განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2020
საქმის ნომერი
080100119003191506
ინსტანცია
თარიღი
05.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100119003191506

საქმე №1/ბ-37-2020 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 იანვარი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ------- ა--------ს ძე ქ----–----ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-ს 2---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, მცხოვრები (რეგისტრირებული): ტყიბულის რაიონი, სოფელი მუ---------------------, მცხოვრები (ფაქტობრივად): ქ.ტყიბული, გ--------------ა მე-2 შეს. N5;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ დ------- ქ----–----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ტყიბულში, გ--------------ა მე-2 შეს. N5-ში მდებარე სახლში, მთვრალმა დ------- ქ----–----ემ იძალადა ბიძაზე (ვისთანაც ერთად მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას) ი----- ყ-----ეზე (ბეჭისა და მკლავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი) და დაზე ხ------- ქ----–----ეზე (რამდენჯერმე კრა ხელი). დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დ------- ქ----–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი დამატებითი სასჯელი, ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ დ------- ქ----–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით. დ------- ქ----–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 21 აგვისტოდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - მსჯავრდებული დ------- ქ----–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატი თ---------- მ---- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს დ------- ქ----–----ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის გამამტყუნებელი განაჩენი და გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მასალების გაზიარებით უტყუარად არ დასტურდება მსჯავრდებულის დ------- ქ----–----ის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულმა წინასასამართლო სხდომაზე აღიარა დანაშაული და უდაოდ ცნო საქმეში არსებული მასალები, სასამართლო ვალდებული იყო გულდასმით შეესწავლა აღნიშნული მასალები და მოეხდინა შესაბამისი რეაგირება, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის შესაბამისად, მარტო ბრალდებულის აღიარება არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულების გამოკითხვის ოქმები, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება დ------- ქ----–----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ასევე, სასამართლოს მხრიდან უსწოროდ იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ დაზარალებულად ცნობილი დ. ქ----–----ის ბიძა წარმოადგენს მისი ოჯახის წევრს, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის 1 ნაწილით გასაზღვრულ ოჯახის ჩამონათვალში, ბიძა, როგორც სუბიქტი ნახსენები არ არის. დ. ქ----–----ე და დაზარალებულად ცნობილი ი. ყ-----ე ნამდვილად წარმოადგნენ თუ არა იმ სუბიქტებს, რომლებიც ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება კი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. აპელანტს მიაჩნია, რომ პროკურორმა ვერ წარმოადგენია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა დ. ქ----–----ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე პროკურორს შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ------- ქ----–----ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს:

საქმეში წარმოდგენილი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ირკვევა, რომ 2019 წლის 21 აგვისტოს ტყიბულის რაიონული სამმართველოში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მოქალაქე დ------- ქ----–----ის განცხადების საფუძველზე.

 

დაზარალებულ ი----- ყ-----ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ დ------- ქ----–----ე არის მისი დისშვილი და ათეული წლებია ცხოვრობს მასთან სახლში. ის არის მისი ოჯახის წევრი. დ------- საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ სისტემატურად სვამდა, იყო აგრესიული, რის გამოც მან პირადად უმკურნალა. ამის შემდეგ ის ერთი თვის განმავლობაში არ იღებდა ალკოჰოლს, იყო წყნარად მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ. 2019 წლის 21 აგვისტოს როცა ის იმყოფებოდა სახლში დაახლოებით 15:00 საათზე გაიგონა დ------- ქ----–----ის ხმამაღალი გინებისა და ყვირილის ხმა. ის გამოვიდა მასთან ოთახში და სთხოვა დაწყნარებულიყო და დაეძინა, რამაც ის უფრო აგრესიული გახადა მის მიმართ და დაუწყო გინება დედისა და ახლობლების მისამართით, გაიწია მისკენ საცემად და მოუქნია რამოდენიმეჯერ ხელი. ფაქტს შეესწრნენ ი----- ყ-----ის მეუღლე ლ---- ყ-----ე და დ-------ს და ხ------- ქ----–----ე, რომლებიც შეეცადნენ მის გაჩერებას. დ-------ს მოქნეული ხელი მას მოხვდა მარჯვენა მკლავისა და და მარჯვენა ბეჭის არეში, რის შემდეგ არ დაცემულა და იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ი----- ყ-----ეს არ მიუყენებია დ------- ქ----–----ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა, ის ცდილობდა მის დაწყნარებას. ასევე ხელი კრა ხ-------ს, რომელიც ცდილობდა მის გაჩერებას და აგინებდა დედის და ახლობლების მისამართით. მიუხედავად იმ დროს იქ მყოფი პირების მცდელობისა, დ------- ქ----–----ე, მიეჭრა ი----- ყ-----ის ინვალიდ დას ნ--- ყ-----ეს, აფურთხა სახეში და ცდილობდა დაეზიანებია თვალები მისთვის, მან ვერ შეძლო დანახვა დაარტყა თუ არა ამ დროს ხელი მის დას. დაზარალებულის განმარტებით, დ------- ქ----–----ე ვერ აკონტროლებდა თავის საქციელს, იყო აგრესიული ყველას მიმართ და გამომდინარე აქედან მისი მეუღლის მობილურიდან დარეკა 112 -ში და თავად განაცხადა კონფლიქტის თაობაზე.

