1. პროფესიული ზედამხედველობა გულისხმობს პროფესიული ზედამხედველის მიერ ადმინისტრაციული, საგანმანათლებლო და მხარდამჭერი ფუნქციის განხორციელებას ინდივიდუალური და ჯგუფური ზედამხედველობის ფორმით, რაც სოციალურ მუშაკს ეხმარება თვითრეფლექსიაში, ძლიერი და გასაუმჯობესებელი უნარების იდენტიფიცირებაში, ასევე, პროფესიულ ზედამხედველთან ერთად, პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავებას, რაც ხელს უწყობს სოციალური მუშაკის გამოკვეთილი უნარის გაუმჯობესებას საჭირო რესურსის გამოყენებით.
2. პროფესიული ზედამხედველობის პროცესი მიმდინარეობს რეგულარულად და ორიენტირებულია სოციალური მუშაკის გაძლიერებაზე, რაც აისახება სოციალური მუშაკის ცოდნაზე, პრაქტიკულ საქმიანობაზე, კომპეტენციაზე, ასევე, ბენეფიციარსა და მისთვის მიწოდებულ მომსახურებაზე.
3. სოციალური მუშაკი:
ა) მონაწილეობს ინდივიდუალური და ჯგუფური პროფესიული ზედამხედველობის პროცესში;
ბ) აუმჯობესებს ბენეფიციარის შემთხვევის მართვისა და მომსახურების მიწოდების ხარისხს;
გ) აუმჯობესებს სამუშაო ვადების დაცვას, ანგარიშებისა და დოკუმენტაციის წარმოებას, ასევე, სხვა ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელების ხარისხს;
დ) უმკლავდება სამსახურთან დაკავშირებულ სტრესს;
ე) რეგულარულად აფასებს ცოდნის, უნარებისა და გამოყენებული მეთოდების შესაბამისობას სამუშაო სპეციფიკასა და მომსახურების ეფექტიანობასთან მიმართებით.
4. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია:
ა) შეიმუშავებს საქმიანობისა და პროფესიული ზედამხედველობის გახორციელების წესს, რომელიც არეგულირებს პროფესიული ზედამხედველისა და სოციალური მუშაკის როლს ზედამხედველობის პროცესში;
ბ) უზრუნველყოფს პროფესიული ზედამხედველის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრას; ადგენს მათი ცოდნისა და უნარების შესაბამისობას საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილ სტანდარტებთან;
გ) უზრუნველყოფს პროფესიული ზედამხედველის მხარდაჭერას კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში;
დ) უზრუნველყოფს საქმიანობისა და პროფესიული ზედამხედველობის პროცესში შესაბამის სამუშაო გარემო პირობებსა და ინფრასტრუქტურა