განაჩენი

სისხლის სამართლის 10.02.2020
საქმის ნომერი
190100119003179162
თარიღი
10.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/722- 19

(#02-1-081900-)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1- იანვარი 2020 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

სხდომის მდივანი იმედა ინდაშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - ნ------------------;

 

დაცვის მხარე: ბრალდებული - ა----------------------------------–-------–-–------------–--------------–----------–----------------------------------------–----–----------–------------------–----------------------------–---------------------–------------------------–------------------------------------------------------–-------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

ადვოკატი - ნ-------------ე;

 

თარჯიმანი - თ--–----–----;

 

სხდომის სახე - ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

 

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. გარდაბნის რაიონის სოფელ ნ-------–--ში მცხოვრები ა------------------ი არის რა ალკოჰოლური სასმელის ხშირი მომხმარებელი, მან 2--- წლის 0- აგვისტოს, დღის განმავლობაში ჭარბად მიიღო ალკოჰოლური სასმელი. მთვრალ მდგომარეობაში საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით შეეკამათა დედას, ს------------------------ რა დროსაც მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ძლიერად დაარტყა ხელის მარცხენა მხარში, რის შედეგადაც ს----------------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. მან ჩაიდანა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 11--ე, 11--ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

1.2. გარდაბნის რაიონის სოფელ ბ---------ში მცხოვრები ს----------------- 2014 წლის 1- ნ-----------ნ იმყოფებოდა ქორწინებაში ა------------------თნ. ვინაიდან სხვადასხვა მიზეზით მათ შორის ხშირი იყო კონფლიქტი, 201- წლის 2- ი----ს ისინი განქორწინდნენ. აღნიშნულის შემდეგ, ა------------------ს ყოფილ მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი შვილების ნახვასთან დაკავშირებით, რის გამოც 2--- წლის 0- აგვისტოს ა------------------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი N0-----, როგორც მოძალადის მიმართ, რითაც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება. 2--- წლის 1- აგვისტოს, დაახლოებით 1---- საათზე ა------------------ი მივიდა გარდაბნის რაიონის სოფელ ბ---------ში მდებარე ს-----------------ს დედის, გ---–---------------- საცხოვრებელ ბინაში, სადაც ფაქტიურად ცხოვრობდა ს----------------- და მოითხოვდა მისგან შვილების ნახვის მოტივით სახლში შეშვებას, რითაც მან დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის მიხედვით - 2--- წლის 0- აგვისტოს შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბარათის მიხედვით 2--- წლის 0- აგვისტოს შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა სოფელ ნ-------–--ში მცხოვრები ს----------------------ა, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა შვილმა ა------------------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ს-----------------, რომელმაც განმარტა, რომ 2--- წლის 0- აგვისტოს იყო მისი მამის წლისთავი, რა დროსაც მასთან მივიდა ა------------------ი, რომელიც სთხოვდა კარების გაღებას, ამასთან ეჩხუბებოდა და ყვიროდა, რის გამოც გამოიძახა პოლიცია (ხმაურზე შეიკრიბნენ მეზობლებიც). პოლიციის თანამშრომლები მალევე მივიდნენ და ა------------------ის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერის გამოწერის შემდეგ ა------------------ი სამჯერ იყო მისული მასთან სახლში, უკაკუნებდა, ყვიროდა და სთხოვდა ბავშვების ჩვენებას. მას შემდეგ რაც ა------------------მა დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება, ის არ აძლევდა საშუალებას, რათა ენახა ბავშვი, რადგან ა----- ბავშვების ნახვას იმიზეზებდა, მიდიოდა მასთან, ბავშვებს არ აქცევდა ყურადღებას და მას სცემდა. ა------------------ი მას ემუქრებოდა ასევე ყელის გამოჭრით.

 

პროკურორის მიერ გამოქვეყნებულ, გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაზე მოწმემ განმარტა, რომ არის სიმართლე. ჩვენების თანახმად - ,,2--- წლის 1- აგვისტოს (დაახლოებით 1---- საათზე), იყო სახლში დედასთან ერთად. სახლის ფანჯრიდან დაინახა, რომ მასთან მივიდა ა------------------ი, რომელიც ავიდა მასთან სახლში, უკაკუნებდა კარზე და ითხოვდა ბავშვების ჩვენებას. ს------------------- არ გაუღო კარი, როცა დაემუქრა, რომ დარეკავდა პოლიციაში. ა------------------ი გაიქცა“. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ა------------------ი მხოლოდ იმიზეზებს ბავშვების ნახვას და სინამდვილეში მასთან საჩხუბრად მიდის. 2--- წლის 0- აგვისტოს პოლიციაში თავად დარეკა, რადგან როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, გააფრთხილეს, რომ თუ ა----- კვლავ მივიდოდა მასთან დაერეკა პოლიციაში. 2--- წლის 1- აგვისტოს ფაქტს შეესწრო მისი მეზობლის რძალი და დედა, ასევე ეზოში ისხდნენ სხვა მეზობლებიც. მოწმის განმარტებით, ხსენებულ დღეს ა------------------მა მას მიუტანა პროდუქტები, რომელიც შემდეგ დატოვა მეზობელთან. მოწმის განმარტებით, პროდუქტების მიტანა და სახლში მისვლა თავად არ უთხოვია, ის ზოგადად ა------------------ს არ სთხოვს ბავშვების რჩენას ან პროდუქტების მიტანას. მოწმემ განმარტა, რომ ა------------------მა იცოდა მისი ფაქტობრივი (დედის საცხოვრებელ სახლში, სოფელ ბ---------ში, კ----–------- N---ში ) საცხოვრებელი მისამართი, რადგან ხშირად მიდიოდა მასთან სახლში.

 

2.3. საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას ბრალდებულის და მისი დამცველი ადვოკატის მიერ გაცხადდა, რომ ა------------------ი ბრალდებას შემაკავებელი ორდერის დარღვევის ნაწილში აღიარებდა და ამ მოტივით მათ ამ ბრალდებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდების მხარესთან შეთანხმებით, გახადეს უდავოდ, თუმცა მოგვიანებით, ა------------------მა შეიცვალა პოზიცია და ბრალდება ამ ნაწილში აღარ აღიარა, მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა ბრალდების ამ ნაწილში უდავოდ გამხდარი მტკიცებულებათა გამოკვლევა აღარ გაგრძელებულა და სასამართლოს მიერ აღნიშნული მტკიცებულებები მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე (იხ. სხდომის ოქმი 2-.11.2---).

 

2.4. მხარეთა შეთახმებით უდავოდ დამტკიცებული მტკიცებულების, მოწმე გ---–---------------- გამოკითხვის ოქმის მიხედვით დადგენილია, რომ იგი არის დაზარალებულის ს-----------------ს დედა და ცხოვრობს შვილთან და მის ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. 2--- წლის 3 აგვისტოს ა------------------ის მიმართ გამოწერილ იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზე ა----- აეკრძალა მათ სახლში მისვლა და სახლის ტერიტორიაზე მიახლოება და მის შვილთან ს-----------------სთან კონტაქტი, ამ ორდერის პირობები იმ დღესვე დაარღვია ასადმა. ამ დღის შემდეგ კიდევ ორჯერ იყო მისული მათ საცხოვრებელ სახლში. 2--- წლის 1- აგვისტოს შუადღის საათებში ა------------------ი შემაკავებელი ორდერის მიუხედავად, კვლავ მივიდა მათ საცხოვრებელ სახლში, სახლის სამზარეულოს ოთახის ფანჯრიდან დაინახა როგორ შემოვიდა ჭიშკარში და მიადგა სამზარეულოს კარებს, მან და ს------- ჩაკეტეს სამზარეულოს კარები, ვინაიდან არ სურდათ ა------------------ი შესულიყო მათ სახლში, ა----- მიუახლოვდა ოთახის კარებს და დაიწყო კარებზე ბრახუნი და ამბობდა, რომ სურდა სახლში შესვლა და ბავშვების ნახვა, თუმცა შიგნით ვერ შევიდა, რადგან კარები იყო დაკეტილი. როდესაც ს------- უთხრა ა-----, რომ რეკავდა პოლიციაში, მან იმ წუთასვე დატოვა საცხოვრებელი სახლის ტერიტორია და გაიქცა. მოწმის განმარტებით ს----------------- ხშირად განიცდის ა---------------------- ფსიქოლოგიურ ზეწოლას რაც უკვე აუტანელი ხდება.

