1. სოციალური სამუშაო მიმდინარეობს არაგანსჯითი პრინციპით, რა დროსაც სოციალური მუშაკი ბენეფიციართან მიმართებით იჩენს პოზიტიურ დამოკიდებულებას, არ განსჯის მას მიღებული გადაწყვეტილებისა თუ ჩადენილი დანაშაულის/ქმედების გამო.

2. სოციალური მუშაობა მიმდინარეობს თანასწორობის პრინციპის დაცვით. დაუშვებელია ბენეფიციარის მიმართ დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

3. სოციალური მუშაკი თავისი საქმიანობის განხორციელებისას:

ა) აცნობიერებს დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპის მნიშვნელობას და უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის თანასწორობას ყოველდღიურ საქმიანობაში;

ბ) ფლობს ცოდნას ბენეფიციარის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული და სხვა პიროვნული მახასიათებლების შესახებ;

გ) ბენეფიცარს მომსახურებას აწვდის უსაფრთხო და დისკრიმინაციული მოპყრობისაგან თავისუფალ, არაგანსჯით და კეთილგანწყობილ გარემოში;

დ) არ იყენებს უფლებამოსილებას ბენეფიციარის ინტერესების საზიანოდ და არ განსჯის მას ჩადენილი ქმედების/დანაშაულის გამო;

ე) ახდენს ბენეფიციარის ინფორმირებას მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევაში გასაჩივრების უფლების შესახებ;

ვ) იყენებს  ბენეფიციარის ძლიერ მხარეზე ორიენტირებულ მიდგომას, გამოცდილების გამდიდრების საჭიროებასა და ითვალისწინებს ბენეფიციარის არჩევანის თავისუფლებას;

ზ) ცდილობს ბენეფიციართან დაკავშირებული სტიგმის შემცირებას შესაბამისი პროცედურებისა და პროგრამების განხორციელების გზით.

4. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია:

ა) უზრუნველყოფს ბენეფიციარის მდგომარეობასთან ასოცირებული სტიგმის შემცირებას შესაბამისი პროცედურებისა და პროგრამების დანერგვისა და განხორციელების გზით;

ბ) პერიოდულად ახდენს შიდა პოლიტიკის გადასინჯვას და უზრუნველყოფს არაგანსჯითი და არადისკრიმინაციული პოლიტიკისა და პრაქტიკის განმტკიცებას;

გ) ხელს უწყობს არსებული მომსახურების თანაბრად ხელმისაწვდომობას თანასწორობის პრინციპის გათვალისწინები