1. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სააგენტოში შემთხვევის მართვა წარიმართება შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, სოციალური მუშაკის მიერ ბენეფიციარის შეფასების, კანონმდებლობით დადგენილი წესით შემთხვევის მართვის გზით, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესის წარმართვით, შესაბამისი პროგრამების მიწოდებით, ბენეფიციარის დემოგრაფიული მახასიათებლების, რისკებისა და დამცავი ფაქტორების გათვალისწინებით. შემთხვევის მართვის პროცესში გაითვალისწინება სოციალური მუშაობის ზოგადი ინტერვენციის მოდელი, საკუთარი კომპეტენციის საზღვრები და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილია დამატებითი სპეციალისტის ჩართვა.
2. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სააგენტოში სოციალური მუშაკი:
ა) ბენეფიციართან მუშაობის პროცესში იყენებს შესაბამის შეფასების ინსტრუმენტს;
ბ) შემთხვევას მართავს ზოგადი ინტერვენციის მოდელის შესაბამისად, ვადების დაცვით; აწარმოებს და ინახავს საჭირო დოკუმენტაციას;
გ) ინფორმაციას აგროვებს სხვადასხვა წყაროებისა და მეთოდების გამოყენებით;
დ) ხელს უწყობს ბენეფიციარის აქტიურ ჩართულობას შემთხვევის მართვის ყველა ეტაპზე, აწვდის მას ინფორმაციას მოსალოდნელი პროცესების, მისი და ბენეფიციარის უფლება-მოვალეობების შესახებ;
ე) ბენეფიციარის ჩართულობის უზრუნველსაყოფად იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საჭირო რესურსს;
ვ) შემთხვევის მართვის პროცესში დროულად რთავს დამატებით სპეციალისტებს;
ზ) მონაწილეობს მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობაში და აქვს ინფორმაცია ჩართული სპეციალისტების მიერ გაწეული მომსახურებების ან/და ინტერვენციის გეგმების შესახებ;
თ) ინფორმაციის შეგროვებისა და მისი ასახვის პროცესში ითვალისწინებს ინფორმაციის მიღებისა და მიწოდების მიზნობრიობას;
ი) ადგენს ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც შეესაბამება შეფასების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ბენეფიციარის რესურსებსა და არსებულ მომსახურებებს; განსაზღვრავს ინდივიდუალური გეგმის მიზანსა და ვადებს ბენეფიციარის საჭიროებისა და არსებული რესურსის გათვალისწინებით;
კ) აწარმოებს შესაბამის დოკუმენტაციას და ხელს უწყობს ბენეფიციარის თანამშრომლობას პენიტენციურ სამსახურსა და სააგენტოსთან;
ლ) აფასებს ინტერვენციის შედეგების გავლენას ბენეფიციარზე, ახდენს შედეგების გადახედვას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ინტერვენციის შესახებ;
მ) ახორციელებს მონიტორინგს ბენეფციართან მიღწეულ შედეგებსა და მის ზოგად მდგომარეობაზე, საჭიროების შემთხვევაში დგამს შესაბამის ნაბიჯებს.
3. სპეციალური პენიტენციური სამსახური/სააგენტო:
ა) უზრუნველყოფს კანონმდებლობით დამტკიცებული შემთხვევის მართვის პროცედურების განხორციელებას;
ბ) უზრუნველყოფს და შეიმუშავებს შეფასებისა და შესაბამის სარეაბილიტაციო პროგრამებს; აგროვებს ინფორმაციას სხვა მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების შესახებ;
გ) უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკს შემთხვევის მართვის პროცესში საჭირო ინსტრუმენტებითა და არსებული მიზნობრივი მომსახურებებით, სოციალური მუშაკის მიერ გაწეული მომსახურების უწყვეტობისა და ბენეფიციარისთვის ხარისხიანი და დროული მომსახურების მიწოდების მიზნით;
დ) უზუნველყოფს მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობას; საჭიროების შემთხვევაში, რთავს დამატებით სპეციალისტებს.
4. აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმისწარმოება წარიმართება შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, რა დროსაც სოციალური მუშაკი ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებითა და წესებით.
5. აღსრულების ეროვნულ ბიუროში სოციალური მუშაკი:
ა) განსაზღვრავს საქმეში ჩართულობის საჭიროებასა და განსახორციელებელ მოქმედებებს;
ბ) აწარმოებს და გამოითხოვს შესაბამის დოკუმენტაციას;
გ) ინფორმაციას აგროვებს სხვადასხვა წყაროებისა და მეთოდების გამოყენებით;
დ) ხელს უწყობს ბენეფიციარის აქტიურ ჩართულობას შემთხვევის მართვის ყველა ეტაპზე, აწვდის ინფორმაციას მოსალოდენელი პროცესების, მისი და ბენეფიციარის უფლება-მოვალეობების შესახებ;
ე) გეგმავს და ახორციელებს კომუნიკაციას (შეხვედრა, ერთობლივი შეხვედრა, მისამართზე ვიზიტი, სატელეფონო კომუნიკაცია) ბენეფიციართან;
ვ) ბენეფიციართან კომუნიკაციის პროცესში ითვალისწინებს არსებულ შესაძლებლობებსა და რესურსებს;
ზ) შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, თანამშრომლობს სხვადასხვა უწყებებთან და ახდენს უწყებათაშორის კოორდინაციას;
თ) შემთხვევის მართვის პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე, დროულად რთავს საქმეში შესაბამის სპეციალისტს;
ი) ბენეფიციართან კომუნიკაციისას საჭიროებისამებრ აწარმოებს შესაბამის დოკუმენტაციას და აწვდის საქმისმწარმოებელ პირს;
კ) მონიტორინგს უწევს საქმეში მიღწეულ შედეგებს და ახორციელებს შესაბამის მოქმედებებს;
ლ) საჭიროებიდან გამომდინარე ახდენს ადგილზე გასვლას და სააღსრულებო მოქმედებებზე დასწრება