კომისიის მუშაობაში მონაწილე სათანადო უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ინსპექტორი:
ა) აკონტროლებს შესრულებული ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების შესაბამისობას მშენებლობის და ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაციასთან, აგრეთვე სახანძრო უსაფრთხოების სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან;
ბ) მონაწილეობს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებისა და მოწყობილობების მუშაუნარიანობის გამოცდა-შემოწმებაში;
გ) ანალიზს უკეთებს მშენებლობის დროს გამოყენებული მასალების, კონსტრუქციების და ნაკეთობების სახანძრო საშიშროების მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას (რომელიც მოყვანილია მათ სერტიფიკატებში, ტექნიკურ პასპორტებსა და სხვა დოკუმენტებში);
დ) აკონტროლებს ფარული სამუშაოების, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებისა და დანადგარების, მოწყობილობების გამოცდა-შემოწმებების აქტების არსებობას;
ე) განსაზღვრავს შესამოწმებელი ღონისძიებების კონკრეტულ ნუსხას მშენებლობადამთავრებული ორგანიზაციის მზადყოფნის სტადიის (მისი ჩაბარების ეტაპის) მიხედვით.
“საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” · რედაქცია 27.02.2008
მუხლი 30
თავი VI — სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების მონაწილეობა მშენებლობადამთავრებული (რეკონსტრუირებული) ორგანიზაციის ექსპლუატაციაში მიმღებ კომისიაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2008. გამოქვეყნება: სსმ, 122, 07/09/2006.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, მუხლი 30, №1062, 05.09.2006, სარეგისტრაციო კოდი 140.160.000.22.034.009.194 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66352/muxli-30/