1. 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად განსაზღვრავს აგრეთვე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, როდესაც სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია აღნიშნული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა და მასზე აკრედიტაციის საბჭოს სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განსაზღვრული არ აქვს.
2. 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ამ კანონის 162 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად განსაზღვრავს აგრეთვე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, როდესაც განმცხადებელი, რომელიც ცენტრს სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის მოთხოვნით მიმართავს, ახორციელებს აღნიშნულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას და მასზე აკრედიტაციის საბჭოს სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განსაზღვრული არ აქვს.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4300 – ვებგვერდი, 04.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4300
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (10.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 327. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა 1. 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად განსაზღვრავს აგრეთვე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, როდესაც სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია აღნიშნული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა და მასზე აკრედიტაციის საბჭოს სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განსაზღვრული არ აქვს. 2. 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ამ კანონის 162 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად განსაზღვრავს აგრეთვე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, როდესაც განმცხადებელი, რომელიც ცენტრს სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის მოთხოვნით მიმართავს, ახორციელებს აღნიშნულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას და მასზე აკრედიტაციის საბჭოს სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განსაზღვრული არ აქვს. თავი IX. დასკვნითი დებულება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 05/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება