განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002135950
საქმე №1/ბ-1056-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ------------–---–ის,ადვოკატ: ვ------------–-----ის,მსჯავრდებულ: გ-------------–---–ის,მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ-------------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ე------------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის: ქ------–--–------------------------------–---------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–--–------–------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლი პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: 2017 წლის 7 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ------–--------–------------------------- კორპუსებს შორის არსებულ საცხოვრებელ სახლის მე-2 სართულზე, გ-------------–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს-----–----------–---–ს, მისი არასრულწლოვანი დის ა---------–---–ის თანდასწრებით. კერძოდ, ორივე ხელი მოუჭირა ყელის არეში და ხელი გაარტყა სახეში, რა დროსაც ს-----–----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 12 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ------–--------–------------------------- კორპუსებს შორის არსებულ საცხოვრებელ სახლის მე-2 სართულზე, გ-------------–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს-----–----------–---–ს. კერძოდ, ორივე ხელი მოუჭირა ყელის არეში, რა დროსაც ს-----–----------–---–მა შეძლო გ-------------–---–ის მოგერიება, რის შედეგად გ-------------–---–მა ორივე ხელი სხეულის სხვადასხვა მიდამოში დაარტყა ს-----–----------–---–ს. დარტყმის შედეგად წაქცეულ დაზარალებულს გ-------------–---–მა ფეხი დაარტყა ტანის არეში. ძალადობრივი ქმედების შედეგად ს-----–----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 12 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ------–--–------–------------------------- კორპუსებს შორის არსებულ საცხოვრებელ სახლის მე-2 სართულზე, გ-------------–---–ი ს-----–----------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით გ-------------–---–ი გამართლდა საქართველოს 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
გ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლი პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ-------------–---–ს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან მოუხდელი ნაწილი - 6(ექვსი) თვე და საბოლოოდ, გ-------------–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით;
გ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 14 სექტემბრიდან.
გ-------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით.
აგრეთვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ-------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე------------------–---–მა რომლებმაც, მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის განაჩენის გაუქმება და გ-------------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგომა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა გ-------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ------------–-----ემ დაზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვეს სასჯელის შემსუბუქება. ამასთან, მსჯავრდებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ორი ეპიზოდი.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ-------------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ-------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული, გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთბლიობით, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თვითმხილველი მოწმის ა---------–---–ის ჩვენებითა და უდავოდ გამხდარი ჯუნა ქოქიაშვილის გამოკითხვის ოქმით, ასევე შემთხვევის ადილის დათვალიერების ოქმითა და მოწმეთა, გ-----------–---–----------------------------------------------------------–-–---–--------------------–---–-------–-----------------–---–---------------–----–---–-------------------------------------------------------–---–-- ჩვენებებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ს-----–----------–---–მა ისარგებლა კანონით და სასამართლოს არ მისცა მეუღლის საწინააღმდეგო ჩვენება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა და გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ------------–-----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე (მიუხედავად იმისა, რომ გ-------------–---–მა სააპელაციო პალატის სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილი ბრალდების ორ ეპიზოდში), პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რომ იგი არის წარსულში ნასამართლევი, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებები მას არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ-------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ-------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
გ-------------–---–ი გამართლდეს საქართველოს 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
გ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლი პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ-------------–---–ს სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან მოუხდელი ნაწილი - 6(ექვსი) თვე და საბოლოოდ, გ-------------–---–ს სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
გ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 14 სექტემბრიდან.
გ-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი დანა და დაზიანებული საკეტის ჩარჩო, განადგურდეს, ხოლო ერთი ცალი ლაზერული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი