განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2019
საქმის ნომერი
330100119003081053
თარიღი
25.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/3027-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 25 “ დეკემბერი, 2019 წელი ქალაქი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ა---------ს,ბრალდებულების ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ--------–----ის,თარჯიმნის - ვ-----–-------------ის,ბრალდებულ რ-------------ის

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

რ-------------ის (დაბადებული 1----–-–-------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, მცხოვრები ქ--–---------–--–--------------–-------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულე-ბის ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2019 წლის 22 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ--–--------–-----------------------------------–-------- განყოფილებაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი რ---------------- მიერ ცივი იარაღის ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, (ტომი N2, ს.ფ. 1)

 

2019 წლის 26 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ--–--------–-----------------------------------–-------- განყოფილებაში გამოძიება დაიწყო №------------ სისხლის სამარ-თლის საქმეზე, რ-------------ის მიერ მ--------–-----ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, (ტომი N1, ს.ფ. 1).

 

რ-------------ი ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2019 წლის 27 მაისს, 01 საათსა და 20 წუთზე, (ტომი N2. ს.ფ. 42-47). 2019 წლის 28 მაისს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინე-ბული დანაშაულის ჩადენისათვის (ტომი N1. ს.ფ. 89-91) და თბილისის საქალაქო სასამარ-თლოს 2019 წლის 29 მაისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმ-რობა, (ტომი N1. ს.ფ. 102-108).

 

2019 წლის 24 ივნისის პროკურორის დადგენილების საფუძველზე სისხლის სამართლის №------------ და №------------ საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და გაერთიანე-ბულ საქმეს მიენიჭა №------------ საქმის სარეგისტრაციო ნომერი, (ტომი N1. ს.ფ. 219-220).

 

2019 წლის 3 ივლისს, რ-------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება შეიცვალა და მას წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ერთობლიობის ჩადე-ნისათვის (ტომი N2. ს.ფ. 145-148).

 

კერძოდ, რ-------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

მანვე ჩაიდინა განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება;

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ-------------ის მიერ ჩადენილი ქმედე-ბები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

2019 წლის 7 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქალაქ თ---–--–-----------------–----–------------------------------------------ში ყოფნის დროს, მ--------–-----ეს ყოფილი მეუღლე - რ-------------ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. იმავე დღეს, რ-------------მა მ---------–------ს დედას - ნ-----–-----ეს ტელეფონზე გაუგზავნა მ--------–-----ის მიმართ მუქა-რის შემცველი შეტყობინებები, რომ ბენზინს მიასხამდა მათ სახლს და ცეცხლს წაუკი-დებდა. იმავე დღეს, დაახლოებით 22:00 საათზე, რ-------------ი მივიდა ყოფილი მეუღ-ლის - მ--------–-----ის საცხოვრებელ სახლში, მიასხა ბინის კარს ბენზინი და დაემუქრა, რომ დაწვავდა. აღნიშნულის შედეგად მ--------–-----ეს გაუჩნდა მუქარის განხორციე-ლების საფუძვლიანი შიში;

 

აღნიშნული ქმედების ჩადენის გამო რ-------------ს წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება;

 

რ-------------ი, 2014 წლის 15 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩე-ნით დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“, “გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იყო რა განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი, მან ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 23:50 საათზე, განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი რ-------------ი, ქ--–--------–------------------–----–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ ატარებდა ორ ცალ დანას, კერძოდ - ერთ ცალ კუსტარული წესით დამზადებულ დანას, რაც არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას და დანას, რაც დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და ასევე მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

აღნიშნული ქმედების ჩადენისათვის რ-------------ს წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება;

 

მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ დასკვნითი სიტყვის წარდგენისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა ა---------მ აღნიშნა, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულე-ბების, კერძოდ - დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტის დასკვნების, სხვა წერილობითი მტკიცებულებების - ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურ-დება რ-------------ის მიერ მ--------–-----ის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი და განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ფაქტი, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და დაენიშნოს სამართლიანი საპატიმრო სასჯელი, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების სპეციფი-კის, ხარისხის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნებისა და დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, (იხ. 2019 წლის 25 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ბრალდებულმა რ-------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ იგი მ--------–-----ის სახლში მხოლოდ მობილური ტელეფონის ასაღებად დაბრუნდა, თუმცა მისმა მეუღლემ, გაურკვეველი მიზეზით, კარი არ გაუღო. შემდგომ ქვემოთ ჩავიდა, რა დროსაც მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს.

 

ბრალდებულმა ასევე არ აღიარა მის მიერ ცივი იარაღის ტარების ფაქტი. კერძოდ, მან გან-მარტა, რომ 2019 წლის 23 თებერვალს მ--------–-----ის სახლში იყო მისული, რა დროსაც მეუღლემ ბინის კარი არ გაუღო. იგი ეზოში ჩავიდა, სადაც მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს. მოწმის განმარტებით, გამომძიებლებს მისგან დანები არ ამოუღიათ და ბრალდება მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ წაუყენეს, (იხ. 2019 წლის 25 დეკემ-ბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, მ--------–----ემ დასკვნით სიტ-ყვაში აღნიშნა, რომ რ-------------ის მიმართ შერაცხულ ბრალდებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა გამამტყუნებელი განაჩენის გამო-ტანისათვის საკმარისი, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რის გამოც რ-------------ი უნდა გამართლეს, (იხ. 2019 წლის 25 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ადვოკატის დასკვნით სიტყვას სრულად დაეთანხმა ბრალდებული რ-------------ი, (იხ. ადვოკატ მ--------–----ის დასკვნითი სიტყვა - 2019 წლის 25 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ შეაფასა მხარეთა მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და მათივე მონაწი-ლეობით გამოკვლეული მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ:

 

- არ არსებობს რ-------------ის მიერ მ--------–-----ის მიმართ განხორციელებული მუქა-რის ფაქტის დასადასტურებლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის საკმარისი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალ-დებაში;

 

- საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ-------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწი-ლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ეპიზოდი, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

დაზარალებულ მ--------–-----ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დასტურ-დება შემდეგი გარემოებები: მ--------–-----ე 2012 წლიდან დაქორწინებულია რ-------------ზე, რომლისგანაც ჰყავს გოგონა. 2018 წლიდან, ოჯახური პირობების გამო, ის და მისი მეუღლე ცალ-ცალკე ცხოვრობენ, თუმცა მასთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს. 2019 წლის 26 მაისს, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით მასსა და რ-------------ს შორის მოხდა მცირე შელაპარაკება. სწორედ ამ შელაპარაკების გამო გამოიცა რ-------------ის მიმართ შემაკავებელი ორდერი. იმავე დღეს, საღამოს, რ-------------ი მის სახლთან მივიდა შერიგების მიზნით, მაგრამ ვინაიდან რ-------------ი იყო აფექტურ მდგომარეობაში და, ამასთან, საწვავის სუნიც იგრძნო, მისმა დედამ - ნ-----–-----ემ დარეკა საპატრულო პოლიციაში. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ გამოძიების დროს მიცემული ჩვენების შინაარსი მას არ ახსოვს, რადგან ძალიან აღელვებული იყო.

 

ჯვარედინი დაკითხვისას დაზარალებულმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ 2019 წლის 26 მაისს რ-------------ის მხრიდან მუქარის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შემთხვე-ვამდე ცოტა ხნით ადრე მას მეუღლესთან მოუხდა უთანხმოება, რ-------------ი მის სახლთან მივიდა შერიგების მიზნით, მაგრამ მან კარი არ გაუღო. ვინაიდან რ-------------ი ძალიან აღელვებული იყო, შეეშინდა მას რამე არ მოსვლოდა და მის დასამშვი-დებლად სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახა, ხოლო ეზოში ჩასულმა დაინახა, რომ მისი მეუღლე პოლიციის თანამშრომლებს დაკავებული ჰყავდათ. მოწმის განმარტე-ბით, მას რ-------------თან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, ბრალდებული კარგი მამაა და ზრუნავს მის ოჯახზე, (იხ. 2019 წლის 7 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე ნ-----–-----ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია შემდეგი გარემოებები: ნ-----–-----ე მ--------–-----ესთან და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს ქ--–--------–--–-----------------–----–-------------------------------------------ში; რ-------------ი და მისი შვილი - მ--------–-----ე დაახლოებით 8-9 წელია ცოლ-ქმარნი არიან; ბოლო პერიოდში ბრალდებული და მისი შვილი ერთად აღარ ცხოვრობენ; 2019 წლის 26 მაისს, რ-------------ი მათ სარემონტო სამუშაოების შესრულებაში ეხმარებოდა და მასთან შელაპარაკება მოუვიდათ გარკვეული ნივთების დაზიანების გამო; ბრალდებული ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ მისი მხრიდან მუქარას და აგრესიას ადგილი არ ჰქონია, მან ნივთები დააზიანა და პირველ შემთხვევაში ამ მიზეზით გამოიძახა საპატ-რულო პოლიცია; საღამოს ბრალდებული კვლავ მივიდა მათ სახლთან და განუცხადა, - დაგწვავთო, ამასთან გარედან იგრძნო საწვავის სუნი, რის გამოც შეშინდა და საპატრულო პოლიციაში დარეკა; კარზე რა იყო შესხმული - მან არ იცის. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2019 წლის 26 მაისს რ-------------ს და მ--------–-----ეს შორის რაიმე დაპირისპირების ფაქტს ადგილი არ ჰქონია და რ-------------ი მას რემონტის დაზიანებით დაემუქრა და არა სიცოცხლის მოსპობით, (იხ. 2019 წლის 7 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე დ------------–---–ის ჩვენებითა და 2019 წლის 27 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 27 მაისს დ------------–---–მა, მ--------–-----ისა და გ-----------ის მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი მდებარე - ქ--–---------–-------------------–----–----------------------------------------. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი ელ.სადენის სამაგრი. ასევე. ექსპერ-ტის მიერ შესასვლელი კარის ჩარჩოს ქვედა ნაწილიდან აღებულ იქნა ანაწმენდები, (იხ. 2019 წლის 11 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი N1, ს.ფ. 4-22).

 

მოწმე ჯ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, გ----------------–---–ის ჩვენებითა და 2019 წლის 27 მაისის ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 27 მაისს, ქ--–--------–-------------------–----–-------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა რ-------------ი. ბრალდებულმა დაკავების ოქმს ხელი არ მოაწერა. მოწმე გ----------------–---–ის განმარტებით, ბრალდებული შემთხვევის ადგილზე იცნეს მისმა თანამშრომლებმა - კ-----------------ემ და ჯ-------------–---–მა, (იხ. 2019 წლის 11 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი N1, ს.ფ. 42-47).

 

მოწმე კ-----------------ის ჩვენებითა და 2019 წლის 26 მაისის შემაკავებელი ორდერებით დასტურდება, რომ 2019 წლის 26 მაისს, ქალაქ თბილისში, ისანი-სამგორის მე-3 განყოფი-ლებაში შევიდა მოქალაქე ნ-----–-----ის განცხადება რ-------------ის მიმართ შემაკავე-ბელი ორდერის გამოცემის შესახებ. ნ-----–-----ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, რ-------------მა ნ-----–-----ეს და მის შვილს - მ--------–-----ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოწმის განმარტებით, ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაუდასტურა მ--------–-----ემაც გასაუბრებისას. ამის შემდეგ, მის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც რ-------------ს აეკრძალა მ-----------------–-----------ან მიახლოვება. კ-----------------ის განმარტებით, ბრალდებულმა უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში მისვლაზე და შემაკავებელი ორდერის ჩაბარებაზე, რის შემდეგაც ტელეფონის საშუალებით აუხსნა ვალდებულებები, რომლის შესრულებაც ევალებოდა შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში. მოწმის განმარტებით, რ-------------ის დაკავების მომენტში იგი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და ბრალდებული მისი ავტომობილით იქნა გადაყვანილი შესაბამის განყოფილებაში, თუმცა ბრალდებულის დაკავებაში მას მონაწილეობა მიღებული არ აქვს, (იხ. 2019 წლის 7 აგვისტოს სასამართლო სხდო-მის ოქმი, ტომი N1, ს.ფ. 65-73).

 

მოწმე ო-–-----------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის მაისში მუშაობდა ქ--–--------–--–--------------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში. 2019 წლის 26 მაისს აღნიშნულ განყოფილებაში გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. გამოძიების დაწყების საფუძველი იყო შეტყობინება. გამოძიების მიმდინარე-ობისას მის მიერ ჩატარებულ იქნა არაერთი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება. მოწმემ გამოკითხვისას დაადასტურა მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამო-ძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა (იხ. 2019 წლის 25 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე შ---–---------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის 26 მაისს მის მიერ შედგენილ იქნა პატაკი, რომლითაც შემდგომი რეაგირების მიზნით მიმართა ხელმძღვა-ნელობას (იხ. 2019 წლის 11 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე რ--------------ის ჩვენებითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექ-სპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 13 ივნისის ქიმიური ექსპერტი-ზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან აღებულ ანაწმენდებზე აღმოჩნდა მძიმე ფრაქციის კვალი. მოწმის განმარტებით, მძიმე ფრაქციის კვალი ნავთობპროდუქ-ტების აორთქლებით რჩება, თუმცა, კონკრეტულად, რომელი ნავთობპროდუქტის აორთ-ქლებით დარჩა აღნიშნული კვალი - ამის დადგენა შეუძლებელია, (იხ. 2019 წლის 7 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი N1, ს.ფ. 216-218).

 

სასამართლო აფასებს რა რ-------------ის მიერ მ--------–-----ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, აღნიშ-ნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. მოცე-მულ შემთხვევაში, რ-------------ს ბრალდება წაყენებული აქვს მ--------–-----ის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე.

 

სასამართლო აფასებს დაზარალებულ მ--------–-----ის ჩვენებას და განმარტავს, რომ დაზარალებულმა, ჩვენების მიცემისას, ისაუბრა 2019 წლის 26 მაისს რ-------------სა და მას შორის მომხდარ მცირე შეკამათებაზე. დაზარალებულმა არ დაადასტურა რ-------------ის მხრიდან მის მიმართ რაიმე ფორმით განხორციელებული სიცოცხლის მოს-პობის მუქარის ფაქტი, ხოლო საპატრულო პოლიციის გამოძახების მიზეზად დაასახელა სადარბაზოში არსებული ბენზინის სუნი და ის გარემოება, რომ ბრალდებული მასთან შერიგებას ითხოვდა, მას კი შერიგება არ სურდა. რაც შეეხება ნ-----–-----ის ჩვენებას, მან დაადასტურა, რომ რ-------------ი დაემუქრა რემონტის განადგურებით და არა - სიცოც-ხლის მოსპობით.

 

ამდენად, მარიამ და ნ-----–-----ეების ჩვენებებით უტყუარად არ დასტურდება რ-------------ის მხრიდან მ--------–-----ის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მუქარის დროს ადამიანზე ხდება არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობა, რა დროსაც გადამწყვეტია მსხვერ-პლის მიერ მუქარის მისეული აღქმა. ამდენად, მუქარის დროს, დაზარალებულის ჩვენება არის სწორედ ის გადამწყვეტი მტკიცებულება, რომლის საპირწონე სამხილი საქმეში არ არსებობს.

 

რაც შეეხება აღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებით წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, სასამართლო განმარტავს, რომ მოწმეები - დ------------–---–ი, ო-–-----------–---–ი, გ----------------–---–ი, კ-----------------ე, შ---–---------–--ე არიან პოლიციის თანამ-შრომლები. აღნიშნულმა მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მართებულობა, რომელებიც მათ მიერ იქნა ჩატარებული ან რომელშიც მიიღეს მონაწილეობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ რ-------------ის დაკავება, შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ჩატარებული სხვა საგა-მოძიებო/საპროცესო მოქმედებები სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამარ-თლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს. აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუ-ალო შემსწრეები, მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებთან მიმართებაში წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა რ-------------ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი რ-------------ის მიერ ცივი იარაღის ტარების ეპიზოდი:

 

მოწმე გ-----------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის 22 თებერვალს, მ--------–-----ის განცხადების საფუძველზე, რომლის მიხედვით, მისი მეუღლე - რ-------------ი აპირებდა საკუთარი თავის დაზიანებას და თან ჰქონდა ცივი იარაღი - დანა, იგი გავიდა შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობდა ქ--–--------–--–------------------–----–---------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილზე დახვდათ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რ-------------ი, რომელსაც ხელში ეჭირა დანა. რ-------------ის პირადი გასინჯვის შედეგად ამოღებულ იქნა ორი დანა. მან ადმინისტრაციული წესით დააკავა რ-------------ი, რაზეც შეადგინა შესაბამისი ოქმი. მოწმის ჩვენებით, ერთი დანა ამოღებულ იქნა რ-------------ის მარცხენა ხელიდან, ხოლო მეორე - მისი ქურთუკის ჯიბიდან. მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ რ--------------- იყო ნასამართლევი პირი, აღნიშნული საქმე პატაკით გადაეწერა გამომძიებელს, (იხ. 2019 წლის 7 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი).

 

გ-----------------–---–ის ჩვენებაში მითითებული ფაქტები და გარემოებები დადასტურე-ბულია აგრეთვე მოწმე კ------------–---–ის ჩვენებით. კერძოდ, მოწმემ აჩვენა, რომ რ-------------ი იყო აგრესიული და შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ რ-------------ისგან ამოღებულ იქნა ორი დანა, ერთი - მარცხენა ხელიდან, ხოლო მეორე - მისი ქურთუკის გარე ჯიბიდან, (იხ. 2019 წლის 7 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტა-მენტის მიერ 2019 წლის 22 მარტს გაცემული N9---–- დასკვნისა და ექსპერტ დ--------------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების თანახმად, რ-------------ისაგან ამო-ღებული ორი დანიდან ერთ-ერთი დანა დამზადებულია კუსტარული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას, ხოლო მეორე დანა დამ-ზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას, (ტომი N2. ს.ფ. 113-117; 2019 წლის 26 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2019 წლის 22 თებერვლის პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის Nბ-–---------- ოქმითა და ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის შესახებ ოქმით დასტურდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ--–--------–----------------------------------–-------- განყოფილების დეტექტივ გ-----------------–---–ის მიერ 2019 წლის 22 თებერვალს, ქ--–--------–--–-----------------–----–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე რ-------------ს ჩაუტარდა პირადი გასინჯვა, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა ორი დანა, კერძოდ - 22 სმ. სიგრძის ყავისფერტარიანი და 15 სმ. სიგრძის ვერცხლისფერი ტარით დანები, (ტომი N2. ს.ფ. 3, 4).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დადგენილია, რომ რ-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და “გ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით ჩადენილი განზრახ მძიმე დანაშაულისათვის და სასჯელად განესაზღვრა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სამი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სამი წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით, (ტომი N2. ს.ფ. 23-28).

 

სასამართლო რ-------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების - განზრახი მძიმე დანა-შაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ეპიზოდში, (დანაშა-ული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით) ერთობ-ლივად აფასებს გ-----------------–---–ის, კ------------–---–ის, დ--------------ის ჩვენე-ბებს, ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნას, პირადი გასინჯვისა და ნივთის ფლობის შეზღუდვის ოქმს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის განაჩენს

საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ამ მტკიცებულებებით დადასტურებულად მიაჩნია განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი რ-------------ის მიერ 2019 წლის 22 თებერვალს, ქ--–--------–--–-----------------–----–-------------------ის მიმდე-ბარე ტერიტორიაზე ცივი იარაღის ტარების ფაქტი.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამარ-თლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადე-ნილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვა-ლისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივი-დუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშა-ულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს რ-------------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგო-რიის დანაშაული), ქმედებების განხორციელების სახეს და ხერხს, ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს ოჯახი და მცირეწლოვანი შვილი) დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომ-დინარე, რ-------------ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალის-წინებული სანქციის ფარგლებში, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ-------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალ-დებაში;

 

2. რ-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძ-ველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის განა-ჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სას-ჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპის გამოყენებით, თბილისის საქალაქო სასამარ-თლოს 2014 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწი-ლიდან ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მიემატოს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოო სასჯელად რ-------------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

4. რ-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქ-მდეს;

 

5. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა რ-------------ს დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 27 მაისიდან;

 

6. ნივთიერი მტკიცებულებების (საქმეზე დართული საგნების და ნივთების) საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

6.1. ანაწმენდები და რ-------------ისაგან ამოღებული ორი ცალი დანა - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

6.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ელ-სადენების სამაგრები - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადა-წყვეტილების მიღების შემდეგ;

 

6.3. ელექტრონული დისკი შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნიკოლოზ მარსაგიშვილი