1. სოციალური მუშაკები თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად.

2. სოციალური მუშაკი:

ა) ფლობს ინფორმაციას მისი საქმიანობის მარეგულირებელი ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის/სტანდარტების შესახებ და მოქმედებს მათ შესაბამისად;

ბ) საქმიანობას ახორციელებს სოციალური მუშაობის ეთიკური ნორმების შესაბამისად.

3. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია შესაბამისი პროფესიული ტრენინგების ჩატარების გზით უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკთა ცოდნის გაღრმავებას საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების გათვალისწინები