1.
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების, სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესისა და ინსტიტუციური
აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 ნოემბრის №1030 ბრძანებით დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში წარდგენილი თვითშეფასების ანგარიშის გადამოწმებისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე, ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული
აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამავე
კანონის 661 მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის წარდგინების საფუძველზე ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული აკრედიტებული
ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამავე
კანონის 661
მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი და მე
-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას ავტორიზაციის საბჭო იღებს ამ დებულების VIII თავით დადგენილი წესით.

დანართი №2

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურ