1. უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებისათვის ცენტრის მიერ დადგენილი სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა
რაოდენობის ფარგლებში დაწესებულება განსაზღვრავს და ცენტრს წარუდგენს:
ა)
მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის თითოეულ საფეხურზე;
ბ)
მისაღებ პროფესიულ
სტუდენტთა რაოდენობას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;
გ) მობილობით
სტუდენტთა ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილების რაოდენობას.
2. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების მიერ მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის შესახებ წარმოდგენილი მონაცემები შეესაბამება ცენტრის მიერ დადგენილი სტუდენტების ადგილების რაოდენობას, ცენტრი არეგისტრირებს
წარმოდგენილ მონაცემებს და შესაბამის ინფორმაციას უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –
გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
3. მომავალ წელს მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის რეგისტრაცია ხორციელდება დაწესებულების სტუდენტთა ფაქტობრივი, მიმდინარე წელს მისაღები/მიღებული
და დამამთავრებელ სტუდენტთა რაოდენობის გათვალისწინებით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ”
ქვეპუნქტებ
ით გათვალისწინებულ მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის რეგისტრაცია ხორციელდება ყოველწლიურად. მისაღებ სტუდენტთა ყოველწლიური რეგისტრაციის ვადას ცენტრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
გამოცდების ეროვნული ცენტრის წინადადებების გათვალისწინებით ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით,ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ”
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვაკანტური ადგილების რეგისტრაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პერიოდულობი