1. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობებს ამ წესის შესაბამისად განსაზღვრავს ავტორიზაციის საბჭო.

2. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობების განსაზღვრა ხდება:

ა) ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – ავტორიზაციის ვადით;

ბ) საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ ცენტრში მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა,სტუდენტთა რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში – ავტორიზაციის
დარჩენილი ვადით.
3. ავტორიზაციის
საბჭოს მიერ განსაზღვრულ მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა,სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში საგანმანათლებლო
დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა,სტუდენტთა მიღება შესაბამის
საგანმანათლებლო პროგრამა
ზე.
4. საგანმანათლებლო
დაწესებულებისათვის განსაზღვრული მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა,სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გადაჭარბება არის ავტორიზაციის
გაუქმების საფუძველი, გარდა სტუდენტის სტატუსის აღდგენის ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესით ჩარიცხვისას სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გადაჭარბების კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევის