განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003006081
საქმე №1ბ/93-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი - გ------- ჩუბინიძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- ქ-----–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - გ------- გ--–----–---–ი, პირადი №0----------, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, მცხოვრები თბილისში, ლ--–-----------–-------------------–---------------------------ში;
ადვოკატი - ნ------- ძ---–---;
წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია:
1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი - საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე თბილისში, ლ--–-----------–-------------------–---------------------------ში გ------- გ--–----–---–ი ბებიას - ნ-----–- გ--–----–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით - კერძოდ, დაემუქრა, რომ სახლში აღარ დახვედროდა, თორემ მოკლავდა. დაზარალებულ ნ-----–- გ--–----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
გ------- გ--–----–---–მა უკანონოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თბილისში, ლ--–-----------–-------------------–---------------------------ში, უკანონოდ ინახავდა საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ გამოსაყენებლად ვარგის, ქარხნული წესით დამზადებულ ხუთ ცალ 9 მმ კალიბრის ვაზნას, განკუთვნილს „მაკაროვისა“ და „სტეჩკინის“ კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისთვის, რაც ამოღებულ იქნა 2019 წლის 12 აპრილს გ------- გ--–----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
2. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე თბილისში, ლ--–-----------–-------------------–---------------------------ში გ------- გ--–----–---–ი ბებიას - ნ-----–- გ--–----–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად ვერ დადგინდა, რომ გ------- გ--–----–---–მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა საბრძოლო მასალას.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენით:
გ------- გ--–----–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ------- გ--–----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1 500 ლარის ოდენობით და გ------- გ--–----–---–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გ------- გ--–----–---–ს პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის მოხდის ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ-------- ტ----–--ემ და ითხოვა მისი შეცვლა.
4. მხარეთა პოზიციები:
აპელანტის პოზიციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენი არის ნაწილობრივ უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც იგი უნდა შეიცვალოს - გ------- გ--–----–---–ი დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაშიც. დაზარალებულმა ნ-----–- გ--–----–---–მა გამოძიების ეტაპზე განმარტა, რომ გ------- გ--–----–---–ი ვაზნებს ინახავდა თბილისში, ლ--–-----------–-------------------–------------------------ში, თუმცა კონკრეტულად რა ადგილას, არ იცოდა. სასამართლოში ჩვენების მიცემისას კი მიუთითა, რომ თვითონ დადო ფანჯრის რაფაზე ზემოაღნიშნული ვაზნები. სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაზარალებული ნერვიულობდა, აშკარად ემჩნეოდა, რომ სუბიექტურად იყო განწყობილი და არ სურდა, შვილიშვილი ემხილებინა დანშაულში. სასამართლომ კი გაიზიარა ბრალდებულის ჩვენება, რომლის თანახმად მან თითქოს არაფერი იცოდა ვაზნების შესახებ. ბრალდების მხარე თვლის, რომ გ------- გ--–----–---–ის ჩვენება არ არის დამაჯერებელი, ვინაიდან სახლში ცხოვრობდნენ მხოლოდ ის და დაზარალებული, ზემოაღნიშნული ვაზნებით კი თამაშობდნენ ხოლმე მსჯავრდებულის შვილები. ამიტომ გამორიცხულია, რომ მას არ სცოდნოდა ვაზნების შესახებ. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სახაზო საპატრულო სამმართველოს სამგორის მე-4 ოცეულის პატრულ-ინსპექტორის გ---- ბ-----ის განმარტებაც, რომლის თანახმადაც 2019 წლის 10 აპრილს ნ-----–- გ--–----–---–მა მასთან საუბრისას დაადასტურა გ------- გ--–----–---–ის მიერ სახლში ვაზნების შენახვის ფაქტი, რაც კიდევ უფრო უძლიერებდა შვილიშვილის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის შიშს.
დაცვის მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან არის კანონიერი და დასაბუთებული.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება, §43).). ამდენად, სააპელაციო პალატა ქვემოთ შეაფასებს სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
5. მტკიცებულებების ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
ამდენად, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს მტკიცებულებების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს, რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.
საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა და შენახვა
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა გ------- გ--–----–---–ის მიერ საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენისა და შენახვის ფაქტი შემდეგ გარემოებათა გამო:
ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 12 აპრილს, 22:20-23:10 საათებს შორის შუალედში თბილისში, ლ--–-----------–--------------------–-----------------------------ში - გ------- გ--–----–---–ის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამზარეულოს ოთახში ფანჯრის რაფაზე მდგარი თეთრი ფერის პლასტმასის მცირე ზომის თავსახურიანი ,,ვედროდან” ამოღებულ იქნა 5 ცალი ვაზნა.
მოწმე კ--- ბ----–---–მა (გამოძიებელი) დაადასტურა მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე/კანონთან შესაბამისობა და განმარტა, რომ 2019 წლის 12 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ექსპერტებთან და პოლიციელებთან ერთად ჩაატარა გ------- გ--–----–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც სამზარეულოში, ფანჯრის რაფაზე არსებულ მოთეთრო ფერის პლასტმასის ,,ვედროში“,ნანახი და ამოღებული იქნა 5 ცალი ვაზნა. ნ-----–- გ--–----–---–მა განმარტა, რომ ამოღებული ნივთები ეკუთვნოდა მის შვილიშვილს ჰქონდა.
გ------- გ--–----–---–ის ბინის ჩხრეკასთან დაკავშირებით იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე კ---- გ------–-–---–მა (გამომძიებელი).
დაზარალებულმა ნ-----–- გ--–----–---–მა განმარტა, რომ ვაზნები, რომლებიც პოლიციამ მის საცხოვრებელ სახლში ფანჯრის რაფაზე ნახა, ეკუთვნოდა მის გარდაცვლილ შვილს, ეწყო ყუთში, რომელშიც ,,შურუპები“ ეყარა. ამ ყუთს შვილის სახელზე ინახავს. ბავშვებმა გადმოაპირქვავეს და თამაშობდნენ ხოლმე. შემდეგ შეეშინდა, არ გადაეყლაპათ და ისევ უკან ჩაყარა. მისმა შვილიშვილმა გ-------მ არ იცოდა მათ შესახებ და არც ჰქონია შეხება მათთან. დაზარალებულმა უარყო გამოძიების ეტაპზე მისი გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია, რომ შვილიშვილის მხრიდან მოკვლის მუქარის შიშს უძლიერებდა ის, რომ იგი სახლში ვაზნებს ინახავდა. ჩვენებას ისე მოაწერა ხელი, რომ არ წაუკითხავს.
მოწმე ს--–---- თ---–--–---–მა (გამოძიებელი) დაადასტურა მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე/კანონთან შესაბამისობა და განმარტა, რომ 2019 წლის 10 აპრილს გამოკითხა დაზარალებული ნ-----–- გ--–----–---–ი, რომელმაც განუცხადა, რომ მისი შვილიშვილი - გ------- გ--–----–---–ი სახლში საბრძოლო მასალას - ვაზნებს ინახავდა.
საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი - გ------- ხ-------–--ის პატაკი და მისი გამოკითხვის ოქმი, გ---- ბ-----ის და ნ-----–---- ტ--------ის გამოკითხვის ოქმები, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპერტის №4-- დასკვნა, ასევე ნივთიერი მტკიცებულება - ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტყვიები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რისი გათვალისწინებით ისინი მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე და მათ პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭა.
გ------- ხ-------–--ის პატაკისა და მისი გამოკითხვის ოქმის თანახმად გ------- გ--–----–---–ი დაკავებამდე იმყოფებოდა ლილოს დასახლებაში, მე-2 კვარტლის მე-8 კორპუსის მიმდებარედ; მოწმე გ---- ბ-----ის გამოკითხვის ოქმის თანახმად 2019 წლის 10 აპრილს იგი მეწყვილესთან ერთად გავიდა მისამართზე ნ-----–- გ--–----–---–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. ნ-----–- გ--–----–---–მა საუბრისას განუმარტა, რომ შვილიშვილი გ------- გ--–----–---–ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. შიშს კი უმძაფრებდა ის, რომ შვილიშვილი სახლში ტყვიებს ინახავდა; მოწმე ნ-----–---- ტ--------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად 2019 წლის 12 აპრილს თანამშრომლებთან - კ--- ბ----–---–თან და კ---- გ------–-–---–თან ერთად თბილისში, ლილოს დასახლება, მე-2 კვარტალი, მე-9 კორპუსი, ბინა №44-ში ჩაატარა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც სამზარეულო ოთახში, ფანჯრის რაფაზე არსებული ღია ფერის მცირე ზომის ,,ვედროდან“ ამოღებულ იქნა 5 ცალი ვაზნა; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპერტის №4-- დასკვნის თანახმად, ამოღებული ხუთი ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული „მაკაროვის“ და „სტეჩკინის“ კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისთვის განკუთვნილი 9 მმ კალიბრის ვაზნები. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად;
სააპელაციო პალატა, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ ბინის ჩხრეკის ოქმითა (12.04.2019) და ჩხრეკაში მონაწილე პირების - კ--- ბ----–---–ის, კ---- გ------–-–---–ის, ნ-----–- გ--–----–---–ის ჩვენებებით, ასევე ნ-----–---- ტ--------ის გამოკითხვის ოქმით უტყუარად დასტურდება და არც სააპელაციო პალატა აყენებს ეჭვქვეშ იმ გარემოებას, რომ 2019 წლის 12 აპრილს თბილისში, ლ--–-----------–-------------------–---------------------------ში მდებარე გ------- გ--–----–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა 5 ვაზნა, რაც ბალისტიკური ექსპერტის №4-- დასკვნით მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. თუმცა, სააპელაციო პალატა თვლის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა, უტყუარად არ დასტურდება ის გარემოება, რომ ეს საბრძოლო მასალა სწორედ გ------- გ--–----–---–მა შეიძინა და ინახავდა.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მოწმეების განმარტებას, რომლის თანახმად, გ------- გ--–----–---–ის სახლში, გარდა თავად მსჯავრდებულისა, ცხოვრობდა მისი ბებია - ნ-----–- გ--–----–---–ი, ხოლო საბრძოლო მასალა ამოღებული იქნა სამზარეულოდან, რომელიც არ წარმოადგენს გ------- გ--–----–---–ის პრივატულ სივრცეს და არ ყოფილა მხოლოდ მსჯავრდებულის სარგებლობაში. ნ-----–- გ--–----–---–მა სასამართლოში დაკითხვისას ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ საბრძოლო მასალა მის გარდაცვლილ შვილს ეკუთვნოდა და მათთან გ------- გ--–----–---–ს შემხებლობა არ ჰქონია. თავად გ------- გ--–----–---–მა საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ ტყვიების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. საყურადღებოა, რომ ბრალდების მხარეს აღნიშნული პოზიციის უარყოფის თვალსაზრისით რაიმე საპირწონე არგუმენტი არ წარმოუდგენია. ამდენად, სააპელაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, უტყუარად დადგენილად მიიჩნიოს, რომ საბრძოლო მასალა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა სწორედ გ------- გ--–----–---–ი. ბრალდების მხარის მიერ საწინააღმდეგოს მტკიცება, თითქოს გამორიცხულია გ------- გ--–----–---–ს არ ჰქონოდა ინფორმაცია ვაზნების ადგილსამყოფელის შესახებ, დარჩა მხოლოდ ეჭვად და ვარაუდად, რომელიც ცალსახად უნდა გადაწყეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
სააპელაციო პალატა აპელანტის საკვანძო არგუმენტთან დაკავშირებით, რომ ნ-----–- გ--–----–---–მა გამოძიების ეტაპზე საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ამხილა გ------- გ--–----–---–ი, განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ შემთხვევაში იმ ვითარებაში, როდესაც დაზარალებულმა ნ-----–- გ--–----–---–მა სასამართლოს სხდომაზე ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია საბრძოლო მასალის გ------- გ--–----–---–ისთვის კუთვნილების შესახებ და ბრალდების მხარის მიერ კი არ ყოფილა წარმოდგენილი სხვა ისეთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ამ ინფორმაციის უტყუარობას, სააპელაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, გამოიყენოს დაზარალებულ ნ-----–- გ--–----–---–ის მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
რაც შეეხება მოწმე გ---- ბ-----ის გამოკითხვის ოქმს, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომელზეც აპელირებს ბრალდების მხარე, თითქოს ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იყოს შესაძლებელი გ------- გ--–----–---–ის მიერ საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ფაქტის უტყუარად დადგენა, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მოწმე არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე, მის მიერ მიცემული ინფორმაცია პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების (საბრძოლო მასალის შეძენისა და შენახვის ფაქტების შესახებ) მიმართ წარმოადგენს ირიბ ჩვენებას (ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის - ნ-----–- გ--–----–---–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელმაც თავის მხრივ არ დაადასტურა ეს ფაქტი). საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად კი ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2). აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება, დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნას პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).
ამდენად, სააპელაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, მოწმე გ---- ბ-----ის ირიბი ჩვენების საფუძველზე დაადგინოს გ------- გ--–----–---–ის მიერ საბრძოლო მასალის შეძენისა და შენახვის ფაქტი და, მით უფრო, საფუძვლად დაუდოს იგი გამამტყუნებელ განაჩენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურებულად ვერ მიიჩნევს გ------- გ--–----–---–ის მიერ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტს.
ოჯახის წევრის მიმართ მუქარა
როგორც აღინიშნა, მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ და მხოლოდ გ------- გ--–----–---–ის გამართლების ნაწილში. მუქარასთან დაკავშირებით გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ, მათ შორის ასევე - სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ამიტომ სააპელაციო პალატა ვრცლად არ მიმოიხილავს იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელზე დაყრდნობითაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გ------- გ--–----–---–ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
სააპელაციო პალატა სარწმუნოდ მიიჩნევს დაზარალებულ ნ-----–- გ--–----–---–ის გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც სრულ თანხვედრაშია დანაშაულის შესახებ შეტყობინებასთან, მოწმეების - ა--- ც------–---–ის, ს--–---- თ---–--–---–ისა და დ----- ქ-----–---–ის ჩვენებებთან და გ---- ბ-----ის გამოკითხვის ოქმთან. შესაბამისად, პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-----–- გ--–----–---–მა გ------- გ--–----–---–ის მუქარა აღიქვა რეალურად, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც მიმართა სამართალდამცავებს, დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. საყურადღებოა, რომ დაზარალებულს შიში კარგა ხანს არ განელებია, რადგან მოგვაინებით, მასთან მისულ დ----- ქ-----–---–ს სთხოვა მის მიერ ხელმოწერილი შვილიშვილის მამხილებელი დოკუმენტების განადგურება.
ამდენად, სააპელაციო პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2019 წლის 10 აპრილს გ------- გ--–----–---–ი ბებიას - ნ-----–- გ--–----–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ქმედების კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
6. სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა იმსჯელებს გასაჩივრებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).
სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან/და გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ არ იწვევდეს რაიმე სახის გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ტოვებდეს კითხვის ნიშნებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა - საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გავრცელებული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საბრძოლო მასალა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენებისთვის). კონკრეტული საბრძოლო მასალა მიეკუთვნება თუ არა საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ასევე მათი ვარგისიანობა დადასტურებული უნდა იყოს ექსპერტის დასკვნით.
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევით, არაუფლებამოსილი პირის მიერ მათ დაუფლებას, ხოლო მართლსაწინააღმდეგო შენახვა - ამ საგნებისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მათი შენახვის კანონიერი უფლება არ გააჩნია. ამდენად, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ამ ნივთების შეძენა და შენახვა იყოს უკანონო, ,,იარაღის შესახებ” საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონით დადგენილი სპეციალური ნებართვებისა და რეგისტრაციის წესების გარეშე.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულბებით ვერ შეეძლო უტყუარად დაედასტურებინა, რომ საბრძოლო მასალა უკანონოდ შეიძინა და შეინახა სწორედ გ------- გ--–----–---–მა. ბრალდების მხარის ეს მოსაზრება წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს.
იარაღის კუთვნილების უტყუარად დადგენის საკითხზე საქართველოს უზენაეს სასამართლოს დადგენილი აქვს პრაქტიკა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის №294აპ-15 განაჩენი), რომლის თანახმადაც არსებითად იგივე ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მსჯავრდებული რ. ა-ი უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა). პალატამ განმარტა, რომ „...ბრალდების მხარემ კი ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამოღებული იარაღი შეიძინა და შეინახა რ. ა-მა. ბრალდების მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს ეჭვს შეატანინებდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებში, რომ სახლში (საიდანაც ამოიღეს იარაღი და საბრძოლო მასალა) რ. ა-ს გარდა კიდევ სხვა პირებიც ცხოვრობდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნა, რომ ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა შეიძინა და შეინახა რ. ა-მა, არის მხოლოდ ვარაუდი, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს...“.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება ამოღებულ ვაზნებთან გ------- გ--–----–---–ის შემხებლობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება (მაგალითად დაქტილოსკოპიური ან ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სახით)
ამდენად, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ამ თვალსაზრისით ასევე სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გ------- გ--–----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ დაზარალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის აღძვრა. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება, განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრი ასევე არის ბებია.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უტყუარად არის დადგენილი, რომ გ------- გ--–----–---–ი ბებიას - ნ-----–- გ--–----–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გ------- გ--–----–---–ის ქმედებაში სახეზეა დანაშაულის - ოჯახის წევრის მიმართ მუქარის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ------- გ--–----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გ------- გ--–----–---–ის მიმართ 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის ნაწილში გასაჩივრებული არ ყოფილა. სააპელაციო პალატა სასჯელის განსაზღვრის ნაწილში ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიიჩნევს , რომ დანიშნული სასჯელი სამართლიანია - სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად გ------- გ--–----–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ვაზნები უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ-------- ტ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენი;
გ------- გ--–----–---–ი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს;
გ------- გ--–----–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1 500 ლარის ოდენობით და გ------- გ--–----–---–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გ------- გ--–----–---–ს პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის მოხდის ვადაში.
ცნობად იქნას მიღებული, რომ გ------- გ--–----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება - გ------- გ--–----–---–ის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ვაზნები განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე