ა) ავარიული სიტუაციების შექმნის, ტექნოლოგიური პროცესების შეცვლისას დარღვევების, აგრეთვე ნაგებობების, მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შესახებ ინფორმაციის მიღებისას, რაც უშუალოდ უქმნის საფრთხეს ადამიანთა სიცოცხლეს, აყენებს ზიანს მის ჯანმრთელობას, გარემოს, აგრეთვე იურიდიული და ფიზიკური პირების ქონებას;
ბ) მოქალაქეთა სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის ან მათი ქონების დაზიანების შემთხვევაში;
გ) იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევების შესახებ საჩივრების შემოსვლის შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია სხვა მოქალაქეების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შეუსრულებლობით, აგრეთვე დოკუმენტებით დამტკიცებული ან მტკიცებულებების მქონე ასეთი დარღვევების დამადასტურებელი ინფორმაციის არსებობით (ანონიმური საჩივრები არ წარმოადგენენ არაგეგმური შემოწმების ჩატარების საფუძველს);
დ) ამ მუხლის ბ) და გ) ქვეპუნქტებში აღნიშნული არაგეგმური შემოწმებები შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოს მოტივირებული გადაწყვეტილებით, მათ შორის იმ ზედამხედველობის ობიექტების შემოწმებაც, რომლებიც არიან ერთნაირი დანიშნულების და ფუნქციის მატარებელი