განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 240100117001901620
საქმე №1/ბ-502-2017 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 მაისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე
ვერა დოლიძემ
სხდომის მდივნის _ ლალი მსხილაძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ გ------- კ-------ს
ადვოკატის – ზ---– დ--------ს
მსჯავრდებულების – დ-------- ხ----–--ს, შ---–-- ლ------ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულების და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---– დ--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------):
დ-------- ხ----–--ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------------–-, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 3----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ს------------------------–-----–-------––-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შ---–-- ლ------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–-----------–-, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 3----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის ს------------------------–-----–------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ------–-----------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განაჩენით:
შ---–-- ლ------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და შ---–-- ლ------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა შ---–-- ლ------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი –თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, შ---–-- ლ------ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ შ---–-- ლ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 19 მარტიდან.
შ---–-- ლ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.
დ-------- ხ----–-- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დ-------- ხ----–--ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ დ-------- ხ----–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 19 მარტიდან.
დ-------- ხ----–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.
იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: დანა, ჭურჭლის ნამსხვრევები, ქაღალდი მოწითალო ფერის ლაქებით, შ---–-- ლ------ს, დ-------- ხ----–--ს და ტ------– ვ-------ის სისხლის ნიმუშები, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს.
სენაკის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ-------- ხ----–--მ და შ---–-- ლ------მ ჩაიდინეს გამოძალვა, ე.ი სხვისი ფულადი თანხის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენება და მისი ნივთის განადგურების ან დაზიანების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად და ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 19 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ------–------------------–- მდებარე რესტორან ,----------ში’’, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა შ---–-- ლ------მ და დ-------- ხ----–--მ, ჯანმრთელობისა და კუთვნილი ქონების დაზიანების მუქარით, ამავე რესტორნის მეპატრონეს, ტ------– ვ-------ეს მოსთხოვეს მათთვის ფულადი თანხის გადახდა 500 ლარის ოდენობით.
2017 წლის 19 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ------–------------------–- მდებარე რესტორან ,----------ში’’, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა შ---–-- ლ------მ და დ-------- ხ----–--მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტ------– ვ-------ეს, კერძოდ, დ-------- ხ----–--მ მას დანით სახის არეში მიაყენა სხეულის დაზიანება, ხოლო შ---–-- ლ------მ რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში, რის შედეგადაც ტ------– ვ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ---– დ--------მ, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განაჩენი ემყარება საეჭვო და ფალსიფიცირებულ მტკიცებულებებს. გამომძიებლის მიერ დაზარალებულის მიმართ არ ჩატარებულა ისეთი საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ჩაუტარდათ ბრალდებულებს, მაგალითად, სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმება, ნერწყვის ნიმუშის აღება და შემდგომში ექსპერტიზაზე გაგზავნა, შემთხვევის ადგილზე ამოღებულ ნივთებზე მისი დნმ-ის არსებობა-არარსებობის დადგენის მიზნით. შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა, თითქოსდა, მესაკუთრის _ დაზარალებულ ტ------– ვ-------ის წერილობითი თანხმობით, თუმცა მისი საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის წარმოდგენა დაზარალებულისათვის არ მოუთხოვიათ და საქმის მასალებში არ მოიპოვება. უფრო მეტიც, გამომძიებელმა საჭიროდ არ ჩათვალა რესტორან ,----------ში’’ ინციდენტის შემსწრე სხვა პირების შესახებ ბრალდებულების მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, მათი დადგენა და გამოკითხვა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულ ნივთებზე არსებულ ლუქს ხელს აწერს მხოლოდ ორი პიროვნება – გ------- ს------ და ზ---- ჯ---–------, ხოლო ზ---- ქ---------ს და დაზარალებულ ტ------– ვ-------ის ხელმოწერები მასზე არ ფიქსირდება; ტ------– ვ-------ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმს ხელს აწერენ მხოლოდ გამომძიებელი ირაკლი გ-----–--, დაზარალებული ტ------– ვ-------ე და ნ---- ო-----------ია, თუმცა ამავე პირების სასამართლოში დაკითხვისას გაირკვა, რომ აღნიშნულ მოქმედებას ესწრებოდნენ სხვა პირებიც, რომელთა ხელმოწერებიც სისხლის ნიმუშის აღების ოქმზე არ ფიქსირდება; შემთხვევის ადგილი მის დათვალიერებამდე არ იყო დაცული, რაც დასტურდება მოწმეთა ჩვენებებითაც; შემთხვევის ადგილის დათვალიერების და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დრო ფარავს ერთმანეთს, კერძოდ, ორივე მიმდინარეობდა ორ სხვადასხვა ქალაქში, ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში, ერთი და იგივე პიროვნების _ ტ------– ვ-------ის მონაწილეობით, რაც ადასტურებს ამ მტკიცებულებათა ფალსიფიცირებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ როგორ აღმოჩნდა ერთი და იგივე პირი, ერთი და იმავე დროს, ორ სხვადასხვა ქალაქში.
დაკავების ოქმი შედგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის უხეში დარღვევით, კერძოდ, იგი არ არის შედგენილი დაკავების ადგილზე, რისი მიზეზიც ვერ ახსნა ოქმის შემდგენმა პირმა; ასევე არ მომხდარა დაკავებულთათვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცეოს კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების გაცნობა.
საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გამომძიებელმა დაზარალებულ ტ------– ვ-------ეს და ექსპერტს გააცნო სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილება, რადგან აღნიშნულ დადგენილებაზე არ არსებობს მათი ხელმოწერები. ანალოგიური ვითარებაა ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) და ტრასოლოგიური ექსპერტიზების შემთხვევაშიც, რომელთა დანიშვნის დადგენილებებზე არ ფიქსირდება ექსპერტების ხელმოწერები, რითაც დარღვეულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 144-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები.
დაზარალებულ ტ------– ვ-------ის, ასევე მოწმეების: თ----- გ------ს, ლ--–- ჭ----------ს და მ-------------------ს გამოკითხვის ოქმები დაწერილია ერთი ადამიანის მიერ, ერთი და იგივე სიტყვებით, შეცვლილია მხოლოდ სახელები და გვარები. მართალია, ერთი და იგივე ფაქტი სხვადასხვა მოწმემ შეიძლება ერთნაირად აღიქვას, მაგრამ შეუძლებელია აღნიშნული ფაქტი მათ გადმოსცენ ერთი და იგივე სიტყვებით. გამოკითხვის ოქმების ერთი და იმავე პირის მიერ შედგენას ადასტურებს დაზარალებულისა და მოწმეების მიერ სასამართლოში დაკითხვისას მიცემული არსებითად საწინააღმდეგო ჩვენებები. ამასთან, არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგოა საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, რომლებიც არ შეიძლება იქნეს გაზიარებული სასამართლოს მიერ.
სააპელაციო საჩივარში ასევე მითითებულია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, ვინაიდან, მართალია, დანაშაულის გამოძალვით კვალიფიკაციისათვის მუქარის გამოხატვის ფორმას მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა აუცილებელია, რომ დაზარალებულის მიერ მუქარა რეალურად იყოს აღქმული, დაზარალებულმა ტ------– ვ-------ემ კი სასამართლოში დაკითხვის დროს განაცხადა, რომ მას არ შეშინებია ბრალდებულების.
სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების გამართლება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა გ------- კ-------მ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულებისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დ-------- ხ----–--ს და შ---–-- ლ------ს გამართლების თაობაზე არის უსაფუძვლო, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მათ მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:
დაზარალებულ ტ------– ვ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ქ.სენაკში, ვახანიას ქუჩაზე მდებარე რესტორან ,----------ის" მეპატრონე. 2017 წლის 19 მარტს, 23:00 საათი სრულდებოდა, როდესაც რესტორანში შევიდნენ ბრალდებულები, რომელთა სახელები და გვარები მაშინ არ იცოდა. ორივენი მივიდნენ მასთან, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა – დ-------- ხ----–--მ მაგიდიდან აიღო დანა, თავზე დაადგა და მუქარით მოსთხოვა 500 ლარი. მან ჰკითხა, რა ფული ერგებოდათ მისგან, რაზედაც დ-------- ხ----–--მ უპასუხა, რომ ქურდული ფული – 500 ლარი უნდა გადაეხადა და თან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამ დროს მან დაუძახა შ---–-- ლ------ს, რომელიც ცოტა გვერდით იდგა და უთხრა, რომ გაეყვანა დ-------- ხ----–--, თორემ ამ საქციელს მთელი ცხოვრება ინანებდნენ, რაზედაც შ---–--მა უპასუხა – რა ვერ გაიგე, რასაც გთხოვს, მიეცი და მოგეშვებითო. ამის შემდეგ ისინი თანამშრომელმა ქალებმა გაიყვანეს კარებამდე და თვითონაც მობრუნდა, რადგან ეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ დ-------- ხ----–-- დაუსხლტა ქალებს და დანით ხელში გამოიქცა მისკენ. მან მოასწრო სკამის აღება, რომელიც აიფარა და ცდილობდა მოეგერიებინა დ-------- ხ----–--. ამ დროს გვერდიდან მიუახლოვდა შ---–-- ლ------ და თავის არეში ჩაარტყა ხელი, რის შედეგადაც იგრძნო ძლიერი ტკივილი. მის წინ მდგომმა დ-------- ხ----–--მ კი ორჯერ მოუქნია დანა, რომელიც ერთხელ თვალებს შუა მოხვდა, ხოლო მეორედ _ თავზე. მომხდარი ფაქტის დროს რესტორანში პერსონალის გარდა სხვა არავინ იმყოფებოდა. ამასობაში პოლიციის თანამშრომლებმა მიუსწრეს, რომლებმაც ადგილზე დააკავეს ბრალდებულები.
მოწმე მ-------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ორი წელია მუშაობს რესტორან ”---------ში” ადმინისტრატორად. 2017 წლის 19 მარტს იმყოფებოდა სამსახურში. დაახლოებით 23 საათი იყო, როდესაც მუშაობა დაასრულეს და რესტორნის დაკეტვას აპირებდნენ. რესტორნის მფლობელი ტ------– ვ-------ე რესტორნის შიდა აივნის ქვემოთ იჯდა მაგიდასთან და ჩაის მიირთმევდა, მიმტანი ლ--–- ჭ---------- ბარის გარეთ იდგა, მზარეული მ--------------- _ ბარის ბოლოში, ხოლო დამლაგებელი თ----- გ------ სამზარეულოში იმყოფებოდა. ამ დროს რესტორანში შევიდნენ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დ-------- ხ----–-- და შ---–-- ლ------, რომლებიც პირდაპირ ტ------– ვ-------ესთან მივიდნენ და თანხა მოსთხოვეს. დ-------- ხ----–--მ უთხრა მას _ ბიჭო, ჩვენ გვეკუთვნის ქურდული 500 ლარი და მოგვეციო, თუ არადა შენც გაილახები, რესტორანიც დაილეწება და ვერ იმუშავებო. თან აგინებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ტ------–ს, ეუბნებოდნენ _ თუ არ მოგვცემ ფულს, დაგილეწავთ ყველაფერს და თავსაც გაგიტეხავთო. ტ------–მა გაოცებულმა ჰკითხა მათ, რისი 500 ლარი უნდა მიეცა, რაზეც შ---–-- ლ------მ უპასუხა _ ბიჭო, რა ვერ გაიგე, შენ ქურდებს პატივს არ სცემო? დ-------- როგორც გეუბნება, მიეცი 500 ლარიო. ამის შემდეგ ისევ გაგრძელდა მათგან შეურაცხყოფა და გინება, რის გამოც მან (მ.ზ----------მ) დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება. ამასობაში ქალებმა დაიწყეს მათი გაშველება და ცდილობდნენ ფოიესკენ გაეყვანათ დ-------- ხ----–-- და შ---–-- ლ------, ტ------– ვ-------ე კი ბარისკენ წავიდა, რა დროსაც ორივენი დაუსხლტნენ ხელიდან და დაედევნენ ტ------–ს. დ-------- ხ----–--მ მაგიდიდან აღებული დანა მოუქნია ტ------–ს, რომელმაც სკამით მოიგერია იგი. ამ დროს შ---–-- ლ------მ უკნიდან ჩაარტყა მუშტი ტ------– სახის არეში, ხოლო დ-------- ხ----–--მ ისევ მოუქნია დანა და ცხვირის და თავის არეში ჩაარტყა, შ---–-- ლ------ კი ისევ მუშტებს ურტყამდა, რის შედეგადაც ტ------–ი წაიქცა. მოწმის განმარტებით, ის, ლ--–- ჭ---------- და მ--------------- ცდილობდნენ მათ გაშველებას, რის შემდეგაც რესტორანში მივიდნენ მის მიერ გამოძახებული პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც მიუხედავად დ-------- ხ----–--ს და შ---–-- ლ------ს წინააღმდეგობისა, ხელბორკილები დაადეს მათ და პოლიციაში წაიყვანეს.
მოწმე თ----- გ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს დამლაგებლად რესტორან ”---------ში”, რომელიც ეკუთვნის ტ------– ვ-------ეს. 2017 წლის 19 მარტს, ღამის თერთმეტ საათზე, როდესაც რესტორანი უკვე უნდა დაკეტილიყო, თვითონ იმყოფებოდა სამზარეულოში და თავის საქმეს აკეთებდა, ხოლო ტ------– ვ-------ე ჩაის მიირთმევდა. ამ დროს რესტორანში შევიდა ორი პიროვნება, რომლებიც ტ------–ისკენ წავიდნენ და საუბარი დაუწყეს მას. ისინი ტ------–ისგან ითხოვდნენ ფულს 500 ლარის ოდენობით, ეუბნებოდნენ _ კარგი ბიჭები ვართ და გვეკუთვნისო. ამავე დროს ემუქრებოდნენ, რომ თუ არ მისცემდა ფულს, სცემდნენ, რესტორანს დააკეტინებდნენ და დაულეწავდნენ. რესტორნის თანამშრომელი ქალები ეხვეწებოდნენ მათ, რომ გარეთ გასულიყვნენ და კარებამდე მიაცილეს ორივენი, მაგრამ ხელიდან დაუსხლტნენ და ისევ ტ------–ისკენ წავიდნენ. ერთ-ერთი მათგანი _ დ-------- ხ----–-- მაგიდიდან აღებული დანით გაექანა ტ------–ისკენ, რომელმაც სკამით მოიგერია იგი. ამ დროს მეორე მიეპარა და მუშტებით დაუწყო ცემა, ამასობაში დანიანმა სახეში, ცხვირისა და შუბლის არეში მოახვედრა დანა და ტ------–ი ჩაიკეცა. მომხდარის გამო მ-------------------მ პოლიციაში დარეკა და შველა ითხოვა, რის შემდეგაც რესტორანში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, ორივე პიროვნება დააკავეს და წაიყვანეს.
მოწმე ლ--–- ჭ----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს მიმტანად რესტორან ”---------ში”, რომლის მეპატრონეა ტ------– ვ-------ე. 2017 წლის 19 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, რესტორანში შევიდნენ დ-------- ხ----–-- და შ---–-- ლ------. მათ ეტყობოდათ, რომ ნასვამები იყვნენ. ორივენი პირდაპირ ტ------– ვ-------ესთან მივიდნენ და მუქარის ტონით მოსთხოვეს ფული. დ-------- ხ----–--მ უთხრა მას _ კარგი ბიჭები ვართ და 500 ლარი გვეკუთვნის ქურდული წილიო. ტ------–მა შ---–-- ლ------ს თხოვა გარეთ გაეყვანა დ-------- ხ----–--, რაზედაც მან უპასუხა _ რა გავიყვანო, რასაც გეუბნება, ის უნდა გააკეთო, ფული მოგვეციო. მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას და გინებას, რის გამოც ადმინისტრატორმა მ-------------------მ პოლიციაში დარეკა. რესტორნის თანამშრომელმა ქალებმა სცადეს შ---–-- ლ------ს და დ-------- ხ----–--ს გარეთ გაყვანა, მაგრამ ეს უკანასკნელი ხელიდან დაუსხლტდათ და სუფრის დანა დაარტყა ტ------– ვ-------ეს, შ---–-- ლ------მ კი ხელი დაარტყა მას თავის არეში. ამ დროს ტ------–ი ცუდად გახდა, მას თავის და შუბლის არეში დაზიანებები ჰქონდა და სისხლი სდიოდა. ამასობაში პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ და ორივენი დააკავეს. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დროს რესტორანში იმყოფებოდნენ თვითონ, თ----- გ------, მ-------------------, მ--------------- და ტ------– ვ-------ე.
მოწმე მ---------------ს მიერ გამოძიების დროს მიცემული და სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს რესტორან ”---------ში” მზარეულად. 2017 წლის 19 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, როდესაც კლიენტები წასული იყვნენ და რესტორნის დაკეტვას აპირებდნენ, რესტორნის დარბაზში შევიდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დ-------- ხ----–-- და შ---–-- ლ------. ამ დროს მასთან ერთად რესტორანში იმყოფებოდნენ ადმინისტრატორი მ-------------------, მიმტანი ლ--–- ჭ----------, დამლაგებელი თ----- გ------ და მფლობელი ტ------– ვ-------ე, რომელიც რესტორნის დარბაზში მაგიდასთან იჯდა და ჩაის მიირთმევდა. დ-------- ხ----–-- მივიდა ტ------–თან და დაემუქრა _ ”ჩვენ კარგი ბიჭები ვართ, ქურდულად გვეკუთვნის 500 ლარი და ქურდული 500 ლარი მოგვეციო, თუ ფულს არ მოგვცემ, აქ ვერ იმუშავებ, რესტორანში რაც გაქვს, ყველაფერს დაგიმტვრევთ, კარგადაც იცემები და თავსაც გაგიტეხავთო”. ტ------–მა გაიკვირვა და უთხრა მათ, რომ ვერ გაიგო რა 500 ლარზე ესაუბრებოდნენ, რა დროსაც შ---–-- ლ------მ დაადასტურა დ-------- ხ----–--ს მუქარა და თქვა _ ”რა ვერ გაიგე, ქურდული 500 ლარი გვეკუთვნის, თუ არა და ვერც აქ იმუშავებ, რესტორანს დაგილეწავთ და გაილახებიო”. მათ ტ------– ვ-------ეს დაუწყეს ხმამაღლა გინება. ამ დროს ზ----------მ დარეკა 112-ის სამსახურში და ითხოვა დახმარება. ამის შემდეგ რესტორნის თანამშრომელი ქალები მივიდნენ დ-------- ხ----–--სთან და შ---–-- ლ------სთან, ამშვიდებდნენ მათ და მიჰყავდათ ფოიესკენ. ტ------–ი ადგა მაგიდიდან და ბარისკენ გაემართა, რა დროსაც დ-------- ხ----–-- და შ---–-- ლ------ დაუსხლტდნენ ხელიდან და ტ------–ს გამოედევნენ. დ-------- ხ----–--მ აიღო მაგიდაზე დადებული სუფრის დანა და დასარტყმელად მოუქნია ტ------–ს, რომელმაც სკამით მოიგერია იგი. შ---–-- ლ------ კი უკნიდან დაესხა მას თავს და მუშტი ჩასცხო კისერში. დ-------- ხ----–--მ ხელმეორედ მოუქნია დანა ტ------–ს და დაარტყა ცხვირის და შუბლის არეში, რის გამოც ჭრილობებიდან სისხლი წასკდა. შ---–-- ლ------ თავის არეში ურტყამდა მას ისევ მუშტებს და ტ------–ი წაიქცა. დ-------- ხ----–-- და შ---–-- ლ------ აგრძელებდნენ ხმამაღლა გინებას და საცემად იწევდნენ ტ------–ისკენ, რა დროსაც მივიდა პოლიციის ეკიპაჟი და ორივენი დააკავეს.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხული საქართველოს შსს სენაკის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, გ------- კ-–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 19 მარტს იყო ოპერატიული მორიგე და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ქ.სენაკის ცენტრში, თავის თანამშრომლებთან _ ლ-–- ჩ-------–--სთან, გ---- ხ-------სთან და რ----- გ-----–--სთან ერთად. დაახლოებით 23 საათზე, სამორიგეოდან შეატყობინეს, რომ რესტორან ”---------ში" ითხოვდნენ დახმარებას ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით. შეტყობინების მიღებისთანავე მივიდნენ მითითებულ ადგილზე და შევიდნენ რესტორანში, სადაც დახვდათ რესტორნის მფლობელი ტ------– ვ-------ე, მისი თანამშრომელი ოთხი ქალბატონი და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დ-------- ხ----–-- და შ---–-- ლ------. ტ------– ვ-------ე იყო ნაცემი, მას აღენიშნებოდა დაზიანებები თავის არეში და შუბლიდან და ცხვირიდან სდიოდა სისხლი. ტ------–მა განუმარტათ, რომ დ-------- ხ----–--მ და შ---–-- ლ------მ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერ შეურაცხყოფა, სთხოვდნენ 500 ლარს და ემუქრებოდნენ. დ-------- ხ----–-- და შ---–-- ლ------ იგინებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მას. აღნიშნულის გამო ისინი დაკავებული იქნენ რესტორნის დარბაზში. მოწმის განმარტებით, რესტორნის დარბაზში იატაკზე ეყარა დამსხვრეული ჭურჭელი და იქვე ეგდო სუფრის დანა.
ანალოგიური ჩვენებები მისცეს და იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხვისას საქართველოს შსს სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა – ლ-–- ჩ-------–--მ, გ---- ხ-------მ და რ----- გ-----–--მ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილის _ ქ------–------------------–- მდებარე რესტორან ”---------ის” დათვალიერებისას რესტორნის დარბაზში იატაკზე მიმოფანტული იყო ჭურჭლის ნამსხვრევები. იმავე დარბაზში ნაპოვნი იქნა იატაკზე დაგდებული დანა მოწითალო ფერის ლაქებით და ქაღალდის ნაგლეჯი ასეთივე ფერის ლაქებით, რომლებიც ამოღებული იქნა ექსპერტის მიერ და ადგილზევე დაილუქა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მისმა შემდგენმა პირმა _ დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ------- ს------მ და აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა _ ექსპერტმა ზ---- ჯ---–------მ და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ზ---- ქ---------მ.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულ ტ------– ვ-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სწორკიდეებიანი ჭრილობისა და ნაჭდევის სახით. დაზიანება სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით განვითარებული იყო რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანება ნაჭდევის სახით განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-- გ----------ემ.
ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი იდენტურია ტ------– ვ-------ის გენეტიკური პროფილის, ხოლო ამავე დანის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი იდენტურია დ-------- ხ----–--ს გენეტიკური პროფილის.
ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი------------ემ.
სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს, ვინაიდან, ისინი არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, კერძოდ:
აპელანტების პოზიციით, დაზარალებულ ტ------– ვ-------ის, ასევე მოწმეების: თ----- გ------ს, ლ--–- ჭ----------ს და მ-------------------ს გამოკითხვის ოქმების შინაარსი მათ მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებების საწინააღმდეგოა, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში გამოკითხვის ოქმების შინაარსი ისეთ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, როგორიც არის: დ-------- ხ----–--ს და შ---–-- ლ------ს მიერ დაზარალებულ ტ------– ვ-------ისგან თანხის _ 500 ლარის გამოძალვა მის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და მისი ქონების დაზიანების მუქარით, მსჯავრდებულების მიერ ტ------– ვ-------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, სრულად შეესაბამება დაზარალებულ ტ------– ვ-------ისა და ზემოთ ხსენებული მოწმეების მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს. მათ მიერ როგორც გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს, ისე სასამართლოში დაკითხვისას აღწერილი საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება ურთიერთშესაბამისია.
გარდა ამისა, დაზარალებულ ტ------– ვ-------ისა და მოწმეების: თ----- გ------ს, ლ--–- ჭ----------ს და მ-------------------ს ჩვენებები, რომლებმაც დეტალურად და დამაჯერებლად განმარტეს შემთხვევის დროს განვითარებული მოვლენები, სრულად შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, რომლის თანახმადაც, რესტორნის დარბაზში იატაკზე მიმოფანტული იყო ჭურჭლის ნამსხვრევები და იატაკზე ეგდო დანა მოწითალო ფერის ლაქებით; ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დანის პირზე აღმოჩნდა დაზარალებულ ტ------– ვ-------ის სისხლი, ხოლო ამავე დანის ტარზე _ მსჯავრდებულ დ-------- ხ----–--ს გენეტიკური პროფილი; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, დაზარალებულ ტ------– ვ-------ეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სწორკიდეებიანი ჭრილობისა და ნაჭდევის სახით.
პალატა ასევე არ ეთანხმება სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგოა საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, ვინაიდან, თვლის, რომ აღნიშნულ ჩვენებებში არ შეინიშნება რაიმე წინააღმდეგობა საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ვარაუდის დონეზე მიუთითებდა, რომ საქმეზე დაკითხული დაზარალებული და მოწმეები არიან დაინტერესებული პირები დ-------- ხ----–--ს და შ---–-- ლ------ს წინააღმდეგ, რომ მათ გააჩნდათ რაიმე მიზეზი და საბაბი იმისათვის, რომ ცრუ ჩვენება მიეცათ სასამართლოსთვის და მსჯავრდებულებისათვის დაებრალებინათ ისეთი ქმედების ჩადენა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
ამდენად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, მათი რეალურობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან, ისინი სრულად არის თანხვდენილი საქმეზე შეკრებილ სხვა უტყუარ და რელევანტურ მტკიცებულებებთან და ნათლად წარმოაჩენს დანაშაულის ჩადენის მომენტში განვითარებული მოვლენების რეალურ სურათს.
აპელანტებმა ასევე მიუთითეს იმ გარემოებაზე, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დრო ფარავს ერთმანეთს, კერძოდ, ორივე მიმდინარეობდა ორ სხვადასხვა ქალაქში, ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში, ერთი და იგივე პიროვნების _ ტ------– ვ-------ის მონაწილეობით, რაც დაცვის მხარის აზრით, აღნიშნულ მტკიცებულებათა ფალსიფიცირებაზე მიუთითებს და მათ დაუშვებლად ცნობას განაპირობებს. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირებმა: გ------- ს------მ, ზ---- ჯ---–------მ და ზ---- ქ---------მ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს, რომ დაზარალებული ტ------– ვ-------ე ნამდვილად ესწრებოდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, ამასთან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ გ-- გ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებული ტ------– ვ-------ეს ნამდვილად ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რაც არ უარყვია თავად დაზარალებულსაც. აღნიშნულის საპირისპირო პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი სასამართლოს არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა თვლის, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს ისეთ არსებით დარღვევას, რომელიც შეიძლება გახდეს მტკიცებულების დაუშვებლად მიჩნევის საფუძველი.
დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ სხვა გარემოებებს რაც შეეხება, პალატის შეფასებით, ისინი უკავშირდება მხოლოდ ისეთ დეტალებს, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა არა აქვთ და გავლენას ვერ მოახდენენ დ-------- ხ----–--ს და შ---–-- ლ------ს დამნაშავეობა/უდანაშაულობაზე. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად რაიმე არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევა, რაც გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე, არ გამოვლენილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დ-------- ხ----–--სთვის და შ---–-- ლ------სთვის შერაცხული ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულებისთვის დანიშნული სასჯელები არის როგორც მათი პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულების თანაზომიერი და პროპორციული და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა _ სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განაჩენი დ-------- ხ----–--ს და შ---–-- ლ------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულებისა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---– დ--------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.მსჯავრდებულებისა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---– დ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3.შ---–-- ლ------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და შ---–-- ლ------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განაჩენით შ---–-- ლ------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, შ---–-- ლ------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
7.მსჯავრდებულ შ---–-- ლ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 19 მარტიდან.
8.შ---–-- ლ------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
9.დ-------- ხ----–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
10.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დ-------- ხ----–--ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
11.მსჯავრდებულ დ-------- ხ----–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 19 მარტიდან.
12.დ-------- ხ----–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
13.ნივთიერი მტკიცებულებები – დანა, ჭურჭლის ნამსხვრევები, ქაღალდი მოწითალო ფერის ლაქებით, ასევე შ---–-- ლ------ს, დ-------- ხ----–--ს და ტ------– ვ-------ის სისხლის ნიმუშები, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.
14.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
15.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/