განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100117002049712 -1ბ/342-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
10 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თავმჯდომარე: გ---- ჯეირ--აშვილი
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორები: მ-----– ჩ----ე და თ----- ზ-------–---–ი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: მ------ ხ----–--–ი, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, დ-----------------------------–----------------------------ში.
ადვოკატი: ზ------ რ-------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 379-ე მუხლის პირველი ნაწილი;
დისპოზიცია: დაკავების ადგილიდან გადაყვანისას გაქცევის მცდელობა.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წელი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ------ ხ----–--–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ------ რ-------–---–მა და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენში მ------ ხ----–--–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდეექსის 19, 379-ე მუხლით პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
მ------ ხ----–--–ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ და დაკავების ადგილიდან გადაყვანისას გაქცევის მცდელობა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,379-ე მუხლის პირველი ნაწილით;
სასამართლომ დაადგინა :
2017 წლის 15 მაისს, საღამოს, მთვრალ მ------ ხ----–--–ს, ქ. თბილისი, დ-----------------------------–----------------------------ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში, ბებია - ნ--–- ნ-----–-–---–თან, მოუვიდა შელაპარაკება. აღნიშნულზე განაწყენებულმა მ------ ხ----–--–მა, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ნ--–- ნ-----–-–---–ს დაუწყო უმოწყალოდ ცემა, რა დროსაც ხელები ყელზე შემოუჭირა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა.
2017 წლის 17 მაისს, მ------ ხ----–--–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. იმავე დღეს, დაახლოებით 16:30 საათზე, პენიტენც------ დეპარტამენტის N8-ე დაწესებულებაში გადაყვანისას, მ------ ხ----–--–ი, ამავე დაწესებულების ადმინისტრაციული კორპუსის ეზოდან შეეცადა გაქცევას, რა დროსაც იგი დაკავებული იქნა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ
მოწმენ------ ა----------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის გარდაცვლილ ნ--–- ნ-----–-–---–ის მეზობელი. 2017 წლის 15 მაისს სახლში მივიდა დაახლოებით 22:00 საათზე. სახლში მყოფს შემოესმა ნ--–- ნ-----–-–---–ის შვილის - ნ---- (ნ-----–- ბ---–----–---–ი) ტირილის ხმა. ნახა, რომ მათი სახლიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები გამოვიდნენ, რომლებმაც უთხრეს, რომ ნ--–- ნ-----–-–---–ი გარდაიცვალა, ხოლო ბინაში შესულმა ნახა, ნ--- ტიროდა და თან ამბობდა „როგორ ვერ გიშველე დედა, ეს რა მიქნა ჩემმა შვილმაო“. სახლში ნ--–- ნ-----–-–---–თან ერთად ცხოვრობდა შვილი - ნ--- ორ შვილთან ერთად. ნ--–-ს ოჯახს იცნობდა, როგორც წყნარ და მშვიდ ოჯახს. თუმცა, ბოლო დროს მ------ ხ----–--–ს ცუდი სიმთვრალე ჰქონდა და რამდენიმეჯერ შემოესმა მათი სახლიდან გინების და ოჯახის წევრებთან ჩხუბის ხმა. ნ--–- ნ-----–-–---–ს ხვდებოდა, როდესაც სადარბაზოს ალაგებდა, მაგრამ ვინაიდან ნ--–- ნ-----–-–---–ს ბოლო 10 წელი ფეხის ტკივილი აწუხებდა და ვერ დადიოდა, დაახლოებით 1 წლის მანძილზე ნ---ხი არ ჰყავდა და ამიტომაც ნ---- ეკითხებოდა ხოლმე დედის ამბებს. პენსია ნ--–- ნ-----–-–---–ისთვის სახლში მიჰქონდათ.
მოწმე ჯ------- ნ-----–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის ნ--–- ნ-----–-–---–ის ძმა. სახლში მისი და ცხოვრობდა თავის უფროს შვილთან - ნ--- ბ---–----–---–თან და შვილიშვილებთან- მ------ და ზ----- ხ----–--–ებთან ერთად. 2017 წლის 17 მაისს, იმყოფებოდა სახლში, როდესაც შეიტყო ნ--–- ნ-----–-–---–ის გარდაცვალების შესახებ. დაახლოებით 21:00 საათზე მივიდა მისი დის სახლში, სადაც პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. შევიდა იმ ოთახში სადაც და ესვენა, მიცვალებულზე შენიშნა სილურჯე ნიკაპის მარცხენა მხარეს. თანამშრომლებმა უთხრეს, რომ გასულიყო და დაახლოებით 15 წუთში მ------ ხ----–--–ი გამოატარეს პოლიციის თანამშრომლებმა, მანამდე კი იქვე ტრიალებდა. ოთახში ჭაღი არ იყო ჩამოკიდებული. დენისწყაროში მიერთებული იყო ნათურა, რომელიც ანათებდა ოთახს. მისი ყურადღება მიიქცია სახელურზე არსებულმა სისხლმა. ასევე, იატაკი იყო სველი, ნამსხვრევები ეყარა ძირს, არ იცის ჭიქის იყო თუ ჭაღის. ნ--–- ნ-----–-–---–ი დაახლოებით 4-5-6 წელი იყო რაც „ჩავარდნილი“ იყო, სახრები და წნევები აწუხებდა. წელიწადში 2-3 ჯერ მიდიოდა ხოლმე დის სახლში. რამდენიმე წელი ავადმყოფობდა, ეზოში არ ჩადიოდა, მაგრამ სახლში საჭმელს ამზადებდა, ჭურჭელს რეცხავდა. ხშირად არ მიდიოდა დის სახლში, რათა არ შეწუხებულიყო ნ--–- ნ-----–-–---–ი. 1 წლის უკან და დაეღუპა და იქ ნახა ნ--–- ნ-----–-–---–ი, რომელიც მიიყვანეს ა/მანქანით, ხოლო ჩაჯდომის დროს ხელში აყვანილი ჩასვეს. ბოლოს ნახა გარდაცვალებამდე დაახლოებით 2 თვით ადრე. როდესაც მივიდა იწვა, წამოდგა, რათა სუფრა გაეშალა, თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა, ვინაიდან მისი გამზრდელი და წუხდებოდა.
მოწმე უ-- ტ-------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მ------ ხ----–--–ს იცნობს, როგორც კარგ ადამიანს და მეგობრობს მასთან. 2017 წლის 15 მაისს ძმასთან ერთად მივიდა მ------ ხ----–--–ის სახლში. სახლში მისული მიესალმა მ------ ხ----–--–ის დედას და ბებიას, შემდეგ „ლოჯში“ შევიდნენ. ძმასთან და მ------სთან ერთად წავიდნენ მუხიანში, შეიძინეს ლუდი და ტაქსით დაბრუნდნენ მ------ ხ----–--–ის საცხოვრებელ ბინაში. სადაც მისაღებ ოთახში კვლავ ნახა მ------ს დედა და ბებია, რომელიც ეტლში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. გავიდნენ ლოჯში, რამდენიმე საათში მეგობრებიც მივიდნენ, რომლებმაც მიიტანეს დამატებით 7 ლიტრი ლუდი და დალიეს. ორ საათში მეგობრები წავიდნენ, ხოლო დაახლოებით 18:00 საათის შემდეგ თვითონაც წავიდნენ, ვინაიდან ძმა სამსახურში უნდა წასულიყო. საღამოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ძმამ სოციალურ ქსელში მისწერა, რომ მ------ს ბებია გარდაიცვალა. ხუმრობით მისწერა, რომ „მ------მ რამე ხომ არ უქნაო“. სუფრაზე ყოფნის დროს კამათს ან რაიმე სახის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. წამოსვლის მერე სახლში დარჩნენ მ------ და ბებია. მ------ს როგორც სიფხიზლეში ასევე, სიმთვრალეში კარგი ხასიათი ჰქონდა. თუმცა, სიმთვრალეში ხანდახან ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა და უკმათიათ ხოლმე.
მოწმე მ------ ხ--–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი არის მ------ ხ----–--–ის გარე ბიძაშვილი. 2017 წლის 15 მაისს დაახლოებით 12:30 საათზე, მას დაურეკა სიძემ -ბ--- ტ-------ემ და დაპატიჟა მ------სთან ლუდის დასალევად. ის და ზ------ ნ-–--–-–---–ი მივიდნენ მ------სთან, სადაც ნახეს, რომ სუფრაზე იდგა 5 ლიტრიანი ლუდი, ასევე ერთ ლიტრიანი ,,მიტარბის“ ბოთლით არაყი, რომელსაც არავინ სვამდა. მან და ზ-----მ შეიძინეს დამატებით 6 ან 7 ლიტრი ლუდი, რაც ერთად მიირთვეს. მ------სთან სახლში ისხდნენ ლოჯში, ხუმრობდნენ და იცინოდნენ და დაახლოებით 17:00 საათისთვის წამოვიდნენ. მას მ------ს ოჯახის წევრები არ უნახავს და მისი წამოსვლის შემდეგ რა მოხდა არ იცის. იცის, რომ მ------ სახლში ბებიასთან, დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა. ნ--–- ნ-----–-–---–ი მოხუცი იყო და გადაადგილება უჭირდა. მ------ ხ----–--–ი იყო დადებითი და პოზიტიური პიროვნება. არ იცის მ------ს ბებიასთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა.
მოწმე ზ------ ნ-–--–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მ------ ხ----–--–ი არის მისი ბავშვობის მეგობარი. 2017 წლის 15 მაისს იმყოფებოდა მეგობართან მ------ ხ--–-–---–თან, რომელიც არის მ------ს ბიძაშვილი, რა დროსაც მ------ს დაურეკა სიძემ - ბ--- ტ-------ემ და დაახლოებით 14:00-15:00 საათზე შესთავაზა მ------სთან ლუდის დასალევად შეკრება. როდესაც ის და მ------ ხ--–-–---–ი მივიდნენ მ------სთან სახლში დაახლოებით 14:30 სთ-ზე, ბიჭები ლოჯში ისხდნენ, მაგიდაზე “ჩიპსი”, ყველი, პური, დაახლოებით 300 მლ არაყი და ხუთლიტრიანი ჭურჭლით ლუდი იდგა, რომელიც თავდებოდა. მან და მ------მა შეიძინეს დამატებით 7 ლიტრი ლუდი, მ------სთან აიტანეს და გაარძელეს ლუდის სმა. დაახლოებით 16:00 საათზე კი დატოვეს იქაურობა. დაახლოებით 02:00 საათზე მიაკითხეს პოლიციის თანამშრომლებმა, დაკითხვაზე წაიყვანეს, რა დროსაც გაიგო, რომ მ------ს ბებიის მკვლელობის საქმეზე იკითხებოდა. იგი მ------ს ბებიას არ იცნობდა და არც შემთხვევის დღეს უნახავს. მათ სუფრაზე არ--აირი შეკამ----ბა არ მოსვლიათ. მ------ იყო ნასვამი და როგორც ყოველთვის კარგ ხასიათზე იყო იმ დღესაც.
მოწმე გ-- ც-----მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი. 2017 წლის 15 მაისს იმყოფებოდა სამსახურში მის მეწყვილე გ---- ჯ--------ესთან ერთად. დაახლოებით 21:00-22:00 საათამდე გამოძახება იყო, რომ უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა ადამიანი. გავიდნენ შემთხვევის ადგილას, საწოლზე გვამი დახვდათ, დააფიქსირეს აღნიშნულის შესახებ. ადგილზე დახვდათ გარდაცვლილის შვილი და შვილიშვილი, რომლებიც ითხოვდნენ შველას. განუმარტეს, რომ გარდაცვლილი იყო და მის რეამინაციას აზრი არ ჰქონდა. ნახეს, რომ გარდაცვლილს სახეზე აღენიშნებოდა სილურჯეები. გვამი იყო მისაღებ ოთახში, საწოლზე გულაღმა. ოთახში ნახევრად ბნელოდა, ჭაღი არ ეკიდა და ლოჯიდან შემოდიოდა შუქი, ოთახში არეულობა იყო. მაგიდა გადატრიალებული იყო, ნივთები ძირს ეყარა და ზედ დადიოდა. მიცვალებულს სახეზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, სახე შეშუპებული ჰქონდა. ასევე, ყურთან გამონადენი ჰქონდა. სუნთქვა შეწყვეტილი იყო, პულსი არ ისინჯებოდა, გუგაზე რეფლექსი არ აღენიშნებოდა, პაციენტი გარდაცვლილი იყო და სამედიცინო ჩარევას აზრი არ ჰქონდა. მ------ იქ იდგა ჩვეულებრივ. ალკოჰოლის სუნი ასდიოდა. გამართულად სცემდა პასუხს კითხვებზე. ფორმა 100 შეავსეს ლოჯის ოთახში. სადაც ნახა ლუდის ბოთლები. ბარათის შევსების დროს შემოესმა მამაკაცის ტირილის ხმა, როგორც შემდგომ გაიგო ეს იყო მ------ს ძმა. აღნიშნულის შესახებ შეატყობინეს საპატრულო პოლიციას.
მოწმე გ---- ჯ--------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი. 2017 წლის 15 მაისს, დაახლოებით 21:00 საათის შემდგომ მის მეწყვილე გ-- ც-----ასთან ერთად, დიღმის მასივის მეორე კვარტალში იყო გამოძახებაზე, სადაც დახვდათ პანიკა და ტირილი. სახლში იმყოფებოდნენ მ------ და მ------ს დედა. გარდაცვლილი იყო ქალი, რომელიც იწვა ლოგინზე, და აღენიშნებოდა ჰემატომები, სისხლჩაქცევები თვალბუდის არეში და ყურთან მცირე სისხლიანი გამონადენი. პაციენტს არ ჰქონდა პულსი და დადასტურდა, რომ იყო გარდაცვლილი. გვამი იყო მისაღებში, სადაც იყო სიბნელე, ჭაღი იყო ჩამოგლეჯილი, მაგიდა იყო გვერდულად გადაყირავებული, დამტვრეული, სავარაუდოდ ფეხი აკლდა. ძირს ეყარა ნივთები. გვამს ჰქონდა სისხლჩაქცევები, რაც დარტყმისაგან შეიძლება მიიღოს ადამიანმა. დეფიბილატორის საშუალებით მოხდა იმის დადგენა, ჰქონდა თუ არა სასიცოცხლო იმპულსები, რა დროსაც დაფიქსირდა სწორი ხაზი. ხელოვნური სუნთქვა არ ჩაუტარებიათ, რადგან პაციენტი უკვე გარდაცვლილი იყო, რომლის ქალიშვილი ტიროდა და სთხოვდა, რომ პაციენტი გადაერჩინათ. მ------ მშვიდად იდგა და პასუხობდა მის კითხვებს. ჰკითხა მ------ს, თუ რატომ ჰქონდა გარდაცვლილს ამხელა ჰემატომა თვალბუდის არეში, რაზეც მ------მ უპასუხა რომ, ცდილობდა ქალბატონის გამოფხიზლებას, რის შედეგადაც მიაყენა დაზიანებები. ვინაიდან გარდაცვლილს აღენიშნებოდა ჰემატომები, მიიჩნიეს საეჭვოდ და აღნიშნულის შესახებ შეატყობინეს პატრულს, ხოლო პოლიციის თანამშრომლების მოსვლის შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი. მათი სახლში ყოფნის პერიოდში მეზობელი ქალი შევიდა, ასევე იყო მამაკაცი, რომელიც ტიროდა.
მოწმე რ---- ე-------ემ განმარტა, რომ არის გამომძიებელი. 2017 წლის 15 მაისს დააახლოებით საღამოს 21:00 საათისთვის პოლიციის განყოფილებაში მიიღეს შეტყობინება დ-----------------------------–------------------ში ქალის გარდაცვალების შესახებ, რომელსაც ჰქონდა დაზიანებები, რის გამოც გ------- ე-–--------–---–თან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე. ბინაში შესვლისთანავე მოესმა ქალის ტირილი, „ეს რა გამიკეთა ჩემმა შვილმა როგორ დამღუპაო“. მისაღებ ოთახში ნახა ტახტზე დასვენებული ხანშიშესული ქალის გვამი, რომელთანაც იჯდა ქალიშვილი, რომელიც ტიროდა, „ეს როგორი დალურჯებული დამხვდი მე შენ ესეთი არ დამიტოვებიხარო“. შემთხვევის ადგილზე ნახა მ------ ხ----–--–ი, რომელმაც განუცხადა, რომ ბებიასთან ერთად იყო სახლში, რა დროსაც ნახა, რომ ბებია იყო უგონო მდგომარეობაში და ცდილობდა მის გამოფხიზლებას. ბინაში ყოფნისას შეამჩნია ბევრი საეჭვო გარემოება, კერძოდ, ოთახში არ იყო განათება, ჭაღი ჩამოგლეჯილი იყო და სადენები ჭერიდან ჩამოშვერილი, ხალიჩა იყო მიგდებული კუთხეში, კედლებზე იყო აშკარა სისხლის კვალი. მობილური ტელეფონის განათებით დახედეს მიცვალებულს, რომელსაც მთელს სახეზე ჰქონდა ჩალურჯებები, ასევე ყურთან ჰქონდა სისხლიანი გამონადენი. მის კითხვაზე, თუ რატომ იყო ბებიამისი ესეთ მდგომარეობაში, მ------მ განუცხადა, რომ ბებია გახდა ცუდად და მოსულიერების მიზნით სახეში ურტყა. იგი მიხვდა, რომ ბუნებრივ სიკვდილს ადგილი არ უნდა ჰქონოდა, რის გამოც ხელმძღვანელობა ჩააყენა საქმის კურსში. სხვა ოთახში მან ნახა დამტვრეული მაგიდა და ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ იყო ნაჩქარევად შეყრილი ამ ოთახში. ასევე, ნახა ძირს დაგდებული ჭაღი, რომელსაც ეტყობოდა სისხლის ლაქები. ანალოგიური ლაქები ნახა მან დერეფანში ჩამრთველზეც. ნახა მ------ს ძმა, რომელიც მ------სგან განსხვავებით ძალიან განიცდიდა მომხდარს და ტიროდა.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ------- ე-–--------–---–მა, რომელიც ასევე იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე.
მოწმე ა------- ჟ------–---–მა განმარტა, რომ იგი არის დეტექტივ- გამომძიებელი. 2017 წლის 15 მაისს პოლიციის განყოფილებაში მიიღეს შეტყობინება, რომ დ------------–-----------------–------------------ში გარდაცვლილი იყო მოხუცი ქალი, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები. იგი მივიდა შემთხვევის ადგილზე, რომელიც დაათვალიერა გარდაცვლილის ქალიშვილის მონაწილეობით. შემთხვევის ადგილზე მან ნახა შესასველელიდან ხელმარჯვნივ შუქის ჩამრთველზე სისხლის კვალი. მისაღებ ოთახში არ იყო სინათლე, ჩამოგლეჯილი იყო ჭაღი და იატაკზე ეყარა ნამსხვრევები. ტახტზე ესვენა ნ--–- ნ-----–-–---–ის გვამი. ჭერზე, კედელზე, იატაკზე იყო სისხლის ლაქები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ზოგადი სურათით შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ვიღაცა ცდილობდა იმ ოთახის მილაგებას. მან ნახა ხალიჩა, რომელიც მიგდებული იყო კუთხეში. ლოჯში იყო ნასუფრალი, ეყარა დამტვრეული ჭურჭლის ნამსხვრევები, დამტვრეული მაგიდა, რომლის ფეხებიც აქეთ-იქით იყო მიყრილი. ასევე, ლოჯში გასასვლელ დერეფანში ეგდო ჭაღი. გვამს ემჩნეოდა სერიოზული დაზიანებები, სახეზე და ტანზე ჰქონდა დალურჯებები, ყურთან ჰქონდა სისხლიანი გამონადენი. დაზიანებები ჰქონდა ასევე მ------ ხ----–--–ს, რომელიც შეამოწმა ექსპერტმა, რა დროსაც განაცხადა, რომ იყო ნასვამი, რა დროსაც ხდება არაადეკვატური. ბებიამ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც ბებია სცემა და გაგუდა. ბებიას ცემის დროს, როდესაც ჯოხს ურტყამდა, ჯოხი გამოედო ჭაღს, რომელიც ჩამოვარდა და გაეჭრა ხელი.
მოწმე ი-----–- ც--------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებლად. მის მიერ ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ კი მოწმის სახით დაკითხა მ------ ხ----–--–ი, განუმარტა უფლებები, აღიარა დანაშაული, აღნიშნულის საფუძველზე დააკავა და და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რომლის დროსაც ამოღებული იქნა ტანსაცმელი: მაისური, კეტები, შარვალი. მაისურს და კეტებს აღენიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში. დაკითხვის დროს ბრალდებულმა აღიარა დანაშაული. გაეცნო ოქმს, რაც დაადასტურა ხელმოწერით. ადვოკატის შესახებ ბრალდებულს განემარტა, ხოლო მ------ ხ----–--–მა უთხრა, რომ საკუთარ თავს თვითონ დაიცავდა და არ საჭიროებდა ადვოკატის დახმარებას. ბრალდებული დაკითხა 2017 წლის 16 მაისს, დილის საათებში. დაკითხვის დროს ნასვამი არ იყო მ------ ხ----–--–ი.
2017 წლის 15 მაისის პაციენტის სამედიცინო ბარათი N---------ით ირკვევა, რომ 2017 წლის 15 მაისს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები იმყოფებოდნენ გამოძახებაზე პაციენტ - ნ--–- ნ-----–-–---–თან, მისამართზე თბილისი, დ-----------------------------–-----------------, ბ-------ში, სადაც დახვდათ გვამი (რქოვანას რეფლექსი არ გამოუწვევია, გვამი მისვლამდე), რომელიც იწვა საწოლზე, პირისახით ზევით, სახეზე აღენიშნებოდა მრავლობითი სილურჯეები, შვილიშვილის განმარტებით სასწრაფოს მისვლამდე 15 წუთით ადრე ნახა უგონო მდგომარეობაში.
2017 წლის 16 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, დ-----------------------------–----------------------------ში. ბინა შედგება მისაღები ოთახის, პირობითად ორი საძინებლის, სამზარეულოს, საპირფარეშოსა და ლოჯისაგან. ბინაში იყო არეულობა, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ვიღაც ცდილობდა მისაღები ოთახის მილაგებას. ბინაში შესასვლელიდანვე ნ---ხი იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, კერძოდ კორიდორში - ელექტრო ჩამრთველზე და ლამინატის ზედაპირზე, მისაღებ ოთახში - შესასვლელი თეთრი ფერის კარის ქვედა ნაწილზე კორიდორის მხრიდან, მისაღები ოთახის ღია ფერის შპალერის მარჯვენა და მარცხენა კედლებზე შპლერზე მრავლობითი წინწკლების სახით, მისაღები ოთახის თეთრი ფერის ჭერზე - წინწკლების სახით, ამავე ოთახში ხელმარცხნივ მდგომი საწოლის გადასაფარებელზე, მარჯვენა კედელთან მდგომი საწოლის მიმდებარედ, სადაც ესვენა გვამი, პარკეტის ზედაპირზე მრავლობითი წვეთების სახით, ამავე ოთახში განთავსებულ ტუმბოზე, ამავე ოთახში აგურებზე მდგომი საწოლის ზედაპირზე არსებულ მომწვანო ფერის ქურთუკზე, საპირფარეშოს კარის სახელურსა და ჩარჩოს ზედაპირზე, საპირფარეშოში პირსაბანის ნიჟარის ზედაპირზე, ლოჯში დაგდებულ ჭაღზე, ამავე ოთახში სერვანდის წინ ხის პარკეტის ზედაპირზე, სამზარეულოში ნიჟარის წინ იატაკის ზედაპირზე, N2 საძინებელში შესასვლელი კარის ჩარჩოს ქვედა ნაწილზე, აქვე იატაკის ზედაპირზე. მისაღებ ოთახში ჭერშის შუა ადგილზე, ეტყობოდა ზემოქმედების კვალი, არ იყო შესაბამისად განათება და ჩამოგლეჯილი იყო ჭაღი, რომლის დეტალები ეყარა იატაკზე. დაზიანებული ჭაღი ნ---ხი იქნა ლოჯში შესასვლელთან იატაკზე. ნ-----–- ბ---–----–---–მა განმარტა, რომ ეს ჭაღი ეკიდა მისაღები ოთახის ჭერზე. N1 საძინებელში ნ---ხი იქნა შავი ფერის სახელურიანი რკინის ხელჯოხი, სამზარეულოს მაგიდაზე ნ---ხი იქნა ბოთლები და საკვები პროდუქტები. N2 საძინებელში იდგა შავი ფერის, დაკეცილი ინვალიდის ეტლი, მის გვერდით იდო მაგიდის დაზიანებული ზედაპირი, კერძოდ მასში ჩაჭედილი იყო მინის ნატეხები, იქვე იატაკზე ეყარა აღნიშნული მაგიდის ხის ფეხები და ხის ნატეხები, რომელთაგან ერთ-ერთ ფეხს აღენიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქები და თმის ღერები. მისაღებ ოთახში განთავსებულ ერთ-ერთ საწოლზე ესვენა ქალის გვამი, მრავლობითი დაზიანებებით, რომელსაც ეცვა მომწვანო ფერის ჯემპრი, ლურჯი მაისური, შავი ფერის რეიტუზი, მოთეთრო ფერის ტრუსი და პამპერსი.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა გ------- უ--–---მ და თ---------- რ-----–---–მა დაადასტურეს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
2017 წლის 01 აგვისტოს სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N0-------- დასკვნით ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით ნ--–- ნ-----–-–---–ის სვიტერის და რეიტუზის ზედაპირებზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოშავო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარეობრივი კუთვნილება მ------ ხ----–--–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. მ------ ხ----–--–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მოთეთრო ფერის პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარეობრივი კუთვნილება ნ--–- ნ-----–-–---–ის სვიტერის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი თ-- გ----------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტის N0-------- დასკვნის სისწორე.
2017 წლის 20 ივლისის სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N0-------- დასკვნით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ გამჭვირვალე პოლიმერული მასალის ბოთლის ზედაპირზე არსებული ხელის თითის ორი კვალი ეკუთვნის ნ--–- ნ-----–-–---–ს, ხოლო თეფშის ზედაპირზე არსებული ხელის თითის ერთი კვალი და ჭიქის ზედაპირზე არსებული ხელის თითის ერთი კვალი ეკუთვნის მ------ ხ----–--–ს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ქ------- გ----–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტის N0-------- დასკვნის სისწორე.
2017 წლის 19 ივნისის სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N0-------- დასკვნით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ბოთლებში არსებული სითხე ობიექტი N1-ში არის წყალი, ობიექტი N2-ში თეთრი ღვინო, ხოლო ობიექტი N3-ში არაყი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი მ--- გ----–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტის N0-------- დასკვნის სისწორე.
2017 წლის 29 მაისის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N4-------- დასკვნით შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია მ------ ხ----–--–ისაგან აღებულ სუნის კვალის ნიმუშის.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ბ--------- ი-----ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დეპარტამენტის ექსპერტის N4--------დასკვნის სისწორე.
2017 წლის 12 ივნისის სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N0-------- დასკვნით მ------ ხ----–--–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას ორივე მტევნის მიდამოში აღენიშნებოდა სწორკიდეებიანი, მახვილბოლოიანი ჭრილობები, მარცხენა მხრის მიდამოში - სისხლნაჟღენთები. ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად. სისხლნაჟღენთები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. აღნიშნული დაზიანებები როგორც ცალ-ცალკე ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 15.05.2017-ს.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ------- ბ------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტის N0-------- დასკვნა და დამატებით განმარტა, რომ შემოწმებისას მ------ ხ----–--–მა მის შეკითხვაზე, თუ საიდან მიიღო აღნიშნული დაზიანებები, პირადად უთხრა, რომ ბებიამ მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, მან ბებიას მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რის შედეგად ბებია მოკვდა.
2017 წლის 07 აგვისტოს სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N0-------- დასკვნით მ------ ხ----–--–ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მ------ ხ----–--–ს რაიმე ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნებოდა და შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მ------ ხ----–--–ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მ------ ხ----–--–ს აქვს გაცნობიერებული გადააწყვეტილების მიღების უნარი. იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, მ------ ხ----–--–ი დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, მ------ ხ----–--–ი დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მ------ ხ----–--–ი იძულებით მკურნალობას ან არ--ებაყოფლობოთ სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ფსიქიატრი თ----- ნ-----–-----–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტის N0-------- დასკვნის სისწორე.
2017 წლის 28 ივლისის სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N0-------- დასკვნით, პაკეტში, წარწერით: ,,...1 (ერთი) ცალი ხის ნაჭერი ოთხკუთხედი ფორმით, დაზიანებებით და მასში ჩაყოლილი მოყავისფრო ფერის მინის ნატეხით ამოღებული რიგით II საძინებელი ოთახიდან...“ მოთავსებულ ხის ნაჭრის ვიწრო კიდეებზე და ალაგ-ალაგ ზედაპირზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N7) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ძირითადი წილი ეკუთვნის მ------ ხ----–--–ს (ობ. N102), ხოლო მცირე წილი ნ--–- ნ-----–-–---–ს (ობ. N99). ამავე ხის ნაჭრის ნაჭდევში მოთავსებულ მინის ფრაგმენტზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N8) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ------ ხ----–--–ს (ობ. N102). პაკეტში, წარწერით: ,,...5 (ხუთი) ცალი ხის ნაჭერი ამოღებული რიგით II საძინებელ ოთახში იატაკის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ოთხ ცალ ხის ნაჭერზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N19-22) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N19-22-ის გენეტიკურ პროფილებში ვლინდება ნ--–- ნ-----–-–---–ის (ობ. N99) და მ------ ხ----–--–ის (ობ. N102) გენეტიკური თანამონაწილება. ამავე პაკეტში მოთავსებულ მეხუთე ხის ნაჭერზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევი (ობ. N23) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N23-ის და ამავე ხის ნაჭერზე მიკრული თმის ღერების (ობ. N24) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ------ ხ----–--–ს (ობ. N102). ხოლო ამავე ხის ნაჭერზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N25) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ძირითადი წილი ეკუთვნის მ------ ხ----–--–ს (ობ. N102). პაკეტში წარწერით: ,,FCD878543... 1 (ერთი) ცალი ხელჯოხი ამოღებული რიგით I საძინებელი ოთახიდან...“ მოთავსებულ ხელჯოხზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N27) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ძირითადი წილი ნ--–- ნ-----–-–---–ის (ობ. N99) გენეტიკური პროფილის იდენტურია. პაკეტში, წარწერით: ,,...1 (ერთი) ცალი ხის ნაჭერი ამოღებული რიგით II საძინებელ ოთახში საწოლის ქვემოთ იატაკის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ხის ნაჭერზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N28) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც ვლინდება მ------ ხ----–--–ის (ობ. N102) და ნ--–- ნ-----–-–---–ის (ობ. N99) გენეტიკური თანამონაწილეობა. პაკეტში, წარწერით: ,,...1 (ერთი) ცალი ხის მუქი ფერის ნაჭერი ამოღებული რიგით II საძინებელ ოთახში იატაკის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ხის ნაჭერზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N29) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ძირითადი წილი ეკუთვნის მ------ ხ----–--–ს (ობ. N102), ხოლო მცირე წილი - ნ--–- ნ-----–-–---–ს (ობ. N99). პაკეტებში, წარწერით: ,,...ობიექტები: 2,3,4,8,10,11,12,14,21,24,25,26,28,29,31,32,33,35,37,34...“ და ,,...2 (ორი) ცალი ჩხირი მოწითალო ფერის ლაქებით ზ------ შ----–---–ი, დეტექტივების სამმართველოს II-ე განყოფილება...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები (ობ. N30-49,66,67) შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ. N30-37,42,49,66,67-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ------ ხ----–--–ს (ობ. N102). ობ. N38 (კონტეინერი, წარწერით: ,,მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე საკონტროლო ანაწმენდთან ერთად ამოღებულია მისაღებ ოთახში საწოლის გვერდით პარკეტის იატაკიდან. ობიექტი N21“) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ--–- ნ-----–-–---–ს (ობ. N99), ხოლო ობ. N39,40,41-ში გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. პაკეტებში, წარწერით: ,,...ობიექტი N22...“ მოთავსებულ მომწვანო ფერის მინის ფრაგმენტზე (ობ. N68), ,,...ობიექტი 7,18,20,27...“ მოთავსებულ ქაღალდის ფრაგმენტებზე (ობ. N69-72), ,,...ამოღებულია 1 (ერთი) ცალი გასაღები...“ მოთავსებულ გასაღებზე (ობ. N73), ,,...ამოღებულია ფაიფურის ნატეხი მოწითალო ფერის ლაქებით...“ მოთავსებულ კერამიკული მასალის ფრაგმენტებზე (ობ. N74) და ,,...ობიექტები 40,41,42...“ მოთავსებულ ქსოვილებზე (ობ. N77,78) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ------ ხ----–--–ს (ობ. N102). პაკეტებში, წარწერით: ,,...ობიექტი N23...“ მოთავსებულ მინისა და კერამიკული მასალის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები (ობ. N75,76) შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ. N75-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ------ ხ----–--–ს (ობ. N102), ხოლო ობ. N76-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ძირითადი წილი ეკუთვნის მ------ ხ----–--–ს, ხოლო მცირე წილი - ნ--–- ნ-----–-–---–ს (ობ. N99). პაკეტებში, წარწერით: ,,…მომწვანო ფერის გადასაფარებელი მასზე არსებული მოწითალო-მოვარდისფრო ფერის ლაქებით ამოღებული მისაღებ ოთახში არსებული ტახტის ზედაპირიდან...“, ...მომწვანო ფერის საწოლის გადასაფარებელი მასზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ფერის ლაქებით ამოღებული მისაღებ ოთახში არსებული საწოლის ზედაპირიდან...“, და ...1 (ერთი) ცალი მოყავისფრო ფერის ლოგინის გადასაფარებელი მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით ამოღებული მისაღებ ოთახში ხელმარჯვნივ კედელთან არსებული საწოლის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ გადასაფარებლებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N79-81) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ------ ხ----–--–ს (ობ. N102). პაკეტში წარწერით „1 ცალი მცირე ზომის მომწვანო ფერის ქურთუკი მოწითალო ფერის ლაქებით ამოღებული მისაღებ ოთახში არსებული ტახტიდან“ მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N84) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ------ ხ----–--–ს (ობ. N102). პაკეტში წარწერით „მ------ ხ----–--–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი“ მოთავსებულ შარვალზე (ობ. N85) მაისურზე (N86) და ფეხსაცმელზე (N87,88) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ N85-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ--–- ნ-----–-–---–ს, ობ N86-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ------ ხ----–--–ს. ობ. N87-ის, 88-ის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N87-ის გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი მ------ ხ----–--–ის, ხოლო მეორე წილი ნ--–- ნ-----–-–---–ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. N88-ის გენეტიკური პროფილის ძირითადი წილი ნ--–- ნ-----–-–---–ის, ხოლო მინორული წილი მ------ ხ----–--–ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. პაკეტში წარწერით „ერთი 1 ცალი მუქი ფერის ხალიჩა“ მოთავსებულ ხალიჩაზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. N92) შეიცავს სისხლს. ობ. N92-ის გენეტიკური პროფილი შერეულია. რომლის ერთ ერთი წილი მ------ ხ----–--–ის გენეტიკური პროფილის იდენტურია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ვ---- ო-------, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დეპარტამენტის ექსპერტის N0-------- დასკვნის სისწორე.
2017 წლის 7 აგვისტოს სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის N0-------- დასკვნით ნ--–- ნ-----–-–---–ის სიკვდილის მიზეზია მექანიკური ასფიქსია, განვითარებული კისრის ორგანოებზე ზეწოლის შედეგად. გვამის გამოკვლევისას ნ---ხი ნაადრევი გვამური ცვლილებების გათვალისწინებით, სიკვდილის მომენტიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს არ--აკლებ 6 საათისა.
ნ--–- ნ-----–-–---–ის გვამზე არსებული დაზიანებები: მრავლობითი სისხლნაჟღენთები კისრის, ნიკაპქვეშა და ქვედა ყბის ქვეშა მიდამოებში ორმხრივ, ნაჭდევი კისრის ზედა ზედაპირზე მარჯვნივ, სისხლნაჟღენთი კისრის წინა ზედაპირისა და ლავიწზედა მიდამოს საზღვარზე მარჯვნივ, ენისქვეშა ძვლის მარცხენა დიდი რქის მოტეხილობა, დიფუზური და სხვადასხვა ზომის კეროვანი სისხლჩაქცევები ორმხრივ კისრის რბილ ქსოვილებში, ხორხის და ტრაქეის ირგვლივ ფაშარ და კუნთოვან ქსოვილებში, ქვედა ყბის ქვეშა ჯირკვალში მარჯვნივ, ენის კუნთში ფუძის მიდამოში და ორმხრივ ლავიწზედა მიდამოების რბილ ქსოვილებში - განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში და უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა - კეროვანი სისხლჩაქცევა მაგარი გარსის ქვეშ თხემ-კეფის საზღვარზე მარჯვნივ, სისხლჩაქცევა ნათხემის კარავში, დიფუზური და კეროვანი სისხლჩაქცევები თავის რბილ საფარში ორმხრივ და ორივე საფეთქლის კუნთში, მრავლობითი სისხლნაჟღენთები თავზე (სახეზე), დიფუზური სისხლჩაქცევები ზედა და ქვედა ტუჩების ქობასა და ლორწოვან გარსებში, კეროვანი სისხლჩაქცევა მარჯვენა თვალის სკლერაში და ორივე თვალის ქვედა ქუთუთოს ლორწოვანში - განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში და არ იმყოფება უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან. აღნიშნული დაზიანებების (ქალა-ტვინის ტრავმის) სიმძიმის ხარისხზე მსჯელობა შეუძლებელია, ვინაიდან არ მომხდარა ტრავმის კლინიკური სურათის მანიფესტირება.
მარცხნივ ლავიწშუა ხაზზე II-III-IV-VII-VIII და მარჯვნივ ამავე ხაზზე II-III-V-VI ნეკნების მოტეხილობა, ასევე სისხლნაჟღენთი მარცხენა ძუძუს ქვედა შიგნითა კვადრატზე - განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში, ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან.
კიდურებზე არსებული სისხლნაჟღენთები და კეროვანი სისხლჩაქცევა მარცხენა თირკმლის ცხიმოვან კაფსულაში - ასევე განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში, ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას იზოლირებულად მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.
ნ--–- ნ-----–-–---–ის სისხლში აღმოჩნდა ფსიქოტროპული ნივთიერება - მეთილფენობარბიტალი (მეფობარბიტალი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ ექსპერტები ც------ მ---------ე და ნ----- ჯ------ე, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ექსპერტის N0--------დასკვნის სისწორე და დამატებით მოწმე ნ----- ჯ------ემ განმარტა, რომ ენის ქვეშა ძვლის მოტეხილობა არის პირდაპირი, დიდი რქის მესამედში, განვითარებულია კისრის ორგანოებზე მექანიკური ზემოქმედებით, რაც არის ერთ-ერთი დამახასიათებელი კისრის ორგანოებზე ზეწოლით გამოწვეული ასფიქსიის. ტანსაცმელი, რომელიც კისერზე ისე არის მოჭერილი, რომ გამოიწვიოს ასფიქსია, ხდება რბილი სამარყუჟე მასალა, რომელიც ტოვებს სტრ--გულაციურ ღარს. ნ--–- ნ-----–-–---–ს კისერზე სტრ--გულაც------ ღარი არ ჰქონია. მას ჰქონდა ფართო ვრცელი სისხლნაჟღენთები კისერზე. ასფიქსიური სურათი არ ვითარდება დარტყმით, დაცემით, დავარდნით ან კისერზე მსუბუქი ზეწოლით. სახეზე იყო ასფიქსიის კლასიკური ნიშნები. სიკვდილის მიზეზი ცალსახად არის მექანიკური ასფიქსია და ქალა ტვინის დაზიანება სიკვდილის მიზეზი არ არის. ქალა ტვინის ტრავმა შეიძლება იყოს მძიმეც და მსუბუქიც და ამის განსაზღვრა მოხდებოდა პაციენტი ცოცხალი რომ ყოფილიყო, თუმცა სისხლჩაქცევის ისეთი თხელი ფენა, რომელიც ზეწოლასაც კი ვერ მოახდენდა ტვინზე, მძიმე არ იყო. ხელი როგორც არ უნდა ურტყა ადამიანს ლოყაზე, თვალბუდეებში და ქუთუთოებზე სისხლს ვერ ჩაუქცევ. ერთ თვალბუდეზეც იყო მოქმედება და მეორეზეც, ამასთან უშუალოდ ამ მიდამოებში. ასეთი დაზიანებები შესაძლებელია დარჩეს მხოლოდ მაშინ, თუ პირდაპირ თვალებში ურტყამ. ასფიქსიას ასევე ახასიათებს პირღებინება. მან პირნაღები მასები ნახა ნ--–- ნ-----–-–---–ის ჯემპრზე და მცირე რაოდენობით ცხვირსა და პირის ღრუში. ნეკნების მოტეხილობები ცალკე აღებული შესაძლებელია განვითარებულიყო ზეწოლითაც და ვარდნითაც, თუმცა მოტეხილობები იყო არა მარტო ნეკნების და ამ რაოდენობის მოტეხილობების ერთი დაცემის შედეგად მიღება შეუძლებელია. ექსპერტმა განმარტა, რომ ადამიანს სუნთქვის შეკავება შეუძლია 1 წუთის (+- 15 წამი) განმავლობაში. თუ ადამიანს გადაუკეტავთ სასუნთქ გზებს, ზოგადასფიქსიური სურათი ორგანიზმში ამ ერთწუთიან პერიოდში არ ვითარდება. ნ--–- ნ-----–-–---–ის სხეულში აღმოჩენილი ზოგადასფიქსიური სურათი, რაც მან ნახა გაკვეთისას, ნიშნავს, რომ ზეწოლა იმაზე დიდხანს იყო (1,5 წუთიდან 5 წუთამდე) და გაცილებით ძლიერი. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოხუცებში სიკვდილი უფრო ადრეც დგება. ნ--–- ნ-----–-–---–ს ოპტურაციული ასფიქსია არ ჰქონია, რადგან ასფიქსიის ამ სახის დროს, ხდება ხორხსარქველის დახშობა, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამ ტიპის ასფიქსიის დროს კისერზე ამდენი დაზინება და სისხლჩაქცევა არ ექნებოდა.