 

დაზარალებულ ხ------- ქ----–----ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ დ------- ქ----–----ე არის მისი ძმა, ხოლო ი----- ყ-----ე არის ბიძა, რომელთანაც ცხოვრობს დ------- ქ----–----ე. შემთხვევის დღეს,2019 წლის 21 აგვისტოს ის მივიდა ბიძასთან ი----- ყ-----ესთან სტუმრად. დაახლოებით 15:00 საათზე სახლში მარტო მივიდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი დ------- ქ----–----ე, რომელიც უმიზეზოდ იგინებოდა დედისა და ახლობლების მისმართით და იყო აგრესიული. ხმაურზე გამოვიდა ი----- ყ-----ე, რომელმაც სთხოვა დ-------ს დაწყნარებულიყო და დაეძინა, რაზედაც დ-------მ ი-----ს დაუწყო გინება, გაიწია მის საცემად, მოუქნია მას ხელი და დაინახა, რომ დ-------მ ი-----ს რამოდენიმეჯერ მოარტყა ხელი მარჯვენა მკლავის და ბეჭის არეში. ის და ლ---- ყ-----ე ცდილობდნენ მის დაწყნარებას, რა დროსაც დ------- შემობრუნდა ძლიერად ჰკრა მას ხელი მარცხენა ხელზე, რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, მხოლოდ ფიზიკური ტკივილი იგრძნო. მიუხედავად მათი მცდელობისა დ------- დაუსხლტდა ხელიდან, რომელიც მივარდა იქვე ოთახში სკამზე მჯდარ ინვალიდ დეიდასთამ, შეაგინა მას და შეაფურთხა, ხელი დაარტყა თუ არა მას არ დაუნახავს. ამის შემდეგ ის კვლავ გაიწია ი-----ისკენ საცემრად, მაგრამ მათ ამის საშუალება არ მისცეს. მისივე განმარტებით დ-------მ თავად დარეკა 112 _ში და უთხრა კონფლიქტის თაობაზე. რამოდენიმე წუთში მივიდნენ პოლიციის მუშაკები, რომლებიც მოუწოდებდნენ დ-------ს დაწყნარებულიყო, მიუხედავად ამისა ის კვლავ განაგრძობდა ი-----ის მისამართით გინებას და იწევდა მისკენ. პოლიციის მუშაკებმა მოახდინეს მისი ძმის დ------- ქ----–----ის დაკავება.

 

საქმეში წარმოდგენილი მოწმეების: ლ---- ყ-----ის და ნ--- ყ-----ის გამოკითხვის ოქმებით ასევე ირკვევა, რომ დ------- ქ----–----ე მათთან ერთად ცხოვრობდა ი----- ყ-----ის ოჯახში და რომ 2019 წლის 21 აგვისტოს დ------- ქ----–----ემ იძალადა ი----- ყ-----ეზე და ხ------- ქ----–----ეზე.

 

ტყიბულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ------- გ-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 21 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც დაახლოებით 16 საათსა და 05 წუთზე სამორიგეო ნაწილში 112_ის ოპერატორიდან შევიდა შეტყობინება მასზედ, რომ ქ. ტყიბულში გ-------– გ--------------ა N5 ადგილი ჰქონდა ოჯახურ ძალადობას. ის და სამმართველოს განყოფილების უფროსი ი-----–-------ე სამსახურებრივი მანქანით წავიდნენ ხსენებულ მისმართზე. მისვლისას საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან მათ შემოესმათ ყვირილის და გინების ხმა. ისინი ავიდნენ საცხოვრებელი სახლის ოთახში, სადაც დაინახეს, რომ დ------- ქ----–----ე ხმამაღლა აგინებდა იქ მყოფ პირებს და იწევდა საცემად ი----- ყ-----ისკენ. მათ მოუწოდეს დ-------ს დამშვიდებულიყო და დამორჩილებოდა მათ მოთხოვნებს, მიუხედავად ამისა დ------- განაგრძობდა ხმამაღლა დედისა და ახლობლების მისამართით გინებას და ცდილობდა ი----- ყავავაძისკენ წასვლას და მის ცემას. მათი მისვლის დროს ი----- ყ-----ემ და ხ------- ქ----–----ემ განუცხადეს, რომ მათი ოჯახის წევრმა დ------- ქ----–----ემ იძალადა მათზე, რაც ასევე დაადასტურეს ლ---- ყ-----ემ და ნ--- ყ-----ემ. რის შედეგადაც მოხდა მათი მხრიდან დ------- ქ----–----ის დაკავება და დაკავების ოქმის შევსება ადგილზე. დაკავებული დ------- ქ----–----ე იყო ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ.

