მუხლი 15 მშენებარე შენობა-ნაგებობების კონტროლის ღონისძიებათა პერიოდულობა განისაზღვრება სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების მიერ ობიექტების სირთულის, მათი მშენებლობის ვადებისა და ტემპების მიხედვით და სამშენებლო სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმის გათვალისწინებით. ეს ღონისძიებები უნდა ჩატარდეს მშენებარე ობიექტების ექსპლუატაციაში მიმღები კომისიების მუშაობაში მონაწილეობის პროცესშიც, მაგრამ არა უმეტეს წელიწადში ერთხელ🔗