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა, დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, ნ-----–- ბ---–----–---–მა განმარტა, რომ არის გარდაცვლილ ნ--–- ნ-----–-–---–ის შვილი და მ------ ხ----–--–ის დედა. 2017 წლის 20:00-20:30 საათისთვის მივიდა სახლში, კარი გაუღო შვილმა -მ------ ხ----–--–მა და უთხრა, ,,დედა მიშველე, ბებო ცუდად არის, მგონი კვდებაო“. შევარდა ოთახში და ნახა ნ--–- ნ-----–-–---–ი საწოლზე იწვა, სახე აწითლებული ჰქონდა, მაჯა შეუმოწმა და პულსი ესინჯებოდა, ამის შემდგომ სასწრაფო სამედიცინო დამხარება გამოიძახეს. სახლი არეული იყო, მ------ს კითხა, თუ რატომ იყო სახლი არეული, მან კი მიუგო, რომ ნ--–- ნ-----–-–---–ი ჭაღს წმენდდა და გაიგონა ბრაგუნის ხმა. ხოლო როდესაც კითხა, თუ რატომ ჰქონდა ბებოს სახე გაწითლებული, მ------მ უპასუხა, რომ ბებიის მოსულიერებას ცდილობდა, წყალიც კი შეასხა, მაგრამ ვ----ფერი უშველა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები რომ მივიდნენ გადაუღეს კარდიოგრამა, ექიმებს სთხოვდა დედის გადარჩენას, შემდეგ მეზობლებს მოუხმო. მ------მ სახლის მილაგება დაიწყო, რა დროსაც მივიდნენ პოლიციის თანამშრომლებიც. გამოკითხეს მ------ და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მოგვიანებით თვითონაც მივიდა პოლიციის განყოფილებაში და შინ დაბრუნებულს გვამი ექსპერტიზაზე დახვდა წაღებული. მეორე დღეს პოლიციის განყოფილებიდან დაბრუნდა მისი მეორე ვაჟი - ზ------ ხ----–--–ი, ნაცემი იყო და უთხრა, რომ ორივე ძმები სცემეს, ვინაიდან პოლიციის განყოფილებაში აიძულებდნენ , რომ ეღიარებინათ ბებიის მკვლელობა. აღნიშნულის შესახებ დარეკა 112-ში და შეატყობინა მომხდარი. მ------ს ბებიასთან თბილი ურთიერთობა ჰქონდა. დედა მშრომელი ქალი იყო, რომელიც უძღვებოდა საოჯახო საქმეებს, რეცხავდა ხალიჩებს, ლეიბებს ამზეურებდა. ხოლო შემთხვევის დათვალიერების დღეს ნ---ხი ეტლი ეკუთვნის მას, დაახლოებით 5 წლის წინ გაიკეთა ოპერაცია, სახსრის პროთეზირება. ეტლის გარდა სახლში ყავარჯენიც აქვს, რომელიც ასევე მას ეკუთვნის და არა ნ--–- ნ-----–-–---–ს. ეტლით ზოგჯერ ნ--–- ნ-----–-–---–-– სარგებლობდა წიგნის კითხვისას, ვინაიდან სასიამოვნო მოსახმარი იყო. დედას მხოლოდ შარდის შეკავების პრობლემა ჰქონდა, რის გამოც სარგებლობდა „პამპერსით“.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მომწე მ------ ბ---–----–---–მა განმარტა, რომ არის მ------ ხ----–--–ის დეიდა, ხოლო გარდაცვლილი ნ--–- ნ-----–-–---–ი არის მისი დედა. მ------ ბებიამ გაზარდა, ვინაიდან მისი და მუდამ სამუშაოზე იმყოფებოდა. მ------ ხ----–--–ს ბებია ძლაიან უყვარდა და 15-16 წლამდე მასთან ეძინა კიდევაც. ნ--–- ნ-----–-–---–ი მშრომელი ქალი იყო, რომელიც უძღვებოდა სახლის საქმეებს. ნ--–- ნ-----–-–---–ი გარდაცვალებამდე ძალიან ჯანმრთელი იყო, არ უყვარდა ექიმებთან სიარული, მხოლოდ შარდის შეუკავებლობა აწუხებდა, რის გამოც ხმარობდა „პამპერსს“. ნ-----–- ბ---–----–---–ს გაკეთებული აქვს სახსრების ოპერაცია, რის შემდეგაც უჭირდა გადაადგილება და ამიტომაც სარგებლობდა ეტლით. ნ--–- ნ-----–-–---–ს ჰქონდა მარილები და მასაც აწუხებდა სახსრები, თუმცა ხანგრძლივად გადაადგილება არ უჭირდა.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე ზ------ ხ----–--–მა განმარტა, რომ არის მ------ ხ----–--–ის ძმა, ხოლო გარდაცვლილი ნ--–- ნ-----–-–---–ი - ბებია. 2017 წლის 15 მაისს, დაახლოებით 16:00 საათისთვის მობილურ ტელეფონზე დაკავშირდა მ------ და უთხრა, რომ ბიჭები იკრიბებოდნენე მათთან სახლში დასალევად და ისიც მისულიყო, მაგრამ უპასუხა, რომ მას არ შეეძლო. იმავე დღეს, საღამოს იმყოფებოდა მეგობართან, როდესაც დაურეკა მეზობელმა და უთხრა, რომ ბებია ცუდად იყო და შინ დაბრუნებულიყო. სახლში მისულს არეულობა დახვდა, ბებია კი გარდაცვლილი. ბებია საწოლზე იწვა და სახე დალურჯებული ჰქონდა, მაისური დასვრილი ჰქონდა, ჭაღი ჩამოვარდნილი, მაგიდა წაქცეული, თუმცა სისხლი არ უნახავს. დედა ტიროდა, მ------ც ნერვიულობდა. პოლიციის თანამშრომლები მალე მივიდნენ და ძმასთან ერთად წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და პროტესტზე დაუწყეს ცემა. დაახლოებით 7-8 პოლიციის თანამშრომელი ურტყამდა მთელი ღამის განმავლობაში, ითხოვდნენ, რომ ეღიარებიათ თითქოსდა მათ მოკლეს ბებია. ნ--–- ნ-----–-–---–ს მ------ ძალიან უყვარდა. ბებია ჯანმრთელი იყო და თავს კარგად გრძნობდა, სახლს ალაგებდა, ხალიჩებს რეცხავდა, ლეიბებს ამზეურებდა. სადარბაზოს თვეში 2-3 ჯერ ალაგებდა ხოლმე. დედამ დაახლოებით 5-6 წლის წინ გაიკეთა ოპერაცია, სამი თვე იწვა და ეტლით და ყავარჯნითაც კი სარგებლობდა.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე მ---- ხ----------–---–მა განმარტა, რომ არის მ------ ხ----–--–ის დეიდაშვილი, ხოლო გარდაცვლილი ნ--–- ნ-----–-–---–ი მისი ბებია. 2017 წლის 15 მაისს, შუადღის საათებში იმყოფებოდა ბებიასთან სტუმრად, რომელიც იჯდა სავარძელში და ტელევიზორს უყურებდა, ხოლო მ------ და თავისი მეგობრები იმყოფებოდნენ ლოჯში და ლუდს მიირთმევდნენ. დაახლოებით 5-10 წუთში წამოვიდა ბებიის სახლიდან, სახლი არეული არ ყოფილა. იმავე დღეს, საღამოს საათებში დაურეკა ზ------ ხ----–--–მა და შეატყობინა ბებიის გარდაცვალების ამბავი. მივიდა ბებიის სახლში, სადაც დახვდა ხალხი შეკრებილი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები და პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ზ------ და მ------ ხ----–--–ებს მობილური ტელეფონები ჩამოართვეს, თავად კი მობილური არ ჰქონდა. პოლიციის განყოფილებაში სცემეს, კისერში უკნიდან ჩაარტყეს. სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული და თანამშრომელთა სახეები არ უნახავს. მ------ და ზ------ ხ----–--–ები ცალ-ცალკე ოთახში შეიყვანეს და ესმოდა მათი ყვირილის ხმა. პერიოდულად კი ეუბნებოდნენ, რომ ეღიარებინა ბებია მ------მ მოკლა თუ ზ------მა. ნ--–- ნ-----–-–---–ს მ------ ხ----–--–ი ძალიან უყვარდა და მათ ჩხუბს არასდროს შესწრებია. ბებია თავს ჯანმრთელადა გრძნობდა, სახლის საქმეებს უძღვებოდა. რამდენიმე დღის წინ ნახა, რომ ბებია ჩვეულებრივ გადაადგილდებოდა. რამდენიმე დღით ადრე მან ნახა ბებია, რომელიც ჩვეულებრივად დადიოდა. დეიდას 6-7 წლის წინ გაკეთებული ჰქონდა მენჯის ოპერაცია და ეტლი და ყავარჯნები მას ეკუთვნოდა. გამოძიებაში მიცემული ჩვენება არ წაუკითხავს და ისე მოაწერა ხელი, რადგან სახლში ეჩქარებოდა.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე მ------ ხ----------–---–მა განმარტა, რომ არის მ------ ხ----–--–ის დეიდაშვილი, ხოლო გარდაცვლილი ნ--–- ნ-----–-–---–ი მისი ბებია. 2017 წლის 15 მაისს, საღამოს 19:00 საათზე მივიდა ბებიასთან, კარი ბებიამ გაუღო, დაახლოებით 10 წუთი დარჩა მთთან. ბებია და მ------ სახლს ალაგებდნენ და ხელი რომ არ შეეშალა მათთვის წამოვიდა. რამდენიმე ხანში დაურეკა დეიდამ და შეატყობინა ბებიის გარდაცვალების ამბავი. პოლიციის თანამშრომლებმა მ------, მისი ძმა და ზ------ ხ----–--–ი წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, რომლებიც სახლში დაბრუნდნენ 17 მაისს გამთენიისას. ფოტოც კი გადაუღო ზ------ ხ----–--–ს 2017 წლის 17 მაისს, 10:14 საათზე. ასევე ნაცემი მივიდა მისი ძმაც, რომელსაც თვალსაჩინო დაზიანებები არ ეტყობოდა. ნ--–- ნ-----–-–---–ი იყო მოძრავი, სახლის საქმეებით იყო მუდამ დაკავებული და გარეთ გასასვლელად არასდროს ეცალა. მხოლოდ შარდის შეუკავებლობა აწუხებდა, რის გამოც ხმარობდა „პამპერსს“.
2017 წლის 4 ოქტომბრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტის N--------------------- მედ. დასკვნით, 15.05.2017 წ. მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით ნ--–- ნ-----–-–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები:
- ორი ნაჭდევი კისრის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, შუა მესამედში, სისხლნაჟღენთები კისრის წინა ზედაპირზე თითქმის ცენტრალურად და მარჯვნივ, ორმხრივ ქვედა ყბის სხეულისა და მისი ტოტების საპროექციო მიდამოებში, კისრის რბილ ქსოვილებში, ორმხრივ, ხორხის და ტრაქეის ირგვლივ ფაშარ და კუნთოვან ქსოვილებში, ქვედა ყბისქვეშა ჯირკვალში მარჯვნივ, ენის კუნთში ფუძის მიდამოში და ორმხრივ ლავიწზედა მიდამოებში. ენისქვეშა ძვლის მარცხენა დიდი რქის ზედა მესამედის მოტეხილობა, კეროვანი სისხლჩაქცევებით რბილ ქსოვილებში; დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების ზემოქმედებით) და წარმოქმნილია ამ მიდამოებში მექანიკური ძალის პირდაპირი ზემოქმედებით, გარდა ენისქვეშა ძვლის მოტეხილობისა, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნეს როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ზემოქმედებით (კონსტრუქციული მოტეხილობა, რომელიც ვითარდება მოტეხილობისგან მოშორებით, საპირისპირო მხარეს მექანიკური ძალის ზემოქმედების და ენისქვეშა ძვლის დეფორმაციის შედეგად), მაგრამ ნ--–- ნ-----–-–---–ის შემთხვევაში ენისქვეშა ძვლის მოტეხილობის მექანიზმის კატეგორიულად დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან ექსპერტის დასკვნა N0---------ში არ არის აღწერილი მოტეხილობის ხაზების და კიდეების მორფოლოგიური სურათი. ნ--–- ნ-----–-–---–ის კისრის მიდამოში არსებული დაზიანებების მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია დაზიანებების განლაგების მხარეობა-უპირატესად მარჯვნივ.
- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N0---------ის მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელია ნ--–- ნ-----–-–---–ის კისრის მიდამოში დაზიანებების მიმყენებელი და კისრის ორგანოებზე ზეწოლით ასფიქსიის გამომწვევი მკვრივი, ბლაგვი საგნების დიფერენცირება (თითები, ტანსაცმლის საყელო, მყარი საგნები, საყოფაცხოვრებო ნივთები ან ასეთებზე დაცემა). N0-------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით არ არის დადგენილი და შესაბამისად, არც წინამდებარე ექსპერტიზას შეუძლია დაადგინოს, კონკრეტულად, რომელი, რა სახის და ფორმის მკვრივი, ბლაგვი საგნების ზემოქმედებით განვითარდა მექანიკური ზეწოლა ნ--–- ნ-----–-–---–ის კისრის ორგანოებზე (ადამიანის თითებით, ტანსაცმლით ,,მოქაჩვით“, თუ სხვადასხვა საგნების და საყოფაცხოვრებო ნივთების ზემოქმედებით ან ასეთებზე დაცემით), აღნიშნულის დაზუსტება შეუძლებელია სისხლის სამართლის საქმის სხვა მასალებითაც.
- ნ--–- ნ-----–-–---–ის კისრის მიდამოებში მექანიკური ძალის ზემოქმედებით განვითარდა კისრის ორგანოებზე ზეწოლა და შესაბამისად, მექანიკური ასფიქსია, რამაც გამოიწვია სუნთქვის გაძნელება, შეგუბება სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში, რაც დასტურდება კისრის კიანზე და კისრის ორგანოების ირგვლივ რბილ ქსოვილებში სისხლჩაქცევების არსებობით, ენისქვეშა ძვლის რქის მოტეხილობით, ფილტვების შეშუპების, სუბპლევრალური წერტილოვანი სისხლჩაქცევების აღმოჩენით.
- ექსპერტიზა ვერ გაიზიარებს N0-------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ნ--–- ნ-----–-–---–ის კისრის ორგანოებზე მექანიკური ძალის ზემოქმედებით განვითარებული ასფიქსიის სიკვდილის დადგომასთან პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობას დაუსაბუთებლობის და დასაბუთებისათვის აუცილებელი საკვლევი მასალების არარსებობის გამო, ვინაიდან ნ--–- ნ-----–-–---–ის გვამის ექსპერტიზით ასევე დადგენილია ქალა-ტვინის მძიმე ტრავმის არსებობა, რაც დამოუკიდებლად შეიძლება გამხდარიყო ნ--–- ნ-----–-–---–ის სიკვდილის მიზეზი. (შენიშვნა: სასამართლო მედიცინაში უდავოდ არის მიჩნეული, რომ კისრის ორგანოებზე ზეწოლით განვითარებული მექანიკური ასფიქსია ყოველთვის არ მთავრდება სიკვდილით და ასეთ შემთხვევებში სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხი ცოცხალ პირებზე განისაზღვრება კლინიკური გამოვლინებების სიმძიმის მიხედვით).
- ნ--–- ნ-----–-–---–ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები თვალბუდეების, თვლის ლორწოვანის, შუბლის, ყვრიმალების, ლოყების, ცხვირის, ზედა და ქვედა ტუჩების, ნიკაპის, მარჯვენა ყურის ნიჟარის წინა ზედაპირზე, სისხლჩაქცევები თავის რბილი საფარის შიგნითა ზედაპირზე ორმხრივ, ორივე საფეთქლის კუნთში (უპირატესად მარჯვნივ); სისხლჩაქცევები თავის ტვინის მაგარი გარსის ქვეშ (სუბდურალური სისხლჩაქცევა) თხემ-კეფის საზღვარზე მარჯვნივ და ნათხემის კარავში, მიკროსკოპულად თავის ტვინის ნივთიერების შეშუპება, განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნების ნ--–- ნ-----–-–---–ის სახისა და თავის მიდამოში არაერთჯერადი ზემოქმედებით, შესაძლოა დაცემითაც და ზოგიერთი დაზიანება (სახის, ლოყების, ტუჩების მიდამოებში და სხვა) შესაძლოა წარმოქმნილიყო სახეში ადამიანის ხელის გარტყმითაც, თუმცა აღნიშნულის დასადგენად საჭიროა საქმის გარემოებების დეტალიზება და შემდეგ ჩვენების გადამოწმება სასამართლო-მედიკური გზით.