 

ტყიბულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ი-----–-------ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 21 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც დაახლოებით 16 საათსა და 05 წუთზე სამორიგეო ნაწილში 112_ის ოპერატორიდან შევიდა შეტყობინება მასზედ, რომ ქ. ტყიბულში გ-------– გ--------------ა N5 ადგილი ჰქონდა ოჯახურ ძალადობას. ის და სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლი გ------- გ-----–-–---–ი სამსახურებრივი მანქანით წავიდნენ ხსენებულ მისმართზე. მისვლისას საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან მათ შემოესმათ ყვირილის და გინების ხმა. ისინი ავიდნენ საცხოვრებელი სახლის ოთახში, სადაც დაინახეს, რომ დ------- ქ----–----ე ხმამაღლა აგინებდა იქ მყოფ პირებს და იწევდა საცემად ი----- ყ-----ისკენ. მათ მოუწოდეს დ-------ს დამშვიდებულიყო და დამორჩილებოდა მათ მოთხოვნებს, მიუხედავად ამისა დ------- განაგრძობდა ხმამაღლა დედისა და ახლობლების მისამართით გინებას და ცდილობდა ი----- ყავავაძისკენ წასვლას და მის ცემას. მათი მისვლის დროს ი----- ყ-----ემ და ხ------- ქ----–----ემ განუცხადეს, რომ მათი ოჯახის წევრმა დ------- ქ----–----ემ იძალადა მათზე, რაც ასევე დაადასტურეს ლ---- ყ-----ემ და ნ--- ყ-----ემ. რის შედეგადაც გ------- გ-----–-–---–ის მიერ მოხდა დ------- ქ----–----ის დაკავება. დ------- ქ----–----ე გაეცნო დაკავების ოქმს და მის სისწორეზე ხელი მოაწერა. დაკავებული დ------- ქ----–----ე იყო ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ.

 

საქმეში წარმოდგენილი ბრალდებულის დაკავების ოქმით ირკვევა, რომ დ------- ა--------ს ძე ქ----–----ე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2019 წლის 21 აგვისტოს.

 

საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის განაჩენის მიხედვით დ. ქ----–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით და განესაზღრა 07 წლითა და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 იანვრის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, დ. ქ----–----ეს ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 07 წლის ვადით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 წლის, 07 თვის და 15 დღის ვადით.

 

საქმეში წარმოდგენილი იმერეთის, რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს N----- მომართვით ირკვევა, რომ დ------- ქ----–----ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა 6 000 ლარის არ აქვს გადახდილი და ერიცხება დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტივაციას მსჯავრდებულ დ------- ქ----–----ის გამართლების თაობაზე, იმ მოტივით, რომ მას აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება:

ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შეურაცხყოფა, შანტაჟსა და დამცირებაში;

ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.

 

სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. მაკვალიფიცირებელია ქმედების ჩადენა ორი ან მეტის პირის მიმართ.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოწმის სახით გამოკითხულ დაზარალებულების ი----- ყ-----ის და ხ------- ქ----–----ის ჩვენებებს, ასევე შემთხვევის ფაქტის შემსწრე მოწმეთა, ლ---- და ნ--- ყ-----ეების ჩვენებებს, რომელთა მიხედვითაც დასტურდება დ------- ქ----–----ის მიერ ი. ყ-----ის და ხ. ქ----–----ის მიმართ განხორცილებული ძალადობა, ამასთან, დაზარალებულების განმარტებით ირკვევა, რომ მათ დ. ქ----–----ის ძალადობრივი ქმედების შედეგად განიცადეს ფიზიკური ტკივილი. გარდა აღნიშნულისა, დ. ქ----–----ის მიერ დაზარალებულების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია მოწმეების: ი. კახიძის და გ. გ-----–-–---–ის ჩვენებებით.

სააპელაციო პალატას აღნიშნავს, რომ უდაოდ მიჩნეული ზემოაღნიშნულ მტკიცებულებები თანმიმდევრულია, სარწმუნოა და სასამართლოს მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.

ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დ. ქ----–----ე არ შეიძლება ჩაითვალოს ი. ყ-----ის ოჯახის წევრად, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს, კერძოდ, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დაზარალებულების - ი----- ყ-----ის, ხ------- ქ----–----ის, ასევე მოწმეების - ლ---- ყ-----ის და ნ--- ყ-----ის ჩვენებებით დასტურდება, რომ დ------- ქ----–----ე ათეული წლებია ცხოვრობს ბიძასთან ი----- ყ-----ესთან სახლში და რომ ისინი არიან ოჯახის წევრები.

 

აქვე პალატა მიუთითებს, რომ დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივრით რაიმე ახალი გარემოება ან არგუმენტი, რაც დ. ქ----–----ის უდანაშაულობას დაადასტურებდა, არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მსჯავრდებულ დ------- ქ----–----ის ქმედება სწორად იქნა დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, რის გამოც არ არსებობს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულის გამართლების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ დ------- ქ----–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ---------- მ----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენი დ------- ქ----–----ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

დ------- ქ----–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი დამატებითი სასჯელი, ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ დ------- ქ----–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.

 

დ------- ქ----–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -2019 წლის 21 აგვისტოდან.

 

დ------- ქ----–----ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს, მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე