1. უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების სტუდენტთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი მონაცემების ჯამით:
ა)
დაწესებულების სასწავლო ფართი შეფარდებული 4-თან;

ბ)
საგანმანათლებლო და კვლევით პროცესში გამოყენებული დამხმარე ფართი შეფარდებული 16-თან,მაგრამ არა უმეტეს 500-ისა;

გ) აკადემიური პერსონალის რაოდენობა
გამრავლებული 8-ზე,მაგრამ არა უმეტეს 500-ისა.

2.
დაწესებულების სასწავლო ფართად მიიჩნევა მისი პროგრამებით გათვალისწინებული საგანმანათლებლო ან/და
კვლევითი მიზნებისათვის სათანადო ინვენტარით აღჭურვილი აუდიტორია, ლაბორატორია და ბიბლიოთეკა, ასევე აკადემიური პერსონალის სამუშაო ოთახები.
3.
დამხმარე ფართად მიიჩნევა დაწესებულების მფლობელობაში არსებული ფართი, რომელიც ხელს უწყობს საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესის განხორციელებას, თუმცა არ მიეკუთვნება ამ მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებულ ფართს.
4.
საგანმანათლებლო და კვლევით პროცესში გამოყენებული დამხმარე ფართისა და
აკადემიური პერსონალის მონაცემების შედეგად მიღებულ სტუდენტთა
რაოდენობაში არ გაითვალისწინება
დაწესებულების სასწავლო ფართით მიღებული სტუდენტთა რაოდენობის 1/3-ზე მეტ