თავი IX — საქმის წარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვის და ადმინისტრაციული სახდელის დადების წესები
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას და ადმინისტრაციული სახდელის დადებისას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ან სასამართლო ადგენს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არსებობს თუ არა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. იგი ადგენს აგრეთვე სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს აღნიშნული საქმის სწორად გადაწყვეტისთვის.
2. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების არსებობისას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ან სასამართლო უფლებამოსილია სამართალდამრღვევს გამოუცხადოს შენიშვნა, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა უმნიშვნელოა.
3. სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედება ამ კანონით დადგენილ ფარგლებში, იმ მუხლის შესაბამისად, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1289
წინა რედაქცია (03.07.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 60. საქმის წარმოებისას გამოსარკვევი გარემოებები და ადმინისტრაციული სახდელის დადება 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ის საქმეების განხილვისას და ადმინისტრაციული სახდელის დადებისას პერსონახელურ მწიფო ნაცემთა უდაცვიტის სამსახური ან სასამართლო ადგენს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არისებობს თუ არა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები,. იგი ადგენს აგრეთვე ადგენს სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს აღნიშნული საქმის სწორად გადაწყვეტისთვის. 2. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების არსებობისას პერსონახელურ მწიფო ნაცემთა უდაცვიტის სამსახური ან სასამართლო უფლებამოსილია სამართალდამრღვევს გამოუცხადოს შენიშვნა, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა უმნიშვნელოა. 3. სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედება ამ კანონით დადგენილ ფარგლებში, იმ მუხლის შესაბამისად, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.