1. აკრძალულია სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება იმ ობიექტებზე, რომლებიც საქართველოს კანონის ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ მიხედვით არ წარმოადგენენ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს.
2. საქართველოს შსს ტერიტორიული ორგანოების შესაბამისი ქვედანაყოფები აწვდიან ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის დანაყოფებს ხანძრებისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ.
“საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” · რედაქცია 27.02.2008
მუხლი 8
თავი III — სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების ძირითადი მიმართულებები და უფლებამოსილება
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2008. გამოქვეყნება: სსმ, 122, 07/09/2006.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, მუხლი 8, №1062, 05.09.2006, სარეგისტრაციო კოდი 140.160.000.22.034.009.194 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66352/muxli-8/