1. ავტორიზაციის
განაცხადის განხილვის
საფასური შეადგენს 500 ლარს.
2. ავტორიზაციის
მაძიებლად ცნობის შემთხვევაში დაწესებულება იხდის საფასურს, რომელიც განისაზღვრება დაწესებულების სახის მიხედვით:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისათვის, რომელიც აპირებს მხოლოდ ერთი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას – 2
000 ლარი;
ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისათვის, რომელიც აპირებს მხოლოდ ორი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას – 35
00 ლარი;
გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისათვის, რომელიც აპირებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას –
5000 ლარი;
დ) პროფესიული კოლეჯის სტატუსის მაძიებლისათვის –
5000 ლარი;
ე) საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსის მაძიებლისათვის – 7
000 ლარი;
ვ) კ
ოლეჯის სტატუსის მაძიებლისათვის – 7
000 ლარი;
ზ)
სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსის მაძიებლისათვის –
12
000 ლარი;
თ)
უნივერსიტეტის სტატუსის მაძიებლისათვის –
20000 ლარი.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ან ამ სტატუსის მფლობელი, რომელსაც სურს დამატებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, იხდის 1
000 ლარს, შესაბამისად, ავტორიზაციაზე განაცხადის ან თვითშეფასების წარდგენის დროს.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ან ამ სტატუსის მფლობელი, რომელსაც სურს დამატებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, იხდის 3
000 ლარს, შესაბამისად, ავტორიზაციაზე განაცხადის ან თვითშეფასების წარდგენის დროს.

5
. მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა
ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულება იხდის 2
000 ლარს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – 3000 ლარს, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – 5000 ლარს
.
6
. საფასური გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით,ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით. ავტორიზაციის
საფასური განმცხადებელს არ უბრუნდებ