 

2.4. მხარეთა შეთახმებით უდავოდ დამტკიცებული მტკიცებულების, მოწმე რ------–----–----ს გამოკითხვის ოქმის მიხედვით იგი ცხოვრობს გარდაბნის რაიონის სოფელ ბ---------ში ს-----------------ს მეზობლად, 2--- წლის 1- აგვისტოს დაახლოებით 12.00 საათისთვის, მან გადაწყვიტა ს-----------------ს მონახულება, რა დროსაც შევიდა ს------ს საცხოვრებელი სახლის ჭიშკარში, რა დროსაც დაინახა, რომ ს------ს ყოფილი მეუღლე ა------------------ი იყო მისული მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში და აბრახუნებდა ხელებს კარებზე და ითხოვდა ბავშვების ნახვას და შიგნით შესვლას. მოწმის განმარტებით, მას გაუკვირდა ა------------------ის იქ ყოფნა, რადგან იცოდა, რომ აგვისტოს თვეში მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით, მას ს------ს საცხოვრებელ სახლთან მისვლა ჰქონდა აკრძალული. ს------ს კარები შიგნიდან ჰქონდა ჩაკეტილი და ა------------------მა სახლში შესვლა ვერ შეძლო, ის იყო აგრესიული, დაჟინებით მოითხოვდა ბავშვების ჩვენებას, ამ დროს ს------- შიგნიდან გამოსძახა, რომ გამოიძახებდა პოლიციას, რა დროსაც ა------------------მა სწარაფად დატოვა ს------ს საცხოვრებელი სახლის ტერიტორია და მალევე გავიდა ჭიშკრიდან უცნობი მიმართულებით.

 

2.5 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ს----------------------ა, რომელმაც განმარტა, რომ 2--- წლის 0- აგვისტოს, ა------------------ი მივიდა სახლში ნასვამი, რომელიც ამტვრევდა სახლში ყველაფერს და ყვიროდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. თავად ს----------------------ა ეჩხუბებოდა და ეუბნებოდა რატომ ამტვრევდა სახლში ნივთებს. მოწმემ განმარტა, რომ მისი სახლი იყო დამწვარი და გაფუჭებული ჰქონდა ყველაფერი, გარკვეული ნივთები (საბანი და ლეიბი) ნათხოვარი ჰქონდა მეზობლისგან. ს----------------------ა ეჩხუბებოდა თავის შვილს, რომ წასულიყო თავის მეუღლესთან, მასთან ერთად ეცხოვრა და ერჩინა თავისი ოჯახი. თვითონ მოხუცი ქალი იყო და ვერ შეინახავდა, ვერ არჩენდა მას. თავისი პენსიის ნახევარს იხდიდა მედიკამენტებში, მეორე ნახევრით კი ინახავდა თავს. ს----------------------ამ ჩხუბის დროს ხელი დაარტყა ა------------------ს, თავად ა------------------ს ხელი არ დაურტყამს, არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, აყენებდა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას. პროკურორის მიერ გამოქვეყნებულ, გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაზე, მოწმემ განმარტა, რომ ყველაფერი სიმართლეა, თუმცა ა------------------ს მისთვის ხელი არ დაურტყამს, აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია, დაამტვრია მხოლოდ ნივთები და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოწმეს ზუსტად არ ახსოვს რატომ თქვა პოლიციის განყოფილებაში, რომ მას ხელი დაარტყა ა------------------მა, რადგან მომხდარის გამო იყო განერვიულებული, წაუვიდა გული. პოლიციის განყოფილებაში, მიცემული ჩვენება უთარგმნა აზერბაიჯანული ენის თარჯიმანმა.

 

მოწმემ განმარტა, რომ პრეტენზია ა------------------ის მიმართ არ გაჩნია, უბრალოდ არ უნდა, რომ მასთან ცხოვრობდეს, რადგან სვამს, არ მუშაობს და არ მიაქვს ფული სახლში.

 

2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის-ინსპექტორ გამომძიებელი ნ---------–---–-, რომელმაც განმარტა, რომ 2--- წლის 0- აგვისტოს, გარდაბნის რაიონულ განყოფილებაში მიიღეს ს------------------------ განცხადება შვილის მხრიდან შესაძლო ძალადობის განხორციელების ფაქტზე და დაიწყო გამოძიება, მის მიერ გამოკითხულ იქნა ს----------------------ა. დანიშნულ იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, ჩატარებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ს----------------------ამ და თავად მიუთითა ის ადგილები, თუ სად მოხდა მის მიმართ შვილის მიერ ფიზიკური ძალადობის განხორციელება. გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მას თავის შვილმა ა------------------მა, საღამოს საათებში მარჯვენა ხელი დაარტყა მარცხენა მხარზე, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.7. გამომძიებლის ნ---------–---–-ს მიერ დაზარალებულის ს------------------------ მონაწილეობით ჩატარებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით 2--- წლის 3 აგვისტოს 20--- წუთიდან 2---5 წუთამდე პერიოდში ს------------------------ საცხოვრებელ ბინაში, თარჯიმნის, გამომძიებლის და თავად ს------------------------ მონაწილეობით, ს------------------------ ჩვენების დადასტურების მიზნით. საცხოვრებელ სახლში მისვლისას აღწერილია საცხოვრებელი სახლი და მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის ეზოში მდგარი დამხმარე სათავსო (საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მოხსენიებულია როგორც ,,ნავესი“), სადაც მოთავსებულია მაგიდა, მაგიდაზე გადაფარებულია დაზიანებული ცელოფნის პარკი, ხოლო მეორე გადასაფარებელი გდია დაბლა. მოასფალტებულ იატაკზე უსწორმასწოროდ ყრია ლუდის რამდენიმე ბოთლი და მაგიდიდან ნახევარი მეტრის მოშორებით გდია ტკბილეულის ვაზა, გარშემო მისი მონატეხებით, კედლის მხარეს იატაკზე გატეხილი თეთრი ფერის თეფშის ფრაგმენტებია უსწორმასწოროდ მოყრილი. გარდა ნამტვრევებისა დაბლა მიმოფანტულია ,,ჩიფსის“ პარკები. ს----------------------ამ მიუთითა მაგიდა, სადაც მისი გადმოცემით იჯდა მისი შვილი და ადგილი, სადაც მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა - კერძოდ მიუთითა დამხმარე სათავსოს კედლის მხარე. საგამოძიებო ექსპერიმენტს ესწრებოდა გარდაბნის შსს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტ კრიმინალისტები, გადაღებულ იქნა 23 ფოტოსურათი.

 

2.8. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2--- წლის 3 აგვისტოს N0----- შემაკავებელი ორდერის მიხედვით - შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეკტორ-გამომძიებელ ნ---------–---–-ს მიერ ოჯახური ძალადობის ფაქტზე 2--- წლის 0- აგვისტოს გარდაბნის რაიონის სოფ. ნ-------–--ში მცხოვრებ ს------ ასკეროვას განცხადების საფუძველზე, (არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ა------------------მა მასზე განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა) 30 დღის ვადით მოძალადე ა------------------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი.

 

ორდერის მიხედვით ძალადობის ფორმაა ფსიქოლოგიური.

 

ორდერის მიხედვით მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის, მის სამსახურისა და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოც.ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

2.9. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2--- წლის 2- აგვისტოს N-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით გარეგანი დათვალიერებით ს------------------------ სხეულზე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

2.10. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდებული ა------------------ი, რომელმაც მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება კატეგორიულად უარყო და განმარტა, რომ 2--- წლის 0- აგვისტოს, ა------------------ი სამსახურიდან თანამშრომელთან ერთად ბრუნდებოდა სახლში, (იგი წითელ ხიდთან ახლოს მუშაობს). რომელთანაც ბრალდებულს სამსახურის პროგრამა უნდა განეხილა, მან მაღაზიაში შეიძინა ლუდი და მივიდნენ სახლში, სახლში შესვლამდე ბრალდებულს დედამ უთხრა, რომ არავინ მიეყვანა სახლში, რაზეც პასუხად ბრალდებულმა მას აუხსნა, რომ ის მისი თანამშრომელი და კარგი ადამიანი იყო და მისი მოსვლით არაფერი დაშავდებოდა, ასევე სთხოვა დედას, რომ იგი არ შეერცხვინა მეგობართან და დედის საქციელის გამო გაბრაზდა, მაგიდაზე დადებულ ჭურჭელს ხელი ჰკრა და ძირს დაყარა და წიხლი ჰკრა სკამს, რომელზეც თავად იჯდა, გავიდა სახლიდან და უკან სამუშაოზე (წითელ ხიდზე) დაბრუნდა. მას სახლში სხვა არაფერი დაუზიანებია. 2--- წლის 1- აგვისტოს, იგი სამსახურში იმყოფებოდა, შემდეგ ბაზარში შეიარა. იმ დღეს მისი შვილის დაბადების დღე იყო, რის გამოც მან შვილებს ტანსაცმელი, ხილი და პროდუქტი უყიდა და აღნიშნული მეზობელთან, დატოვა შვილებისთვის გადასაცემად და უკან სამსახურში მობრუნდა. მეზობლის სახლიდან დაახლებით 500-600 მეტრის მოშორებით გაჩერებასთან პოლიციელებმა გააჩერეს და იქვე დააკავეს. ბრალდებულის განმარტებით მას არ დაურღვევია შემაკავებელი ორდერის პირობები.

 

2.11. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.13. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, ობიექტური ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

2.14. სასამართლომ შეაფასა რა ბრალდებულის მიერ მის ჩვენებაში აღნიშნული გარემოებები, შეადარა რა ისინი მოწმეთა ჩვენებებს, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ ბრალდებულის ჩვენება არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივია და გამიზნულია პასუხისმგებლობის არიდებისკენ. მის მიერ მითითებული გარემოებები, ვერ აქარწყლებენ სხვა მოწმეთა ჩვენებებსა და წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ფაქტებს და გარემოებებს. შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის მოსაზრებებს მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით და დადგენილად მიიჩნევს, რომ 2--- წლის 1- აგვისტოს, მის მიერ დარღვეულ იქნა მის მიმართ 2--- წლის 3 აგვისტოს გამოწერილი შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით მას აკრძალული ჰქონდა ს-----------------ს საცხოვრებელ სახლთან მიახლოება. გარდა ს-----------------ს და გ---–---------------- ჩვენებისა, აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია ასევე ობიექტური და გარეშე პირის, მეზობლის რ-------–----–----- ჩვენებით. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ იგი პოლიციამ ს-----------------ს სახლის სიახლოვეს დააკავა, მაშინ, როდესაც მან პოლიციის შიშით დატოვა ს-----------------ს სახლი. ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც თავად მიუთითებს, არ არის გამყარებული საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ბრალდებული არ მისულა დაზარალებულის სახლთან და იგი იმყოფებოდა მხოლოდ მეზობელთან რომელსაც დაუტოვა გადასაცემი ნივთები, არ არის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ის პირი, ვისთანაც შეიძლება ჰქონდა კონტაქტი. ს-----------------მ მართალია დაადასტურა ა------------------ის მიერ გზავნილი დატოვების ფაქტი, მაგრამ ეს შეიძლება მას შემდეგ განახორციელა ა------------------მა რაც დატოვა ს-----------------ს საცხოვრებელი სახლი, ისე, რომ ვერ შეძლო მასში შესვლა.

2.15. რაც შეეხება ს------------------------ მიმართ განხორციელებულ ძალადობის ბრალდებას, სასამართლო ამ ნაწილში განმარტავს, რომ ვერც ამ ბრალდებასთან დაკავშირებით გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გამოძიება ს------------------------ მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, დაიწყო თავად ს------------------------ განცხადების საფუძველზე, იგი თავად გამოცხადდა პოლიციის ორგანოში და თავად განაცხადა მომხდარის შესახებ. მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია აისახა შესაბამის გამოკითხვის ოქმში, მისი გამოკითხვა მიმდინარეობდა თარჯიმნის მეშვეობით, მისთვის ის ინფორმაცია, რაც დაფიქსირდა გამოკითხვის ოქმში, ნათარგმნი იქნა მისთვის გასაგებ ენაზე და დამოწმებულ იქნა თავისივე ხელმოწერით, უშუალოდ მან მიიღო მონაწილეობა გამომძიებლის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში და თავად მიუთითა გამომძიებელს იმ ადგილის შესახებ, სადაც მის მიმართ განხორციელდა ძალადობა. მათ შორის კონფლიქტის არსებობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ შემთხვევის ადგილზე მიმოფანტული იყო დამტვრეული ჭურჭელი და არეული იყო გარემო. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ 3 აგვისტოს გამოიცა ა------------------ის მიმართ ს-----------------ს დაცვის მიზნით შემაკავებელი ორდერიც.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ამ გამოკითხვის ოქმის შინაარსის სისწორე, ხელმოწერის ნამდვილობა, გარდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა, დაადასტურა. ეს გარემოება შეიძლება აიხსნას ბევრი ფაქტორით, რომელიც განაპირობებს მის ასეთ გადაწყვეტილებას. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, მოძალადისგან მომდინარე შურისძიების მოტივის შიში დაზარალებულში. ძალიან ხშირად მოძალადე ბრალდებულები დაზარალებულს ადანაშაულებენ და საყვედურობენ პოლიციისთვის მიმართვის გამო. მეორე - პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია ისეთი ფაქტორით, როგორიც არის სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობა, განსაკუთრებით დედაშვილური ურთიერთობის დროს ვლინდება ეს ფაქტორი, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე.

 

2.16. სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ვინაიდან დაზარალებულს არ აღენიშნება ფიზიკური დაზიანების ნიშნები და იგი არ აძლევს ჩვენებას განცდილი ფიზიკური ტკივილის შესახებ, არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შემადგენლობა.

 

2.1-. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის დისპოზიციის შესაბამისად, ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს არ წარმოადგენს დაზარალებულის ფიზიკური დაზიანებების არსებობა, სწორედ ეს განასხვავებს მას სისხლის სამართლის კოდექსის სხვა (მაგ: 11--ე, 11--ე და 120-ე) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებისგან. ფიზიკური ტკივილის განცდა ინდივიდუალური შეგრძნებაა და თითოეული ადამიანი მას აღიქვამს მისი ემოციების, მგრძნობელობის თუ ანატომიური აგებულების შესაბამისად. პირის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), მაგრამ შეიძლება არც გამოიწვიოს ასეთი შედეგი და მხოლოდ ფიზიკურ ტკივილში ან ცოტა ხნით შეუძლოდ ყოფნაში გამოიხატოს.

 

2.1-. თუ ძალადობის შედეგად დაზარალებულის სხეულზე დარჩა დაზიანებები, ისინი უნდა შეფასდეს სიმძიმის ხარისხის ზოგადი წესების შესაბამისად. სხეულის დაზიანების სიმძიმის განსაზღვრის წესების თანახმად, თუ ძალადობის შედეგად, სხეულზე დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ რჩება, მაშინ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი თავის დასკვნაში აღნიშნავს დაზარალებულის ჩივილებს, მიუთითებს, რომ ობიექტური ნიშნები აღმოჩენილი არ არის და სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხს არ განსაზღვრავს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენა და ფიზიკური ტკივილის განცდის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა.

 

2.19. სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ ფიზიკური ტკივილის სუბიექტური აღქმა არ შეიძლება იყოს დანაშაულებრივი ქმედების განმსაზღვრელი (მაგალითად: 10-12 თვის ბავშვის (ან იმ ბავშვის მიმართ, რომელსაც ასაკიდან გამომდინარე ჯერ არ შეუძლია საუბარი) მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა არის თუ არა ფიზიკური ტკივილის გამომწვევი, სასამართლოს აზრით, უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენა ნებისმიერ შემთხვევაში ობიექტურად შეუძლებელია რამეთუ ამ ასაკის ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ვერბალურად ვერ გამოთქვამს ემოციებსა და გრძნობებს). ის ფაქტი, რომ ს----------------------ამ შვილის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი, მან დააფიქსირა გამომძიებელთან როგორც გამოკითხვის დროს, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს და თავად მიუთითა ის ადგილი, სადაც მის მიმართ განხორციელდა ძალადობა.

2.20. დაზარალებულის ს------------------------ პოზიციის მიუხედავად, 2--- წლის 3 აგვისტოს განვითარებული მოვლენების ლოგიკური ანალიზისა და მოწმეთა ჩვენებების, შემაკავებელი ორდერის, ს------------------------ განცხადებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ს------------------------ მიმართ შვილის ა------------------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის რეალურობა. სწორედ მის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ და შექმნილმა სიტუაციამ აიძულა ს----------------------ა დახმარებისთვის დაერეკა 112-ში და ეთხოვა თავდაცვის მიზნით დახმარება.

ამდენად, მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის ა------------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებულ ქმედებებში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 11--ე, 11--ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული და განგრძობადი ხასიათი და აღნიშნული სპეციფიური დანაშაულია რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის(ების) მიმართ. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორცილებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა და იძულება .

„ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლებრივი რეგულირების საკითხი დღის წესრიგში დადგება თუ ოჯახის წევრებს შორის განხორციელებული ძალადობა შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. “ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი წარმოადგენს ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლებრივ რეგულაციას, რომლის თანახმად, ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაფუძნება დაკავშირებულია შემდეგ ქმედებასთან და მის შედეგთან: „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოყოლია ჯანმრთელობის თუნდაც მსუბუქი დაზიანება.“

 

ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომლიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ქმედების სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

 

აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული.

 

შესაბამისად მსხვერპლიც უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემდეგ ალტერნატიულ ქმედებებში - ძალადობა, სისტემატურ შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება; მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 11--ე, 11--ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, თუმცა უფრო გავრცელებულია მისი ჩადენა შურისძიების, ეჭვიანობის, სიძულვილის მოტივით და სამაგიეროს მიზღვის ან პირის დამორჩილების მიზნით.

 

ბრალის ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული (როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი განზრახვით).

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგინდა, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ ნ-------–--ში მცხოვრები ა------------------ი არის რა ალკოჰოლური სასმელის ხშირი მომხმარებელი, მან 2--- წლის 0- აგვისტოს, დღის განმავლობაში ჭარბად მიიღო ალკოჰოლური სასმელი. მთვრალ მდგომარეობაში საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით შეეკამათა დედას, ს------------------------ რა დროსაც მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ძლიერად დაარტყა ხელის მარცხენა მხარში, რის შედეგადაც ს----------------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლს იგი პასუხისმგებლობას აწესებს ისეთი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. აღნიშნული ნორმით დაცულია ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა, ამასთან პასუხისმგებლობის საფუძველია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 111 მუხლით პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, კერძოდ: ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 11--ე, 11--ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 1-1-ე, 1-7-ე, 253-ე−2551, 3811 და3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 11--ე, 11--ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, 144 1−144 3 და 151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით და 381 1 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიება.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგინდა, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ ბ---------ში მცხოვრები ს----------------- 2014 წლის 1- ნ-----------ნ იმყოფებოდა ქორწინებაში ა------------------თნ. ვინაიდან სხვადასხვა მიზეზით მათ შორის ხშირი იყო კონფლიქტი, 201- წლის 2- ი----ს ისინი განქორწინდნენ. აღნიშნულის შემდგომ, ა------------------ს ყოფილ მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი შვილების ნახვასთან დაკავშირებით, რის გამოც 2--- წლის 0- აგვისტოს ა------------------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი N0-----, როგორც მოძალადის მიმართ, რითაც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება. 2--- წლის 1- აგვისტოს, დაახლოებით 1---- საათზე ა------------------ი მივიდა გარდაბნის რაიონის სოფელ ბ---------ში მდებარე ს-----------------ს დედის, გ---–---------------- საცხოვრებელ ბინაში, სადაც ფაქტიურად ცხოვრობდა ს----------------- და მოითხოვდა მისგან შვილების ნახვის მოტივით სახლში შეშვებას, რითაც მან დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის ა------------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

ბრალდებულის ა------------------ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ა------------------ის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მის მიერ საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ.

 

5.სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 11--ე, 11--ე ან 120- მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 111 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი ა------------------ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, ვინაიდან მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) 45-ე მუხლის მიხედვით მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთასაც.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის ა------------------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ა------------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ა------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 2-1-2-4-ე, 2-7-ე, 2-9-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ა------------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ა------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2--- წლის 1- აგვისტოდან.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი