1. სოციალური მუშაობა წარიმართება კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით, რა დროსაც სოციალური მუშაკი აცნობს ბენეფიციარს მისი ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვის, ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევების შესახებ, თუ როდის და ვისზე შეიძლება გაიცეს ბენეფიციართან დაკავშირებული ინფორმაცია.
2. ბენეფიციარის პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები) და ბენეფიციართან მუშაობის პროცესში წარმოებული ნებისმიერი დოკუმენტაცია დაცულია როგორც მომსახურების მიწოდების პროცესში, ისე ბენეფიციარის მომსახურებიდან გასვლის შემდეგ.
3. ბენეფიციართან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია იმ პირებისათვის, რომელთაც კანონით აქვთ მინიჭებული ასეთი ინფორმაციის გაცნობის უფლებამოსილება.
4. სოციალური მუშაკი:
ა) აცნობიერებს ბენეფიციართან მუშაობის დროს კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპის მნიშვნელობას;
ბ) იმ სამართლებრივ და ეთიკურ შეზღუდვებს, რომელთა მიხედვითაც შეუძლებელია ბენეფიციარის შესახებ გარკვეული ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) ბენეფიციარსა ან/და მის კანონიერ წარმომადგენელს აწვდის ინფორმაციას კონფიდენციალურობის დაცვისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლების შესახებ;
დ) იცავს ბენეფიციართან დაკავშირებული ფორმალური/არაფორმალური კორესპონდენციის, სატელეფონო თუ პირდაპირი საუბრებისა და შეხვედრების კონფიდენციალურობას;
ე) ბენეფიციარს მომსახურებას აწვდის შესაბამის გარემოში (ოთახი ან გამოყოფილი ადგილი), სადაც უზრუნველყოფილია ბენეფიციართან საუბრის კონფიდენციალურობა;
ვ) ბენეფიციართან დაკავშირებულ ინფორმაციას, მოთხოვნის შემთხვევაში, აცნობს ბენეფიციარს, მის კანონიერ წარმომადგენელსა და შესაბამის უფლებამოსილ პირს;
ზ) უზრუნველყოფს ბენეფიციარის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვასა და დაცვას;
თ) იცავს კონფიდენცალურობის პრინციპს ბენეფიციარის მომსახურებიდან გასვლის შემდეგ.
5. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია:
ა) უზრუნველყოფს სოციალური მუშაკების გადამზადებას ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვასთან დაკავშირებით;
ბ) უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკებისთვის შესაბამისი სამუშაო გარემოს არსებობას ბენეფიციართან შეხვედრებისა თუ სატელეფონო საუბრების კონფიდენციალურად წარმართვის მიზნი