ერთად, რა დროსაც ოცმეთაურმა ო----- დ--------–---–მა მათ აცნობა, რომ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე მოძრაობდა “ბმვ X5“ მოდელის ავტომობილი, რომელიც არ ემორჩილებოდა საპატრულო პოლიციის მოთხოვნებს და არღვევდა მანევრირების წესებს. მან და მისმა მეწყვილემ გადაწყვიტეს, ხ-–------------------------–--------თან არსებული გზის შევიწროვების ადგილზე დამრღვევი მძღოლის გაჩერება. ადგილზე მისვლისას დახვდა საპატრულო პოლიციის სხვა ეკიპაჟიც. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე განთავსებული იყო გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნები და სპეციალურად დამონტაჟებული შუქნიშნები, რომლებიც ამ მონაკვეთზე მოძრავი ავტომობილების მძღოლებს ანიშნებდა მოძრაობის შენელების აუცილებლობის შესახებ. საპატრულო პოლიციის მანქანები, რომლებსაც ჩართული ჰქონდათ ციმციმა სიგნალი, გზის შეზღუდვის მიზნით განალაგეს ჭადრაკისებურად, უკიდურეს მარცხენა და მარჯვენა მხარეს. თვითონ ამრეკლი ჟილეტით გადავიდა ავტომანქანიდან, ხოლო მეწყვილე კ---ბერ ხ--------ი იმყოფებოდა მანქანაში. ამ დროს გზის სავალი ნაწილის შეზღუდვის ადგილზე მივიდა სატვირთო ავტომანქანა - ტრაილერი, რომელიც გაჩერდა სავალ გზაზე და მას უკნიდან მიუახლოვდა მინივენის ტიპის ავტომობილი. ვინაიდან მოძრაობა დაიკეტა, მისმა მეწყვილემ საპატრულო პოლიციის ავტომანქანა დაწია უკან, რითიც მინივენის მძღოლს მისცა გზის გაგრძელების საშუალება. ამა დროს მათ მიუახლოვდა მაღალი სიჩქარით მოძრავი, მკვეთრი მაშუქებით აღჭურვილი ავტომობილი, რომელმაც შეანელა სვლა გზის სავალ ნაწილზე განთავსებულ სიჩქარის შემზღუდავ ბარიერებთან დახლოებით 40-50 კმ/სთ სიჩქარემდე. ქვეითად მყოფი პოლიციელები ხელით ანიშნებდნენ მძღოლს, რომ გაჩერებულიყო, მაგრამ ავტომანქანა “ბმვ X5“-ის მძღოლი მათ არ დაემორჩილა. გ---- ა--------–---–მა გადაწყვიტა კარის გაღების მიზნით ავტომობილთან მიახლოება, მაგრამ მძღოლმა სწრაფად მოუმატა სიჩქარეს. იგი მიხვდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა და უკან დაიხია. მანქანამ გადათელა გზის გამყოფ ზოლზე არსებული პლასტმასის ბოძები - ბოძკინტები, მოტრიალდა და მოძრაობა განაგრძო აღმოსავლეთის მიმართულებით. მას დაედევნენ სხვა საპატრულო ეკიპაჟები. მოწმის განმარტებით, მომხდარის გამო მართალია, იყო შეშინებული, თუმცა “ბმვ X5-ის“ მძღოლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მასზე მიზანმიმართულ თავდასხმას ანდა მისი მიმართულებით განგებ მკვეთრი მანევრის შესრულებას. მას და მის მეწყვილეს კ---ბერ ხ--------ს “ბმვ X5“ მოდელის ავტომობილის დევნის პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ. მოგვიანებით რადიოკავშირით შეიტყვეს გორის გვირაბთან მომხდარი შემთხვევის შესახებ.
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორმა კ---ბერ ხ--------მა დაადასტურა გ---- ა--------–---–ის ჩვენების შინაარსი.
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის ოცმეთაურის ო----- დ--------–---–ის მიერ პირველი ინსტანციის საამართლოში მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 17 მაისს დ----- უ-–------–-–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, დახლოებით 04:00 საათზე მიიღეს ინფორმაცია, რომ მათი სამოქმედო ტერიტორიის მიმართულებით დიდი სიჩქარით მოძრაობდა “ბმვ-X5“ მოდელის ავტომობილი, რომლის მძღოლი არ ემორჩილებოდა საპატრულო ეკიპაჟების მითითებებს ავტომანქანის გაჩერების შესახებ. გადაწყვიტეს, აღნიშნული ავტომობილისთვის მოძრაობა შეეზღუდათ სოფელ აგარებთან, სადაც მთავრდებოდა ცალმხრივი მიმართულებით მოძრაობის საავტომობილო გზა და სავალი ნაწილი იყო შევიწროვებული. ადგილზე მისვლისას მას და დ----- უ-–------–-–---–ს დახვდა საპატრულო პოლიციის სხვა ეკიპაჟები და პატრულ ინსპექტორები:გ---- ა--------–---–ი, კ---ბერ ფ----–---–ი და გ------- ხ---–--ე. ო----- დ--------–---–ი გადავიდა მანქანიდან. ავტომანქანებიდან ასევე გადასულები იყვნენ და გზის სავალ ნაწილზე იდგნენ გ---- ა--------–---–ი და კ---ბერ ფ----–---–ი. საპატრულო პოლიციის მანქანები, რომლებსაც ჩართული ჰქონდათ სპეციალური ციმციმა სიგნალი, გზაზე განალაგეს ჭადრაკისებურად. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ეცვათ ამრეკლი ჟილეტები. მისი ადგილზე მისვლიდან ორი ან სამი წუთის შემდეგ გამოჩნდა დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომანქანა, რომლის შეჩერებაც სცადეს ხელის ჟესტიკულაციით, მაგრამ მძღოლი მათ არ დაემორჩილა და ავტომანქანამ მასთან ძალიან ახლოს ჩაიარა, შემდეგ კი გზის შევიწროვების ადგილზე, სადაც იყო გზაგამყოფი ბოძკინტები, ავტომობილი მოტრიალდა და მოძრაობა გააგრძელა აღმოსავლეთის მიმართულებით. მეწყვილესთან ერთად დაედევნა ამ ავტომანქანას, მაგრამ ვერ დაეწია. რადიოკავშირის საშუალებით გადასცა, რომ დამრღვევმა მძღოლმა “მათზე მანქანა მიუშვა, აჯახებდა და ყველა ეკიპაჟი გაფრთხილებულიყო“. ქალაქ გორთან არსებული გვირაბის მიმართულებით მოძრაობისას რადიოკავშირის ეთერში გაიგონა ზ------ რ----–---–ის ხმა, რომელიც ითხოვდა ყველა სამსახურის ადგილზე მისვლას. შემთხვევის ადგილზე მისვლისას დაინახა მარჯვენა სარეზერვო ზოლში გაჩერებული ევაკუატორი და გზის სავალ ნაწილზე ირიბად მდგარი ტრაილერი. მათზე შეჯახებული იყო ავტომობილი, რომლის დევნასაც ისინი ახორციელებდნენ.
ო----- დ--------–---–მა ასევე აჩვენა, რომ მოძრაობის დაკეტვის ან შეზღუდვის შესახებ ბრძანება ან განკარგულება მას არ გაუცია და რადიოეთერშიც არ გაუგონია ვინმეს მხრიდან ასეთი განკარგულების გაცემის შესახებ. სამმართველოს უფროსი მ----- ძ-------ე, რომელიც იმ კონკრეტულ დღეს იყო პასუხისმგებელი მორიგე, რადიოკავშირით პერიოდულად გადასცემდა ყველა საპატრულო ეკიპაჟს, რომ ყოფილიყვნენ ფრთხილად, ეტარებინათ დამრღვევი მძღოლი და მცხეთის საპატრულო პოლიციაც ყოფილიყო მობილიზებული.
ანალოგიური ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორმა დ----- უ-–------–-–---–მა, რომელმაც აჩვენა, რომ 2017 წლის 17 მაისს, ღამით ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ოცმეთაურ ო----- დ--------–---–თან ერთად და სოფელ აგარებთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გზის შეზღუდვის მომენტში იჯდა საპატრულო ავტომანქანაში. ადგილზე მისვლისას ო----- დ--------–---–ი გადავიდა მანქანიდან, თვითონ კი მანქანა მოატრიალა და გაჩერდა გზის შეზღუდვის ადგილიდან დასავლეთის მიმართულებით დაახლოებით 40-50 მეტრის მანძილზე, გზის სავალი ნაწილის უკიდურეს მარცხენა მხარეს. გაჩერებიდან დაახლოებით სამი ან ოთხი წუთის შემდეგ მარჯვენა მხრიდან დიდი სისწრაფით ჩაუარა ჯიპის ტიპის ავტომანქანამ, რომელიც მოტრიალდა და მოძრაობა გააგრძელა თბილისის მიმართულებით. როდესაც ო----- დ--------–---–ი ავტომობილში დაჯდა, იყო გაფითრებული და აცხადებდა. ამბობდა, კინაღამ დაგვეჯახა და დაგვხოცაო.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვის დროს პატრულ-ინსპექტორებმა კ--- ფ----–---–მა და გ------- ხ---–--ემ აჩვენეს, რომ 2017 წლის 16-17 მაისს ასრულებდნენ სამსახურერივ მოვალეობას თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურიდან სოფელ აგარების მიმდებარე ტერიტორიამდე. 17 მაისს, ღამის საათებში რადიოკავშირის (რაციის) საშუალებით შეიტყვეს, რომ შიდა ქართლის ტერიტორიაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა “ბმვ X5“ მოდელის ავტომობილი, რომლის მძღოლი არ ემორჩილებოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მოთხოვნას ავტომობილის გაჩერების შესახებ და ქმნიდა საავარიო ვითარებას. რადიოკავშირით ასევე ესმოდათ სხვადასხვა პატრულ-ინსპექტორების შემდეგი სიტყვები: “დაგვეჯახა“, “ზედ მოდის“, “არ გვემორჩილება“. კ--- ფ----–---–მა და გ------- ხ---–--ემ გადაწყვიტეს, სოფელ აგარებთან, დასავლეთის მხარეს ცალ-მხრივი მიმართულებით მოძრაობის საავტომობილო გზის დასრულების ადგილზე დამრღვევი ავტომობილის გაჩერება. ამ მიზნით მივიდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც ასევე მივიდა საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი პატრულ-ინსპექტორების - დ----- უ-–------–-–---–ის, გ---- ა--------–---–ის, კ---ბერ ხ--------ის და ოცმეთაურ ო----- დ--------–---–ის შემადგენლობით. აღნიშნულ მონაკვეთზე სიჩქარის შემზღუდავ ბარიერებთან (ე.წ. მწოლიარე პოლიციელებთან) გზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს გააჩერეს საპატრულო ავტომობილები, ხოლო გ------- ხ---–--ემ ავტომობილზე არსებული სპეციალური მანათობელი მოწყობილობა მიმართა გზის სავალ ნაწილზე. რამდენიმე წუთის შემდეგ შეზღუდვის ადგილზე მივიდა ტრაილერი, რომლის მძღოლმაც გააჩერა მანქანა და იკითხა, თუ რა ხდებოდა, რაზეც მიუთითეს, რომ გაეგრძელებინა მოძრაობა. ამავე დროს, ტრაილერის უკან გაჩერდა მინივენის ტიპის ავტომობილი და, ვინაიდან საპატრულო პოლიციის მანქანებითა და სავალ გზაზე გაჩერებული ტრაილერით გზა მთლიანად დაიკეტა, გ------- ხ---–--ემ უკან გასწია მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი და გაატარა მინივენი. კ--- ფ----–---–ი გზის შეზღუდვის ადგილიდან დაახლოებით ასი მეტრით წავიდა წინ და დადგა მოძრაობის ჩქაროსნულ ზოლში. ავტომობილებიდან გადმოსულები იყვნენ კ--- ფ----–---–ი, გ---- ა--------–---–ი და ო----- დ--------–---–ი, რომლებსაც ეცვათ ამრეკლი ჟილეტები. მალე მათ მოესმათ ავტომობილის ძრავის ხმა და დაინახეს მათი მიმართულებით დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა. ხელის ჟესტიკულაციით ანიშნეს მძღოლს, გაეჩერებინა, თუმცა ის არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას. კ--- ფ----–---–ის განმარტებით, იმ მიმენტში მიხვდა, რომ ავტომანქნა “ბმვ“ არ ჩერდებოდა, იგრძნო მისი მხრიდან დაჯახების საფრთხე და მოერიდა ბეტონის გზაგამყოფი ზოლისკენ. ამ დროს აღნიშნულმა ავტომობილმა დიდი სისწრაფით ჩაუარა. მანვე გაიგონა გ---- ა--------–---–ის ყვირილი: „..ნელა, შეანელე მოძრაობა, გააჩერე...“ ავტომობილმა შეანელა მოძრაობა და გაიარა ტრაილერის მარცხენა მხარეს, რის შემდეგ მობრუნდა და წავიდა თბილისის მიმართულებით.
ვ----– ქ-----–---–ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდესის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საჯაროდ იქნა წაკითხული პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, დასტურდება, რომ 2017 წლის მაისში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მე-2 განყოფილებაში პატრულ-ინსპექტორის პოზიციაზე. 2017 წლის 16-17 მაისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და მეწყვილესთან ნ------ ხ----–-–---–თან ერთად პატრულირებას ახორციელებდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. ათეულის მეთაური ნ------ ხ----–-–---–ი უფლებამოსილი იყო, მითითება-დავალება მიეცა ოცეულის შემადგენლობაში შემავალი ყველა საპატრულო ეკიპაჟის წევრისათვის. ისინი პატრულირებას ახორციელებდნენ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 63-ე კილომეტრიდან 70-ე კილომეტრამდე მონაკვეთზე, “ფორდის“ ფირმის სამსახურებრივი ავტომანქანით, საბორტე ნომრით 4225, რომელსაც მართავდა ნ------ ხ----–-–---–ი. 17 მაისს, 03 საათსა და 40 წუთზე საპატრულო პოლიციის “206“ ეკიპაჟმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ პატრულ-ინსპექტორები ლ-–- გ-----ე და გ------- ჟ------–---–ი, რადიოკავშირის საშუალებით გადასცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კასპის რაიონის სოფელ აღაიანთან შავი ფერის “ბმვ-ს“ ფირმის ავტომანქანამ მათ დიდი სიჩქარით ძალიან ახლოს ჩაუარა და ამ მანევრით შექმნა საავარიო სიტუაცია. ლ-–- გ-----ე და გ------- ჟ------–---–ი უკან გაჰყვნენ ამ ავტომანქანას და რამდენიმე კილომეტრის შემდეგ ნახეს იგი სარეზერვო ზოლში გაჩერებული. როგორც მოგვიანებით გ------- ჟ------–---–ისგან შეიტყო, ის მივიდა ამ ავტომანქანის მძღოლთან, რომელმაც მას აჩვენა მარცხენა ხელის შუა თითი, რის შემდეგაც სწრაფად დაძრა ავტომანქანა და გააგრძელა მოძრაობა დასავლეთის მიმართულებით. ვინაიდან ლ-–- გ-----ისა და გ------- ჟ------–---–ის საპატრულო ტერიტორიას მოსდევდა მისი და ნ------ ხ----–-–---–ის სამოქმედო კვადრატი, ავტომობილის გაჩერების მიზნით აღნიშნული საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე ისინი გადავიდნენ მოძრაობის დასავლეთის მიმართულების ზოლზე და ნელი სვლით დაიწყეს მოძრაობა. ავტომაგისტრალის 67-ე კილომეტრზე მოძრაობისას დაინახეს უკან, დაახლოებით 150-200 მეტრში მათი მიმართულებით სწრაფად მოძრავი “ბმვ-ს“ ფირმის ავტომობილი, რომელსაც ჩართული ჰქონდა შორს მაშუქი ფარები. ამ დროს ისინი მოძრაობდნენ დაახლოებით 60-70 კმ/სთ-ის სიჩქარით, ხოლო მათ უკან მოძრავი ავტომობილის სიჩქარე, მისი ვარაუდით, დაახლოებით 200 კმ/საათში უნდა ყოფილიყო. ამ ავტომობილის მოძრაობის შეზღუდვის მიზნით ნ------ ხ----–-–---–მა მარცხენა ჩქაროსნული ზოლიდან ნელ-ნელა დაიწყო გადასვლა მარჯვენა ზოლში. როდესაც თითქმის მთლიანად გადავიდნენ ამ ზოლში, შენიშნეს, რომ ავტომანქანა “ბმვ-ს“ მძღოლი მოძრაობის შეუნელებლად ცდილობდა მარჯვენა მხრიდან მათ გასწრებას, რის გამოც ნ------ ხ----–-–---–მა საჭე აიღო მარცხნივ. ავტომობილმა გაასწრო მარჯვნიდან და მოძრაობა გააგრძელა დასავლეთის მიმართულებით. მოწმის ვარაუდით, ნ------ ხ----–-–---–ს მარცხნივ რომ არ მიემართა ავტომანქანა, “ბმვ-ს“ ფირმის ავტომობილი მათ აუცილებლად შეეჯახებოდა. დააფიქსირეს ამ ავტომანქანის მარკა და სახელ-მწიფო ნომერი და ნ------ ხ----–-–---–მა რადიოსადგურ “ლ-----ს“ საშუალებით გადასცა იგი დაკავებაზე. ამასთან რადიოსადგურით გადასცეს ინფორმაცია ამ ავტომობილის მოძრაობის შესახებ. ამის შემდეგ რადიოკავშირის საშუალებითვე შეიტყვეს, რომ მითითებულ ავტომანქანას მოძრაობა შეუზღუდა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟმა, თუმცა იგი სახიფათო მანევრით გასცდა ყველა ეკიპაჟის ავტომობილებს და მისი დევნა გააგრძელა “209“ ეკიპაჟმა გ------- ს--------–ისა და ი-–-- გ-------ის შემადგენლობით. ნ------ ხ----–-–---–მა ავტომანქანა მოატრიალა სოფელ რუისთან და დაბრუნდნენ სამოქმედო ტერიტორიაზე. ნ------ ხ----–-–---–მა სამოქმედო ტერიტორიაზე დაბრუნების მითითება მისცა “207“ ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფ პატრულ-ინსპექტორებს - ზ------ რ----–---–სა და გ-- ს-------–---–ს. ამ დროს მიიღეს ინფორმაცია, რომ ოცმეთაურმა ო----- დ--------–---–მა და მისმა მეწყვილემ დ----- უ-–------–-–---–მა, “211“ ეკიპაჟის წევრებმა გ---- ა--------–---–მა და კ---ბერ ხ--------მა, ასევე, “212“ ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფმა პატრულ-ინსპექტორებმა გ------- ხ---–--ემ და კ--- ფ----–---–მა ავტომანქანა “ბმვ X5-ის“ მძღოლს სოფელ აგარებთან შეუზღუდეს (თუ რა ფორმით, არ იცის) მოძრაობა, მაგრამ მძღოლი ამ შემთხვევაშიც არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას, გაეჩერებინა ავტომანქანა და წავიდა პირდაპირ მათი მიმართულებით. რადიოკავშირის ეთერში გაიგონა გ------- ხ---–--ის ან კ--- ფ----–---–ის შეძახილები - “გვეჯახება“, “გვხოცავს“, “ფრთხილად იყავით“, “არ აჩერებს“. ასევე მათთვის ცნობილი გახდა, რომ “ბმვ X5“ მოდელის ავტომობილი მოტრიალდა და სწრაფი სვლით მოძრაობა გააგრძელა აღმოსავლეთის მიმართულებით, რა დროსაც მის დევნას აგრძელებდა “209“ ეკიპაჟი, რომელიც (კერძოდ გ------- ს--------–ი) რადიოსადგურით პერიოდულად გადასცემდა ინფორმაციას საავტომობილო გზის მონაკვეთის შესახებ, სადაც იმ მომენტში იმყოფებოდა. გ------- ს--------–ისაგან ასევე იცოდნენ, რომ ავტომანქანა “ბმვ X5-ის“ მძღოლმა რამდენიმეჯერ მისცა მიახლოების საშუალება, თუმცა მასთან ახლოს მისვლისას ის კვლავ უმატებდა სიჩქარეს. ერთ მომენტში ვ----– ქ---------–მა ავტომანქანის რადიოსადგურზე გაიგონა რომელიღაც თანამშრომლის ნათქვამი: “გვირაბთან ტრაილერები არ დგანანო? იქნებ ტრაილერები გამოვიყენოთ და მათი საშუალებით გავაჩეროთო“. ამის შემდეგ ნ------ ხ----–-–---–ი რაციით დაუკავშირდა ზ------ რ----–---–ს ან გ-- ს-------–---–ს და ჰკითხა, თუ სად იმყოფებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა უპასუხა, რომ ქალაქ გორთან მდებარე გვირაბის გასასვლელთან მოძრაობდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ ზ------ რ----–---–მა ან გ-- ს-------–---–მა ათმეთაურს რაციაზე აცნობეს, რომ გვირაბთან იმყოფებოდნენ და ამ ადგილზე რამდენიმე ტრაილერი იდგა, თუმცა მძღოლებს ეძინათ და ვერ ახერხებდნენ მათ გაღვიძებას. 2-3 წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ ზ------ რ----–---–მა ან გ-- ს-------–---–მა ნ------ ხ----–-–---–ს რაციაზე აცნობეს, რომ ერთი მძღოლი იპოვეს, მაგრამ მისი ავტომანქანის დაქოქვას დრო სჭირდებოდა. ასევე უთხრეს, რომ თუ ტრაილერის მძღოლი დაქოქვას ვერ მოასწრებდა, ფრთხილად ყოფილიყვნენ, რადგან ავტომანქანა “ბმვ X5“ მათი მიმართულებით მოძრაობდა. მალევე ზ------ რ----–---–ი ან გ-- ს-------–---–ი ნ------ ხ----–-–---–ს დაუკავშირდნენ მობილური ტელეფონით და სავარაუდოდ (მოწმის ჩვენებით, საუბარის შინაარსს მიხვდა ნ------ ხ----–-–---–ის პასუხებიდან გამომდინარე) უთხრეს, რომ ტრაილერის მძღოლმა ავტომანქანა დაქოქა, მაგრამ საეჭვო იყო, მოასწრებდა თუ არა იგი მანქანის დაძვრას. შემდეგ მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. გაიგონა გ------- ს--------–ის მიერ გადმოცემული ინფორმაცია, რომ ავტომანქანა “ბმვ X5“ გორის გვირაბში შედიოდა, ხოლო ამის შემდეგ “207“ საპატრულო ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა რადიოსადგურით გადასცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ტრაილერს აღებული ჰქონდა ჰაერი“ და იკითხა, გადაეკეტათ თუ არა მოძრაობა და, ვინაიდან მას არავინ უპასუხა, ეს კითხვა რამდენიმეჯერ გაიმეორა. ბოლოს ნ------ ხ----–-–---–მა “207“ ეკიპაჟს რაციის საშუალებით უთხრა: “გადაკეტეთ“. აღნიშნულის შემდეგ ორი წუთიც არ იყო გასული, როდესაც ზ------ რ----–---–მა რადიოეთერში გადასცა, რომ დაუმორჩილებელი მძღოლი გორის გვირაბთან დაეჯახა ავტომანქანებს. ზ------ რ----–---–ი ითხოვდა, ადგილზე მისულიყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სახანძრო და სამაშველო სამსახური. ის და ნ------ ხ----–-–---–ი დაახლოებით ათ წუთში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც გაიარეს დაახლოებით ოცდაათი კილომეტრი. ადგილზე მისვლისას გაარკვიეს, რომ ავტომანქანა “ბმვ X5“ თავდაპირველად შეეჯახა მარჯვენა სარეზერვო ზოლში გაჩერებულ ევაკუატორს, ხოლო შემდეგ - ტრაილერს, რომელიც შეჯახების შემდეგ საავტომობილო გზაზე ცერად იდგა. დამტვრეული “ბმვ X5-ის“ მარკის ავტომობილი 3-4 მეტრით გაცილებული იყო სატვირთო ავტომანქანას და მისი მძღოლი იყო გარდაცვლილი. როგორც ახსოვს, გვირაბის გამოსასვლელიდან ევაკუატორამდე მანძილი დაახლოებით 180 მეტრი უნდა ყოფილიყო, ხოლო ტრაილერამდე - 200 მეტრი. ვ----– ქ-----–---–მა დაადასტურა, რომ “207“ საპატრულო ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფი რომელიღაც პატრულ-ინსპექტორის შეკითხვის საპასუხოდ ნ------ ხ----–-–---–ს სხვა არაფერი უთქვამს გარდა სიტყვისა - “გადაკეტეთ“.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ასევე დაიკითხნენ იმ ავტომანქანათა მძროლები და მგზავრები, რომლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და რამდენიმე მათგანს მიადგა ქონებრივი ზიანი. კერძოდ: მოწმის სახით დაკითხული იქნა დაზარალებული გ------- ღ-–-----ი, რომელმაც დაადასტურა, რომ საკუთრებაში ჰყავს “მერსედეს ბენცის“ ფირმის სატვირთო ავტომანქანა, სახელმწიფი-სარეგისტრაციო ნომრით Y--------, რომლის ძარა მის მიერ გადაკეთებულია კონტეინერმზიდად. 2017 წლის 16-17 მაისს საკუთარი ავტომანქანით, რომელიც დატვირთული იყო მწვანე ფერის კონტეინერით, მიემართებოდა ქალაქ ფოთიდან თბილისის მიმართულებით. გორის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გვირაბი გაიარა ღამის საათებში და დაახლოებით 01:00 საათზე დასასვენებლად გაჩერდა ამ გვირაბის აღმოსავლეთის მხარეს მდებარე სადგომზე. ამავე სადგომზე გაჩერდა მისი ბიძა გ---- ღ-–-----ი, რომელიც ასევე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. დაახლოებით 03:00 საათიდან 04:00 საათამდე შუალედში იმყოფებოდა თავისი ავტომანქანის კაბინაში და ეძინა. გაიღვიძა კარებზე ბრახუნის ხმაზე და დაინახა, რომ მის ავტომანქანასთან, მარჯვენა მხარეს იდგა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, (როგორც შემდეგ მისთვის გახდა ცნობილი - პატრულ-ინსპექტორი გ-- ს-------–---–ი) რომელმაც უბრძანა, სასწრაფოდ დაექოქა მანქანა და დაეკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. ჰკითხა მას, თუ რა მიზეზით უნდა დაეკეტა გზა, რაზეც გ-- ს-------–---–მა განუცხადა, რომ ასეთი ბრძანება ჰქონდა მიღებული და კვლავ მოსთხოვა მანქანის გზაზე დაყენება. თავდაპირველად გ------- ღ-–-----მა უარი განაცხადა საავტომობილო გზის დაკეტვაზე, მაგრამ პატრულ-ინსპექტორის კატეგორიული მოთხოვნის გამო იძულებული გახდა, შეესრულებინა მისი განკარგულება. გ-- ს-------–---–ის მითითებით, რომელიც მის წინ მოძრაობდა და ხელით ანიშნებდა, თუ რა ადგილზე გაეჩერებინა ავტომანქანა, თავისი ტრაილერი განათავსა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის აღმოსავლეთის მიმართულების გზაზე ოდნავ ირიბად, რა დროსაც საწევარას წინა მარჯვენა საბურავით გაჩერდა სავალი ზოლისა და გვერდულის (სათადარიგო ზოლის) გამყოფ ხაზზე, ხოლო საწევარას კაბინა გადავიდა სათადარიგო ზოლში დაახლოებით 80 სანტიმეტრიდან ერთ მეტრამდე მანძილით. მისი სატვირთო ავტომანქანით მოძრაობისათვის მთლიანად დაიკეტა გზის ორივე სავალი ზოლი. ამის შემდეგ იგი გადავიდა მანქანიდან, შემოუარა მას წინა მხრიდან და წავიდა გ-- ს-------–---–ის მიმართულებით, რომელიც იდგა მისი ავტომანქანის უკან. ამ დროს გვირაბიდან ნელი სვლით გამოვიდა მსუბუქი ავტომობილებით დატვირთული ევაკუატორი, რომლის მძღოლს პატრულ-ინსპექტორმა გ-- ს-------–---–მა ხელის ჟესტიკულაციით ანიშნა, რომ გაეჩერებინა ავტომანქანა. პატრულ-ინსპექტორის მითითების შესაბამისად ევაკუატორი გაჩერდა მისი ავტომანქანიდან დაახლოებით 20-30 მეტრის დაშორებით, მარჯვენა სავალ ზოლში, ისეთ მდგომარეობაში, რომ ნაწილობრივ გადავიდა მარჯვენა მხარეს არსებულ გვერდულზე - სათადარიგო ზოლში. მძღოლის გარდა ევაკუატორის კაბინაში იმყოფებოდა ერთი მგზავრი. გაჩერების შემდეგ, ევაკუატორის მძღოლმა დაძრა მანქანა და სცადა უკიდურეს მარჯვენა მხარეს გადასვლა, მაგრამ გ-- ს-------–---–მა ხელის ჟესტიკულაციით კვლავ გააჩერა იგი. გ------- ღ-–-----ი მივიდა ამ დროს უკვე საპატრულო ავტომანქანასთან მდგომ გ-- ს-------–---–თან და ჰკითხა გზის გადაკეტვის მიზეზი, რაზეც გ-- ს-------–---–მა უპასუხა, რომ უნდა გაეჩერებინათ დასავლეთის მხრიდან ძალიან დიდი სიჩქარით მომავალი ავტომობილი. ამ დროს გაიგონა გვირაბიდან გამომავალი, დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ხმა და, როდესაც გვირაბისკენ გაიხედა, დაინახა სწრაფად მოძრავი, “ბმვ X5“ მარკის მუქი ფერის ავტომანქანა, რომელიც შეეჯახა ჯერ ევაკუატორის მისაბმელს, შემდეგ კი - მის კუთვილ სატვირთო ავტომანქანას საწვავის ავზის მიდამოში, რის შედეგად “ბმვ X5-ის“ მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შეჯახების შედეგად მისი ტრაილერის საწევარამ შეიცვალა მდებარეობა - იგი გადაადგილდა გზაზე მოძრაობის მიმართულებით, აღმოსავლეთის მხარეს. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. დაახლოებით ხუთ წუთში იქვე მივიდნენ გარდაცვლილის ძმა ნათესავი ახალგაზრდა ქალი, რომლის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
გ------- ღ-–-----მა აგრეთვე დაადასტურა ის გარემოება, რომ მისი სატვირთო ავტომანქანით მოძრაობისათვის სრულად დაიკეტა გზის ორივე სავალი ზოლი და ნაწილობრივ - სათადარიგო ზოლი (მოძრაობის მიმართულებით, სავალი გზის მარჯვენა მხარეს არსებული გვერდული). კერძოდ, მოწმემ აჩვენა, რომ მის კუთვნილ ავტომანქანასა და სანიაღვრე არხს შორის არსებული მანძილი არ იყო საკმარისი ამ ზოლში, თუნდაც ნელი სვლით, მსუბუქი ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობისათვის, ხოლო მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი იქ საერთოდ ვერ გაივლიდა. მით უმეტეს, მითითებული ადგილი გვირაბიდან გამომავალი ავტომანქანის მძღოლისათვის შეუმჩნეველი იქნებოდა, რადგან მას ფარავდა ევაკუატორი. მანვე აჩვენა, რომ გზის გადაკეტვის შემდეგ მისი კუთვნილი ტრაილერის მისაბმელსა და მის უკან გაჩერებულ სატვირთო ავტომანქანებს შორის არსებული მანძილიც არ იყო საკმარისი სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობისათვის.
გ------- ღ-–-----ის ჩვენებით, მისი კუთვნილი სატვირთო ავტომანქანის მისაბმელი და მასზე განთავსებული კონტეინერი გვერდიდან რაიმე ამრეკლი საშუალებით აღჭურვილი არ იყო. მისაბმელს, დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე გასდევს ელექტრონათურები, რომლებსაც აქვს მკრთალი ნათება და სწრაფად მოძრავი ავტომობილის მძღოლისათვის ადვილად შესამჩნევი ვერ იქნებოდა. მანვე აჩვენა, რომ შეჯახებამდე საპატრულო პოლიციის ავტომანქანის მაშუქები არ იყო მიმართული მისი ავტომობილის მისაბმელზე. მოწმემ არ დაადასტურა ზ------ რ----–---–ისა და გ-- ს-------–---–ის ჩვენება იმ ნაწილში, რომელშიც ისინი აჩვენებენ, რომ გვირაბიდან გამოსული “ბმვ X5-ის“ მძღოლს ხელის ჟესტიკულაციით ანიშნებდნენ დაბრკოლების არსებობის შესახებ. მოწმის განმარტებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი მისი, როგორც მძღოლის უსაფრთხოება, რის გამოც მას შეექმნა სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე. ავტომანქანაში ყოფნის დროს არ გააფრთხილეს, რომ გზის გადაკეტვა ხდებოდა მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის გაჩერების მიზნით, ასევე არ მიუთითებიათ ავტომობილიდან გადასვლის აუცილებლობის შესახებ და არ დაზიანდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ შეჯახებამდე რამდენიმე ხნით ადრე საკუთარი ინიციატივით დატოვა ავტომანქანა.
ამოცნობის ოქმით დადგენი-–--, რომ 2017 წლის 09 აგვისტოს, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში, დაზარალებულმა გ------- ღ-–-----მა, მისთვის ამოსაცნობად წარედგენილ სამ პირს შორის, ამოიცნო გ-- ს-------–---–ი, როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომლის უშუალო მითითებით მან 2017 წლის 17 მაისს, ღამით, ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გვირაბთან საკუთარი ავტომანქანით მთლიანად გადაკეტა თბილისის მიმართულებით სამოძრაო გზა.
დაზარალებულ რ----- ნ-----ას პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 16 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მის საკუთრებაში არსებული “ფორდ ტრანზიტის“ მარკის მისაბმელიანი ევაკუატორით, სახელმწიფო ნომრით P--------, ქალაქ ფოთიდან გაემგზავრა თბილისის მიმართულებით, რა დროსაც მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ძარაზე და მისაბმელზე განთავსებული იყო ტვირთი - ორი მსუბუქი ავტომობილი. მას თან ახლდა მგზავრი - ერთ-ერთი ავტომობილის მეპატრონე ბ------ ი------ე. ქალაქ გორთან არსებული გვირაბი გაიარა 17 მაისს, დაახლოებით 04:00 საათზე, რა დროსაც დაინახა გვირაბის გასასვლელიდან დაახლოებით 200 მეტრის მანძილში გზის სავალ ნაწილზე განივად მდგარი მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილი - ტრაილერი, რომელსაც გზა ჰქონდა გადაკეტილი. სავალი გზის მარცხენა მხარეს, ტრაილერის სიახლოვეს იდგა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ჩართული სპეციალური ციმციმა სიგნალით. სატვირთო ავტომანქანის მახლობლად იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი (რომელიც მოძრაობდა პოლიციის ავტომანქანის მიმართულებით) და ერთი სამოქალაქო პირი, ხოლო კიდევ ერთი პოლიციის თანამშრომელი იჯდა საპატრულო ავტომანქანის საჭესთან. ამ დროს მოძრაობდა დაახლოებით 50 კმ/სთ-ის სიჩქარით. იფიქრა, რომ მოძრაობა შეზღუდული იყო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო, შეამცირა სიჩქარე და ნელი სვლით მიუახლოვდა სავალ გზაზე გაჩერებულ სატვირთო ავტომანქანას, რა დროსაც პატრულ-ინსპექტორმა ხელის ჟესტიკულაციით ანიშნა, რომ გაჩერებულიყო. სათადარიგო ზოლში (გვერდულზე) გაჩერების მიზნით მანქანა მიმართა მარჯვენა მხარეს, ამასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, რომელიც მისგან დაახლოებით 20-30 მეტრში იდგა, ჰკითხა, თუ რა ხდებოდა, მაგრამ პოლიციელმა კვლავ ანიშნა ხელით და დაუძახა, რომ გაჩერებულიყო. მან ევაკუატორი გააჩერა ტრაილერის საწევარას მოპირდაპირედ, მისგან დაახლოებით 20-30 მეტრის მანძილში, მარჯვენა სამოძრაო ზოლში და, ნაწილობრივ, ასევე სათადარიგო ზოლში. იგი აპირებდა მანქანიდან გადასვლას, რა დროსაც იგრძნო უკნიდან მის ევაკუატორზე შეჯახება და მის წინ, მოწმის ჩვენებით, “გაიელვა“ მანქანამ, რომელიც შეეჯახა სავალ გზაზე გაჩერებულ ტრაილერს. მოწმის ვარაუდით, ამ ავტომობილის სიჩქარე არ იყო 150 კმ/სთ-ზე ნაკლები. შეჯახებიდან რამდენიმე წამში ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის სხვა ეკიპაჟებიც. ავტომანქანიდან გადასვლის შემდეგ გაარკვია, რომ ავტომობილის მძღოლი, რომელიც ტრაილერს შეეჯახა, იყო გარდაცვლილი. მოწმის ჩვენებით, ათი წუთიც არ იყო გასული, როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გარდაცვლილი მძღოლის ნათესავები - ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი. ქალისგან მან შეიტყო, რომ გარდაცვლილი იყო ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ი-----–ი ხ------ას შვილი.
დაზარალებულმა რ----- ნ-----ამ დაადასტურა, რომ შეჯახების შედეგად დაზიანდა როგორც მისი ევაკუატორი, ასევე ბ------ ი------ის კუთვნილი “ნისანის“ ფირმის ელექტრომობილი. მის სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე, ვინაიდან ავტომანქანიდან უფრო ადრე გადასვლის შემთხვევაში ვერ გადარჩებოდა.
რ----- ნ-----ას ჩვენებით ასევე დადგენი-–--, რომ ნელი სვლით მოძრაობის მიუხედავად, გვირაბში გადაადგილებისას მან შემთხვევის ადგილზე შექმნილი ვითარება ვერ აღიქვა და გზაზე გაჩერებული სატვირთო ავტომანქანა დაინახა გვირაბის გამოსასვლელიდან დაახლოებით 50 მეტრის გავლის შემდეგ. მისივე ჩვენებით, სატვირთოზე, მისაბმელის გვერდის გაყოლებით, ენთო მცირე ნათურები, რომლებიც მან შეამჩნია მასთან მხოლოდ 40-50 მეტრის მანძილზე მიახლოებისას. ამავე სატვირთოს საწევარას კაბინასა და სანიაღვრე არხს შორის მანძილი სათადარიგო ზოლში შეადგენდა დაახლოებით ერთ მეტრს. სატვირთოს მისაბმელის უკანაც გაჩერებული იყო რამდენიმე ტრაილერი და ბეტონმზიდი, რის გამოც ამ მიმართულებითაც მოძრაობა არ იყო შესაძლებელი.
რ----- ნ-----ას ჩვენება დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამარლოში მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ბ------ ი------ემ, რომელმაც აჩვენა შემდეგი: 2017 წლის 16 მაისს, რ----- ნ-----ას მართვის ქვეშ მყოფი “ფორდ-ტრანზიტის“ მოდელის ევაკუატორით ქალაქ ფოთიდან წამოიღო მის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეძენილი “ნისანის“ ფირმის ელექტრომობილი. ვინაიდან ევაკუატორი დატვირთული იყო ორი მსუბუქი ავტომობილით, სწრაფად არ მოძრაობდნენ და ქალაქ გორთან არსებული გვირაბი გაიარეს დაახლოებით 17 მაისის 04:00 საათზე. გვირაბიდან გამოსვლისთანავე შენიშნა სავალი გზიდან მარცხენა მხარეს გვერდულზე გაჩერებული საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, რომელსაც ჩართული ჰქონდა სპეციალური ციმციმა სიგნალი. მასთან მიახლოებისას დაინახა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მითითებით გზაზე განივად მოძრაობდა სატვირთო ავტომანქანა ტრაილერი, რომელიც საავტომობილო გზაზე გაჩერდა განივად, გზასთან მიმართებით დაახლოებით 45 გრადუსის კუთხით და მთლიანად დაკეტა გზის ორივე სავალი ნაწილი. ამასთან, ტრაილერის საწევარა ნაწილობრივ გადავიდა სათადარიგო ზოლში. ტრაილერის გაჩერებამდე, ვიდრე სრულად გადაიკეტებოდა გზა, რ----- ნ-----ამ სცადა მოძრაობის გაგრძელება, მაგრამ პატრულ-ინსპექტორმა მას ხელით ანიშნა, რომ გაეჩერებინა ავტომანქანა. რ----- ნ-----ამ პატრულის მითითებისთანავე გააჩერა ევაკუატორი საპატრულო პოლიციის მანქანის მოპირდაპირედ, სათადარიგო ზოლში, მაგრამ ნაწილობრივ გადასული იყო მარჯვენა სამოძრაო ზოლში. ფანჯრიდან დაუძახა პატრულ-ინსპექტორს, თუ რა ხდებოდა, მაგრამ მისგან პასუხი ვერ მიიღო. ვინაიდან არსებობდა ევაკუატორზე სხვა ავტომობილის შეჯახების საფრთხე, მან რ----- ნ-----ას შესთავაზა, გაესწორებინა ავტომანქანა და ამ უკანასკნელმაც ოდნავ დაძრა ევაკუატორი მარჯვენა გვერდულზე გადასვლის მიზნით, მაგრამ პატრულ-ინსპექტორმა, რომელმაც ის გააჩერა, კვლავ მოსთხოვა ავტომანქანის გაჩერება. პოლიციელის მითითების შესაბამისად, რ----- ნ-----ამ გააჩერა ავტომანქანა და დააპირა კაბინიდან გადასვლა, რა დროსაც ბ------ ი------ემ მოულოდნელად იგრძნო ევაკუატორზე უკნიდან ძლიერი შეჯახება და დაინახა, რომ შავი ფერის ავტომანქანა (როგორც შემდეგ ნახა - “ბმვ X5“ მოდელის ჯიპი) გვერდულად შეეჯახა წინ გაჩერებულ ტრაილერს, რის შედეგად ტრაილერის საწევარა გადაადგილდა (გაცურდა) გარკვეულ მანძილზე აღმოსავლეთის მხარეს. შეჯახების შემდეგ მალევე ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის ავტომანქანები. მანქანიდან გადასვლის შემდეგ მან ნახა, რომ დაზიანებილი იყო ევაკუატორი და ევაკუატორის მისაბმელზე მოთავსებული მისი კუთვნილი ელექტრომობილი. მისთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა ავტომობილის მძღოლი, რომელიც სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა.
ბ------ ი------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილით გზის გადაკეტვის შედეგად მარჯვენა მხარეს არსებულ გვერდულზე (სათადარიგო ზოლში) სატვირთოს საწევარასა და სანიაღვრე არხს შორის დარჩენილი იყო მცირე ადგილი, სადაც მსუბუქ ავტომობილს შეეძლო გასვლა, ოღონდ ძალიან ნელი სვლით, სანიაღვრე არხზე გავლით. სწრაფად მოძრავი ავტომობილის მძღოლი ამ ადგილს ვერ დაინახავდა, ხოლო ტრაილერის მისაბმელის უკან იდგნენ სხვა სატვირთო ავტომანქანები და იქ მანქანით გასავლელი ადგილი არ იყო. მისი ვარაუდით, ავტომანქანა “ბმვ X5“ მოძრაობდა 200 კმ/სთ-ის ან მეტი სიჩქარით და დაბრკოლებაზე მისმა მძღოლმა რეაგირება ვერ მოასწრო. შეჯახებამდე მუხრუჭის ხმარების შედეგად საბურავების გაცურების ხმა არ გაუგონია.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმემ ვ-–-------- მ-------–---–მა აჩვენა შემდეგი: 2017 წლის 17 მაისს, ღამით მგზავრობდა ქალაქ ბათუმიდან თბილისისკენ “მერსედეს-ბენც ვიტოს“ მოდელის მინივენით, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით J--------. გორის გვირაბიდან გასვლის შემდეგ დაინახა გზის მარცხენა მხარეს გაჩერებული საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, რომელსაც ჩართული ჰქონდა სპეციალური ციმციმა სიგნალი. ასევე დაინახა გზის მარჯვენა მხარეს გაჩერებილი ევაკუატორი და გზაზე განივად მდგარი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანა - ტრაილერი, რომლითაც გზა იყო გადაკეტილი. საპატრულო პოლიციის ავტომანქანის მახლობლად იდგა ერთი პატრულ-ინსპექტორი და ახალგაზრდა მამაკაცი, მისი ვარაუდით - ტრაილერის მძღოლი. მან შეანელა სვლა და იკითხა, თუ რა ხდებოდა, რა დროსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გვერდით მყოფმა მამაკაცმა უპასუხა, რომ დაუმორჩილებელი მძღოლის გაჩერების მიზნით მისი მანქანით გადაკეტეს გზა. იგი გაჩერდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანის წინ, მარცხენა გვერდულზე და, მანქანიდან არ იყო გადასული, როდესაც გაიგონა შეჯახების ხმა და დაინახა, რომ გზის სავალ ნაწილზე განივად მდგარ სატვირთო ავტომანქანას - ტრაილერს შეეჯახა მსუბუქი ავტომობილი, რის შედეგად სატვირთო ავტომანქანამ შეიცვალა ადგილი. შეჯახებიდან რამდენიმე წამში ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის ავტომობილი. მანქანიდან გადასვლის შემდეგ თვითონ შეჯახების ადგილზე არ მისულა, მაგრამ დაინახა, რომ დაზიანებული იყო სატვირთო ავტომანქანის კაბინა, მსუბუქი ავტომობილი კი მთლიანად განადგურდა. შემთხვევის ადგილი მან დატოვა 5-10 წუთში, მას შემდეგ, რაც გასწიეს ტრაილერის უკან მდგარი ერთ-ერთი სატვირთო ავტომანქანა. მოწმის ჩვენების თანახმად, მოძრაობდა დაახლოებით 70-80 კმ/სთ-ის სიჩქარით და, გვირაბიდან გასვლის შემდეგ, თავდაპირველად დაინახა ციმციმაჩართული საპატრულო პოლიციის ავტომანქანა და ევაკუატორი, რომელსაც ასევე ჩართული ჰქონდა საავარიო მაშუქები, ხოლო სავალ გზაზე გაჩერებული ტრაილერი დაინახა გვირაბის გამოსასვლელიდან დაახლოებით 100 მეტრი მანძილის გავლის შემდეგ. ტრაილერზე რაიმე განათება მას არ შეუმჩნევია. არ იცის, იყო თუ არა ტრაილერის საწევარას წინ, მარჯვენა გვერდულზე ავტომანქანების სამოძრაოდ დატოვებული ადგილი, ვინაიდან ამ ადგილთან ახლოს არ მისულა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის ლ---- ს--------ას ჩვენებით დადგენი-–-- შემდეგი: 2017 წლის 17 მაისს, ღამით “პეტერბილტის“ ფირმის სატვირთო ავტომანქანით, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით T--------, გადაადგილდებოდა ფოთიდან ქალაქ ერევნის მიმართულებით. გორის გვირაბი გაიარა 03:00 საათიდან 04:00 საათამდე დროის შუალედში დაახლოებით 70-80 კმ/სთ-ის სიჩქარით. გვირაბიდან გასვლისას ნახა, რომ გზაზე მოძრაობა იყო დაკეტილი კონტეინერმზიდი სატვირთო ავტომანქანით, რომელიც განივად იდგა გზის სავალი ნაწილის ორივე სამოძრაო ზოლზე, ხოლო მისი საწევარა იდგა მარჯვენა სათადარიგო ზოლთან. გზის სავალი ნაწილიდან მარცხენა მხარეს, ავტომანქანების მოსაბრუნებელ ადგილზე იდგა ციმციმაჩართული საპატრულო პოლიციის ავტომანქანა და მინივენი. ამავე დროს მის წინ გაჩერდა ორი მსუბუქი ავტომობილით დატვირთული ევაკუატორი. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გააჩერა ევაკუატორის უკან დაახლობით ორ მეტრში, მარჯვენა სათადარიგო ზოლში. ამ დროს მას მძღოლის მხარეს ფანჯარა ჰქონდა ჩაწეული და, გაჩერებიდან დაახლოებით 4-5 წუთის შემდეგ გაიგონა გვირაბში სწრაფად მოძრავი ავტომობილის ხმა, რის გამოც გაიხედა უკან და დაინახა, რომ გვირაბიდან გამოვიდა მარცხენა ზოლში ძალიან მაღალი - მისი ვარაუდით 180-190 კმ/სთ-ის სიჩქარით მოძრავი მუქი ფერის “ბმვ X5“ მოდელის ავტომობილი, რომელმაც დაიწყო მარჯვნივ მოძრაობა და თან მძღოლმა იხმარა მუხრუჭი (მოწმის განმარტებით, გაიგონა ბლოკირების საწინააღმდეგო სამუხრუჭო სისტემის ამოქმედებისათვის დამახასიათებელი ხმა), მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ავტომობილი მარჯვენა ნაწილით შეეჯახა ჯერ ევაკუატორის მისაბმელს, რის შედეგადაც მოწყდა ბორბალი, შემდეგ კი გვერდულად დაეჯახა გზაზე განივად მდგარ ტრაილერს საწვავის ავზთან. შეჯახების შედეგად ტრაილერის საწევარამ შეიცვალა მიმართულება და შეტრიალდა აღმოსავლეთის მხარეს, ხოლო ავტომანქანა “ბმვ X5“ გაჩერდა მარჯვენა სათადარიგო ზოლთან. იგი გადავიდა მანქანიდან და მოიკითხა ტრაილერის მძღოლი, რომელიც თავის ავტომანქანასთან იდგა. რამდენიმე ხნის შემდეგ გაიყვანეს ტრაილერის მისაბმელის უკან გაჩერებული სატვირთო ავტომანქანები, რის შედეგად ამ მიმართულებით გაიხსნა მოძრაობა და მან დატოვა შემთხვევის ადგილი.
მოწმე ლ---- ს--------ას ჩვენებით დადგენი-–--, რომ უშუალოდ შეჯახებამდე გზის გადაკეტვის შედეგად ტრაილერის საწევარას წინ, მარჯვენა სათადარიგო ზოლში ავტომანქანების თავისუფლად მოძრაობისათვის ადგილი დარჩენილი არ იყო, ვინაიდან საწევარა ნაწილობრივ გადასული იყო ამ ზოლში და, შესაძლებელია, ამ ადგილზე ნელი სვლით გაევლო მხოლოდ მსუბუქ ავტომანქანას. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ტრაილერის საწევარა იყო მუქი ფერის, ხოლო მისაბმელზე მოთავსებული კონტეინერი - მწვანე ფერის და მასზე განათების რაიმე საშუალებები არ იყო დამონტაჟებული. ამასთან, ტრაილერი გაჩერებულ იყო სავალი გზის იმ მონაკვეთზე, სადაც განათების ბოძი არ დგას და საპატრულო პოლიციის ავტომანქანის მაშუქებიც მიმართული იყო არა ტრაილერზე, არამედ - მარცხნივ, დასავლეთის მიმართულების გზის მხარეს. მოწმის განმარტებით, ეს ყველაფერი მან კარგად დაინახა საკუთარი ავტომანქანიდან, ვინაიდან მისი ავტომობილის კაბინა განთავსებულია მიწიდან არანაკლებ 2,5 მეტრის სიმაღლეზე და თან შემთხვევის ადგილზე მის წინ არსებული გზის მონაკვეთი იყო დამრეცი. გვირაბიდან გამოსვლის შემდეგ “ბმვ X5“ მარკის ავტომობილის მძღოლმა იხმარა მუხრუჭი, რაშიც იგი დარწმუნებულია, ვინაიდან ამ ავტომობილმა გაიარა მის გვერდით და მან გაიგონა საბურავების გაცურების წყვეტილი ხმა. მძღოლად მუშაობის მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მან იცის, რომ ასეთი ხმა მხოლოდ ანტიბლოკირების სამუხრუჭო სისტემის მოქმედებისათვის არის დამახასიათებელი.
მოწმე გ---- ღ-–-----ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ დაზარალებული გ------- ღ-–-----ი არის მისი ძმისშვილი. 2017 წლის 16-17 მაისს, საღამოს საათებში თავისი კუთვნილი სატვირთო ავტომანქანით გ---- ღ-–-----სი ტვირთი გადაჰქონდა ქალაქ ფოთიდან თბილისის მიმართულებით, ხოლო მის უკან, “მერსედესის“ ფირმის სატვირთო ავტომანქანით მოძრაობდა გ------- ღ-–-----ი. ქალაქ გორთან მდებარე გვირაბი გ---- ღ-–-----მა გაიარა 17 მაისს, დაალოებით 02:00 საათზე და, დასვენების მიზნით, გაჩერდა გვირაბიდან დაახლოებით 150 მეტრის დაშორებით, მარცხენა მხარეს არსებულ თავისუფალ ზონაში. ამავე ადგილზე, მისი ავტომანქანის უკანა მხარეს თავისი ტრაილერით გაჩერდა გ------- ღ-–-----იც. გ---- ღ-–-----მა დაიძინა ავტომანქანის კაბინაში, რამდენიმე საათის შემდეგ მას გაეღვიძა შეჯახების ძლიერ ხმაზე და როდესაც მანქანიდან გაიხედა, სიბნელეში გაარჩია, რომ გ------- ღ-–-----ის კუთვნილი ავტომანქანა იდგა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე. როგორც ახსოვს, ტრაილერის მისაბმელი განივად იდგა სავალ ნაწილზე, ხოლო მარჯვენა მხარეს - მგზავრის კაბინაში ასასვლელთან და საწვავის ავზის მიდამოში დაზიანებული საწევარა მოკეცილი იყო თბილისის მიმართულებით. იგი გადავიდა მანქანიდან და მოძებნა გ------- ღ-–-----ი, რომელსაც ვიზუალურად ფიზიკური დაზიანებები არ ეტყობოდა. მისგან შეიტყო, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებით თავისი ტრაილერით დაკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, რის შემდეგაც ტრაილერს შეეჯახა სწრაფად მოძრავი ავტომობილი. ამის შემდეგ ირგვლივ შემოუარა გ------- ღ-–-----ის კუთვნილ სატვირთოს, რა დროსაც ნახა საწევარას მახლობლად (მისგან რამდენიმე მეტრში), გზის სავალი ნაწილიდან მარჯვენა მხარეს, სანიაღვრე არხთან გაჩერებული მსუბუქი ავტომანქანა, რომლის ძარა იმდენად იყო დეფორმი-რებული, რომ მანქანის მარკა და მოდელი ვერ გაარჩია. ავტომობილის სიახლოვეს, საავტომობილო გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს იდგა მისაბმელიანი ევაკუატორი, მის უკან კი - სატვირთო ავტომობილი, რომელსაც ჩართული ჰქონდა ავარიული მაშუქები.
მოწმე მ--–---ი ბ--------ას ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2017 წლის 17 მაისს, ღამით, მისი კითვნილი სატვირთო ავტომობილი ტრაილერი გააჩერა გორის გვირაბიდან გამოსასვლელთან და დაიძინა ავტომანქანის კაბინაში. გაიღვიძა გამთენიისას, დაახლოებით 05:30 საათზე და ავტომანქანიდან გადასვლის შემდეგ ნახა, რომ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულების გზის სავალ ნაწილზე იდგა ტრაილერი, რომლის მოლურჯო ფერის საწევარა დაზიანებული იყო მარჯვენა მხარეს, საწვავის ავზთან. საწევარასთან იდგა მუქი ფერის, ძლიერად დაზიანებული “ბმვ X5“ მოდელის ავტომობილი. სავალი გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს ასევე იდგა ავტომობილებით დატვირთული მისაბმელიანი ევაკუატორი. ადგილზე მყოფი მძღოლებისაგან შეიტყო, რომ შეჯახებას მოჰყვა მსხვერპლი. უშუალოდ შემთხვევის დეტალებზე არავისთან უსაუბრია. რამდენიმე ხნის შემდეგ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების თანხმობით დატოვა შემთხვევის ადგილი და გავიდა ავტომაგისტრალზე, რა დროსაც გაიარა გზის სავალ ნაწილზე მდგარი ტრაილერის უკან.
მოწმედ დაკითხულმა ს---–--- ნ------ემ აჩვენა, რომ 2017 წლის 17 მაისს, ღამის საათებში, “დაფის“ ფირმის სატვირთო ავტომანქანით მგზავრობდა ფოთიდან თბილისის მიმართულებით და დასასვენებლად გაჩერდა გორის გვირაბის გასასვლელთან არსებულ ტერიტორიაზე, გვირაბიდან დაახლოებით 200-250 მეტრის დაშორებით. დაიძინა თავისი ავტომანქანის კაბინაში და გამოაღვიძა ხმაურმა 03:00 საათიდან 04:00 საათამდე დროის შუალედში. ავტომანქანიდან გადასვლის შემდეგ ნახა, რომ ცენტრალური საავტომობილო გზის აღმოსავლეთის მიმართულების სავალ ნაწილზე განივად იდგა ტრაილერი, რომლის საწევარა იყო დაზიანებული და მიმართული იყო აღმოსავლეთის მხარეს. საწევარას მახლობლად იდგა ძლიერად დაზიანებული მსუბუქი ავტომობილი, ხოლო ამ ავტომობილიდან ცოტა მოშორებით, გვირაბის მხარეს, მარჯვენა ზოლში იდგა ევაკუატორი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში და წავიდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაზიანებული ტრაილერის მისაბმელის უკანა მხარეს გაიხსნა მოძრაობა.
დაზარალებულის უფლებამონაცვლემ - გარდაცვლილი ბ--- ხ------ას ძმამ გ------- ხ------ამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მისცა შემდეგი შინაარსის ბ--- ხ------ას საკუთრებაში ჰყავდა 2016 წელს წარმოებული “ბმვ X5“ მოდელის ავტომობილი, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით - I------. 2017 წლის 17 მაისს გ------- ხ------ა იმყოფებოდა თბილისში, რა დროსაც ტელეფონით დაუკავშირდა ბ---ს მეუღლე ნ---- ნ--------ე, რომელმაც შეატყობინა, რომ ბ--- ხ------ა გავიდა სახლიდან და კუთვნილი ავტომანქანით წავიდა გაურკვეველი მიმართულებით. მან იცოდა, რომ ბ--- იყო ნასვამი, რის გამოც გადაწყვიტა მისი მოძებნა და თავის მეუღლესთან ნ---- ს----–---–თან ერთად ავტომანქანით მიაკითხა ნ---- ნ--------ეს, რომელიც ჩაისვეს მანქანაში და გაემართნენ ბ--- ხ------ას მოსაძებნად. ვინაიდან ვარაუდობდნენ, რომ იგი შესაძლოა, წასულიყო ფოთში მშობლების სანახავად, გავიდნენ თბილისიდან და გაემგზავრნენ დასავლეთის მიმართულებით, რა დროსაც თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, სოფელ საგურამოს გადასახვევთან მოძრაობისას დაუკავშირდა ბიძა, რომელმაც შეატყობინა, რომ ბ--- ხ------ა იმყოფებოდა ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ გააგრძელეს მოძრაობა დასავლეთის მიმართულებით. ამ დროს ბ--- ხ------ამ დაურეკა ნ---- ს----–---–ს, რომელსაც განუცხადა, რომ მას მისდევდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მაგრამ მანქანას არ გააჩერებდა, რადგან მათ არ ენდობოდა და გაჩერდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერთად იქნებოდნენ. გორის გვირაბთან მიახლოებისას საწვავის შევსების მიზნით გ------- ხ------ამ ავტომობილი გააჩერა “ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურზე, რა დროსაც დაინახა გვირაბის გასასვლელთან პოლიციის ავტო-მანქანების ციმციმები და იფიქრა, რომ შესაძლებელია ამას რაიმე კავშირი ჰქონდა მისი ძმის მანქანით მოძრაობასთან, რის გამოც გაემართნენ აღნიშნული ადგილისაკენ. შემთხვევის ადგილზე მისვლისას მან ნახა გზის სავალ ნაწილზე განივად გაჩერებული ტრაილერი, რომლის საწევარა მიმართული იყო აღმოსავლეთის მხარეს. ასევე ნახა ტრაილერზე შეჯახებული ბ--- ხ------ას კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც იმდენად იყო დაზიანებული, რომ თავდაპირველად ვერ იცნო და დაიწყო შემთხვევის ადგილზე ძმის ძებნა. ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ეკითხებოდა, თუ რა მოხდა, რაზეც ისინი პასუხობდნენ, რომ მოხდა ჩვეულებრივი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა და მისი ძმა იმყოფებოდა გორის საავდმყოფოში.
გ------- ხ------ამ ასევე აჩვენა, რომ შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე ბ--- ხ------ას მეუღლე ავტომობილის მართვისას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და დააჯარიმეს 200 ლარით. ნ---- ს----–---–თს ტელეფონით საუბრისას ბ--- ხ------ამ უთხრა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ა/მანქანას არ უჩერებდა იმიტომ, რომ მათ მიმართ ჰქონდა უნდობლობის განცდა და არ უნდოდა მათთან მარტო დარჩენა.
გ------- ხ------ას ჩვენებაში მითითებული გარემოებები სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისმა მეუღლემ ნ---- ს----–---–მა. მოწმემ მიუთითა, რომ 2017 წლის 17 მაისს, გვიან ღამით, დაურეკა ნ---- ნ--------ემ და შეატყობინა, რომ ბ--- ხ------ა სახლიდან გავიდა თავისი ავტომანქანით ისე, რომ არ უთქვამს, სად მიდიოდა, რის გამოც სურდა მისი მოძებნა. ამიტომ მან და მისმა მეუღლემ ა/მანქანით მიაკითხეს ნ---- ნ--------ეს თბილისში, მ-----------------ში და ბ--- ხ------ას მოძებნის მიზნით დაიწყეს მოძრაობა. გზაში გ------- ხ------ას დაუკავშირდა მისი ბიძა ვ----–-- ძ-----ა, რომელმაც აცნობა, რომ ბ--- ხ------ა მოძრაობდა ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემდეგ შედგა სატელეფონო საუბარი ნ---- ს----–---–სა და ბ--- ხ------ას შორის, რა დროსაც ბ---მ უთხრა, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა შეუფერხეს მოძრაობა, მაგრამ მან შეძლო ავტომანქანის მობრუნება და კვლავ თბილისისკენ წამოვიდა. სწრაფად არ მოძრაობდა, მაგრამ მანქანას არ გააჩერებდა, თუ საწვავი არ გამოელეოდა, რადგან არ ენდობოდა პატრულის თანამშრომლებს. ბ--- ხ------ას მან უთხრა, რომ უახლოვდებოდნენ გორის ტერიტორიას. შეტანხმდნენ, რომ ერთმანეთს შეხვდებოდნენ და მათთან ერთად გაუჩერებდა ავტომანქანას საპატრულო პოლიციას. საუბრის დასრულებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი შევიდნენ ქალაქ გორთან არსებულ “ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურზე, რა დროსაც დაინახეს მოპირდაპირე მხარეს, გვირაბთან გაჩერებული პოლიციის ავტომანქანები და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იფიქრეს, რომ იქ შესაძლოა, ბ--- ხ------აც ყოფილიყო, რის გამოც დაუყოვნებლივ მივიდნენ აღნიშნულ ადგილზე. შემთხვევის ადგილზე შენიშნა გზის სავალ ნაწილზე განივად გაჩერებული მისაბმელიანი სატვირთო ტრაილერი და მასზე შეჯახებული ბ--- ხ------ას კუთვნილი ავტომობილი, საიდანაც მოგვიანებით ბ--- ხ------ა გადმოიყვანეს გარდაცვლილი. თავდაპირველად იფიქრეს, რომ ადგილი ჰქონდა ჩვეულებრივ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას, რაშიც მათ ასევე არწმუნებდნენ შემთხვევის ადგილზე მყოფი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. რამდენიმე ხნის შემდეგ კი ადგილზე მყოფი მძღოლებისაგან შეიტყო, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განგებ დაკეტეს მოძრაობა ტრაილერის გამოყენებით ბ--- ხ------ას მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის გაჩერების მიზნით.
ბ--- ხ------ას მეუღლემ ნ---- ნ--------ემ აჩვენა, რომ 2017 წლის 16 მაისს, გვიან ღამით ბ--- ხ------ას კუთვნილი ავტომანქანის მართვისას ის გააჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა და დააჯარიმეს 200 ლარით. ამის შემდეგ გააგრძელა მოძრაობა, მაგრამ მალე ისევ გააჩერა პატრულმა და მოსთხოვა ა/მანქანიდან გადასვლა. მასთან ერთად მყოფმა ბ--- ხ------ამ გამოხატა უკმაყოფილება პატრულ-ინსპექტორების მიმართ, რის გამოც იგი დააკავეს, ხოლო ნ---- ნ--------ე წავიდა სახლში, სადაც რამდენიმე ხნის შემდეგ მივიდა ბ--- ხ------აც. მან აიღო თავისი ავტომანქანის გასაღები და ისე, რომ მისთვის არაფერი უთქვამს, მანქანით წავიდა გაურკვეველი მიმართულებით. ამიტომ მობილური ტელეფონით დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ შეატყობინა ბ---ს ძმას გ------- ხ------ას, რომელიც თავის მეუღლესთან ნ---- ს----–---–თან ერთად მალევე მივიდა მასთან, ჩაისვეს მანქანაში და ერთად წავიდნენ ბ--- ხ------ას მოსაძებნად. დასავლეთის მიმართულებით მოძრაობისას გორის გვირაბთან ისინი შევიდნენ ბენზინგასამართ სადგურზე, საიდანაც დაინახეს სავალი გზის მოპირდაპირე მხარეს გვირაბთან მდგარი საპატრულო პოლიციის მანქანები, ხოლო ადგილზე მისვლისას ნახეს გზაზე განივად გაჩერებული ტრაილერი, რომელიც მთლიანად კეტავდა გზის სავალ ნაწილს. შემთხვევის ადგილზე ეძებდა ბ--- ხ------ას და მის შესახებ ეკითხებოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც მას პასუხობდნენ, რომ ბ--- ხ------ა სასწრაფო დახმარების ავტომანქანით გადაიყვანეს გორის საავადმყოფოში. რამდენიმე ხნის შემდეგ კი შეიტყო მეუღლის გარდაცვალების შესახებ, რის გამოც გახდა ცუდად და ჩასვეს საპატრულო პოლიციის ერთ-ერთ ავტომანქანაში.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გვირაბის მომსახურე პერსონალის უფროსის გ------- ბ------–---–ის პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, მათი სამუშაო ოფისი მდებარეობს გვირაბის შესასვლელში და იქ მომუშავეებს უწევთ სამცვლიანი მორიგეობა, რაც მის მიერ ყოველდღიურად მოწმდება. დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის გვირაბის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 820 მეტრს. გვირაბში დამონტაჟებულია სათვალთვალო ვიდეოკამერები, რომელთა საშუალებით კონტროლი ხორციელდება 24 საათიან რეჟიმში ოფისში არსებული მონიტორის მეშვეობით. გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ მორიგე ჯგუფი ვალდებულია მას აცნობოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს. 2017 წლის 17 მაისს მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ მას აცნობეს დაახლოებით 07:00 საათზე და, როდესაც ადგილზე მივიდა, ნახა, რომ ბ--- ხ------ას ავტომანქანა იდო ევაკუატორზე, ხოლო გზის სავალ ნაწილზე განივად იდგა ტრაილერი, რომლითაც სავალი გზის ნახევარი იყო გადაკეტილი. ტრაილერის საწევარა მიმართული იყო აღმოსავლეთის მხარეს. გვირაბის მომსახურე პერსონალი აკონტროლებს მხოლოდ გვირაბის ტერიტორიას, შემთხვევა კი მოხდა გვირაბიდან დაახლოებით 200-250 მეტრის დაცილებით. მან მონაწილეობა მიიღო ვიდეო-კამერების სერვერის დათვალიერებაში და მიუთითა, რომ უშუალოდ იმ ადგილზე, სადაც შეჯახება მოხდა, დაახლოებით 50-დან 100 მეტრამდე მანძილზე განათების ბოძები არ დგას, ვინაიდან აღნიშნული არის ავტომანქანების სამოძრაო ადგილი, სადაც განათების საშუალების დადგმა არ არის შესაძლებელი.
შპს “ერედვი 2008“ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის დათვალიერების ოქმით, შპს “ერედვი 2008“ კომპიუტერისა და ვიდეოკამერების დათვალიერების ოქმით, ექსპერტის დასკვნის გაცემის შეუძლებლობის შესახებ აქტით და ექსპერტ გ------- შ-------ის მიერ სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აღმოსავლეთის მიმართულების გვირაბში დამონტაჟებულია 10 სამეთვალყურეო კამერა. გამომძიებლის მიერ ჩანაწერების დათვალიერებისას 2017 წლის 17 მაისის 01:00 საათიდან 05:00 საათამდე დროის შუალედის ვიდეოჩანაწერები შესაბამისი მოწყობილების მეხსიერებაში არ აღმოჩნდა. ასევე, საექსპერტო კვლევით დადგინდა, რომ გორის გვირაბის სამართავი ოთახიდან ამოღებული გარე სათვალთვალო კამერების ჩამწერი მოწყობილობის - ე.წ. სერვერის მეხსიერებაში (03 ცალი მყარი დისკი) არ ფიქსირდება 2017 წლის 17 მაისის 02:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდით დათარიღებული ვიდეოჩანაწერები და საექსპერტო დაწესებულების ხელთ არსებული საშუალებებით ამ ჩანაწერის აღდგენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო საინფორმაციო სამსახურის უფროსმა კ--- ყ-----–---–მა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენა, რომ მის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურის უფლებამოსილებას წარმოადგენს საპატრულო პოლიციის სხვადასხვა რეგიონალური დანაყოფებიდან შესული შეტყობინებების მიღება, მათი აღრიცხვა და გადაცემა როგორც საპატრულო პოლიციის რეგიონალური დანაყოფებისათვის, ასევე მათ დაქვემდებარებაში შემავალი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებისათვის ელექტრონული სახით, რაც აისახება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებში არსებულ ბორტ კომპიუტერებზე. აღნიშნული ინფორმაცია შეეხება როგორც დაკავებაზე გადაცემულ ავტომობილებს, ასევე დაკავებულ პირებს. 2017 წლის 17 მაისს, ღამის საათებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო საინფორმაციო სამსახურის მორიგე ოპერატორმა მიიღო შეტყობინება შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს სამორიგეოდან დასაკავებელი ავტომობილის შესახებ, რომელიც არღვევდა მოძრაობის წესებს, ქმნიდა საავარიო სიტუაციას და არ ემორჩილებოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მოთხოვნას, რაც ასევე მას აცნობა ოპერატორმა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კვლავ მიიღეს ახალი ინფორმაცია, რომ მომხდარი იყო შეჯახება, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია აღირიცხა ელექტრონულ სისტემაში და შესაბამის ჟურნალში, რომელიც დაათვალიერა გამომძიებელმა და შეადგინა შესაბამისი ოქმი.
საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სამორიგეო განყოფილების ჩანაწერების წიგნის დათვალიერების ოქმით და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სამორიგეო ნაწილის (ლ-----) შსს სსიპ “112“-დან და მოქალაქეებისაგან შემოსული შეტყობინებების რეგისტრაციის წიგნისა და ძებნაზე დასაყენებელი და მოსახსნელი ავტომობილების რეგისტრაციის წიგნის დათვალიერების ოქმით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 17 მაისს, 03:50 საათზე გადაიცა ინფორმაცია “BMW X5” მოდელის ავტომობილის, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით I-------- დაკავების საჭიროების შესახებ იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ავტომობილის მძღოლი ქმნის საავარიო ვითარებას და არ ემორჩილება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს;
2017 წლის 17 მაისს, 04:05 საათზე გადაიცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრზე, გორის გვირაბთან მოძრავი ავტომანქანა “BMW X5”, სახელმწიფო ნომრით I--------, რომელსაც მართავდა ბ--- ხ------ა, შეეჯახა ავტომანქანა “ფორდ-ტრანზიტს“, სახელმწიფო ნომრით P--------- (მძღოლი რ----- ნ-----ა), შემდეგ კი - ტრაილერს, სახელმწიფო ნომრით Y-------- (მძღოლი გ------- ღ-–-----ი), რის შედეგად ბ--- ხ------ა გარდაიცვალა.
2017 წლის 19 მაისის დათვალიერების ოქმით, დათვალიერდა შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სამეურნეო-ტექნიკური ჯგუფის წამყვანი სპეციალისტის დ------–--- ბ-------ის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ავტომანქანების ბორტკომპიუტერებითა და პატრულ-ინსპექტორების სამხრე ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით გადაღებული ვიდეო-აუდიო მასალის ამსახველი კომპიუტერული დისკები, დათვალიერების შემდეგ კი დაერთო საქმეს და გაიგზავნა საექსპერტო კვლევისათვის.
ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2017 წლის 26 ოქტმბრის #0-------- დასკვნით დადგინდა, რომ ზ------ რ----–---–ისა და გ---- ა--------–---–ის სამხრე კამერების ვიდეოჩანაწერები ვარგისია ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად. ვიდეჩანაწერები იწყება და სრულდება ჩამწერი სისტემის ჩართვა-გათიშვის გზით. თითოეული ცალ-ცალკე წარმოადგენს უწყვეტ ჩანაწერს, მათზე რაიმე სახის მონტაჟის კვლები ჩატარებული კვლევების შედეგად არ გამოვლინდა;
ექსპერტიზის წინაშე წარდგენილი “4107“, “4200“, “4209“, “4211“ ბორტის ნომრების მქონე საპატრულო პოლიციის ავტომანქანების ვიდეორეგისტრატორების ჩანაწერები ვარგისია ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად. “4200“, “4209“, “4211“ ბორტის ნომრების მქონე საპატრულო პოლიციის ავტომანქანების ვიდეორეგისტრატორების თითოეული ჩანაწერი წარმოადგენს ვიდეორეგისტრატორის უწყვეტ ვიდეოჩანაწერს, ხოლო “4107“ ბორტის ნომრის მქონე საპატრულო პოლიციის ავტომანქანის ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერის 03:30:47 საათზე დაფიქსირებული აჩანაწერის დაახლოებით ერთ წუთიანი წყვეტა. სიტუაციური-ლოგიკური ანალიზით წყვეტა გამოწვეულია ავტომობილის დაქოქვით, რაც იწვევს ჩამწერი სისტემის გათიშვას. “4200“, “4209“, “4211“ ბორტის ნომრების მქონე საპატრულო პოლიციის ავტომანქანების ვიდეორეგისტრატორების თითოეული ჩანაწერი ერთი მთლიანია, ვიდეოჩანაწერები გადაღებულია უწყვეტ რეჟიმში. “4107“ ბორტის ნომრის მქონე საპატრულო პოლიციის ავტომანქანის ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერში ავტომობილის დაქოქვის (შესაბამისად ჩამწერი სისტემის გათიშვის) გამო არ არის გადაღებული ერთ წუთამდე ჩანაწერი. კომპლექსური ანალიზის შედეგად საპატრულო პოლიციის ავტომანქანების წარმოდგენილ ვიდეორეგისტრატორების ჩანაწერებზე მონტაჟის ნიშნები არ გამოვლინდა. ექსპერტის მიერ დადგენილი და დაფიქსირებული იქნა ჩანაწერებში საუბრების შინაარსის ტექსტი, რაც წარმოდგენი-–-- ექსპერტზის დასკვნის დანართის სახით.
ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2017 წლის 13 დეკემბრის №0-------- დასკვნით დადგენი-–--, რომ ნ------ ხ----–-–---–ის, დ----- უ-–------–-–---–ის, ვ----– ქასაბაშვილისა და გ------- ჟ------–---–ის სამხრე კამერების ვიდეო-ჩანაწერები ვარგისია ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად. სამხრე კამერების ვიდეოჩანაწერები, თითოეული ცალ-ცალკე იწყება და სრულდება ჩამწერი სისტემის ჩართვა-გათიშვის გზით. თითოეული ცალ-ცალკე წარმოადგენს უწყვეტ ჩანაწერს, მათზე რაიმე სახის მონტაჟის კვალი ჩატარებული კვლევების შედეგად არ გამოვლინდა;
“4106“, “4108“, “4207“, “4210“, “4225“ და “R1“ ბორტის ნომრების მქონე საპატრულო პოლიციის ავტომანქანების ვიდეორეგისტრატორების ჩანაწერები ვარგისია ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად. “4106“ ბორტის ნომრის მქონე საპატრულო პოლიციის ავტომანქანის ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერის 04:08:04 საათზე დაფიქსირებულია ჩანაწერის დაახლოებით ერთ წუთიანი წყვეტა. სიტუაციური-ლოგიკური ანალიზით წყვეტა გამოწვეულია ავტომობილის დაქოქვით, რაც იწვევს ჩამწერი სისტემის გათიშვას. ასევე “4207“ ბორტის ნომრის მქონე საპატრულო პოლიციის ავტომანქანის ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერის 03:57:53 საათზე დაფიქსირებულია ჩანაწერის დაახლოებით ერთ წუთიანი წყვეტა. სიტუაციურ-ლოგიკური ანალიზით წყვეტა გამოწვეულია ავტომობილის დაქოქვით, რაც იწვევს ჩამწერი სისტემის გათიშვას. “4106“, “4108“, “4207“, “4210“, “4225“ და “R1“ ბორტის ნომრების მქონე საპატრულო პოლიციის ავტომანქანების ვიდეორეგისტრატორების თითოეული ჩანაწერი წარმოადგენს ვიდეო-რეგისტრატორის უწყვეტ ვიდეოჩანაწერს.
ექსპერტის მიერ დადგენილი და დაფიქსირებულ საუბრების შინაარსის ტექსტი წარმოდგენი-–-- ექსპერტზის დასკვნის დანართის სახით.
ვიდეო და ფონოსკოპიური საექსპერტო კვლევის ჩატარების ფაქტი, ექსპერტიზის N0-------- და N0-------- დასკვნების სისწორე და ავთენტიკურობა დადასტურებულია სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მითითებული დასკვნების გამცემი ექსპერტების - ლ-–- ა-------–--ისა და მ----- ს--------–--ის ჩვენებებით.
“206“ საპატრულო ეკიპაჟის (გ------- ჟ------–---–ი და ლ-–- გ-----ე) ავტომანქანის ბორტის ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ პოლიციის ავტომანქანა, რომელშიც დამონტაჟებულია ვიდეორეგისტრატორი, გაჩერებულია ცალმხრივი სავალი გზის მარჯვენა გვერდულზე, რა დროსაც მას მარცხნიდან გასცდა მარჯვენა სავალ ზოლში სწრაფად მიმავალი ავტომანქანა, რომელიც მოძრაობს მარჯვენა უწყვეტ ზოლთან ახლოს, მაგრამ რაიმე მკვეთრ მანევრს არ ასრულებს. ამავე ჩანაწერით დასტურდება, რომ ცალმხრივი მოძრაობის გზის მარჯვენა გვერდულზე გაჩერებულია მუქი ფერის ჯიპის ტიპის ავტომანქანა, რომელსაც ჩართული აქვს მარჯვნივ მოხვევის მანიშნებელი ციმციმა. საპატრულო პოლიციის ავტომობილი მას უახლოვდება და ჩერდება მის უკან. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ამ ავტომანქანას უახლოვდება მარცხენა მხრიდან, მიდის მძღოლის კართან და ხელით ეხება კარის შუშას, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ ავტომანქანა იწყებს მოძრაობას. პატრულ-ინსპექტორ გ------- ჟ------–---–ის სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერით დასტურდება, რომ პატრულ-ინსპექტორი მარცხენა მხრიდან მიუახლოვდა სავალი გზის მარჯვენა გვერდულზე გაჩერებულ მუქი ფერის ავტომობილს, მივიდა მძღოლის კართან, რა დროსაც მძღოლს, სავარაუდოდ, ხელში უკავია მობილური ტელეფონი. პატრულ-ინსპექტორმა მას ხელით ანიშნა ფანჯრის შუშაზე და ისმის სავარაუდოდ პატრულ-ინსპექტორის მიერ ნათქვამი სიტყვა “ჩაუწიე“. ამის შემდეგ ავტომობილმა დაუყოვნებლივ დაიწყო მოძრაობა. ამავე დროს ისმის პატრულ-ინსპექტორის სიტყვა “გააჩერე“. “225“ საპატრულო ეკიპაჟის (ნ------ ხ----–-–---–ი, ვ----– ქ-----–---–ი) ავტომანქანის ბორტის ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ ნ------ ხ----–-–---–ისა და ვ----– ქ-----–---–ის საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილმა მოძრაობა დაიწყო ცალმხრივი მიმართულების საავტომობილი გზის მარჯვენა სავალ ზოლში, გარვეული პერიოდი მოძრაობდა გზის შუა ნაწილში და გადავიდა მარცხენა ზოლში, სადაც მოუმატა მოძრაობის სიჩქარეს და აიღო მიმართულება მარჯვნივ, რა დროსაც მას მარჯვენა მხრიდან გაასწრო მარჯვენა სავალ ზოლში სწრაფად მოძრავმა ბ--- ხ------ას მართვის ქვეშ მყოფმა ავტომობილმა. “208“ საპატრულო ეკიპაჟის (ბორტის ნომერი 4107, პატრულ-ინსპექტორები ზ------ თ-----–---–ი და მ--–---- ბ--------–-–---–ი) ავტომანქანის ბორტის ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილი, რომელშიც განთავსებულია ვიდეო-რეგისტრატორი, მოძრაობდა ცალმხრივი მიმართულების საავტომობილი გზის მარჯვენა სავალ ზოლში. მის წინ, მარცხენა ზოლში მოძრაობდა საპატრულო ავტომანქანა, ბორტის ნომრით 4106 (“106“ ეკიპაჟი), რა დროსაც ბ--- ხ------ას ავტომობილმა “208“ ეკიპაჟს გაასწრო მარცხენა მხრიდან, შემდეგ მკვეთრი მანევრით გადავიდა მარჯვენა ზოლში და ასევე გაუსწრო “106“ ეკიპაჟს, რის შემდეგ მან მაღალი სიჩქარით გააგრძელა მოძრაობა. “106“ საპატრულო ეკიპაჟის (გ------- ქ---------ე და გ------- ე-–--–---–ი) ავტომანქანის ბორტის ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ საპატრულო ავტომობილი ძირითადად მოძრაობდა ცალმხრივი მიმართულების საავტომობილი გზის მარცხენა სავალ ზოლში, რა დროსაც მას მარჯვენა მხრიდან გაასწრო ბ--- ხ------ას ავტომობილმა. “209“ საპატრულო ეკიპაჟის (გ------- ს--------–ი და ი-–-- გ--------ე) ავტომანქანის ბორტის ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ საპატრულო პოლიციის ავტომობილი მოძრაობდა ცალმხრივი მიმართულების საავტომობილი გზის მარცხენა სავალ ზოლში, ხოლო მის წინ მარჯვენა ზოლში მოძრაობდა მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილი - ტრაილერი. პოლიციის ავტომანქანამ მოუმატა სიჩქარეს და მოძრაობა დაიწყო სატვირთო ავტომობილის გვერდით, რა დროსაც სატვირთო ავტომობილს მარჯვენა მხრიდან, სათადარიგო ზოლზე გასვლით გაასწრო ბ--- ხ------ას მართვის ქვეშ მყოფმა ავტომობილმა, რის შემდეგ მან სწრაფად გააგრძელა მოძრაობა, ხოლო საპატრულო პოლიციის ავტომობილი მას დაედევნა. ამავე ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ “209“ ეკიპაჟი ბოლომდე ახორციელებს ბ--- ხ------ას ავტომანქანის დევნას, რომელმაც, სოფელ აგარებთან გვერდი აუარა სავალ გზაზე მოძრაობის მიმართულებით გაჩერებულ სატვირთო ავტომანქანას და გააგრძელა მოძრაობა, ხოლო “209“ ეკიპაჟის ავტომანქანა შემზღუდავ ბარიერებზე, ე.წ. ბოძკინტებზე გავლით გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში, რა დროსაც მის წინ გაიარა ბ--- ხ------ას ავტომობილმა. “209“ ეკიპაჟი შემთხვევის ადგილზე მივიდა შეჯახებიდან რამდენიმე წამის შემდეგ.
გ---- ა--------–---–ის სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერით და ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ხ-–------------------------–--------თან, ცალმხრივი მიმართულების მოძრაობის გზაზე, მარჯვენა სამოძრაო ზოლში მდგარი სატვირთო ავტომობილის მისაბმელის უკანა ნაწილთან, ორივე მხარეს - მარცხენა სავალ ზოლში და მარჯვენა გვერდულზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გაჩერებული იქნა საპატრულო პოლიციის ორი ავტომობილი, რომლებსაც ჩართული ჰქონდათ სპეციალური ციმციმა სიგნალი. პოლიციის ავტომანქანა უკან გადაადგილეს გზაზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილის გატარების მიზნით. ავტომობილმა პოლიციელების მითითების შესაბამისად მოძრაობა დაიწყო მარჯვენა მხარეს არსებულ გვერდულზე, ხოლო ამ ადგილს მიახლოებული ბ--- ხ------ა არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას მანქანის გაჩერების შესახებ, გაიარა სატვირთო მანქანის მარცხენა მხრეს განთავისუფლებულ სავალ ზოლზე და გააგრძელა მოძრაობა, რა დროსაც მას უკან მიჰყვა სავარაუდოდ მის დევნაში მონაწილე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ამავე მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბ--- ხ------ამ მოძრაობა გააგრძელა თბილისის მიმართულებით.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის ბ------ ე-–---–---–ის 2017 წლის 22 მაისის N MIA 0 17 01205306 წერილით დასტურდება, რომ N4200 (საძახისი 202), N4206 (საძახისი 206), N4207 (საძახისი 207), N4107 (საძახისი107), N4225 (საძახისი 225), N4209 (საძახისი 209), N4210 (საძახისი 210), N4211 (საძახისი 211), N4212 (საძახისი 212) ბორტის საძახისებზე 2017 წლის 17 მაისის 02:00 საათიდან 05:00 საათამდე განხორციელებული საუბრები ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოიძებნა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენი-–--, რომ დათვალიერება ჩატარდა 2017 წლის 17 მაისს და მიმდინარეობდა 04:30 საათიდან 07:00 საათამდე. შემთხვევის ადგილი დაათვალიერა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს გამომძიებელმა ა---- ნ---------–---–მა. დათვალიერებაში მონაწილეობდნენ საპატრულო პოლიციის ამავე სამმართველოს უფროსი გამომძიებელი რ-------- ს---------–---–ი, ექსპერტ-კრიმინალისტი ი-–-- მ-------ე და პატრულ-ინსპექტორები ნ------ ხ----–-–---–ი და ვ----– ქ-----–---–ი. შემთხვევის ადგილი წარმოადგენს გორის რაიონის ტერიტორიაზე გამავალი თბილისი-სენაკი-ლედელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრის მონაკვეთს და მიმდებარე ტერიტორიას და მდებარეობს ქალაქ გორთან არსებული გვირაბის აღმოსავლეთის მხარეს. გვირაბიდან გასასვლელის აღმოსავლეთის მხარეს, 75 მეტრში, სამხრეთის მხარეს არსებულ გვერდულზე განთავსებულია საგზაო ნიშანი. საავტომობილო გზა არის ბეტონის საფარით, ცალმხრივი მიმართულებით მოძრაობის. გზის მარჯვენა სავალი ზოლის სიგანეა 3,8 მეტრი, ხოლო მარცხენა ზოლის - 4,0 მეტრი. სამხრეთის მხარეს (მარჯვენა) გვერდულის სიგანეა 3.0 მეტრი, რასაც გასდევს წყლის არხი. შემთხვევის ადგილზე ჩრდილოეთის მხარეს მდებარეობს ავტომობილების მოსაბრუნებლად და გასაჩერებლად განკუთვნილი მოასფალტებული ადგილი, რომლის სიგანეა 13 მეტრი, ხოლო სიგრძე - 115 მეტრი;
საგზაო ნიშნიდან აღმოსავლეთის მხარეს 140 მეტრში, სამხრეთით მდებარე (მარჯვენა) გვერდულზე გაჩერებულია მუქი ფერის, “ბმვ-ს“ მარკის ჯიპი, სახელმწიფო ნომრით I--------, რომლის წინა მარცხენა საბურავი გვერდულის ზოლზე დგას, წინა მარჯვენა საბურავი მოგლეჯი-–-- სამაგრებიდან, ხოლო უკანა საბურავები დგას გვერდულის უკანა ზოლზე. ავტომობილის ძარა მთლიანად დეფორმირებულია, დაზიანებულია ავტომობილის სალონი და სამართავი მექანიზმები არ ისინჯება. ავტომობილის უკანა საბურავებს შორის მანძილი შიდა მხარეს არის 1,3 მეტრი, გარე მხარეს - 1,9 მეტრი;
“ბმვ-ს“ მარკის ავტომობილის გადასწვრივ, საავტომობილო გზის მარცხენა სავალ ზოლში გაჩერებულია “მერსედესის“ ფირმის ლურჯი ფერის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით P--------, რომლის წინა ნაწილი მიმართულია ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით. სატვირთო ავტომობილის უკანა მარჯვენა საბურავი დევს ღერძულა ზოლზე, წინა მარცხენა საბურავიდან გვერდულის ზოლამდე მანძი-–-- 0,6 მეტრი, ხოლო უკანა მარცხენა საბურავიდან იგივე გვერდულის ზოლამდე - 1,6 მეტრი. სატვირთო ავტომობილს დაზიანებები აღენიშნება მარჯვენა მხარეს, წინა ნაწილისაკენ. სამართავი მექანიზმები არ ესინჯება. მის გარშემო დაღვრი-–-- დიზელის საწვავი და მიმობნეულია ავტომობილის დეტალები. სატვირთო ავტომობილის მისაბმელი (სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომერი A-----) გაჩერებულია მარცხენა სავალ ზოლში ირიბად, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. მისაბმელი სამღერძიანია. მისაბმელის უკანა მარჯვენა საბურავი დგას ჩრდილოეთის მხარეს არსებული გვერდულის ზოლზე და იგივე ზოლზე დგას მისაბმელის მარცხენა წინა საბურავი. მისაბმელის უკანა საბურავებთან მთავრდება 1,0 მეტრის სიგრძის საბურავების გაცურების კვალი. მისაბმელის წინა მარცხენა კუთხეზე შეინიშნება დაზიანების კვალი. ასევე დაზიანებულია კონტეინერის მარცხენა კუთხე. მისაბმელს მარჯვენა და მარცხენა მხარეს პლატფორმის დაბლა გასდევს ნათურები, თითოეულ გვერდზე - 5 ცალი ნათურა. მისაბმელის უკანა მარჯვენა კუთხიდან საგზაო ნიშნამდე მანძილი არის 131 მეტრი;
საგზაო ნიშნიდან 107 მეტრის მანძილში, სანახევროდ მარჯვენა სავალ ზოლში და გვერდულზე გაჩერებულია “ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომობილი - ევაკუატორი, სახელმწიფო ნომრით P--------, რომლის ძარაზე დევს “ბმვ-ს“ ფირმის ავტომობილი. ევაკუატორზე მყარი ბუქსირით მიბმულია სპეციალური მისაბმელი, რომელზეც დევს წითელი ფერის ავტომობილი. ევაკუატორის წინა მარცხენა საბურავიდან ღერძულის ზოლამდე მანძი-–-- 3,0 მეტრი, ხოლო მისაბმელის საბურავიდან ღერძულის ზოლამდე - 3,3 მეტრი.
საგზაო ნიშნიდან 105 მეტრის მანძილზე და გვერდულის ზოლიდან 2,1 მეტრში, მარჯვენა სავალ ზოლში, ბეტონის ზედაპირზე დაფიქსირებულია საბურავის 6,0 მეტრის სიგრძის კვალი, რომელიც არათანაბრად მიემართება აღმოსავლეთისაკენ და მთავრდება გვერდულის ზოლიდან 1,5 მეტრში. კვალის გარშემო დაფიქსირებულია ჩამონაყარი. საგზაო ნიშნიდან 122 მეტრის მანძილზე, ღერძულის ზოლზე დაფიქსირებულია საბურავის კვალი, რომელიც მდებარეობს ირიბად მარჯვენა სავალ ზოლში და მთავრდება ღერძულის ზოლიდან 1,2 მეტრში, ტრაილერის მისაბმელის კუთხესთან. მის პარალელურად, მარჯვენა სავალ ზოლში, ღერძულის ზოლიდან 1,4 მეტრში დაფიქსირებულია საბურავის 14 მეტრის სიგრძის კვალი, რომელიც მთავრდება მარჯვენა გვერდულის ზოლზე. დასაწყისში კვლებს შორის მანძილი 1,4 მეტრია და იზრდება 2,7 მეტრამდე;
ტრაილერის მისაბმელის უკანა კუთხიდან დასავლეთის მხარეს 9,0 მეტრში, გვერდულის ზოლზე აგდია ავტომობილის საბურავი დისკით, რომელსაც მოგლეჯილი აქვს საყრდენები;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი კარგად არის განათებული ღამის გარე განათების ლამპიონებით. დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა ოქმში მითითებული სატრანსპორტო საშუალებები და ავტომობილის საბურავი დისკით.
საგამოძიებო ექსპერტიმენტის 2017 წლის 18 ივნისის ოქმით დადგენი-–--, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 87-ე კილომეტრზე მდებარე გვირაბსა და მის შემდეგ საავტომობილო გზაზე მოძრავ მძღოლს შესაძლებლობა ჰქონდა, დაენახა ჩქაროსნულ და მარჯვენა სავალ ზოლში გაჩერებული მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანა (ტრაილერი) ახლო მაშუქებით - 231 მეტრიდან, ხოლო შორეული მაშუქებით - 281 მეტრიდან.
მოწმე ზ------ ფ------–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2017 წლის ივნისში მის საკუთრებაში არსებული 2016 წელს წარმოებული “BMW X5“ მოდელის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით Z--------, პროკურატურის მუშაკების თხოვნის საფუძველზე მონაწილეობა მიიღო გორის გვირაბთან ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში. ექსპერიმენტი მიმდინარეობდა ღამის საათებში, მის ავტომობილში იმყოფებოდნენ გამომძიებელი და ექსპერტები, რომლებიც ახორციელბდნენ სხვადასხვა მოქმედებებს, კერძოდ, ზომავდნენ მანძილს, გორის გვირაბიდან გასასვლელამდე ხილვადობას და ა.შ. თვითონ ასრულებდა გამომძიებლის მითითებებს. საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ გაეცნო გამომძიებლის მიერ შედგენილ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და მასზე ხელმოწერით დააფიქსირა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მისი მონაწილეობა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენი-–-- გარემოებები, რაც, მათ შორის, გამოყენებული იქნა საქმეზე ავტოტექნიკური და ტრასოლოგიურ ექსპერტიზის ჩატარების დროს. ზ------ ფ------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი “BMW X5“ მარკის ავტომობილით საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის ფაქტი სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის დროს აგრეთვე დაადასტურა ნ-----–---- კ------–-–---–მა.
საგამოძიებო ექსპერიმენტების ჩატარების ფაქტი, ამ საგამოძიებო მოქმედებათა მიმდინარეობა და შედეგები, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედებათა ოქმებში ასახული მონაცემების სისწორე დადასტურებულია საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირების - ზ------ ფ------–---–ის, გ------- ღ-–-----ის, ლ---- ს--------ას, ექსპერტების - დ----- გ---–-----ის, ლ-–- ა-------–--ის, ი-–-- მ-------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით.
სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 19 ივლისის #0-------- დასკვნით დადგენი-–--, რომ ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილების - უნაგირა საწევარი “MERCEDES-BENZ ACTROS“, სანომრე ნიშნით Y-------- და მისი ნახევარმისაბმელის, ავტომანქანა “FORD TRANSIT“, სანომრე ნიშნით P-------- - საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია;
ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილის - “BMW-X5“ - საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაშია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს მიღებული ძლიერი მექანიკური დაზიანებების გამო;
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრზე, საავტომობილო გზაზე რაიმე სახის დაზიანება (დეფექტი), რასაც შეეძლო საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის გამოწვევა, არ აღინიშნება;
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, “BMW-X5-ის“ ავტომობილის (სანომრე ნიშნით I--------) მძღოლის მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება საქართველოს კანონის “საგზაო მოძრაობის შესახებ“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა;
ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილების საბოლოო განლაგების კოორდინატებიდან, ავტომობილებზე არსებული დაზიანებებიდან, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი კვლების კონფიგურაციიდან და საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ტექნიკური თვალსაზრისით განვითარებულია შემდეგნაირად: უშუალოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი “BMW-X5“ მოძრაობდა დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით საავტომობილო გზის მეორე სამოძრაო ზოლში, მსვლელობისას გვირაბის გამოსასვლელიდან დაახლოებით 182 მეტრ მანძილში შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლი (თავისი შესრულებული მანევრიდან გამომდინარე) თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის წინა მარჯვენა ნაწილით პირველად კონტაქტში მოვიდა სავალი ნაწილის პირველ სამოძრაო ზოლში გაჩერებულ ავტომობილ “FORD TRANSIT-ის“ მისაბმელთან, ხოლო შემდეგ კი - “FORD TRANSIT“-ის უკანა მარცხენა ნაწილთან. შეჯახების დროს განვითარებული დინამიური ძალების ზემოქმედების შედეგად ავტომობილს “BMW- X5-ს“ მთლიანად მოძვრა წინა მარჯვენა საბურავი და დისკი და დატრიალდა საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით. ამავდროულად გადაადგილდებოდა განივად და თავისი უკანა მარცხენა ნაწილით კონტაქტში მოვიდა საავტომობილო გზაზე განივად გაჩერებულ სატვირთო ავტომობილის ნახევარმისაბმელის წინა მარჯვენა ნაწილთან, რის შემდეგ თავისი მარცხენა გვერდითი ნაწილით შეეჯახა სატვირთო ავტომობილის მარჯვენა გვერდითა ნაწილს, მაღალი კინეტიკური ენერგიის ხარჯზე სატვირთო ავტომობილი გადააგდო მარცხნივ, ხოლო თვითონ გააგრძელა მოძრაობა წინ და მარჯვნივ და გაჩერდა გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ; მოცემულ კონკრეტულ პირობებში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ “BMW-X5-ის“ მძღოლს საავტომობილო გზაზე განივად დაყენებული ნახევარმისაბმელის (დაბრკოლების) დანახვა ტექნიკური თვალსაზრისით, ახლო მაშუქი ფარებით მოძრაობის პირობებში შეეძლო 231 მეტრ მანძილში, ხოლო შორს მაშუქი ფარებით მოძრაობის პირობებში 281 მეტრ მანძილში; შემთხვევაში მონაწილე ავტომობილს გზის სავალ ნაწილზე მუხრუჭის კვალი არ დაუტოვებია. რაც შეეხება მოძრაობის სიჩქარეს, ავტომობილი “BMW-X5“, სანომრე ნიშნით I--------, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ მოძრაობდა მის მიერ გავლილი მანძილისა და დროის მხედველობაში მიღებით საშუალოდ 210 კმ/სთ სიჩქარით;
მოცემულ კონკრეტულ პირობებში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ “BMW-X5-ის“, (სანომრე ნიშნით I--------) მძღოლს სრული გაჩერებისათვის 210 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის პირობებში, ტექნიკური თვალსაზრისით ესაჭიროებოდა დაახლოებით 300 მეტრი მანძილი;
მოცემულ კონკრეტულ პირობებში, გზის მოცემული უბნისათვის დასაშვები 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილის სრული გაჩერებისათვის, ტექნიკური თვალსაზრისით, საჭიროა დაახლოებით 45 მეტრი მანძილი;
გადაწყვეტა საკითხისა, შესაძლებელია თუ არა განისაზღვროს დრო, რომელიც გავიდა ავტომანქანის გაჩერებისათვის ზომების მიღების მომენტიდან “BMW-X5-ის“ ავტომანქანა “FORD TRANSIT-თან“ და შემდეგ ავტომანქანა “MERCEDES-BENZ ACTROS- თან“ შეჯახების მომენტამდე, მოცემულ პირობებში ექსპერტიზის გზით შეუძლებელია;
ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად წარდგენილ ავტომობილებზე ფაქტიურად არსებული დაზიანებები განვითარებულია მათი ურთიერთკონტაქტის შედეგად, როცა მახვილი კუთხე მათ გრძივ ღერძებს შორის შეადგენდა: “BMW-X5“ (სანომრე ნიშნით I--------) - “FORD TRANSIT“ (სანომრე ნიშნით P--------) და მისი ნახევარმისაბმელი - 10-15 გრადუსს. “BMW-X5“(სანომრე ნიშნით I--------) - უანაგირა საწევარა “MERCEDES- BENZ ACTROS“ (სანომრე ნიშნით Y--------) და მისი ნახევარმისაბმელი - 70-80 გრადუსს. მოცემულ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოქმედება გზის ნახევრადმისაბმელით გადაკეტვის შემთხვევაში ეწინააღმდეგება “საგზო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ “საგზაო მოძრაობის ორგანიზაციაში ცვლილებების შეტანა“, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში - გზაზე მოძრაობის დროებით შეწყვეტა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარჯზე დაუშვებელია; საპატრულო პოლიციის თანამშრომელების მიერ გზის გადაკეტვა “MERCEDES-BENZ ACTROS“ ნახევარმისაბმელის გამოყენებით, რასაც ფაქტიურად ჰქონდა ადგილი, არ შეესაბამება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 28 თებერვლის #76 ბრძანების მოთხოვნებს. ასევე უგულვებელყოფი-–-- “პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტის და ამავე კანონის 31-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების მოთხოვნები, რომელთა დაცვის შემთხვევაში ავტომობილ “BMW-X5-ის“ შეჯახება ავტომობილ“FORD TRANSIT“-ზე და ავტომობილ “MERCEDES-BENZ ACTROS-ზე გამორიცხული იქნებოდა;
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის სატრანსპორტო, ტექნიკურ-ტრასოლოგიური, რადიაციული და სახანძრო ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა დ----- გ---–-----მა სრულად დაადასტურა მის მიერ გაცემული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან, დ----- გ---–-----მა აჩვენა, რომ მისი, როგორც ექსპერტის მოსაზრებით, გვირაბიდან მაღალი სიჩქარით გამოსული “ბმვ X5“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელიც მოძრაობდა გზის სავალი ნაწილის ჩქაროსნულ ზოლში, შეაფასა საგზაო ვითარება - რომ გზა იყო მთლიანად დაკეტილი, ტრაილერისათვის გვერდის აქცევის მიზნით გადავიდა მარჯვენა სამოძრაო ზოლში, რა დროსაც წინა მარჯვენა საბურავით კონტაქტში შევიდა ევაკუატორის მისაბმელის უკანა მარცხენა ნაწილთან და შეეჯახა გზის სავალ ნაწილზე განივად მდგარი ტრაილერის უნაგირა საწევარას, რა დროსაც მისი (ბმვ X5-ის) მაღალი კინეტიკური ენერგიის მოქმედების შედეგად, ტრაილერის საწევარა გადაადგილდა მარცხენა მხარეს.
ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც დადგინდა გვირაბში და გვირაბიდან გამოსვლის შემდეგ მოძრავი ავტომობილის მძღოლის მიერ გზაზე დაბრკოლების, კონკრეტულ შემთხვევაში - ტრაილერის დანახვის შესაძლებლობის მანძილი. კერძოდ, დადგენილ იქნა, რომ ჩართული შორსმაშუქებით მოძრაობის პირობებში ექსპერიმენტში მონაწილე ავტომობილის მძღოლმა გზის სავალ ნაწილზე არსებული დაბრკოლება დაინახა 281 მეტრის მანძილში, თუმცა, ექსპერტის განმარტებით, ამ შემთხვევაში მიღებულ იქნა დაბრკოლების დანახვის შესაძლებლობის მაქსიმალური მონაცემი იმ ვითარებაში, როდესაც მძღოლს ჰქონდა მის წინ დაბრკოლების დანახვის მოლოდინი, ხოლო მძღოლი, რომელიც არ ელოდება წინ დაბრკოლებას, გაცილებით გვიან დაინახავს ასეთს.
დაკითხვისას დ----- გ---–-----მა დაადასტურა, რომ სატვირთოს უნაგირა საწევართან მარჯვენა სარეზერვო ზოლში შეჯახებამდე არსებული ადგილი არ იყო საკმარისი ავტომანქანა “ბმვ X5-ის“ მონაცემების მქონე ავტომობილის უსაფრთხო მოძრაობისათვის, ხოლო იმ სიჩქარით, რა სიჩქარითაც აღნიშნული ავტომობილი მოძრაობდა, ამ ადგილზე გავლა ფაქტობრივად იყო შეუძლებელი. ავტომობილის მართვის დროს ბ--- ხ------ა იყო სრულად ადეკვატური, მაგრამ გვირაბიდან გამოსვლისას არ იყო გაფრთხილებული მოძრაობის დაკეტვის შესახებ, რის გამოც ვერ მოასწრო რეაგირება შეჯახების თავიდან ასარიდებლად. მანვე განმარტა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ვერ ახერხებდნენ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევით მოძრავი ავტომობილის მძღოლის გაჩერებას, უნდა შეეწყვიტათ მისი დევნა, რაც ექსპერტის მოსაზრებით, პირდაპირ არის მითითებული “პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის 2017 წლის 14 სექტემბრის №0-------- დასკვნით დადგენი-–--, რომ ბ--- ხ------ას კუთვნილ “BMW-X5“ მოდელის ავტომანქანაზე (სახელმწიფო ნომრით I--------) არსებული ლაქ-საღებავი და საღებავის დანაშრევები ურთიერთიდენტურია გ------- ღ-–-----ის კუთვნილი “Mersedes-Benz Actros-ის”სატვირთო ავტომობილზე (სახელმწიფო ნომრით Y--------), მის მისაბმელზე და ბ------ ი------ის კუთვნილ “Nissan Leaf-ის“ელექტრომობილზე (ტრანზიტული ნომრით G------) არსებული ლაქ-საღებავის დანაშრევებისა და საღებავებისა. ექსპერტიზაზე წარდგენილ “Ford Tranzit- ის“ ვაკუ-ატორზე (სახელმწიფო ნომრით P--------) და მის ნახევრადმისაბმელზე უცხო ლაქ-საღებავების მინალესი ან თავისუფლად მდებარე ნაწილაკები არ აღინიშნება.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 9 ივნისის #0-------- დასკვნით და ექსპერტ მ--–---- მ----------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ ბ--- ხ------ას სიკვდილის მიზეზია სხეულის ბლაგვი ტრავმა ჩონჩხის ძვლების მოტეხილობებითა და შინაგანი ორგანოების დაზიანებით;
გამოკვლევისას, ბ--- ხ------ას გვამს აღენიშნებოდა: სხეულის შერწყმული ბლაგვი ტრავმა; ქალა-ტვინისა და სახის მიდამოს ბლაგვი ტრავმა დაჟეჟილი ჭრილობებით და სისხლჩაქცევებით თავის მიდამოში, სახის, ქალა-სარქველისა და ფუძის ძვლების მოტეხილობებით, ქვედა ყბის ძვლის მოტეხილობით, სისხლჩაქცევით პირის ღრუს ლორწოვანში, ქალას რბილი საფარის ქსოვილში, თავის ტვინის ნივთიერებაში, რბილ გარსებში და ნათხემის კარვის ქვეშ; გულმკერდის მიდამოს ბლაგვი ტრავმა, II-III ნეკნების მოტეხილობები ძუძუს ხაზზე მარჯვნივ, იღლიის წინა ხაზზე მარცხენამხრივი I-II-III ნეკნების მოტეხილობები; ხერხემლის ახლო ხაზზე მარცხენამხრივი I-II-III-IV-V-VI-VII-VIII-IX-X ნეკნების მოტეხი-ლობები - მათგან III-IV-V ნეკნთა მიდამოებში - მოტეხილი ფრაგმენტების ურთიერთცდომით და პარიესული პლევრის დაზიანებით, მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით მოტეხილობათა მიმდებარე ნეკნთაშუა კუნთებსა და რბილ ქსოვილებში; მრავლობითი ნახეთქები მარცხენა ფილტვზე; მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა შუა მესამედში; მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის დახურული სახსარშიდა მოტეხილობა; დაჟეჟილი ჭრილობები, ნაჭდევები და სისხლჩაქცევები სხეულზე. ყველა აღნიშნული დაზიანება სიცოცხლის დროინდელია, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებით დადგენილ თარიღს - 2017 წლის 17 მაისს, განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან;
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილ, ბ--- ხ------ას გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 1,46% ეთილის სპირტი. სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, იზოპროპილის სპირტები. სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ბენზოდიაზეპინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები.