- საკვლევი მასალების არასაკმარისობის გამო ექსპერტიზას არ შეუძლია, დაადგინოს, ნ--–- ნ-----–-–---–ის თავის ან სახის მიდამოში რომელი მექანიკური ზემოქმედების შედეგად განვითარდა ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა და სისხლჩაქცევები თავის ტვინის მაგარი გარსის ქვეშ (სუბდურალური სისხლჩაქცევა) თხემ-კეფის საზღვარზე მარჯვნივ და ნათხემის კარავში, მიკროსკოპულად თავის ტვინის ნივთიერების შეშუპება, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, და რომელსაც დამოუკიდებლად შეეძლო გამოეწვია ნ--–- ნ-----–-–---–ის სიკვდილი. ქალა-ტვინის ტრავმის შედეგად დაღუპვის დროს დამახასიათებელია სიკვდილის დადგომამდე პირღებინება, რაც დადასტურებულია ნ--–- ნ-----–-–---–ის გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით პირში და ცხვირის მარჯვენა შესავალში მორუხო-მოყვითალო ფერის, წვრილი მოთეთრო მინარევების შემცველი არაერთგვაროვანი ფაფისებრი კონსისტენციის მასების არსებობით, ასეთივე, მორუხო-მოყვითალო ფერის, წვრილი მოთეთრო მინარევების შემცველი, არაერთგვაროვანი ფაფისებრი კონსისტენციის მასა-საყლაპავში მცირე რაოდენობით, კუჭში 300 მლ-მდე და ნ--–- ნ-----–-–---–ის მომწვანო ფერის ჯემპრის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, ზედა მესამედში, მოყვითალო-მორუხო ფერის, წვრილი მოთეთრო მინარევების შემცველი, არაერთგვაროვანი ფაფისებური კონსისტენციის (პირნაღები) მასის არსებობით, და პრაქტიკულად არ გვხვდება კისრის ორგანოებზე (ყელის ნაწილში) ზეწოლის შედეგად განვითარებული მექანიკური ასფიქსიისათვის.
- ნ--–- ნ-----–-–---–ის ქალა-ტვინის ტრავმა, სუბდურალური ჰემატომა (სისხლჩაქცევა ტვინის მაგარი გარსის ქვეშ) განვითარებულია მნიშვნელოვანი ძალის ზემოქმედებით და შესაძლოა წარმოქმნილი იყოს საკუთარი სიმაღლიდან ვარდნისას დაცემის დროს.
- ნ--–- ნ-----–-–---–ს ასევე აღენიშნებოდა მარცხნივ II-III-IV-VII-VIII და მარჯვნივ II-III-V-VI ნეკნების მოტეხილობა ლავიწშუა ხაზზე, მცირე ზომის კეროვანი სისხლჩაქცევებით მიმდებარე რბილ ქსოვილებში და სისხლჩაქცევა მარცხენა ძუძუს მიდამოში. ნ--–- ნ-----–-–---–ის ასაკის გათვალისწინებით, გულმკერდის კარკასის კონსტრუქციისა და ნეკნების მოტეხილობების ლოკალიზაციის გათვალისწინებით, (ორივე მხარეს ლავიწშუა ხაზები) შესაძლოა განვითარებულიყვნენ ერთდროულად, მათ შორის საკუთარი სიმაღლიდან ვარდნის დროსაც, ასევე რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარების დროს (გულის არაპირდაპირი მასაჟი) თუ ასეთს ჰქონდა ადგილი.
- სისხლჩაქცევა მარცხენა თირკმლის ცხიმოვან კაფსულაში წარმოქმნილია მექანიკური ძალის ზემოქმედებით, დაზიანების შესაბამისად სხეულზე არ არის სისხლჩაქცევა, რაც მიუთითებს თირკმლის ცხიმოვან კაფსულაში სისხლჩაქცევის წარმოქმნაზე არაპირდაპირი ზემოქმედებით, შესაძლოა საკუთარი სიმაღლიდან ვარდნის დროსაც.
- სისხლჩაქცევები ორივე ხელის მტევნის, ორივე მუხლის, მარჯვენა ბარძაყის მიდამოებში მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნების მოქმედებით, შესაძლოა დაცემით.
შენიშვნა:
16.05.2017 წ. 00:00-09:00 სთ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ნ--–- ნ-----–-–---–ისა და მ------ ხ----–--–ის საცხოვრებელ ბინაში ნ--–- ნ-----–-–---–ის გვამის აღმოჩენის მომენტისათვის აღინიშნებოდა სისხლის ლაქები შემდეგ ადგილებში: მისაღები ოთახის მარჯვენა და მარცხენა კედლებზე შპალერზე, ჭერზე, კედელთან მდგომი საწოლის მწვანე ფერის გადასაფარებელზე, გასაშლელი დივანის მოყავისფრო ფერის გადასაფარებელზე, სადაც ესვენა ნ--–- ნ-----–-–---–ის გვამი; პარკეტის ზედაპირზე ლოგინთან ახლოს და იატაკზე სხვადასხვა ადგილას, ტუმბოებზე, მომწვანო ქურთუკზე; ვიწრო კორიდორში იატაკზე; საპირფარეშოს კარების სახელურზე და ჩარჩოს ზედაპირზე; მეორე საძინებელ ოთახში კარების ჩარჩოს ქვედა ნაწილში და იატაკზე, იატაკზე დაყრილი მაგიდის ფეხებიდან ერთ-ერთზე (აქვე თმის ღერები).
ამ საგნებიდან, ქსოვილებიდან, მასალებიდან და მ------ ხ----–--–ის ტანსაცმლიდან აღებულ სისხლზე საეჭვო ლაქების N0-------- სასამართლო ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სისხლის კვლების დიდი უმრავლესობა და თმის ღერები მ------ ხ----–--–ის გენეტიკური პროფილის იდენტური აღმოჩნდა.
ნ--–- ნ-----–-–---–ის გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა მხოლოდ საწოლის გვერდით პარკეტის იატაკზე, მცირე წილი მინისა და კერამიკული მასალის ფრაგმენტებზე, მ------ ხ----–--–ის შარვალზე.
ნ--–- ნ-----–-–---–ის ტანსაცმელზე (სვიტერი, მაისური, ქვედა საცვალი) სასამართლო-ბიოლოგიური ექსპერტიზით სისხლი არ აღმოჩნდა.
შენიშვნა:
16.05.2017 წ. ბრალდებულის დაკავებისა და ჩხრეკის ოქმიდან ირკვევა, რომ მ------ ხ----–--–ის დაკავებისა და მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ, 07:16-07:30 სთ ბრალდებულს სხეულზე აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: მარჯვენა ხელის ცერზე, შუა და საჩვენებელ თითებზე მრავლობითი ჭრილობები, ხოლო მარცხენა ხელის მტევნის ზედა მხრიდან ნაკაწრები.
ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პირადი შემოწმებით მ------ ხ----–--–ს 16.05.2017 წ. სხეულზე აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: სწორკიდეებიანი, მახვილბოლოებიანი ჭრილობები მარჯვენა ხელის მტევნის I თითის საფრჩხილე ფალანგის, მარჯვენა მტევნის III თითის საფრჩხილე ფალანგის, მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე, ნების III-IV ძვლების საპროექციოდ, მრავლობითი სისხლნაჟღენთები მარცხენა მხარის შიგნითა ზედაპირზე ქვემო მესამედში.
17.05.2017 წ. 17:10 სთ-ზე ოქმიდან ბრალდებულ მ------ ხ----–--–ის სხეულის გარეგანი დათვალიერების შესახებ ირკვევა, რომ პენიტენც------ დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში ხ----–--–ი მ------ კ--------- ძე, დაბ. 1----–. დაწესებულების ექიმის, ზ-------–---–ის მეირ ჩაუტარდა სხეულის სრული (ვიზუალური) შემოწმება-დათვალიერება, რა დროსაც ბრალდებულს აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები ნაჭდევები და სისხლჩაქცევები მუცლის, მხრის, იდაყვის, ხელის მტევნის, ორივე მუხლის, ორივე ტერფის, შუბლის, კისრის არეში და სისხლმდენი ჭრილობები მარცხენა მხრის, წინამხრის, მარცხენა ხელის მტევნის მიდამოებში.
- მ------ ხ----–--–ის სხეულზე 16-17.05.2017 წ. სხვადასხვა უწყებაში აღწერილი დაზიანებები ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც რაოდენობრივად, ასევე ლოკალიზაციებით.
- მ------ ხ----–--–ის სხეულზე არსებული ჭრილობები, განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად და 15.05.2017 წ. წარმოადგენდნენ სისხლდენის წყაროს.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ნ--–- ნ-----–-–---–ს სხეულზე სისხლმდენი ჭრილობები არ აღენიშნებოდა. გვამს მარცხენა გარეთა სასმენ მილში აღინიშნება მცირე რაოდენობით მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი მასები, რომლის წყაროც ექსპერტიზით დადგენილი არ არის.
შენიშვნა:
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზით ნ--–- ნ-----–-–---–ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა ფსიქოტროპული ნივთიერება - მეთილფენობარბიტალი (მეფობარბიტალი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დკითხულმა ექსპერტმა მ--- ნ-----–--–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტის N--------------------- დასკვნა და დამატებით განმარტა, რომ არ იზიარებს სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (ექსპერტი ნ----- ჯ------ე) დასკვნის კატეგორიულობას. მართალია სახეზე არის ასფიქცია, მაგრამ ამავე დროს სახეზე ქალა ტვინის ტრავმა. ვინაიდან სახის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები, ორივე საფეთქლის კუნთში სისხლჩაქცევები, თავის მიდამოში რბილი საფარის ქვეშ სისხლჩაქცევები, თავის ტვინში მაგარი გარსის ქვეშ სისხლჩაქცევი და 15 მლ სისხლჩაქცევი ნათხემის კარავში, რაც კავშირშია ტვინის ღრმა სტრუქტურებთან, იძლევა საფუძველს, რომ ერთობლიობაში სახეზე არის ქალა ტვინის მძიმე ტრავმა. ასევე, მიკროსკოპულად დაადასტურეს თავის ტვინის შეშუპება, რაც ვითარდება იმ წამსვე და ეს შეშუპება ნიშანია იმისა, რომ დაზიანებების მიღების შემდეგ ნ--–- ნ-----–-–---–მა რაღაც დრო იცოცხლა შეშუპებამ მოასწრო განვითარება. ამდენად, თავის ტვინის ტრავმა მან განიხილა კონკურენტ ვარიანტად და მექანიკური ასფიქსია პირდაპირ სიკვდილის მიზეზად არ მიიჩნია, რადგან ორივეს შეეძლო სიკვდილის გამოწვევა, როგორც ქალა ტვინის ტრავმას, ასევე ასფიქსიას და დღეს ამის დადგენა შეუძლებელია. დაზიანებები მიყენებულია არაერთჯერადი ზემოქმედებით, თუმცა სიკვდილი რომელმა გამოიწვია, ამას ვერ დააზუსტებს. პირღებინება დამახასიათებელია ქალა ტვინის ტრავმისთვის. ასფიქსიისთვის, რომელსაც შედეგად სიკვდილი მოყვება, ვინაიდან კისრის არე რეფლექსოგენური ზონაა, ღებინების აქტი ვერ დაიწყება. თუ ადამიანმა მოხრჩობის შემდგ გარკვეული დრო იცოცხლა, პირღებინება შესაძლებელია. იქიდან გამომდინარე, რომ ნ--–- ნ-----–-–---–ის თავის ტვინის შეშუპება მოესწრო, გარკვეული დროის განმავლობაში სიცოცხლე გრძელდებოდა. ექსპერტიზის დასკვანში ასფიქცია თუ რითი განვითარდა არ არის მითითებული, რაც შესაძლებელია იმით იყო გამოწვეული, რომ ექსპერტს განვითარებულმა დაზიანებებმა ამის შესაძლებლობა არ მისცა. სისხლჩაქცევები მიყნებულია მკვრივი ბლაგვი საგნით. თოკი ან მავთული რომ ყოფილიყო, ამის კვალი დარჩებოდა, რაც არ ყოფილა. ზოგადი ასფიქსიური სურათი იყო და არც ამ დაზიანების მკვრივი ბლაგვი საგნით მიყენებას გამორიცხავს. მკვრივ ბლაგვ საგანში შედის ხელიც. ნეკნების მოტეხილობა შესაძლებელია განვითარებულიყო რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, რაც მიყენებული იყო სიმეტრიულად. ასევე, შესაძლებელია ფართო ზედაპირზე ვარდნისას. ორივე თვალბუდეში და მარჯვენა თვალის სკლერაში და ლორწოვანში სისხლჩაქცევები შესაძლებელია განვითარებულიყო ნათხემის კარავის მიდამოში თავისუფალი სისხლის სახით არსებული დეფორმაციის შედეგად. ესპერტმა აგრეთვე დასაშვებად მიიჩნია, რომ ქალა ტვინის დაზიანების შედეგად მოხდა პირღებინება და პარალელურ რეჟიმში განვითარდა მექანიკური ასფიქსია.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ------ ხ----–--–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმად, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.
სიცოცხლის უფლება, თავისი მნიშვნელობის გამო, არის ის პირველი მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისი პრაქტიკით ადასტურებს, რომ კონვენციის მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური დებულებაა. მასში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (იხ. ფედორჩენკო და ლოზენკო უკრაინის წინააღმდეგ (Fedorchenko and Lozenko v. Ukraine), განაცხადი no. 387/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 44).
პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე მ------ ხ----–--–ს ედავება უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბებიის განზრახ მკვლელობას.
სასამართლო პირველ რიგში განიხილავს ჩაიდინა თუ არა მ------ ხ----–--–მა ბებიის - ნ--–- ნ-----–-–---–ის განზრახ მკვლელობა და ამის შემდგომ გააანალიზებს იმ საკითხს ჩადენილია თუ არა ეს დანაშაული დამამძიმებელ გარემოებაში, კერძოდ უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ.
განზრახ მკვლელობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დასჯადი ქმედებაა.
განზრახ მკვლელობის ჩადენისას აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით - ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით.
ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
მკვლელობა მატერიალური დანაშაულია და სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს დანაშაულებრივი შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, რომელიც ჩადენილია მოქმედებით ან უმოქმედობით, რა დროსაც უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამნაშავის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
იმისათვის, რომ პირი დაისაჯოს განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის, აუცილებელია, დადგინდეს მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე გადაწყვეტილების მიღების არსებობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია პირის სუბიექტური დამოკიდებულება მიღებული გადაწყვეტილებისადმი, რაც მოიცავს პირდაპირ და ევენტუალურ (არაპირდაპირ) განზრახვას.
ის ფაქტი, რომ სახლში მხოლოდ მ------ ხ----–--–ი იმყოფებოდა ბებიასთან მხარეები არ უარყოფენ. დაცვის მხარე არ უარყოფს ასევე იმ გარემოებას, რომ ნ--–- ნ-----–-–---–ს დაზიანებები მ------ ხ----–--–მა თავად მიაყენა, მაგრამ განმარტავს, რომ აღნიშნული ჩაიდინა ბებიის დასახმარებლად, რათა გამოეფხიზლებინა იგი. პალატა კი დეტალურად და თანმიმდევრულად განიხილავს იმ გარემოებებს, რაც რეალურად განვითარდა 2017 წლის 15 მაისს.
პალატა განმარტავს, რომ მოწმე მ------ ა----------ამ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ის ფაქტი, რომ 2017 წლის 15 მაისს ხმაურის გაგონებაზე შევიდა ნ--–- ნ-----–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც მისი შვილი - ნ-----–- ბ---–----–---–ი კიოდა და ამბობდა „როგორ ვერ გიშველე დედა, ეს რა მიქნა ჩემმა შვილმაო.“ რაც ასევე დაადასტურა გამომძიებელმა რ---- ე-------ემ, რომ ბინაში შესვლის დროს გაიგონა გარდაცვლილის შვილის ტირილი „ეს რა გამიკეთა ჩემმა შვილმა როგორ დამღუპაო“.
მოწმე ჯ------- ნ-----–-–---–მა დაადასტურა, რომ გარდაცვლილი ნ--–- ნ-----–-–---–ს ნიკაპის მარცხენა მხარეს ჰქონდა სიშავე და სახის სხვადასხვა ადგილას აშკარად ეტყობოდა დაზიანების ნიშნები. აბაზანის კარზე კი შენიშნა სისხლი, ჭაღი არ ეკიდა და ასევე, ნამსხვრევები ეყარა იატაკზე.
მოწმე უ-- ტ-------ემ დაადასტურა ის გარემოებაც, რომ მართალია მ------ ხ----–--–ს კარგი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ სიმთვრალეში ხანდახან ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა. 2017 წლის 15 მაისს კი მათ ლუდი დალიეს, ხოლო მას შემდეგ რაც შეიტყო ბებიის გარდაცვალების შესახებ, ძმამ ხუმრობით მისწერა სოციალურ ქსელში „მ------მ ხომ არ უქნა რამეო“.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა გ-- ც-----ამ და გ---- ჯ--------ემ სასამართლოში დაადასტურეს, რომ 2017 წლის 15 მაისს იმყოფებოდნენ სამსახურში, გამოძახებისას მივიდნენ შემთხვევის ადგილას, გარდაცვლილი იყო ქალი, რომელსაც აღენიშნებოდა ჰემატომები, სისხლჩაქცევები თვალბუდის არეში და ყურთან მცირე სისხლიანი გამონადენი.
მოწმე გ---- ჯ--------ემ დაადასტურა, რომ სისხლჩაქცევები შესაძლოა მიყენებული ყოფილიყო ჩარტყმისაგან.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა დაადასტურეს ის გარემოება, რომ მ------ ხ----–--–ი მშვიდად იდგა და მათ კითხვებზე პასუხს ადექვატურად სცემდა. ასევე, დაადასტურეს, რომ კითხვაზე თუ რატომ ჰქონდა გარდაცვლილს ჰემატომა თვალბუდის არეში, მ------მ მიუგო, რომ ცდილობდა ქალბატონის გამოფხიზლებას და დაზიანებები თავად მიაყენა. აღნიშნული ვითარება მიიჩნიეს რა საეჭვოდ შეატყიობინეს საპატრულო პოლიციას.
პოლიციის თანამშრომლებმა რ---- ე-------ემ და გ------- ე-–--------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილას, ბინაში შესვლისთანავე გაიგონეს ქალის ხმა „ეს რა გამიკეთა ჩემმა შვილმა, როგორ დამღუპაო“, შესაბამისად პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუკი მ------ ხ----–--–ი ცდილობდა ბებიის გადარჩენას, დედა ასეთ სიტყვებს არ იტყოდა შვილის მიმართ, ასევე, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვეთილა პოლიციის თანამშრომლების მიერ არაობიექტურობისა და მიკერძოების საკითხი მსჯავრდებულ მ------ ხ----–--–თან მიმართებაში, ისინი მხოლოდ საქმიდან გამომდინარე იცნობდნენ მსჯავრდებულს.
ფსიქიატრმა თ----- ნ-----–-----–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ მ------ ხ----–--–ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის და მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს და უხელმძღვანელოს საკუთარ თავს.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ მ------ ხ----–--–ის საბოლოო სიტყვაში წარმოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ნ--–- ნ-----–-–---–ი ჭაღს წმენდდა, რა დროსაც გადმოვარდა სკამიდან, გულმკერდით დაეცა ჟურნალების მაგიდაზე და იქიდან კეფით დაეცა იატაკზე. მ------ ხ----–--–მა ბებია ფეხზე დააყენა და სცადა სკამის გამოწევა, რა დროსაც ნ--–- ნ-----–-–---–ი გადავარდა და თავით დაეცა სავარძელზე და მაგიდაზე. ბებიის გამოფხიზლების მიზნით დაუწყო სახეში სილის გაწნა, მაგრამ ვერ გამოაფხიზლა რის შემდეგაც გაუკეთა ხელოვნური მასაჟი, აღნიშნულის შემდეგ ბებიას ხელი მოჰკიდა ტანსაცმელზე, და ხელის ყელზე მოკიდებით გამოაცურა ტახტისკენ და დააწვინა. როდესაც მობრუნდა, ბებია ტახტიდან გადმოვარდნილი დახვდა, რის შემდგომაც გაბრაზდა და ჭაღი დალეწა. მისი სისხლით იყო ბინა მოსვრილი, დედის დავალებით მოაწესრიგა ოთახი და გარკვეული ნივთები სხვა ოთახში გაიტანა. ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები სრულად ეწინააღმდეგება მ------ ხ----–--–ის ჩვენებას. აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლო დეტალურად განიხილავს ექსპერტიზის დასკვნებს, როგორც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტთა ჩვენებას, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ჩვენებას. პირველ რიგში პალატა განმარტავს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტი მ--- ნ-----–--–---–ი არათუ ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტ ნ----- ჯ------ის სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დასკვნას, არამედ სწორედ ამ დასკვნიდან გამომდინარეობს კიდეც და გარკვეულწილად დიდ ნაწილში ეთანხმება მას. აქედან გამომიდნარე, სასამართლოს არ უწევს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მიიღოს ერთი ექსპერტის დასკვნა და უარყოს მეორე.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა ნ--–- ნ-----–-–---–ის სიკვდილის მიზეზთან დაკავშირებით არის კატეგორიული და დაადგინა, რომ ნ--–- ნ-----–-–---–ის სიკვდილის მიზეზია მექანიკური ასფექცია, რომელიც განვითარდა კისრის ორგანოებზე ზეწოლის შედეგად. ხოლო სასამართლო სხდომაზე აღნიშნული ექსპერტიზის გაცემა დაადასტურა ექსპერტმა ნ----- ჯ------ემ და გამორიცხა ნ--–- ნ-----–-–---–ის სიკვდილის მიზეზად ქალა ტვინის ტრავმის დასახელება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ექსპერტმა ნ----- ჯ------ემ თავად დაათვალიერა გარდაცვლილის გვამი, რომლის შემდეგ დაასკვნა აღნიშნული გარემოებები, ხოლო ექსპერტი მ--- ნ------–--–---–ი, რომელსაც გვამი არ უნახავს, კვლევა არ ჩაუტარებია და იხელმძღვანელა მხოლოდ ნ----- ჯ------ის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად ვერ დაადგინა, ნ--–- ნ-----–-–---–ის სიკვდილის მიზეზი და განმარტა, რომ ქალა ტვინის მძიმე ტრავმა შეიძლებოდა გამხდარიყო ნ--–- ნ-----–-–---–ის სიკვდილის უშუალო მიზეზი.
ექსპერტმა ნ----- ჯ------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ასფიქციას ახასიათებს პირღებინება, რაც მცირე რაოდენობით აღენიშნებოდა კიდევაც ნ--–- ნ-----–-–---–ის გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით პირში და ჯემპრის წინა ზედაპირზე. ხოლო ექსპერტმა მ--- ნ-----–--–---–მა განაცხადა, რომ პირღებინება, დამახასიათებელია ქალა ტვინის ტრავმისთვის. ასფიქსიის დროს, რომელსაც შედეგად სიკვდილი მოყვება (ვინაიდან კისრის არე რეფლექსოგენური ზონაა) ღებინების აქტი ვერ დაიწყება. თუ ადამიანმა მოხრჩობის შემდეგ გარკვეული დრო იცოცხლა, პირღებინება შესაძლებელია. იქიდან გამომდინარე, რომ ნ--–- ნ-----–-–---–ის თავის ტვინის შეშუპება მოესწრო, გარკვეული დროის განმავლობაში სიცოცხლე გრძელდებოდა. თუ ღებინება დაწყებული იყო ტრავმის შედეგად და შემდეგ განვითარდა ასფიქსია, ნაღებინარი მასა სხეულის ორგანოებში, ცხვირში და ა.შ. დარჩებოდა, ამდენად პალატა განმარტავს, რომ მ--- ნ-----–--–---–ის დასკვნა არც ამ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას და ნ--–- ნ-----–-–---–ს, გაგუდვამდე, რაც გახდა მისი გარდაცვალების უშუალო მიზეზი, მიეღო ქალა ტვინის ტრავმა, რასაც შესაძლოა გამოეწვია პირღებინება, რის გამოც ნაღებინარი მასა დარჩა მისი სხეულის ორგანოებში. თუმცა ექსპერტმა ნ----- ჯ------ემ დაადასტურა, რომ ასფიქსიას ასევე ახასიათებს პირღებინება. ამდენად, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ--–- ნ-----–-–---–ის სიკვდილის მიზეზია მექანიკური ასფიქსია, განვითარებული კისრის ორგანოებზე ზეწოლის შედეგად.
დაცვის მხარე სასამართლო სხდომაზე აპელირებს ასევე, ბრალდებულის დაკითხვის კანონიერების თაობაზე, ვინაიდან ბრალდებული დაიკითხა 2017 წლის 16 მაისს 04:25 საათიდან 06:45 საათამდე პერიოდში. დაცვის მხარის განმარტებით ბრალდებული დაიკითხა შუაღამე, მთვრალი, რომლის მიხედვითაც შუაღამე დაკითხვა არ შეიძლებოდა და მით უმეტეს მთვრალი პიროვნების დაკითხვა წარმოადგენდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ღამით ჩატარება დაუშვებელია, (ღამე - 22:00-06:00 საათამდე), გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ საჭირო არ იყო ბრალდებულის ღამით დაკითხვა, ვინაიდან ის იმ დროისთვის დაკავებული იყო. პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით გააკეთებს განმარტებას, რომ 2017 წლის 16 მაისს 04:25 საათიდან 06:45 საათამდე პერიოდში მოხდა მ------ ხ----–--–ის მოწმის სახით დაკითხვა, რისი დასრულების შემდეგაც გამოძიებამ ჩათვალა საჭიროდ დაეკავებინათ მ------ ხ----–--–ი (ფააქტობრივი დაკავების ზუსტი დრო 2017 წლის 16 მაისი, 06:50 სთ) და ასევე, ჩაეუტარდა პირადი ჩხრეკა. ვინაიდან, საქმე ეხებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას, გამოძიებამ იხელმძღვანელა გადაუდებელი აუცილებლობით, ჩათვალა რა საჭიროდ მ------ ხ----–--–ის დაკითხვა, რისი მოქმედებითაც მას კანონი არ დაურღვევია, მით უმეტეს, რომ დაკავებული არ ჰყოლიათ მათ მ------ ხ----–--–ი, ვინაიდან როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, დაიკითხა მოწმის სტატუსით, და სწორედ აღნიშნული დაკითხვა გახდა საფუძველი მისი დაკავებისა. მოწმე ი-----–- ც--------მ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, რომ მ------ ხ----–--–ის დაკითხვა ჩაუტარდა მშვიდ ვითარებაში, მას განუმარტეს უფლებები და უარი განაცხადა ადვოკატის მომსახურებაზე.
დაცვის მხარე ასევე, ღამით დაკითხვასთან ერთად აპელირებს მ------ ხ----–--–ის სიმთვრალესთან დაკავშირებით, რომ ის დაკითხეს მთვრალ მდგომარეობაში და შესაბამისად გამოძიებამ დაარღვია კანონი, თუმცა პალატა განმარტავს, რომ მ------ ხ----–--–მა მართალია, წინა დღეს დალია ლუდი, მაგრამ იმავე დღესვე მ------ ხ----–--–ის საქციელი მისმა მნახველებმა აღიქვეს ადექვატურად, ხოლო დაკითხვაში მონაწილე პირებმა კი განმარტრეს, რომ მ------ ხ----–--–ი მთვრალი არ იყო და კითხვებზე გამართულად სცემდა პასუხს. ხოლო, დაცვის მხარეს სასამართლოს წინაშე არ წარმოუდგენია მ------ ხ----–--–ის შესახებ სიმთვრალის დამადასტურებელი მტკიცებულება.
დაცვის მხარე ასევე, აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ გამოძიების ეტაპზე ბრალდებულს დაკითხვისას არ ჰყავდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, თუმცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა ი-----–- ც--------მ სასამართლოს დეტალურად განუმარტა, რომ დაკითხვის დაწყებამდე მ------ ხ----–--–ს განუმარტეს უფლებები და მან თავად განაცხადა უარი ადვოკატის აყვანაზე, ხოლო ვინაიდან პირი სავალდებულო დაკითხვას არ ექვემდებარებოდა შესაბამისად დაიკითხა ადვოკატის მონაწილეობის გარეშე.
დაცვის მხარე ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაკითხვისას სასტიკად სცემეს მსჯავრდებული მ------ ხ----–--–ი, რომლის შემდგომაც მისგან მიიღეს აღიარებითი ჩვენება. ამასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეთა საპროცესო კოდექსის 74- მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად „ბრალდებულის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ“, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით „ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით“. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს მხოლოდ ბრალდებულის მიერ სასამართლო სხდომაზე გაჟღერებულ პოზიციას და გადაწყვეტილება გამოაქვს მტკიცებულებათა ერთობლიობით.
რაც შეეხება ბრალდებულის მიერ საგამოიძიებო ორგანოებში არასათანადო მოპყრობას, აღნიშნული საკითხი სცილდება განსახილველ საქმეს, და შესაბამისად პალატა აღნიშნულ საკითხთან მიმართებით ვერ იმსჯელებს.
დაცვის მხარე ასევე, სააპელაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნ--–- ნ-----–-–---–ის გარდაცვალების დროს იყო სრულიად მშვიდად, ხოლო მისი ძმა უფრო აფორიაქებული იყო და ტიროდა. ასევე, განმარტა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადისა და პოლიციის თანამშროლების მისვლის შემდგომ ვინაიდან მ------ ხ----–--–ი იყო წყნარად და დამშვიდებულად, შესაბამისად მას არ მოუკლავს ბებია. თუმცა პალატის აზრით ეს ვითარება განსაკუთრებით საეჭვოა, რადგანაც როგორც თავად მსჯავრდებულმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, უნდოდა ბებიის დახმარება და ამიტომაც ურტყამდა მას ხელს, ასევე წყალი დაასხა რომ მოესულიერებინა, ხოლო როდესაც ვ----ფერს ვერ გახდა, გაბრაზებულმა ჭაღს კრა ჯოხი და ჩამოაგდო, რის შემდეგაც გაეჭრა ხელი. სასამართლო განმარტავს, რომ მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ როგორც სასწარაფო სამედიცინო დახმარების, ასევე პოლიციის თანამშრომლები და მათ აღნიშნეს, რომ მ------ ხ----–--–ი იმყოფებოდა მშვიდად და მათ უთხრა, რომ სახეზე სილურჯეები მიცვალებულს აღენიშნებოდა იმის გამო, რომ უნდოდა გადაერჩინა ბებია და ხელს ურტყამდა. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის სიმშვიდე იყო არაბუნებრივი, მით უმეტეს, რომ მან ამდენი იბრძოლა ბებიის გადასარჩენად. ხოლო დამატებით როგორც დაცვის მხარის მოწმეებმა განმარტეს, მ------ს და ბებიას ჰქონდათ ძალიან კარგი ურთიერთდამოკიდებულება, 12 წლმადე ბებიის გვერდით ეძინა და ძალიან უყვარდა კიდევაც, თუმცა როგორც მსჯავრდებულმა განმარტა, მიუხედავად ამდენი მცდელობისა, რომ გადაერჩინა ბებია, ვერ მოახერხა და გარდაიცვალა, რის შემდეგაც ძალიან მშვიდად იდგა და აუღელვებლად სცემდა სასწრაფო სამედიცინო ექიმების კითხვებზე პასუხებს, ხოლო მისი ძმა კი ტიროდა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს, ვინაიდან ისინი არიან მსჯავრებულის ოჯახის წევრები და ახლობლები, შესაბამისად არ არიან ობიექტურები და დაინტერესებულნი არიან იმით, რომ მსჯავრდებულს ააცილონ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
სასამართლო ასევე, ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის დედის ჩვენებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მის კითხვაზე მ------ ხ----–--–მა უპასუხა, რომ ნ--–- ნ-----–-–---–ი წმენდდა ჭაღს, რა დროსაც გაიგონა ბრახუნის ხმა. ხოლო ბებიის სახეზე ნ---ხ შეწითლებებზე უპასუხა, რომ მისი მოსულიერების მიზნით გაარტყა ბებიას და წყალიც დაასხა. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული ფაქტის შემსწრე არ არის ნ-----–- ბ---–----–---–ი, მის ინტერესებს წარმოადგენს, რომ შვილი გათავისუფლდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. ხოლო რაც შეეხება მის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რაც საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამდენად, ნ-----–- ბ---–----–---–ის ჩვენება არის ირიბი. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომას, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (იხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548; §52). შესაბამისად, ამ ირიბი ჩვენებების სამართლებრივი ღირებულება, დანაშაულის ჩადენა/არჩადენის ფაქტის დასადგენად, არის ძალიან დაბალი და სასამართლო ვერ დაეყრდნობა მათ.
მკვლელობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, რომელიც შეეხება უმწეო მდგომარეობას, იგულისხმება ავადმყოფის, ღრმად მოხუცისა და სხვათა მკვლელობა, რომელთაც თავისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ თავის დაცვა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა, რომ ნ--–- ნ-----–-–---–ი იმყოფებოდა უმწეო მდონარეობაში, ვინაიდან როგორც სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულეებით გამოიკვეთა, მართალია, ნ--–- ნ-----–-–---–ს სახსრების და მარილების პრობლემები აწუხებდა, მაგრამ ის თავს კარგად გრძნობდა, საჭმელს აკეთებდა, სახლის საქმეებს უძღვებოდა. აღნიშნული გარემოებები დაადასტურეს მისმა ოჯახის წევრებმა, კერძოდ კი ნ--–- ნ-----–-–---–ის ძმა მუდამ ერიდებოდა ხოლმე დასთან სტუმრობას, ვინაიდან ის აუცილებლად გავიდოდა სამზარეულოში და ძმას გაუმასპინძლდებოდა. ნ--–- ნ-----–-–---–ის შვილმა და შვილიშვილებმაც სასამართლოში მისცეს ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ ნ--–- ნ-----–-–---–ი სახლში ჩვეულებრივ გადაადგილდებოდა, საჭმელს ამზადებდა და გარეთ ვერ გადიოდა, გამომდინარე იქიდან, რომ სახლში ბევრ საქმეს აკეთებდა. გამომდინარე აქედან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული გარდაცვლილ ნ--–- ნ-----–-–---–ის უმწეო მდგომარეობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრია ბებია.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ------ ხ----–--–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
მ------ ხ----–--–ის დაკავების ადგილიდან გადაყვანისას გაქცევის მცდელობა
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის 2017 წლის 17 მაისის განჩინებით მ------ ხ----–--–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
მოწმე ზ------ ხ-------–---–მა განმარტა, რომ იგი არის გამომძიებელი. 2017 წლის 17 მაისს მან, მ-----– ს-----–---–თან ერთად მოახდინა მ------ ხ----–--–ის ბადრაგირება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მათ თან ახლდათ ი-----–- ქ-----–--- და ს----- ტ---–-----ი. მ------ ხ----–--–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. მან დაადო ხელბორკილი ბრალდებულს, მოათავსა ა/მანქანაში და მიიყვანეს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში. სასჯელაღსრულების დაწესებულების დაცულ ტერიტორიაზე ელოდებოდნენ საბადრაგო სამსახურის მანქანის შესვლას, რა დროსაც რამდენიმე წუთით გადმოვიდნენ ა/მანქანიდან. მ------ ხ----–--–ს ედო ხელბორკილი. რამდენიმე წუთში მოუწიათ რიგმა. მ------ ხ----–--–ს მოხსნეს ხელბორკილი, რადგან ასეთია პროცედურა, რა დროსაც იგი გაიქცა მოპირდაპირე მხარეს ლითონის კონსტრუქციებისკენ, რომელიც მავთულხლართებით არის დაცული. ბრალდებული ახტა ე.წ. ,,სეტკაზე“, რომლის სიმაღლე 2-2.5 მეტრი უნდა იყოს. იგი დაედევნა, ფეხში მოკიდა ხელი მ------ ხ----–--–ს და უკან დაქაჩა, მაგრამ მ------მ მოახერხა და გადახტა ღობის მეორე მხარეს. ღობეზე გადახტნენ ს----- ტ---–-----ი და ი-----–- ქ-----–---ც, რომელმაც მოიტეხა ფეხი და ადგილზე დარჩა. მ-----– ს-----–---–ი ჩაჯდა ა/მანქანაში და წავიდა დასახლების მხარეს. მ------ ხ----–--–ი დაწესებულების მარცხენა მხარეს გარბოდა, სადაც არის ბორცვები და ნაკვეთები, რომელიც გადაირბინა. რამდენიმე მეტრის დაშორებით მას უკან მისდევდა ს----- ტ---–-----ი და როდესაც ბოლო ნაკვეთის ღობესთან გადადიოდა, დაიჭირა. მ------ ხ----–--–ს N8 დაწესებულებაში შესახლებისას აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც მავთულხლართებთან შეხებისას მიიღო.
მოწმე ი-----–- ქ-----–---მ განმარტა, რომ იგი არის გამომძიებელი. 2017 წლის 17 მაისს, ხელმძღვანელის დავალებით მოახდინა მ------ ხ----–--–ის ბადრაგირება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მასთან ერთად იყვნენ მ-----– ს-----–---–ი, ს----- ტ---–-----ი და ზ------ ხ-------–---–ი. მ------ ხ----–--–ს შეეფარდა პატიმრობა, იგი ჩასვეს ა/მანქანაში და წაიყვანეს პენიტენც------ დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში. შევიდნენ დაწესებულების დაცულ ტერიტორიაზე. ელოდებოდნენ საბადრაგო სამსახურის ა/მანქანის შესვლას. მ------ ხ----–--–ი სიგარეტის მოსაწევად გადმოიყვანეს ა/მანქანიდან. ბრალდებულს წესისამებრ მოხსნა ხელბორკილი, რა დროსაც იგი გაიქცა ღობისკენ. უკან გაეკიდა გაქცეულ პატიმარს, რომელიც ღობეზე გადახტა. ისიც გადახტა ღობეზე და მოიტეხა ფეხი, რის გამოც იქვე დარჩა. ღობეზე გადახტა ს----- ტ---–----იც, ხოლო მ-----– ს-----–---–ი ა/მანქანით დაედევნა. როგორც მერე გაარკვია, მ------ ხ----–--–ი ახლომახლო დააკავა ს----- ტ---–-----მა და შეასახლეს N8 დაწესებულებაში.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა მ-----– ს-----–---–მა.
მოწმე ს----- ტ---–-----მა განმარტა, რომ იგი არის შსს ა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი. 2017 წლის 17 მაისს დანიშნული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში მ------ ხ----–--–ის აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა. აღნიშნულთან დაკავშირებით წაიყვანეს ბრალდებული, მასთან ერთად იმყოფებოდნენ მ-----– ს-----–---–ი, ზ------ ხ-------–---–ი და ი-----–- ქ-----–---. თბილისის საქალაქო სასამართლომ მ------ ხ----–--–ს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა პატიმრობა და წაიყვანეს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში.შევიდნენ დაწესებულების დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ბადრაგირებას ასევე ახორციელებდნენ პენიტენც------ დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც დაწესებულებაში ურიგოდ შედიოდნენ. ისინი ელოდებოდნენ გარეთ მათ რიგს. ამასობაში საბადრაგო სამსახურის თანამშრომელმა დაუძახათ, შეეყვანათ ბრალდებული, რომლსაც ყველა ნივთი უნდა დაეტოვებინა, მათ შორის უნდა მოეხსნათ ხელბორკილები. ზ------ ხ-------–---–მა შეიხსნა ხელბორკილი და ბრალდებულსაც შეხსნა, რა დროსაც უცაბედად მ------ ხ----–--–ი უცებ გაიქცა შენობის მოპირდაპირე მხარეს, სადაც არის ღობე, რომელიც ზემოდან არის მავთულხლართით დაცული. მ------ ხ----–--–ს ყველანი გაეკიდნენ. გაიგონა ვირაცის ხმა ,,გაჩერდი თორე გესვრიო“ და მოხდა ერთი გასროლა ჰაერში, მაგრამ მ------ ხ----–--–ი არ შეჩერდა, შეახტა მავთულბადეს და აპირებდა გადასვლას, რა დროსაც ზ------ ხ-------–---–მა ფეხზე მოკიდა ხელი და ცდილობდა მის ჩამოყვანას, მაგრამ გაუსხლტა ხელიდან, გადახტა და გაიქცა მარცხნივ დასახლებისკენ. თვითონ და ი-----–- ქ-----–---ც გადახტნენ ღობეზე, ზ------ ხ-------–---–ი მეორე მხრიდან შემოუარა, მ-----– ს-----–---–ი კი ა/მანქანით დაედევნა. ი-----–- ქ-----–---მ გადახტომის დროს ფეხი დაიზიანა და იქვე დარჩა, თვითნ კი გაეკიდა გაქცეულ პატიმარს, რომელმაც გაიარა დაახლოებით 500 მეტრი და ერთ-ერთ ღობეზე ცდილობდა გადახტომას, რა დროსაც მ------ ხ----–--–ს დაეწია და დააკავა, რის შემდეგაც შესახლებულ იქნა N8-ე დაწესებულებაში.
მოწმე ლ---- მ--------–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობს პენიტენც------ დეპარტამენტის საბარაგო სამსახურში. 2017 წლის 17 მაისს ახორციელებდა პატიმრის ბადრაგირებას კლინიკაში გამოსაკვლევად. როდესაც დაწესებულებაში დაბრუნდა, ე.წ. ,,შლუზში“ ელოდებოდა შეშვებას. ამ დროს დაწესებულების თანამშრომლებმა პოლიციელებს დაუძახეს, შეეყვანათ პატიმარი, რომელსაც მოხსნეს ხელბორკილი და იგი გაიქცა ადმინისტრაციის საპირისპირო მიმართულებით. პოლიციელები მოუწოდებდნენ შეჩერებულიყო. მანაც დაუძახა, რის შემდეგ ამოიღო იარაღი და მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა. გასროლილი ტყვიის მასრა ჯიბეში ჩაიდო, რომ არ დაეკარგა. პატიმარი არ გაჩერებულა. ღობეზე იგი ლამის დაიჭირა უკან დადევნებულმა პოლიციელმა, თუმცა მან მაინც მოახერხა, ღობეზე გადახტა და გაიქცა. პატიმარი გლდანის მიმართულებით გარბოდა. მას პოლიციელები მისდევდნენ. როდესაც მისი პატიმრის ბადრაგირება დაასრულა და უკან დაბრუნდა, ნახა, რომ გაქცეული პატიმარი უკვე დაკავებული ყავდათ.
მოწმე გ------- ჯ--–----–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობს პენიტენც------ დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში და მის მოვალეობაში შედის სამორიგეო ნაწილში პატიმრის შეყვანა. 2017 წლის 17 მაისს დაახლოებით საღამოს 17:00 საათზე მან დაწესებულების ტერიტორიაზე შეუშვა საბადრაგო სამსახურის მანქანა. პოლიციელებს დაუძახა, რომ გაემზადებინათ პატიმარი, რომელიც შეშვების რიგს ელოდებოდა. გააღო პატარა კარი და დაინახა, რომ პატიმარი გარბოდა და ღობეზე გადახტა. მას ორი პოლიციელი მისდევდა. ერთმა სტაცა ხელი, მაგრამ პატიმარი მაინც გაექცა. გაქცეული პატიმარი დაახლოებით 40 წუთში უკან დააბრუნეს. გაქცეული პატიმარი იყო მ------ ხ----–--–ი, რომელსაც ჰქონდა სისხლიანი ხელები, რომელიც ეკლიან მავთულზე დაიზიანა.
2017 წლის 17 მაისის ამოღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 17 მაისს 23:50-00:26 საათზე, ლ---- მ--------–---–ისგან ამოღებული იქნა პისტოლეტის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი ნივთი, საიდანაც გამოღებული იქნა მეტალის მჭიდისმაგვარი ნივთი, მასში მოთავსებული შვიდი ცალი ტყვიისმაგვარი საგნით. ასევე, ერთი მასრისმაგვარი საგანი.
2017 წლის 19 მაისის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N-------- დასკვნის თანახმად, ლ---- მ--------–---–ისგან აღებულ ანაწმენდებზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა მარჯვენა ხელის ანაწმენდზე საშუალო ინტენსივობით, მარცხენა ხელის ანაწმენდზე დიდი ინტენსივობით, სახიდან აღებულ ანაწმენდზე მცირე ინტენსივობით.
2017 წლის 19 მაისის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N------ დასკვნის მიხედვით ლ---- მ--------–---–ისგან ამოღებული N ИО3431 იარაღი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის, 9მმ კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტს, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 7 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნას. ერთი მასრა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელ ნაწილს. მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და გასროლილია მაკაროვის კონსტრუქციის N ИО3431 პისტოლეტში.
2017 წლის 17 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, (2017 წლის 17 მაისს 20:10-23:45 საათზე დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს თბილისში, გლ-------------------------- პენიტენც------ დეპარტამენტის N8 დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც შესვლა შესაძლებელია N1 საგუშაგოს გავლით. საგუშაგოზე განთავსებულია საგუშაგო ჯებირი და შლაგბაუმი, საიდანაც დაახლოებით 250-300 მეტრში არის N8 დაწესებულების ტერიტორია, სადაც განთავსებულია N2 საგუშაგო, შლაგბაუმი და მოძრავი კარი, საიდანაც შესაძლებელია დაწესებულებაში შესვლა. დაწესებულების შესასვლელში ხელმარჯვნივ განთავსებულია საზოგადოებრივი მისაღების შენობა, რომელიც ქმნის ერთიან ღობეს. დაწესებულების ტერიტორია შემოსაზღვრულია 2,5 მეტრი სიმაღლის ღობით, რომელიც ჩამაგრებულია 0,3 მეტრი სიმაღლის ბეტონის საძირკველში. რკინის ღობის მთელს პერიმეტრზე შემოვლებულია 0,35 მ. სიმაღლის მავთულხლართი, რომლის ბოლოები არის ბასრი. N2 საგუშაგოს შემოსასვლელთან ხელმარჯვნივ ღობის შუა ადგილას მავთულხლართი არის გადავარდნილი ღობის მეორე მხარეს. N2 საგუშაგოს შემოსასვლელიდან მე-12 მე-13 რკინის ბოძებს შორის გადავარდნილ მავთულხლართთან ნ---ხი იქნა მოწითალო ფერის ლაქა. N8 დაწესებულების ეზოში განთავსებულია ადმინისტრაციული შენობა, რომლის მარჯვენა მხარეს განთავსებულია დაკავებულების შესაყვანი კარიბჭეთაშორისი სივრცე, რომელიც დამზადებულია რკინის მესრისგან. რკინის მესრის წინ დგას ორი სკამი და ორი რკინის ურნა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების სისწორე სასამართლო სხდოამზე დაადასტურა მოწმე ზ------ შ----–---–მა.
2017 წლის 16 ივლისის სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N--------- დასკვნის მიხედვით, მოქალაქე ი-----–- ქ-----–--- 2017 წლის 17 მაისს მოათავსეს სამდიცინო კორპორაცია ევექსის ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს და დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა ქუსლის ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა დამაკმაყოფილებელი დგომით, მარჯვენა წვივის დიდი ძვლის დისტალური ბოლოს უკანა კიდის ხაზოვანი მოტეხილობა დამაკმაყოფილებელი დგომით.
სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა პენიტენც------ დეპარტამენტის N8 დაწესებულებიდან ამოღებული შიდა და გარე სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები, სადაც არაერთ ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ გარბის დაკავებული მ------ ხ----–--–ი პენიტენც------ დეპარტამენტის N8 დაწესებულების დაცული ტერიტორიიდან და როგორ მისდევენ მას პოლიცის თანამშრომლები.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლით კრიმინალიზებულია დაკავების ადგილიდან, პენიტენც------ დაწესებულებიდან, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადაციისას ბრალდებულის /მსჯავრდებულის გაქცევა. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საგამოძიებო ორგანოთა და სასამართლოს, ასევე პენიტენციურ დაწესებულებათა ნორმალური საქმიანობა. სასამართლო განმარტავს, რომ გადაყვანისას გაქცევა გულისხმობს ბადრაგირების დროს ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანისას, სასამართლოში ან სასამართლოდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის დროს მსჯავრდებულის გაქცევას. დანაშაული დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც გაქცეულ პირს აქვს რეალური შესაძლებლობა იმოქმედოს თავისი შეხედულებისამებრ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან მასზე კონტროლის დაკარგვის გამო. აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი შეიძლება იყოს სპეციალური სუბიექტი, მაგ. დაპატიმრებული ბრალდებული ან მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა და საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს გადაჰყავთ სასამართლო სხდომაზე ან სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში.
სასამართლო სხდომაზე გამომძიებელმა ზ------ ხ-------–---–მა დაადასტურა ის გარემოება, რომ როდესაც იმყოფებოდნენ N8 დაწესებულების დაცულ ტერიტორიაზე, მ------ ხ----–--–ს მოხსნეს ხელბორკილი, რის შემდეგაც გაიქცა, გადაახტა ღობეს. მას გაეკიდნენ ს----- ტ---–-----ი და ი-----–- ქ-----–---ც. ი-----–- ქ-----–---მ ღობეზე გადახტომის დროს მოიტეხა ფეხი, ხოლო ს----- ტ---–-----მა დააკავა მ------ ხ----–--–ი ბოლო ნაკვეთის ღობესთან. აღნიშული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ასევე, მოწმე ი-----–- ქ-----–---მ, და განმარტა, რომ სწორედ ღობეზე გადახტომის დროს მოიტეხა ფეხი, ხოლო ს----- ტ---–-----მა დააკავა მსჯავრდებული. ზემოთ აღნიშნული გარემოებები ასევე, დაადასტურა გამომძებელმა მ-----– ს-----–---–მა.
სასამართლო სხდომაზე დეტექტივ გამომძიებელმა ს----- ტ---–-----მა სასამართლოს განუმარტა, რომ მ------ ხ----–--–ი უცებედად გაიქცა შენობის მოპირდაპირე მხარეს, მავთულხლართით დაცული ღობისკენ. მიუხედავდად იმისა, რომ ვიღაცამ დაუძახა მ------ ხ----–--–ს, რომ თუ არ გაჩერდებოდა ესროდა, და მით უმეტეს ჰაერშიც განახორციელა გვასროლა, ის მაინც არ გაჩერდა და ღობეს გადაახტა. მ-----– ს-----–---–ი მას ა/მანქანით დაედევნა, ხოლო ღობეზე გადახტნენ თვითონ და ი-----–- ქ-----–---, რომელმაც ფეხი იტკინა. თავად გაეკიდა მ------ ხ----–--–ს და დაახლოებით 500 მეტრში დააკავა.
სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ლ---- მ--------–---–მა და გ------- ჯ--–----–---–მა, რომლებიც მუშაობენ პენიტენც------ დეპარტამენტის საბარაგო სამსახურში აღნიშნეს, რომ მათ ნახეს მ------ ხ----–--–ი როგორ გარბოდა და გადახტა დაცული ტერიტორიის ღობეზე, რომელიც მავთულხლართით იყო დაცული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. მოცემულ შემთხვევაში მ------ ხ----–--–მა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გაქცეულიყო N8-ე დაწესებულებიდან, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მის მიერ განზრახული ქმედება ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლის მიერ.
შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ ხ----–--–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ, მოთავსების სხვა ადგილიდან, ბრალდებულის გაქცევა.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ------ ხ----–--–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რომ მან ჩაიდინა დაკავების ადგილიდან გადაყვანისას გაქცევის მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ------ ხ----–--–ის პასუხისმგებლობის დამაძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჯანმრთელობის მდგომარეობა (ემოციურაად არასტაბილური პერსონალური აშლილობა, სუიციდის მცდელობა)
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს მ------ ხ----–--–ს სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხ წლამდე.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და განმარტავს, რომ სასჯელი პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე, სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ ადამიანებმა ერთმანეთი არ გაიმეტონ სასიკვდილოდ, რომ თითოეულ მათგანს აქვს სიცოცხლის უფლება და მას დაცვა სჭირდება. როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და შიდა კანონმდებლობით, ასევე, მრავალი საერთაშორისო აქტით გარ--ტირებულია სიცოცხლის უფლება და მისი მშვიდობიან პირობებში შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული, როგორც სახელმწიფოს, ასევე, საზოგადოების მხრიდან, რასაკვირველია, ცივილიზებული ფორმებით.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმადაც, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.
სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს ზემოთ მითითებულ გარემოებებს, კერძოდ, ბრალდებულის პიროვნებას, ასევე, მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა ხასიათს, მათი განხორციელების სახესა და ხერხს და დამდგარ უმძიმეს შედეგს, რომ მ------ ხ----–--–მა ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედებით სიცოცხლე მოესპო ბებიას- ნ--–- ნ-----–-–---–ს.
სასამართლო განმარტავს, დაცვის მხარემ პალატას წარუდგინა ახალი მტკიცებულება, კერძოდ, 2018 წლის 30 ივნისის პაციენტის გასინჯვის ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ მ------ ხ----–--–ს აღენიშნება ემოციურად არასტაბილური პერსონალური აშლილობა და 2018 წლის 26 ივნისს მსჯავრდებულმა სცადა თავის მოკვლა და ის უგონო მდგომარეობაში გადაყვანილი იქნა N8-ე დაწესებულების ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენში და მ------ ხ----–--–ს შეუმცირდეს სასჯელი.
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ვინაიდან მ------ ხ----–--–ს ჩადენილი აქვს ორი დამოუკიდებელი დანაშაული, მას საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების სახით არსებული ორი ცალი თეფში; სამი ცალი მინის ჭიქა; ერთი ცალი მუყაოს ჭიქა; ერთი ცალი ჩანგალი; მცენარეული მასა; ერთი ცალი შუშის ქილა კოვზით; ერთი ცალი პოლიეთილენის პარკი შიგთავსით; ქაღალდის ფურცლები წარწერებით, ერთი ცალი კონტეინერი შიგთავსით, ერთი ცალი თეთრი ფერის საბნის შალითა მოშავო ფერის ლაქებით; ერთი ცალი მომწვანო ფერის გადასაფარებელი, მასზედ არსებული ლაქებით; მისაღებ ოთახში საწოლის ზედაპირიდან ამოღებული - ერთი ცალი მომწვანო ფერის გადასაფარებელი, მასზედ არსებული ლაქებით; ერთი ცალი ჭაღი; ერთი ცალი აქანდაზი, ერთი ცალი მომწვანო ფერის ქურთუკი, მასზედ არსებული ლაქებით; ორი ცალი ხელჯოხი; მისაღები ოთახიდან ამოღებული - ერთი მოყავისფრო ფერის გადასაფარებელი, მასზე არსებული ლაქებით; ერთი ცალი გასაღები მასზედ არსებული ლაქებით; ერთი ცალი ხალიჩა; მ------ ხ----–--–ის ტანსაცმელი - შავი ფერის გრძელმკლავიანი მაისური, შავი ფერის ჯინსის შარვალი, თეთრი ფერის კედები; ნ--–- ნ-----–-–---–ის ტანსაცმელი; მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი, ერთი მჭიდი და 5 ცალი ვაზნა (ინახება საქართველოს შ--------–---------–-–--------------------- ადმინისტრაციულ შენობაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
მ------ ხ----–--–ისგან აღებული სუნის ნიმუში; ერთი ცალი სიგარეტის კოლოფი; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული - სუნის ნიმუშები; მ------ ხ----–--–ის დაქტილობარათი; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული - ორი ცალი ჩხირი, მასზედ არსებული ლაქებით, 16 ცალი სველი და 16 ცალი მშრალ სტერილურ ჩხირზე ანაწმენდი; მ------ ხ----–--–ის ნერწყვის ნიმუში; მ------ ხ----–--–ის ხელის ანაწმენდები; ნ--–- ნ-----–-–---–ის სისხლის, თმის, ნაცხის და ფრჩხილის ნიმუშები; ფაიფურის ნატეხები, მასზედ არსებული ლაქებით; მოწითალო ფერის 4 ცალი ლაქა; მოწითალო ფერის ლაქები ჩხირებზე; მინის ნატეხები; ფაიფურის ნატეხები; ორი ცალი ნაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით და ჰიგიენური პაკეტი; მ---------–---–----ნ აღებული ანაწმენდების ნიმუშები; მაგიდის ხის ფეხები და ნამტვრევები, ასევე ოთხკუთხედი ფორმის ხის მაგიდის ზედა ნაწილი; ერთი ცალი მასრა (ინახება საქართველოს შ--------–---------–-–--------------------- ადმინისტრაციულ შენობაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
დისკები და ექსპერტიზის ბიუროდან გადაგზავნილი სისხლის სამართლის N010250617001 საქმის ქსეროასლები (ინახება საქართველოს შ--------–---------–-–--------------------- ადმინისტრაციულ შენობაში) შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თ----- ზ-------–---–ის და მსჯავრდებულ მ------ ხ----–--–ის ინტერესების დამცველ ადვოკატის ზ------ რ-------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
მ------ ხ----–--–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,379-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მდგომარეობით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მ------ ხ----–--–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს და ამ ქმედებისთვის მ------ ხ----–--–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი სასჯელი და საბოლოოდ მ------ ხ----–--–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 16 მაისიდან.
მ------ ხ----–--–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები:
ორი ცალი თეფში; სამი ცალი მინის ჭიქა; ერთი ცალი მუყაოს ჭიქა; ერთი ცალი ჩანგალი; მცენარეული მასა; ერთი ცალი შუშის ქილა კოვზით; ერთი ცალი პოლიეთილენის პარკი შიგთავსით; ქაღალდის ფურცლები წარწერებით, ერთი ცალი კონტეინერი შიგთავსით, ერთი ცალი თეთრი ფერის საბნის შალითა მოშავო ფერის ლაქებით; ერთი ცალი მომწვანო ფერის გადასაფარებელი, მასზედ არსებული ლაქებით; მისაღებ ოთახში საწოლის ზედაპირიდან ამოღებული - ერთი ცალი მომწვანო ფერის გადასაფარებელი, მასზედ არსებული ლაქებით; ერთი ცალი ჭაღი; ერთი ცალი აქანდაზი, ერთი ცალი მომწვანო ფერის ქურთუკი, მასზედ არსებული ლაქებით; ორი ცალი ხელჯოხი; მისაღები ოთახიდან ამოღებული - ერთი მოყავისფრო ფერის გადასაფარებელი, მასზე არსებული ლაქებით; ერთი ცალი გასაღები მასზედ არსებული ლაქებით; ერთი ცალი ხალიჩა; მ------ ხ----–--–ის ტანსაცმელი - შავი ფერის გრძელმკლავიანი მაისური, შავი ფერის ჯინსის შარვალი, თეთრი ფერის კედები; ნ--–- ნ-----–-–---–ის ტანსაცმელი; მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი, ერთი მჭიდი და 5 ცალი ვაზნა (ინახება საქართველოს შ--------–---------–-–--------------------- ადმინისტრაციულ შენობაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
მ------ ხ----–--–ისგან აღებული სუნის ნიმუში; ერთი ცალი სიგარეტის კოლოფი; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული - სუნის ნიმუშები; მ------ ხ----–--–ის დაქტილობარათი; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული - ორი ცალი ჩხირი, მასზედ არსებული ლაქებით, 16 ცალი სველი და 16 ცალი მშრალ სტერილურ ჩხირზე ანაწმენდი; მ------ ხ----–--–ის ნერწყვის ნიმუში; მ------ ხ----–--–ის ხელის ანაწმენდები; ნ--–- ნ-----–-–---–ის სისხლის, თმის, ნაცხის და ფრჩხილის ნიმუშები; ფაიფურის ნატეხები, მასზედ არსებული ლაქებით; მოწითალო ფერის 4 ცალი ლაქა; მოწითალო ფერის ლაქები ჩხირებზე; მინის ნატეხები; ფაიფურის ნატეხები; ორი ცალი ნაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით და ჰიგიენური პაკეტი; მ---------–---–----ნ აღებული ანაწმენდების ნიმუშები; მაგიდის ხის ფეხები და ნამტვრევები, ასევე ოთხკუთხედი ფორმის ხის მაგიდის ზედა ნაწილი; ერთი ცალი მასრა (ინახება საქართველოს შ--------–---------–-–--------------------- ადმინისტრაციულ შენობაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
დისკები და ექსპერტიზის ბიუროდან გადაგზავნილი სისხლის სამართლის N010250617001 საქმის ქსეროასლები (ინახება საქართველოს შ--------–---------–-–--------------------- ადმინისტრაციულ შენობაში) შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: გ. ჯეირ--აშვილი
მოსამართლეები: ვ. ლომიძე
ნ. სანდოძე