1. სტანდარტების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს ცენტრი.

2. ავტორიზებული დაწესებულება ვალდებულია ცენტრს ყოველწლიურად, პირველი მაისიდან 30 ივნისამდე, წარუდგინოს თვითშეფასების წლიური ანგარიში.

3. თვითშეფასების წლიური ანგარიშის ფორმას ამტკიცებს ცენტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. დაწესებულების სტანდარტებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ცენტრი უფლებამოსილია განსაზღვროს გონივრული (არანაკლებ 15 დღის) ვადა შესაბამისი პირობების გამოსასწორებლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დაწესებულების მიერ შესაბამისი პირობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახე