განაჩენი

სისხლის სამართლის 27.03.2020
საქმის ნომერი
210100120003532186
თარიღი
27.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100120003532186

saqme #1/51-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 მარტი, 2020 წელი ქ . სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე პაატა ნოზაძემ

ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ _ გ---- ჯ-------–---–--

ბრალდებულ _ მ-–--– ჯ-----–---–--

ადვოკატ -გ------- ზ-----–-–---–--

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №------------

 

მ-–--– ჯ-----–---–-- მიმართ

მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი - 4----------

დაბადებული - 1-.0-.1--- წელი

განათლება - ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა - დაქორწინებული

ნასამართლობა - ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ს--------- რაიონი, სოფელი ს-------

ფაქტობრივად მცხოვრები: ს--------- რაიონი, სოფელი ს-------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ მ-–--– ჯ-----–---–-- ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2020 წლის 12 თებერვალს გაცემული №026707 შემაკავებელი ორდერის შესაბამისად, მ-–--– ჯ-----–---–- 30 დღის განმავლობაში აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი, მისი მეუღლე - მ--- ჯანგველაძე ცხოვრობს, ასევე, აეკრძალა მეუღლესთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მ--- ჯანგველაძე იმყოფება. ასევე, აეკრძალა მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, 2020 წლის 14 თებერვალს, ღამის საათებში, დაახლოებით 00:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ-–--– ჯ-----–---–- იმყოფებოდა სიღნაღის რაიონის სოფელ ს-------ში მდებარე მ--- ჯ------–---- სახლში, რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, მეუღლესთან დაამყარა კომუნიკაცია და მიყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

ესე იგი, მ-–--– ჯ-----–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა მ-–--– ჯ-----–---–-- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა მ-–--– ჯ-----–---–-- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.

 

2020 წლის 25 მარტს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ მ-–--– ჯ-----–---–-- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ-–--– ჯ-----–---–-- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ-–--– ჯ-----–---–-- ბრალეულობა, კერძოდ:

 

შეტყობინება №392969 დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით, მოწმეების - ვ----– ჯ--–--–---–--, ლ----- ო----–---–--, დ----- ჩ------–---–--- და მ--- ჯ------–---- გამოკითხვის ოქმები, ალკოტესტით შემოწმების ქვითარი, 2020 წლის 12 თებერვალს გაცემული №02670- შემაკავებელი ორდერით, მ-–--– ჯ-----–---–-- დაკავების ოქმი, მ-–--– ჯ-----–---–-- მოწმისა და ბრალდებულის სახით გამოკითხვისას მიცემული ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ მ-–--– ჯ-----–---–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთ შეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ მ-–--– ჯ-----–---–-- ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ მ-–--– ჯ-----–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მ-–--– ჯ-----–---–-- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო, რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია ასევე, ბრალდებულს აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, არის დასაქმებული და ფიზიკური შრომით არჩენდა ოჯახს.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-–--– ჯ-----–---–-- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ-–--– ჯ-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.

 

2. გაუქმდეს მ-–--– ჯ-----–---–-- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 თებერვლის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება -პატიმრობა.

 

3. მ-–--– ჯ-----–---–- დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

4. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ-–--– ჯ-----–---–- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 14 თებერვლიდან 2020 წლის 27 მარტის ჩათვლით.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ მ-–--– ჯ-----–---–-- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშე, მსჯავრდებულს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

6. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა მ-–--– ჯ-----–---–-- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: პაატა ნოზაძე