მუხლი 21 მშენებლობის და ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც შეესაბამება სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს, სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოებთან შეთანხმებას არ საჭიროებს. სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიულ აქტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მშენებლობის და ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა და დასკვნების გაცემა წარმოებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ამ ინსტრუქციის მოთხოვნების გათვალისწინებით🔗