ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად ცენტრი ქმნის შესაბამისად ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფებს, რომელთა შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით. სტატუსის მაძიებელი უფლებამოსილია ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით ისარგებლოს ექსპერტთა აცილების უფლებით.
საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №347 – ვებგვერდი, 29.03.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2013-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (05.08.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად ცენტრი ქმნის შესაბამისად ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფებს, რომელისთა შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით. სტატუსის მაძიებელი უფლებამოსილია ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით ისარგებლოს ექსპერტთა აცილების უფლებით.
საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“, მუხლი 10, №3531, 21.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.05.001.004.163 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/93064/muxli-10/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია