განაჩენი

სისხლის სამართლის 12.09.2019
საქმის ნომერი
330100118002614922
ინსტანცია
თარიღი
12.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100118002614922

საქმე №1ბ/998-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გ-------– ნ-–-----ძე.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: გ------- ჩ-------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------------------------------------------

 

ადვოკატი: ლ---- ჯ------ე.

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი.

სასჯელი:

განაჩენთა ერთობლიობით 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა თბილისის ვ---------------–--ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------– ნ-–-----ძემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და გ------- ჩ-------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა, იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებდნენ ამ ნაწილში გ------- ჩ-------ის ბრალეულობას, რაც არ გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლომ. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები თ-- და ნ---------------, ასევე გამომძიებლები გ------- კ-----ე და ზ----- ს---–-–---–ი, ხოლო სხვა მტკიცებულებები დაცვის მხარემ გახადა უდავოდ. აღნიშნული მტკიცებულებები კი ადასტურებდნენ, რომ გ------- ჩ-------ი ცეცხლის წაკიდებით დაემუქრა მეუღლეს, რის გამოც მის მიმართ ამ ნაწილშიც გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტმა მოითხოვა გ------- ჩ-------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას თბილისის ვ---------------–--ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------– ნ-–-----ძემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა გ------- ჩ-------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ბრალდების არსი:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გ------- ჩ-------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, არაერთგზის; ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა შენახვა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 20 ივლისს, ღამის საათებში, თბილისში, წ----------------–--–----------------------------ში თ----- ლ---------–---–ს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ყოფილი მეუღლე გ------- ჩ-------ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ამავდროულად, ბენზინის გამოყენებით ცეცხლი წაუკიდა თ----- ლ---------–---–ის სახლის კარებს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად თ----- ლ---------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი გ------- ჩ-------ი 2018 წლის 21 ივლისს, თბილისში, წ----------------–--–-, ბ-----------------–---, კ-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება „ალფა პვპ-ს“, რომელიც ამოღებულ იქნა შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--ს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლების მიერ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი გ------- ჩ-------ი 2018 წლის 21 ივლისს, თბილისში, წ----------------–--–-, ბ-----------------–---, კ-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება „მდმა-ს“, წონით 0,046 გრამს, რომელიც ამოღებულ იქნა შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--ს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლების მიერ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის დადგენილებით საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით ადმინისტრაციულ-სახდელშეფარდებული გ------- ჩ-------ი 2018 წლის 21 ივლისს, თბილისში, წ----------------–--–-, ბ-----------------–---, კ-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ მცირე ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს, წონით 0,036 გრამს, რომელიც ამოღებულ იქნა შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--ს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლების მიერ.

 

სასამართლომ დაადგინა:

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2018 წლის 20 ივლისს, ღამის საათებში, თბილისში, წ----------------–--–----------------------------ში, გ------- ჩ-------ის მიერ ყოფილი მეუღლის - თ----- ლ---------–---–ის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი.

 

გ------- ჩ-------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, არაერთგზის; ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა შენახვა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი გ------- ჩ-------ი 2018 წლის 21 ივლისს, თბილისში, წ----------------–--–-, ბ-----------------–---, კ-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება „ალფა პვპ-ს“ და „მდმა-ს“, წონით 0,046 გრამს, რომლებიც ამოღებულ იქნა შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--ს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლების მიერ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის დადგენილებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით ადმინისტრაციულ სახდელ შეფარდებული გ------- ჩ-------ი 2018 წლის 21 ივლისს, თბილისში, წ----------------–--–-, ბ-----------------–---, კ-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ მცირე ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, წონით 0,036 გრამს, რომელიც ამოღებულ იქნა შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--ს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლების მიერ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენით გ------- ჩ-------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ------- ჩ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ------- ჩ-------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის (ძირითადი და დამატებითი) მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით გ------- ჩ-------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ------- ჩ-------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ბრალდებულმა გ------- ჩ-------მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ----- ლ---------–---–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

მოწმე თ-- ხ-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 20 ივლისს, ღამის საათებში, აღებდა ბინის კარს, რა დროსაც ქვედა სართულიდან შემოესმა ხმაური და შენიშნა კვამლი. ასევე იგრძნო საწვავის სუნი და გაიგო მამაკაცის ოდნავ დაძაბული, არასასიამოვნო, მაგრამ არააგრესიული ხმა, რომელიც ვიღაცას თხოვდა კარის გაღებას. მან იფიქრა, რომ მეზობელს, რომელთანაც ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ესაჭიროებოდა დახმარება, ამიტომ ოდნავ ჩავიდა კიბეზე და დაინახა, რომ საუბარი მიმდინარეობდა გ------- ჩ-------ის ბინასთან. იგი არ იცნობდა გ------- ჩ-------ს, თუმცა ივარაუდა, რომ მამაკაცი შესაძლოა იგი ყოფილიყო. მას შეეშინდა, რადგან მეზობლებისგან იცოდა, რომ გ------- ჩ-------ი ხშირად იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში და აბრუნდა სახლში. შემდეგ კი, სურდა გამოეძახა საპატრულო პოლიცია, თუმცა აივანზე გასულმა დაინახა, რომ პატრულის თანამშრომლები უკვე იმყოფებოდნენ გ------- ჩ-------ის სახლში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2018 წლის 20 ივლისს, ინცინდენტის დაწყებამდე, მან ქალიშვილი ნ-----------ე ჩააგზავნა მაღაზიაში. გოგონამ სახლში დაბრუნებისას უთხრა, რომ ლიფტთან შენიშნა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელში ეკავა ღვინის ბოთლი. აღნიშნულიდან დაახლოებით 10 წუთში კი, შენიშნა კვამლი, ამიტომ მომხდარი დააკავშირა გ------- ჩ-------თან, თუმცა მის მიერ ცეცხლის წაკიდების ფაქტს პირადად არ შესწრებია. იგი გ------- ჩ-------ის აგრესიულ ქმედებას არ შესწრებია და არც აგრესიული სიტყვები მოუსმენია მისი მხრიდან.

 

მოწმე ნ-----------ის ჩვენებით დასტურდება, რომ გ------- ჩ-------ი და თ----- ლ---------–---–ი არიან მისი მეზობლები, რომლებთანაც ურთიერთობა არ აქვს. 2018 წლის 20 ივლისს, საღამოს საათებში, მაღაზიიდან ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც სადარბაზოში შენიშნა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ------- ჩ-------ი, რომელიც თავისთვის ბუტბუტებდა. მას შეეშინდა, რის გამოც სახლში ავიდა კიბით. სახლში ყოფნისას იგრძნო დამწვრის სუნი. როგორც დედისგან შეიტყო, ცეცხლი ეკიდა მეხუთე სართულზე მცხოვრები მეზობლის კარს. თავად გარეთ არ გასულა და ცეცხლი არ უნახავს. მისთვის უცნობია, ვინ იმყოფებოდა მეხუთე სართულზე და ვინ ან რას წაუკიდა ცეცხლი. მანვე განმარტა, რომ მას გ------- ჩ-------ის სახლიდან ყვირილის ან ჩხუბის ხმა არ გაუგია.

 

მოწმე მ------ ფ--–--–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი დიდი ხანია იცნობს გ------- ჩ-------ს და თ----- ლ---------–---–ს, რომლებიც იმყოფებოდნენ არაოფიციალურ ქორწინებაში. მისთვის ცნობილია, რომ ხსენებულ პირებს ჰქონდათ უთანხმოება, თუმცა მათ კონფლიქტს პირადად არასდროს შესწრებია. მან თ----- ლ---------–---–ის ნაამბობიდან იცის, რომ გ------- ჩ-------მა მასზე განახორციელა მუქარა. ასევე უთხრა, რომ გ------- ჩ-------მა ბინის კარს შეასხა ბენზინი და წაუკიდა ცეცხლი.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 21 ივლისს, 01:40-03:55 საათზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს თბილისი, წ----------------–--–- N-------------ში. კორპუსი შედგება ორი სადარბაზოსაგან. პირველი სადარბაზოს მეხუთე სართულზე, ლიფტიდან მარჯვენა მხარეს მდებარეობს ბინა N---ში შესასვლელი, ერთ ფრთიანი მოყავისფრო რკინის კარი, რომლის ჩარჩოზეც აღინიშნება სისველე, გარეთა მხრიდან კედელზე დამონტაჟებული დამცავი ხის კონსტრუქციის ჩარჩო კი არის დამწვარი. კედელზე აღინიშნება მოშავო ფერის ლაქები. კარის შიდა მხარეს დამაგრებული დამცავი ხის კონსტრუქციის ჩარჩო არის დამწვარი. კართან არსებული იატაკის ზედაპირზე აღინიშნება სისველე, კარის შიდა მხარეს აღინიშნება საღებავის აცვენის კვალი. ბინის გავლით არის დახურული ტიპის აივანზე გასასვლელი, რომლის იატაკის ზედაპირზე განთავსებულია ჯინსის მონაცრისფრო-მოთეთრო ქურთუკი და მცირე ზომის ზურგჩანთა, რომლებსაც აღენიშნებათ ნავთობპროდუქტებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი. საცხოვრებელ ბინაში შესასვლელ ფოიეში არის ნავთობ პროდუქტისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი. ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან აღებული იქნა ანაწმენდები.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ზ----- ს---–-–---–მა.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 21 ივლისს, 09:40-10:10 საათზე, ბრალდებულ გ------- ჩ-------ისაგან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ამოღებული იქნა სამლიტრიანი ტევადობის პლასტმასის ავზი, რომელშიც მოთავსებულია ღია ფერის სითხე.

 

საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 13 სექტემბრის N----------------- დასკვნით დასტურდება, რომ:

▪ შემთხვევის ადგილის დათვალიერება-გამოკვლევის და თერმული დაზიანებების შესწავლის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში, წ----------------–--–- N---–---------------------ში ხანძრის გაჩენის კერა მდებარეობს ბინის შესასვლელი კარის გარე ნაწილზე.

▪ შემთხვევის ადგილის დათვალიერება-გამოკვლევის და ჩატარებული კვლევების შედეგების ანალიზის საფუძველზე დადგინდა რომ ქალაქ თბილისში, წ----------------–--–- N---–---------------------ში ხანძრის გაჩენის მიზეზია ღია ცეცხლის (ანთებული ასანთი, სანთებელა) წყაროს კონტაქტი ნავთობპროდუქტებთან.

▪ ქიმიური მეთოდებით ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საკვლევი ობიექტი N1 - პოლიმერული მასალის ბოთლში არსებული სითხე წარმოადგენს ნავთობპროდუქტ ბენზინს 2,9 ლიტრის ოდენობით.

▪ საკვლევი ობიექტი N2 - ქურთუკებზე და მცირე ზომის ზურგჩანთაზე აღინიშნება ნავთობპროდუქტების მძიმე ფრაქციების კვალი, ასევე თერმული ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებები დაფიქსირდა ქურთუკებზე და მცირე ზომის ზურგჩანთაზე.

▪ საკვლევი ობიექტი N3 - მაისურსა და შორტზე არ აღინიშნება ნავთობპროდუქტების კვალი.

▪ საკვლევი ობიექტი N4 - ექვს ცალ ანაწმენდზე აღინიშნება ნავთობპროდუქტების მძიმე ფრაქციების კვალი.

▪ საკვლევი ობიექტი N5 - გ------- ჩ-------ისგან აღებულ ანაწმენდებზე არ აღინიშნება ნავთობპროდუქტების კვალი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან“. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები - მოწმეების: მ----- ლ---------–---–ის, ნ--------–------ის, მ------ მ---–-–---–-ს, ბ-------- დ--------ის გამოკითხვის ოქმები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

უდავო მტკიცებულებებით მ----- ლ---------–---–ის, ნ--------–------ის და მ------ მ---–-–---–-ს გამოკითხვის ოქმებით ირკვევა, რომ დაზარალებული თ----- ლ---------–---–ი არის მათი ნათესავი, რომლისგანაც იციან, რომ მას დაემუქრა გ------- ჩ-------ი და ცეცხლი წაუკიდა ბინის კარს. თავად გ------- ჩ-------ის მუქარას ან დაზარალებულის მიმართ ძალადობას არ შესწრებიან.

 

უდავო მტკიცებულებით, მოწმე ბ-------- დ--------ის გმოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ დაზარალებული თ----- ლ---------–---–ი არის მისი მეზობელი, თუმცა იგი შესაძლო დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 21 ივლისს, 07:00 საათზე დაკავებული იქნა გ------- ჩ-------ი, რომელსაც 07:03-07:20 საათზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა სიგარეტის კოლოფში მოთავსებული მომწვანო ფერის ქაღალდში გახვეული თეთრი ფერის ფხვიერი მასა, მომცრო ზომის ორ ცალ პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვიერი მასა და მუქი ფერის მცენარეული მასა. ამოღებული ნივთები და ნივთიერებები დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა მ-----– გ-----–-–---–მა და გ------- კ-----ემ და დამატებით განმარტეს, რომ 2018 წლის 21 ივლისს, მათი თანამშრომლის - დ--------------- მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციით ირკვეოდა, რომ თბილისში, წ----------------–--–-ს მ--- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა გ------- ჩ-------ი, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული, კერძოდ მეუღლეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, მათ დახვდათ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც წარუდგინეს თავი, აჩვენეს მოწმობები და უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. გასაუბრებისას მათ დაადგინეს, რომ აღნიშნული პირი იყო გ------- ჩ-------ი. მათ მამაკაცს განუმარტეს უფლებები და დააკავეს მეუღლის მიმართ ჩადენილი ოჯახური დანაშაულის გამო. დაკავებისას გ------- ჩ-------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. გ------- ჩ-------ის პირადი ჩხრეკისას პირად ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა სიგარეტის კოლოფი მასში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვიერი მასით, ორი ცალი პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო ფხვიერი მასა და მომწვანო ნივთიერება. ამოღებული ნივთიერებები დაილუქა და გაკეთდა ხელმოწერები. დაკავებისას გ------- ჩ-------ს ხელებზე და ფეხებზე აღენიშნებოდა დაზიანებები. ბრალდებულის განმარტებით აღნიშნული დაზიანებები მიიღო დაკავებამდე რამდენიმე ხნით ადრე.

 

საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 22 ივლისის ექსპერტის N---------------- დასკვნით დასტურდება, რომ:

▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი გ------- ჩ-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მწვანე ფერის ქაღალდის ნაჭერში გახვეული მოთეთრო ფერის ფხვნილი წონით - 0,05 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „მდმა-ს“ (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით 0,046 გრამს (ობ. N1).

▪ პოლიეთილენის ორ ცალ ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული თეთრი ფერის ნივთიერება გრანულების სახით, წონით 1,1 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (A- pvp) (ობ. N2).

▪ მომწვანო-მოყავისფრო მყარი ნივთიერება წონით 0,26 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს“ - 0,036 გრამს (ობ. N3).

 

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-------– ქ----–----ემ.

 

ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------–-–------------------------------------------- დასკვნით ირკვევა, რომ გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:

▪ პაკეტში წარწერით „...პოლიეთილენის ორი გამჭვირვალე პაკეტიდან, მომწვანო ფერის ქაღალდიდან და სიგარეტის კოლოფიდან აღებული ანაწმენდები...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე პოლიეთილენის გამჭვირვალე პაკეტებიდან (ობ. N1,2) მომწვანო ფერის ქაღალდიდან (ობ. N3) და სიგარეტის კოლოფიდან (ობ. N4) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია.

▪ ობ. N4-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ------- ჩ-------ს (ობ. N5; პაკეტი წარწერით ნერწყვის ნიმუში გ------- პ--------- ჩ-------ი, (დაბადებული 2---------.წ.) პირის ღრუდან...“). ობ. N1-3-ის შერეული გენეტიკური პროფილები ინდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.

 

მოწმე დ--------------- ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს გამომძიებლად. თბილისის ვ---------------–--ს სამმართველოს პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება თ----- ლ---------–---–ის ბინის კარზე ცეცხლის წაკიდების გამო. მას პირადმა კონტაქტმა აცნობა, რომ ხსენებული დანაშაული ჩადენილი ჰქონდა გ------- ჩ-------ს, რომელიც იმყოფებოდა ბ---ბში მდებარე მ--- კორპუსთან. მან მიღებული ინფორმაციის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მას მონაწილეობა არ მიუღია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგმოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 ივლისის N--------- განაჩენით ირკვევა, რომ გ------- ჩ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის N--------- დადგენილებით, გ------- ჩ-------ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი, გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, შესაბამისად ზემოხსენებულ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ------- ჩ-------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის შესახებ.

 

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ------- ჩ-------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში; ამავე კონვენციით, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დასჯადია - სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. მუქარის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, ისე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის ოჯახის წევრს ასევე წარმოადგენს მეუღლე, მათ შორის განქორწინებული.

პალატა არ იზიარებს პროკურორის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ------- ჩ-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას ამ ნაწილში გ------- ჩ-------ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ------- ჩ-------ის მიერ დაზარალებულის მიმართ მუქარის ჩადენის ფაქტი. ბრალდების მხარის მიერ არ მოპოვებულა სხვა ინფორმაცია ან პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ გ------- ჩ-------მა განახორციელა მუქარა და მის მიერ განხორციელებული მუქარით, ნამდვილად განიცადა შიში დაზარალებულმა. პალატას მიაჩნია, რომ თუ დაზარალებულს სუბიექტურად არ გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, წარმოუდგენელია სხვა მტკიცებულებით იმის დადასტურება, თუ რა განიცადა დაზარალებულმა, რამდენად იყო მუქარის ფაქტი მისი აღქმით საფრთხის შემცველი, ხომ არ ჰქონდა ადგილი სიტყვების დაუფიქრებელ წამოცდენას, რასაც არაფერი აქვს საერთო დაზარალებულის დათრგუნვასთან და ზოგადად დანაშაულთან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ----- ლ---------–---–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და არ მისცა გ------- ჩ-------ის მამხილებელი ჩვენება. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა გ------- ჩ-------ის მიერ ყოფილი მეუღლის - თ----- ლ---------–---–ის მიმართ მუქარის ფაქტი, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. 2018 წლის 20 ივლისს მომხდარ შესაძლო მუქარის ფაქტს სხვა პირდაპირი მოწმე არ ჰყავს. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ყველა სხვა მოწმე ირიბია, რომლებიც არ არიან უშუალოდ ფაქტის შემსწრენი. პალატა განმარტავს, რომ პირი, რომელსაც შეეძლო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, არის თავად დაზარალებული, რომელმაც როგორც აღინიშნა, სასამართლო სხდომაზე გ------- ჩ-------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. შესაბამისად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, გ------- ჩ-------ის საწინააღმდეგოდ გამოიყენოს მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/03/2016, §58-IV).

 

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები, ასევე ის მოწმეები, რომელთა გამოკითხვის ოქმები უდავოდ იქნა მიჩნეული, არ არიან თ----- ლ---------–---–ის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტის შემსწრენი (თვითმხილველები) და ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენის თვალსაზრისით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, კერძოდ: მოწმეებმა თ-- ხ-----ემ, ნ-----------ემ და მ------ ფ--–--–---–მა განმარტეს, რომ ისინი გ------- ჩ-------ის მიერ თ----- ლ---------–---–ის მიმართ განხორციელებულ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს არ შესწრებიან და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ. მოწმე თ-- ხ-----ის ჩვენებით დადგენილ იქნა მხოლოდ ის, რომ მამაკაცი ითხოვდა სახლში შეშვებას, სადარბაზოში კი იყო კვამლი და იგრძნობოდა საწვავის სუნი, რის გამოც ივარაუდა, რომ მამაკაცი სავარაუდოდ იქნებოდა გ------- ჩ-------ი. მოწმეების განმარტებით, მათ გ------- ჩ-------ის მუქარა, ყვირილი ან აგრესიული ქმედებები არ დაუნახავთ. მ------ ფ--–--–---–ს კი, გ------- ჩ-------ის მიერ მუქარის განხორციელების და ბინის კარისთვის ცეცხლის წაკიდების შესახებ უამბო დაზარალებულმა თ----- ლ---------–---–მა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (22/01/2015; №1/1/548; §52) მითითებულია, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13, §4.1.2.).

 

შესაბამისად, ირიბი ჩვენებების სამართლებრივი ღირებულება, მაშინ, როდესაც მტკიცების ტვირთი სწორედ ბრალდების მხარეს აკისრია, არის ძალიან დაბალი და სასამართლო ვერ დაეყრდნობა მათ გადაწყვეტილების მიღებისას.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ინფორმაციის (ჩვენების) და საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების საფუძველი იყო ბრალდებულ გ------- ჩ-------ის გამოკითხვის ოქმი, რომლის შესამოწმებლადაც ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფაქტობრივად (შინაარსობრივად) არის ბრალდებულის ჩვენების, მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, რომელიც ასახულია გამოკითხვის ოქმში. თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გ------- ჩ-------მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მინიჭებული უფლებით და საქმის არსებითი განხილვისას ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, შესაბამისად მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ უნდა იქნეს განხილული, როგორც დამოუკიდებელი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულის ბინის შესასვლელ კარს ნამდვილად აღენიშნებოდა დამწვრობის კვალი, თუმცა ვინ წაუკიდა ცეცხლი დაზარალებულის კარს გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2018 წლის 20 ივლისს გ------- ჩ-------ის მიერ მისი ყოფილი მეუღლის - თ----- ლ---------–---–ის მიმართ მუქარის ჩადენის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიზანშეწონილად აღარ მიაჩნია იმსჯელოს, იმ ფაქტის დადგენაზე აღიქვა თუ არა მსხვერპლმა შესაძლო მუქარა რეალურად.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გ------- ჩ-------ის ბრალეულობას ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით კი, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი კი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მ--- მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ------- ჩ-------ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი გ------- ჩ-------ის მიმართ არის კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში სამართლიანი. შესაბამისად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

დისკები - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

თამბაქოს კოლოფი მასში არსებული ნარკოტიკული საშუალებები ,,ალფა პვპ“, ,,მდმა“ და ,,ტეტრაჰიდრაკანაბინოლი“, ანაწმენდები დოლბანდის საკონტროლო ნიმუშებთან ერთად, ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდები - განადგურდეს;

 

ჯინსის ქურთუკი, ნაჭრის ქურთუკი ზურგჩანთა, ჩანთა, საფულე და ფულადი თანხა, მართვის მოწმობა, ბარათები, ბრელოკი, სათვალე ჩასადებით, ფურცლები ჩანაწერებით, კოლბა, ჩიბუხი, მობილური ტელეფონი, ცეპი ჯვარით, სამაჯური, გ------- ჩ-------ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;

 

პლასტმასის ავზი - განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ვ---------------–--ს რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------– ნ-–-----ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ------- ჩ-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ------- ჩ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ------- ჩ-------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის (ძირითადი და დამატებითი) მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით გ------- ჩ-------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

გ------- ჩ-------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

გ------- ჩ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

გ------- ჩ-------ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 21 ივლისიდან.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

დისკები - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

თამბაქოს კოლოფი მასში არსებული ნარკოტიკული საშუალებები ,,ალფა პვპ“, ,,მდმა“ და ,,ტეტრაჰიდრაკანაბინოლი“, ანაწმენდები დოლბანდის საკონტროლო ნიმუშებთან ერთად, ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდები - განადგურდეს;

 

ჯინსის ქურთუკი, ნაჭრის ქურთუკი ზურგჩანთა, ჩანთა, საფულე და ფულადი თანხა, მართვის მოწმობა, ბარათები, ბრელოკი, სათვალე ჩასადებით, ფურცლები ჩანაწერებით, კოლბა, ჩიბუხი, მობილური ტელეფონი, ცეპი ჯვარით, სამაჯური, გ------- ჩ-------ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;

 

პლასტმასის ავზი - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო სანდოძე