ა) ახორციელებს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას უშუალოდ ან სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოების სახელმწიფო ინსპექტორების მეშვეობით;
ბ) მომსახურების ტერიტორიაზე ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების მუშაობას;
გ) ადგენს საზედამხედველო ობიექტების აღრიცხვის წესს;
დ) ახორციელებს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ქვემდგომი ორგანოების მონაცემების აღრიცხვას და საქმიანობის ანალიზს, განაზოგადებს დანაყოფებისაგან მიღებულ, ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ აღრიცხვის და ანალიზის შესახებ ინფორმაციას;
ე) განსაზღვრავს კონტროლის ღონისძიებების ჩატარების პერიოდულობას ზედამხედველობის ობიექტებზე, თუ ეს არ არის დადგენილი ამ ინსტრუქციით;
ვ) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მიმართული საქმიანობის კომპლექსურ შემოწმებებს;
ზ) დადგენილი წესით აწვდის ინფორმაციას აღმასრულებელ ხელისუფლებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შესაბამის ტერიტორიაზე საზედამხედველო ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ;
თ) ურთიერთმოქმედებს ნებაყოფლობითი სახანძრო დაცვის დანაყოფებთან, აგრეთვე ნებაყოფლობით ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის სფეროში მომუშავე სადაზღვევო ორგანიზაციებთან;
ი) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ურთიერთმოქმედებს ტერიტორიულ საზედამხედველო ორგანოებთან, აგრეთვე სახანძრო უსაფრთხოების სფეროში პროდუქციისა და მომსახურების შესაბამისობის შემფასებელ და აკრედიტირებულ ლაბორატორიებთან;
კ) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ საქმეების წარმოებას;
ლ) განიხილავს და გასცემს დასკვნებს (შემდგომი შეთანხმებისათვის) ობიექტების მშენებლობის და ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაციაზე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებიდან დასაბუთებული გადახვევების ან აღნიშნული მოთხოვნების არარსებობის შემთხვევაში;
მ) ადგენს იმ სახელმწიფო ინსპექტორების ნუსხას, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოებს სახანძრო უსაფრთხოების, მშენებლობადამთავრებული (რეკონსტრუირებული) ობიექტების მიმღებ კომისიებში;
ნ) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო ინსპექტორების მიერ ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდის ჩატარებას, აგრეთვე მოსახლეობისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლებას;
ო) აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შეაქვს წინადადებები შესაბამის ტერიტორიაზე განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის დამყარების შესახებ და განსაზღვრავს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაბამის ღონისძიებებს;
პ) აკონტროლებს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების თანამდებობის პირების მიერ კანონიერების დაცვას;
ჟ) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების სახელმწიფო ინსპექტორების ატესტაციის ჩატარებას დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე;
რ) იხილავს წერილებსა და მიმართვებს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის განხორციელების საკითხებზე;
ს) ურთიერთმოქმედებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების მუშაობის გაშუქების საკითხებზე