1. ავტორიზაციის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2012 წლის 1 ნოემბრამდე მიიღებს სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილებას და ცენტრში წარადგენს საავტორიზაციო განაცხადს პროფესიული ან საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსის მოსაპოვებლად.

2. დაწესებულება, რომელმაც სსიპ – განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში წარადგინა 2010 წლის თვითშეფასების ანგარიში, უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად 2010 წლის 1 ნოემბრამდე დამატებით წარადგინოს ახალი საგანმანათლებლო პროგრამები ან მოახდინოს არსებული პროგრამების მოდიფიცირება. დაწესებულება ვალდებულია გადაიხადოს ამ დანართის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფასური