„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- სახელმწიფო ქონების შესახებ 21.07.2010
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცეს 2021 წლამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები − თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა, აგრეთვე საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. ამასთანავე, გადასაცემი ფართობი ისე უნდა განისაზღვროს, რომ მისმა გამოყოფამ არ დაარღვიოს არსებული სატყეო ლიტერების საზღვრები.“.
2. 291 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 291. მერქნული რესურსის გაცემის წესი
1. სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცულ ლანდშაფტში ან მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე) და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრებისა და სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი საწყობდება ამავე ორგანოს მიერ ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მას, შესაბამისად, გასცემს სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აჭარის სატყეო სააგენტო საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის შესაბამისად.
2. სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიის საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) უკანონოდ (უკანონოდ გაჩეხვით ან სხვაგვარად) მოპოვებული მერქნიანი მცენარე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან/და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გადაეცემა სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო ტყის საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე უკანონოდ (უკანონოდ გაჩეხვით ან სხვაგვარად) მოპოვებული მერქნიანი მცენარე − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აჭარის სატყეო სააგენტოს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათთვის გადაცემული მერქნიანი მცენარის გასხვისებას. ამოღებული მერქნიანი მცენარის გასხვისების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 15 დეკემბერი 2021 წ. N1104-VIმს-Xმპ |