„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- განათლების ხარისხის განვითარების შესახებ 21.07.2010
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-11 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების პროცესის ფარგლებში მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების არანაკლებ 1 წლის ვადით შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება როგორც მთლიანად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ, ისე უმაღლესი განათლების ცალკეული საფეხურების მიხედვით. ამ გადაწყვეტილების მიღების წესი და პირობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის მაქსიმალური ვადა განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 327 მუხლი:
„მუხლი 327. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა
1. 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად განსაზღვრავს აგრეთვე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, როდესაც სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია აღნიშნული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა და მასზე აკრედიტაციის საბჭოს სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განსაზღვრული არ აქვს.
2. 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ამ კანონის 162 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად განსაზღვრავს აგრეთვე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, როდესაც განმცხადებელი, რომელიც ცენტრს სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის მოთხოვნით მიმართავს, ახორციელებს აღნიშნულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას და მასზე აკრედიტაციის საბჭოს სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განსაზღვრული არ აქვს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 27 ივნისი 2024 წ. N4300-XIVმს-Xმპ |