მუხლი 34. კომისიაში მონაწილე სახელმწიფო ინსპექტორი ადგენს ცნობას ჩატარებული სამუშაოების შესახებ და მოახსენებს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელს. ცნობაში აისახება ორგანიზაციის ზოგადი დახასიათება, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების მდგომარეობა, ჩატარებული სამუშაოების მოცულობა და მისი შედეგები. ცნობა საჭირო დოკუმენტების დართვით რეგისტრირდება დადგენილი წესით და ინახება ორგანიზაციის საკონტროლო-სამეთვალყურეო საქმეში🔗