სასაქონლო ექსპერტიზის 2017 წლის 21 ივლისის №0-------- დასკვნით დადგენი-–--, რომ 1995 წელს დამზადებულ სპეციალიზირებულ “FORD TRANSIT 190 EF“-ზე, სახელმწიფო ნომრით P--------, საიდენტიფიკაციო ნომრით T----------------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით შეადგენს 872 (რვაას სამოცდათორმეტ) ლარს;
2004 წელს დამზადებულ უნაგირა საწევარი “MERCEDES-BENZ ACTROS“-ზე, სახელმწიფო ნომრით Y--------, საიდენთიფიკაციო ნომრით W----------------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, საბაზრო ფასების გათვალისწინებით, შეადგენს 16500 (თექვსემტი ათას ხუთას) ლარს;
2002 წელს დამზადებულ ნახევარმისაბმელ “SCHWARZMULLER“-ზე, სახელმწიფო ნომრით A-------, საიდენტიფიკაციო ნომრით V---------------4, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების მხედველობაში მიღებით შეადგენს 578 (ხუთას სამოცდათვრამეტ) ლარს;
1997 წელს დამზადებულ, მსუბუქ მისაბმელ “CARBO AT 2000“-ზე, სახელმწიფო ნომრით P-----, შასის ნომრით 5-----, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, საბაზრო ფასების გათვალისწინებით შეადგენს 3000 (სამი ათას) ლარს;
2016 წელს დამზადებულ, მაღალი გამავლობის ავტომობილ “BMW-X5 XDRIVE 30D“- ზე, სახელმწიფო ნომრით I--------, საიდენტიფიკაციო ნომრით W---------------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, ცვეთის კოეფიციენტისა და საბაზრო ფასების გათვალისწინებით შეადგენს 125 360 (ას ოცდახუთი ათას სამას სამოც) ლარს;
2011 წელს დამზადებულ, ელექტრო ავტომობილ “NISSAN LEAF“-ზე, ტრანზიტული ნომრით G------, საიდენტიფიკაციო ნომრით J----------------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების მხედველობაში მიღებით შეადგენს 5502 (ხუთი ათას ხუთას ორ) ლარს.
გამომძიებლების - ა---- ნ---------–---–ის, გ------- კ------–---–ის, რ-------- ს---------–---–ის, ვ----– ე-–--------–---–ის, ბ------ ქ-–-–---–ის და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის შ------- მ---–----–-–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით ასევე დადასტურებულია საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების ფაქტი და ამ მოქმედებების შედეგად მიღებული იმ წერილობითი მტკიცებულებების წარმომავლობა და ავთენტიკურობა, რომლებიც საფუძვლად დაედო ნ------ ხ----–-–---–ის, ზ------ რ----–---–ის და გ-- ს-------–---–ის მიმართ წაყენებულ ბრალდებას.
როგორც აღინიშნა, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულია სამი მოთხოვნა:
ნ------ ხ----–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;
ზ------ რ----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან ერთად ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაშიც;
გამკაცრდეს სასჯელი იმ დანაშაულებისთვის, რომელთა ჩადენისათვის პირველი ინსტანციის სასამართლომ ზ------ რ----–---–ი და გ-- ს-------–---–ი ცნო დამნაშავედ.
პალატა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასებისა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გაანალიზების შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, მოთხოვნები ნ------ ხ----–-–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზ------ რ----–---–ისა და გ-- ს-------–---–ისათვის დანიშნული სასჯელების გამკაცრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოთხოვნა ზ------ რ----–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთად იმავე კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილითაც უნდა დაკმაყოფილდეს.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით პალატა იმსჯელებს ცალ-ცალკე და დაასაბუთებს, თუ რატომ იზიარებს ან არ იზიარებს კონკრეტულ მოთხოვასთან დაკავშირებით აპელანტის მოსაზრებებს.
ბრალდების მხარის მოთხოვნას ნ------ ხ----–-–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით საფუძვლად უდევს შემდეგი ორი არგუმენტი:
ა) საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვის დროს სატვირთო ავტომობილის გამოყენებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რის გამოც ნ------ ხ----–-–---–ის მიერ ასეთი შინაარსის ბრძანების გაცემა უკვე წარმოადგენდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლების გადაცილებას.
ბ) საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის პრაქტიკაში სატვირთო ავტომანქანით მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ბრძანების გაცემა გულისხმობს მითითებას საავტომობილო გზაზე მოძრაობის სრულად გადაკეტვის შესახებ ხელოვნური ბარიერიდან გასასვლელის დატოვების გარეშე. სწორედ ამას გულისხმობდა მოცემულ შემთხვევაში ნ------ ხ----–-–---–იც. შესაბამისად, პატრულ-ინსპექტორთა მიერ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიმართ არათანაზომიერი, გადამეტებული ინტენსივობის ღონისძიების გამოყენებისათვის მათთან ერთად პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ბრძანების გამცემსაც.
პალატა არ იზიარებს მითითებულ არგუმენტებს და განმარტავს შემდეგს:
ა) ბრალდების მხარე არასწორად, ვიწროდ განმარტავს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შინაარსს, როდესაც მიიჩნევს, რომ პოლიციელს უფლება აქვს, გამოიყენოს მხოლოდ მასში ჩამოთვლილი სპეციალური საშუალებები. ბრალდების მხარე ასევე მიუთითებს „სატრანსპორტო საშუალებათა იძულებითი წესით გასაჩერებლად სპეციელური საშუალებების „ზღარბი დიანას“ და „სპეციალური ბადის“ გამოყენების მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შს მინისტრის 2003 წლის 28 თებერვლის N76 ბრძანებაზე სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ და აღნიშნავს, რომ ეს ნორმატიული აქტები ადგენენ პოლიციის შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა ზუსტ და ამომწურავ ჩამონათვალს და ზღუდავენ სხვა საშუალებების გამოყენების შესაძლებლობას. ამ საკითხთან დაკავშირებით პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ნ------ ხ----–-–---–ისათვის წარდგენილი ბრალდების მიხედვით მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება გამოიხატა, მათ შორის, კანონით აკრძალული საშუალების გამოყენების შესახებ ბრძანების გაცემაში. თუმცა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ნორმატიული აქტებით საპოლიციო ღონისძიების ჩატარებისას რომელიმე სატრანსპორტო საშუალების გამოყენების შესაძლებლობა კონკრეტულად აკრძალული არ არის. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლი, ასევე პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის შესახებ მინისტრის ბრძანება არ ადგენენ პოლიციის შეიარაღებაში არსებული საშუალებების ზუსტ და ამომწურავ ჩამონათვალს და, ამასთან, არ ზღუდავენ სხვა საშუალებების გამოყენების შესაძლებლობას.
თვით ბრალდების მხარის მიერ მითითებული „სატრანსპორტო საშუალებათა იძულებითი წესით გასაჩერებლად სპეციელური საშუალებების „ზღარბი დიანას“ და „სპეციალური ბადის“ გამოყენების მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შს მინისტრის 2003 წლის 28 თებერვლის N76 ბრძანება განსაზღვრავს მხოლოდ აღნიშნული სპეციალური საშუალებების გამოყენების წესს და არ კრძალავს პოლიციელის მიერ სხვა, მათ შორის, პოლიციის შესახებ კანონში მითითებული საშუალებების გამოყენებას.
ბრალდების მხარის მიერ მითითებული ნორმატიული აქტების ამგვარი ვიწრო განმარტების შემთხვევაში სახეზე გვექნებოდა პოლიციის ზედმეტად რეგლამენტირებული საქმიანობა, რაც მის არაეფექტურობას გამოიწვევდა. როგორც აღინიშნა, საქართველოს შს მინისტრის 2003 წლის 28 თებერვლის N76 ბრძანება განსაზღვრავს სპეციალური საშუალებების - „ზღარბი დიანას“ და „სპეციალური ბადის“ გამოყენების მეთოდურ მითითებებს, რაც დაკავშირებულია სწორედ აღნიშნული საშუალებების თავისებურებებთან. მათი გამოყენებით სატრანსპორტო საშუალებების იძულებით შეჩერებისას შესაძლოა, დაზიანდეს ან სხვაგვარად მწყობრიდან იქნას გამოყვანილი გასაჩერებელი საშუალება. მისი გამოყენების მეთოდოლოგ--ც სწორედ ამ ღონისძიებების შედეგად გამოწვეული ზიანის მაქსიმალურად შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა, როგორც აღინიშნა, მითითებული ბრძანება არ კრძალავს პოლიციელის მიერ სხვა, მათ შორის, პოლიციის შესახებ კანონში მითითებული საშუალებების გამოყენებას. ამავე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალურ საშუალებებთან ერთად დასაშვებია მოძრაობის მიმართულების გადაკეტვა ავტომობილებით, ტრაქტორებით, თვითმავალი მექანიზმებითა და სხვა საშუალებებით. შესაბამისად, მოძრაობის შეზღუდვის მიზნით სატრანსპორტო საშუალებათა გამოყენება აკრძალული არ არის. გასათვალისწინებელია, რომ სატრანსპორტო საშუალება თავისთავად არ იწვევს მძიმე დასახიჩრებას, არ არის დაკავშირებული გაუმართლებელ რისკთან და მისი გამოყენება სხვა ნებისმიერი საშუალების მსგავსად შესაძლებელია, სახიფათო იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მხოლოდ კონკრეტულ ვითარებასა და გარემოებებში.
ამდენად, საავტომობილო გზაზე ბარიერის მოსაწყობად სატრანსპორტო საშუალების გამოყენებაზე მითითება ვერ ჩაითვლება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად, ვინაიდან, ზემოთ მოყვანილი მსჯელობის თანახმად, ნ------ ხ----–-–---–ს ამგვარი უფლებამოსილება გააჩნდა.
ბ) პალატა თვლის, რომ ნ------ ხ----–-–---–ის მიერ გაცემული ბრძანება საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვის შესახებ არ გულისხმობდა მოძრაობის სრულ გადაკეტვას ხელოვნურ ბარიერში გასასვლელის დატოვების გარეშე. ნ------ ხ----–-–---–ის მითითებული ქმედება დანაშაულის შემადგენლობას მოგვცემდა იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდებოდა, რომ გაცემული ბრძანების შინაარსი იყო მკაფიო, ცალსახა, არაორაზროვანი და გულისხმობდა სწორედ იმგვარად შესრულებას, როგორც შესრულდა ზ------ რ----–---–ისა და გ-- ს-------–---–ის მიერ - მოძრაობა სრულად გადაიკეტა როგორც ძირითად, ასევე სათადარიგო გზებზეც. ნ------ ხ----–-–---–ის ქმედების დანაშაულად შეფასებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ იმაზე მითითება, რომ საპატრულო პოლიციის მუშაობის პრაქტიკაში გზაზე მოძრაობის შესაზღუდად სატრანსპორტო საშუალების გამოყენება ყველა შემთხვევაში უპირობოდ გზაზე მოძრაობის სრულ გადაკეტვას ითვალისწინებს. ამგვარი სტანდარტი, განსხვავებით ბრალდების მხარის პოზიციისაგან, ქმედებისთვის დანაშაულის კვალიფიკაციის მისანიჭებლად საკმარისი ვერ იქნება. საჭიროა, არსებობდეს უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებს, რომ სწორედ ამგვარი შინაარსის ბრძანება იქნა გაცემული. ვიდრე ნ------ ხ----–-–---–ის ბრძანების შესრულებას შეუდგებოდნენ, ზ------ რ----–---–ი და გ-- ს-------–---–ი უფლებამოსილი კი არა, ვალდებულიც კი იყვნენ, გაერკვიათ და დარწმუნებულიყვნენ, რომ სახეზე იყო საავტომობილო გზის სრულად გადაკეტვის საფუძველი, თუკი მიიჩნევდნენ, რომ სწორედ ასეთი შინაარსის ბრძანება მიიღეს ათმეთაურისაგან. მათი ეს ვალდებულება გამომდინარეობს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან, რომლის თანახმადაც პოლიციელს უფლება აქვს, არ შეასრულოს აშკარად უკანონო ბრძანება. თუმცა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ დადგენი-–--, რომ საპატრულო პოლიციის მიზანს მოცემულ შემთხვევაში სწორედ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის შეჩერება და არა სისხლის სამართლის დამნაშავის შეპყრობა წარმოადგენდა, რაც ცალსახად მიუთითებდა იმაზე, რომ მოძრაობის სრული გადაკეტვა მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენდა არაპროპორციულ, გადამეტებული ინტენსივობის ღონისძიებას. ნ------ ხ----–-–---–ი აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს შემდეგს: „საპატრულო პოლიციის “207“ ეკიპაჟს მხოლოდ მითითება მისცა, რომ “სატვირთო ტრაილერით შეეზღუდათ გზა“ და სხვა საუბარი მას და პატრულ-ინსპექტორებს შორის არ შემდგარა. ბრძანება გზაზე მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ყველა შემთხვევაში და ავტომატურად ნიშნავს გზის სავალი ზოლის გადაკეტვასა და სათადარიგო ზოლის სამოძრაოდ დატოვებას.“ ამ მხრივ მნიშვნელოვანია მოწმეების რ----- ნ-----ას და ვ-–-------- მ-------–---–ის ჩვენებებიც. როგორც ისინი უთითებენ, პატრულ-ინსპექტორებმა განუმარტეს, რომ აპირებდნენ დაუმორჩილებელი მძღოლის (და არა სისხლის სამართლის დამნაშავის) შეჩერებას. ამ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით იგივე პოზიციას აფიქსირებენ ზ------ რ----–---–ი და გ-- ს-------–---–იც: ზ------ რ----–---–ი - „სატვირთო მანქანის საწევარას წინ არსებული სათადარიგო ზოლი მოძრაობისათვის თავისუფალი იყო“; გ-- ს-------–---–ი - „ავტომანქანის საწევარას მარჯვენა კუთხე არ იყო მისული სათადარიგო ზოლის მანიშნებელ ხაზთან და ეს ზოლი მთლიანად - გვერდულიდან სანიაღვრე არხამდე იყო მოძრაობისათვის თავისუფალი.“ ზ------ რ----–---–ისა და გ-- ს-------–---–ის ჩვენებების ეს ნაწილები მნიშვნელოვანია იმით, რომ ისინიც ადასტურებენ სათადარიგო გზის გადაკეტვის საჭიროების არარსებობას. რაც შეეხება იმას, ტრაილერით გზაზე მოძრაობის შეზღუდვის დროს მართლაც იქნა თუ არა დატოვებული გასასვლელი სათადარიგო გზაზე, ამასთან დაკავშირებით პალატა ზ------ რ----–---–ისა და გ-- ს-------–---–ის ქმედებების შეფასებისას იმსჯელებს.
ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ------ ხ----–-–---–მა გასცა მხოლოდ ძირითად საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ბრძანება, რაც შეესაბამებოდა ლეგიტიმურ მიზანს - ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის შეჩერებას და ეს ბრძანება არ გულისხმობდა სათადარიგო გზის გადაკეტვასაც. შესაბამისად, ნ------ ხ----–-–---–ის ქმედება არ წარმოადგენს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას.
ბრალდების მხარის მოთხოვნას, რომ ზ------ რ----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთად ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილითაც, პალატა საფუძვლიანად მიიჩნევს და განმარტავს შემდეგს: პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით გ-- ს-------–---–ისა და ზ------ რ----–---–ის ქმედებებს მიეცა განსხვავებული კვალიფიკაცია - მიჩნეული იქნა, რომ ორივე მათგანმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ა/მანქანიდან გადასული იყო მხოლოდ გ-- ს-------–---–ი, პასუხისმგებლობა ბ--- ხ------ას გაუფრთხილებელი მკვლელობისათვის დაეკისრა მხოლოდ ამ უკანასკნელს. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ამგვარ შეფასებას პალატა ვერ დაეთანხმება და მიუთითებს, რომ ბ--- ხ------ას გაუფრთხილებელი მკვლელობა მიზეზობრივ კავშირშია სწორედ გ-- ს-------–---–ისა და ზ------ რ----–---–ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენასთან, რის გამოც შეუძლებელია რომელიმე მათგანის ბრალი გამოირიცხოს დამდგარ შედეგში - ბ--- ხ------ას გარდაცვალებაში. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ ქვემოთ მოყვანილ მსჯელობაში უფრო დეტალურადაა შეფასებული გ-- ს-------–---–ისა და ზ------ რ----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ამ ქმედებებსა და ბ--- ხ------ას გარდაცვალებას შორის.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულთა მიმართ განსაზღვრული სასჯელების დამძიმების შესახებ, პალატა გ-- ს-------–---–ისა და ზ------ რ----–---–ისათვის დანიშნული სასჯელების სახესა და ზომას იმ დანაშაულებისათვის, რომელთა ჩადენაშიც პირველი ინსტანციის სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო, სამართლიანად მიიჩნევს და თვლის, რომ მათი დამძიმების საფუძველი სახეზე არ არის. ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებსა და დანიშნულ სასჯელებს შორის შესაბამისობაზე პალატა ამ განაჩენის სასჯელის დასაბუთების ნაწილში იმსჯელებს.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით პალატა, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ სრულად იზიარებს ადვოკატ ნ------- ც--–--ის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული მსჯელობის იმ ნაწილს, რომელიც ეხება მანძილს პატრულ-ინსპექტორების მიერ საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის შერჩეულ ადგილსა და გვირაბს შორის. როგორც სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით და მისი გამცემი ექსპერტის დ----- გ---–-----ის ჩვენებით დგინდება, ბ--- ხ------ა ტრაილერის სახით არსებულ დაბრკოლებას დაინახავდა 281 მეტრი მანძილიდან, 210კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მისი ავტომობილის სრული გაჩერებისთვის კი საჭირო იყო დაახლოებით 300 მეტრი მანძილი. იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილის სრული გაჩერებისთვის საჭირო მანძილი ექსპერტიზის მიერ განსაზღრული იქნა დაახლოებით და არა კატეგორიულად, შეუძლებელი ხდება ამ მანძილსა და პატრულ ინსპექტორების მიერ რეალურად დატოვებულ დისტანციას შორის აშკარა შეუსაბამობის დადგენა. მართლაცდა, საქმის მასალებით ვერ გაეცა უარყოფითი პასუხი ადვოკატის კითხვას, მოიცავს თუ არა სიტყვა „დაახლოებით“ 19 მეტრს - სხვაობას ამ ორ სიდიდეს შორის. გარდა აღნიშნულისა, გათვალისწინებული უნდა იქნას ისიც, რომ პატრულ-ინსპექტორებს მათ განკარგულებაში არსებული რამდენიმე წუთის განმავლობაში, ბუნებრივია, არ შეეძლოთ როგორც გვირაბიდან შეზღუდვის ადგილამდე საჭირო მანძილის ზუსტად განსაზღვრა, ასევე ამ მანძილის გადმოზომა გვირაბიდან. მათ ქმედებაში ბარიერის გვირაბთან სიახლოვის გამო კანონდარღვევა სახეზე იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდებოდა აშკარა გონივრული შეუსაბამობა სატრანსპორტო საშუალების სრული გაჩერებისათვის საჭირო და მათ მიერ რეალურად დატოვებულ მანძილს შორის. ამდენად, პალატა, არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, პატრულ-ინსპექტორების გ-- ს-------–---–ის და ზ------ რ----–---–ის ქმედებას, რაც გამოიხატა მათ მიერ საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ადგილის შერჩევაში, კანონშეუსაბამოდ ვერ შეაფასებს.
პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ზ------ რ----–---–ის ქმედება არაფრით განსხვავდება ნ------ ხ----–-–---–ის ქმედებისგან, რაც ნ------ ხ----–-–---–ის მსგავსად მის მიმართაც გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს წარმოადგენს - თითქოს ზ------ რ----–---–ს არ მიუღია მონაწილეობა საგზაო მოძრაობის შეზღუდვის ადგილის შერჩევაში, ტრაილერის გადაყენებასა და ევაკუატორის შეჩერებაში, ვინაიდან იჯდა სამსახურებრივი ავტომანქანის საჭესთან და აღნიშნული ქმედებები გ-- ს-------–---–მა განახორციელა მასთან შეთანხმების გარეშე. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენი-–--, რომ პატრულ-ინსპექტორთა ეკიპაჟმა ზ------ რ----–---–ისა და გ-- ს-------–---–ის შემადგენლობით ათმეთაურ ნ------ ხ----–-–---–ისაგან მიიღო ბრძანება სატვირთო ავტომობილის გამოყენებით საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვის შესახებ. ბრძანების შესასრულებლად დასახელებული პატრულ-ინსპექტორები შეთანხმებულად გაემართნენ (საჭესთან იჯდა ზ------ რ----–---–ი) იმ ადგილისაკენ, სადაც ტექნიკურად შესაძლებელი იყო გზის გადაკეტვა და მივიდნენ გორის გვირაბთან არსებულ ტერიტორიაზე, სადაც, როგორც წესი, შესვენების მიზნით ჩერდებიან ხოლმე სატვირთო ავტომანქანის მძღოლები. ადგილზე მისვლის შემდეგ ეკიპაჟის ორივე წევრის მოქმედება ისევდაისევ მიღებული ბრძანების შესრულებას ისახავდა მიზნად - გ-- ს-------–---–ი ა/მანქანიდან გადავიდა და სატვირთო ა/მანქანის მძღოლს აძლევდა შესაბამის მითითებებს, ზ------ რ----–---–ი კი საპატრულო ა/მანქანის სალონში დარჩა და ცდილობდა, დაეზუსტებინა ბრძანების შინაარსი - ხარვეზიანი საჰაერო კავშირის გამო მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ათმეთაურს, რათა დარწმუნებულიყო, რომ სწორად გაიგო ბრძანების შინაარსი. ზ------ რ----–---–ის საპატრულო პოლიციის ავტომობილის სალონში დარჩენის ფაქტი ვერ შეფასდება მისი პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებად მხოლოდ იმიტომ, რომ უშუალოდ გ-- ს-------–---–თან ერთად არ იღებდა მონაწილეობას გზის გადასაკეტად განკარგულებების გაცემაში. მისი მხრიდან გ-- ს-------–---–ის მოქმედებებში ჩაურევლობა იმაზე მიუთითებს, რომ ამ ღონისძიებების განხორციელების ფორმასა და კონკრეტულ დეტალებს ეთანხმებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში გ-- ს-------–---–ს თავის განსხვავებულ მოსაზრებებს გაუზიარებდა, რაც საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ზ------ რ----–---–ის ა/მანქანის სალონში დარჩენის მიზეზი ხომ სწორედ ის იყო, რომ ბრძანების შინაარსიის გადამოწმების შესაძლებლობა მისცემოდა - დარწმუნებულიყო, რომ მათი მოქმედება შესაბამისობაში იყო მიღებულ ბრძანებასთან. ათმეთაურთან სატელეფონო კავშირისას რომ აღმოჩენილიყო, მაგალითად, რომ ბრძანების შინაარსი არასწორად გაიგეს, ან რაიმე შეიცვალა და მისი შესრულება აღარ იყო საჭირო, იგი ხომ დაუყოვნებლივ გადავიდოდა ა/მანქანიდან და ჩააყენებდა საქმის კურსში გ-- ს-------–---–ს. სწორედ ამიტომ ცალსახაა, რომ იგი ეთანხმებოდა მის თვალწინ ბრძანების იმგვარად შესრულებას, როგორც ამას გ-- ს-------–---–ი ახორციელებდა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მსჯელობა იმათან დაკავშირებით, რომ თითქოს ზ------ რ----–---–ს არ მიუღია მონაწილეობა შეზღუდვის ადგილის შერჩევასა და შეზღუდვის უზრუნველსაყოფად განხორციელებულ მოქმედებებში. ამიტომ ზ------ რ----–---–ს გ-- ს-------–---–თან ერთად თანაბრად უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ყველა იმ შედეგისთვის, რაც გამოიწვია ათმეთაურისაგან მიღებული ბრძანების შესრულებასთან დაკავშირებით მათ მიერ განხორციელებულმა ურთიერთშეთანხმებულმა კანონშეუსაბამო ქმედებებმა და მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომელი მათგანი იყო გადასული ავტომანქანიდან და რომელი დარჩა მის სალონში. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გ-- ს-------–---–მა თავის ჩვენებაში არ დაასტურა, თითქოს შემთხვევის ადგილზე მისვლიდან შეჯახებამდე ზ------ რ----–---–ი გამუდმებით ა/მანქანის სალონში იმყოფებოდა და ა/მანქანიდან საერთოდ არ გადასულა, როგორც ამას ადვოკატი ასაბუთებს. პალატას საფუძველი არ აქვს, ეჭვი შეიტანოს გ-- ს-------–---–ის ჩვენების ამ ნაწილის უტყუარობაში, ვინაიდან აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენით (რომ ზ------ რ----–---–ი გადასული იყო ა/მანქანიდან) გ-- ს-------–---–ის სამართლებრივი მდგომარეობა არ უმჯობესდება და მას არ შეიძლება, გააჩნდეს რაიმე მოტივი ამ ნაწილში ზ------ რ----–---–ის საწინააღმდეგო ინფორმაციის დაფიქსირებისა.
ადვოკატი თვლის, რომ საავტომობილო გზის ორივე სამოძრაო ზოლის გადაკეტვის დროს სათადარიგო გზაზე დატოვებული იყო საკმარისი ადგილი ა/მანქანის გასავლელად და მისი უსაფრთხოდ გავლის შეუძლებლობა ბ--- ხ------ას სიმთვრალისა და გადაჭარბებული სიჩქარის შედეგ--. ამ გარემოებას ადვოკატი დადასტურებულად მიიჩნევს მოწმე ბ------ ი------ის ჩვენებაზე დაყრდნობით, სადაც მითითებულია, რომ სატვირთოს საწევარასა და თხრილს შორის დარჩენილი იყო მცირე მანძილი, სადაც მსუბუქი ავტომანქანა შეძლებდა გავლას. აღნიშნულის დასტურად ადვოკატი ასევე მიუთითებს შემთხვევის ადგილის ოქმში დაფიქსირებულ მონაცემებზე - ტრაილერის სრულ სიგრძეზე, მისი უკანა თვლების ერთი მეტრით ჩაცურების კვალზე და ვიდეოჩანაწერზე შეჯახების შემდეგ ტრაილერის უკანა თვლების დგომის ადგილის შესახებ. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და მითითებული ვიდეოჩანაწერით ცალსახად არ დასტურდება ადვოკატის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, არამედ დგინდება მხოლოდ ის, რომ შეჯახების შემდეგ ტრაილერის უკანა თვლების დგომის ადგილი მართალაც წანაცვლებულია. საპირისპირო შინაარსის ჩვენებებთან დაკავშირებით კი, რომ სათადარიგო გზაზე შეუძლებელი იყო სატრანსპორტო საშუალებით გავლა, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს ჩვენებები სუბიექტურად განწყობილ მოწმეებს - ტრაილერის მძღოლს გ------- ღ-–-----ს და ევაკუატორის მძღოლს რ----- ნ-----ას ეკუთვნის. მათი სუბიექტურობის მოტივად კი ასახელებს იმას, რომ ისინი დაზარალებულები არიან მოცემულ საქმეზე. თუმცა გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ შეჯახების შედეგად ბ------ ი------ეც დაზარალდა. ადვოკატის ლოგიკით ისიც მსჯავრდებულთა საწინააღმდეგო ჩვენებას უნდა იძლეოდეს, მაგრამ ეს ასე არ არის. დასახელებულ მოწმეთა ჩვენებებს შორის ამ ნაწილში განსხვავების არსებობას პალატა იმით ხსნის, რომ მოწმეები პრაქტიკულად იძლევიან თავიანთ შეფასებას სათადარიგო გზაზე ა/მანქანის გავლის შესაძლებლობის შესახებ. მათ არ გაუზომიათ ტრაილერის საწევარასა და თხრილს შორის დარჩენილი მანძილი, მათ ამ სივრცეს მხოლოდ ვიზუალურად შეხედეს და გადმოსცეს თავიანთი მოსაზრება. ამ მოსაზრებებში განსხვავება კი მათი აღქმის განსხვავებული უნარითაა განპირობებული. ტრაილერის საწევარას წინ სათადარიგო გზაზე ავტომანქანით გავლის შეუძლებლობა დადასტურებულია შეჯახებამდე და შეჯახების შემდეგ შემთხვევის ადგილზე მისული მოწმეების ვ-–-------- მ-------–---–ის, ლ---- ს--------ას და მ--–---ი ბ--------ას ჩვენებებითაც, რომლებმაც მიუთითეს, რომ გზის გაგრძელება შეძლეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ავტოსადგომიდან გაიყვანეს ტრაილერის უკან მდგარი ერთ-ერთი სატვირთო ავტომანქანა. ტრაილერის უკან გზის გათავისუფლებას ისინი, ბუნებრივია, არ დაელოდებოდნენ, ტრაილერის წინ რომ ყოფილიყო გასასვლელად საკმარისი ადგილი. სათადარიგო გზაზე ავტომანქანის გასავლელად არასაკმარისი სივრცის არსებობაზე საქმეში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით კატეგორიულად იქნა მითითებული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში და მისი გამცემი ექსპერტის დ----- გ---–-----ის ჩვენებაში.
საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებთან მიმართებით პალატა განმარტავს შემდეგს: ბ--- ხ------ას მიმართ განხორციელებული დევნის მთელი დროის განმავლობაში საპატრულო პოლიციისათვის ცნობილი იყო, რომ საქმე ჰქონდათ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთან - სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მძღოლთან, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა მისი მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებას. დაუსაბუთებელია ადვოკატის მსჯელობა სოფელ აგარებთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით - რომ თითქოს ბ--- ხ------ამ მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა თავისი მანევრით პირდაპირ მიუშვა პოლიციის თანამშრომლებზე და ამით სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე შეუქმნა მათ, რამაც პოლიციელებს მისცა საფუძველი, ბ--- ხ------ა მიეჩნიათ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირად და მიეღოთ შესაბამისი ზომები მისი, როგორც დამნაშავის შესაპყრობად. ამგვარი მსჯელობით ადვოკატი ცდილობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფთა მიერ საავტომობილო გზის სრულად გადაკეტვა შეფასდეს, როგორც დამნაშავის შესაჩერებლად გამოყენებული აუცილებელი, პროპორციული ღონისძიება. პალატა უთითებს, რომ შემთხვევის ღამეს ბ--- ხ------ას მიერ განხორციელებული ქმედებები ცალსახად წარმოადგენდა მის დევნაში მონაწილე პოლიციელთა მიმართ დაუმორჩილებლობას და არა მათზე თავდასხმას. ეს დგინდება როგორც სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო მასალით, ასევე სოფელ აგარებთან მყოფი პილიციელების ჩვენებებით, რომლებიც ცდილობდნენ ბ--- ხ------ას შეჩერებას. პატრულ-ინსპექტორმა გ---- ა--------–---–მა აჩვენა, რომ სოფელ აგარებთან მოწყობილ ბარიერთან მიახლოებისას ბ--- ხ------ამ შეანელა სვლა 40-50 კმ/სთ-მდე, რის შემდეგაც ქვეითად მყოფი გ---- ა--------–---–ი წავიდა ა/მანქანის მიმართულებით, რათა მისი სრული გაჩერების შემდეგ გამოეღო ავტომანქანის კარი, მაგრამ ხ------ამ ისევ მოუმატა სიჩქარეს და განაგრძო მოძრაობა დასავლეთისკენ, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ კი შემოტრიალდა და წავიდა თბილისის მიმართულებით. ამდენად, ა/მანქანა კი არ წავიდა მისკენ, არამედ თვითონ მან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი მოძრავი ავტომანქანის მხარეს. ავტომანქანის ჩავლისას მას არ დაუყვირია “მომიშვა“, „მკლავს“ ან „გვამტრვრევს“. პატრულ-ინსპექტორი ო----- დ--------–---–ი მიუხედავად იმისა, რომ სოფელ აგარებთან მისი დაზიანების საფრთხის არსებობას რეალურად მიიჩნევს, თავის ჩვენებაში ასევე უთითებს, რომ ავტომანქანის მძღოლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულ მანევრს პოლიციელის მიმართულებით, არამედ მან თვითონ გადადგა ნაბიჯი უკან, როცა მიხვდა, რომ მძღოლი არ აპირებდა გაჩერებას. სოფელ აგარებთან განვითარებული მოვლენები ანალოგიურად აღწერეს მოწმის სახით დაკითხულმა პატრულ-ინსპექტორებმა კ--- ფ----–---–მა, დ----- უ-–------–-–---–მა, კ---ბერ ხ--------მა და გ------- ხ---–--ემ. შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სამორიგეო განყოფილებისა და ამავე სამმართველოს სამორიგეო ნაწილის - „ლ-----ს“ რეგისტრაციის წიგნებში დაფიქსირებულია, რომ ა/მანქანა BMW X5 სახელმწიფო ნომრით I-------- ქმნის საავარიო ვითარებას და არ ემორჩილება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით ზ------ რ----–---–ს და გ-- ს-------–---–ს არ შეიძლებოდა, ჰქონოდათ ინფორმაცია, რომ საპატრულო პოლიციის მიერ ხორციელდებოდა ოპერატიული ღონისძიება სისხლის სამართლის დამნაშავის შესაპყრობად. მათ ათმეთაურ ნ------ ხ----–-–---–ისაგან მიღებული ჰქონდათ ბრძანება მხოლოდდამხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევის და იმავდროულად დაუმორჩილებელი მძღოლის შეჩერების მიზნით გაეტარებინათ ღონისძიება საავტომობილო გზაზე მოძრაობის შესაზღუდად. შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა მ----- ძ-------ემ აჩვენა, რომ მას, როგორც პასუხისმგებელ მორიგეს, 2017 წლის 17 მაისს გააჩნდა ინფორმაცია მძღოლის მხრიდან მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ. ამდენად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის პოზიცია ზ------ რ----–---–ისა და გ-- ს-------–---–ის მიერ მართლზომიერი რისკის გაწევის შესახებ, რომ თითქოს მოცემულ მომენტში ისინი უფლებამოსილი კი არა, ვალდებულიც იყვნენ, აღეკვეთათ ბ--- ხ------ას უკანონო ქმედება, ვინაიდან საავტომობილო გზის სრულად გადაკეტვისას გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ მოქმედებდნენ სისხლის სამართლის დამნაშავის შესაჩერებლად, ამით იცავდნენ თვით ბ--- ხ------ასა და სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ახორციელებდნენ დანაშაულის პრევენციის, დამნაშავის გამოვლენის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნის მისაღწევად საჭირო ადეკვატურ ქმედებებს. გამომდინარე აქედან, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზ------ რ----–---–ი და გ-- ს-------–---–ი მოქმედებდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების - დამნაშავის შეპყრობის აუცილებლობისა და მართლზომიერი რისკის არსებობის პირობებში.
“პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პოლიციელის მიერ განხორციელებული აუცილებელი საპოლიციო ღონისძიება არის პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პოლიციის სამართლებრივი ქმედება უნდა შეწყდეს, თუ ამ ქმედების მიზანი მიღწეულია ან აშკარაა, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია. ამავე კანონის 31-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, იძულების ღონისძიების სახე და ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ამასთანავე, იძულებითი ღონისძიების გამოყენებისას პოლიციელი უნდა შეეცადოს, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს. პოლიციელს ეკრძალება ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. “საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებების შეტანა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარჯზე დაუშვებელია.
შექმნილ სიტუაციაში პატრულ-ინსპექტორების ზ------ რ----–---–ის და გ-- ს-------–---–ის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული ქმედებების შეფასებამდე პალატა საჭიროდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს ბ--- ხ------ას დევნის ფარგლებში საპატრულო პოლიციის მიერ მანამდე განხორციელებულ ღონისძიებებზე. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ საპატრულო პოლიციის მხრიდან შემთხვევამდე რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი დაუმორჩილებელი მძღოლის შეჩერების მცდელობას და ამ მიზნით გზის სხვადასხვა მონაკვეთზე ოთხჯერ მოეწყო მოძრავი თუ უძრავი ბარიერი, თუმცა ბ--- ხ------ა ოთხჯერვე დიდი სიჩქარით, საავარიო სიტუაციის შემქმნელი მანევრით გასცდა ბარიერს და არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, შეჩერებულიყო. პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ მითითებულ ოთხივე შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მძღოლის შესაჩერებლად გატარებული ღონისძიებები იყო სწორედაც რომ ადეკვატური და პროპორციული მისაღწევ მიზანთან - პოლიციის ქმედება სრულ შესაბამისობაში იყო პოლიციის შესახბ კანონის ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებთან, რომელთა თანახმადაც: დევნა უნდა შეწყდეს, თუკი ცხადი ხდება, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია; რომ იძულების ღონისძიების სახე და ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით; რომ იძულებითი ღონისძიების გამოყენებისას პოლიციელი უნდა შეეცადოს, მიყენებული ზიანი იყოს მინიმალური და თანაზომიერი; რომ პოლიციელს ეკრძალება ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით... სწორედ კანონის ამ მოთხოვნათა ჯეროვნად დაცვაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ ოთხივე შემთხვევაში პოლიციამ ბ--- ხ------ას დაუტოვა იმის ტექნიკური საშუალება, რომ უკიდურეს შემთხვევაში, თუკი მძღოლი კვლავ გადაწყვეტდა, არ დამორჩილებოდა პოლიციელთა მოთხოვნას, საშუალება მისცემოდა, თავი დაეღწია ბარიერისათვის და ამით აცილებული ყოფილიყო არასასურველი შედეგი - საფხე არ შექმნოდა მეტად ფასეულ სიკეთეს - ბ--- ხ------ასა თუ სხვათა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ფაქტია, რომ პოლიციელთა მხრიდან დასახელებულ შემთხვევებში კანონშესაბამისმა ქმედებებმა ბ--- ხ------ას მხრიდან უკიდურესი დაუმორჩილებლობის პირობებშიც კი უზრუნველყვეს მის მიერ ბარიერის უსაფრთხო გადალახვა. აღნიშნულს ადასტურებს ექსპერტ დ----- გ---–-----ის ჩვენებაც, რომელმაც წარდგენილი ვიდეომასალის შეფასების საფუძველზე განაცხადა, რომ მიუხედავად საგზაო მოძრაობის წესების უხეშად დარღვევისა, მძროლის მანევრები იყო ადეკვატური და შექმნილი ვითარების შესაბამისი.
ბ--- ხ------ას შესაჩერებლად საპატრულო პოლიციის მიერ განხორციელებული ზემოთ აღწერილი ოთხი ღონისძიებისაგან განსხვავებით პატრულ-ინსპექტორებმა გ-- ს-------–---–მა და ზ------ რ----–---–მა, რომლებიც წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს, ნაცვლად იმისა, რომ ემოქმედათ მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და ზემოაღნიშნული ნორმების სრული დაცვით, განზრახ გადაამეტეს თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას. კერძოდ, დაუმორჩილებელი მძღოლის შეჩერების მიზნით გადაწყვიტეს სატვირთო ავტომობილით საავტომობილო გზის სრულად გადაკეტვა და, ამასთან, არ იზრუნეს უსაფრთხო გასასვლელის დატოვების უზრუნველსაყოფად, რაც აუცუილებელი იყო როგორც ზოგადად სხვა ექსტრემალური საჭიროებებისათვის (მაგ. გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო ავტომანქანების თუ სხვათა დაუბრკოლებლად გავლისათვის), ასევე ბ--- ხ------ას მიერ დაუმორჩილებლობის კვლავაც გაგრძელების შემთხვევისათვის (რასაც ჰქონდა კიდეც ადგილი). ამისათვის გ-- ს-------–---–მა “Mersedes Benc Actors“ მოდელის სატვირთო ავტომობილის მძღოლს გ------- ღ-–-----ს დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მათ მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილზე - გორის გვირაბის გამოსასვლელიდან დაახლოებით 200 მეტრში სრულად გადააკეტინა საავტომობილო გზის ორივე სავალი ნაწილი და სათადარიგო გზის ნაწილი. სწორედ ამ დროს გორის გვირაბიდან გამოვიდა საავტომობილო გზის პირველ სამოძრაო ზოლში მოძრავი რ----- ნ-----ას მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანებით დატვირთული “Ford Tranzit 190 EF“ მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით P--------, რომელიც გ-- ს-------–---–ისა და ზ------ რ----–---–ის მიერ შეჩერებული იქნა გაჩერებული ტრაილერიდან დაახლოებით 30 მეტრში, საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს. გარდა ზემოაღნიშნული “პოლიციის შესახებ“ და “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონების დარღვევებისა, გზის ამგვარი გადაკეტვა ასევე არ შეესაბამებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 28 თებერვლის N76 ბრძანების მოთხოვნებს. განზრახ გადაამეტეს რა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ზ------ რ----–---–მა და გ-- ს-------–---–მა საავტომობილო გზის სრულად გადაკეტვით დაბრკოლება შეუქმნეს და გაუმართლებელი რისკის ქვეშ დააყენეს როგორც დიდი სიჩქარით მოძრავი მძღოლი ბ--- ხ------ა, ასევე იმ დროისათვის მაგისტრალზე მოძრავი სხვა ავტომანქანის მძღოლები, მათ შორის - “Mersedes Benc Actors“ მოდელის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი გ------- ღ-–-----ი და “Ford Tranzit 190 EF“ მოდელის ავტომანქანის მძღოლი რ----- ნ-----ა, ასევე მისი მგზავრი ბ------ ი------ე.
საავტომობილო გზის გადაკეტვისას პატრულ ინსპექტორები ზ------ რ----–---–ი და გ-- ს-------–---–ი უსაფუძვლოდ იმედოვნებდნენ, რომ შეაჩერებდნენ ბ--- ხ------ას სწრაფად მოძრავ ავტომანქანას და მძღოლთან განახორციელებდნენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის მოქმედებებს, თუმცა გორის გვირაბიდან საშუალოდ 210 კმ/სთ სიჩქარით გამოსულმა საავტომობილო გზის სწრაფ სამოძრაო ზოლში მოძრავი ავტომანქანის მძღოლმა ბ--- ხ------ამ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლების გამო ვერ შეძლო შეჯახების თავიდან აცილება - გადავიდა პირველ სამოძრაო ზოლში, რის შედეგადაც ჯერ წინა მარჯვენა ნაწილით დაეჯახა მარჯვენა მხარეს, ნაწილობრივ სამოძრაო ზოლში მდგარ “Ford Tranzit 190 EF“ მოდელის ავტომანქანას, სახელმწიფო ნორით P-------- და მასზე მოთავსებულ “NISSAN-ის“ მარკის ავტომანქანას, ხოლო შემდეგ დაეჯახა საავტომობილო გზაზე განივად მდგარ სატვირთო ავტომანქანას “Mersedes Benc Actors“, სახელმწიფო ნორით Y--------, რის შედეგადაც ბ--- ხ------ა გარდაიცვალა.
გ-- ს-------–---–ისა და ზ------ რ----–---–ის ქმედება სწორედ იმიტომ ქმნის სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ დანაშაულებს, რომ მათ საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვისას არ იზრუნეს უსაფრთხოების დაცვაზე - იმაზე, რომ დაუმორჩილებლობის კვლავაც გაგრძელების შემთხვევაში ბ--- ხ------ას დარჩენოდა მათ მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერის უსაფრთხოდ გადალახვის შესაძლებლობა. აღნიშნულის საპირისპიროდ პატრულ ინსპექტორთა ქმედება მიზნად ისახავდა ნებისმიერ შემთხვევაში ბ--- ხ------ას შეჩერებას. მას დაუტოვეს მხოლოდ ერთი არჩევანი - გაჩერებულიყო, ბარიერი სხვა შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა. ამ დროს სრულად ჰქონდათ გაცნობიერებული წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასთან ერთად ითვალისწინებდნენ მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას ავტომანქანის საჭესთან მჯდომი ბ--- ხ------ას ჯანმრთელობის დაზიანების ან/და სიცოცხლის ხელყოფის სახით, თუმცა უსაფუძვლოდ იმედოვნებდნენ, რომ ასეთი შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული - დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილის მძღოლი ბ--- ხ------ა შეძლებდა უსაფრთხოდ გაჩერებას. პალატა აღნიშნულს დადგენილად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით: ტრაილერით საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვის შემდეგ არავითარი ზომა არ ყოფილა მიღებული იმისათვის, რომ ბ--- ხ------ას რაც შეიძლება შორი მანძილიდან აღექვა ბარიერი. ადვოკატი ამასთან დაკავშირებით საჩივარში უთითებს, რომ ბ--- ხ------ა გვირაბის მიღმა ბარიერის არსებობასთან დაკავშირებით ინფორმირებული იქნა საძახისით გ--------ისა და ს--------–ის ავტომანქანიდან, რომელიც მას თითქოს 20 მეტრში მისდევდა. გ------- ს--------–ის ჩვენებით კი მათ გვირაბი გაიარეს მხოლოდ 140კმ/სთ სიჩქარით მაშინ, როცა ბ--- ხ------ას ა/მანქანა მოძრაობდა 210კმ/სთ სიჩქარით და მათ შორის 20 მეტრიანი დისტანცია შენარჩუნებული ვერ იქნებოდა. გ------- ს--------–ი უთითებს კიდეც, რომ როცა შეჯახების შესახებ რადიოკავშირით შეიტყვეს, ამ დროს მათი ა/მანქანა ჯერ კიდევ გვირაბის შუაში იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, გაზიარებული რომც იქნას დაცვის მხარის არგუმენტი გვირაბს მიღმა ბარიერის არსებობის შესახებ ბ--- ხ------ას საძახისით ინფორმირებასთან დაკავშირებით, ამის შესახებ ინფორმაცია არ შეიძლება, ჰქონოდათ გ-- ს-------–---–სა და ზ------ რ----–---–ს. ამიტომ მათ ცალსახად გააჩნდათ ვალდებულება ასეთი ღონისძიებების გასატარებლად. ბუნებრივია, აქ არ უნდა ვიგულისხმოთ დროებითი საგზაო ნიშნების განთავსება, როგორც ამას ადვოკატი მიუთითებს. აქ ლაპარაკია სტანდარტულ ამრეკლებზე და ავარიული მდგომარეობის შესახებ გამაფრთხილებელ ნიშნებზე, რომლებიც მოიპოვება ყველა სატრანსპორტო საშუალების საბარგულში, რომ არაფერი ვთქვათ უპირატესად მსგავს სიტუაციებზე გათვლილ საპატრულო პოლიციის ა/მანქანაზე, რომელიც აღჭურვი-–-- შესაბამისი ამრეკლებით, მანათობლებითა და ციმციმებით. ასევე შესაძლებელი იყო გაჩერებულ ტრაილერზე საპატრულო პოლიციის ა/მანქანის მაშუქების მიმართვა. ამასთან დაკავშირებით ზ------ რ----–---–მა აჩვენა, რომ მართალია, საპატრულო ა/მანქანა პირდაპირ ტრაილერისკენ არ იყო მიმართული, მაგრამ ტრაილერის მისაბმელი ხვდებოდა მისი მაშუქის არეალში. აღნიშნულის საპირისპიროდ კი მოწმე ლ---- ს--------ამ აჩვენა, რომ ციმციმებჩართული საპატრულო ა/მანქანა იდგა მეორე სამოძრაო ზოლის მარცხნივ და მისი მაშუქები მიმართული იყო სამხრეთის (ე.ი ტრაილერის საპირისპირო) მხარეს. იმ შემთხვევაში, თუკი პატრულ-ინსპექტორები მართლაც ზრუნავდნენ სათადარიგო გასასვლელის დატოვებაზე, იმავე მეთოდებით აუცილებლად მიიღებდნენ ზომებს მის უკეთ შემჩნევისათვის. აღნიშნულის საპირისპიროდ ევაკუატორის მძღოლი რ----- ნ-----ა აჩვენებს, რომ მას ტრაილერამდე 20 მეტრში, ნაწილობრივ სამოძრაო ზოლში გააჩერებინეს ა/მანქანა და მარჯვნივ გადასვლის საშუალებაც არ მისცეს, რითიც პრაქტიკულად შეუმჩნეველი დარჩა ტრაილერის საწევარას წინ დარჩენილი სივრცე. აღნიშნული სივრცე კი ტექნიკურად საკმარისიც რომ აღმოჩენილიყო მსუბუქი ავტომანქანის გასავლელად, როგორც ამას მოწმე ი------ე მიუთითებს, ეს არამცდაარამც არ ადასტურებს იმას, რომ იგი სწორედ გასასვლელის უზრუნველსაყოფად დაატოვებინეს ტრაილერის მძღოლს პატრულ-ინსპექტორებმა. ბარიერის იოლად შესამჩნევად ზომების მიღების საჭიროებაზე ისიც მიუთითებს, რომ გვირაბიდან გამოსასვლელთან მოწყობი-–-- ადგილი სატვირთო ავტოტრანსპორტის მოსატრიალებლად, რის გამოც იმ მონაკვეთში არ არის ღამის განათება. ეს გარემოება დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხვისას გამვლელი სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ლ---- ს--------ამ და გორის გვირაბის უფროსმა გ------- ბ------–---–მა. მოწმე გ---- ღ-–-----ის ჩვენებით კი 13-14 მეტრის სიგრძის ტრაილერს გვერდებზე აქვს სუსტი განათების 3-4 ნათურა, რისი დანახვაც შორი მანძილიდან რთულია. ექსპერტ დ----- გ---–-----ის ჩვენებით დგინდება, რომ ტრაილერის საწევარას წინ სათადარიგო ზოლის დაჩენილ ნაწილში ბ--- ხ------ა ვერ შეძლებდა გავლას, მით უმეტეს იმ სიჩქარით, როგორც იგი მოძრაობდა შეჯახებამდე.
ადვოკატი მიუთითებს, რომ ექსპერტი დ----- გ---–-----ი გასცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს და საკითხებს იურიდიული შეფასება მისცა, რაც მისი ჩვენებისა და მის მიერ გაცემული დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველია. პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სამართლებრივ შეფასებას აძლევს სასამართლო და ექსპერტის ჩვენებასა და მის მიერ გაცემულ დასკვნას ეყრდნობა მხოლოდ ჩატარებული კვლევის შინაარსთან და დასმული კითხვების ირგვლივ გაცემულ პასუხებთან დაკავშირებით. ექსპერტის პირადი მოსაზრება და საკითხების იურიდიული შეფასება სასამართლოსათვის არ წარმოადგენს გასაზიარებლად სავალდებულო არგუმენტს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტის მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებს მიღმა ასეთი პოზიციის დაფიქსირება ეჭვქვეშ ვერ დააყენებს საექპსერტო კვლევის შედეგებს და მას ვერ დაუკარგავს მტკიცებულებით ღირებულებას.
უსაფუძვლოა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული მსჯელობა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსთან დაკავშირებით. მსჯელობის თანახმად, ვინაიდან განაჩენით ათმეთაურ ნ------ ხ----–-–---–ის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობა გამოირიცხა, მისი ბრძანება გზის გადაკეტვის შესახებ იყო კანონიერი და, მითითებული ნორმის თანახმად, გ-- ს-------–---–ისა და ზ------ რ----–---–ისათვის შესასრულებლად სავალდებულო. პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით უთითებს, რომ ნ------ ხ----–-–---–ის ბრძანება არ ითვალისწინებდა იმგვარად შესრულებას, როგორც ის შესრულდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ნ------ ხ----–-–---–საც დაეკისრებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ზემოთ პალატამ უკვე იმსჯელა ნ------ ხ----–-–---–ის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობასთან დაკავშირებით, რის გამოც ამ ნაწილში გაზიარებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება.
ადვოკატი მიუთითებს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც ბ--- ხ------ამ დაარღვია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რომელთა დაცვის შემთხვევაში სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. აქედან აპელანტი ასკვნის, რომ შეჯახების მიზეზი სწორედ ბ--- ხ------ას უკანონო ქმედებაა, რაც გამორიცხავს პატრულ-ინსპექტორთა ქმედებაში ბრალის არსებობას. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნადაა დადასტურებული და ამას მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ ბ--- ხ------ამ მართლაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, თუმცა ეს ვერ გამოიწვევდა დამდგარ შედეგს, რომ არა გ-- ს-------–---–ისა და ზ------ რ----–---–ის მიერ აღწერილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. იმავე დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ „მოცემულ კონკრეტულ პირობებში საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ უგულებელყოფი-–-- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და 31-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების მოთხოვნები, რომელთა დაცვის შემთხვევაში ავტომობილ BMW X5-ის შეჯახება ავტომობილ FORD TRANSIT 190 EF-ზე და MERCEDES-BENZ ACTROS-ზე გამორიცხული იქნებოდა“. ბ--- ხ------ას მიერ საგზაო წესების დარღვევით მოძრაობა უკვე მოცემულობას წარმოადგენდა პატრულ-ინსპექტორებისათვის. ამიტომ სწორედ მათ უნდა ემოქმედათ შექმნილი ვითარების შესაბამისად - უნდა დაეტოვებინათ ბარიერიდან გასასვლელი გზა და ეზრუნათ გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსებაზე, რაც ბ--- ხ------ას მისცემდა ბარიერისა და ბარიერიდან გასასვლელი გზის დროულად აღქმის შესაძლებლობას.
4.სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენი გასაჩივრებულია როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის მიერ. ბრალდების მხარემ მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა - ნ------ ხ----–-–---–ის, ზ------ რ----–---–ის და გ-- ს-------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა წარდგენილი ბრალდების ყველა ნაწილში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით). ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულების ზ------ რ----–---–ისა და გ-- ს-------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელები მიიჩნია ლმობიერად და მოითხოვა მათი დამძიმება. დაცვის მხარემ - ზ------ რ----–---–ისა და გ-- ს-------–---–ის ადვოკატმა ნ------- ც--–--ემ კი მოითხოვა ზ------ რ----–---–ისა და გ-- ს-------–---–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მათი გამართლება წარდგენილი ბრალდების ყველა ნაწილში.
სააპელაციო პალატა იმსჯელებს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა სწორედ ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).
სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან/და გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ არ იწვევდეს რაიმე სახის გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ტოვებდეს კითხვის ნიშნებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სააპელაციო პალატამ მტკიცებულებები შეაფასა მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ნ------ ხ----–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ დადგენილ დასაშვებობის და უტყუარობის მაღალ სტანდარტს, რისი გათვალისწინებითაც შეუძლებელია, ამ მტკიცებულებათა საფუძველზე სასამართლომ რაიმე ფაქტი ან გარემოება დაადგინოს ცალსახად და მით უფრო საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს. პალატა თვლის, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეჯერებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითიც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდებოდა ნ------ ხ----–-–---–ის ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც ნ------ ხ----–-–---–ი მითითებული მუხლებით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ------ რ----–---–მა და გ-- ს-------–---–მა ჩაიდინეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით; მათვე ჩაიდინეს სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი ზ------ რ----–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზ------ რ----–---–ის და გ-- ს-------–---–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ - დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. იმავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულის გათვალისწინებით ზ------ რ----–---–ს და გ-- ს-------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლი პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის სასჯელები უნდა დაენიშნოს 2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსის დღეისათვის მოქმედი რედაქციით მითითებული მუხლებით გათვალისწინებული სასჯელები გამკაცრებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლი პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, ხოლო იმავე კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს ზ------ რ----–---–ის და გ-- ს-------–---–ის პიროვნებებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
ზ------ რ----–---–ს და გ-- ს-------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნიათ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის დანიშვნისას პალატა ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას მრავალ პირთა მიმართ, ასევე დანაშაულით გამოწვეულ დიდი ოდენობით ქონებრივ ზიანს. ამ გარემოების მხედველობაში მიღებით პალატა თვლის, რომ ამავე ამ მუხლის სანქციის ფარგლებში მათ უნდა დაენიშნოთ თავისუფლების აღკვეთა თითოეულს ერთი წლისა და ექვსი თვის ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კი - თავისუფლების აღკვეთა თიტოეულს ორი წლის და ექვსი თვის ვადით. სასჯელის ასეთი ზომა უზრუნველყოფს სასჯელის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლში მითითებული მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას სასჯელთა შთანთქმის პრინციპი. ზ------ რ----–---–ს და გ-- ს-------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად 2 (ორი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რომლის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოთ ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან და ასევე უნდა გავრცელდეს ძირითადი სასჯელის მოხდის მთელ ვადაზე;
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
“მერსედეს-ბენცის“ ფირმის“ სატვირთო ავტომანქანა - უნაგირა საწევარა, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით Y--------, მასზე მიმაგრებული სპეციალიზირებული ნახევარმისამბელი, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით A-----, “BMW X5-ის“ მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო- სარეგისტრაციო ნომრით I------ და ამ ავტომანქანის საბურავი და დისკი, “ფორდ ტრანზიტის“ მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით P------ და მასზე მიმაგრებული მისამბელი, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით P-----, “ნისანის“ ფირმის ავტომანქანა, ტრანზიტული ნომრით G------, საპატრულო პოლიციის ავტომანქანებიდან ამოღებული ორი ერთეული ბორტის კომპიუტერი (N914H601035G02600254M000 და N914H601035G026002 D7M000) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეზღუდვების გარეშე უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს;
DVD-R დისკები, რომლებზეც ჩაწერი-–--: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროდან ბ--- ხ------ას ტანსაცმლის ამოღების ამსახველი ფოტომასალა (ერთი ერთეული დისკი); “სმარტ რითეილის“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები (ოთხი ერთეული დისკი), გორის გვირაბთან მდებარე მეტეოროლოგიური სადგურის ფოტოსურათები (ერთი ერთეული დისკი); საგამოძიებო ექსპერიმენტების ჩატარების ამსახველი ფოტომასალა (სამი ერთეულ დისკი); გორის გვირაბის ვიდეოკამერის ჩანაწერი (ერთი ერთეული დისკი); საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების ბორტკომპიუტერებით გადაღებული ვიდეომასალა და პატრულ-ინსპექტორების - ვ----– ქ-----–---–ის, გ------- ჟ------–---–ის, გ---- ა--------–---–ის, ზ------ რ----–---–ის, ნ------ ხ----–-–---–ის და დ----- უ-–------–-–---–ის სამხრე კამერების ჩანაწერები (ჩვიდმეტი ერთეული დისკი), შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტომასალა (სამი ერთეული დისკი), ლ---- ს--------ას ავტომანქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა (ერთი ერთეული დისკი); №212 საპატრულო ეკიპაჟის ბორტკომპიუტერიდან გადმოწერილი ვიდეომასალა (ერთი ერთეული დისკი), აგრეთვე ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის დანართი ოთხ პაკეტად და ხელწერილები ინფორმაციის გამოთხოვის ნებართვაზე უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 119-ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების შედეგად ამოღებული პლასტმასის ჩამონაყარი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;
7.აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:
ნ------ ხ----–-–---–ის, ზ------ რ----–---–ის და გ-- ს-------–---–ის მიმართ აღკვეთის ღობისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო, რაც გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენით გაუქმდა. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ „დ“ ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების ზ------ რ----–---–ის და გ-- ს-------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ------- ც--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის დ----- ძ---–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ცვლილება შევიდეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენში;
ნ------ ხ----–-–---–ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ნ------ ხ----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს თანხა.
ნ------ ხ----–-–---–ს განემარტოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის თანახმად აქვს მიყენებული ზიანის ანაზრაურების მოთხოვნის უფლება;
ზ------ რ----–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ზ------ რ----–---–ს დანაშაულშა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან;
ძირითადი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ზ------ რ----–---–ს დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების დღიდან - 2019 წლის 27 მარტიდან;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ზ------ რ----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.
გ-- ს-------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ-- ს-------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან;
ძირითადი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ-- ს-------–---–ს დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების დღიდან - 2019 წლის 27 მარტიდან;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ გ-- ს-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.
ნივთმტკიცება:
“მერსედეს-ბენცის“ ფირმის“ სატვირთო ავტომანქანა - უნაგირა საწევარა, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით Y--------, მასზე მიმაგრებული სპეციალიზირებული ნახევარმისამბელი, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით A-----, “BMW X5-ის“ მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით I------ და ამ ავტომანქანის საბურავი და დისკი, “ფორდ ტრანზიტის“ მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით P------ და მასზე მიმაგრებული მისამბელი, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით P-----, “ნისანის“ ფირმის ავტომანქანა ტრანზიტული ნომრით G------, საპატრულო პოლიციის ავტომანქანებიდან ამოღებული ორი ერთეული ბორტის კომპიუტერი (N914H601035G02600254M000 და N914H601035G026002 D7M000) შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
DVD-R დისკები, რომლებზეც ჩაწერი-–--: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროდან ბ--- ხ------ას ტანსაცმლის ამოღების ამსახველი ფოტომასალა (ერთი ერთეული დისკი); “სმარტ რითეილის“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები (ოთხი ერთეული დისკი), გორის გვირაბთან მდებარე მეტეოროლოგიური სადგურის ფოტოსურათები (ერთი ერთეული დისკი); საგამოძიებო ექსპერიმენტების ჩატარების ამსახველი ფოტომასალა (სამი ერთეულ დისკი); გორის გვირაბის ვიდეოკამერის ჩანაწერი (ერთი ერთეული დისკი); საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების ბორტკომპიუტერებით გადაღებული ვიდეომასალა და პატრულ-ინსპექტორების - ვ----– ქ-----–---–ის, გ------- ჟ------–---–ის, გ---- ა--------–---–ის, ზ------ რ----–---–ის, ნ------ ხ----–-–---–ის და დ----- უ-–------–-–---–ის სამხრე კამერების ჩანაწერები (ჩვიდმეტი ერთეული დისკი), შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტომასალა (სამი ერთეული დისკი), ლ---- ს--------ას ავტომანქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა (ერთი ერთეული დისკი); № 212 საპატრულო ეკიპაჟის ბორტკომპიუტერიდან გადმოწერილი ვიდეომასალა (ერთი ერთეული დისკი), აგრეთვე ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის დანართი ოთხ პაკეტად და ხელწერილები ინფორმაციის გამოთხოვის ნებართვაზე დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 119-ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების შედეგად ამოღებული პლასტმასის ჩამონაყარი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მაია თეთრაული