ობიექტის სახანძრო საშიშროებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტურობის შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხანძრის განვითარების, ხანძრის საშიში ფაქტორების გავრცელებისა და ადამიანთა ევაკუაციის საანგარიშო სცენარები და რისკის შეფასების მეთოდები, მათ შორის მესამე პირთათვის. საექსპერტო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით და მტკიცდება საექსპერტო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. საექსპერტო საბჭოს კომპეტენციაში არ შედის ნორმატიული დოკუმენტების არმქონე ტექნიკური გადაწყვეტილებების ან დაპროექტების ნორმებიდან გადახვევების მაკომპენსირებელი ღონისძიებების შემუშავება.
“საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” · რედაქცია 27.02.2008
მუხლი 24
თავი V — მშენებლობის და ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა და შეთანხმება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2008. გამოქვეყნება: სსმ, 122, 07/09/2006.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, მუხლი 24, №1062, 05.09.2006, სარეგისტრაციო კოდი 140.160.000.22.034.009.194 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66352/muxli-24/