თავი VII — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებები მონაცემთა დაცვის სფეროსა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის სფეროში
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია განიხილოს მონაცემთა სუბიექტის განცხადება მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით და გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
2. მონაცემთა სუბიექტის განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას გამოსაყენებელი ღონისძიებების შესახებ, რის თაობაზედაც აცნობებს განმცხადებელს.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის განცხადებასთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით განახორციელოს შემოწმება. ნებისმიერი დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს მას შესაბამისი მასალა, ინფორმაცია ან/და დოკუმენტი.
4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ვადა 2 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასაბუთებული გადაწყვეტილებით მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით.
5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისას შეაჩეროს შესაბამისი საქმის წარმოება დამატებითი მასალის, ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის გამოთხოვის საფუძვლით, რის შესახებაც აცნობებს მონაცემთა სუბიექტს. მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვა გაგრძელდება ამ საფუძვლის გაუქმებისთანავე. აღნიშნული საქმის წარმოების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.
6. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის დასრულებამდე მიიღოს გადაწყვეტილება მონაცემთა დაბლოკვის შესახებ. მონაცემთა დაბლოკვის მიუხედავად, ამ მონაცემთა დამუშავება შეიძლება გაგრძელდეს, თუ ეს აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნებისთვის.
7. მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რის თაობაზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში აცნობებს მონაცემთა სუბიექტს და დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1289
წინა რედაქცია (03.07.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 50. პერსონახელურ მწიფო ნაცემთა უდაცვიტის სამსახურის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვა 1. პერსონახელურ მწიფო ნაცემთა უდაცვიტის სამსახური ვალდებულია განიხილოს მონაცემთა სუბიექტის განცხადება მონაცემებისთა დამუშავებასთან დაკავშირებით და გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. 2. მონაცემთა სუბიექტის განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში პერსონახელურ მწიფო ნაცემთა უდაცვიტის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას გამოსაყენებელი ღონისძიებების შესახებ, რის თაობაზედაც აცნობებს განმცხადებელს. 3. პერსონახელურ მწიფო ნაცემთა უდაცვიტის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის განცხადებასთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით განახორციელოს შემოწმება. ნებისმიერი დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია პერსონახელურ მწიფო ნაცემთა უდაცვიტის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს მას შესაბამისი მასალა, ინფორმაცია ან/და დოკუმენტი. 4. პერსონახელურ მწიფო ნაცემთა უდაცვიტის სამსახურის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ვადა 2 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. პერსონახელურ მწიფო ნაცემთა უდაცვიტის სამსახურის დასაბუთებული გადაწყვეტილებით მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით. 5. პერსონახელურ მწიფო ნაცემთა უდაცვიტის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისას შეაჩეროს შესაბამისი საქმის წარმოება დამატებითი მასალის, ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის გამოთხოვის საფუძვლით, რის შესახებაც აცნობებს მონაცემთა სუბიექტს. მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვა გაგრძელდება ამ საფუძვლის გაუქმებისთანავე. აღნიშნული საქმის წარმოების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში. 6. პერსონახელურ მწიფო ნაცემთა უდაცვიტის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის დასრულებამდე მიიღოს გადაწყვეტილება მონაცემთა დაბლოკვის შესახებ. მონაცემთა დაბლოკვის მიუხედავად, ამ მონაცემთა დამუშავება შეიძლება გაგრძელდეს, თუ ეს აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნებისთვის. 7. მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის შემდეგ პერსონახელურ მწიფო ნაცემთა უდაცვიტის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რის თაობაზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში აცნობებს მონაცემთა სუბიექტს და დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს.